You are on page 1of 2

1.

ნიცშეს მიხედვით, იმსჯელეთ რას გულისხმობს ზარათუსტრა ფრაზაში


"ღმერთი მოკვდა"?
როდესცაც ზარათუსტრა იწყებს დაღმასვლას, მას გზაზე ხვდება განდეგილი,
რომელთანაც საუბრის დროს თავში უელვებს შემდეგი აზრი: ,,ნუთუ არ
გაუგია ამ ბებერს რომ, ღმერთი მოკვდა“. აქ ნიცშე გულისხმოს ღმერთის
იდეურ სიკდვილს. ადამიანებმა მოკლეს თვითონვე ღმერთი, რადგან მათ
რწმენა ჩაანაცვლეს გამოუსადეგარი რიტუალებით. აქ პარალელის გავლება
შეგვიძლია პავლე მოციქულთან, რომელიც ასევე არაფრად მიიიჩნევდა
რელიგიის მიმდევარს თუ მას ღმერთი გულით არ სწამდა. ნიცშეს ამას ამბობს,
რომ ადამიანებს ღმერთის გულით აღარ წამთ და ამან განაპირობა მისი
სიკვდილი.

2. ჯონ დიუის მიხედვით, შეადარეთ ერთმანეთს ტრადიციული და


პროგრესული განათლების მოდელები. რატომ წერს დიუი, რომ ტრადიციული
განათლება ხელსაყრელია ტოტალიტარული რეჟიმებისთვს?

ჯონ დიუი წარმოგვიჩენს ორ ერთმანეთისგან განსხვავებულ განათლების


მოდელს. პირველია ტრადიციული განათლება, რომლის დროსაც მოსწავლე
მიჰყვება წინასწარვე გაწერილ სასწავლო გეგმას. ამ დროს არ არის
გათვალისწინბული ბავშვის შესაძლებლობები და ინტერესები. ბავშვები
სწავლობენ იმისთვის, რომ გადავიდნენ კლასიდან და კლასში. როდესაც
მოსწავლე ამთავრებს სკოლას ამ დროს სკოლა იხსნის ყველანაირ
პასუხისმგებლობას მისი ცხოვრების განვითარებაზე. რაც შეეხება პროგრესულს
იგი ამ პირველისგან სრულიად განსხვავდება. ამ დროს მოსწავლეს აქვს
შესაძლებლობა ისწავლოს ის საგნები რაც მის შესაძლებლობეს შეეფერება და მის
ინტერესებიდან გამომდინარეობს. სკოლა ამზადებს მოსწავლეს მომავალი
ცხოვრებისთვის რადგან მისი ძირითადი ფუნდამენტია ,,კეთებით სწავლება“.
ტოტალიტარული მართველობა გულისხმობს, როდესაც სახელმწიფოს აქვს
ადამიანის ცხოვრების ყველა ასპექტზე ბატონობის შესაძლებლობა. თუ
დავუფიქრდები, მივხვდებით, რომ იგი ახლო კავშირშია ტრადიცულ
განთლებასთან, რადგან ტრადიციული განათლების დროსაც ხდება
მოსწავლეების სრული კონტროლი. ჯონ დიუი წერს რომ ეს ორი
ერთმანეთისთვის ხელსაყრელია რადგან ერთმანეეთთან ბევრი საერთო აქვს. თუ
დავუფიქრდებით ადვილია იმის მიხვედრა, რომ ტრადიცული განათლება
ამზადებს ბავშვებს სამომავლო მორჩილებისთვის, რაც საჭიროა ტოტალიტარულ
სახელმწიფოში.

You might also like