You are on page 1of 14

მეორე ლექცია

ალკოჰოლიზმი

ალკოჰოლი არის ჩვენი კულტურის ნაწილი - ის გამოიყენება


დღესასწაულების აღსანიშნავად და სოციალიზაციისათვის. თუმცა მის
ჭარბად მოხმარებას ერთჯერადად თუ ხშირად - შესაძლოა ჰქონდეს ჩვენი
ჯანმრთელობისათვის სერიოზული შედეგები.
მოქალაქეების უმეტესობა აცნობიერებს, რომ ჭარბად ალკოჰოლის
მოხმარება განაპირობებს ავტოსაგზაო შემთხვევებს და დამოკიდებულებას.
თუმცა ეს არის მხოლოდ ნაწილი იმ შედეგებისა რაც მოჰყვება ალკოჰოლის
ბოროტად მოხმარებას.
ამ სერიოზული პრობლემების გარდა ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებას
შეუძლია დააზიანოს ორგანოები, ასუსტებს იმუნურ სისტემას და
სიმსივნეების განვითარებას განაპირობებს.
ისევე როგორც მოწევა, ალკოჰოლიც სხვადასხვა პიროვნებაზე
განსხვავებულად მოქმედებს. გენები, გარემო და კვებითი რაციონიც კი
მონაწილეობს იმაში განუვითარდება თუ არა პიროვნებას ალკოჰოლთან
დაკავშირებული დაავადება.
მეორეს მხრივ, ადამიანების ნაწილი რეალურ სარგებელს ნახულობს მცირე
ოდენობით ალკოჰოლის მოხმარებით. ალბათ ჟღერს
ურთიერთგამომრიცხავად, მაგრამ ეს ასეა.
იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელი და მიიღოთ გადაწყვეტილება თუ რა
როლს შეასრულებს ალკოჰოლი თქვენს ცხოვრებაში, თქვენ გესაჭიროებათ
ზუსტი და განახლებული ინფორმაცია ალკოჰოლის შესახებ.
ეს ლექცია შეასრულებს ერთგვარი გიდის ფუნქციას და მოგაწვდით
უახლესი კვლევების შედეგებს ალკოჰოლის ეფექტების შესახებ თქვენს
ჯანმრთელობაზე.
იმის ცოდნა თუ რამდენია ალკოჰოლის შემცველობა “სტანდარტულ”
სასმელში დაგეხმარებათ განსაზღვროთ თუ რამდენს სვამთ და
გააცნობიეროთ რისკები. ქვემოთ ჩამოთვლილია ალკოჰოლის შემცველობა
სტანდარტულ სასმელში:
ლუდის 12 თხევადი უნცია/355მლ (დაახლოებით 5% ალკოჰოლი)=ალაოს
ლიქიორის 8-9 თხევადი უნცია/266 მლ (7% ალკოჰოლი)=სუფრის ღვინო 5
თხევადი უნცია/148 მლ (12%)=მაგარი სასმელის 1.5 თხევადი უნცია/44 მლ
კი შეიცავს 40% ალკოჰოლს.

კვლევებით დადგენილია მამაკაცებისათვის სმის „დაბალი-რისკის“


მაჩვენებელი და შეადგენს არაუმეტეს 4-ჭიქისა ცალკეულ დღეს და
არაუმეტეს 14-ჭიქისა კვირაში. ქალებისათვის სმის „დაბალი-რისკის“
მაჩვენებელს შეადგენს არაუმეტეს 3-ჭიქისა ცალკეულ დღეს და არაუმეტეს
7-ჭიქისა კვირაში.
იმისათვის, რომ შეინარჩუნოთ დაბალი-რისკის მაჩვენებელი უნდა
აკმაყოფილებდეთ, როგორც დღიურ ასევე კვირის ლიმიტებს. თქვენი
ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ალკოჰოლის ორგანიზმზე
ზემოქმედების მიხედვით შესაძლოა საჭირო იყოს ალკოჰოლის მოხმარების
შემცირება ან საერთოდ შეწყვეტა. ინდივიდები რომლებმაც საერთოდ უნდა
შეიკავონ თავი ალკოჰოლზე არიან:
პირები რომლებიც გეგმავენ ავტომობილის მართვას ან მოწყობილობების
გამოყენებას.
არიან ფეხმძიმედ ან აპირებენ დაფეხმძიმებას; ღებულობენ წამლებს,
რომლებიც რეაქციაში შედის ალკოჰოლთან; ჯანმრთელობის ისეთი
მდგომარეობა აქვთ, რომელიც შესაძლოა დამძიმდეს ალკოჰოლის
გამოყენებით.
ეთანოლის ფორმულაა C2H5OH, მოლეკულური მასით - 46.069, უფერო,
სპეციფიკური მწველი სუნის მქონე სითხეა:

ალკოჰოლის ეფექტები თავის ტვინზე

თქვენ ესაუბრებით მეგობარს წვეულებაზე ამასობაში ოფიციანტი


მოგაწვდით შამპანურს. თქვენ სვამთ ერთს, მეორეს შესაძლოა მეტსაც. სანამ
გააცნობიერებთ ამას, იწყებთ ჩვეულებრივზე უფრო ხმამაღალ სიცილს და
იწყებთ ბარბაცით სიარულს. საღამოს ბოლოსთვის თქვენ ხართ
შენელებული, როდესაც გაემართებით დესერტისათვის ოფიციანტისკენ და
უკვე გიჭირთ მეტყველება.
მომდევნო დილით იღვიძებთ თავბრუსხვევით და თავის ტკივილით.
შესაძლოა თქვენთვის ძალიან მძიმე იყოს იმის გახსენება თუ რა გააკეთეთ
წინა ღამეს. ეს რეაქციები ნათლად გვაჩვენებს თუ როგორ სწრაფად და
დრამატულად მოქმედებს ალკოჰოლი ტვინზე. თავის ტვინი წარმოადგენს
რთული კავშირების დახლართულ ლაბირინთს, რომელიც
უზრუნველყოფს ჩვენი ფიზიკური და ფსიქოლოგიური პროცესების
შეუფერხებლად განხორციელებას. ერთ-ერთი ამ კავშირის დარღვევამ
შესაძლოა გავლენა მოახდინოს იმაზე თუ როგორ მუშაობს ტვინი.
ალკოჰოლს, აგრეთვე გააჩნია გრძელვადიანი ეფექტები თავის ტვინზე -
ცვლის მას როგორც გარეგნულად ასევე მის მუშაობას, რასაც მოჰყვება
მთელი რიგი პრობლემებისა. ადამიანების უმრავლესობა ვერ აანალიზებს
თუ რა მასშტაბის გავლენა აქვს ალკოჰოლს თავის ტვინზე. პოტენციური
შედეგების ცოდნა დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში თუ
რა რაოდენობით ალკოჰოლის მიღება არის მიზანშეწონილი თქვენთვის.
რა ემართება თავის ტვინს?

ტვინის აგებულება არის კომპლექსური. ის მოიცავს მრავალ სისტემას,


რომლებიც ურთიერთქმედებს იმისათვის, რომ უზრუნველყოს ჩვენი
ორგანიზმის ფუნქციები - დაწყებული ფიქრიდან, სუნთქვისა და
მოძრაობის ჩათვლით. ტვინის ეს მრავლობითი სისტემები კავშირს ამყარებს
ერთმანეთთან ნერვული უჯრედების საშუალებით, რომლებსაც ნეირონებს
უწოდებენ. ტვინში ნეირონები ინფორმაციას გარდაქმნიან/გადათარგმნიან
ელექტრულ ან ქიმიურ სიგნალად რომელთა აღქმაც/გაგება შეუძლია თავის
ტვინს. ისინი, ასევე აგზავნიან ბრძანებებს სხეულის დანარჩენი
ნაწილებისკენ.
ქიმიურ ნივთიერებებს ე.წ. ნეიროტრანსმიტერებს გადააქვთ ინფორმაცია
ნეირონებს შორის. ნეიროტრანსმიტერებმა იმისდა მიხედვით თუ რომელი
ტიპისაა და რა რაოდენობით შესაძლოა ან გააძლიეროს ან შეასუსტოს
თქვენი ორგანიზმის პასუხები, შეგრძნებები და გუნება-განწობა.
ტვინის მუშაობის შედეგად ხდება მოქმედების დამაჩქარებელი და
შემანელებელი ნეიროტრანსმიტერების მოქმედების დაბალანსება, რითაც
უზრუნველყოფს ორგანიზმის მოქმედებას ნორმალურ დონეზე. ალკოჰოლს
შეუძლია შეანელოს თავის ტვინში ნეიროტრანსმიტერების კომუნიკაციის
ტემპი.
ცვლილებები თავის ტვინში
ჯერ-ჯერობით კიდევ ბევრი რამ არის უცნობი ჩვენთვის თუ როგორ
მუშაობს ტვინი და როგორ მოქმედებს მასზე ალკოჰოლი. მკვლევრები
მუდმივად აღმოაჩენენ სულ უფრო და უფრო მეტს იმის შესახებ თუ როგორ
აფერხებს ალკოჰოლი ტვინის გზებს შორის კომუნიკაციას და ცვლის
ტვინის სტრუქტურას, რასაც შედეგად მოჰყვება ცვლილებები ქცევაში და
ფუნქციონირებაში. კვლევის სხვადასხვა მეთოდები აფართოებს ჩვენს
ცოდნას სხვადასხვა მიმართულებით: ტვინის გამოსახვა - გამოსახვის
სხვადასხვა მეთოდი, სტრუქტურული მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახვა
(MRI), ფუნქციურ მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახვა (fMRI), დიფუზიურ-
ტენზორული გამოსახვა (DTI) და პოზიტრონ-ემისიური ტომოგრაფია (PET),
გამოიყენება ტვინის სურათების მისაღებად. MRI და DTI გამოიყენება
ტვინის სტრუქტურის გამოსახულების მისაღებად, ანუ როგორ
გამოიყურება ტვინი. fMRI სწავლობს ტვინის ფუნქციებს, ანუ როგორ
განახორციელებს მათ. მისი გამოყენებით შესაძლებელია აღმოვაჩინოთ
ცვლილებები ტვინის აქტივობაში.
PET-ით სკანირების შედეგად შეგვიძლია შევისწავლოთ
ნეიროტრანსმიტერების ფუნქციონირება. გამოსახვის ყველა მეთოდი არის
მძლავრი მეთოდები რათა განსაზღვრულ იქნეს ცვლილებები
ალკოჰოლიკის თავის ტვინში. მაგალითად, მათი გამოყენების შედეგად
შეგვიძლია ვნახოთ თუ როგორ იცვლება თავის ტვინი დაუყოვნებლივ
დალევის შეწყვეტისთანავე, და ხანგრძლივი თავშეკავების პერიოდის
შემდგომ შესაძლო რელაპსის განვითარებისას.

ფსიქოლოგიური ტესტები
მკვლევრები, ასევე იყენებენ ფსიქოლოგიურ ტეტსტებს იმისათვის, რომ
შეფასდეს ალკოჰოლის გამოყენებით გამოწვეული ტვინის ცვლილებები
როგორ მოქმედებს მოქმედებს მენტალურ ფუნქციებზე. ეს ტესტები
გვიჩვენებს თუ როგორ მოქმედებს ალკოჰოლი ემოციებზე და პიროვნებაზე,
და ასევე, როგორ აზიანებს დასწავლისა და მეხსიერების უნარებს.
კვლევები ცხოველების გამოყენებით
ალკოჰოლის ეფექტების შემოწმება ცხოველების ტვინზე მკვლევრებს
ეხმარება იმის დადგენაში თუ როგორ აზიანებს ალკოჰოლი ადამიანის
თავის ტვინს და როგორ ხდება აბსტინენციის შედეგად ამ დაზიანებების
რევერსირება.
ტვინის გამოსახვისა და ფსიქოლოგიური ტესტების გამოყენებით
მკვლევრებმა მოახდინეს ალკოჰოლის ეფექტებისადმი ტვინის ყველაზე
მეტად მოწყვლადი უბნების იდენტიფიცირება.
ნათხემი - ტვინის ეს უბანი აკონტროლებს მოძრაობის კოორდინაციას.
ნათხემის დაზიანებას მოყვება წონასწორობის დაკარგვა და ბორძიკით
სიარული, აგრეთვე მოქმედებს კოგნიტურ ფუნქციებზე, როგორიცაა
მეხსიერება და ემოციურ რეაქციებზე.
ლიმბური სისტემა - ტვინის სტრუქტურების ეს კომპლექსი აკონტროლებს
სხავდასხვა ამოცანის შესრულებას მეხსიერებისა და ემოციების ჩათვლით.
ამ უბნის დაზიანება არღვევს აღნიშნულ ფუნქციებს.
თავის ტვინის ქერქი - ჩვენი ფიქრის, დაგეგმვის, გონივრული მოქმედებისა
და სოციალური ურთიერთობების უნარები დამოკიდებულია ტვინის
სწორედ ამ უბანზე. გარდა ამისა, ტვინის ეს უბანი აკავშირებს თავის ტვინს
ნერვული სისტემის სხვა ნაწილებთან. ამ უბნის დაზიანების ან
ცვლილებების შედეგად ადამიანს უქვეითდება პრობლემების გადაწყვეტის,
დამახსოვრებისა და სწავლის უნარები.
ალკოჰოლის “მძიმედ” მოხმარება - თუნდაც ერთჯერადად - რათქმაუნდა
ცვლის ნეიროტრანსმიტერების ნატიფ ბალანსს. ალკოჰოლის გამოყენების
შედეგად ხდება ნეიროტრანსმიტერებით ინფორმაციის გადაცემის
შენელება, ამის შედეგად თქვენ გრძნობთ თვლემას. ნეიროტრანსმიტერების
ბალანსის დარღვევა, რომელიც უკავშირდება ალკოჰოლს, განაპირობებს
გუნება-განწყობისა და ქცევით ცვლილებებს, მათ რიცხვში დეპრესიას,
მღელვარებას, მეხსიერების დაკარგვას და კრუნჩხვებსაც კი.
ხანგრძლივად ალკოჰოლის “მძიმედ” მოხმარება იწვევს ცვლილებებს
ნეირონებში, როგორიცაა მაგალითად ტვინის უჯრედების ზომის
შემცირება. ამ და სხვა ცვლილებების შედეგად ტვინის მასა იჭმუხნება და
მისი შიდა ღრუ იზრდება. ამ ცვლილებებს გავლენა აქვთ მოტორული
კოორდინაციის, ტემპერატურის რეგულაციის, ძილის, გუნება-განწყობის
და სხვადასხვა კოგნიტური ფუნქციების, კერძოდ დასწავლისა და
მეხსიერების უნარებზე.
ერთ-ერთ ნეიროტრანსმიტერს, რომელიც განსაკუთრებით მგრძნობიარეა
მცირე დოზით ალკოჰოლის მიმართაც კი ეწოდება გლუტამატი. სხვა
ფუნქციებთან ერთად გლუტამატი მოქმედებს მეხსიერებაზე. მკვლევრები
ფიქრობენ, რომ ალკოჰოლს გავლენა აქვს გლუტამატის მოქმედებაზე და
შესაძლოა სწორედ ეს იწვევდეს ზოგიერთ ადამიანში დროებით გონების
დაბინდვას, ან დავიწყებას იმისა თუ რა მოხდა “მძიმედ” სმის
განმავლობაში წინა ღამეს.
ალკოჰოლი ასევე იწვევს სეროტონინის გამოყოფის გაძლიერებას,
ნეიროტრანსმიტერის, რომელიც გვეხმარება ვარეგულიროთ ჩვენი
ემოციური გამოხატვა და ენდორფინების, რომლებიც წარმოადგენენ
ბუნებრივ ნივთიერებებს, რომელთაც შეუძლიათ გამოიწვიონ რელაქსაცია
და ეიფორია ინტოქსიკაციის დადგომის თანავე.
დღეისათვის მეცნიერებმა იციან, რომ ტვინი ცდილობს ამ დარღვევების
კომპენსირება მოახდინოს. ნეიროტრანსმიტერები ადაპტირდება
იმისათვის, რომ შეიქმნას ბალანსი მიუხედავად იმისა მიღებულია თუ არა
ალკოჰოლი. თუმცა ასეთ ადაპტაციებს ახასიათებს უარყოფითი შედეგები,
რომელთა რიცხვშიც შედის ალკოჰოლისადმი ტოლერანტობა, ალკოჰოლზე
დამოკიდებულება, ალკოჰოლის აღკვეთის სიმპტომების განცდა.
სხვადასხვა ადამიანი რეაგირებს განსხვავებულად ალკოჰოლზე. რაც
გამოწვეულია იმით, რომ მთელ რიგ ფაქტორებს შეუძლია გავლენა
მოახდინოს ალკოჰოლის მიღებაზე თქვენი ტვინის პასუხზე. ამ ფაქტორებში
შედის :
რამდენს და რამდენად ხშირად სვამთ - რაც უფრო მეტს სვამთ უფრო
მეტად მოწყვლადია თქვენი ტვინი.
თქვენი გენეტიკური ფონი და ოჯახში ალკოჰოლიზმის ისტორია -
ცალკეულ ეთნიკურ პოპულაციას ახასიათებს უფრო ძლიერი რეაქციები
ალკოჰოლზე, და ამავე დროს ალკოჰოლიკების შვილები უფრო მაღალია
შანსია, რომ გახდებიან ალკოჰოლიკები.
თქვენი ფიზიკური ჯანმრთელობა - თუ გაგაჩნიათ ღვიძლის ან კვებითი
პრობლემები, ალკოჰოლის ეფექტების აღმოსაფხვრელად საჭირო იქნება
უფრო მეტი დრო.
რამდენიმე თვით ან წლით ალკოჰოლისგან თავშეკავების შედეგად
შესაძლოა მოხდეს ტვინის ცვლილებების ნაწილობრივი კორექცია.
აბსტინენცია, აგრეთვე შესაძლოა დაგვეხმაროს აზროვნების უნარზე,
გადაწყვეტილების მიღებაზე, მეხსიერებასა და ყურადღებაზე ალკოჰოლის
უარყოფითი ეფექტების რევერსირებაში.

ალკოჰოლთან დაკავშირებული ტვინის სხვა ცვლილებები


ღვიძლის დაზიანება რომელიც მოქმედებს თავის ტვინზე
ალკოჰოლით გამოწვეული ღვიძლის დაავადება იწვევს არამარტო ღვიძლის
დაზიანებას არამედ აზიანებს ტვინსაც. ღვიძლი შლის ალკოჰოლს და მისი
დაშლით წარმოქმნილ ტოქსიკურ ნივთიერებებს. ამ პროცესში ამ
ნივთიერებებს შეუძლია დააზიანოს ღვიძლის უჯრედები. დაზიანებული
ღვიძლის უჯრედები ვეღარ ფუნქციონირებენ და ამავე დროს საშუალებას
აძლევს ამ ტოქსიკურ ნივთიერებებს, ამონიუმსა და მაგნიუმს, მოხვდეს
თავის ტვინში. ეს ნივთიერებები განაპირობებს ტვინის უჯრედების
დაზიანებას, რაც იწვევს სერიოზულ და შესაძლოა ფატალურ ტვინის
დაავადებასაც კი, რომელსაც უწოდებენ ღვიძლის ენცეფალოპატიას.
ღვიძლის ენცეფალოპატია იწვევს მთელ რიგ ჯანმრთელობის პრობლემებს
დაწყებული ნაკლებად მძიმედან და დამთავრებული ფატალურით.
აღნიშნულ პრობლემებში შედის:
• ძილის დარღვევები
• გუნება-განწყობისა და პიროვნული ცვლილებები
• შფოთვა
• დეპრესია
• ყურადღების კონცენტრირების უნარის დაქვეითება
• კოორდინაციის პრობლემები, მათ რიცხვში ასტერიქსი, რასაც თან
ახლავს ხელების ტრემორი
• კომა
• სიკვდილი

ექიმები ღვიძლის ენცეფალოპატიას მკურნალობენ იმ ნაერთების


გამოყენებით, რომლებიც ამცირებს სისხლში ამონიუმს და ხელსაწყოების
გამოყენებით, რომლებიც ხელს უწყობს ტოქსინების შემცირებას სისხლში.
ღვიძლის ენცეფალოპატიით დაავადებული ზოგიერთი პაციენტისათვის
საჭირო ხდება ღვიძლის ტრანსპლანტაცია, რაც ზოგადად აუმჯობესებს
ტვინის მდგომარეობას.

ფეტალური ალკოჰოლური სპექტრის დარღვევები


ალკოჰოლს თავის ტვინზე გავლენის მოხდენა შეუძლია განვითარების
ნებისმიერ სტადიაზე დაბადებამდეც კი. ფეტალური ალკოჰოლური
სპექტრის დარღვევები მოიცავს როგორც ფიზიკურ, დასწავლის ასევე
ქცევით პრობლემებს, და თანდაყოლილ დეფექტებს, რასაც იწვევს
პრენატალურად ალკოჰოლის ზემოქმედება.
ამ დარღვევებიდან ყველაზე სერიოზულია ფეტალური ალკოჰოლური
სინდრომი, რომელსაც ახასიათებს არანორმალური სახის ნაკვთები და
ჩვეულებრივ უკავშირდება ტვინის ფუნქციონირების მნიშვნელოვნად
დაქვეითებას. ფეტალური ალკოჰოლური სინდრომი წარმოადგენს ერთ-
ერთ ყველაზე გავრცელებულ პრევენცირებად თანდაყოლილ დეფქტს აშშ-
ში და უკავშირდება მენტალურ და ქცევით დარღვევებს.
ფეტალური ალკოჰოლური სინდრომით დაავადებული ბავშვების თავის
ტვინი ნორმალურთან შედარებით პატარა ზომისაა და შეიცავს შედარებით
ნაკლები რაოდენობით უჯრედებს, მათ რიცხვში ნეირონებს. რაც შედეგად
იწვევს მთელი სიცოცხლის მანძილზე დასწავლისა და ქცევით პრობლემებს.
დღეისათვის კვლევები მიმართულა იმის დასადგენად თუ არის
შესაძლებელი ფეტალური ალკოჰოლური სინდრომით დაავადებული
ბავშვების ტვინის ფუნქციების გაუმჯობესება რეაბილიტაციური
სწავლებით, კვებითი დანამატებით ან სამკურნალო პრეპარატებით.
ალკოჰოლის ეფექტები გულზე
ადამიანის კარდიოვასკულარული სისტემა შედგება გულის,
სისხლძარღვების და სისხლისაგან. ეს სისტემა მუდმივად მუშაობს -
ადამიანის სიცოცხლის ყოველ წამს - რათა უჯრედებს მიაწოდოს ჟანგბადი
და საკვები ნივთიერებები და მოაშოროს მათ ნახშირორჟანგი და
მეტაბოლიზმის პროდუქტები.
ალკოჰოლური კარდიომიოპათია - ალკოჰოლის ხანგრძლივად და მძიმედ
მოხმარება ასუსტებს გულის კუნთს, რაც განაპირობებს მდგომარეობის
განვითარებას, რომელსაც უწოდებენ ალკოჰოლურ კარდიომიოპათიას.
დასუსტებული გული იზრდება და ვეღარ იკუმშება ეფექტურად. ამის
შედეგად ის ვეღარ გადატუმბავს საკმარისი რაოდენობით სისხლს რათა
ნორმალურად უზრუნველყოს ორგანოების კვება. კარდიომოიპათიის
სიმპტომებს რიგ შემთხვევებში შეუძლია გამოიწვიოს ორგანოებისა და
ქსოვილების მნიშვნელოვანი დაზიანება. ამავე დროს, იწვევს სუნთქვის
გახშირებასა და სხვა დარღვევებს, კიდურებისა და ტერფების შეშუპებას,
არარეგულარულ გულისცემას. ის, ასევე იწვევს გულის უკმარისობასაც.
მოციმციმე არითმია - ამ ფორმის არითმიის დროს წინაგულები თრთის
მაგრამ არ იკუმშება. ამ შემთხვევაში სისხლი გუბდება და შედედდება.
იმისდა მიხედვით თუ საით გადადის ასეთი სისხლი შესაძლოა გამოიწვიოს
ინსულტი თუ ტვინში მოხვდება და განაპირობებს ემბოლიას ფილტვებში
მოხვედრისას.
პარკუჭოვანი ტაქიკარდია - არითმიის ეს ფორმა ყალიბდება გულის
პარკუჭებში. ალკოჰოლით გამოწვეული პარკუჭების დაზიანების შედეგად
აგზნების ელექტრული იმპულსი ბრუნავს პარკუჭებში ძალიან დიდი ხნის
განმავლობაში, რაც განაპირობებს ძალიან ხშირ შეკუმშვებს. ამის შედეგად
პარკუჭები ვერ ივსება სისხლით და შესაბამისად ვერ აწვდის საკმარისი
რაოდენობით სისხლს სხვა ორგანოებს. პარკუჭოვანი ტაქიკარდია იწვევს
თავბრუსხვევას, ცნობიერების დაკარგვას, გულის გაჩერებას და უეცარ
სიკვდილსაც კი.
უნდა ვიცოდეთ ასევე სარგებელიც!
ამავე დროს, სამეცნიერო კვლევებით ცნობილია, რომ ჯანმრთელი
ადამიანები, რომლებიც მოიხმარენ ზომიერი რაოდენობით ალკოჰოლს
აქვთ უფრო დაბალი რისკი გულის კორონარული დაავადებების
განვითარებისა იმ პირებთან შედარებით, რომლებიც საერთოდ არ
ღებულობენ ალკოჰოლს. „ზომიერი სმა“ განისაზღვრება, როგორც
არაუმეტეს ორი ჭიქისა დღეში მამაკაცების შემთხვევაში და ერთი ჭიქა
ქალებისათვის, ფეხმძიმე ან დაფეხმძიმების გეგმის მქონე ქალების გარდა.
თუმცა ასეთი სარგებელი არ ვრცელდება ადამიანებზე, რომელთაც უკვე
გააჩნიათ ჯანმრთელობის პრობლემები, ან რეგულარულად ღებულობენ
წამლებს. ამავე დროს, მეცნიერები არ იძლევიან რეკომენდაციას
ალკოჰოლის მიღების დასაწყებად მხოლოდ ჯანმრთელობისათვის
სარგებლის მისაღებად. ეს მონაცამები თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ
თქვენს პირად ექიმთან კონსულტაციისას და მისი რეკომენდაციის
საფუძველზე მიიღოთ თქვენთვის სასარგებლო გადაწყვეტილება ამ
საკითხზე.

ალკოჰოლის ეფექტები ღვიძლზე

ღვიძლის დაავადებები წარმოადგენს ავადობისა და სიკვდილიანობის ერთ-


ერთ ყველაზე ხშირ მიზეზს. მაგალითად, 2 მილიონზე მეტი ამერიკელი
იტანჯება ალკოჰილით გამოწვეული ღვიძლის დაავადებით.
ადამიანის ღვიძლი ძალიან ინტენსიურად მუშაობს რათა უზრუნველყოს
ორგანიზმის პროდუქტიულობა და ჯანმრთელობა. მასში არის
დამარაგებული ენერგია და საყუათო ნივთიერებები. ის წარმოქმნის
ცილებსა და ფერმენტებს, რომლებსაც იყენებს ორგანიზმი და იცავს მას
დაავადებებისაგან. ის აგრეთვე, ათავისუფლებს ორგანიზმს საზიანო
ნივთიერებებისაგან, ალკოჰოლის ჩათვლით.
რადგანაც ღვიძლი ასრულებს არსებით როლს ალკოჰოლის
დეტოქსიკაციაში, იგი თავადვე ძალიან მოწყვლადია ჭარბად ალკოჰოლის
გამოყენებისას დაზიანებებისადმი.
მძიმე სმა - მხოლოდ რამდენიმე დღითაც კი იწვევს ცხიმის დაგროვებას
ღვიძლში. ამ მდგომარეობას უწოდებენ სტეატოზს, ან გაცხიმოვნებულ
ღვიძლს, რაც განიხილება, როგორც ალკოჰოლიკებში ღვიძლის დაავადების
ყველაზე უფრო ადრეული სტადია და წარმოადგენს ალკოჰოლით
გამოწვეულ ყველაზე უფრო გავრცელებულ ღვიძლის დაავადებას.
გაცხიმოვნება ართულებს ღვიძლის ნორმალურ ფუნქციონირებას და
ადვილად ვითარდება ისეთი სახიფათო ანთებითი დაავადება, როგორცაა
ალკოჰოლური ჰეპატიტი.
რიგ შემთხვევებში ალკოჰოლური ჰეპატიტის დროს არ აღინიშნება
გამოხატული სიმპტომები. სხვებში კი იწვევს ტემპერატურის მატებას,
გულისრევას, უმადობას, აბდომინალურ ტკივილს, გონების დაბინდვას.
ალკოჰოლური ჰეპატიტი სახიფათოდ ადიდებს ღვიძლს და იწვევს
სიყვითლეს, გაძლიერებულ სისხლდენას და შედედების დაქვეითებას.
ღვიძლის სხვა დარღვევა, რომელიც უკავშირდება „მძიმედ“ სმას არის
ფიბროზი, რომელსაც ახლავს ნაწიბურების გაჩენა ღვიძლში. ალკოჰოლი
ცვლის იმ ნივთიერებების მოქმედებას, რომლებიც საჭიროა ამ
ნაწიბურებიანი ქსოვილის მოსაცილებლად. იმ შემთხვევაში თუ ადამიანი
აგრძელებს სმას ეს ნაწიბურებიანი ქსოვილი გროვდება და ყალიბდება
ციროზი, რომელიც თანათანობით იწვევს ღვიძლის მწყობრიდან
გამოსვლას.
ციროზი ხელს უშლის ღვიძლს კრიტიკული მნიშვნელობის ფუნქციების
განხორციელებაში, როგორიცაა ინფექციებთან შებრძოლება, სისხლიდან
საზიანო ნივთიერებების მოცილება და საყუათო ნივთიერებების შეწოვა.
ციროზმა შესაძლოა გამოიწვიოს მთელი რიგი დარღვევებისა: სიყვითლე, 2
ტიპის დიაბეტი და შესაძლოა ღვიძლის სიმსივნეც კი.

ეფექტები პანკრეასზე
პანკრეასი ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს საჭმლის მონელებაში და
ორგანიზმის ენერგიით უზრუნველყოფაში. ის ამავე დროს წარმოქმნის
ჰორმონებს ინსულინსა და გლუკაგონს, რომლებიც არეგულირებენ
გლუკოზის უტილიზაციას, რომელიც წარმოადგენს ენერგიის უმთავრეს
წყაროს ორგანიზმისათვის.
ანთებითი პროცესი, რომელსაც ეწოდება პანკრეატიტი ორი ფორმისაა:
მწვავე და ქრონიკული.
მწვავე პანკერატიტის სიმპტომებია: აბდომინალური ტკივილი, რომელიც
გადადის გადადის ზურგზეც, პირღებინება, ტემპერატურის მატება,
გულისცემის გახშირება, დიარეა, ოფლიანობა.
ქრონიკული პანკრეატიტის შემთხვევაშიც ვლინდება ეს სიმპტომები, ასევე
პანკრეასის ფუნქციებისა და მონელების მნიშვნელოვნად დაქვეითება,
სისხლში შაქრის შემცველობის პრობლემები. რაც განაპირობებს პანკრეასის
დაზიანებას და შედეგად დიაბეტის განვითარებასა და ხშირ შემთხვევებში
სიკვდილსაც კი.

ალკოჰოლის გავლენა იმუნურ სისტემაზე

ჩვენი იმუნური სისტემა შესაძლოა შევადაროთ ერთგვარ „ჯარს“, რომელიც


გამუდმებით იცავს ჩვენს ორგანიზმს ინფექციებისა და დაავადებებისაგან.
კანი და ლორწოვანი გარსი, რომლითაც ამოფენილია სუნთვისა და
საჭმლისმომნელებელი ტრაქტი ხელს უშლის ბაქტერიების ჩვენს
ორგანიზმში შემოჭრასა და დარჩენას. იმ შემთხვევაში თუ უცხო სხეულები
მაინც შემოიჭრება ამ ბარიერების მიუხედავად ორგანიზმში იმუნური
სისტემა ამას ეწინააღმდეგება ორი დამცავი მაქანიზმით: თანდაყოლილი
და ადაპტაციური.
თანდაყოლილს განეკუთვნება: სისხლის თეთრი უჯრედები, ნატურალური
ქილერები, ციტოკინები. ადაპტაციურია: T და B ლიმფოციტები, და
ანტისხეულები.
ალკოჰოლი თრგუნავს, როგორც თანდაყოლილ, ასევე ადაპტაციურ იმუნურ
სისტემას. ალკოჰოლის ქრონიკული გამოყენებით ქვეითდება სისხლის
თეთრი უჯრედების მიერ ბაქტერიების გაუვნებელყოფის უნარი, ასევე
ციტოკინების ან ჭარბად ან ძალიან შემცირებულ გამოყოფას. ჭარბი
ციტოკინები იწვევენ ქსოვილის დაზიანებას, როდესაც მცირე რაოდენობა კი
ხდის ორგანიზმს ინფექციების სამიზნედ.

სიმსივნეების განვითარების რისკი

ჰორმონები შესაძლოა იყოს ერთ-ერთი რგოლი ალკოჰოლსა და მკერდის


სიმსივნეს შორის. ალკოჰოლს შეუძლია გარკვეული ჰორმონების
გამოყოფის გაძლიერება, მათ რიცხვშია ესტროგენი. ჭარბი რაოდენობით
ესტროგენის გამოყოფა შესაძლოა გახდეს მკერდის სიმსივნის მიზეზი.
ცხოველებზე ჩატარებული კვლევებით ნაჩვენებია, რომ უჯრედები
აკლოჰოლის მოლეკულის დასაშლელად ცდილობს გამოყოს დამატებითი
რაოდენობით ცილა ე.წ. ვასკულარული ენდოთელური ზრდის ფაქტორი
(ვეზფ).
ვეზფ ხელს უწყობს სისხძარღვებისა და ორგანოების ქსოვილების ზრდას.
მაგრამ, მეორეს მხრივ ჭარბად ვეზფ-ის გამოყოფა განაპირობებს
სისხლძარღვების ზრდას სიმსივნური უჯრედების უბანშიც, რაც ხელს
უწყობს მათ ინტენსიურ ზრდას. ამის შემდეგ სიმსივნური უჯრედებიდან
ყალიბდება კიბო.

You might also like