You are on page 1of 4

ლიტერატურის მიმოხილვა

თანამედროვე სამყაროში, არაერთი აქტუალური და მწვავე საკითხია


წარმოდგენილი, რომელიც სოციუმის განვითარებისა თუ წინსვლის შესაძლებლობებს
ახერხებს. ამასთან ერთად, აღსანიშნავია, რომ არსებობს არაერთი სახელმწიფო, თუ
არასამთავრობო კამპანიებიც, რომლებიც საზოგადოებაში სხვადასხვა სოციალური თუ
ეკონომიკური გამოწვევების აღმოფხვრაზე მუშაობს. მიუხედავად ამისა, ნარკომანიის
შემთხვევების პრინციპები, ჯერ კიდევ აქტუალურად რჩება და წარმოადგენს
თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას.
ამრიგად, აღნიშნული საკითხის გამოკვლევის მიზნით, მნიშვნელოვანია
შეფასდეს ,თუ როგორ და რა კრიტერიუმებით შეიძლება განიხილებოდეს მოცემული
პრობლემა, შესაბამის სამეცნიერო წრეებში. შესაბამისად, საჭიროა წარმოდგენილი იქნას
ტომ სკოტის ნაშრომი „ტვინის ძარცვა: რა უნდა ვიცოდეთ თინეიჯერების მიერ
ნარკოტიკების მოხმარების შესახებ“. ავტორი აღნიშნულ ნაშრომში ცდილობს ხაზი
გაუსვას, თუ რა ფიზიკური პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის ორგანიზმში
ნარკოტიკების მოხმარებამ. კერძოდ, ავტორი კონკრეტულ შემთხვევაში, განსაზღვრის,
რომ თინეიჯერების ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობა საბოლოო
სტრუქტურამდე არაა ჩამოყალიბებული. კერძოდ, იგი განსაზღვრის, რომ 16 წლის
მოზარდის ტვინში სიამოვნების ცენტრები საბოლოო ფორმამდეა მიყვანილი. ანუ იგი
თვლის, რომ თინეიჯერებს სიამოვნების მიღება სრულყოფილად შეუძლიათ და აქვთ
მიდრეკილება კიდეც აღნიშნულისკენ. მეორე მხრივ, იგი აღნიშნავს, 21- წლამდე
ადამიანის ტვინში, რაციონალურ აზროვნებაზე პასუხისმგებელი ცენტრი ჯერ კიდევ
ჩამოყალიბების პროცესშია. შესაბამისად, ავტორის მიხედვით, თინეიჯერებს
სრულყოფილად შეუძლიათ მიიღონ სიამოვნება, მაგრამ მათი რაციონალური
აზროვნების არსი ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ავტორის მიხედვით,
თინეიჯერების მიერ არსებული სოციალური გარემო, ხშირ შემთხვევაში
არასტანდარტულად არის აღქმული. მათთვის სოციალური კოორდინირება
გართულებულია და ალკოჰოლისა და მსგავსი ნივთიერებების მიღება პრაქტიკულ
შვებასთან ასოცირდება. ამრიგად, ავტორის მიხედვით, საჭიროა შეფასდეს ის
მოცემულობა, რომელიც ნარკოტიკებისა და თინეიჯერების ურთიერთმიმართებას
უსვამს ხაზს. რამდენადაც, იგი თვლის, რომ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება
მოზარდებში, პრაქტიკულად ახშობს და ანადგურებს ინდივიდის გონების
განვითარებას.
მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია ასევე განისაზღვროს ის, თუ როგორ
ვითარდებოდა დამოკიდებულება და მიდგომა ნარკოტიკული საშუალებების მიმართ
უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში. აღნიშნული მიმართების
განსაზღვრისათვის საჭიროა შეფასდეს კრის ლუტესის ნაშრომი „რას ამბობენ
თინეიჯერები ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის შესახებ“. ავტორი აღნიშნულ ნაშრომში
აფასებს და ხაზს უსვამს, თუ როგორ და რა პრინციპებით აფასებენ თინეიჯერები
ალკოჰოლისა და ნარკოტიკული საშუალებების რაობას. ავტორი აღნიშნულ ნაშრომში,
წარმოადგენს და განსაზღვრის შესაბამისი თვისებრივი კვლევის შინაარსს და ახდენს
მიღებული შედეგების ინტერპრეტაციას. ამრიგად, ავტორის მიხედვით, გამოკითხულთა
შედეგების მიხედვით, თინეიჯერების უმრავლესობისათვის ნარკოტიკული
საშუალებები უბრალოდ გასართობის საშუალება იყო, რომელიც მათ რელაქსაციაში
ეხმარებოდათ. ავტორის მიხედვით, რელაქსაციის პროცესის გაუკუღმართება
ეგრედწოდებული ჰიპების ერას შემდეგ წარმოიქნა. კერძოდ, მისი აზრით, არაერთი პოპ,
რეპ და როკ ვარსკვლავი მოიხმარდა და მოიხმარს ნარკოტიკებს საჯაროდ, რაც
თინეიჯერების თვალში თავისუფლებასთან და რელაქსაციასთან ასოცირდება. ავტორის
მიხედვით, აღნიშნული მოსაზრებების ორაზროვნებამ განსაზღვრა კიდეც
თინეიჯერების დამოკიდებულების ჩამოყალიბება. ამრიგად, ავტორის მიხედვით,
თინეიჯერების პერსპექტივა ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის შესახებ მცდარია. მათ არ
გააჩნიათ სრული ინფორმაცია აღნიშნული ნივთიერებების უარყოფითი თვისებების
შესახებ. ამრიგად, მათთვის აღნიშნული საშუალებები რომანტიზებულია და გარკვეულ
სენტიმენტებთან ასოცირდება ,რაც პრაქტიკულად ანადგურებს მათ ჯანმრთელობასა და
ფსიქიკურ სიჯანსაღეს.
საყურადღებოა ასევე განხილულ იქნას დავიდ ნელსონის ნაშრომი „ნარკომანია
თინეიჯერებში“. ავტორი აღნიშნულ ნაშრომში ცდილობს განსაზღვროს, თუ რა მრავალი
პრობლემატური გამოწვევა შეიძლება მოჰყვეს ნარკოტიკების ადრეულ ასაკში
მოხმარებას. ავტორის მიხედვით, მოზარდის ორგანიზმი ჯერ კიდევ ეგუება არსებულ
გამოწვევებს და მისი იმუნური სისტემა მუდმივად იბრძვის დამატებითი დაცვითი
მექანიზმების ჩამოყალიბებისთვის. ამრიგად, ავტორის მიხედვით, აღნიშნულ პროცესში,
დამატებითი პრეპარატებისა და ნარკოტიკული საშუალებების მიღება, პრინციპულად
ასუსტებს მოცემულ ეფექტს. კერძოდ, ავტორის მიხედვით, მოზარდის იმუნური
სისტემა მალევე ქვეითდება და იგი მარტივად დგება ისეთი დაავადებების წინაშე,
როგორებიცაა აივ- შიდსი თუ ც ჰეპატიტის სხვადასხვა ფორმები. ავტორის მიხედვით,
საჭიროა ასევე შეფასდეს ისიც, თუ რა პრობლემები ექმნება მოზარდის გონებას
აღნიშნული ნივთიერებების მიღების შემდგომ. იგი თვლის, რომ მოზარდის ფსიქიკური
სიჯანსაღე პრაქტიკულად კლებულობს. იგი მეტად არის მიდრეკილი დეპრესიული
ფონისკენ და მისი ემოციები თანდათან უფრო ცივდება.

გამოყენებული ლიტერატურა

Scott, Tom, and Trevor Grice. 2006. “The Great Brain Robbery: What Everyone Should
Know about Teenagers and Drugs.” In The Great Brain Robbery: What Everyone Should Know
about Teenagers and Drugs. Crows Nest, N.S.W.: Allen & Unwin.
Lutes, Chris. 1990.What Teenagers Are Saying about Drugs and Alcohol . Grand Rapids,
MI: Zondervan Publishing House.
Nelson, David.. 2011. In Teen Drug Abuse. Detroit: Gale Cengage Learning.

You might also like