You are on page 1of 6

,,შესავალი თანამედროვე აზროვნებაში I”

ჯონ სტიუარტ მილი

გიორგი მოკვერაშვილი

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი

ზურაბ ჭიაბერაშვილი

ილიას სახემწიფო უნივერსიტეტი თბილისი, 2020


ჯონ სტიუარტ მილი მე-19 საუკუნის გამურჩეული და განსხვავებულად მოაზროვნე
ფილოსოფოსია. მან თავის წიგნში „თავისუფლების შესახებ“ განიხილა
ინდივიდუალური თავისუფლება და თქვა რომ მისი შეზღუდვა როგორც სუვენრეულ
ქვეყანაში, ასევე დემოკრატიულ სახემწიფოშიცაა შესაძლებელი. იგი თვლის, რომ
ინდივიდუალური თავისუფლება კაცობრიობის გადამრჩენელი და განმავითარებელი
შესაძლებლობაა.

მილი პირველ თავშივე გვეუბნება, რომ ბრძოლა თავისუფლებასა და ხელისუფლებას


შორის ძველ დროშივე არსებობდა, მაგრამ ეს იყო ბრძოლა ბატონსა და ქვეშემრდომებს
შორის. მეორენი ვერასდროს ბედავდნენ მათ ბატონთან შეწინააღმდეგებას, რადგან მისი
ტირანიის ეშინოდათ. მაგრამ ამ დროს მაინც არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც
ცდილობდნენ შეზღუდვები დაეწესებინათ მეფისთვის ხალხის მართვასთან
დაკავშირებით. სწორედ ეს იყო ბრძოლა თავიუფლებასა და ხელისუფლებას შორის.
ასევე მილი საუბრობს კონსტიტუციზე, რომელიც შედარებით გივიანდელი
შეწინაღმდეგების რესურსია და ამბობს რომ ეს უფრო ეფექტური აღმოჩნდა ამ ორიდან.
მილის აზრით, დემოკრატიის დროსაც შეიძლება შეიზღუდოს ადამიანის თავისუფლება,
რადგან დემოკრატია გულისხმობს ხალხის უმრავლესობის გადაწყვეტილებას,რაც
შეიძლება მცდარი იყოს, ამისი ნათელი მაგალითია სოკრატე, რომელსაც სწორედ, ხმათა
უმრავლესობის მიღების შემდეგ მიესაჯა სიკვდილით დასჯა.

მილის თქმით, არსებობს ორი მთავარი რამ, რითაც შეიძლება ადამიანის


თავისუფლებას საშიშროება დაემუქროს. ესენია:ტირანია და საზოგადოების
კოლექტიური აზროვნება, ასევე მის მიერ შექმნილი შიდაწესები(ტრადიციები). ავტორი
გვეუბნება, რომ უცოდინარი ადამიანები პირველს თვლიან ყველაზე საშიშად, ამის
მიზეზად მიიჩნევს ტირანულ პოლიტიკას, რომელსაც მსგავსი ხელიუფლება ატარებს.
მაგრამ სინამდვილეში, ავტორის აზრით, თუ ადამიანი განათლებულია და
რაციონალურად აზროვნება შეუძლია, მიხვდება, რომ ყველაზე საშიში მეორეა, ანუ
საზოგადოების კოლექტიური აზრი. რისი არგუმენტიც შემდეგი სიტყვებია:

1
„ასეა, რადგან, მართალია,მისი ტირანია ჩვეულებრივ არ ემყარება სასჯელის უიდურეს
სახეებს, ის თავის დაღწევის ნაკლებ საშუალებას ტოვებს, რამდენადაც ცხოვრების
დეტალებში ბევრად უფრო ღრმად იჭრება და თავად სულს იმონებს.“(მილი 2019,381)

მსგავს მაგალითებს ჩვენს ქართულ რეალობასა და ლიტერატურაშიც ვხვდებით.


მაგალითად ჯემალ ქარჩხაძის ერთ-ერთ ცნობილ მოთხრობაში, სახელად „იგი“. ამ
ნაწარმოებში არის იმისი მაგალითი თუ როგორ ექცევა საზოგადოება თავისგან
განსსხვავებულად მაზროვნე ინდივიდს. ნათლად ჩანს თუ რა საშინელია
საზოგადოებაში გაბატონებული აზრი და სადამდე მივყავართ მას.

მილის ამ ნწარმოებს კითხვისას, ადვილად ვხვდებით, რომ იგი ეწინაააღმდეგება


ინდივიდის თავისუფლების შეზღუდვას, მაგრამ არსებობს გამონაკლისი როდესაც ეს
დასაშვებია. მილი ამ ყოველივეს მაშინ თვლის მისაღებად, როდესაც საშიშროება სხვის
თავისუფლებას ემუქრება. ისეთი ვითარების დროს, როდესაც ინდივიდების გარკვეული
ჯგუფი ზღუდავს სხვის,გინდ მხოლოდ ერთი პიროვნების თავისუფლებას
შესაძლებელია ძალადობის გამოყენება გარკვეული ფორმით. იმის არგუმენტად, თუ
რატომ არ უნდა შიზღუდოს ინდივიდის თავისუფლება, იგი იმოწმებს ადამიანთა
განსხვავებულ შეხედულებებს. მილი გვეუბნება, რომ ყველა ადამიანს სხვადასხვა სახის
დამოკიდებულება და შეხედულება აქვს ცხოვრების მიმართ. შესაძლებელია, ზემოთ
ხსენებულნი მცდარიც ჰქონდეს ინდივიდს, მაგრამ არავის აქვს მათი შეზღუდვის
უფლება. თუ ჭეშმარიტად მოაზროვნე ადამიანი ხვდება, რომ მის გარშემო მყოფ
ადამიანს მცდარი შეხედულებები აქვს, ამ დროს იგი ძალადობით კი არ უნდა შეეცადოს
მისი ოპონენტის ჭეშმარიტებისაკენ მიმართვა, არამედ მის მცდარ შეხედულებებს უნდა
დაუპირისპიროს მყარი არგუმენტები და ამით უნდა გააქარწყლოს მოწინააღმდეგის
მცდარი შეხედულებები. მილის თქმით, სწორედ ძალადობა და განსხავებული აზრის
უგუვებელყოფაა ერთ-ერთი მთავარი ხელშემშლელი ფაქტორი კაცობრიობის
განვითარებაში.

„არც ერთი საზოგადოება, რომელშიც ამ თავისუფლებებს მთლიანობაში პატივს არ


სცემენ, თავისუფალი არ არის, როგორიც არ უნდა იყოს მისი მმართველობის ფორმა; და

2
არც ერთი არ არის ბოლომდე თავისუფალი, თუ მასში ისინი აბსოლიტური და
შეუზღუდავი არ არის.“(მილი, 2019,389) აქ მილი საუბრობს თავისუფლების სამ
სფეროზე. 1)აზრისა და შეხედულებების თავისუფლება, მილი ამბობს, რომ ამ სფეროში
ყველა ადამიანი თავისუფალია, ყოველი მათგანის უფლებაა ჰქონდეთ საკუთარი აზრი
და შეხედულება გარკვეული საკითხის მიმართ. 2)ცხოვრების წესი, გემოვნება და
მისწრაფებები.მილი ფიქრობს, რომ ადამიანს აქვს უფლება როგორც უნდა ისე მოიწყს
ცხოვრება, ცხოვრების რა სტილსაც უნდა იმას მიჰყვეს. 3)კავშირი სხვა ადამიანებთან,
საკუთარი გარეგნობის არჩევის უფლება, ადამიანი თვითონ უნდა ირჩევდეს თუ ვისთან
სურს მეგობრობა, ან დაოჯახება ან კიდეც რაიმე მიზნისთვის გაერთიანება, ასევე
გემოვნებაც, ადამიანი თვითონ უნდა ირჩევდეს თუ როგორი გარეგნობა ქონდეს და
ამაში არავის აქვს ჩარევის უფლება. ზემოთ ხსენებულ სამივე მათგანს ღრმად აქვს
ფესვები გადგმული 21-ე საუკუნეში. დღევანდელობაში,შედარებით კარგად გასაგებია
მილის ის მოსაზრება, როოდესაც ამბობს, რომ ინდივიდუალურ თავისუფლების
შენარჩუნება მხოლოდ განვითარებულ ქვეყნებშია შესაძლებელი. მართალია სამივე
მათგანი განვითარებად ქვეყნებშიც არსებობს, მაგრამ ისინი ნაწილობრივ მაინც
შეზღუდულნი არიან. ამის ნათელი მაგალითი საქართველოა. გავიხსენოთ ამ ბოლოხანს
მომხდარი ფაქტი, აქცია, რაც ფილმ „და ჩვენ ვიცეკვეს“ მოჰყვა, ამით ქართულმა
საზოგადოების ფართო ნაწილმა დაამტკიცა, რომ სურს შეზღუდოს, უფრო სწორედ რომ
ვთქვათ მისთვის მიუღებელია „ელჯიბიტი“ საზოგადოება,რომელიც სხვის
თავისუფლებას საერთოდა არ ეხებხა და არანაირად არ ზღუდავს მათ.

მილის აზრით, საზოგადოებაში საჭიროა არსებობდნენ განსხვავებული აზრის მქონე


ინდივიდები და მათ არ უნდა ჰქონდეთ განსხვავებულად ფიქრის უნარი შეზღუდული,
რადგან ეს ერთადერთი გზაა რაიმე ახლის აღმოჩენისა და კაცობრიობის განვითარების.
თუ ინდივიდებს ეს შეზღუდული ექნებათ, როგორ აღმოაჩენენ რაიმე ახალს და
როდესაც ეს ვეღარ მოხერხდება , ამ დროს კაცობრიობის განვითარებაც შეწყდება. მილი
მხარს უჭერს დისკუსიის არსებობას და ინდივიდის მიერ საკუთარი აზრის
დაფიქსირების შესაძლებლობას საზოგადოებაში, რადგან ეს ერთადერთი გზაა სწორი
აზრის ჩამოყლიბებისა, რაც პირდაპი კავშირშია პროგრესთან. დისკუსიის დროს ხდება
3
აზრის ფორმირება, დამუშავება, რითაც დგინდება ჭეშმარიტება, ყველასთვის მისაღები
აზრი. როგორც უკვე ვიცით, უმრავლესობა ანუ ტირანია ებრძვის სხვაგვარად
მოაზროვნე ადამიანებ, რათა საზოგადოებაში არ ჩამოყალიბდეს განსხვავებული აზრი
თუ შეხედულებები. „ უმრავლესობის ტირანია“ ინდივიდებს არ აძლევს უფლებას
გამოთქვან საკუთარი აზრი.მას აქვს არჩეული საკუთარი ცხოვრების გზა და ყველაფერს
ცდილობს, რომ აქედან არ გადაუხვიოს. ანადგურებს ყოველივე დაბრკოლებას, რაცკი
წინ ეღობება. ინდივიდუალური თავისუფლების არსიც ამ დროს იკვეთება. იგი
ერთადერთი გამოსავალია, რომელსაც შეუძლია ცხოვრების ეს ტირანული სტილი
შეცვალოს და კაცობრიობას მიანიჭოს განვითარების და უკეთესი ცხოვრების
შესაძლებლობა. მოკლედ რომ ვთქვათ, ინდივიდუალური თავისუფლება ერთადერთი
ნათელი წერტილი და გამოსავალია, რომელსაც შეუძლია კაცობრიობის შეცვლა
უკეთესობისკენ, სანამ იგი სრულყოფილებამდე არ მიაღწევს.

4
გამოყენებული ლიტერატურა
მილი, ჯონ სტიუარტი. „თავისუფლების შესახებ“. წიგნში შესავალი თანამედროვე
აზროვნებაში I, 381-389 თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა,
2019.

You might also like