You are on page 1of 3

სესილი კოზუა

1. სარტრი

სარტრი გვეუბნება, რომ ადამინი ამ სამყაროში უმოწყალოდაა გადაგდებული და


ის სამუდამოდ დაწყევლილია იმით, რომ იყოს თავისუფალი. ამის აშკარა
მაგალითად მას საკუთარი მოსწავლის ამბავი მოჰყავს. მას ძმა ომში დაეღუპა, რის
გამოც უნდოდა თავადაც წასულიყო საბრძოლველად, თუმცა ამისთვის დედის
მარტო დატოვება იყო საჭირო, რითაც გარდაუვალი გახდებოდა ქალის სრულ
სასოწარკვეთაში ჩავარდნა. ეს აბსოლუტური დილემა აღმოჩნდა ყმაწვილისათვის,
ორ არსებით ღირებულებას შორის.

სარტრის, და ზოგადად ეგზისტენციალსტური მოძღვრების, მიხედვით, როცა


ინდივიდი არჩევანს აკეთებს, მას პირადი ვალდებულების გარდა, ყველა სხვა
ადამინისადმი ეკისრება პასუხისმგებლობა. ამის მიზეზი შემდეგნაირია: ყოველი
ადამინი ხატად იქმნის კონკრეტულ არსებას, რითაც ის ერთმნიშვნელოვან
განაცხადსაც აკეთებს, ამ ხატის ღირებულების შესახებ და თვლის, რომ ის
უნივერსალურად ქმედითია ყველა სხვა გარშემომყოფისთვისაც. აქედან
გამომდინარე, ჩვენი ყოველი მცდელობა მიახლოებისა და გადადგმული ნაბიჯი ამ
ხატისკენ, ანუ თითოეული გაკეთებული არჩევანი ჩვენს ცხოვრებაში,
პასუხისმგებელს გვხდის დანარჩენი საზოგადოებისადმი, რამეთუ ჩემი ნებისმიერი
პირადი არჩევანი არის ერთგვარი მოწოდება სხვებისთვისაც, მაგალითად, ჩემი
არჩევანი გავწევრიანდე ერთ-ერთ პარტიაში.

ამ არჩევანის დროს არ არსებობდა არანაირი აპრიორი, რომელიც სარტრის


მოსწავლის შველა აღმოჩნდება, მათ შორის ვერც რელიგია. რადგან რელიგიაშიც კი
„გიყვარდეს მოყვასი შენი“ ძალიან ბუნდოვანი ღირებულება ხდება, როცა საქმე
ამგვარ არჩევანს ეხება. ვინ უნდა მივიჩნიოთ კონკრეტულ შემთხვევაში მოყვასად?
ნუთუ არსებობს მოძღვარი, რომელიც ამ კითხვაზე სწორ პასუხს გაგვცემს?
სამწუხაროდ ისღა გვრჩება, რომ მხოლოდ ინსტინქტებს მივენდოთო, გვეუბნება
სარტრი. რჩევა, რომლსაც იგი თავის მოსწავლეს აძლევს, ასევე ბუნდოვანია (ის
ეუბნება, რომ თავისუფალია არჩევანში და რომ ეს არჩევანი მან თავად უნდა
გამოიგონოს.). თუმცა დასძენს, რომ ადამიანმა, მრჩევლის არჩევისას, უკვე
გარკვეული დოზით იცის რას მოისმენს ამ მრჩევლისგან, ამით კი მან არჩევანის
გარკვეული ნაწილი უკვე გააკეთა.

სარტრი ასევე იშველიებს ანდრე ჟიდის ნააზრევს, რომ გარჩევა ნამდვილი და


გათამაშებული გრძნობებისა, ფატობრივად შეუძლებელია. ამიტომ შეუძლებელია
ვენდოთ გრძნობის ძახილსაც კი, რადგან შედეგი ერთი და იმავეა ორივე სახის
გრძნობით მოქმედებისა: დარჩები დედასთან, რითიც აჩვენებ რომ ნამდვილად
გიყვარს, თუ ეცდები გრძნობა გაითამაშო და ამის შედეგად დარჩები დედასთან.

აქედან დასკვნა: ჩადენილი ქმედება აყალიბებს გრძნობას. მაშასადამე, გრძნობა ვერ


იქნება არჩევანის აპრიორი, რადგან იპოვო საკუთარ თავში გრძნობების ის სინაღდე,
რომ ქმედება შეძლო, შეუძლებელია.

2. ლორენცი

ლორენცი 21-ე საუკუნის ცივილიზებული კაცობრიობის მეორე მნიშველოვან


ცოდვად სასიცოცხლო სივრცის გაჩანაგება მიაჩნია. ინდუსტრიალიზაციის
განვითარების საწყის ეტაპზე მოსაზრება, რომ, ბუნებრივი რესურსები, თითქოსდა,
ამოუწურავია, ძალიან ფართოდ იყო გავრცელებული. ამ სახის მცდარმა მიდგომამ
საზიანო შედეგები მოიტანა, რამეთუ მისი მიმართულები ბუნების დესტრუქცია
(განადგურება) გახდა.

საარსებო გარემოში ყოველი ცალკე მდგომი ორგანიზმი შეგუებულია, და რიგ


შემთხვევებში საჭიროებს კიდეც, თანაარსებობსა. ერთი შეხედვით, შესაძლებელია
მოგვეჩვენოს რომ ეს დებულება არასწორია, მაგალითად მტაცებლური ურთერთობის
დროს, თუმცა ამ სემთხვევაში გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მსხვერპლის
განადგურებას მტაცებელი ვერასდროს ვერ ახერხებს, არამედ პირიქით,
აკონტროლებს ეკოსისტემაში მის რაოდენობას, რითიც უწყობს ხელს იმ
ორგანიზმების გადარჩევას, რომლებიც მეტად მდგრადი, ძლიერი და ჯანმრთელები
არიან. ასეთივე პოზიტიური ეფექტი აქვს ბალახის საფარის განახლებასა და ზრდაზე
იმ ჩლიქოსანს, რომელიც მაც საკვებად იღებს და ამ პრეცესში ერთი შეხედვით
თელავს მთელს საფარს.

ლორენცი კატეგორიულად აფრთხილებს მთელ თანამედროვე საზოგადოებას, იმ


ეკოლოგიური საფრთხის შესახებ, რომელსაც მისი ბუნებაზე (ბუნებაზე, რომელიც
მაც ყველაფრით უზრუნველყოფს) ბარბაროსული ზემოქმედება პროვოცირებს.

უყურადღებო ზემოქმედებას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის წვრილმანს წარმოადგენს


შესაძლებელია მოულოდნელი სიდიდის კატასტროფული შედეგი მოიტანოს.
მაგალითისთვის მოვიყვანოთ, სრულად უვნებელი ცხოველი, რომელიც უცხო
გარემოში შეიყვანეს. ასეთი რამ მოხდა ავსტრალიაში, როცა ბოცვერი მოასენეს, ხოლო
მან მიწის უზარმაზარი ფართობი გააჩანაგა. სწორედ ადამიანმა უზრუნველყო აქ
ბიოტოპის წონასწორობის უხეში დარღვევა.

ბუნებასთან გაუცხოება ცივილიზებული საზოგადოების ესთეტიკურ და ეთიკურ


გაუხეშებას განაპირობებს. ლორენცი მიიჩნევს, რომ ეს ბარბაროსული მიდგომა
პირველ რიგში საფრთხეა ადამიანის სულისათვის, რამეთუ ვერც ერთი მოზარდი,
დაბადებული დიდი ქალაქის ცენტრში ვერასდროს შეძლებს დაინახოს სილამაზე
ვარსკვლავებიანი ცის, მას ხომ ყველაფერი მზა, ხელოვნული და უშნო მიეწოდება,
ისეთი როგორიც ეს ბუნებას არ შეუქმნია.

ჩემი აზრით, სასიცოცხლო სივრცის გაჩანაგება, უფრო მეტად გვვნებს ვიდრე


წარმოგვიდგენია. ეს პროცესი არა მხოლოდ გარეგანია (ისახება სამყაროზე რომელშიც
ვცხოვრობთ), არამედ შინაგანიც და ანადგურებს ადამინურ უნარს აღიქვას ბუნება
ისეთი მშვენიერი და სრულყოფილი, როგორიც არის და დატკბეს მისი
გრაციოზულობით.

You might also like