You are on page 1of 7

კურსი: თანამედროვე ფილოსოფია

კურსის ხელმძღვანელი: სერგო რატიანი

სტუდენტი: ნიკო ბუცხრიკიძე

რეფერატის თემა: რატომ არის უპირატესი გონისმეცნიერებანი


ბუნებისმეცნიერებებთან შედარებით ვილჰემ დილთაის მიხედვით.

თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

22.01.2024

შესავალი

ვილჰემ დილთაი საკუთარი მოღავაწეობის მთავარ აზრს თავის ფილოსოფიურ


აზროვნებაში ხედავდა, მისი მიზანი იყო სიცოცხლის გაგება მომხდარიყო თავად
სიცოცოხლიდანვე. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ უნდა მოვახდინოთ სიცოცხლის ცნების
სწორი განმარტება, რომელსაც დილთაი გულისხმობდა თავის ნაშრომში. მისთვის ეს
ისეთი სიცოცხლე გახლავთ, რომელიც ჩვენ მოგვეცემა უშუალოდ, ანუ ორგინალი
დედანის სახით, ის არ წამოდგენს ასლს. ასეთი სიცოცხლის მოპოვება ჩვენ, ჩვენი შიგანი
ცდით შეგვიძლია, ხოლო ის რაც ჩვენ გარეგან ცდაში მოგვეცემა დილთაისთვის
მხოლოდ ფენომენია და არა „ნივთი თავისთავად“. დილთაის აზრით გარეგანი აღქმით
მოპოვებული ინფორმაცია არ წამოადგენს რეალობას სამყაროს შესახებ, ხოლო ამის
საპირისპიროდ შინაგანი ცდა საშუალებას გვაძლევს დავინახოთ ის სინამდვილე,
რომელიც დილთაის აზრით გონითი სინამდვილეა.

ჩემი ნაშრომის მიზანია წაროადგინოს დილთაის კვლევები გონის სიცოცხლის შესახებ,


ნაშრომში გახილული იქნება დილთაის მოძღვრების გნოსეოლოგიური წანამძღვრები,
კანტისა და დილთაის იდეების საერთო და საპირისპირო მახასიათებლები. ასევე
მსჯელობა დაეთმობა გონისმიცენერებათა თავისებურებების განხილვას.

დილთაის ფილოსოფიის ასპექტები

როგორც უკვე ავღნიშნე დილთაის ფილოსოფიის კვლევის საგანი გონის სიცოცხლეს


ეხება, ფილოსოფი ცდილობდა რომ აღნიშნული კვლევა არ ყოფილიყო სპეკულაციური
სახის და თვითნებურად განვითარებული. მისი აზრით გონის სიცოცხლის ასახსნელად
ტრადიციული მეტაფიზიკის მეთოდები არ გამოდგებოდა, ისევე როგორც არ
გამოდგებოდა ჰეგელის სისტემური ფილოსოფიაც, რომელიც სინამდვილეზე მეტად
სისტემის სიმწყობრეს უფრო უთმობდა ყურადღებას. დილთაი ჰეგელის
საწინააღმდეგოდ აზროვნებდა. ის ამბობდა, რომ „ჩვენ უკვე სისტემის საშუალებით კი
არ მივდივართ სიცოცხლესთან, არამედ სიცოცხლის ანალიზიდან ამოვდივართ“
(ბუაჩიძე,2013,184). დილთაის კვლევაში ცდას და ემპირიას დიდი როლი უკავია. ერთი
შეხედვით ეს ფილოსოფისი შესაძლოა პოზიტივიზმის წარმომადგენლად მივიჩნიოთ,
რადგან პოზიტივიზმი სპეკულაციის საპირისპირო თვალსაზრისად გვესახება, მაგრამ
დილთაის ფილოსოფია თავისუფალია, როგორც პოზიტივიზმისაგან ისე სპეკულაციის
უკიდურესობიდან. თუმცა დილთაი პოზიტივიზისტების მსგავსად ფიქრობდა და
მიიჩნევდა, რომ მეცნიერების მთავარი საყრდენი ცდაშია. მიუხედავად ამ ნაწილობრივი
თანხმობისა მისთვის მიუღებელი იყო უშუალოდ პოზიტივიზმის მიერ აგებული ცდის
კონცეფცია. დილთაის აზრით აუცილებელი იყო მომხდარიყო გამიჯვნა შინაგანსა და
გარეგან ცდას შორის, რასაც არ აკეთებდა პოზიტივიზმი. პოზიტივისტები ცდილობდნენ
შინაგანი ცდა გარეგან ცდაში გამოყენებული პრცინციპებით აეხსნათ, რაც დილთაის
აზრით ცდის ბუნების დამახინჯებას იწვევს. გარეგანი ცდა დილთაის აზრით
ბუნებისმეცნიერებებს აძლევს სხვადასხვა მასალებს, პოზიტივიზმს სურს სწორედ ამ
ბუნებისმეცნიერების პრინციპებით გამოიკვლიოს შინაგან ცდაში არსებული მასალა, რაც
არ გამოსდით, რადგან დილთაის აზრით შინაგან ცდაში მოცემული სინამდვილე, ანუ
გონით-სულიერი სამყარო სრულიად განსხვავებულია გარეგანი ცდისაგან. მისი
განსხვავებულობა კი იმაში მდგომარეობს, რომ გონით-სულიერი რეალობა, რომელში
მოსახვედრადაც შინაგანი ცდა გვეხმარება, ადამიანის სამყაროს წარმოადგენს. დილთაის
აზრით ესეთ სინამდვილედ ვერ ჩაითვლება ბუნების სამყარო, რადგან ის ადამიანის
ნებისა და სურვილების მიღმა დგას, ხოლო გონით-სულიერი სინამდვილე
წარმოადგენს ისეთ სამყაროს სადაც ადამიანის სოციალური ყოველდღიურობა
მიმდინარეობს. ეს სამყარო როგორც დილთაი აღნიშნავს არის „ისტორიულ-
საზოგადოებრივი“ სინამდვილე (ბუაჩიძე, 2013,18). დილთაის ამოცანა იმაში
მდგომარეობს, რომ მოახერხოს და სწორად გაიაზროს და წარმოგვიჩინოს
ფილოსოფიურად ეს სინამდვილე ანუ „სიცოცხლე“. იმისათვის, რომ ეს ამოცანა
ამოიხსნას საჭიროა პირველ რიგში გამოიკვლიოს „ისტორიულ-საზოგადოებრივი
სინამდვილის“ წარმომადგენელის კერძოდ ადამიანის არსება და მისი ცხოვრების
სპეციფიკა, ასევე უნდა განიმარტოს მისი მიმართება ბუნებასთან, კულტურასთან და
ისტორიასთან. როდესაც ყოველივე ეს წარმოდგენილი იქნება განმარტებული სახით,
ამის შემდეგმ მოგვცემა საშუალება ნათევლყოთ გონისმეცნიერებათა ანუ სინადმვილის
შემსწავლელი მეცნიერების თავისებურებანი. იმისათვის, რომ მკითხველისთვის
გასაგები იყოს თუ რას გულისხმობს დილთაი „გონისმეცნიერებანში“ შემოგთავაზებთ
ამ ცნების განმარტებას. დილთაის მიხედვით გონისმეცნიერებანი დაპირისპირებულნი
არიან ბუნებისმეცნიერებანთან. ბუნებისმეცნიერებანი გახლავთ ისეთი მეცნიერული
დისციპლინები, რომლებსაც ერთი ტიპის საკვლევი ობიექტები გააჩნიათ, მიუხედავად
იმისა, რომ განსხვავებულ საგნებს შეისწავლიან. რაც შეეხება გონისმეცნიერებებს, ისინი
განსხვავებულები არიან იმით, რომ მათი საკვლევი საგნები ბუნების მოვლენის შედეგი
კიარ არიან, არამედ ისინი ადამიანის გონითი მოქმედების ნაყოფი გახლავთ. თითოეულ
გონისმეცნიების დისციპლინას საკუთარი საკვლევი საგანი გააჩნია, ეს საგნები
ბუნებისმეცნიერებათა მსგავსად განსხვავებულები არიან, მაგრამ მათი საერთო
მახასიათებელი იმაში მდგომარეობს, რომ ყველა მათგანი ადამიანის ნამოქმედარს
შეისწავლის. როგორც ვხედავთ დილთაისთვის გონისმეცნიერბა ამომავალი წერტილია
ადამიანთა ისტორიული-საზოგადოებრივი სინამდვილის ასახსნელად.

გნოსეოლოგიური წანამძღვრები

დილთაის ფილოსოფიის საფუძველში მოთავსებულია „ფენომენალობის დებულება“, ამ


დებულების თანახმად, ჩვენს ირგვლივ მოცემული საგნები ჩვენი ცნობიერების ფაქტია,
ის საგნებიც რომელიც გარედან მოგვეცემა ასევე ითვლება ცნობიერების ფაქტებად.
დილთაი მიიჩნევს, რომ საგნები არსებობენ მხოლოდ ცნობიერებისათვის. ნებისმიერი
ნივთი ან საგანი რომელიც არ არის ცნობიერებისთვის განკუთვნილი დილთაისთვის
უაზრო, არაფრისმომცემ საგნად გვესახება. ფილოსოფოსის წარმოდგენით ჩვენ არ
შეგვიძლია ისეთ რამეზე საუბარი, რომელიც ჩვენი ცნობიერების საგანი არ ყოფილა.
როგორც შესავალში ავღნიშნე დილთაი მიიჩნევდა, რომ მეცნიერება უნდა დაეყრდნოს
ცდას, სწორედ ცნობიერების ცდას გულისხმობს დილთაი ამ მეცნიერულ ცდის
მნიშვნელობის აღნიშვნის დროს. ფენომენალობის დებულების მიხედვით
შეუძლებელია ჩვენ რაიმეზე ვიმსჯელოთ თუ ის ჩვენ ცნობიერების მიღმა დგას. რაც
შეეხება ისტორიული გონების კრიტიკას, ის გამომდინარეობს დილთაის
ფენომენალობის დებულებიდან. როგორც ვხედავთ დილთაი ცნობიერების ფაქტებს
დიდ ყურადღებას უთმობს და მას იყენებს საფუძვლად, რათა ააგოს ფილოსოფიური
თეორია, კერძოდ ეს გახლავთ გონისმეცნიერებათა გნოსეოლოგია, რომლის
დახმარებითაც ის უკვე მოახერხებს გონითი სამაყროს შემსწავლელი მეცნიერებების
წარმოდგენილი ცოდნის შეფასებას. აქედან გამომდინარეობს ის ფაქტი, რომ დილთაის
მიხედვით ცნობიერების ფაქტები შემეცნების პოზიციის მიხედვით განიხილება. ზემოთ
უკვე ავღნიშნე, რომ დილთაის ფილოსოფიაში საგნის წვდომის საკითხს
პრობლემურობა ახლავს, რომელიც დაბეჯითებით გადაწყვეტილი არ არის. დილთაი ამ
საკითხზე მსჯელობისას ზოგჯერ კანტის პოზიციას ემხრობა, ზოგჯერ კი შორდება მას.
კანტი მიიჩნევდა, რომ არსებობენ ისეთი „ნივთები თავისთავად“, რომლებიც ჩვენი
ცნობიერებისგან დამოუკიდებელნი არიან და ჩვენს სულზე გავლენას ანუ „აფიცირებას“
ახდენენ. ამ საკითხში დილთაი ეთანხმებოდა და იღებდა კანტის პოზიციას. კანტი
უარყოფდა „ნივთი თავისთვად“ შემეცნების საშუალებას, მისი აზრით იგი შეუცნობადი
იყო, დილთაი აქაც ეთანხმება კანტს, მისი წარმოდგენით ცნობიერების გარეთ არსებული
საგანი ადამიანის გონებისთვის მიუწვდომელია. ამ საგნების ჭეშმარიტება ჩვენთვის
დაფარულია, რადგან ჩვენს ცნობიერებაში არსებული საგნების შინაარსი სრულიად
განსხვავებული გახლავთ ჩვენი ცნობიერების მიღმა არსებული საგნის შინაარსთან.
ყოველივე აქედან გამომდინარეობს ის, რომ დილთაის ნააზრევის მიხედვით ჩვენ არ
შეგვიძლია წარმოვიდგინოთ გარესამყაროს შესახებ არსებული ჭეშმარიტება. აქ უკვე
ჩნდება შეკითხვა, არსებობს თუარა გარესამყარო? დილთაის პასუხი ამ კითხვაზე
არარაციონალისტურია, გარესამყაროს ახსნისთვის დილთაი ცდილობს აღმოაჩინოს და
იპოვოს რწმენის წარმოშობის საფუძველი არა ადამიანის ინტელექტში, არამედ უფრო
ღმა ადგილებში. დილთაი მიიჩნევს, რომ ადამიანის ცხოვრება დამოკიდებულია მის
ლტოლვებზე, რომლებიც დაკავშირებულია რაღაც გრძნობასთან. ლტოლვები და მის
მიერ გამოწვეული გრძნობები ბადებენ იმპულსებს, რომელიც ნების მოქმედებაზე
მიუთითებს. დილთაი, თეორიული მეცნიერი ადამიანის გვერდით აყენებს იმპულსურ
ადამიანს, რომელსაც გააჩნია სხვადასხვა ლტოლვები, გრძნობები, ნება და ცნობიერება.
სწორედ ამ ორი ადამიანის მახასიათებლების თანხვედრით შესაძლებელი ხდება
ამოვხსნათ გარესამყაროს არსებობის რწმენა. ადამიანის ნებიდან გამოწვეული
მოქმედება, რომელიც განპირობებეულია სხვადასხვა სახის ლტოლვებით და
გრძნობებით, წინაღობას ეჯახება. ამ წინააღმდეგობის შეგრძნებისა და გაგების შემდეგ
იგი სამყაროს ორ ნაწილად ყოფს, სუბიექტად და ობიექტად. დილთაის აზრით
„წინააღმდეგობის გამწევი სინამდვილე, ძალა განიცდება როგორც ჩემი ცნობიერებისაგან
დამოუკიდებელი გარე სამყარო, როგორც სხვა“ (ბუაჩიძე,2013,191). აქედან გამომდინარე
დილთაი მიიჩნევს, რომ არ არის მხოლოდ აღქმა და ინტელექტი საკმარისი იმისათვის,
რომ განსვასხვავო „მე“ და სხვა რეალური საგენები ერთმანეთისგან. განსხვავება
მხოლოდ მაშინ აღმოცენდება, როცა ჩვენი ნებელობა აწყდება დაბრკოლებას. რაც შეეხება
გარესამყაროს არსებობის რწმენას, დილთაის მიხედვით ის ადამიანის სიცოცხლეშია
გაბატონებული. დილთაი მიიჩნევს, რომ შემეცნების წანამძღვრები ჩვენს სიცოცხლეშია
წარმოდგენილი, ხოლო აზროვნებას არ შეუძლია მის გარეთ გავიდეს. ამით დილთაი
აკეთებს კანტის ფილოსოფიიდან გადახვევას, იგი ამ დებულებით უპირისპირდება
კანტის „ტრანსცედენტალურ სუბიექტს“. დილთაის სუბიქტი ის ადამიანია, რომელიც
წარმოადგენს მთლიანობას, ანუ იგი არის სიცოცხლე, რომელსაც გააჩნია ნება,
გრძნობები, ლტოლვები და წარმოდგენები. როგორც ვხედავთ დილთაი კანტის
შემმეცნებელ სუბიექტს ანაცვლებს „მთლიანი ადამიანით“, რომელსაც გააჩნია
სურვილები, ნება, განცდები, წარმოდგენები და მრავალფეროვნება. დილთაი კანტს
ასევე უპირისპირდება იმაშიც, რომ იგი შინაგანი ცდით გონიცმეცნიერებათა საგნის, ანუ
სინამდვილის წვდომას შესაძლებელად მიიჩნევს. დილთაი თვლის, რომ
ბუნებისმეცნიერებებისგან განსხვავებით გონისმეცნიერებანი შეისწავლიან ადამიანის
შინაგან ცდაში მოცემულ სამყაროს, ანუ თავად ადამიანთა სამყაროს, რომელიც
ადამიანთათვის ხელმისწავდომი არის. სწორედ ამიტომ ენიჭება შინაგან ცდას და
გონისმეცნიერებანს უპირატესობა ბუნებისმეცნიერებებთან შედარებით.

საბოლოოდ რომ შევაჯამო, მოცემულ ნაშრომში მე წარმოვადგინე დილთაის


ფილოსოფიის ძირეული ასპექტები, განვიხილე მისი მოძღვრების გნოსეოლოგიური
წანამძღვრები, ნაშრომში მსჯელობა დაეთმო კანტისა და დილთაის საერთო
მახასიათებლებისა და საპირისპირო მოსაზრებების განხილვასა და გონისმეცნიერებანის
უპირატესობის წარმოჩენას
ბიბლიოგრაფია

ბუაჩიძე, თამაზ. 2013. „თანამედროვე დასავლური ფილოსოფიის სათავეებთან“, 183-200.


თბილისი: გამომცემლობა „Carpe diem”

საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია ფილოსოფიის ინსტიტუტი. 1970. „XX


საუკუნის ბურჟუაზიული ფილოსოფია“, 40-48. თბილისი: გამომცემლობა „განათლება“

You might also like