You are on page 1of 3

ფრიდრიხ ნიცშე

ვახტანგ მურღულია

გერმანელი მოაზროვნე და ფილოსოფოსი, დიდი ნიჰილისტი ფრიდრიხ ნიცშე


ადამიანს (კაცს) ადარებს „თოკს“, რომელიც გადაჭიმულია ზეკაცსა და მხეცს შორის.
ავტორის აზრით, მხოლოდ ერთეულებს ძალუძს ამ მანძილის დაძლევ და გადასვლა.
ნიცშეს მთავარი ამოსავალი პრინციპია ადამიანი იყოს საღად მოაზროვნე და არ ეძებოს
ხსნა და გამოსავალი არარაციონალურ, „ვარსკვლავებს მიღმა“ ინსტანციებში. მისი
აზრით, „თოკზე“ გავლის შესაძლებლობა აქვს მხოლოდ ერთეულებს, ამ ერთეულებს
მიეკუთვნება პიროვნება, რომელიც მატარებელია დიდი ზიზღისა, რადგან მისი
აზრით, მხოლოდ ამგვარი ადამიანები არიან გაღმა ნაპირისკენ ლტოლვის ისრები.
ნიცშესთვის ზიზღი შეიძლება იყოს ორგვარი: ზიზღი საკუთარი თავის, ან ზიზღი
სხვისკენ მიმართული, ორივე შემთხვევაში მისი მატარებელი ადამიანი პატივისცემის
ღირსია, რადგან ასეთი გრძნობის ქონა აღმატებული პიროვნების მანიშნებელია, ეს ის
თვისებაა, რომელიც ადამიანში აჩენს ბუნებით უპირატესობას, მის პიროვნულ
სიძლიერეს.

ნიცშე მომავლის ადამიანებს, იგივე წინ წარგზავნილებს, ეძახის იმ პიროვნებებს, ვინც


კრავენ კვანძებს, რომელთაც ძალუძთ კაცობრიობის ნება ახალ გზაზე გადაიყვანონ.
ავტორის აზრით, მომავლის ადამიანები არიან ისინი, ვინც ბედავენ და მარადიულ
ღირებულებების გადაფასებას იწყებენ, რომლებიც საკუთარ თავში აღმოაჩენენ რომ
კაცობრიობის მომავალი არაა დამოკიდებული სხვა რამეზე, გარდა მათივე ნებისა, რომ
მთავარია უგუნურებისა და შემთხვევითობის ბატონობისგან თავი დააღწიონ.
შესაბამისად, ნიცშე მომავლის ადამიანებს ეძახის ერთგვარად ღირებულებათა
გადამფასებლებს, რომლებიც კაცობრიობას სწორ გზაზე დააყენებენ. ავტორის აზრით,
მომავლის ადამიანებში ვლინდება კაცობრიობის უდიადესი ვნებები და ღირსებები,
მათი თავისუფალი პიროვნება.

ნიცშესთვის ღირებულებათა გადაფასება არის მისი იდეოლოგიის ამოსავალი


წერტილი, ნიცშე თავის ნაშრომში დიდ ადგილს უთმობს ამ იდეის გავრცობას. მისი
აზრით, მხოლოდ ღირებულებათა გადაფასებით მიიღწევა ჭეშმარიტება, იმისათვის
რომ საზოგადო წნეხისგან თავი დავიხსნათ და პიროვნულად ვპოვოთ ჭეშმარიტება,
საჭიროა უკუვაგდოთ საზოგადოდ აღიარებული ჭეშმარიტებანი, ისეთი
ჭეშმარიტებანი, რომელიც არაა შედეგი ჩვენი ემპირიული დაკვირვებისა და ის
მივიჩნიოთ სწორად რასაც ჩვენი გონება გვკარნახობს. ნიცშეს ეპოქისთვის
დამახასიათებელ გაბატონებულ იდეოლოგიად, ღირებულებად გვევლინება -
რელიგია, შესაბამისად ნიცშე ამ მთავარ ღირებულების გადაფასებას იწყებს იდეით -
„ღმერთი მოკვდა“, ამით კი ნიცშე იქცევა ნიჰილისტად. ზოგადად, თითოეული
ეპოქისთვის დამახასიათებელია გარკვეული გაბატონებული იდეოლოგიები და
ღირებულებები, თუ ნიცშეს დროს ეს იყო რელიგია, დღეისათვის რელიგიასთან
ერთად კაპიტალიზმი და საბაზრო ეკონომიკა დომინირებს, ამასთანავე
დემოკრატიული სახელმწიფოს იდეოლოგიაც ცდილობს თავის დამკვიდრებას, ნიცშეს
აზრით, თუ გსურს გავერკვეთ ჭეშმარიტებაში, მაშინ საჭიროა ამ ღირებულებათა
გადაფასება და ერთგვარად ნიჰილისტად ჩამოყალიბება.

ნიცშესთვის ბოლო ადამიანი არის მომავლის ადამიანების ანტიპოდი. ნიცშე თავის


ნაშრომში გამოსახავს მომავლის ადამიანებს, რომლებიც მოქცეულნი არიან
თანამედროვე კეთილდღეობის საზოგადობის მარწუხებში, ისინი ცხოვრობენ
საზოგადოებაში, რომელშიც არის სოციალური თანასწორობა, მშვიდობა და
უსაფრთხოება, თუმცა ეს შედეგი მიღწეული პიროვნებისთვის დიადი ვნებების
დათმობისა და დათრგუნვის გზით, ვნებებისა როგორიცაა: ძალაუფლებისა და
რომანტიკული ტრფობის ნება, რომელიც ბუნებრივია არის წყარო და მიზეზი
ადამიანში სტრესისა, საფრთხისა და გაურკვევლობისა, თუმცა ისინი ამავე დროს
წარმოადგენენ უდიადეს, ადამიანის უმთავრეს მისწრაფებას, რომელშიც ვლინდება
პიროვნების ზე-კაცად ქცევის დაუოკებელი წყურვილი. ნიცშე ბოლო ადამიანად
მიაჩნია ლიბერალურ-სოციალისტურ გარემოში მცხოვრები პიროვნებები და ამით, ის
ერთგვარად თავის ეპოქაში აღმოცენებულ და ღრმად ფესვგადგმული ღირებულების
გადაფასებას ცდილობს, როდესაც მათ უწოდებს კაცობრიობის გვარის უკიდურესად
დაკნინებულ პიროვნებებს, რომლებსაც დაკარგული აქვთ პიროვნულობა და
ადამიანის სახე.
ბიბლიოგრაფია და გამოყენებული ლიტერატურა

ფრიდრიხ ნიცშე, ასე იტყოდა ზარატუსტრა, შესავალი თანამედროვე აზროვნებაში,


ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 2018

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის გიორგი მაისურაძის ვიდეო ლექცია:


ბმული

ალან ბლუმის ლექცია: ნიცშე და ნიჰილიზმი: ბმული

პროფესორ რეიმონდ ჯისის ლექციათა კრებული: ბმული

You might also like