You are on page 1of 1

მე ვეთანხმები მოსაზრებას, რომ თავისუფლება უპირველესად მაღალ პასუხისმგებლობას

და მოვალეობას გულისხმობს და არა თავნებობას.

მე ვფიქრობ, რომ თავისუფლება უმნიშვნელოვანესი სტატუსია, რომელიც


დღესდღეობითაც რთულად მოსაპოვებელი და შესანარჩუნებელია . თუკი არ გამოვიჩენთ
მაღალ პასუხისმგებლობას, ჩვენ დავკარგავთ მას და ადრე თუ გვიან სხვისი მორჩილების
ქვეშ მოვექცევით. ამასთან ერთად, აუცილებელია ყველა იმ მოვალეობის აღსრულება ,
რომლებიც უკეთესად განამტკიცებენ სახელმწიფოებრივ სუვერენიტეტს . გარდა ამისა ,
ერის და ქვეყნის თავისუფლება უშუალოდ დამოკიდებულია ხალხის მონდომებასა და
შრომისუნარიანობაზე. ადამიანები, რომლებიც დაუღალავად იღვწიან, ქმნიან ერთიან
ძალას, რათა განამტკიცონ უძველესი ეროვნული ღირებულებები და უზრუნველყონ
იდენტურობის შენარჩუნება მსოფლიოში.

მაგალითად, დავით აღმაშენებელმა არაერთი სასულიერო და საერო კრება ჩაატარა ,


რომელთა საშუალებითაც მეფემ ურჩი ფეოდალები ჩამოიშორა და სასახლის კარზე
დატოვა ის მოღვაწეები, რომლებიც მზად იყვნენ სრული მონდომებით დახმარებოდნენ
მმართველს და საქართველოსთვის ნანატრი თავისუფლება დაებრუნებინათ
სელჩუკებისაგან. საბოლოოდ, ერთობლივი ძალისხმევით საქართველო განთავისუფლდა
დამპყრობლისაგან, ხოლო შემდგომ ამიერკავკასიის უძლიერესი სამეფოს ტიტულიც
დაიბრუნა.

ჩემი აზრით, თავნებობა, თავის მხრივ, ადამიანის სხვა უარყოფით მახასიათებლებთან


ერთად შეიძლება გახდეს თავისუფლების დაკარგვის მიზეზი. ამგვარი პიროვნება
საკუთარი სიჯიუტით, სიზარმაცითა და უპასუხისმგებლობით ვერ გაუწევს სათანადო
წინააღმდეგობას მტერს. ამასთან ერთად, ის მუდმივად დაუპირისპირდება
თანამემამულეებს, რაც ხელს შეუშლის გაერთიანებასა და პრობლემების რაციონალურად
მოგვარებას. ასეთი ადამიანი ვერასოდეს ჩაუდგება სათავეში განვითარებულ , ძლიერ და
დამოუკიდებელ ქვეყანას.

დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ თავისუფლება მოითხოვს შრომისმოყვარეობას,


პასუხისმგებლობას და ვალდებულებების შესრულებას. დროა ხალხში გაიღვიძოს
ეროვნულმა სულისკვეთებამ და პატრიოტიზმა, რათა მალევე მოხდეს იმ კრიტერიუმების
დაკმაყოფილება, რომლებიც უზრუნველყოფენ თავისუფლების ხანგძლივად
შენარჩუნებას. როგორც ილია ჭავჭავაძე იტყოდა: "მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის,
ჩემო თერგო, ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი!".

You might also like