You are on page 1of 2

სანამ თავად ძილის დარღვევებზე ვისაუბრებთ,აუცილებელია გავიგოთ რა არის ძილი და როგორ

რეგულირდება ის.იმისდა მიუხედავად რომ საშუალოდ


ადამიანი თავისი ცხოვრების ერთ მესამედს ძილში ატარებს,ძალიან ცოტამ თუ იცის რა
პროცესებსა და ეტაპებს გადის ორგანიზმი ძილის დროს.
ძილის მთავარი დანიშნულება ისაა რომ აღიდგინოს ენერგია და კუნთური ქსოვილები
რომელსაც ადამიანი ყოველდღიურ ცხოვრებაში იყენებს

ძილს არეგულირებს ცირკადული რითმი,რომელსაც ხშირად სხეულის საათსაც უწოდებენ.სწორედ


ცირკადული რითმის საშულებით იგებს ორგანიზმი
როდის არის ძილისა და გაღვიძების დრო.მისი მთავარი მარეგულირებელი ტვინში, კერძოდ,
ჰიპოთალამუსშია განთავსებული
მისი დახმარებით ორგანიზმს შეუძლია არაეთი ჰორმონის გამოყოფა მაგრამ ჩვენთვის ამჯერად
მნიშვნელოვანია
მელატონინი და კორტაზოლი.მელატონინი გვეხმარება ჩაძინებაში ხოლო კორტაზოლი პირიქით
სიფხიზლის შენარჩუნებაში.

რადგან უკვე ვიცით ცირკადული რითმის დანიშნულება საინტერესოა თუ რა ზემოქმედებს


მასზე,ესენია:სინათლე,ტემპერატურა და მეტაბოლიზმი და სხვა
გარემო პირობები.დილით როდესაც მზის სხივები ხვდება ჩვენს თვალებს,ოპტიკური ნერვი
ინფორმაციას გადასცემს ტვინს ხოლო ტვინი
ამცირებს მელატონინის გამოყოფას,ზრდის სხეულის ტემპერატურასა და წნევას რის შედაგადაც
ჩვენ ვიღვიძებთ.ღამე კი პირიქით მელატონინის გამოყოფა იზრდება
სხეულის ტემპერატურა ეცემა რაც ორგანიზმს ჩაძინებაში ეხმარება.

ამგვარი პროცესები ახასიათებს ადამიანებსა და სხვა ყველა ცოცხალ არსებებს მაგრამ


არსებობს გამონაკლისები რომლებსაც ძილის დარღვევების სახელით ვიცნობთ
ყველაზე გავრცელებული ძილის დარღცვევა ინსომნიაა:
ინსომნიის მთავარი მახასიათებლებია:ქრონიკულად ჩაძინების უუნარობა,ხშირი
გაღვიძება,ჩაძინების სირთულე და სხვა.ინსომნიის მქონე ადამიანები ნორმალური
ძილის პატერნის მქონე ადამიანებთან შედარებით მრავალი რისკის ქვეშ არიან.ისინი ხშირად
უჩივიან ჯანმრთელობას,მეხსიერებებას.ასევე პრობლემები ჩნდება
კონცენტრაციის უნარში და ეცემა სამუშაოს შესრულების ხარისხი

ჩაძინებაში მრავალმა რაიმემ შეიძლება შეგვიშალოს ხელი:ხმაურმა,კოღოს წუილმა,გამოცდის


გამო სტრესმა უმეტეს შემთხვევებში ეს მოკლევადიანი
ხელისშემშლელი პირობებია რომელიც დროის გასვლასთან ერთად ქრება.მაგრამ მუდმივი
სტრესის შემთხვევაში როდესაც უძილო ღამე რამდენიმე დღე
კვირა ან თვე გრძელდება,ადამიანს უკვე არათუ მის ცხოვრებაში არსებულ სხვა პრობლემებზე
ღელავს,არამედ იმაზე რომ იგი საკმარის ძილს ვერ მიიღებს.
როდესაც უძილობა ყოველდღიურობაში გადადის ადამიანები საკუთარ საძინებელს ასოციაციურად
სტრესს უკავშირებენ და როგორც კი ძილის დრო მოდის
ორგანიზმი გამოყოფოს სტრესთან განსამკლავებელ ჰორმონებს:კორტაზოლსა და
ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონებს.ეს ჰორმონები ზრდის სისხლის წნევას
და მოდუნების ნაცვლად უფრო ყურადღებიანს გხდის რაც ხელს უშლის გარეგანი
გამღიზიანებლის დაიგნორებაში.

ინსომნიის მქონე ადამიანბიც იძინებენ მაგრამ მათი ძილის ხარისხი ძალიან


დაბალია,როგორც ვთქვით ძილის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება დღის
განმავლობაში დახარჯული ენერგიის აღდგენაა,ჯანმრთელი ძილის დროს მეტაბოლიზმი ნელდება
რაც ზოგავს ენერგიას გლუკოზის სახით,PET კვლევებმა
კი აჩვენა რომ ადრენალინის გამოყოფა ინსომნიაკებში არათუ სიფხიზლეს ინარჩუნებს არმედ
მეტაბოლიზმსაც აჩქარებს რაც შესაბამისად მეტ ენერგიას ხარჯავს
და ძილის ერთ-ერთ მთავარ მიზანს აზრი ეკარგება

კიდევ ერთ ძალიან გავრცელებული ძილის დარღვევაა ძილის აპნოე-იგი არის ზედა სასუნთქ
გზებთან დაკავშირებული ძილის დარღვევა,
როდესაც ადამიანი ძილის დროს წყვეტს სუნთქვას. აპნოედ მიიჩნევა სუნთქვის შეწყვეტის
ისეთი პერიოდი,
რომელიც 10 წამის ან მეტი დროის განმავლობაში გრძელდება.ძილის მდგომარეობაში მყოფი
ტვინი აანალიზებს რომ ორგანიზმში ჰაერის მიმოცვლა არ ხდება
რაც იწვევს ტვინის იმ ნაწილების გააქტიურებას რომელიც ჯანმრთელი ძილის დროს არ
მუშაობს.ტვინის ეს აქტივობა კი ხელს უშლის ადამიანს ღრმა ძილში გადავიდეს
ან სულაც აფხიზლებს მას..ეს პრობლემა 30 წლიდან 70 წლამდე მოსახლეობის 25% აწუხებს და
ერთ ღამეს ძალიან ბევრჯერ შეიძლება მოხდეს.

ღამის განმავლობაში შეიძლება არც გვაღვიძებდეს ეს პრობლემა მაგრამ ძილის აპნოეს


რამდენიმე გამოვლინება აქვს როგორიცაა:თავის ტკივილი,დაღლილობა და სისუსტე

ძირითადად ორი სახის აპნოე არსებობს ცენტრალური და ობსტრუქციული,მაგრამ დადასტურებული


ცენტრალური აპნოეს შემთხვევები შედარებით იშვიათია
ცენტრალური აპნოეს დროს ტვინის ის ნაწილი რომელიც ძილის დროს სუნთქვაზეა
პასუხისმგებელი რამდენიმე წამით არ ასრულებს საკუთარ მოვალეობას.ხოლო ობსრუქციულის
შემთხვევაში მთავარი პრობლემა სასუნთქი გზების გადაკეტვაა,მსგავსი შემთხვევები ხშირია
მსუქან ხალხში.

You might also like