You are on page 1of 2

საშინაო დავალება

ადამიანის თავის ტვინი

1.რატომ არის სიცოცხლისათვის საშიში მოგრძო ტვინის დაზიანება ?

პასუხი

მოგრძო ტვინი ზურგის ტვინის გაგრძელებაა, ის აკონტროლებს გულსისხლძარღვთა


სისტემას, საჭმლის მომნელებელ და სასუნთქ სისტემებს. მოგრძო ტვინის დაზიანება
იმოქმედებს ზემოთ ხსენებულ სისტემებზე, რაც გამოიწვევს სავალალო შედეგს.

2. მთვრალ ადამიანს რატომ არ შეუძლია მოძრაობის კონტროლი ?

პასუხი

ალკოპოლი ძლიერ ზემოქმედებას ახდენს ნათხემზე. მთვრალ ადამიანს არ შეუძლია


მოძრაობის კოლტროლი ის ინერციით მოძრაობს და ერთი ნაბიჯის ნაცვლად
რამდენიმე ნაბიჯს დგამს.

3. რატომ უწოდებენ შუამდებარე ტვინს ნახევარსფეროების ჭიშკარს ?

პასუხი

შუამდებარე ტვინს ნახევარსფეროების ჭიშკარს იმიტომ უწოდებენ, რომ იქ თავს


იყრის გრძნობათა და შინაგანი ორგანოებიდან წამოსული მგრძნობიარე იმპულსები,
რომლებიც ნახევარსფეროებისაკენ მიემართება.

4. როდის გამოიყოფა ვაზოპრესინი და რა მნიშვნელობა აქვს მას ?

პასუხი

ჰიპოთალამუსში არსებობს სპეციალიზებული ნერვული უჯრედები, რომლებიც


სითხით სავსე ვაკუოლს შეიცავს. როდესაც ამ უჯრედს კაპილარებით, მარილით
მდიდარი სისხლი მიეწოდება, ვაკუოლიდან წყალი სისხლში გადადის და ნეირონის
მოცემულობა მცირდება. ის შეიჭმუხნება, რასაც მისი აგზნება მოჰყვება. ამის
საპასუხოდ ნეირონი ჰორმონს - ვაზოპრესინს გამოიმუშავებს. რომელსაც პიპოფიზს
გადაუგზვნის. ჰიპოფიზი მას სისხლში გადაუშვებს. სისხლით ის თირკმელებამდე
მიაღწევს. თირკმელების მილაკებში ვაზოპრესინი გააქტიურებს წყლის შეწოვას, ამით
გამოყოფილი შარდის რაოდენობა შემცირდება.

You might also like