You are on page 1of 2

მოცემული მონაკვეთის მიხედვით შეგვიძლია გამოვყოთ ანტონიოს მორალური და

ზნეობრივი თვისებები. უნდა აღვნიშნოთ, რომ ანტონიო მეგობრების მიმართ მართალი


ადამიანია. ბერი ვალდებულად თვლის, თანამოძმეებს არაფერი დაუმალოს და გაუმხილოს
როგორც საკუთარი სისუსტე, ასევე პატიმრობისაგან შეწყალების ამბავი: ,,მე უპირველეს
მოვალეობად მივიჩნიე, ეს ჩემი სისუსტე მოძმეებისთვის გამემხილა და მეღიარებინა.“.
მიუხედავად ამისა, ანტონიოს არ გააჩნია სიმტკიცე და რწმენის სისრულე, რასაც თვითონაც
აღიარებს: ,,მათი რწმენა ჩემს რწმენაზე ღრმა იყო, მათი სული ჩემს სულზე ძლიერი.“.
სიმხდალითა და უნებისყოფობით ის დამორჩილდა შიშს, რის შედეგადაც მეგობრები
სასიკვდილოდ მიატოვა და ნაჩუქარი თავისუფლება სულიერ ტანჯვად ექცა.

ანტონიოს ნათქვამი გვაჩვენებს, რომ პატიება არ გულისხმობს დანაშაულისგან


გათავისუფლებას, არამედ, პირიქით, ის შეიძლება გადაიქცეს უფრო მძიმეს სასჯელად.
დაუმსახურებელი შენდობის შემდეგ ადამიანი ხდება სინანულისა და სინდისის ხმის
მსხვერპლი. მიუხედავად იმისა, რომ ანტონიომ კოცონზე დაწვას თავი დააღწია, ის მაინც
დამნაშავე დარჩა განწირული თანამოძმეების მიმართ, ხოლო მაშინდელმა სისუსტემ
შეაზიზღა საკუთარი თავი და სინდისის ქენჯნა უფრო გაუძლიერა. აკაკი წერეთლის
,,გამზრდელიც“ იზიარებს ამგვარ პოზიციას. საფარ-ბეგმა აღიარა დანაშაული, მზად იყო
მომკვდარიყო ბათუს ტყვიით და მოენანიებინა ცოდვები, მაგრამ ძუძუმტემ შეიწყალა ის.
ბათუს ამ საქციელმა გააღვიძა ,, მამხილებელი გონება” საფარში, რომელმაც ერთადერთი
ხსნის გზა გამზრდელთან მისვლაშისა და დალაპარაკებაში ნახა.

რაც შეეხება მთავარ სათქმელს, მოცემულ მონაკვეთში ავტორმა დაგვანახა, თუ რამდენად


შეიძლება დატანჯოს ხორციელმა ბუნებამ სულიერი. შიში, ურწმუნოება, სულმოკლეობა და
სხვა ავი თვისებები აბრმავებენ ადამიანს, აძალებენ დათმოს საკუთარი ღირებულებები და
დამორჩილდეს მათ. არასწორად მიღებული გადაწყვეტილებები კი განაპირობებენ სინდისის
ქენჯნას და სინანულს, რომლებიც უდიდეს ზიანს აყენებენ პიროვნების სულიერ
მდგომარეობას. ჩვენ ვხვდებით, რომ მხოლოდ რწმენით აღსავსე, მტკიცე და ძლიერი
ადამიანი შეძლებს დათრგუნოს მანკიერი ძალები, წინ აღუდგეს მათ და ღირსეულად
მოიპოვოს როგორც ხორციელი, ასევე სულიერი თავისუფლება.

ოთ), მე-2 და მე-3 უკეთეტექსტის მთავარი სათქმელი ნამდვილად ესაცაა და უპირველესად


ის , რომ სიკვდილი არ არის ყველაზე მძიმე სასჯელი. ყველაზე სასტიკი სასჯელია ის,
როდესაც სინდისი, ,,მებრძოლი ღმერთი ადამიანში“,მთელი ცხოვრება გტანჯავს და ყელზე
ჩამოგეკიდება თეიმურაზივით ,,ძაღლის მძორივით’’.

ისევ და ისევ: მეტი ტექსტური მასალა დაიმოწმე მსჯელობისას, ეს მოთხოვნაა და


გაითვალისწინე.

პირველი მითითება ბოლომდე სრულყოფილად და ღრმად არ არის გააზრებული( ამაზე


ცალკე ვილაპარაკოთ), მე-2 და მე-3 უკეთესია.

24/16

You might also like