You are on page 1of 5

ღერძულა ჩონჩხი

ხერხემლის სვეტი შექმნილია 31-32 მალისგან. იყოფა 5 ჯგუფად:

1. კისრის მალები - 7 მალა

2. გულმკერდის მალები - 12 მალა

3. წელის მალები - 5 მალა

4. გავის მალები (გაერთიანებულია ერთი მთლიანი მალის სახით) - 5 მალა

5. კუდუსუნის მალები - 1-3 მალა

განსხვავებული ნიშნების მიუხედავად, ყველა მალას მსგავსი აგებულება და საერთო


ელემენტები აქვთ. ყველაზე კარგად ეს ნიშნები გამოხატულია გულმკერდის მალებში , რის
გამოც მათ ტიპურ მალებს უწოდებენ.

გულმკერდის მალები (ტიპური მალები)


ყველაზე ცენტრალური და მასიური ნაწილია სხეული, რომლის უკანა-გვერდითი
კიდეებიდან წარიზიდება უკანა მიმართული რკალები.

1. რკალები ქმნიან წვეტიან მორჩს.

2. რკალებითა და უკანა კიდით შემოისაზღვრება მალის ხვრელი.

3. რკალებიდან ორივე მხარეს წარიზიდება წყვილი განივი მორჩი.

4. რკალებიდან ზევით და ქვევით წარიზიდება სასასხრე ზედა და ქვედა მორჩები.

გულმკერდის მალებს თავიანთი განმასხვავებელი ნიშანიც აქვთ, ე.წ ქვედა და ზედა


სანეკნე ფოსოები, რაც დაკავშირებულია მათთან ნეკნების შესახსრებით.

კისრის მალები
კისრის მალების საერთო დამახასიათებელი ნიშანია განივი ხვრელის არსებობა მალის
სხეულის ორივე მხარეზე: უკნიდან განივი, წინიდან ნეკნოვანი. კისრის მალებიც
განსხვავდებიან ერთმანეთისგან.

1. კისრის პირველი მალა - ატლასი

არ აქვს მალის სხეული.

მალის ხვრელს წინიდან შემოსაზღვრავს წინა რკალი, უკნიდან უკანა რკალი,


გვერიდან გვერდითი მასები, რომლებზეც ქვედა და ზედა სასახსრე ფოსოებია .
2. კისრის მეორე მალა (ღერძმალის) - აქსისი

დამახასიათებელი ნიშანია ცილინდრული ფორმის კბილი, რომლითაც ატლასს


უკავშირდება. კბილს აქვს: მწვერვალი, წინა, უკანა და სასახსრე ზედაპირი.

3. კისრის მეექვსე მალა (C6)

ინდივიდუალური ნიშანია საძილე ბორცვი, სადაც საძილე არტერია გაივლის.

4. კისრის მეშვიდე მალა - წარზიდული მალა

კარგად გამოხატული წვეტიანი მორჩის გამო ეწოდება წარზიდული.

წელის მალები
წელის მალები გამოირჩევიან სხეულის დიდი მასით

აქვს დამატებითი და დვრილისებრი მორჩი.

დამატებითი არის განივი მორჩის უკანა ზედაპირზე, ხოლო დვრილისებრი სასახსრე


მორჩე.

გავის მალები (გავის ძვალი)


გავის მალების სხეულები ქმნიან ერთ მთლიან გავის ძვალს.

1. გავის ძვალს აქვს ორი ნაწილი: ფუძე (ზედა და გამსხვილებული) და მწვერვალი


(ქვედა და შევიწროებული).

2. გავის ძვალს ორი ზედაპირი აქვს: წინა ანუ მენჯის, რომელიც შედარებით სადაა და
მენჯის ღრუსკენაა მიქცეული და უკანა, რომელიც გამოდრეკილია და
რთულრელიეფიანი.

3. გავის გვერდითი ნაწილი გარეთა კიდეებით ქმნის ყურისებრ ზედაპირს.

4. გავის ხვრელების შეერთებით წარმოიქმნება გავის არხი.

5. გააჩნია სამი ქედი: შუა, შუამდებარე და ლატერალური. შუა მიიღება წვეტიანი


მორჩების შეერთები, შუამდებარე - ზემო და ქვემო სასახსრე მორჩების შეერთები,
ხოლო ლატერალური - განივი მორჩების შეერთები.

6. განივი ხაზები 5 მალის შეზრდით მიიღება.


კუდუსუნის მალები
კუდუსუნის მალები შეძვალებულია და ერთ მთლიან კუდუსუნის ძვალს ქმნის.

1. კუდუსუნის ძვალს აქვს რქა, ფუძე, განივი მორჩი და მალის სხეული.

2. აქვს ორი ზედაპირი წინა და უკანა. უკანა ხორკლიანია, ხოლო წინ განივი ხაზებია.

3. ფუძე გავის ძვლის მწვერვალთან გავა-კუდუსუნის სიმფოზს ქმნის.

ხერხემალი მთლიანად
1. ხერხემლის სვეტი შექმნილია 24 თავისუფალი მალის, გავისა და კუდუსუნის
ძვლების დაკავშირებით.

2. გააჩნია 4 ფიზიოლოგიური ნადრეკი: 2 ლორდოზი (კისერი და წელი) და 2 კიფოზი


(გულმკერდი და გავა)

3. ხერხემლის გვერდით გამრუდებას სკოლიოზი ეწოდება.

გულმკერდის ჩონჩხი
წარმოდგენილია შემდეგი ნაწილების გაერთიანების სახით:

1. გულმკერდის თორმეტი მალა

2. 12 წყვილი ნეკნი

3. მკერდის ძვალი

ნეკნები
ნეკნები იყოფა სამ ჯგუფად:

1. ნამდვილი (პირველი შვიდი) - უკავშირდება მკერდის ძვალს ცალ-ცალკე.

2. ცრუ (8-10) – ჯერ ერთმანეთს უკავშირდებიან, ხოლო შემდეგ მკერდის ძვალს.

3. მერყევი (11-12) - საერთოდ არ უკავშირდებიან მკერდის ძვალს.

უმეტესი ნაწილი ძვლოვანია, ხოლო წინ იგი ნეკნის ხრტილით მთავრდება.

განარჩევენ ნეკნების სამ ნაწილს: 1. თავი 2. ყელი 3. სხეული

ნეკნის თავი უკავშირდება გულმკერდის მალებს.

თავის გაგრძელებას წარმოადგენს ყელი, რომელიც ნეკნის სხეულში გადადის.


ნეკნის ყელის ქედი ზედა კიდეზეა.

აქვს გარეთა და შიგნითა ზედაპირი, ხოლო სასახსრე ზედაპირით, რომელიც გარეთა


ზედაპირზე ნეკნის ბორცვს დართული აქვს, უკავშირდება მკერდის მალებს.

ნეკნის კუთხეში მოხრილობა მკვეთრად იცვლება.

ნეკნის ღარი მდებარეობს შიგნითა ზედაპირის ქვედა კიდესთან. აქ თავსდება


ნეკნთაშუა სისხლძარღვები და ნერვები.

პირველი ნეკნი განსხვავებულია. აქვს ზედა, ქვედა, გარეთა და შიგნითა


ზედაპირები.

ზედა ზედაპირზე ლავიწქვეშა არტერიის და ვენის ღარია, ხოლო მათ შორის გამყოფი
შემაღლება- წინა კისრისებრი კუნთის ბორცვია.

მეორე ნეკნს აქვს წინა დაკბილული კუნთის ხორკლი.

მკერდის ძვალი
აქვს მახვილისებრი ფორმა და ბრტყელია.

გამოყოფენ სამ ნაწილს: 1. ტარი 2. სხეული 3. მორჩი

აქვს შიგნითა და გარეთა ზედაპირი

მკერდის ტარზე, გვერდითა კიდეებზე შეიმჩნევა სამი სახის ნაჭდევი: 1. სანეკნე 2.


ლავიწის 3. საუღლე

მკერდის ტარსა და სხეულს შორის არის მკერდის კუთხე ანუ იგივე ლუდოვიკოს
კუთხე.

გულმკერდის ღრუ
მალების, ნეკნებისა და მკერდის ძვლის გაერთიანებით შექმნილი სივრცე, რომელიც
ორგანოებს იცავს დაზიანებისგან. აქვს ორი შესავალი- ზედა და ქვედა. ქვედა
შესავალს მოსაზღვრავს ნეკნთა რკალი და მკერდის მახვილისებრი მორჩი.
წარმატებები <3333

ვ.ბ

You might also like