You are on page 1of 12

სარჩევი

შესავალი.............................................................................................................................................2

ლიტერატურის მიმოხილვა.............................................................................................................4

ბავშვის მიერ ჩადენილი ანტისოციალური ქცევების ურთიერთმიმართება ოჯახურ


გარემო პირობებთან......................................................................................................................4

ოჯახური მდგომარეობა და ბავშვის განვითრების ხელისშემშლელი ფაქტორები..........6

აქტუალობა.........................................................................................................................................7

კვლევის მიზანი და საკვლევი კითხვები......................................................................................8

კვლევის დიზაინი...........................................................................................................................10

მეთოდი და მეთოდოლოგია......................................................................................................10

შერჩევა...........................................................................................................................................11

1
შესავალი

საზოგადოება შედგება უნიკალური ინდივიდებისაგან, რომლებსაც აქვთ


ერთმანეთისგან განსხვავებული ინტერესები, სურვილები, მისწრაფებები და ა.შ,
მიუხედავად აღნიშნული განსხვავებებისა სოციუმის თითოეული წევრისათვის
არსებობს საერთო სოციალურ ქცევათა ნორმები, რომელთა დაცვაც საზოგადოების
თითოეული წევრისგან აუცილებელია იმისათვის, რომ ჯანსაღი საზოგადოება შეიქმნას.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა საზოგადოების ჯანსაღი ფუნქციონირებისა არის
უსაფრთხოება. მიუხედავად უსაფრთხოების დიდი საჭიროებისა, ყოველთვის იჩენს
თავს ისეთი ინდივიდი, რომელიც მიდრეკილია დანაშაულის ჩადენისაკენ და შედეგად
არღვევს მშვიდობიან სოციალურ თანაარსებობას. ისევე როგორც სხვა ნებისმიერ
მიდრეკილებას ადამიანში, დანაშაულისადმი მიდრეკილებასაც შესაძლოა ჰქონდეს
რამდენიმე საფუძველი, ერთგვარი მოტივატორი, რომელთაგან ერთ-ერთი
მნიშვნელოვანია ოჯახური გარემოს ის პირობები, რომლებიც ბავშვს უქმნის მომავალში
დამნაშავედ ჩამოყალიბების საფუძველს. იქიდან გამომდინარე, რომ დანაშაულებრივი
ქმედებები წარმოადგენს დიდ პრობლემას, ასევე დიდ პრობლემას წარმოადგენს
დანაშაულის საფუძველი, რასაც ამ შემთხვევაში წარმოადგენს ის ოჯახური გარემო,
რომელშიც პოტენციური დამნაშავე იზრდება. რაც შეეხება საკითხის აქტუალობას
დღესდღეისობით საქართველოში მოიმატა ძალადობრივმა ქმედებებმა, რომელთა
საფუძველიც ადამიანების არაჯანსაღი ფსიქოლოგიური მდგომარეობაა, შესაბამისად
იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოების თითოეული წევრისთვის ძალიან
მნიშვნელოვანია უსაფრთხოება, ცხადია, წარმოდგენილი პრობლემა ძალზედ
აქტუალურია.

საკითხის შესწავლას საფუძვლად უდევს დამნაშავის ფსიქოლოგიის შესწავლის


ინტერესი. ვინაიდან დანაშაულებრივი ქმედებების პოტენციური მსხვერპლი შეიძლება
სოციუმის ნებისმიერი წევრი იყოს, ამის თავიდან არიდება და პრევენციის გზების ძიება
კი ნებისმიერი საზოგადოების ჯანსაღად მოაზროვნე, სწორად ჩამოყალიბებული
თითოეული წევრის სურვილსა და მიზანს წარმოადგენს. კვლევის საკითხი

2
საინტერესოა, რადგან განიხილავს იმ ეტაპებს, რომლებსაც პიროვნება გადის
ბავშვობიდან დამნაშავედ ჩამოყალიბებამდე არსებულ გზაზე. კვლევის მთავარ
ინტერესს წარმოადგენს საზოგადოებისთვის იმ ინფორმაციის მიწოდებას, რომელიც
განაპირობებს მშვიდობიანი და ჰარმონიული გარემოს შექმნას, დანაშაულის, შიშისა და
ძალადობის გარეშე.

მოცემული კვლევის მიზანია შეისწავლოს და კრიტიკულად გაანალიზოს როგორი


ურთიერთმიმართება არსებობს ოჯახური გარემოს პირობებსა და შემდგომში
პიროვნების დამნაშავედ ჩამოყალიბებას შორის. კვლევის მიზანი მოიცავს აღზრდის იმ
პირობების აღწერას, რომლებიც ადამიანში დანაშაულისადმი მიდრეკილების
საფუძველს ამზადებენ, მაგალითად: ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა,
პრობლემები ოჯახში, ფსიქოლოგიური ტრამვები და ა.შ. კვლევის მიზანს ასევე
წარმოადგენს დანაშაულის მოტივთა ღრმა შესწავლის საფუძველზე გააკეთოს დასკვნები
იმ შესაძლო გზების შესახებ, რომლებიც ხელს შეუწყობენ დანაშაულის პრევენციას.

მოცემული კვლევა მაღალი სამეცნიერო და გამოყენებითი ღირებულებით


გამოირჩევა, რადგან შეისწავლის და მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის დანაშაულის
ფსიქოლოგიის შესახებ. კვლევა განიხილავს იმ გარემო პირობებს, რომლებიც გავლენას
ახდენენ პიროვნების ჩამოყალიბებაზე და ზრდიან იმის ალბათობას, რომ ინდივიდი
მომავალში გამოამჟღავნებს დანაშაულებრივი ქმედებებისადმი მიდრეკილებას. კვლევა
ასევე ღირებულია საზოგადოების ფართო წრისათვის, ვინაიდან როგორც აღინიშნა
მოცემული პრობლემა დღემდე აქტუალურად რჩება საზოგადოებაში. იქიდან
გამომდინარე, რომ კვლევა ინფორმაციას იძლევა ზემოთ განხილული დანაშაულის
ტიპების და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ, ის მკითხველს ინფორმაციას მიაწვდის
იმ ზომების შესახებ, რომლებიც მიღებული უნდა იქნას იმისათვის, რომ მოხდეს ზემოთ
განხილულ დანაშაულთა აღმოფხვრა ან მინიმალიზება, რაც ასევე კვლევის მაღალ
გამოყენებითი ღირებულების ხარისხს უსვამს ხაზს. წინამდებარე კვლევამ შესაძლოა
გამოკვეთოს ფაქტორები, რომლებიც დაკავშირებულია ფსიქოლოგიურ ტრამვებთან და
რომელთა ზემოქმედებაც პიროვნების ფსიქიკის არასწორ განვითარებას და
ჩამოყალიბებას განაპირობებს, მაგალითად: ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა,
3
სტრესი, დაძაბულ გარემოში აღზრდა და ა.შ. იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული
თემის ირგვლივ საქართველოში ინფორმირებულთა რიცხვი დაბალია და ასევე, არ
მოიპოვება კვლევები და სამეცნიერო ნაშრომები, მოცემული კვლევის სამეცნიერო
ღირებულება იკვეთება იმაში, რომ აღნიშნული საკითხის გარშემო გაიზრდება ინტერესი
აკადემიურ სივრცეში.

ლიტერატურის მიმოხილვა

წინამდებარე სექციაში განხილულია კვლევის მიზანთან დაკავშირებული


ლიტერატურის მიმოხილვა. ლიტერატურის მიმოხილვაში, რომელიც წარმოადგენს
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არსებულ წყაროთა მეორეულ ანალიზს,
განხილულია ის თეორიული მასალა, რომელიც ინფორმაციას გვაწვდის იმ
ურთიერთმიმართებას შორის, რომელიც არსებობს ოჯახურ გარემოს, აღზრდის
პირობებსა და მომავალში დანაშაულებრივი ქმედებებისკენ მიდრეკილების
მაჩვენებელს შორის. მოცემულ სექციაში მოძიებული და გააანალიზებული წყაროები და
ინფორმაცია იძლევა რამდენიმე კატეგორიის გამოყოფის წინაპირობას, ესენია: ბავშვის
მიერ ჩადენილი ანტისოციალური ქცევების გამომწვევი მიზეზების
ურთიერთმიმართება ოჯახურ გარემო პირობებთან. ასევე, ოჯახური მდგომარეობა და
ბავშვის განვითარების ხელისშემშლელი ფაქტორები.

ავსტრიელი ფსიქოლოგი, ფსიქოანალიზის ფუძემდებელი ზიგმუნდ ფროიდი


თავის ნაშრომში „კულტურით უკმაყოფილება“ განიხილავს ბავშვობაში მომხდარი
მოვლენების სამუდამო გავლენას პიროვნებაზე, ის ხაზს უსვამს თუ რამდენად
განაპირობებს ადამიანის ქცევას არაცნობიერში ჩამალული მიდრეკილებები,
სურვილები და ლტოლვები, რომელთა უმეტესობა ბავშვობაშია ჩამოყალიბებული,
ხოლო ადრეულ ასაკში ბავშვის ფსიქოლოგიური განვითარება პირდაპირ არის
დაკავშირებული მშობლებსა და ოჯახურ გარემოსთან. ბავშვობის პერიოდი, როდესაც

4
ადამიანი დამოკიდებულია მშობლებზე ან მათზე, ვინც მისი მშობლების მაგივრობას
სწევს (აღმზრდელი, არაბიოლოგიური მშობლები და ა.შ), აყალიბებს ასევე ფსიქიკის
მესამე ინსტანციას, რომელსაც ფროიდი სუპერეგოს უწოდებს.

ბავშვის მიერ ჩადენილი ანტისოციალური ქცევების ურთიერთმიმართება


ოჯახურ გარემო პირობებთან

ნაშრომში „სოციალური მუშაობის გამოწვევები კანონთან კონფლიქტში მყოფ 14


წლამდე ახალგაზრდებთან“, სხვა თემებთან ერთად, განხილულია 14 წლამდე ასაკის
ახალგაზრდების ბიო-ფსიქო-სოციალური განვითარების თვისებურებები, რომლებმაც
შესაძლოა ხელი შეუწყოს მოზარდის დამნაშავედ ჩამოყალიბებას და კრიმინალურ
საქმიანობაში ჩართვას. აღნიშნულ თავისებურებებში იკვეთება ოჯახური გარემო
პირობების როლი ანტისოციალური ქცევებისკენ მიდრეკილების ჩამოყალიბებაში
(მარტაშვილი, 2019). ნაშრომში გამოყენებული ერთ-ერთი კვლევის შედეგების
მიხედვით, იმ ბავშვებს, რომლებიც იზრდებოდნენ მოძალადე მშობლებთან ან
აღმზრდელებთან, ახასიადებდათ აგრესიულობის მაღალი მაჩვენებელი (მარტაშვილი,
2019, გვ. 13). ასევე, საინტერესოა სტიგმატიზაციის თეორია, რომელიც გულისხმობს,
რომ დანაშაულებრივი ქმედების საწყისი წერტილი არის „სტიგმა“, მოლოდინი,
რომელსაც ქმნიან ის ინდივიდები, ვის ხელშიც არის სოციალური კონტროლი და
ძალაუფლება. შესაბამისად, არასრულწლოვანის შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა
ენიჭება იმ სტიგმას, რომელსაც გარემო უყალიბებს ადრეულ ასაკში. ზემოთ
თქმულიდან გამომდინარე, მოზარდი საკუთარ თავს აიდენტიფიცირებს მოცემულ
სტიგმასთან და ბავშვი ავლენს ისეთ ქცევებს, რომლებსაც, მისი აზრით, საზოგადოება
მისგან მოელის (მარტაშვილი, 2019, გვ. 15). აღნიშნულიდან გამომდინარე, შესაძლოა
ჩითვალოს, რომ ძლადობრივ ოჯახში აღზრდილი ბავშვი თავს აიდენტიფიცირებს
მოძალადე ოჯახის წევრთან და შედეგად ახორციელბს ანტისოციალური ქმედებებს,
ვინაიდან მას ჰგონია, რომ ეს არის სწორი და მიღებული საქციელი საზოგადოებისათვის.
ასევე, ნაშრომში წარმოდგენილია სტატისტიკური მონაცემები, რომელთა მიხედვითაც,

5
იმ არასრულწლოვნების 63%-ს, რომლებსაც ახასიათებდათ კანონსაწინააღმდეგო
ქცევები, ოჯახში ზრდიდნენ დესტრუქციული სტილით, ასევე, 38% შემთხვევაში
იკვეთებოდა ოჯახური კონფლიქტები, ხოლო 29%-ში იკვეთებოდა მოძლადე მშობლის
ფაქტორი (მარტაშვილი, 2019, გვ. 22). აღსანიშნავია ნაშრომში წარმოდგენილი,
თვისებრივი მეთოდოლოგიით ჩატარებული კვლევის შედეგები, რომელიც აჩვენებს 7
რესპოდენტის დამოკიდებულებას ოჯახურ გარემოსა და კრიმინალურ საქმიანობაში
ჩართვასთან დაკავშირებით. (სულ გამოიკითხა ცხრა არასრულწოლოვანი, კანონთან
კონფლიქტში მყოფი 14 წლამდე ასაკის პირი) რესპოდენტები აღნიშნავდნენ, რომ მათ
ოჯახში ხშირი იყო მშობლებს შორის კონფლიქტი. ასევე, სიღრმისეულმა ინტერვიუებმა
აჩვენა, არასრულწლოვნების მოლოდინი, რომ მშობლების მხრიდან უფრო მეტი
კონტროლის შემთხვევაში ისინი გააგრძელებდნენ სწავლას და აღარ აირჩევდნენ
კრიმინალური საქმიანობას (მარტაშვილი, 2019, გვ. 35-36). ასევე, კვლევაში, დასკვნის
სახით, სხვა ფაქტორებთან ერთად წარმოდგენილია, ოჯახურ გარემოსთან
დაკავშირებული ფაქტორები, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიოს ბავშვის დამნაშავედ
ჩამოყალიბება; ოჯახის დისფუნქცია, მშობლებისა და აღმზრდელების მხრიდან
ძალადობის განხორციელება, ოჯახის წევრების დანაშაულებრივი ქცევები,
არასრულწლოვნების ნაკლები კონტროლი მშობლების მხრიდან და აღზრდის
ავტორიტარული გზა (მარტაშვილი, 2019, გვ. 46).

ოჯახური მდგომარეობა და ბავშვის განვითრების ხელისშემშლელი ფაქტორები

ასევე, იკვეთება ის ოჯახური ფაქტორები, რომლებიც, შესაძლოა, ფიზიკურ და


ფსიქოლოგიურ ძალადობასთან არ არიან კავშირში, თუმცა მაინც საშიშროებას უქმნიან
ბავშვის სრულყოფილ ფსიქიკურ განვითრებას. გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ
მომზადებულ პუბლიკაციაში „ადრეული ასაკის ბავშვის ზრდისა და განვითრების
მონიტორინგი და მშობლის კონსულტირება“, ძალადობრივ გარემოებებთან ერთად
ასევე, ყურადღება მახვილდება იმ რისკ ფაქტორებზე, რომლებმაც შესაძლოა საფრთხე
შეუქმნას ბავშვის სწორად განვითარებას. აღნიშნულ რისკის ფაქტორებს წარმოადგენს;
6
სამსახურით „დაკავებული“ მშობლები, მშობლების(პარტნიორის) მუდმივად ცვლა,
ოჯახში ჯანმრთელობის პრობლემები(მაგ; შეზღუდული შესაძლებლობები,
დაავადებები), ფინანსური არასტაბილურობა, უსახლკარობა და ოჯახური ცვლილება
(გადასახლება, ახალი ოჯახის წევრი, განქორწინება, ხელახალი ქორწინება, ოჯახის
წევრის გარდაცვალება) (კანდელაკი, ყავლაშვილი, & ხერხეულიძე, 2019, გვ. 37-39).
ზემოთ აღნიშნულმა ოჯახურმა ფაქტორებმა ისევე შეიძლება უარყოფითი შედეგები
გამოიწვიოს ბავშვის განვითრებაში, როგორც ძალადობრვმა გარემოებებმა. ზოგიერთ
ფაქტორს ადასტურებს სტატისტიკური მონაცემები, რომელთა მიხედვითაც, იმ
ბავშვების შემთხვევაში, რომლებიც ბიოლოგიური მამის გარეშე აღიზარდნენ,
დანაშულის ჩადენის ალბათობა სამჯერ მეტია, ვიდრე იმ იდივიდებთან, რომლებიც
ნორმალურ ოჯახურ პირობებში იზრდებოდნენ. ასევე, განქორწინებულ ოჯახებში
მცხოვრები ბავშვები 6-ჯერ მეტად ხდებიან დამნაშვეები, ვიდრე სრულყოფილ ოჯახში
აღზრდილი პიროვნებები (Curt Alfrey, pp. 3-4).

საბოლოო ჯამში, კვლევის მიზანთნ დაკავშირებულმა ლიტერატურის


გაანალიზებამ აჩვენა, რომ ადამიანის აღზრდის გარემო, ის პირობები, რომლებიც მას
მშობლების მიერ ოჯახურ გარემოში ექმნება, მნიშვნელოვნ გავლენას ახდენს შემდგომში
პიროვნების ჩმოყალიბებაზე და დანაშაულებისადმი მიდრეკილების ხარისხზე.

აქტუალობა

სოციალური და გამოყენებითი მნიშვნელობიდან გამომდინარე, საკითხი


აქტუალურია, შესაბამისად, საჭიროა შესწავლილ იქნას დანაშაულებრივი ქმედებების
გამომწვევი მიზეზები საქართველოში. ადამიანში დანაშაულისადმი მიდრეკილება
შესაძლოა მრავალმა ფაქტორმა განავითაროს, ხოლო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
გარემოება, რომელიც ხელს უწყობს პიროვნების დამნაშავედ ჩამოყალიბებას, არის
ოჯახური გარემო, რომელშიც ინდივიდი იზრდება. აღნიშნულიდან გამომდინარე,
დიდი მნიშვნელობა ენიჭება ოჯახურ პირობებსა და პიროვნების ფსიქოლოგიურად

7
განვითარებას შორის კავშირის შესწავლას და იმის დადგენას, თუ როგორ გავლენას
ახდენს ოჯახური გარემო ადამიანის ფსიქიკაზე და როგორ არის აღნიშნული გავლენა
დაკავშირებული, მომავალში პიროვნების დანაშაულისადმი მიდრეკილების ხარისხთან.

დღესდღეისობით, არსებობს უამრავი მტკიცებულება იმისა, რომ ოჯახური


გარემო მნიშვნელოვანია პიროვნების ფსიქოლოგიურ განვითარებაში, თუმცა
კონკრეტულად როგორ გავლენას ახდენს ინდივიდის ფსიქიკაზე ოჯახური პირობები
(როგორიცაა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა, ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე
დამოკიდებული მშობლები და ა.შ) და როგორ კავშირშია მოცემული უარყოფითი
ზემოქმედება დანაშაულის ჩადენის სურვილთან, სხვადასხვა კუთხით ნაკლებადაა
შესწავლილი საქართველოში. როგორც, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული
ლიტერატურის მიმოხილვიდან გამოჩნდა, არსებობს მონაცემები იმის შესახებ, თუ
თავად როგორ აფასებენ კანონთან პრობლემების მქონე, 14 წლამდე ასაკის ბავშვები
კონფლიქტური ოჯახის როლს მათ კრიმინალურ საქმიანობაში (მარტაშვილი, 2019).
ასევე, იკვეთება, განქორწინებულ ოჯახში ან ერთი მშობლის გარემოცვაში აღზრდის
უარყოფითი შედეგები (კანდელაკი, ყავლაშვილი, & ხერხეულიძე, 2019), თუმცა არ
მოიპოვება ინფორმაცია მოცემული პრობლემის გარშემო, თავად კრიმინალური
ფსიქოლოგიის ექსპერტების მოსაზრებების ან თუნდაც, ზრდასრული დამნაშავეების
დამოკიდებულების შესახებ. შესაბამისად, კვლევის მიზანი და ინსტრუმენტი
საშუალებას იძლევა, კრიმინალური ფსიქოლოგიის ექსპერტების გამოკითხვის
მაგალითზე დაადგინოს პრობლემურ ოჯახურ გარემო პირობებსა და პიროვნების
დამნაშავედ ჩამოყალიბებას შორის კავშირი.

კვლევის მიზანი და საკვლევი კითხვები

წარმოდგენილი კვლევის მიზანია შეისწავლოს და კრიტიულად გაანალიზოს


როგორი ურთიერთკავშირი არსებობს ინდივიდის აღზრდის გარემოსა და მომავალში
პიროვნების დამნაშავედ ჩამოყალიბებას შორის, ქალაქ თბილისში მოღვაწე

8
კრიმინალური ფსიქოლოგიის ექსპერტების გამოკითხვის საფუძველზე. ეს კი
გულისხმობს, კრიმინალური ფსიქოლოგიის ექსპერტების მიერ გაზიარებულ ცოდნისა
და გამოცდილებაზე დაყრდნობით, ფსიქოლოგიურად პრობლემური ოჯახური გარემო
პირობების აღწერას, გაანალიზებას და იმის დადგენას, თუ როგორ შეიძლება
ძალადობრივმა, კონფლიქტურმა ან სხვა პრობლემური სახის ოჯახურმა გარემომ,
ინდივიდის ფსიქოლოგიური განვითარება არასწორად წარმართოს და საფუძველი
ჩაუყაროს მომავალში პიროვნების დანაშაულებრივი ქმედებებისკენ მიდრეკილებას.
კვლევა მიზნად ისაახავს სიღრმისეულად გაანალიზოს, აღნიშნულ საკითხთან
დაკავშირებული რამდენიმე ფაქტორი, როგორიცაა უარყოფითი ოჯახური გარემოს
რამდენიმე ასპექტი, რომელიც მოიცავს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას
ოჯახში; ალკოჰოლიზმთან ან ნარკოტიკებთან დაკავშირებულ ოჯახურ პრობლემებს და
განქორწინებულ ან არაბიოლოგიური მშობლების გარემოცვაში აღზრდასთან
დაკავშირებულ სირთულეებს. შესაბამისად, კვლევა შეისწავლის როგორ ზეგავლენას
ახდენს პიროვნების ფსიქიკურ მდგომარებაზე ზემოთ განხილული ოჯახური
პრობლემები და რა კავშირშია ზემოთ განხილული პრობლემები დამნაშავედ
ჩამოყალიბების პროცესთან. ამასთანავე, კვლევა ყურადღებას გაამახვილებს თავად
დამნაშავეების სუბიექტურ დამოკიდებულებაზე საკუთარი დანაშაულისადმი, გარდა
ამისა, ექსპერტების ცოდნიდან გამომდინარე, გაანალიზებს როგორ აფასებენ თავად
კრიმინალები ოჯახური გარემოს როლსა და მნიშვნელობას ანტისოციალური
ქცევებისკენ მიდრეკილების ჩამოყალიბებაში. წინამდებარე კვლევის მიზნის
მისაღწევად საჭიროა პასუხი გაეცეს რამდენიმე საკვლევ შეკითხვას. იმისათვის, რომ
დადგინდეს კავშირი ძალადობრივ გარემოსა და დამნაშავედ ჩამოყალიბებას შორის,
საჭიროა პასუხი გაეცეს შემდეგ შეკითხვას: როგორი ურთიერთკავშირი არსებობს
საოჯახო გარემოსა და პიროვნების დანაშაულისადმი მიდრეკილებას შორის, ქალაქ
თბილისში მოღვაწე, კრიმინალური ფსიქოლოგიის ექსპერტების გამოკითხვის
საფუძველზე. ასევე, კვლევა მიზნად ისახავს პასუხი გასცეს შეკითხვას, თუ როგორი
ურთიერთკავშირი არსებობს ოჯახში, მოზარდობის პერიოდში მიღებულ
ფსიქოლოგიურ ტრამვებსა და შემდგომში დანაშაულის ჩადენის სურვილს შორის

9
ინდივიდში, ქალაქ თბილისში მოღვაწე, კრიმინალური ფსიქოლოგიის სპეციალისტების
გამოკითხვის საფუძველზე და ასევე, დამნაშაავების სუბიექტური დამოკიდებულების
შესაფასებლად, კვლევა პასუხს გასცემს შემდეგ შეკითხვას, თუ როგორ ხსნიან
დამნაშავეები ოჯახის როლს მათი პიროვნული იდენტობის ჩამოყალიბებაში, ქალაქ
თბილისში მოღვაწე, კრიმინალური ფსიქოლოგიის სპეციალისტების გამოკითხვის
საფუძველზე. ზემოთ მოცემული საკვლევი შეკითხვები საშუალებას იძლევა
წარმოდგენლი კვლევის მიზანი სრულყოფილად იქნას მიღწეული და საკვლევი
პრობლემა სიღრმისეულად გაანალიზებული. შესააბამისად, წარმოდგენილი
სოციალური პრობლემის შესწავლისთვის, კვლევის მიზნის მიღწევისა და აღნიშნულ
შეკითხვებზე სრულყოფილი, სიღრმისეული და დამაკმაყოფილებელი პასუხების
მოსაპოვებლად, შეირჩა სოციალური კვლევის თვისებრივი მეთოდოლოგია.

კვლევის დიზაინი

მეთოდი და მეთოდოლოგია

სოციალური კვლევის მეთოდებში გამოიყოფა ორი მეთოდოლოგია;


რაოდენობრივი და თვისებრივი. რაოდენობრივი მეთოდოლოგია ეფუძნება
პოზიტივისტურ მიდგომას, რომელიც იშველიებს რაოდენობრივ მაჩვენებლებს;
პროცენტებს, ქულებს და ა.შ. ხოლო კვლევის შედეგად შეგროვებული ინფორმაციის
წარმოდგენა ხდება სტატისტიკური კანონზომიერებების და სიხშირული განაწილებების
სახით. აღნიშნული კვლევის მეთოდოლოგია პასუხობს კითხვებზე რა? და რამდენი?
(ზურაბიშვილი, 2006, გვ. 5-7). რაც შეეხება თვისებრივ მეთოდოლოგიას, ის სიმბოლურ
ინტერაქციონიზმს იზიარებს, რომელიც გულისხმობს, რომ ნებისმიერ მოვლენას
თითოეული ადამიანი აღიქვამს სუბიექტურად და საკუთარი ინტერპრეტაციიდან
გამომდინარე. სოციალური კვლევის აღნიშნული მეთოდოლოგია საშუალებას იძლევა,
შესწავლილ იქნას ამა თუ იმ მოვლენის მიზეზები და პასუხი გაეცეს შეკითხვებს;
როგორ? და რატომ? (ზურაბიშვილი, 2006, გვ. 6-7). ვინაიდან, საჭიროა კვლევამ
სიღრმისეულად შეისწავლოს დანაშაულებრივი ქმედებების გამომწვევი მიზეზები და
10
კრიტიკულად გაანალიზოს, თუ როგორ არის ერთმანეთთან დაკავშირებული ოჯახური
გარემო და პიროვნების ანტისოციალური ქცევებისკენ მიდრეკილება, კვლევისთვის
შეირჩა თვისებრივი მეთოდოლოგია. სოციალური კვლევის თვისებრივი მეთოდოლოგია
რამდენიმე მეთოდს აერთიანებს, როგორებიცაა: სიღრმისეული ინტერვიუ, „ცხოვრების
ისტორია“, ბიოგრაფიული ინტერვიუ, ფოკუს ჯგუფი და ა.შ (ზურაბიშვილი, 2006, გვ. 7).
წინამდებარე კვლევა მონაცემებს მოიპოვებს სიღრმისეული ინტერვიუს მეთოდის
გამოყენებით. სიღრმისეული ინტერვიუ ე.წ ნაწილობროვ სტრუქტურირებული
ინტერვიუების რიცხვს განეკუთვნება (ზურაბიშვილი, 2006, გვ. 16), რაც იმას ნიშნავს,
რომ ინტერვიუს პროცესი მიმდინარეობს ნახევრადსტრუქტურირებული ინტერვიუს
გზამკვლევის (სადისკუსიო გეგმის) ფარგლებში. ვინაიდან, სიღრმისეული ინტერვიუს
მთავარ მიზანს წარმოადგენს რესპოდენტებიდან გაიგოს მაქსიმალურად დეტალური
მოსაზრებები შესასწავლ საკითხთან დაკავშირებით (ზურაბიშვილი, 2006, გვ. 17),
აღნიშნული მახასიათებელი ეხმიანება წინამდებარე კვლევის მიზანს, რომელიც მოიცავს
კრიმინალური ფსიქოლოგიის ექსპერტების გამოკითხვის საფუძველზე მოაგროვოს
გამოცდილებაზე დაფუძნებული მოსაზრებები დანაშაულებრივ ქმედებების გამომწვევი
მიზეზებისა და ოჯახური გარემო პირობების ურთიერთკავშირის შესახებ. ასევე,
სიღრმისეული ინტერვიუ აჩენს იმის პერსპექტივას, რომ შესაძლოა თავად
რესპოდენტებმა გაამახვილონ ისეთ ფაქტორებზე ყურადღება, რომლებიც მკვლევარს
წინასწარ არ ჰქონდა გათვალისწინებული. აღნიშნული გარემოება, მეთოდს
უპირატესობას ანიჭებს და შესაბამისს ხდის სამიზნე ჯგუფის, კერძოდ, ქალაქ
თბილისში მოღვაწე კრიმინალური ფსიქოლოგიის ექსპერტების გამოკითხვისთვის.

შერჩევა

შერჩევის ორი ძირითადი სახე არსებობს; ალბათური და არაალბათური.


ალბათური შერჩევის პროცესში, გენერალური ერთობლიობის თითოეულ წევრს
შერჩევით ერთობლიობაში მოხვედრის თანაბარი შანსი აქვს, ხოლო არაალბათური
შერჩევის შემთხვევაში, გენერალური ერთობლიობის წარმომადგენლებს შერჩევით

11
ერთობლიობაში მოხვედრის არათანაბარი შანსი აქვთ, ზოგიერთ შემთხვევაში
ნულოვანი შანსიც კი (წულაძე, 2008, გვ. 42). კვლევაში, შერჩევისთვის გამოყენებულ იქნა
არაალბათური შერჩევის ერთ-ერთი ტიპი „თოვლის გუნდა“, რომელიც გულისხმობს,
სამიზნე ჯგუფის წევრებთან დაკავშირებას და პოტენციური რესპოდენტების მოძიებას,
თავად სამიზნე ჯგუფის წარმომადგენლების დახმარებით (წულაძე, 2008, გვ. 43).
ვინაიდან, კვლევის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ ქალაქ თბილისში მოღვაწე
კრიმინალური ფსიქოლოგიის სპეციალისტები და არ არის ხელმისაწვდომი აღნიშნული
კვლევის ავტორებისთვის პოტენციური რესპოდენტების სრულყოფილი შერჩევის
ჩარჩო, კვლევაში შერჩევა ჩატარდა თოვლის გუნდის მეთოდის გამოყენებით.

12

You might also like