You are on page 1of 3

კულტურით უკმაყოფილება ეთერ ბაკურაძე

ზიგმუნდ ფროიდი დაიბადა ავსტრია-უნგრეთის პატარა ქალაქში, იგი გახლდათ


მრავალმხრივი ინტერესის მქონდე მეცნიერი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა
ფსიქოანალიტიკურ კონცეფციას. ფროიდი მიიჩნევდა, რომ ფსიქოანალიზმა დიდი
დარტყმა მიაყენა ადამიანის წარმოდგენას საკუთარ თავზე და მან აჩვენა, რომ
პიროვნება საკუთარ სახლშიც ვერ იქნება ბატონ-პატრონი. ფროიდი ამ
ნაწარმოებში განიხილავს კულტურის რაობას, თუ რა მოაქვს მას ადამიანთა
ცხოვრებაში და ასევე დიდი ადგილი ეთმობა ფსიქიკური სქემის განხილვასაც.

ფროიდი ბედნიერების მოპოვების მიზეზად კულტურას ასახელებს და მიიჩნევს ,


რომ კულტურის განვითარებას ბიძგი მისცა ძალთა გაერთიანებებმა,ოჯახების
შექმნამ, გენიტალური და მიზანშეკავებული სიყვარულის არსებობამ,
ამავდროულად არსებობაც და ადამიანთა ლტოლვამ აგრესიისკენ მაგრამ ამბობს
იმასაც, რომ კულტურა ვერ ახერხებს ადამიანს თავიდან ააცილოს ტანჯვა. ,,
კულტურა არა მხოლოდ სექსუალობის, არამედ ადამიანის აგრესიული
მისწრაფებების უდიდესი მსხვერპლის გაღებას მოითხოვს, ამიტომ ჩვენთვის
გასაგებია, რომ ასეთ კულტურაში ადამიანს გაუჭირდება თავი ბედნიერად
იგრძნოს’’ (ფროიდი2018,85)

კულტურა ფროიდისათვის იმ მონაპოვართა ერთობლიობას წარმოადგენს,


რომელიც ჩვენს ახლანდელ ცხოვრებას ცხოველთა ცხოვრებისაგან აშორებს და
ეს ერთობლიობა ორ მიზანს ემსახურება: 1) დაიცვას ადამიანი ბუნებისაგან და
2)მოაწესრიგოს ადამიანთა შორის ურთიერთობები. რა თქმა უნდა ჩვენ ამ გზით
იმის საშუალება მოგვეცა, რომ ბუნებაზე კონტროლი დაგვემყარებინა, მაგრამ
კულტურა დარჩა ასე ვთქვათ ,,მოგებული’’. მან ადამიანს შეზღუდვები დაუწესა და
ამ გზით შეინარჩუნა საზოგადოების ერთიანობა.

იმაზე მსჯელობისას თუ რა მოაქვს კულტურას ბედნიერება თუ შეზღუდვები,


ფროიდისეული ნააზრევის მიხედვით, მაინც შეზღუდვებამდე მივდივართ. რა თქმა
უნდა არსებობს გარკვეული უპირატესობები ჩვენთვის თუმცა, საბოლოოდ მაინც
ვზარალდებით. კულტურას მივყავართ ინცესტური ურთიერთობის აკრძალვამდე,
ის ზღუდავს სექსუალურ და აგრესიულ მისწრაფებებს და რაც მთავარია, ფროიდი
მიიჩნევს, რომ კულტურა ნევროტულია და საბოლოოდ ნერვოზის გაჩენით
ყველაზე ძლიერ დაგვაზარალებს.

1
როგორც უკვე აღვნიშნე, კულტურა ზღუდავს სექსუალურ ლტოლვებს და
მიმართულია იქით ,რომ ერთმა მხარემ გავლენა იქონიოს მეორეზე თანაც
იმდენად, რომ მას შეუძლია დაეპატრონოს მეორე მხარის ქონებას, აკეთებინოს
საქმე ანაზღაურების გარეშე. ადამიანი ამას იმიტომ აკეთებს, რომ ის სასტიკი და
დაუნდობელია. პრობლემის აღმოფხვრას კი ფროიდი ეთიკაში ხედავს, რაც
გულისხმობს მოყვასის სიყვარულს. ამავდროულად საგულისხმოა ისიც, რომ
ფროიდი ქალებს ადანაშაულებს იმაში, რომ ისინი კულტურას გადაეღობნენ და
აფერხებენ მის პროგრესირებას, ვინაიდან ისინი ხედავენ ,რომ კულტურა მათ
მოვალეობებს ზღუდავს და სწორედ ამიტომ ისინი მათ დაუპირისპირდნენ.
,,ქალები ოჯახის და სექსუალური ცხოვრების ინტერესს წარმოადგენენ,
კულტურული საქმიანობა კი უფრო მეტად კაცების საქმე გახდა’’ (ფროიდი2018,77)

ზიგმუნდ ფროიდს შემუშავებული აქვს სამნაწილიანი ფსიქიკის სქემა, სადაც


განხილული აქვს ,,იგი’’ -ს, ,,მე’’ -ს და ,,ზე-იგი’’ -ს მნიშვნელობები. იგი
-ეგრეთწოდებული ფსიქიკური ინსტანციაა, ინდივიდუალური ინტერესებია. იგი-
არაორგანიზებული და ემოციურია, ჩვენ არ შეგვიძლია უშუალოდ დავუკავშირდეთ
მას, მაგრამ შესაძლებელია , რომ არაცნობიერი გზით მასზე გარკვეული
ინფორმაცია შევაგროვოთ. მე-ინდივიდის გარემოსთან ურთიერთქმედებაზე აგებს
პასუხს, ხოლო ზე-მე მორალურ გაერთიანებას აყენებს წინა პლანზე და მივყავართ
ჩვენივე მისწრაფებების იდეალურობისკენ. თუ ჩვენ შევაჯამებთ სამივე მათგანის
ძირითად მნიშვვნელობებს ,მივალთ იქამდე, რომ ლტოლვები ჩვენ -ადამიანებს
დაბადებიდანვე გვაქვს ჩვენი გარკვეული ინტერესები გარემოსადმი მაგრამ ჩვენი
მორალური ვალდებულებები უფრო გვიან განვითარდა. ანუ გამოდის, რომ ,,იგი’’
თავიდანვე გვაქვს, თანდაყოლილი ნიჭივით და ,,მე’’ და ,,სუპერ-მე’’ (მეორენაირად
მათ ეწოდებათ ეგო და სუპერ ეგო) შეძენილია. ,, იგი’’ აისბერგია, რომელიც
დათრგუნვას ცდილობს, ის მემკვიდრეობით მიღებული არაცნობიერია და უჭირს
ერთმანეთისგან გაარჩიოს გარეგანი და სუბიექტური რეალობები.

თავდაპირველად სამივე მათგანი ერთ მთლიანობას წარმოადგენენ, თუმცა


შემდეგ იწყებენ დამოუკიდებლად ქმედებას. ჯერ გამოეყოფა ,,მე’’, ბავშვი
ინტერესდება გარემოთი, შემდეგ ამ ყველაფერს მოსდევს მორალის გაგება და
საბოლოოდ სუპერ-ეგო, რომელსაც ფროიდი მეორენაირად სინდისსაც უწოდებს .

ზიგმუნდ ფროიდი გვესაუბრება ბუნებაში არსებულ კონფლიქტებზე, უფრო


კონკრეტულად კი გამოყოფს სიცოცხლის ლტოლვასა და სიკვდილის ლტოლვას
2
შორის კონფლიქტს. ფროიდი ამბობს, რომ სიცოცხლის ლტოლვა სიყვარულისა
და გამრავლებისკენაა მიმართული თუმცა, მას უპირისპირდება სიკვდილის
ლტოლვა,რომელიც იგივე თვითგანადგურების სურვილია. როდესაც ლტოლვა
უკავშირდება სექსუალობას ჩვენ ვიღებთ სადიზმს, რომელიც თავისთავად
გულისხმობს სიამოვნებას,რომელსაც იღებს ადამიანი სხვისთვის მიყენებული
ტკივილის განცდისას, მაგრამ თუ ლტოლვა ფსიქიკის შიგნითაა მოქცეული და არ
სცდება მის ფარგლებს , შედეგად მივიღებთ მაზოხიზმს. მაზოხიზმი ტკივილისაგან
მიღებულ სიამოვნების განცდას გულისხობს.

საბოლოოდ რომ შევაჯამოთ ფროიდისეული ნააზრევები, მივალთ იმ დასკვნამდე ,


რომ ფროიდმა , როგორც მრავალმხრივი ინტერესის მქონე მეცნიერმა, უდიდესი
გავლენა მოახდინა მე-20 საუკუნის თეორიულ აზროვნებაზე. ის იყო უდიდესი
მოაზროვნე, რომელმაც ფსიქოანალიტიკური თეორია გამოიყენა რათა აეგო
კულტურისა და საზოგადოების ზოგადი თეორიები და მან განსაზღვრა ადამიანის
ფუნდამენტური როლი კულტურაში.

გამოყენებული ლიტერატურა

ფროიდი,ზიგმუნდ. ,,კულტურით უკმაყოფილება’’ წიგნში შესავალი თანამედროვე


აზროვნებაში II, 67-98. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის
გამომცემლობა,2018

You might also like