You are on page 1of 5

შესავალი თანამედროვე აზროვნებაში 2

ფრიდრიხ ნიცშე

სტუდენტი: მეგი აწკარუნაშვილი

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი

კურსის ხელმძღვანელები: ზურაბ ჭიაბერაშვილი, თინათინ ქავთარაძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისი, 2022
ფრიდრიხ ნიცშე XIX საუკუნის გერმანელი ფილოსოფოსია. ნიცშე მხატვრული
ლიტერატურით, მხატვრული ხერხებისა და სიტყვების დახმარებით კრიტიკულად
აანალიზებდა ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: რელიგია, კულტურა და მეცნიერებები.
ფრიდრიხ ნიცშეს მრავალმხრივ სააზროვნო ნაწარმოებები როგორც წესი ხშირად არის
აზრთა დაპირისპირების წინაპირობა. „ასე იტყოდა ზარათუსტრა“ აღნიშნულ
ნაწარმოებთა რიგს მიეკუთვნება. დღეისათვის მოცემულ დავალებაში, სწორედ ზემოთ
უკვე აღნიშნულ დავალებაზე ვისაუბრებთ.

„დიდო ვარსკვლავო! რაში ნახავდი ბედნიერებას, რომ არ გყავდეს ისინი, ვისაც ანათებ!“
(ნიცშე, 2018, 43) მიუგებს მზის სხივებს შეგებებული ზარათუსტრა მზეს და საკუთარ
ცხოვრებაზე ფიქრდება, შემდეგ კი იაზრებს, რომ მზეს ყელში ამოუვიდოდა თავისი
შუქიც და გეზიც, რომ არა ზარათუსტრა, მისი არწივი და გველი, რომლებიც ყოველ
დილას მას ელოდნენ, ეგებებოდნენ და გულითადად ლოცავდნენ. რა არის
ზარათუსტრას სიცოხლის ფასი, რომელიც ცხოვრობს მხოლოდ საკუთარი თავისთვის
მარტო, უადამიანო ტყეში ? ზარათუსტრა იაზრებს, რომ საკუთარმა სიბრძნემ თავი
შეაწყინა, რომ ამ ყოველივეს გაზიარება, ზარათუსტრას კი მიმდევრების თავისკენ
გამოწვდილი ხელები სჭირდება და სწორედ აღნიშნული ხდება ზარათუსტრას მთიდან
ბარში ჩასვლის მიზეზი. ზარათუსტრა მთიდან ბარში ჩავიდა, რათა ძღვენი ჩაეტანა
ადამიანებისთვის, რათა ეჩვენებინა ზეკაცი, რათა ადამიანებისთვის ესწავლებინა, თუ
როგორ უნდა გადალახონ უბრალოდ კაცი და ზეკაცს ეზიარონ.

ზარათუსტრა ზეკაცზე საუბრობს და ამბობს, რომ „ზეკაცი მიწის საზრისია“ (ნიცშე,


2018, 46). ზარათუსტრასთვის ზეკაცის იდეა განდიდებულია. ზარათუსტრას იდეით
იმისათვის, რომ ზეკაცს ეზიარო, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, ჯერ უბრალოდ კაცი
უნდა გადალახო. ზარათუსტრას მოედანზე შეკრებილ ხალხთან მოწოდებისას ზეკაცის
იდეის უკეთ აღწერისა და ზეკაცის სიდიადის ხაზგასასმელად ჩვეულებრივ კაცთან
შედარებით, შედარება მოჰყავს და აღნიშნავს, რომ ზეკაცისთვის კაცი ისევე დასაცინი და
სამარცხვინოა, როგორც მაიმუნი კაცისათვის. ამ ყოველივეს ზარათუსტრა დასძენს, რომ
ადამიანებმა გამოიარეს გზა, რომელმაც ისინი მაიმუნებიდან ადამიანობამდე მოიყვანა,
შემდეგი ეტაპი კი არა ისევ ცხოველურ ბუნებასთან მიბრუნება, არამედ მათი
განვითარება, განდიდება და ზეკაცად ქცევა უნდა იყოს. ზარათუსტრას იდეით ზეკაცს
გააზრებული აქვს ამქვეყნიური რეალური ღირებულებები, რომელთაგან ერთ-ერთს
მტკიცედ გამოკვეთს - ეს არის მიწის ერთგულება. ზარათუსტრა მტკიცედ განაცხადებს,
რომ კაცი პირველ რიგში მიწის ერთგული უნდა იყოს და არა უგუნური, რომელიც
ამოუცნობის წიაღს მიწის საზრისზე მაღლა აყენებს. ზარათუსტრასთვის ზეკაცი
სრულყოფილებაა, მისივე იდეით კი ადამიანი ვალდებულია სრულყოფილებისკენ, ანუ
ზეკაცისკენ ისწრაფოდეს, რათა სამყარომ და საკუთარმა უმეცრებამ არ გადაყლაპოს და
საბოლოოდ არ გააქროს.

ზარათუსტრას საუბრებს თუ კარგად მიადევნებთ თვალს აუცილებლად შესამჩნევი


გახდება სულის სამი სახეცვლილება, რომელსაც ნიცშე სწორედ ზარათუსტრას
2
მაგალითით აყალიბებს. აღნიშნული სულის სამი სახეცვლილებაა: როგორ გარდაისახება
სული აქლემად, აქლემი - ლომად და ლომი - ბავშვად.

თავდაპირველად ნიცშე აღნიშნავს, რომ ღონიერ, მზიდავ მაგრამ მოწიწებაჩასახლებულ


სულს ბევრი სიმძიმე ხვდება და ისიც სულ უფრო და უფრო მეტი სიმძიმისაკენ
მიილტვის, რათა უფრო დაამძიმოს საკუთარი ხვედრი და მეტად მძიმე და რთული
ტვირთი ზიდოს. სწორედ ასე გარდაისახება სული აქლემად, როდესაც აქლემივით
ჩაიმუხლებს რათა მეტი სიმძიმე აიკიდოს ზურგზე. ნიცშე აღნიშნული ქმედებისა და
სახეცვლილების მოტივზეც საუბრობს, რომელიც გულისხმობს: „დაიმცირო თავი, რათა
საკუთარი ამპარტავნება დათრგუნო“ (ნიცშე, 2018, 55). აქლემად ქცეული მზიდავი სული,
აღნიშნული მძიმე ტვირთის აკიდების შემდეგ ისევე მიიჩქარის თავისი უდაბნოსკენ,
როგორც აქლემი და სწორედ აქ ხდება მისი მეორე სახეცვლილება, რომელიც გულისხმობს
აქლემის ლომად გარდასახვას.

ნიცშემ გვიჩვენა, რომ თვით ტანჯვისკენ მიდრეკილ სულსაც ჰქონია თურმე


თავისუფლებისა და ბატონობის სურვილი. სხვა რა მიზანი ჰქონდა აქლემად
გარდასახული სულის კიდევ ერთ სახეცვლილებას, რომელიც ლომად გარდასახვას
გულისხმობს ? რა თქმა უნდა თავისუფლებისა და ბატონობისკენ სწრაფვა, როგორც ეს
უკვე აღვნიშნე. თავისი მძიმე ტვირთით უდაბნოში მისული აქლემად ქცეული სული
თავის უკანასკნელ ბატონს ეძებს რათა შეებრძოლოს, დაამარცხოს და მოიპოვოს ნეტარი
თავისუფლება. როგორც ჩანს თავისუფლების სურვილი იმდენად ძლიერია, რომ აქლემის
მორჩილ, ტანჯვისკენ მიდრეკილ სულსაც კი უბიძგებს, რომ დაინახოს მოჩვენებითობა
იმაში, რაც უწინ უყვარდა და წმინდად მიაჩნდა, სწორედ ამისთვის, აღნიშნულის
შეძლებისათვის არის საჭირო ლომის ძალაუფლება და სწორედ ამიტომ გარდაისახება
აქლემად ქცეული სული ახლა უკვე ძლიერ, თავისუფალ, საკუთარ უდაბნოში
გაბატონებულ ლომად.

ავტორი კითხვას სვამს, თუ რატომ არ არის სულის გარდასახვის საბოლოო წერტილი


ლომი. მართლაც, რა შეიძლება იყოს ისეთი, რაც შეუძლებელია ლომისათვის და
ბავშვისთვის კი შესაძლებელი ? პასუხი კი მარტივია - ბავშვს შეუძლია დავიწყება და
ახალი ფურცლიდან დაწყება. ლომს, რომელიც უდაბნოზე ბატონობას მოიპოვებს
დასტური ჭირდება, რომელიც ახალი ცხოვრების დაწყების წინაპირობა გახდება, რათა
როგორც ნიცშე იტყოდა „სამყაროდაკარგულმა საკუთარი სამყარო მოიპოვოს“ (ნიცშე,
2018, 56).

ნიცშე ხელოვნებაზე საუბრობს და იქამდე, ვიდრე ნამდვილი ხელოვნების ცნებას


შემოიტანს, ამ ყოველივეს წინ უმძღვარებს ტკივილის განცდაზე საუბარს, ნუთუ
ტკივილის განცდის შემდეგ არის შესაძლებელი ჩაწვდე ყველაფერი რეალურის, მათ
შორის ნამდვილი ხელოვნების არსს ? ნიცშე ამ ყველაფერს ტკივილთან აკავშირებს - მათ
ვისაც ტკივილი გამოუცდია, ტკივილიდან ახალშობილი ბრუნდება და ყველაფერს მეტად
მგრძნობიარე, მეტად რეალური თვალით აღიქვამს. სწორედ აქ იჩენს თავს ნამდვილი

3
ხელოვნება, როგორც ნიცშე უწოდებს „რაღაცნაირი ხელოვნება“ (ნიცშე, 2018, 59),
რომელიც რომელიც ცაზე ნათელ ალად ანთებული მოევლინება ნამდვილი ხელოვნების
მაძიებლებს, რომელიც პირველ რიგში, რაც მთავარია ნამდვილი ხელოვანების
ხელოვნება იქნება. ხელოვნება, რომელსაც ჭირდება პირველ რიგში მხიარულება. და
ბოლოს, როგორც ნიცშე დასძენს, ნამდვილი ხელოვნების არსი დავიწყებაა. „ამიერიდან,
როგორც ხელოვანები, ვსწავლობთ კარგ დავიწყებას, კარგ არცოდნას!“ (ნიცშე, 2018, 59).

დასასრულ, დავძენ, რომ ნიცშე საკუთარი ნაწარმოებებით ადამიანების გონებაში


შეღწევისა და ღირებულებების გადალაგების, საკუთარ ცხოვრებასა და მიზნებზე
დაფიქრების, იდეალური ოსტატია და აღვნიშნავ, რომ სწორედ აღნიშნულ მიზანს
ემსახურებოდა ზემოთ დავალებაში განხილული ნაწარმოები.

4
ბიბლიოგრაფია:

ნიცშე, ფრიდრიხ. 2018. „ასე იტყოდა ზარათუსტრა“. წიგნში: შესავალი თანამედროვე


აზროვნებაში 2, 43-66. მთარგმნ. გია ნოდია. თბილისი: ილიას სახელმწიფო
უნივერსიტეტის გამომცემლობა.

You might also like