You are on page 1of 4

 ძილი ჩვენი სიცოცხლისგან განყენებული ციკლი არ არის, მეტიც სწორედ ის

განსაზღვრავს თუ რამდენად ჯანმრთელები ვიქნები და შესაბამისად რამდენი


წელი ვიცხოვრებთ. დღეს მეცნიერები ერთხმად თანხმდებიან, რომ
მოწესრიგებული ძილი ჩვენს სიცოცხლეს ახანგრძლივებს.

 უძილობა იწვევს ალცჰაიმერის დაავადებას, კიბოს, დიაბეტს, კონცენტრაციის


დაკარგვას, მეხსიერების და იმუნური სისტემის დასუსტებას.

 დღეს ჩვენ ვიცით, რომ ჰიპოთალამუსი დაკავშირებულია თავის ტვინის


ლიმბურ სისტემასთან და ის აწესრიგებს ძილისა და ღვიძილის
მდგომარეობას, ემოციურ ქცევასა და მოტივაციებს. 1924 წელს გამოიგონეს
ელექტროენცეფალოგრამა, რამაც ძილის შესწავლა ახალ ეტაპზე აიყვანა.
მალევე შეისწავლეს ტვინის განსხვავებული ელექტრული ტალღები ძილისა
და სიფხიზლის დროს. 1958 წელს აღმოაჩინეს მელატონინი — ეპიფიზის
მთავარი ჰორმონი, რომელსაც ძილის ჰორმონსაც ეძახიან.

 მეცნიერები ძილის ციკლს ოთხ ეტაპად ყოფენ:

I. პირველი ეტაპი — პირველი გარდამავალი ეტაპია სიფხიზლესა და ძილს


შორის. ამ პროცესს მსუბუქ ძილსაც ეძახიან. ასეთ დროს კუნთები დუნდება და
თქვენი გულისცემა, სუნთქვა და თვალის მოძრაობა ნელდება. ძილის
პირველი ეტაპი ჩვეულებრივ რამდენიმე წუთს გრძელდება.

II. მეორე ეტაპი — ეს ეტაპი ხასიათდება ღრმა ძილით, რადგან გულისცემა და


სუნთქვის სიხშირე კიდევ უფრო ნელდება, შესაბამისად კუნთებიც უფრო
მოდუნებულია. ასეთ დროს თვალების მოძრაობაც შეჩერებულია და იკლებს
სხეულის ტემპერატურა. როგორც წესი, მეორე ეტაპი ყველაზე ხანგრძლივია
ძილის ოთხი ეტაპიდან.

III. მესამე ეტაპი — ძილის ეს ეტაპი მნიშვნელოვან როლს ასრულებს რათა მეორე
დღეს თავი "განახლებულად" იგრძნოთ. ამ დროს გულისცემა, სუნთქვა და
ტვინის ტალღების აქტივობა აღწევს ყველაზე დაბალ დონეს, კუნთებიც
მაქსიმალურადაა მოდუნებული.

IV. მეოთხე ეტაპი — ძილის ბოლო ეტაპს REM ძილს ეძახიან. ასეთ დროს ტვინის
აქტივობა მატულობს და უახლოვდება იმ დონეს, როგორიც სიფხილზისას
გვაქვს. ითვლება, რომ ძილის ეს ეტაპი აუცილებელია კოგნიტური
ფუნქციებისთვის, როგორიცაა მეხსიერება, სწავლა და კრეატიულობა. ეს
პერიოდი ასევე ცნობილია ყველაზე ნათელი სიზმრებით, რაც აიხსნება ტვინის
აქტივობის მნიშვნელოვანი მატებით. სიზმრები შეიძლება ვნახოთ ძილის
ნებისმიერ ეტაპზე, მაგრამ ისინი შედარებით ინტენსიურია სწორედ ბოლო
ეტაპზე.
 ჯანსაღი ძილი ეხმარება ორგანიზმს შეინარჩუნოს ჯანმრთელობა და თავიდან
აიცილოს დაავადებები. ეს ის პროცესია რა დროსაც ორგანიზმი ხელახლა
ივსება ენერგიით, ხდება ქსოვილების განახლება და მეხსიერებაში დღის
განმავლობაში მიღებული ინფორმაციის ნაკადის გადამუშავება. საკმარისი
ძილის გარეშე ტვინი ვერ მუშაობს გამართულად. ძილის უკმარისობა
გვირთულებს კონცენტრაციის შესაძლებლობას, ნათლად აზროვნებასა და
ზოგადად მახსოვრობის დამაზიანებელიცაა.

მეცნიერების აზრით პირდაპირ ძილის პროცესთან არის დაკავშირებული:

 ენერგიის დაზოგვა — ენერგიის კონსერვაციის თეორიის მიხედვით, ენერგიის


შესანარჩუნებლად ჩვენ გვჭირდება ძილი. ძილი საშუალებას გვაძლევს
შევამციროთ ჩვენი კალორიული მოთხოვნილებები, რა დროსაც დაბალ
მეტაბოლიზმის დონეზე ვფუნქციონირებთ. ამ კონცეფციას მხარს უჭერს
ძილის დროს ჩვენი მეტაბოლიზმის ვარდნა. კვლევებმა აჩვენა, რომ 8 საათიანი
ძილი ენერგიის 35 პროცენტით დაზოგვაში გვეხმარება.
 უჯრედული აღდგენა — აღდგენითი თეორია, გვეუბნება, რომ სხეულს
სჭირდება ძილი თავის აღსადგენად. ამას მხარს უჭერს მრავალი
მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც ხდება ძილის დროს, მათ შორის:
კუნთების აღდგენა, ცილის სინთეზი, ქსოვილების ზრდა და ჰორმონების
გამოყოფა.
 ტვინის ფუნქციონირება — ძილი საჭიროა ტვინის ფუნქციონირებისთვის.
კერძოდ, ის ჩვენს ნეირონებს რეორგანიზების საშუალებას აძლევს. მეცნიერებს
მიაჩნიათ, რომ როცა გვძინავს, ტვინის სისტემა ასუფთავებს ნარჩენებს
ცენტრალური ნერვული სისტემისგან. ძილის პროცესი შლის ტვინიდან
ტოქსიკურ ქვეპროდუქტებს, რომლებიც გროვდება მთელი დღის
განმავლობაში.
 ემოციური ფაქტორი — ძილის დროს ტვინის აქტივობა იზრდება იმ
ადგილებში, რომლებიც არეგულირებენ ემოციებს, რაც ხელს უწყობს ტვინის
ჯანსაღ ფუნქციონირებას და ემოციურ სტაბილურობას. ერთი მაგალითი
იმისა, თუ როგორ შეუძლია ძილს ემოციების დარეგულირებაში დაგვეხმაროს,
არის ამიგდალაში. თავის ტვინის ეს ნაწილი პასუხისმგებელია შიშის
რეაქციაზე. ეს არის ის, რაც აკონტროლებს თქვენს რეაქციას, როდესაც
ხვდებით აღქმულ საფრთხეს, როგორიცაა სტრესული სიტუაცია.
 "ბიოლოგიური საათი" — შინაგანი საათი არეგულირებს თქვენს ძილის ციკლს,
აკონტროლებს როდის გრძნობთ თავს დაღლილად და გსურთ დაძინება. ეს
პროცესი მიმდინარეობს 24 საათის განმავლობაში და ცნობილია როგორც
ცირკადული რიტმი. აღსანიშნავია, რომ შინაგანი საათის მიხედვით იცვლება
ყველაფერი — არტერიული წნევა, გულისცემა, სხეულის ტემპერატურა,
ჰორმონალური აქტივობა და მეტაბოლური პროცესები. ჩვენი ორგანიზმი
განსაკუთრებით აქტიურდება შუადღით, ხოლო ღამით ეს აქტივობები
მაქსიმალურად მცირდება. ორგანიზმში არსებული "ბიოლოგიური საათი"
თითქმის ზუსტად ემთხვევა 24 საათიან ციკლს. ანუ, ჩვენ მზის ამოსვლასთან
ერთად გაღვიძებისთვის ვართ მზად, ხოლო ჩასვლასთან ერთად
დაძინებისთვის.შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ შუქია სწორედ ის რაც
ჩვენი ძილის სინქრონიზაციას ახდენს. როდესაც მზე ამოდის და შუქში
ვექცევით ყველაზე მეტად ხდება კორტიზოლის გამოყოფა. კორტიზოლი
ჰორმონია, რომელიც გვეხმარება სხვადასხვა სახის სტრესთან გამკლავებაში.
მისი გამოყოფა მკაცრად არის დაკავშირებული დღიურ რიტმსა და ძილის
რეჟიმთან. მისი გამოყოფის პიკი არის გამთენიისას, დღის განმავლობაში მისი
კონცენტრაცია იკლებს და მინიმუმს აღწევს ძილის წინ. როგოც ძილის
ნაკლებობა, ასევე დაძინების დროის დარღვევა იწვევს კორტიზოლის
გამომუშავების რიტმის ცვლილებებს და თანმხლებ უარყოფით შედეგებს
ორგანიზმზე.

 სიზმარი,როგორც--მეხსიერების კონსოლიდაცია, ემოციების დამუშავება,


ჩვენი ღრმა სურვილების გამოხატვა და პოტენციურ საფრთხეებთან
დაპირისპირების პრაქტიკა. მარტივად რომ ავხსნა,სიზმრები ამბებისა და
სურათების ერთობლიობაა, რომლებსაც ჩვენი გონება ძილის დროს ქმნის.
მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ სიზმრები ძირითადად ავტობიოგრაფიული
აზრებია, რომლებიც დაფუძნებულია ჩვენს ბოლოდროინდელ საქმიანობაზე,
ფიქრზე ან ჩვენს ცხოვრებაში არსებულ სხვა საკითხებზე. ფსიქოლოგების
უმეტესობა კი ამბობს, რომ სიზმარები ადამიანის ახლანდელ მდგომარეობას
ასახავს და ჩვენი ქვეცნობიერი ასე "ცდილობს", დროდადრო შეგვატყობინოს
რაღაც მნიშვნელოვანი.
 სიზმრები, როგორც მეხსიერების დამხმარე საშუალებები,
 სიზმარი როგორც პოტენციურ საფრთხეებთან დაპირისპირების პრაქტიკა.
 ზოგიერთი სიზმარი ტვინს დღის განმავლობაში მომხდარი მოვლენების
აღქმასა და გადამუშავებაში ეხმარება, ზოგიერთი კი ტვინის ფიზიოლოგიური
აქტივობის ნაყოფია.
 სიზმრების რთულად დამახსოვრების ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ ტვინის
ქიმიკატი, რომელიც დაკავშირებულია მეხსიერებასთან — ნორეპინეფრინი —
და ტვინის ელექტრული აქტივობა, რომელიც ხელს უწყობს გახსენებას,
ყველაზე დაბალ დონეზეა, როცა გვძინავს. ცნობისთვის, თუ სიზმარს
ნახულობთ და ამ დროს არ გაიღვიძებთ, ვერ შეძლებთ მის გახსენებას.
სიზმრები, რომლებიც გვახსოვს, არის ის, რასაც გაღვიძებისას ვხედავდით.
 სიზმრებს ძირითადად სწრაფი ძილის (REM) დროს ვხედავთ. კვლევებმა
აჩვენა, რომ ადამიანებს, რომლებსაც სწრაფი ძილის დროს აღვიძებენ, სიზმარი
კარგად ახსოვთ. სწრაფი ძილის დამთავრებიდან 5 წუთის შემდეგ
გაღვიძებულებს ნაწილობრივ შეუძლიათ სიზმრის აღდგენა. ათი წუთის
შემდეგ გაღვიძებულთა უმეტესობას სიზმარზე ინფორმაცია ფაქტიურად
ბოლომდე ეკარგებათ.
 შესაბამისად, ღრმა ძილში სიზმარი ნაკლებად გვამახსვრდება. ამაში დამნაშავე
კვლავ ნორეპინეფრინის ნაკლებობაა. ეს ჰორმონი სხეულსა და გონებას
მოქმედებისკენ უბიძგებს და, ბუნებრივია, ღრმა ძილის დროს ორგანიზმში
მისი დონე ჩვეულებრივზე დაბალია.

You might also like