You are on page 1of 2

ჭეშმარიტი თავისუფლება შეუძლებელია დიდი

პასუხისმგებლობებისა და მოვალეობის შეგნების


გარეშე
   თავისუფლება ის ძვირფასი საუნჯეა, რომელიც ღმერთმა ყველა ადამიანს
უბოძა, მაგრამ, ბუნებრივია, ამ საუნჯეს თან ახლავს ბევრი ვალდებულება და
მის ტარებას დიდი პასუხისმგებლობა ესაჭიროება. რა თქმა უნდა, მე
ვეთანხმები მოცემულ თეზისს, ჭეშმარიტი თავისუფლება შეუძლებელია
დიდი პასუხისმგებლობებისა და მოვალეობის შეგნების გარეშე.

როგორც დოსტოევსკიმ თქვა: “თავისუფლება იმაში კი არ მდგომარეობს,


რომ არ შეიკავო თავი, არამედ იმაში, რომ საკუთარი თავის კონტროლი
შეგეძლოს.” სწორედ ამიტომ ვერ შეინარჩუნეს სამოთხეში ადამმა და ევამ
ნეტარება, ისინი ცდუნებამ დაიმორჩილა.

   კაცობრიობა უხსოვარი დროიდან მიისწრაფვის თავისუფლებისაკენ, ყველა


პიროვნებას სწყურია, რომ იყოს ძლიერი და თავისუფალი, მაგრამ უმეტესობას
არ  ესმის, როგორ უნდა ჰპოვოს ადამიანმა ჭეშმარიტი თავისუფლება.
მაცხოვარი როცა იუდეველებს ესაუბრებოდა თავისუფლებაზე, მათ მოუწოდა:
“ჭეშმარიტება შეიცანით და ჭეშმარიტება გაგანთავისუფლებთ თქვენ.” და
რისგან გვესაჭიროება განთავისუფლება? ჩვენი ცოდვებისაგან, ჩვენში
დაბუდებული ვნებებისაგან. ადამიანში თითქოს ორი მგელი ებრძვის
ერთმანეთს: შავი, რომელიც ბოროტებას, შურს, ეგოიზმსა და სიცრუესს
წარმოადგენს, მეორე კი თეთრია, რომელიც, მშვიდობას, სიყვარულს, იმედს,
ჭეშმარიტებას, სიკეთესა და ერთგულებას გამოხატავს. ბოლოს კი ის მგელი
იმარჯვებს, რომელსაც ადამიანი გამოკვებავს. ის ხალხი, ვისაც სურს, რომ
მოიპოვოს ჭეშმარიტი თავისუფლება ,ყოველთვის ებრძვის ამ ცუდ თვისებებს.
გავიხსენოთ თოლია ლივინგსტონი, მას სურდა, ჭეშმარიტად თავისუფალი
ყოფილიყო, ამიტომაც დაითმინა შეურაცხყოფა, დამცირება,
განდევნა,გაკიცხვა და ცილისწამებაც კი. ადამიანები მუდმივად თავს
წირავდნენ და მსხვერპლს გასცემდნენ ჭეშმარიტი თავისუფლების
მოსაპოვებლად. სწორედ ასე მოიქცა წმინდა დედოფალი შუშანიკი, არ
დაემორჩლა თავის მეუღლეს და სარწმუნოებისთვის თავი გაწირა. ჩვენ
წინაპრებს კარგად ესმოდათ თავისუფლების არსი. ილია ჭავჭავაძე თავის
წერილში განმარტავს, რომ ადამიანის თავისუფლებას წესების დაცვა
აძლიერებს და არა თავგასული უწესრიგობა.

   ზოგიერთ ადამიანს მიაჩნია, რომ თავისუფლება მოვალეობების გარეშე


შეიძლება მოიპოვო. ისინი ფიქრობენ, რომ ტრადიციებისა და
საზოგადოებრივი ჩარჩოების დარღვევის შემდეგ თავისუფლები ხდებიან. მათ
არ აქვთ პასუხისმგებლობისა და მოვალეობის გრძნობა, რადგან ვნებებს
აყოლილი ადამიანები არიან. გოეთემ ბრძანა:”არავინაა ისე დამონებული,
როგორც ის ადამიანი, რომელსაც სჯერა, რომ თავისუფალია.”

    ვფიქრობ,რომ თავისუფლება ამორალურის აკრძალვაა საკუთარ თავში,


სისუსტეების დაძლევაა. რაიმე წადილი კი არ უნდა მართავდეს პიროვნებას,
არამედ თავად უნდა იმორჩილებდეს სურვილებს.როცა ადამიანს შეუძლია
გააანალიზოს რა არის სწორი და რა არა, რა იქნება უმჯობესი. მცირე
თვითკონტროლი უკვე ერთი წინაგადადგმული ნაბიჯია თავისუფლებისაკენ.
აქედან გამომდინარე ვასკვნი, რომ შეუძლებელია პასუხისმგებლობისა და
მოვალების გარეშე ჭეშმარიტი თავისუფლების მოპოვება.

You might also like