You are on page 1of 34

ამონარიდი თავი 2-დან: კოგნიტური ნეირომეცნიერება

Robert J. Sternberg & Karin Sternberg “Cognitive Psychology”, 6th edition

შემეცნება და თავის ტვინი: თავის ტვინის ანატომია და მოქმედების მექანიზმები


თავის ტვინის დიდი ანატომია:
წინა ტვინი, შუა ტვინი, უკანა ტვინი
წინა ტვინი,
შუა ტვინი,
უკანა ტვინი
თავის ტვინის ქერქი და ფუნქციების ლოკალიზაცია
ჰემისფერული სპეციალიზაცია
თავის ტვინის ჰემისფეროები და წილები
ნეირონული აგებულება და სტრუქტურა
რეცეპტორები და ფსიქოაქტიური ნივთიერებები
თავის ტვინის სტრუქტურებისა და ფუნქციების მიმოხილვა
თავის ტვინის შესწავლა სიკვდილის შემდეგ (Postmortem)
ცოცხალი ცხოველების თავის ტვინის შესწავლა
ცოცხალი ადამიანების თავის ტვინის შესწავლა
ელექტრული აქტივობის აღრიცხვა
სტატიკური ნეიროვიზუალიზაციის ტექნიკები
მეტაბოლური ნეიროვიზუალიზაციის ტექნიკები
თავის ტვინის დაზიანება
ინსულტი
თავის ტვინის სიმსივნეები
ქალა-ტვინის ტრავმები
ინტელექტი და ნეირომეცნიერება
ინტელექტი და თავის ტვინის ზომა
ინტელექტი და ნეირონები
ინტელექტი და ტვინის მეტაბოლიზმი
ინტელექტის შეფასების ბიოლოგიური საფუძვლები
ინტელექტის თეორია P-FIT
საკვანძო თემები
შეჯამება
ფიქრი ფიქრის შესახებ: ანალიტიკური, შემოქმედებითი და პრაქტიკული საკითხები
ძირითადი ცნებები
მედია რესურსები
1
ამონარიდი თავი 2-დან: კოგნიტური ნეირომეცნიერება
Robert J. Sternberg & Karin Sternberg “Cognitive Psychology”, 6th edition

ქვემოთ ჩამოთვლილია ის საკითხები, რომლებსაც ამ თავში განვიხილავთ:

1. რომელია თავის ტვინის ძირითადი სტრუქტურები და თავის ტვინში მიმდინარე პროცესები?


2. როგორ შეისწავლიან მეცნიერები თავის ტვინის ძირითად სტრუქტურებსა და მასში
მიმდინარე პროცესებს?
3. რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა თავის ტვინის შესწავლის შედეგად?

გინდ დაიჯერეთ, გინდ არა!

მართალია, რომ თქვენი თავის ტვინი მაგიდის სანათზე ნაკლებ ენერგიას მოიხმარს?
ადამიანის სხეულში თავის ტვინი ენერგიის ერთ-ერთი მთავარი მომხმარებელია. ის საჭიროებს
მთელი სხეულის ენერგიის 20%-ს, თუმცა, თვითონ სხეულის მასის 2%-ს შეადგენს. არ არის გასაკვირი,
რომ თითქმის ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, თავის ტვინის ჩართულობას საჭიროებს - სიარულის
დროს, ამ წიგნის კითხვის, თუ მეგობრებთან ტელეფონზე საუბრისას. ისეთი მარტივი რამ, როგორიცაა
საგნების დანახვა, თავის ტვინში მიმდინარე უამრავ პროცესს მოითხოვს. როგორც შემდეგ, მე- 3 თავში
ნახავთ, საოცარია, რომ თავის ტვინი იმაზე მეტ ენერგიას არ ხარჯავს, რასაც კომპიუტერი და
მონიტორი ,,მოლოდინის“ რეჟიმში. ცნობილია, რომ თავის ტვინი ხარჯავს დაახლოებით 12-20 ვატ
ენერგიას. კომპიუტერი ჩართულ მდგომარეობაში და მოლოდინის რეჟიმში 10 ვატს ხარჯავს, ხოლო
მონიტორთან ერთად - 150 ვატს და უფრო მეტსაც. თქვენი მაგიდის სანათიც კი უფრო მეტ ენერგიას
ხარჯავს, ვიდრე თქვენი თავის ტვინი. ამავე დროს, თავის ტვინი ასრულებს გაცილებით მეტ ამოცანას,
ვიდრე მაგიდის სანათი ან კომპიუტერი. უბრალოდ, წარმოიდგინეთ რამდენი საკვების მიღება
მოგვიწევდა იმ შემთხვევაში, თუ ტვინი იმდენივე ენერგიას დახარჯავდა, რასაც ზემოაღნიშნული
მოწყობილობები ხარჯავენ (Drubach, 1999). იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს თავის ტვინი, უფრო
მეტს მოცემული თავიდან შეიტყობთ.

თავის ტვინი ყველა ჩვენი მოქმედების მთავარი განმახორციელებელი ორგანოა. მაგრამ რა


მიმართებაა თავის ტვინსა და სხეულს შორის? არის მათ შორის კავშირი, თუ ისინი ცალ-ცალკე
მოქმედებენ? განსაზაღვრავს თუ არა თავის ტვინი იმას, თუ ვინ ვართ?
უძველესი ინდური ლეგენდა მოგვითხრობს სიტაზე (Rosenzweig & Leiman, 1989). სიტა
ქორწინდება ერთ მამაკაცზე, მაგრამ ამ დროს შეყვარებულია სხვაზე. იმედგაცრუებულმა
მამაკაცებმა ბრძოლაში ერთმანეთს თავები მოჰკვეთეს. სიტამ ორივე დაკარგა. სასოწარკვეთილი
ქალი ევედრება ქალღმერთ კალის დაუბრუნოს მამაკაცებს სიცოცხლე. სიტას ვედრება შესმენილ
იქნა, ქალღმერთის დახმარებით მან მიუერთა თავები სხეულებს. სიტა იმდენად ჩქარობდა
გაეცოცხლებინა დაღუპულები, რომ აერია თავები და სხეულები. მამაკაცები გაცოცხლდნენ,
მაგრამ ვინ არის ახლა სიტას ქმარი? ვინ რომელია?
2
ამონარიდი თავი 2-დან: კოგნიტური ნეირომეცნიერება
Robert J. Sternberg & Karin Sternberg “Cognitive Psychology”, 6th edition

სხეულისა და თავის ტვინის მიმართება დიდი ხანია მეცნიერთა და ფილოსოფოსთა ინტერესის


საგანია. სხეულის რა ნაწილშია მოთავსებული გონება, თუ ის საერთოდ სადმეა მოთავსებული?
როგორ ურთიერთქმედებს ჩვენი სხეული და გონება? როგორ ვახერხებთ ვისაუბროთ,
ვიფიქროთ, დავგეგმოთ, ვიმსჯელოთ, დავისწავლოთ და დავიმახსოვროთ? რა ფიზიკური
საფუძველი აქვს ჩვენს კოგნიტურ უნარებს? ყველა ეს კითხვა ეხება კოგნიტურ ფსიქოლოგიასა და
ნეირობიოლოგიას შორის ურთიერთმიმართების შესწავლას. კოგნიტური ფსიქოლოგიის
ზოგიერთი წარმომადგენელი ცდილობს ამ კითხვებზე პასუხების გაცემას კოგნიციის ბიოლოგიური
ბაზისის შესწავლის გზით. კოგნიტური ფსიქოლოგიის სპეციალისტები განსაკუთრებით
დაინტერესებულნი არიან ნერვული სისტემის ანატომიას (სხეულის ფიზიკურ სტრუქტურებს),
ფიზიოლოგიასა (სხეულის ფუნქციებსა და პროცესებს) და შემეცნებას შორის კავშირის
შესწავლით.
კოგნიტური ნეირომეცნიერება სფეროა, რომელიც შეისწავლის თავის ტვინისა და ნერვული

სისტემის სხვადასხვა ასპექტების კავშირს კოგნიტურ ფუნქციებთან, და საბოლოო ჯამში,


ქცევასთან. თავის ტვინი ჩვენი სხეულის ნაწილია, რომელიც განაგებს ჩვენს აზრებს, ემოციებსა და
მოტივებს (Gloor, 1997; Rockland, 2000; Shepherd, 1998). 2.1 სურათზე წარმოდგენილი ფოტოები
ასახავს როგორია რეალურად თავის ტვინი. როგორც წესი, თავის ტვინი სხეულებრივი იერარქიის
მწვერვალად, ხელმძღვანელად მიიჩნევა, ხოლო სხვა ორგანოები მის დაქვემდებარებაშია.
როგორც ყველა კარგი ხელმძღვანელი, თავის ტვინი ყურს უგდებს თავის ქვეშევრდომებს და,
შესაბამისად, სხვა ორგანოებსაც აქვთ თავის ტვინზე გავლენა. ამრიგად, თავის ტვინი
რეაქტიულიცაა და დირექტიულიც.

სურათი 2.1 თავის ტვინი


როგორია სინამდვილეში თავის ტვინი? აქ მოცემულია ადამიანის თავის ტვინის გვერდხედი (a) და ზედხედი (b).

3
ამონარიდი თავი 2-დან: კოგნიტური ნეირომეცნიერება
Robert J. Sternberg & Karin Sternberg “Cognitive Psychology”, 6th edition

თავის ტვინის შესწავლის მთავარი მიზანს დღესდღეობით, მასში ფუნქციების


ლოკალიზებაა. ფუნქციების ლოკალიზაცია ნიშნავს იმ სპეციფიკური უბნების დადგენას,
რომლებიც აკონტროლებენ კონკრეტულ კოგნიტურ პროცესებს ან ქცევებს. ფაქტები თავის ტვინის
ცალკეული უბნების მოქმედებისა და მათი ფუნქციების შესახებ მოცემულ სახელმძღვანელოშია
აღწერილი, საკუთრივ, ამ თავშიც და მომდევნო თავებშიც. თავის ტვინის შესწავლას დავიწყებთ
თავის ტვინის ანატომიით.
ჩვენ მიმოვიხილავთ თავის ტვინის დიდ ანატომიას, ასევე ნეირონებსა და გზებს, რომლებიც
გადასცემენ ინფორმაციას თავის ტვინში. შემდეგ შევისწავლით თავის ტვინის, მისი სტრუქტურებისა
და ფუნქციების კვლევის მეცნიერულ მეთოდებს. ბოლოს კი, შევისწავლით თავის ტვინის
დაზიანების შედეგებს და ასევე იმას, თუ როგორ ამდიდრებს ეს მონაცემები კოგნიტური
ფსიქოლოგიის სფეროში ცოდნას.

შემეცნება და თავის ტვინი: თავის ტვინის ანატომია და მოქმედების


მექანიზმები
ნერვული სისტემა გარემოს აღქმის, გარემოსთან შეგუებისა და ურთიერთქმედების

საფუძველია (Gazzaniga, 1995, 2000; Gazzaniga, Ivry, & Mangun,1998). ამ სისტემის მეშვეობით,
ჩვენ ვიღებთ, ვამუშავებთ და ვპასუხობთ გარემოდან შემოსულ ინფორმაციას (Pinker, 1997a;
Rugg, 1997). შემდეგ სექციაში ჩვენი შესწავლის ობიექტი იქნება უმაღლესი ორგანო - თავის ტვინი.
განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ თავის ტვინის ქერქს, რომელიც აკონტროლებს
მრავალ აზროვნებით პროცესს. შემდგომ სექციაში განვიხილავთ ნერვული სისტემის ძირითად
სტრუქტურულ ელემენტებს - ნეირონებს. ჩვენ დაწვრილებით შევისწავლით როგორ ხდება
ინფორმაციის გადაცემა ნერვულ სისტემაში, უჯრედულ დონეზე. შემდეგ განვიხილავთ ნერვული
სისტემის ორაგანიზების სხვადასხვა დონეებს და რა გავლენა აქვს სხვადასხვა ნივთიერებას
ნერვულ სისტემაზე. ეხლა კი, მოდით განვიხილოთ თავის ტვისნი აგებულება.

თავის ტვინის დიდი ანატომია: წინა ტვინი, შუა ტვინი, უკანა ტვინი
რა იციან მეცნიერებმა თავის ტვინის შესახებ? ტვინში გამოიყოფა სამი დიდი უბანი: წინა
ტვინი, შუა ტვინი, უკანა ტვინი. ეს სახელწოდებები არ შეესაბამება უბნების ზუსტ
ადგილმდებარეობას არც მოზრდილის და არც ბავშვის თავის ტვინის შემთხვევებში. ეს ტერმინები
უფრო შეესაბამება განითარებადი ემბრიონის ნერვული სისტემის ფიზიკურ განლაგებას წინიდან
უკანა მიმართულებით. დასაწყისში წინა ტვინი უფრო გრძელდება წინისკენ, იმ ნაწილისკენ რაც
შემდეგ უნდა იყოს სახე. შემდეგ განლაგებულია შუა ტვინი, ხოლო უკანა ტვინი წინა ტვინისგან
ყველაზე დაშორებული ნაწლია, და კისრის უკანა მხრისკენ ვრცელდება (სურათი 2.2(ა)).

4
ამონარიდი თავი 2-დან: კოგნიტური ნეირომეცნიერება
Robert J. Sternberg & Karin Sternberg “Cognitive Psychology”, 6th edition

განვითარების პროცესში ამ უბნების შეფარდებითი ორიენტაცია განიცდის ცვლილებებს ისე, რომ


წინა ტვინი მოექცევა შუა და უკანა ტვინის ზემოთ.მიუხედავად ამისა, ამ ტერმინებით აღინიშნება
უკვე განვითარებული ტვინის უბნებიც.

შუატვინი შუატვინი
ხიდი და ნათხემი

წინა ტვინი უკანა ტვინი მოგრძო ტვინი

ხელის ჩანასახი
ნერვული ზურგის ტვინი
ლულა
დიდი ჰემისფეროები

(ა)მუცლადყოფნის მე-5 კვირა (ბ)მუცლადყოფნის მე-8 კვირა

დიდი
ჰემისფეროები
შუა ტვინი

ნათხემი

მოგრძო ტვინი

ზურგის ტვინი

(გ) მუცლადყოფნის მე-7 თვე


სურათი 2.2 ნაყოფის თავის ტვინის განვითარება
ჩანასახისა და ნაყოფის მუცლადყოფნის განითარების პერიოდში თავის ტვინი სულ უფრო სპეციალიზებული ხდება,
ხოლო ტვინის უბნების წინა ტვინის, შუა ტვინის და უკანა ტვინის განლაგება და ურთიერთმიმართება მუდმივად
იცვლება ჩასახვის მომენტიდან ნაყოფის სრულ მომწიფებამდე.
წყარო: ადამანის გონების ძიებაში ჯ. სტერნბერგი, 1995 , Harcourt Brace & Company. გამოყენებულია გამომცემლობის
ნებართვით.

სურათი 2.2 (ბ) და (გ) ნაწილებზე გამოსახულია თავის ტვინის ზემოთაღნიშნული უბნების
ადგილმდებარეობის ცვლილებები და ურთიერთმიმართება. ნაყოფის განვითარების პროცესში
თქვენ შეგიძლიათ იხილოთ როგორ ვითარდება წინა, შუა და უკანა ტვინი მუცლადყოფნის
პერიოდში, რამდენიმე კვირის ასაკიდან, ვიდრე შვიდ თვემდე.

5
ამონარიდი თავი 2-დან: კოგნიტური ნეირომეცნიერება
Robert J. Sternberg & Karin Sternberg “Cognitive Psychology”, 6th edition

წინატვინი
წინა ტვინი თავის ტვინის უბანია, რომელიც მდებარეობს თავის ტვინის წინა და ზედა

ნაწილში. ის მოიცავს თავის ტვინის ქერქს, ქერქქვეშა ბირთვებს, ლიმბურ სისტემას, თალამუსს და
ჰიპოთალამუსს (იხ. სურათი 2.3). ქერქი არის თავის ტვინის ჰემისფეროების გარეთა შრე. ის
გადამწყვეტ როლს ასრულებს აზროვნებისა და სხვა ფსიქიკური ფუნქციების განხორციელებაში.
შესაბამისად, მას მიეძღვნება ამ თავში ცალკე სექცია. კერძოდ, თავის ტვინის სტრუქტურებისა და
ფუნქციების მიმოხილვის შემდგომი სექცია.
ქერქქვეშა ბირთვები (basal ganglia, მხოლობით რიცხვში: ganglion) ნეირონების გროვაა,

რომელიც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს მოტორული ფუნქციების შესრულებაში.


ქერქქვეშა სტრუქტურების დისფუნქციამ შეიძლება გამოიწვიოს მოტორული დეფიციტი.
მოტორული დეფიციტი შეიძლება წარმოდგენილი იყოს ტრემორით, უნებლიე მოძრაობებით,
კუნთების ტონუსისა და პოზის ცვლილებებით, მოძრაობების შენელებით. მსგავსი დეფიციტი
ვლინდება პარკინსონის და ჰანინგტონის დაავადებების დროს. ორივე ეს მდგომარეობა მოიცავს
მძიმე მოტორულ სიმპტომებს.(Rockland, 2000; Lerner & Riley,2008; Lewis & Barker, 2009).
ლიმბური სისტემა მნიშვნელოვანია ემოციების, მოტივაციისა და დასწავლისათვის.

ნაკლებად განვითარებული ლიმბური სისტემის მქონე ცხოველები, როგორიცაა თევზები და


რეპტილიები, გარემოსთან ურთიერთობენ, ფაქტიურად, მხოლოდ ინსტინქტების მეშვეობით.
ძუძუმწოვრებს, განსაკუთრებით კი, ადამიანს გაჩნია უკეთ განვითარებული ლიმბური სისტემა.
ჩვენი ლიმბური სისტემა იძლევა საშუალებას დავთრგუნოთ ინსტინქტური პასუხები (მაგ. თავს
დავესხათ ინდივიდს, რომელიც შემთხვევით გახდა ტკივილის მიზეზი). ლიმბური სისტემა
გვეხმარება შევცვალოთ ქცევა და მივუსადაგოთ გარემოს ცვლილებებს.

6
ამონარიდი თავი 2-დან: კოგნიტური ნეირომეცნიერება
Robert J. Sternberg & Karin Sternberg “Cognitive Psychology”, 6th edition

ქერქი (აკონტროლებს შეგრძნებებს, გამჭვირვალე ძგიდე (შიში, გაბრაზება)


აზროვნებას და ნებით მოძრაობებს)

კორძიანი სხეული ჰიპოკამპი


(გადასცემს ინფორმაციას (მონაწლეობს
ერთი ჰემისფეროდან მეორეში) დასწავლასა და დამახსოვრებაში)

თალამუსი (გადასცემს სენსორულ


ინფორმაციას ქერქისკენ)
ამიგდალა ჰიპოთალამუსი
(გავლენას ახდენს (არეგულირებს ძილს, ჭამას
აგრესიისა და გაბრაზების ტემპერატურას და
გამოვლინებებზე) ენდოკრინულ ფუნქციებს)
შუა ტვინი
ჰიპოფიზი (რეტიკულური აქტივაციის
(ენდოკრინული სისტემა: უზრუნველყოფს ძილისა
სისტემის მთავარი და აგზნების შესახებ შეტყობინების
ჯირკვალი) გატარებას)
ხიდი (გადასცემს
ინფორმაციას ქერქიდან
ნათხემში და პირიქით)
ნათხემი
(არეგულირებს
ნატიფ მოტორიკას,
წონსწორობას)
მოგრძო ტვინი
(არეგულირებს
სუნთქვას, გულისცემას)
ზურგის ტვინი

(გადასცემს ნერვულ იმპულსებს


სხეულიდან თავის ტვინში და
პირიქით, აკონტროლებს მარტივ
რეფლექსებს)

სურათი 2.3 თავის ტვინის სტრუქტურები


წინა ტვინი, შუა ტვინი და უკანა ტვინი შეიცავენ სტრუქტურებს, რომლებიც ასრულებენ უმნიშვნელოვანეს
ფუნქციებს გადარჩენის, აზროვნებისა და გრძნობებისათვის.
წყარო: ფსიქოლოგიიდან: ადამანის გონების ძიებაში ჯ. სტერნბერგი, 2000, Harcourt Brace & Company,
გამოყენებულია გამომცემლობის ნებართვით.

ლიმბური სისტემა მოიცავს სამ ურთიერთდაკავშირებულ ცერებრულ სტრუქტურას:

გამჭვირვალე ძგიდეს, ამიგდალასა (ნუშისებრ სხეულს) და ჰიპოკამპუსს.


გამჭვირვალე ძგიდე ჩართულია შიშისა და გაბრაზების ემოციებში. ამიგდალა ასევე

მნიშვნელოვან როლს ასრულებს ემოციის ფუნქციაში, კერძოდ კი, სიბრაზის და აგრესიის


გამოვლინებაში (Adolphs, 2003; Derntl et al.,2009). ამიგდალას სტიმულირება ხშირად იწვევს
შიშის გრძნობას. ეს გრძნობა შეიძლება განცდილ იქნას სხვადასხვა სახით, მაგალითად, გულის

7
ამონარიდი თავი 2-დან: კოგნიტური ნეირომეცნიერება
Robert J. Sternberg & Karin Sternberg “Cognitive Psychology”, 6th edition

აჩქარების, შიშიმომგვრელი ჰალუციანაციების, ან შიშის განცდასთან დაკავშირებლი უეცარი


მოგონებების ამოტივტივების სახით (Engin & Treit, 2008; Gloor, 1997; Rockland, 2000).
ამიგდალას დაზიანება ან ამოკვეთა იწვევს შიშის გრძნობის დეზადაპტაციურ დაკარგვას.

ცხოველის შემთხვევაში, ის შიშის გარეშე და დაუფიქრებლად უახლოვდება პოტენციურად საშიშ


ობიექტებს (Adolphs et al., 1994;Frackowiak et al., 1997). ამიგდლას ასევე აქვს გამაძლიერებელი
ეფექტი ემოციური მნიშვნელობის სტიმულების აღმაზე. ადამიანებში ამიგდალას დაზიანება
არღვევს აღნიშნულ გამაძლიერებელ ეფექტს (Anderson & Phelps, 2001; Tottenham, Hare, &
Casey, 2009). გადა ამისა, აუტიზმის მქონე პირებს აღენიშნებათ ამიგდალას დაბალი აქტივობა.
აუტიზმის ერთ-ერთი ცნობილი თეორიის მიხედვით, ეს მდგომარეობა გულისხმობს ამიგდალას
დისფუნქციას. ეს დისფუნქცია კი, იწვევს ამ დავადების მქონე პირებისათვის დამახასიათებელ
სოციალურ დარღვევებს, მაგალითად, სხვა ადამიანების სანდოობის შეფასება, სახის
გამომეტყველების მიხედვით ემოციების ამოცნობა. (Adolphs, Sears, & Piven, 2001; Baron-Cohen
et al., 2000;Howard et al., 2000; Kleinhans et al., 2009). ამიგდალას დაზიანების თანმდევი კიდევ
ორი შესაძლო დარღვევაა მხედველობითი აგნოზია (ობიექტების ცნობის უუნარობა) და
ჰიპერსექსუალობა (Steffanaci, 1999).
ჰიპოკამპი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოგონებების ფორმირებაში
(Eichenbaum,1999, 2002; Gluck, 1996; Manns & Eichenbaum, 2006; O’Keefe, 2003). ამ
სტრუქტურის სახელი, განპირობებულია მისი ფორმით, მოდის ბერძნულიდან და ნიშნავს
,,ცხენთევზას“. ჰიპოკამპი მნიშვნელოვანია მოქნილი დასაწავლისთვის, დასწავლილი
ინფორმაციის ურთიერთმიმართების დადგენისა და სივრცითი მეხსიერებისთვის (Eichenbaum,
1997; Squire, 1992). ჰიპოკამპი ასევე აფიქსირებს საგნების ადგილმდებარეობას და მათ შორის
არსებულ სივრცით მიმართებებს. სხვა სიტყვებით, ეს სტრუქტურა აკონტროლებს სად რა არის
(Cain, Boon, & Corcoran, 2006; Howland et al., 2008; McClelland et al., 1995; Tulving & Schacter,
1994). ჰიპოკამპუსის დაიშნულებას კიდევ დავუბრუნდებით მე- 5 თავიში.
იმ ადამიანებს, ვისაც დაუზიანდა ან ამოკვეთეს ჰიპოკამპი, შეუძლიათ ძველი ფაქტების და
მოვლენების გახსენება. მაგალითად, შეუძლიათ იცნონ ძველი მეგობრები და ადგილები. მაგრამ
მათ არ შესწევთ უნარი დაიმახსოვრონ ახალი ინფორმაცია (თავის ტვინის დაზიანების
მომენტიდან). ახალი ინფორმაცია - ახალი სიტუაციები, ადამიანები, ადგილები - ამ
ადამიანებისათვის მუდამ ახალია. კორსაკოვის სინდრომი დაავადებაა, რომელიც იწვევს
მეხსიერების დაკარგვას. ამ დაავადების სხვა სიმპტომებია აპათია, თვალის მამოძრავებელი
კუნთების დამბლა და ტრემორი. ამ დროს მეხსიერების დაკარგვას უკავშირებენ ჰიპოკამპის
დაზიანებას, რაც გამოწვეულია თავის ტვინში თიამინის ნაკლებობით (Vitamin B-1). აღნიშნული

8
ამონარიდი თავი 2-დან: კოგნიტური ნეირომეცნიერება
Robert J. Sternberg & Karin Sternberg “Cognitive Psychology”, 6th edition

სინდრომი შეიძლება იყოს ალკოჰოლის გადაჭარბებული მოხმარების, დიეტის დაღვევის ან


კვებითი აშლილობების შედეგი.
ლიტერატურიდან კარგად არის ცნობილი პაციენტი H.M-ის შემთხვევა. ამ პაციენტს თავის
ტვინის ქირურგიული ოპერაციის შედეგად დაერღვა მეხსიერება. H.M-ს ახსოვდა ყველაფერი
ოპერაციულ ჩარევამდე, მაგრამ ვერ იხსენებდა ოპერაციის შემდეგ მომხდარ მოვლენებს. ეს
შემთხვევა ასევე არის ჰიპოკამპუსის დაზიანებით გამოწვეული ახალი მოგონებების ფორმირების
დარღვევის მაგლითი (H.M-ის შემთხვევასთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ
თავი 5). აღმოჩნდა, რომ ჰიპოკამპუსის დაზიანება იწვევს დეკლარაციული მეხსიერების დეფიციტს
( ანუ ინფორმაციის ელემენტების დახსომების), მაგრამ ამ სტრუქტურის დაზიანება არ იწვევს
პროცედურული მეხიერების დეფიციტს (ანუ მოქმედებების დახსომების) (Rockland, 2000).
თალამუსი, თავისი ნეირონების ჯგუფების მეშვეობით გადართავს შემოსულ სენსორულ

ინფორმაციას თავის ტვინის ქერქის შესაბამის უბანში. თავის ტვინში შემოსული სენსორული
ინფორმაციის დიდი ნაწილი ხვდება თალამუსში, რომელიც მდებარეობს თავის ტვინის ცენტრში,
დაახლოებით თვალების დონეზე. იმისათვის, რომ მოახდინოს ყველა ტიპის სენსორული
ინფორმაციის შეგროვება და შემდეგ დახარისხება თალამუსი დაყოფილია ბირთვებად
(ნეირონთა ჯგუფებად, რომლებსაც მსგავსი ფუნქცია აქვთ). თითოეული ბირთვი იღებს
ინფორმაციას გარკვეული შეგრძნების ორგანოდან. ეს ინფორმაცია შემდეგ გადაეცემა თავის
ტვინის ქერქის შესაბამის სპეციფიკურ უბნებს. თალამუსი ასევე მონაწილეობს ძილ-ღვიძლის
რეგულაციაში. თუ თალამუსის ფუნქცია დაღვეულია, ეს შეიძლება გამოვლინდეს ტკივილის,
ამნეზიის, მეტყველების მოშლისა და, ძილ-ღვიძილის დარღვევების სახით (Rockland, 2000;
Steriade, Jones, & McCormick,1997). შიზოფრენიის შემთხვევაში, in vivo ვიზუალიზაციის
კვლევებით ვლინდება თალამუსის პათოლოგიური ცვლილებები (Clinton & Meador-Woodruff,
2004). ეს პათოლოგიური ცვლილება ხდება სტიმულების ფილტრაციის, ყურადღების
კონცენტრაციის გაძნელების მიზეზი, რაც თავის მხრივ, შეიძლება ხსნიდეს იმ ფაქტს, რომ
შეზოფრენიის მქონე პაცინტებს აქვსთ ჰალუცინაციები და ბოდვითი გამოვლინებები.
ჰიპოთალამუსი არეგულირებს ინდივიდის გადარჩენასთან დაკავშირებულ ქცევებს:

ბრძოლა, კვება, გაქცევა და შეჯვარება. ჰიპოთალამუსი ასევე მონაწილეობს ემოციებისა და


სტრესზე რეაგირებს რეგულაციაში (Malsbury, 2003). ეს სტრუქტურა ურთიერთქმედებს ლიმბურ
სისტემასთან. ჰიპოთალამუსი შედარებით პატარა ზომისაა (ბერძნულიდან hypo-,,ქვეშ“,
მოთავსებულია წინა ტვინის ფუძესთან, თალამუსის ქვემოთ) მაგრამ განუზომლად დიდი
მნიშვნელობა აქვს სხეულის ფუნქციების კონტროლის თვალსაზრისით (იხ ცხრილი 2.1).
ჰიპოთალამუსი მონაწილობს ძილის კონტროლში: ჰიპოთალამუსის არეში ნეირონული
დაზიანება და დისფუნქცია ვლინდება ნარკოლეფსიის შემთხვევებში, როდესაც ადამიანი ხშირად

9
ამონარიდი თავი 2-დან: კოგნიტური ნეირომეცნიერება
Robert J. Sternberg & Karin Sternberg “Cognitive Psychology”, 6th edition

მოულოდნელად და შეუსაბამო ადგილას იძინებს (Lodi et al., 2004; Mignot, Taheri, &Nishino,
2002). ჰიპოთალამუსი ასევე მნშვნელოვანია ენდოკრინული სისტემის ფუნქციონირებისთვის. ეს
სტრუქტურა ჩართულია ჰიპოფიზის სტიმულირებაში, რომელიც გამოიმუშავებს და გამოყოფს
ჰორმონებს. ამ ჰორმონების რიცხვში შედის ზრდის ჰორმონი და ოქსიტოცინი (რომელიც
ჩართულია მიჯაჭვულობის პროცესებში და სექსუალურ აგზნებაში Gazzaniga, Ivry, & Mangun,
2009).
წინა ტვინი, შუა ტვინი და უკანა ტვინი მოიცავს სტრუქტურებს, რომლებიც მნიშვნელოვან
ფუნქციას ასრულებენ ორგანიზმის გადარჩენაში, ისევე როგორც, უმაღლესი დონის კოგნიტურ და
ემოციურ პროცესებში. ამ სექციაში განხილული თავის ტვინის ძირითადი სტრუქტურებისა და მათი
ფუნქციების შეჯამებისთვის იხილეთ ცხრილი 2.1.

შუატვინი
შუატვინი გვეხმარება თვალის მოძრაობის კონტროლსა და კოორდინირებაში. შუა ტვინის

მნიშვნელობა გაცილებით დიდია არაძუძუმწოვარი ცხოველების შემთხვევაში. ვინაიდან, ამ


ცხოველებთან შუა ტვინი ვიზუალური და სმენითი ინფორმაციის კონტროლის ცენტრია.
ძუძუმწოვრებში ამ ფუნქციების კონტროლში დომინანტურია წინა ტვინი. 2.1 ცხრილიში
მოცემულია შუატვინის სტრუქტურები და მათი ფუნქციები. ამ სტრუტურებიდან ყველაზე
მნიშვნელოვანია რეტიკულური აქტივაციის სისტემა (reticular activating system - RAS; ასევე
ცნობილი ,,რეტიკულური ფორმაციის“ სახელით). ეს არის ნეირონული ქსელი, რომელიც
აუცილებელია ცნობიერების მდგომარეობების რეგულირებისთვის (ძილი, ღვიძლი, სიფხიზლე,
გარკვეულწილად, ყურადღება და სასიცოცხლო ფუნქციები, როგორიცაა გულისცემა და სუნთქვა
(Sarter, Bruno, & Berntson,
2003).
რეტიკულური ფორმაცია ასევე ვრცელდება უკანა ტვინშიც. როგორც რეტიკულური
ფორმაცია, ისე თალამუსი აუცილებელია ჩვენი თვითცნობიერების კონტროლისთვის.
ტვინის ღერო დაკავშირებულია წინა ტვინთან და ზურგის ტვინთან. ეს უბანი მოიცავს

ჰიპოთალამუსს, თალამუსს, შუა ტვინს და უკანა ტვინს. სტრუქტურა, რომელიც ცნობილია


periaqueductal gray (PAG) სახელით, მდებარეობს თავის ტვინის ღეროში. ეს უბანი, როგორც ჩანს,
აუცილებელია სხვადასხვა სახის ადაპტური ქცევის განხორციელებისთვის. ამგზნები ამინომჟავების
მცირე დოზით ინექცია, ან აღნიშნული უბნის ელექტროსტიმულაცია იწვევს შემდეგ რეაქციებს:
აგრესიულ, კონფრონტაციულ რეაქციას, თავის არიდების ან გაქცევის რეაქციას; ამ დროს
შეიძლება სახეზე იყოს მომატებული ან დაქვეითებული დაცვითი რეაქტულობა, მაგ., როგორც
მარცხის შემდეგ, როდესაც ინდივიდს ეუფლება უიმედობის განცდა (Bandler & Shipley, 1994;

10
ამონარიდი თავი 2-დან: კოგნიტური ნეირომეცნიერება
Robert J. Sternberg & Karin Sternberg “Cognitive Psychology”, 6th edition

Rockland, 2000). ექიმები თავის ტვინის სიკვდილს განსაზღვრავენ ღეროს ფუნქციონირების


მიხედვით. კერძოდ, ექიმმა უნდა დაადგინოს ტვინის ღეროს დაზიანების ხარისხის სიმძიმე,
კერძოდ, თუ არ გამოიწვევა თავის ტვინის სხვადასხვა რეფლექსები (მაგ. გუგის რეფლექსი) 12
საათზე მეტი ხნის მანძილზე, თავის ტვინში არ ფიქსირდება ელექტრული აქტივობა, ან არ
აღინიშნება სისხლის მიმოქცევა (Berkow, 1992).
უკანა ტვინი
უკანა ტვინი მოიცავს მოგრძო ტვინს, ხიდს, და ნათხემს.
მოგრძო ტვინი აკონტროლებს გულის მოქმედებას და უმეტესწილად, სუნთქვას, ყლაპვასა

და მონელებას. მოგრძო ტვინი ასევე ის უბანია, სადაც მარჯვენა ჰემისფეროდან მომავალი


ნერვული ბოჭკოები გადაიკვეთება მარცხენა ჰემისფეროდან მომავალ ნერვულ ბოჭკოებთან.
მოგრძო ტვინი არის მოგრძო ფორმის სტრუქტურა, რომელიც მოთავსებულია ზურგის ტვინისა და
თავის ქალის შეერთების ადგილას. ეს სტრუქტურა მოიცავს რეტიკულური ფორმაციის სისტემის
ნაწილს და გვეხმარება სასიცოცხლო ფუნქციების შენარჩუნებაში.
ხიდი წარმოადგენს ერთგვარ სარელეო სადგურს. ეს სტრუქტურა შეიცავს ნერვულ

ბოჭკოებს, რომლებიც გადასცემენ სიგნალებსთავის თვის ტვინის ერთი ნაწილიდან მეორეში.


ხიდის სახელი მომდინარეობს ლათინურიდან და მისი ფუნქციიდან გამომდინარე, ნიშნავს ,,ხიდს“.
ხიდი ასევე მოიცავს რეტიკულური სისტემის ნაწილს, ასევე, თავის ტვინისა და სახის ნერვებს.
ნათხემი (ლთინურიდან ,,პატარა ტვინი“) აკონტროლებს სხეულის კოორდინაციას,

წონასწორობას, კუნთურ ტონუსს, ასევე პროცედურულ მეხსიერებას (იხ. თავი 7 და 8) (Middleton &
Helms Tillery, 2003). ადამიანი თავის ტვინის განვითარება მუცლადყოფნის პერიოდში თითოეულ
ინდივიდთან, შეესაბამება ადამიანის თავის ტვინის ევოლუციურ განვითარებას სახეობის
ფარგლებში. კერძოდ, ევოლუცურად, უკანა ტვინი ყველაზე ძველი და პრიმიტიული ტვინის
ნაწილია. ასევე, მუცლადყოფნის პერიოდში თავის ტვინის ეს უბანი ყველაზე პირველი ყალიბდება.
ევოლუციური თვალსაზრისით, შუა ტვინი შედარებით ახალი წარმონაქმნია და ჩანასახის
განვითარების პროცესშიც ამ სტრუქტურის ჩამოყალიბება მოსდევს უკანა ტვინის ფორმირებას.
ბოლოს, თავის ტვინის უახლესი წარმონაქმნია წინა ტვინი როგორც ევოლუციური, ისე
ჩანასახოვანი განვითარების პროცესში. გარდა ამისა, ჩვენი სახეობის ევოლუციური განვითარების
პროცესში, ადამიანების თავის ტვინის ხვედრითი წონა სხეულის წონასთან მიმართებაში
გაცილებით დიდია. თუმცა, პოსტნატალური განვითარების პროცესში, დაბადებიდან
მოზრდილობის ასაკამდე, ეს პროპორცია მცირდება. კოგნიტური ფსიქოლოგიის
წარმომადგენლებისთვის ამ ევოლუციური ტენდენციებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია თავის
ტვინის ნეირონული აგებულების გართულება. ადამიანის თავის ტვინის ევოლუციამ მოგვცა ქცევის
ნებისმიერი კონტროლის განხორციელების გაძლიერებული უნარი. ასევე გაძლიერდა ადამიანის

11
ამონარიდი თავი 2-დან: კოგნიტური ნეირომეცნიერება
Robert J. Sternberg & Karin Sternberg “Cognitive Psychology”, 6th edition

ისეთი უნარები, როგორიცაა თანმიმდევრულუ მოქმედებების დაგეგმვა და განხორციელება. ეს


მოსაზრებები განხილული იქნება შემდეგ სექციაში, თავის ტვინის ქერქისა და მისი ფუნქციების
მიმოხილვის დროს.

თავის ტვინის ქერქი და ფუნქციური ლოკალიზაცია


ქერქი ასრულებს უკიდურესად მნიშვნელოვან როლს ადამიანის შემეცნებით პროცესებში.

ეს არის 1-დან 3 მმ-მდე სისქის შრე, რომელიც გარს აკრავს თავის ტვინს, ისევე, როგორც ხის
ღეროს ქერქი. ადამიანებში, ქერქის ჩაღრმავებები და ნაკეცები მოიცავენ 3 ელემენტს. ღარები
(Sulci, მხოლობითში sulcus), მცირე ზომის ჩაღრმავებებია; ნაპრალები არის შედარებით დიდი
ზომის ჩაღრმავებები (Fissures) და ხვეულები (Gyri, მხოლობითში, gyrus) ამობურცულობებია
ღარებსა და ნაპრალებს შორის. ეს ნაკეცები ძლიeრ ზრდიან ქერქის ზედაპირის მოცულობას. თუ
ადამიანის დანაოჭეbულ ქექრს გავასწორებთ ის შეადგენს დაახლოების 2 კვ ფუტს (0.6 კვ.მ). ქერქი
შეადგენს თავის ტვინის 80%-ს (Kolb & Whishaw, 1990).
ადამიანის თავის ქალის მოცულობა, უკანასკნელი ადამიანის ევოლუციის მანძილზე
გაზრდილია 2-ჯერ. ამან თავი ტვინს, განსაუთრებით კი მის ქერქს გაფართოების საშუალება მისცა
(Toro et al.,2008). თავის ტვინის ფუნქციების სირთულის ხარისხი მატულობს ქერქული უბნების
ზრდასთან ერთად. სწორედ ქერქის დამსახურებით გაგვაჩნია აზროვნების უნარი. ქერქის
წყალობით, ჩვენ შეგვიძლია დავგეგმოთ, გავუწიოთ კოორდინირება მოქმედებებს და აზრებს,
აღვიქვათ მხედველობითი და სმენითი სტიმულები და გამოვიყენოთ მეტყველება. ქერქის გარეშე
ჩვენ არ ვიქნებოდით ადამიანები. ქერქის ზედაპირი მონაცრისფროა. ზოგჯერ მას მოიხსენიებენ
როგორც რუხ ნივთიერებას. ამის მიზეზი ის არის, რომ ქერქი ნერვული უჯრედის მონაცრისფრო
სხეულებს შეიცავს, რომლებიც ამუშავებენ თავის ტვინის მიერ მიღებულ და გაგზავნილ
ინფორმაციას. ამის საპირისპიროდ, თავის ტვინის შიგნითა ნაწილს შედგენს თეთრი ნივთიერება,
მიელინიზებული აქსონები.
თავის ტვინის ქერქი ქმნის ორი ჰემისფეროს - მარჯვენა და მარცხენა ჰემისფეროების-
გარეთა ზედაპირს (Davidson & Hugdahl, 1995; Galaburda &Rosen, 2003; Gazzaniga & Hutsler,
1999; Levy, 2000). მიუხედავად იმისა, რომ ორი ჰემისფერო ძალიან მსგავსია, მათი ფუნქციები
განსხვავებულია. მაგალითად, კანის რეცეპტორები სხეულის მარჯვენა ნაწილიდან აგზავნიან
ინფორმაციას, მოგრძო ტვინის გავლით, თავის ტვინის მარცხენა ჰემისფეროში. ხოლო სხეულის
მარცხენა ნაწილში განლაგებული რეცეპტორები, ძირითადად, აგზავნიან ინფორმაციას მარჯვენა
ჰემისფეროში. მსგავსად, მარცხენა ჰემისფერო მართავს მოტორულ პასუხებს სხეულის მარჯვენა
მხარეს, ხოლო მარჯვენა ჰემისფერო მართავს მოტორულ პასუხებს სხეულის მარცხენა მხარეს.
თუმცა, ინფორმაციის გადაცემა მხოლო კონტრალატერალურად - საპირისპირო მხარეს არ ხდება

12
ამონარიდი თავი 2-დან: კოგნიტური ნეირომეცნიერება
Robert J. Sternberg & Karin Sternberg “Cognitive Psychology”, 6th edition

(contra-, “საპირისპირო”; lateral, “მხარე“). ინფორმაცია გადაეცემა ასევე, იფსილატერალურად -


იგივე მხარეს. მაგალითად, ინფორმაცია სუნის შესახებ მარჯვენა ნესტოდან მიემართება მარჯვენა
ჰემისფეროში. მარჯვენა და მარცხენა თვალიდან ინფორმაციის თითქმის ნახევარი მიემართება
თავის ტვინის იგივე მხარეს.
გარდა ამ კონტრალატერალური სპეციალიზაციის ზოგადი ტენდენციისა, ჰემისფეროებს
პირდაპირი კავშირიც აქვთ ერთმანეთთან. კორძიანი სხეული ჰემისფეროების შემაკავშირებელი
ნეირონების მკვრივი ერთობლიობაა (Witelson, Kigar, &Walter, 2003). ამ სტრუქტურის
წყალობით, შესაძლებელია ინფორმაციის ერთი ჰემისფეროდან მეორესთვის გადაცემა და
პირქით. თუ ინფორმაციამ მიაღწია ერთ ჰემისფეროს, კორძიანი სხეული მას მაშინვე გადასცემს
მეორე ჰემისფეროს. თუ კორძიანი სხეული გადაჭრეს, ტვინის ჰემისფეროები - თავის ტვინის ორი
ნახევარი- ერთმანეთთან კარგავს კავშირს (Glickstein & Berlucchi, 2008). მართალია ზოგიერთი
ფუნქცია, როგორიცაა მეტყველება ძალიან ლატერალიზებულია, ფუნქციების უმეტესობა-
მეტყველებისაც კი- მეტწილად დამოკიდებულია ორი ჰემისფეროს ინტეგრირებულ მოქმედებაზე.

ჰემისფერული სპეციალიზაცია
როგორ გაიგეს ფსქოლოგებმა, რომ ჰემისფეროებს აქვთ განსხვავებული ფუნქციები?
ადამიანის თავის ტვინის სპეცილიზაციის კვლევები სათავეს იღებენ მარკ დაქსის, ფრანგი სოფლის
ექიმის დაკვირვებებიდან. 1836 წლისთვის ამ ექიმმა განკურნა აფაზიის-მეტყველების მოშლის-
მქონე 40-ზე მეტი პაციენტი. აღნიშნული დარღვევების მიზეზი იყო თავის ტვინის დაზიანება. დაქსმა
შენიშნა კავშირი მეტყველების მოშლასა და თავის ტვინის დაზიანების მხარეობას შორის. თავისი
პაციენტების ტვინის სიკვდილის შემდეგომი შესწავლის შედეგად დაქსმა აღმოაჩინა, რომ ყველა
შემთხვევაში დაზიანებული იყო მარცხენა ჰემისფერო და არც ერთ შემთხვევაში არ იყო დაზიანება
მარჯვენა ჰემისფეროში.
მხოლოდ 1861 წელს, ფრანგმა მეცნიერმა პოლ ბროკამ გამოაცხადა რომ ინსულტის
შემდგომი აფაზიის მქონე პაციენტებს დაზიანებული აქვთ მარცხენა ჰემისფერო. 1864 წლისთვის
ბროკა დარწმუნებული იყო, რომ მეტყველებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მარცხენა
ჰემისფეროს. თავის ტვინის ნაწილი, რომელიც ბროკამ განსაზღვრა, დღეს ცნობილია ბროკას
უბნის სახელით და პასუხისმგებელია მეტყველებაზე (იხ. სურათი 2.4). კიდევ ერთი
იმდროინდელი მკვლევარი, გერმანელი ნევროლოგი კარლ ვერნიკე, შეისწავლიდა
მეტყველების დეფიციტის მქონე ისეთ პაციენტებს, რომლებიც გაუგებრად მეტყველებდნენ.
ბროკას მსგავსად, ამ მეცნიერის დაკვირვებითაც მეტყველების უნარი უკავშირდებოდა მარცხენა
ჰემისფეროს. საგულისხმოა, რომ ვერნიკე შეისწავლიდა სხვა ლოკალობას, რომელიც დღეს
ცნობილია ვერნკეს უბნის სახელით და პასუხისმგებელია მეტყველების გაგებაზე (იხ. სურათი 2.4)

13
ამონარიდი თავი 2-დან: კოგნიტური ნეირომეცნიერება
Robert J. Sternberg & Karin Sternberg “Cognitive Psychology”, 6th edition

სენსორული ქერქი

მოტორული ქერქი
ასოციაციური ქერქი ასოციაციური ქერქი

ბროკას უბანი
ვერნიკეს უბანი

ვიზუალური

სურათი 2.4. ქერქის ფუნქციური უბნები.


უცნაურია, მაგრამ ბროკას უბნის დაზიანების მქონე ადამიანებს არ შეუძლიათ მოქნილი მეტყველება, მაგრამ
ისინი კარგად იყენებენ თავის ხმას სიმღერისა თუ ყვირილისთვის.

კარლ სპენსერ ლეშლიმ, რომელიც ხშირად ნეიროფსიქოლოგიის მამად არის


მოხსენიებული, ფუნქციების ლოკლიზების შესწავლა 1915 წელს დაიწყო. მან აღმოაჩინა, რომ
თავის ტვინის ერთსა და იმავე უბნებში ჩანერგილი ელექტროდები იძლეოდა განსხვავებულ
შედეგებს; ხოლო განსხვავებულ უბნებში ჩანერგილი ელექტროდები, პარადოქსულად იძლეოდა
ერთნაირ შედეგებს (მაგ. იხილეთ Lashley, 1950). შემდგომი თაობის მკვლევრებმა უფრო
დახვეწილი ელექტროდებისა და გაზომვის გაუმჯობესებული პროცედურების გამოყენებით
აღმოაჩინეს, რომ სპეციფიკური უბნები კავშირშია სპეციფიკურ მოტორულ პასუხებთან. აშკარაა,
14
ამონარიდი თავი 2-დან: კოგნიტური ნეირომეცნიერება
Robert J. Sternberg & Karin Sternberg “Cognitive Psychology”, 6th edition

ლეშლის კვლევა შეზღუდული იყო იმ დროისათვის არსებული ტექნიკური საშუალებებით.


მიუხედავად ბროკას, ვერნიკეს და სხვათა ადრეული აღმოჩენებისა, ყველაზე დიდი წვლილი
ჰემისფერული სპეციალიზაციის თანამედროვე თეორიასა და კვლევაში ნობელის პრემიის
მფლობელ ფსიქოლოგს როჯერ სპერის მიუძღვის. სპერი (1964) აცხადებდა, რომ თითოეული
ჰემისფერო ბევრ შემთხვევაში მოქმედებს როგორც ცალკე ტვინი. კლასიკურ ექსპერიმენტში,
რომელიც ადასტურებს ამ მოსაზრებას, სპერი თავის კოლეგებთან ერთად, აზიანებდა კატების
კორძიან სხეულს. ამ გზით, მან დაამტკიცა, რომ კატის ერთ ჰემისფეროში ვიზუალურად
წარმოდგენილ ინფორმაციას, მეორე ჰემისფერო ვერ ცნობდა. მსგავსი ექსპერიმენტი მაიმუნებზე
იგივე შედეგით დასრულდა (Sperry, 1964).
ადამიანის თავის ტვინის მოქმედების, განსაკუთრებით ჰემისფეროების როლის შესახებ
ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მონაცემი მიღებულია ეპილეფსიის მქონე პაციენტების
შესწავლის შედეგად. ეპილეფსიური გულყრების მეორე ჰემისფეროზე გავრცელების პრევენციის
მიზნით, ამ პაცინტების კორძიან სხეულს კვეთდნენ ქირურგიული გზით. ამ პროცედურის შედეგად
გულყრის სიმძიმე მნიშვნელოვნად მცირდებოდა. თუმცა ამ პროცედურის შედეგად ტვინის
ჰემისფეროებს შორის ინფორმაციის გადაცემა წყდებოდა. შედეგად, ადამიანს თითქოს ორი ტვინი
აქვს, რომლებიც ცალ-ცალკე ამუშავებენ ინფორმაციას და ასრულებს განსხვავებულ ფუნქციებს.

გახლეჩილი ტვინის მქონე პაციენტებს დაზიანებული აქვს კორძიანი სხეული. ამ პაციენტების

გამოკვლევის შედეგად აღმოჩნდა, ჩვენი აზროვნების შემსწავლელი განმაცვიფრებელი


შესაძლებლობები. ამ სფეროს ბევრი წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ მეტყველება
ლოკალიზებულია მარცხენა ჰემისფეროში. ვიზულურ-სივრცითი უნარები, უმეტესად
ლოკალიზებული მარჯვენა ჰემისფეროში (Farah, 1988a, 1988b; Gazzaniga, 1985). სივრცითი
ორიენტაციის უნარი ასევე, როგორც ჩანს, ლოკალიზებულია მარჯვენა ჰემისფეროში (Vogel,
Bowers, & Vogel, 2003). აღმოჩნდა, რომ მოზრდილთა პოპულაციის დაახლოებით 90%-ს
მეტყველების ფუნქცია ლოკალიზებული აქვს მარცხენა ჰემისფეროში. თუმცა ზოგიერთი
მონაცემით, ცაციების ფუნქციური ლატერალიზაცია განსხვავდება მემარჯენეთა ფუნქციური
ლატერალიზაციისგან; ასევე, ლატერალიზაცია განსხვავებულია მამაკაცების და ქალების
შემთხვევაშიც (Vogel, Bowers, & Vogel,2003). მემარჯვენეთა 95%-ზე მეტს და ცაციების
დაახლოებით 70%-ს მეტყველებით დომინანტური მარცხენა ჰემისფერო გააჩნიათ. იმ
ადამიანებში, ვისაც მარცხენა ჰემისფეროს დეფიციტი აქვს, მეტყველების ფონემური და
სემანტიკური ასპექტების განვითარება შესაძლებელია მარჯვენა ჰემისფეროს ხარჯზე, მაგრამ
სინტაქსური კომპეტენცია სრულყოფილად ვერ ვითარდება (Gazzaniga & Hutsler, 1999).
მარცხენა ჰემისფერო მნშვნელოვანია არა მხოლოდ მეტყველების, არამედ მოქმედების

15
ამონარიდი თავი 2-დან: კოგნიტური ნეირომეცნიერება
Robert J. Sternberg & Karin Sternberg “Cognitive Psychology”, 6th edition

თავლსაზრისითაც. აპრაქსიის მქონე პაციენტებს ნებითი მოქმედებების დარღვევა ხშირად


დაზიანებული აქვთ მარცხენა ჰემისფეროს დაზიანების შემთხვევაში. ასეთ პირებს დაკარგული
აქვთ ნაცნობი, მიზანმიმართული მოძრაობების შესრულების უნარი, როგორიცაა მაგ., წერა
(Gazzaniga & Hutsler, 1999; Heilman, Coenen, & Kluger, 2008). მარცხენა ჰემისფეროს კიდევ
ერთი ფუნქცია წარსული გამოცდილების გადახედვა და ნიმუშის მოძიებაა. ნიმუშის პოვნა
ჰიპოთეზის ჩამოყალიბების მნიშვნელოვანი საფეხურია (Wolford, Miller, & Gazzaniga, 2000).
მაგალითად, აეროპორტში ყოფნისას შესაძლოა შენიშნოთ, რომ თვითმფრინავები ასაფრენ
ბილიკზე სხვადასხვა მხრიდან შედიან. თუმცა, გარკვეული დროის შემდეგ აღმოაჩენთ, რომ
თვითმფრინავები ერთი მიმართულებით ეშვებიან. ამდენად, შეიძლება დაუშვათ, რომ
თვითმფრინავის დაჯდომის მიმართულება კავშირშია ქარის მიმართულებასა და სიჩქარესთან.
ამრიგად, თქვენ დააკვირდით შაბლონს და შეიქმენით აზრი მის საფუძვლად მდებარე მიზეზის
შესახებ მარცხენა ჰემისფეროს დახმარებით.
მარჯვენა ჰემისფერო, უმეტესწილად, ,,მუნჯია“ (Levy, 2000). მას თითქმის არ აქვს
წარმოდგენა გრამატიკასა და ფონეტიკის შესახებ. მგრამ ამ ჰემისფეროს აქვს კარგი სემანტიკური
ცოდნა და ის ასევე ჩართულია ენის პრაგმატულ გამოყენებში. მარჯვენა ჰემისფეროს დაზიანების
მქონე პაციენტებს უჭირთ საუბრის ან ამბავის ყურის გდება. ასევე უჭირთ კონტექსტის,
მეტაფორების და იუმორის გაგება (Levy, 2000). მარჯვენა ჰემისფერო ასრულებს მთავარ როლს
თვითაღქმაში (selfrecognition), კერძოდ, საკუთარი სახის ამოცნობაში (Platek et al., 2004).
გახლეჩილი ტვინის მქონე პაციენტების შესწავლისას, პაციენტს აჩვენებდენენ შედგენილ ფოტოებს
- ორი ადამიანის სახეების ნახევრისაგან შექმნილ სახეებს (სურათი 2.5) როგორც წესი, ეს
პაციენტები ვერ ხვდებოდნენ, რომ უყურებდნენ შედგენილ სახეებს. თუ პაციენტს მოეთხოვებოდა
ვერბალურად დაესახელებინა ვის ხედავდა, ის ასახელებდა მარჯვენა მხარეს გამოსახული სახის
მფლობელს. ხოლო თუ სთხოვდნენ მარცხენა ხელით მიეთითებინა სახეზე (რომელიც
კონტრალატერალურად აგზავნის და იღებს ინფორმაციას მარჯვენა ჰემისფეროდან) რასაც
ხედავდა, პაციენტი არჩევდა სურათის მარცხენა მხარეს. გაიხსენეთ სხეულისა და ჰემისფეროს
კონტრალატერალური კავშირი. აქედან გამომდინარე, როგორც ჩანს, მარცხენა ჰემისფერო
აკონტროლებს ვიზუალური ინფორმაციის ვერბალურ გადამუშავებას (დასახელება), ხოლო
მარჯვენა ჰემისფერო ვიზუალური ინფორმაციის სივრცით გადამუშავებას (მითითება). ამრიგად,
პაციენტის წინაშე დასმულ ამოცანაზე იყო დამოკიდებული სახის რომელ ნახევარს დაინახავდა.

16
ამონარიდი თავი 2-დან: კოგნიტური ნეირომეცნიერება
Robert J. Sternberg & Karin Sternberg “Cognitive Psychology”, 6th edition

ცხრილი 2.1 თავის ტვინის ძირითადი სტრუქტურები და მათი ფუნქციები.


თავის ტვინის უბანი თავის ტვინის უბნის წამყვანი თავის ტვინის სტრუქტურების
სტრუქტურები ფუნქციები
წინა ტვინი თავის ტვინის ქერქი (დიდი ჩართულია სენსორული
ტვინის ჰემისფეროების გარეთა ინფორმაციის მიღება-
შრე) გადამუშავებაში, აზროვნებაში,
დაგეგმვასა და სხვა კოგნიტურ
ფუნქციებში; აგზავნის
მოტორულ ინფორმაციას
კუნთებში.
ქერქქვეშა ბირთვები აუცილებელია მოტორული
(ბირთვებისა და ნერვული ფუნქციების
ბოჭკოების ჯგუფი) განხორციელებისათვის.
ლიმბური სისტემა (ჰიპოკამპი, ჩართულია დასწავლაში,
ამიგდალა და გამჭვირვალე ემოციებში და მოტივაციაში
ძგიდე) (კერძოდ, ჰიპოკამპი ჩართულია
დასწავლასა და მეხსიერების
პროცესებში, ამიგდალა
სიბრაზისა და აგრესიულ
რეაქციებში, გამჭვირვალე ძგიდე
კი სიბრაზისა და შიშის
რეაქციებში)
თალამუსი თავის ტვინში შემომავალი
სენსორული ინფორმაციის
სარელეო სადგური;
თალამუსიდან გამომავალი
პროექციული ბოჭკოების
მეშვეობით გადასცემს
ინფორმაციას ქერქის შესაბამის
უბნებში; მოიცავს რამდენიმე
ბირთვს (ნეირონთა ჯგუფს),
რომლებიც იღებენ გარკვეული
ტიპის სენსორულ ინფრომაციას
და გადასცემენ ქერქის შესაბამის
უბნებში. სენსორულ
ინფორმაციას ამუშავებს 4
ძირითადი ბირთვი:(1)
ვიზუალური რეცეპტორებიდან,
ნერვული ბოჭკოების მეშვეობით,
ქერქის იმ უბანში, რომელიც
პასუხისმგებელია
მხედველობაზე; (2) სმენითი
რეცეპტორებიდან, სმენითი
ნერვების მეშვეობით, ქერქის
უბანში, რომლის საშულებითაც
გვესმის;(3) სომატური ნერვულ
სისტემის სენსორული
რეცეპტორებიდან, პირველად
სომატოსენსორულ ქერქში,
რომელიც უზრუნველყოფს
ტკივილის და ზეწოლის
შერგძნებას; და (4) ნათხემიდან
(უკანა ტვინი) პირველად
მოტორულ ქერქში, რაც
17
ამონარიდი თავი 2-დან: კოგნიტური ნეირომეცნიერება
Robert J. Sternberg & Karin Sternberg “Cognitive Psychology”, 6th edition

გვაძლევს წონასწორობის
შეგრძნების საშუალებას.
ჰიპოთალამუსი აკონტროლებს ენდოკრინულ
სისტემას; აკონტროლებს
ავტონომიურ ნერვულ სისტემას,
მაგ. სხეულის ტემპერატურის
რეგულირებას მადას და
წყურვილს და სხვა ძირითად
ფუნქციებს; ჩართულია
თვითგადარჩენის ქცევის
რეგულაციაში (კერძოდ,
ბრძოლა, გაქცევა, კვება,
გამრავლება); მონაწილეობს
ცნობიერების კონტროლში (იხ.
რეტიკულური აქტივაციის
სისტემა); ჩართულია ემოციებში:
სიამოვნება, ტკივილი, და
რეაქცია სტრესზე.
შუატვინი ოთხგორაკის ზედა ორგორაკი ჩართულია მხედველობაში
(განსაკუთრებით ვიზუალურ
რეფლექსებში).
ოთხგორაკის ქვედა ორგორაკი ჩართულია სმენაში.
რეტიკულური აქტივაციის მნიშვნელოვან მონაწილეობას
სისტემა (ასევე გრძელდება იღებს ცნობიერების (ძილ-
უკანა ტვინშიც) ღვიძილი), ყურადღების,
კარდიორესპირატორულ
ფუნქციებისა და მოძრაობის
კონტროლში.
რუხი ნივთიერება (PAG), მონაწილობენ მოძრაობის
წითელი ბირთვი, შავი, კონტროლში.
ვენტრალური უბანი
უკანა ტვინი ნათხემი გადამწყვეტია წინასწორობის,
კუნთური ტონუსის და
კოორდინაციისთვის.
ხიდი (ასევე მასში შედის ჩართულია ცნობიერების (ძილ-
რეტიკულური ფორმაციის ღვიძილი, სიფხიზლე)
ნაწილიც) რეგულირებაში; გადასცემს
ნერვულ იმპულსებს ტვინის
ერთი ნაწილიდან მეორეში;
ჩართულია სახის ნერვების
კონტროლში.
მოგრძო ტვინი წარმოადგენს სხეულის ერთი
მხრიდან საპირისპირო მხარეს
მდებარე ჰემისფეროში
მიმავალი ნერვების
გადაჯვარედინების ადგილს;
ჩართულია
კარდიორესპირატორულ
ფუნქციებში, მონელებასა და
ყლაპვის რეაქციებში.

18
ამონარიდი თავი 2-დან: კოგნიტური ნეირომეცნიერება
Robert J. Sternberg & Karin Sternberg “Cognitive Psychology”, 6th edition

სურათი 2.5 გახლეჩილი ტვინის მქონე პაციენტების შესწავლა


კვლევის მონაწილეებს სთხოვდნენ მზერა დაეფიქსირებინათ ეკრანის ცენტრში. შემდეგ მათ ძალიან სწრაფად
მიეწოდებოდათ სახის „ქიმერული“ გამოსახულება (სახის მარჯვენა და მარცხენა ნაწილები ეკუთვნოდა სხვადასხვა
ადამიანებს). ცდის პირს მოეთხოვებოდა ამოეცნო ნანახი სახე რამდენიმე ჩვეულებრივი სურათიდან (არაქიმერული)
შესაბამისი გამოსახულების დასახელების ან მხოლოდ მითითების გზით.

სურათი 2.6 თავის ტვინის ოთხი წილი


ქერქი დაყოფილია შუბლის, თხემის, საფეთქლისა და კეფის წილებად. ამ წილებს აქვთ განსაზღვრული ფუნქციები.
რთული პროცესები კი ხორციელდება მათი ურთიერთქმედების შედეგად.
წყარო: ფსიქოლოგიიდან ადამანის გონების ძიებაში ჯ. სტერნბერგი, 2000, Harcourt Brace & Company,
გამოყენებულია გამომცემლობის ნებართვით.

19
ამონარიდი თავი 2-დან: კოგნიტური ნეირომეცნიერება
Robert J. Sternberg & Karin Sternberg “Cognitive Psychology”, 6th edition

მართა ფარას ლაბორატორიაში

კოგნიტური ნეირომეცნიერება და ბავშვთა სიღარიბე.

დაახლოებით იმ პერიოდში, როდესაც ქალიშვილი შემეძინა, ჩემი კვლევითი ინტერესის სფერო


გახდა განვითარების კოგნიტური მეცნიერება. ხალხმა, ბუნებრივია, დაუკავშირა ერთმანეთს ჩემი
ცხოვრების ეს ორი მოვლენა. გარკვეულწილად აღნიშნული მოვლენები იყო კიდეც
დაკავშირებული, მაგრამ არა იმგვარად, როგორც ეს გარშემომყოფებს ეგონათ. ჩემი ინტერესი
იყო მიმართული არა იმაზე, თუ როგორ იზრდებოდა ჩემი შვილი, რაც თავისთავად საოცარი
პროცესია. მე უფრო მაინტერსებდა ჩვენს ცხოვრებაში შემოსული აღმზრდელი (ძიძა) და მისი
ცხოვრება. როგორც წესი, ძიძები დაბალი სოციოეკონომიკური სტატუსის (SES) მქონე
ახალგაზრდა ქალებია. ეს ადამიანები გაიზარდნენ ოჯახებში, რომელთა ფინანსური
კეთილდღეობა განპირობებულია სახელმწიფო დახმარებით, ხოლო ბავშვების აღზრდისათვის
საჭირო თანხები - სახელმწიფო დახმარებისა და ძიძად მუშაობის შედეგად მიღებული
გასამრჯელოს კომბინაციით. რაც შეეხება ჩემი შვილის ძიძებს, ისინი უბრალოდ დახმარებისთვის
დაქირავებული ადამიანები არ იყვნენ. მე მომწონდა ისინი, ვენდობოდ და ვზრუნავდი მათზე. ამ
ადამიანებთან დაახლოების შემდეგ, მეტ დროს ვატარებდი მათ ოჯახებთან და გავეცანი იმ
სამყაროს, რომელიც რადიკალურად განსხვავდება ჩემი სამყაროსგან. ამ ოჯახებში დაბადებული
ბავშვები იწყებდნენ ცხოვრებას ჩემი შვილის მსგავსი პოტენციალით- ისინი სწავლობდნენ
სიტყვებს, თამაშობდნენ, სვამდნენ კითხვებს, ჰქონდათ დისციპლინის, თანამშრომლობისა
თვითკონტროლის სირთულეები. მაგრმ მალე, მათი ცხოვრების გზის ტრაექტორია მიდიოდა მათი
მშობლების ცხოვრების გზის მიმართულებით: შეზღუდული ჩვევებით, შეზღუდული არჩევნითა და
იმედებით. როგორც დედისთვის, ჩემთვის ეს აღმოჩენა გულსატკენი იყო. ხოლო მეცნიერის
პოზიციიდან მინდოდა გამეგო და ამეხსნა ეს ფენომენი. ამ აღმოჩენამ დასაბამი მისცა კვლევეთა
სერიას, რომლებშიც მე და ჩემი თანამშრომლები ვცდილობდით აღგვეწერა სიღარიბეში ბავშვის
აღზრდის ეფექტები კოგნიტური ნეირომეცნიერების ტერმინებში, ხოლო შემდეგ აგვეხსნა
სიღარიბით გამოწვეული შედეგები უფრომ კონკრეტული და მექანიკური მიზეზებით.
დამამთავრებელი კურსის სტუდენთთან, კიმ ნოუბლთან ერთად, ჩვენს ლაბორატორიაში შეფასდა
ბავშვები დაბალი და საშუალო სოციალურ-ეკომიკური სტატუსის საბავშვო ბაღებიდან.
ვიკვლევდით ბავშვის განვითარების ხუთი ნეიროკოგნიტური სისტემის ფუნქციონირებას. ყველაზე
გამოხატული ეფექტი ჩვენ აღმოვაჩინეთ მეტყველებისა და აღმასრულებელი ფუნქციების
სისტემებში. კიმ ნოუბლისა და ჰალამ ჰიორტის, პედიატრი თანამშრომლის მონაწილეობით,
დამატებითმა კვლევებმა იგივე შედეგები გამოავლინა. საშულო სკოლის პირველკლასელების

20
ამონარიდი თავი 2-დან: კოგნიტური ნეირომეცნიერება
Robert J. Sternberg & Karin Sternberg “Cognitive Psychology”, 6th edition

მეტყველების, და აღმასრულებელი ფუნქციებისა და დეკლერაციულ მეხსიერებაში ასევე


აღმოჩენილ იქნა სოციალურ-ეკონომიურ სტატუსთან დაკავშირებული ნიშანდობლივი
განსხვავებები.

თუ დავუშვებთ, რომ ეს სხვაობა განსხვავებული ადრეული გამოცდილების შედეგია, მაშინ რა


არის ის, რაც სიღარიბეში აღზრდის პროცესში ასეთ გავლენას ახდენს აღნიშნული სისტემების
განვითარებაზე?

ერთ-ერთ კლევაში, ჩვენ გამოვიყენეთ ზემოთაღნიშნული პირველკლასების მონაცემები. ჩვენ


აღმოვაჩინეთ, რომ მაღალ კლასებში მათი მეტყველების უნარის მაჩვენებლის
წინასწარმეტყველება შესაძლებელია 4 წლის ასაკში კოგნიტური სტიმულაციის მოცულობით -
რამდენს უკითხავდენენ, დაჰყავდათ თუ არა სამოგზაუროდ და ა.შ. ამის საპირისპიროდ
აღმოჩნდა, რომ მაღალ კლასებში ამ ბავშვების დეკლარაციული მეხსიერების მაჩვენებლის
წინასწარმეტყველება შესაძლებელი იყო ადრეულ ასაკში მშობლების მხრიდან ზრუნვის ხარისხით
- იყვნენ თუ არა ბავშვების გვერდით მშობლები, აქცევდნენ თუ არა ყურადღებას და ა.შ. შეიძლება
მოგვეჩვენოს, რომ ეს უკანასკნელი აღმოჩენა უცნაურია. რა უნდა ჰქონდეს საერთო მოსიყვარულე
მშობლის ზრუნვას მეხსიერებასთან? თუმცა ცხოველებზე ჩატარებული კვლევები ცხადყოფს, რომ
როდესაც ახალგაზრდა ცხოველი სტრესშია, გამოყოფილმა ჰორმონებმა შეიძლება დააზიანონ
ჰიპოკამპუსი - თავის ტვინის უბანი, რომელიც მონაწილეობს როგორც მეხსიერების, ისე სტრესის
რეგულაციაში. ამავე კვლევების შედეგად გამოვლინდა, რომ მშობლის მხრიდან გამოვლენლი
ზრუნვა იცავს ჰიპიკამპუსს სტრესის ნეგატიური ზეგავლენისგან. როგორც ჩანს სიღარიბის
სტრესულ გარემოში გაზრდილი ბავშვები იღებენ მსგავს სარგებელს მზრუნველი და
მოსიყვარულე მშობლისგან. ჩვენი ყველაზე ახალი ნაშრომი, სტუდენტის დანიელ ჰაკმანისა და
რადიოლოგ ჰენგი რაოს მონაწილეობით, პირდაპირ გამიზნული იყო ამ ჰიპოთეზის შემოწმებაზე.
თავის ტვინის ვიზუალიზაციამ დაადასტურა, რომ ჰიპოკამპუსის ზომა დაბალი სოციალურ-
ეკონომიკური სტატუსის მქონე ინდივიდებში დამოკიდებულია ადრეულ ბავშვობაში მიღებული
ზრუნვის ხარისხზე. ხოლო სტრესზე ჰორმონალური პასუხების პირდაპირი გზით გაზომვამ
გვიჩვენა, რომ როგორც სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი, ისე მშობლის ზრუნვა ადრეულ
ასაკში აპროგრამებს სტრესზე რეაქციას შემდგომი ცხოვრების მანძილზე. ჩვენი საბოლოო მიზნია
გავიაზროთ სოციალური, ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური გავლენების კომპლექსური
გავლენა დაბალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე ოჯახებში აღზრდილ ბავშვებზე და
გამოვიყენოთ მიღებული ცოდნა, მათი პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენაში
დასახმარებლად.

21
ამონარიდი თავი 2-დან: კოგნიტური ნეირომეცნიერება
Robert J. Sternberg & Karin Sternberg “Cognitive Psychology”, 6th edition

მიშელ გაზანიგა (Gazzaniga & LeDoux, 1978) არ მიიჩნევდა, რომ ჰემისფეროები


ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მოქმედებენ. მისი აზრით ორი ჰემისფეროს ფუნქციები
ერთმანეთს ავსებენ. მაგალითად, მარჯვენა ჰემისფერო არ არის ჩართული მეტყველების
ფუნქციებში (გარდა იმ იშვიათი შემთხვევებისა, როდესაც მარცხენა ჰემისფერო ადრეულ ასაკში
ზიანდება), მაშინ როდესაც ვიზუალურ-სივრცითი ფუნქციები ხორციელება სწორედ ამ
ჰემისფეროს მიერ. როგორც მაგალითი, გაზანიგას მოჰყავს ის ფაქტი, რომ ქირურგიულ
ჩარევამდე გახლეჩილი ტვინის მქონე პაციენტებს შეუძლიათ სამგანზომილებიანი კუბების დახატვა
ორივე ხელით (Gazzaniga & LeDoux, 1978). ხოლო ქირურგიული ჩარევის შემდეგ, ამ დავალების
შესრულება მისაწვდომია მხოლოდ მარცხენა ხელით. ყველა პაციენტის შემთხვევაში, მარჯვენა
ხელით შესრულებული ნახატები არა ჰგავდა არც კუბის რეპროდუქციას და არც
სამგანზომილებიან ფიგურას. ეს აღმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან სხეულის
თითოეული მხარე დაკავშირებულია თავის ტვინის საწინააღმდეგო ჰემისფეროსთან. გაიხსენეთ,
რომ მარჯენა ჰემისფერო აკონტროლებს მარცხენა ხელს. სწორედ მარცხენა ხელია, გახლეჩილი
ტვინის პაციენტების შემთხვევაში, რომლითაც შესაძლებელია სამგანზომილებიანი ფიგურების
დახატვა. ეს ექსპერიმენტი ასევე ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მარჯვენა ჰემისფერო დომინანტურია
სივრცითი მიმართებების გამოძიებასა და გააზრებაში.

გაზანიგა (Gazaniga, 1985) ამტკიცებს, რომ თავის ტვინი, განსაკუთრებით კი თავის ტვინის
მარჯვენა ჰემისფერო, შედგება პარალელურ რეჟიმში მოქმედი დამოუკიდებელი
ერთეულებისაგან. გაზანიგას მიხედვით, თითოეული ერთეული სხვა ერთეულებთან შედარებით
დამოუკიდებლად მოქმედებს. ეს ოპერაციები, ხშირად, მიმდნარეობს ჩვენი ცნობიერების მიღმა.
მაშინ როდესაც ეს სხვადასხვა დამოუკიდებელი და, ხშირად, არაცნობიერი ოპერაციები
ხორციელდება, მარცხენა ჰემისფერო ცდილობს ამ ოპერაციების ინტერპრეტირებას. ზოგჯერ
მარცხენა ჰემისფერო სხვა ადამიანის ქცევას აღიქვამს როგორც აზრს მოკლებულს. მაგალითად,
შეიძლება დაინახოთ ღამით ქუჩაში ბარბაცით მოხეტიალე ადამიანი, რაც თავისთავად არაფერს
ნიშნავს, თქვენ შეიძლება დასკვნათ რომ ეს ადამიანი ნასვამია, ან სხვა რაიმე მიზეზით ვერ
აკონტროლებს თავს. ამდენად, თქვენმა ტვინმა ახსნა მოუძებნა ამ ადამინის ქცევას (მიანიჭა
მნიშვნელობა). თავის ტვინის ჰემისფეროების განსხვავებების, მეტყველებისა და სივრცითი
ფუნქციების თავლსაზრისით, შესწავლის გარდა მკვლევრები ასევე ცდილობდნენ განესაზღვრათ
არის თუ არა განსხვავებული ჰემისფეროების აზროვნების წესი. ლევიმ (Levy, 1974) აღმოაჩინა,
რომ მარცხენა ჰემისფეროს ტენდენციაა ინფორმაციის ანალიტიკურად (ნაწილ-ნაწილ და

22
ამონარიდი თავი 2-დან: კოგნიტური ნეირომეცნიერება
Robert J. Sternberg & Karin Sternberg “Cognitive Psychology”, 6th edition

თანმიმდევრობით) გადამუშავება. ის ამტკიცებს, რომ მარჯვენა ჰემისფეროს ტენდენციაა,


გადაამუშავოს ინფორმაცია ჰოლისტირად (მთლიანად, ერთიანად).

თავის ტვინის ჰემისფეროები და წილები


პრაქტიკული მოსაზრებებიდან გამომდინარე, თავის ტვინის ქერქი და ჰემისფეროები
დაყოფილია ოთხ წილად. წილები არ წარმოადგენს დამოუკიდებელ ერთეულებს. ეს უფრო
ანატომიური თავისებურებებით განპირობებული, კერძოდ, ღარებით გამოყოფილი უბნებია.
თითოეულ წილს უკავშირებენ გარკვეულ ფუნქციებს. თუმცა წილები ურთიეთქმედებენ კიდეც.
წილების სახელები უკავშირდება, ამ წილების შესაბამისი თავის ქალის ძვლების დასახელებას
(სურათი 2.6). ესენია შუბლის, თხემის, საფეთქლისა და კეფის წილები. წილები ჩართულია
მრავალი სხვადასხვა ფუნქციის განხორციელებაში. აქ ჩვენ განვიხილავთ ამ ფუნქციების მხოლოდ
ნაწილს.

შუბლის წილი თავის ტვინის წინა ნაწილში მდებარეობს და დაკავშირებულია მოტორული

ფუნქციებისა და აზროვნების უმაღლესი პროცესების განხორციელებასთან, როგორიცაა


აბსტრაქტული აზროვნება, ამოცანის გადაწყვეტა, დაგეგმვა და მსჯელობა (Stuss & Floden, 2003).
ტვინის ეს ნაწილი ერთვება მაშინ, როდესაც აზრების ჩამოყალიბების ან მოქმედებების გარკვეული
მიმდევრობით შესრულების საჭიროება დგება. ის გადამწყვეტი როლს ასრულებს ექსპრესიულ
მეტყველებაში. პრეფრონტალური ქერქი შუბლის წილების წინა ნაწილში მდებარე უბანია. ის
მონაწილეობს რთული მოტორული მოქმედებებისა და ამოცანების შესრულების კონტროლში.
კერძოდ, ისეთი ამოცანების, რომლებიც დროის გარკვეულ მონაკვეთში საჭიროებს ინფორმაციის
ინტეგრირებას. (Gazzaniga, Ivry, & Mangun, 2002).

თხემის წილი მდებარეობს თავის ტვინის ზედა უკანა ნაწილში და დაკავშირებულია

სომატოსენსორული ინფორმაციის გადამუშავებასთან. ტვინის ეს უბანი იღებს იმპულსებს (inputs -


შესავლებს) ნეირონებიდან შეხების, ტკივილის, ტემპერატურის შეგრძნებებისა და კიდურების
ადგილმდებარეობის, ხოლო სივრცის აღქმისას, ინდივიდის სივრცესთან ურთიერთმიმართების
(რა მდებარეობა აქვს სივრცეში) შესახებ (Culham, 2003; Gazzaniga, Ivry, & Mangun, 2002). თხემის
წილი ასევე ჩართულია ცნობიერ და ყურადღების პროცესებში. თუკი თქვენ ყურადღებას აქცევთ
იმას, რასაც კითხულობთ, ამ პროცესში ჩართულია თქვენი თხემის წილი.

საფეთქლის წილი მოთავსებულია ზუსტად ჩვენი საფეთქლების ქვეშ. ამ უბნებს

უკავშირებენ სმენითი ინფორმაციის გადამუშავებასა (Murray, 2003) და მეტყველების გაგებას.


თავის ტვინის ეს უბანი ასევე ჩართულია ვიზულური მოგონებების შენახვის პროცესში. მაგალითად,

23
ამონარიდი თავი 2-დან: კოგნიტური ნეირომეცნიერება
Robert J. Sternberg & Karin Sternberg “Cognitive Psychology”, 6th edition

თუ თქვენ ცდილობთ დაიმახსოვროთ სურათი 2.6, ამ პროცესში ჩართულია თქვენი საფეთქლის


წილი. საფეთქლის წილი ასევე ადარებს დანახულ ობიექტებს ვიზუალურ მეხსიერებაში არსებულ
ინფორმაციას.

კეფის წილი დაკავშირებულია მხედველობით პროცესებთან (De Weerd, 2003b). კეფის

წილი მოიცავს მრავალ მხედველობით უბანს, რომელთაგან თითოეული სპეცილიზებულია


დანახული ობიექტის კონკრეტული მახასიათებლის ანალიზში, მათ შორის, ფერის, მოძრაობის,
მდებარეობისა და ფორმის (Gazzaniga, Ivry, & Mangun, 2002).. მაგალითად, როდესაც კრეფთ
მარწყვს და გჭირდებათ იპოვოთ წითელი ფერის მარწყვები მწვანე ფოთლებში, აქტივირებულია
თქვენი კეფის წილი.

პროექციული უბნები თავის ტვინის წილების ის არეებია, სადაც სენსორული ინფორმაცია


მუშავდება. ამ უბნებს უწოდეს პროექციული, ვინაიდან სენსორული ინფორმაციის გამტარი
ნერვული ბოჭკოები მიემართება (პროეცირდება) თალამუსში. სწორედ აქედან შეგროვილი
სენსორული ინფორმაცია მიემართება თავის ტვინის შესაბამის უბანში. მსგავსადვე, პროექციული
ველები აგზავნიან მოტორულ ინფორმაციას ქვემოთ, ზურგის ტვინისა და პერიფერიული ნერვული
სისტემის საშუალებით, კუნთებში. ახლა კი, მოდით, უფრო დეტალურად განვიხილოთ თავის
ტვინის წილები, განსაკუთრებით, შუბლის წილები.

შუბლის წილი, განლაგებული თავის წინა ნაწილისკენ (სახის მხარეს), მნიშვნელოვან

როლს ასრულებს მსჯელობის, ამოცანის გადაწყვეტის პროცესების განხორციელებაში,


პიროვნულ მახასიათებლებში, ნებითი მოძრაობების შესრულებაში. ტვინის ეს ნაწილი მოიცავს
პირველად მოტორულ ქერქს, რომელიც ახორციელებს მოძრაობის დაგეგმვას, კონტროლს და

შესრულებას. განსაკუთრებით აღნიშნული კონტროლი ეხება, ისეთი მოძრაობების შესრულებას,


რომლებიც გულისხმობს გადავადებულ პასუხს. თუ მოახდენთ მოტორული ქერქის ელექტრულ
სტიმულაციას, გამოიწვევთ სხეულის შესაბამისი ნაწილის მოძრაობას. მოძრაობის თავისებურება
განპირობებული იქნება იმით, თუ მოტორული ქერქის რა ნაწილის სტიმულირებას მოახედენთ.
სხეულის სხვადასხვა სახის მოძრაობები ლოკალიზებულია საპირისპირო მხარეს
(კონტრალატერალურად) მდებარე პირველად მოტორულ ველში. ანალოგიური, ოღონდ
შებრუნებული ლოკალიზება ვლინდება ზემოდან ქვემოთ მიმართულებით. სხეულის ქვედა
კიდურები წარმოდგენილია მოტორული ქერქის ზედა (თავის ზედა ნაწილში) მხარეს, ხოლო
სხეულის ზედა ნაწილები წარმოდგენილია მოტორული ქერქის ქვედა მხარეს.

24
ამონარიდი თავი 2-დან: კოგნიტური ნეირომეცნიერება
Robert J. Sternberg & Karin Sternberg “Cognitive Psychology”, 6th edition

ინფორმაცია, რომელიც მიემართება სხეულის მეზობლად მდებარე ნაწილებში, მოდის


პირველადი მოტორული ქერქის უბნებიდან. ამრიგად, შესაძლებელია მოტორული ქერქის ისეთი
რუკის შეიქმნა, სადაც იქნება ასახული რა პროპორციებით არის წარმოდგენილი სხეულის
სხვადასხვა ნაწილები თავის ტვინში (სურათი 2.7). ასეთი ტიპის რუკებს ,,ჰომონკულუსებს“
უწოდებენ (ლათინურად homunculus ნიშნავს პატარა კაცუნას), ვინაიდან ისინი ასახავენ თავის
ტვინში ადამიანის სხეულის ნაწილების რეპრეზენტაციას.

სურათი 2.7. პირველადი მოტორული ქერქის ჰომუნკულუსი

პირველადი ქერქის ეს რუკა ხშირად მოიხსენიება ჰომუნკულუსის სახელით( ლათინურიდა ,,პატარა კაცუნა”) ვინაიდან
ის წარმოადგენს ქერქის ნაწილს და მასზე განლაგებულ სხეულის ნაწილები, მათ მიერ დაკავებული ქერქის ფართის
პროპორციების დაცვით. წყარო: ფსიქოლოგიიდან: ადამანის გონების ძიებაში ჯ. სტერნბერგი, 2000, Harcourt Brace &
Company, გამოყენებულია გამომცემლობის ნებართვით.

დანარჩენი სამი წილი განლაგებულია თავის წინა ნაწილიდან მოშორებით. აღნიშნული


წილები სპეციალიზებულია სენსორულ და აღქმის პროცესებში. მაგალითად, თხემის წილში
მოთავსებული პირველადი სომატოსენსორული ქერქი იღებს ინფორმაციას ისეთი შეგრძნებების
შესახებ როგორიცაა ზეწოლის, ტექსტურის, ტკივილისა და ტემპერატურის შეგრძნებები. ქერქის ეს
უბანი მდებარეობს პირველადი მოტორული ქერქის უკან. თუ მოვახდენთ ინდივიდის პირველადი
სომატოსენსორული ქერქის ელექტრულ სტიმულირებას, სავერაუდოდ, მას შეხების შეგრძნება
ექნება.
თუკი შეხედავთ ჰუმუნკულუსს (იხ. სურათი 2.7) დაინახავთ, რომ ფუნქციისა და ტვინის
სტრუქტურის ურთიერთმიმართება ასახულია მოტორული ქერქის გავითარებაში. იგივეა
სომატოსენსორული ქერქის შემთხვევაშიც. რაც უფრო დიდია შეგრძნებებისა და ნატიფი
მოძრაობების შესრულების საჭიროება, მით უფრო დიდია ქერქის ის უბანი, რომელიც
პასუხიმგებელია სხეულის შესაბამისი ნაწილის შეგრძნებებსა და მოძრაობებზე. მაგალითად,

25
ამონარიდი თავი 2-დან: კოგნიტური ნეირომეცნიერება
Robert J. Sternberg & Karin Sternberg “Cognitive Psychology”, 6th edition

ადამიანები, გარე სამყაროსთან ურთიერთობაში, მნიშვნელოვნად ვიყენებთ სახეს და ხელებს.


შესაბამიასდ, ადამიანებში ქერქის უბნები, რომლებიც პასუხისმგებელი სახისა და ხელების
სენსორულ და მოტორულ რეაგირებაზე, წარმოდგენელია შედარებით დიდ ფართზე. ხოლო
ფეხის თითები, პირიქით, ყველაზე ნაკლებად ჩართულია როგორც მოძრაობაში, ისე ინფორმაციის
მიღების პროცესში. სწორედ ამან განაპირობა ის, რომ როგორც სომატოსენსორულ, ისე
მოტორულ პირველად ველებში ფეხის თითები წარმოდგენილია შედარებით მცირე ზომის
უბნებში.
სმენაზე პასუხიმგებელი თავის ტვინის უბანი განლაგებული საფეთქლის წილში, თხემის
წილის ქვემოთ. საფეთქლის წილში წაროებს სმენითი ინფორმაციის რთული ანალიზი. ამ სახის
ანალიზი აუცილებელია როგორც მეტყველების გაგებისთვის, ისე სიმფონიების მოსასმენად.
აღნიშნული წილის შიგნითაც ვლინდება სპეციალიზაცია - საფეთქლის წილის ზოგიერთი უბანი
მგრძნობიარეა მაღალი სიხშირის ბგერების მიმართ, ხოლო გარკვეული უბნები კი - დაბალი
სიხშირის ბგერების მიმართ. სმენითი უბნები კონტრალატერალურად არის განლაგებული. თუმცა,
ორივე მხარეს მდებარე სმენით უბნებს ინფორმაცია ორივე ყურიდანაც მიეწოდება. თუკი,
მოვახდენთ ინდივიდის სმენითი ქერქის ელექტრულ სტიმულირებას, მას ექნება გარკვეული ხმების
შეგრძნება.

სურათი 2.8. მხედველობითი ტრაქტი და პირველადი მხედველობითი ქერქის გზები

26
ამონარიდი თავი 2-დან: კოგნიტური ნეირომეცნიერება
Robert J. Sternberg & Karin Sternberg “Cognitive Psychology”, 6th edition

მხედველობის ქერქი, ძირითადად, განლაგებულია კეფის წილში. მხედველობითი


ინფორმაციის გადამცემი ზოგიერთი ბოჭკო მარცხენა თვალიდან იფსილატერალურად მიემართება
მარცხენა ჰემისფეროში, ხოლო მარჯვენა თვალიდან მარჯვენა ჰემისფეროში. დანარჩენი ბოჭკოები
გადაიკვეთება ოპტიკური ქიაზმის არეში (ბერძნული სიტყვიდან ,,ვიზუალური X“, ანუ ,,მხედველობითი
გადაკვეთა“) და მიემართება საპირისპირო ჰემისფეროში (სურათი 2.8). კერძოდ, ორივე თვალის
მარცხენა მხედველობითი ველიდან ნერვული ბოჭკოები მიემართება მხედველობითი ველის მარჯვენა
მხარეს. შესაბამისად, ორივე თვალის მარჯვენა მხედველობითი ველი აგზავნის ინფორმაციას
მხედველობითი ველის მარცხენა მხარეს.

თავის ტვინი ძალიან რთული სტრუქტურაა და მკვლევრები იყენებენ სხვადასხვა ტერმინებს ტვინის
იმ ნაწილების აღსანიშნად, რომლებზეც საუბრობენ. სურათზე 2.6 ახსნილია რამდენიმე ტერმინი,
რომელიც ხშირად გამოიყენება თავის ტვინის სხვადასხვა უბნების აღსაწერად. ესენია: rostral, ventral,
caudal, and dorsal. ყველა ეს სიტყვა მომდინარეობს ლათინური ენიდან და აღნიშნავს ტვინის ნაწილებს
სხეულის სხვადასხვა ნაწილებთან მიმართებაში.

• Rostral - როსტრალური, აღინიშნება ტვინი წინა ნაწილი (პირდაპირი მნიშვნელობით ,, ცხვირის


არე“).
• Ventral - ვენტრალური, აღინიშნება ტვინის ფუძის ზედაპირი (მუცლის მხარე)
• Caudal - კაუდალური, სიტყვა-სიტყვით ნიშნავს ,,კუდს“, და ამ სტყვით აღინიშნება ტვინის უკანა
მხარე.
• Dorsal - დორზალური, აღინიშნება ტვინის ზედა ნაწილი (სიტყვა-სიტყვით ნიშნავს ,,ზურგს“
ხოლო ცხოველებში ზურგის მხარე ზემოთაა).
თავის ტვინი შეადგენს ზრდასრული ადამიანი მასის ერთ მეორმოცედს. მიუხედავად ამისა, თავის
ტვინი იყენებს სხეულში არსებული სისხლის ერთ მეხუთედს, გლუკოზის ერთ მეხუთედს და
ჟანგბადის ერთ მეხუთედს. ამასთან ერთად, თავის ტვინი არის შემეცნების უზენესი ორგანო. ტვინის
სტრუქტურისა და ფუნქციების შესწავლა, მისი ნერვული და უჯრედული ორგანიზაციის ჩათვლით,
არსებითია კოგნიტური ფსიქოლოგიის შესწავლისათვის.

კოგნიტური ნეირომეცნიერების თანამედროვე ტენდენციაა ყურადღების გამახვილება


ფუნქციების ლოკალიზებაზე; შესაბამისად ის გვთავაზობს ამ თავის დასაწყისში განხილული ფსიქიკა-

27
ამონარიდი თავი 2-დან: კოგნიტური ნეირომეცნიერება
Robert J. Sternberg & Karin Sternberg “Cognitive Psychology”, 6th edition

სხეულის საკითხის ახლებურ გააზრებას. კითხვა ,,სად არის ლოკალიზებული ფსიქიკა?“ შეიცვალა
კითხვით ,,სად არის ცალკეული კოგნიტური ოპერაციები ლოკალიზებული ნერვულ სისტემაში?“.
მოცემულ ტექსტში ბევრჯერ დავუბრუნდებით ამ კითხვებს ცალკეულ კოგნიტური ოპერაციებთან
მიმართებაში და დეტალურად განვიხილავთ ამ ოპერაციებს.

ნეირონის სტრუქტურა და ფუნქცია


იმისათვის რომ გავიგოთ, თუ როგორ ამუშავებს ინფორმაციას ნერვული სისტემა, საჭიროა
შევისწავლოთ ნერვული სისტემის შემადგენელი ნერვული უჯრედების სტრუქტურა და ფუნქციები.
ნერვულის სისტემის ცალკეული უჯრედები, ნეირონები, ატარებენ სიგნალებს ნერვული სისტემის ერთი
უბნიდან სხვა უბნების მიმართულებით (Carlson, 2006; Shepherd, 2004). ყველაზე დიდი კონცენტრაციით
ნეირონები თავის ტვინის ნეოკორტექსშია. ნეოკორტექსი თავის ტვინის ნაწილია, რომელიც
დაკავშირებულია რთულ შემეცნებით პროცესებთან. ეს ქსოვილი შეიძლება შეიცავდეს 100 000 ნეირონს
ერთ კუბურ მილიმეტრზე (Churchland & Sejnowski, 2004). ნეირონები, როგორც წესი, შეადგენს
ორგანიზებულ ქსელს, რომლის შიგნით, ინფორმაციის გადამუშავების პროცესში, უჯრედები
უზრუნველყოფენ ერთმანეთს ინფორმაციითა და უკუკავშირით (Vogels, Rajan, & Abbott, 2005).
ნეირონები განსხვავდებიან სტრუქტურის მიხედვით, მაგრამ მათი უმრავლესობა შედგება ოთხი
ძირითადი ნაწილისგან. როგორც მოცემულია სურათზე 2.9, ეს ნაწილებია სომა (უჯრედის სხეული),
დენდრიტები, აქსონი და ტერმინალური ბალთა.
სომა შეიცავს უჯრედის ბირთვს (ცენტრალური ნაწილი, რომელიც ასრულებს უჯრედის
მეტაბოლურ და რეპროდუქციულ ფუნქციებს), პასუხისმგებელია ნეირონის სიცოცხლისუნარიანობაზე
და აკავშირებს აქსონსა და დენდრიტებს. დენდრიტების უმრავლესობას აქვს დატოტვილი სტრუქტურა.
დენდრიტები იღებენ ინფორმაციას სხვა ნეირონებიდან, ხოლო სომა ახდენს მიღებული ინფორმაციის
ინტეგრაციას. დასწავლა გულისხმობს ახალი ნეირონული კავშირების შექმნას. ამრიგად, დასწავლის
პროცესი მიმდინარეობს თავის ტვინში დენდრიტების დატოტვის და გაზრდის რთული პროცესთან
ერთად. ცალკეული აქსონი არის გრძელი, თხელი მილაკი, რომელიც გამოდის (ზოგჯერ იტოტება)
სომიდან და პასუხობს შესაბამის ინფორმაციაზე, ელექტროქიმიური სიგნალების გატარებით. სიგნალი
აქსონით გადაეცემა ტერმინალს (აქსონის ბოლოს), სადაც სიგნალი გადაეცემა სხვა ნეირონებს.
აქსონები, ძირითად, ორი სახისაა. აქსონების ეს სახეები განსხვავდება მიელინის გარსის
მიხედვით და გვხვდება თითქმის თანაბარი ალბათობით. მიელინი არის თეთრი, ცხიმოვანი ნივთიერება,
რომელიც გარს ეკვრის ნერვული სისტემის გარკვეული სახის აქსონებს. სწორედ ასეთი ტიპის აქსონები
შეადგენენ ტვინის თეთრ ნივთიერებას, რადგან მიელინი აძლევს მას ღია შეფერილობას. როგორც
აღინიშნა, ზოგიერთი აქსონი არის მიელინიზებული (გააჩნია მიელინის შრე). ეს შრე, რომელიც
გამოყოფს და იცავს გრძელ აქსონს სხვა ნეირონებთან ელექტრული ინტერფერენციისგან, ასევე
აჩქარებს ინფორმაციის გადაცემას. ფაქტიურად, მიელინიზებული აქსონის მიერ იმპულსის გადაცემის
სიჩქარე შეიძლება აღწევდეს 100 მეტრს წამში (დაახლოებით, 224 მილი ერთ საათში). უფრო მეტიც,
მიელინი არ არის თამაბრად და უწყვეტად განაწილებული აქსონის მთელს სიგრძეზე. მიელინის გარსი
ზოგიერთ ადგილას გაწყვეტილია რანვიეს შევიწროვებით. რანვიეს შევიწროვება პატარა ნაპრალია

28
ამონარიდი თავი 2-დან: კოგნიტური ნეირომეცნიერება
Robert J. Sternberg & Karin Sternberg “Cognitive Psychology”, 6th edition

მიელინის გარსში, რომლის დანიშნულებაა გადაცემის სისწრაფის გაზრდა, ელექტრული სიგნალების,


იგივე, მოქმედების პოტენციალის, აღმოცენების ხელშეწყობის გზით და შემდეგ მათი გადაცემით
აქსონში. ზოგიერთი ნერვის აქსონის მიელინის გარსის გადაგვარებას უკავშირდება გაფანტული
სკლეროზი. გაფანტული სკლეროზი აუტოიმუნური დაავადებაა, რომელიც ვლინდება კოორდინაციისა
და წონასწორობის დარღვევებში. მძიმე შემთხვევებში, ეს დაავადება ფატალურია. მეორე სახის
აქსონებს მიელინის გარსი საერთოდ არ გააჩნია. როგორც წესი, ეს არამიელინიზებული აქსონები
გაცილებით მოკლე და პატარაა (ასევე უფრო ნელიც), ვიდრე მიელინიზებული აქსონები. ამ ტიპის
აქსონებს არ ესაჭიროებათ სიგნალების გადაცემის მაღალი სისწრაფე (Giuliodori & DiCarlo, 2004).
ტერმინალური ბალთა მცირე ზომის ბუშტუკებითაა დაფარული (knobs) აქსონის დაბოლოებაზე.
ტერმინალურ ბალთა არ ეხება მეზობელი ნეირონის დენდრიტებს. დენდრიტსა და ბალთას შორის
არის მცირე ნაპრალი, სინაფსი. სინაფსი აკავშირებს ტერმინალურ ბალთასა და ერთ ან რამდენიმე
ნეირონის დენდრიტებს (ზოგჯერ სომას)(Carlson, 2006). სინაფსებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს
შემეცნების პროცესებისათვის. მაგალითად, ვირთხების თავის ტვინში, დასწავლის შედეგად,
გამოვლინდა სინაფსების როგორც რაოდენობრივი, ისე მეტრიკული ზრდა (Federmeier, Kleim &
Greenough, 2002). ალცჰაიმერის დაავადებისათვის დამახასითებელი კოგნიტური ფუნქციონირების
დაქვეითება უკავშირდება ნერვული იმპულსების სინაფსური გადაცემის გამოხატულ დაქვეითებას
(Selkoe, 2002). ნეირონებს შორის სიგნალის გადაცემა ხდება მაშინ, როდესაც ტერმინალური ბალთა
სინაფსში გამოყოფს ერთ ან მეტ ტრანსმიტერს. ნეიროტრანსმიტერი არის ქიმიური მესინჯერი,
რომელსაც გადაქვს ინფორმაცია სინაფსური ნაპრალის მეშვეობით მეზობელი ნეირონის
დენდრიტებისკენ (vonBohlen und Halbach & Dermietzel, 2006). მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერებმა
აღმოაჩნეს 100-ზე მეტი სახის ნეიროტრანსმიტერი, როგორც ჩანს, კიდევ უფრო მეტი სახის ნივთიერება
ჯერ კიდევ აღმსაჩენია. მედიკოსი და ფსიქოლოგი მკვლევრები მუშაობენ ახალის სახის
ნეიროტრანსმიტერების აღმოჩენასა და შესწავლაზე. კერძოდ, მათ სურთ გაიგონ როგორია
ნეიროტრასმიტერის ურთიერთქმედება სხვადასხვა ნივთიერებებთან, გუნება-განწყობილებასთნ,
უნარებსა და აღქმასთან.
მეცნიერებამ უკვე ბევრი იციან ნერვულ ბოჭკოებში იმპულსის გადაცემის მექანიზმების შესახებ.
მაგრამ შედარებით ნაკლებია ცნობილი ნერვული სისტემის ქიმიურ აქტივობისა და სხვადასხვა
ფსიქიკური მდგომარეობის ურთიერთმიმართების შესახებ. მიუხედავად შეზღული ცოდნისა, გარკვეული
წარმოდგენა მაინც არსებობს იმის შესახებ, თუ რა გავლენა აქვს ზოგიერთ ნივთიერებას ფსიქიკურ
ფუნქციონირებაზე. დღეისათვის, ცნობილია სამი სახის ნივთიერება, რომელიც მონაწილეობს
იმპულსების გადაცემაში:
• მონოამინური ნეიროტრანსმიტერები სინთეზირდება ნერვულ სისტემაში ჩვენ რაციონში
შემავალ ერთ-ერთი ამინომჟავაზე (შედგება პროტეინებისაგან, როგორიცაა ქოლინი,
თიროზინი, ტრიპტოფანი) ფერმენტული ზემოქმედების შედეგად (მაგ. აცეტილქოლინი,
დოფამინი და სეროტონინი);
• ამინო-მჟავური ნეიროტრანსმიტერები მიიღება პირდაპირ ჩვენს რაციონში შემავალი
ამინომჟავებისგან, ყოველგვარი შემდგომი სინთეზის გარეშე (მაგ. გამა- ამინო ერბოს მჟავა ან
გაბა GABA);

29
ამონარიდი თავი 2-დან: კოგნიტური ნეირომეცნიერება
Robert J. Sternberg & Karin Sternberg “Cognitive Psychology”, 6th edition

• ნეიროპეპტიდები - პეპტიდური ჯაჭვებია (მოლეკულები, რომლებიც შედგება ორი ან მეტი


ამინომჟავის ნაწილებისაგან);

დენდრიტი აქსონის
ტერმინალური
ბალთა

სომა (უჯრედის სხეული)

ბირთვი

აქსონი
მიელინის გარსი

სურათი 2.9 ნეირონის აგებულება..


სურათზე ნაჩვენებია ნეირონი და ნეირონის შემადგენელი ნაწილები. ინფორმაცია აღწევს დენდრიტებში, აქსონის გავლით
და მიემართება ტერმინალური ბალთებისკენ.
წყარო: ფსიქოლოგიიდან : ადამიანის გონების ძიებაში ჯ. სტერნბერგი, 2000, Harcourt Brace & Company, გამოყენებულია
გამომცემლობის ნებართვით.

ცხრილი 2.2 ცხრილში 2.2 მოცემულია ნეიროტრანსმიტერების მაგალითები, ნერვული სისტემის ფუნქციების კავშირი
ამ ნეიროტრასმიტერებთან და ამ ნეიროტრანსმიტერების მიმართება ცალკეულ კოგნიტურ პორცესებთან.

30
ამონარიდი თავი 2-დან: კოგნიტური ნეირომეცნიერება
Robert J. Sternberg & Karin Sternberg “Cognitive Psychology”, 6th edition

ტრანსმიტერი აღწერა ძირითადი ფუნქციები მაგალითები


აცეტილქოლინი მონოამინური თავის ტვინის შემთხვევაში ითვლება, რომ მონაწილეობს
(Ach) ნეიროტრანსმიტერი ამგზნები, ხოლო სხვა დამახსოვრების პროცესში, რადგან
სინთეზირდება შემთხვევებში ამგზნები (ჩონჩხის დიდი რაოდენობით ნაპოვნია
ქოლინისგან კუნთები) ან შემაკავებელი ჰიპოკამპში.
(გულის კუნთი). (McIntyre et al., 2002)

პარკინსონის დაავადება
მონოამინური ხასიათდება ტრემორითა და
დოფამინი (DA) ნეიროტრანსმიტერი გავლენას ახდენს კიდურების რიგიდულობით.
მოძრაობებზე, ყურადღებაზე და გამომწვევი მიზეზია DA-ს
დასწავლაზე; უპირატესად არასაკმარისი რაოდენობა ; ხოლო
შემაკაველი ზემოქმდება აქვს, შიზოფრენიის ზოგიერთ სიმპტომს
თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში, უკავშირებენ DA-ს ჭარბ ოდენობას.
ამგზნებიც.

ეპინეფრინი და მონოამინური ჰორმონები (ასევე ცნობილი ჩართულია სხეულის რეაქციებში,


ნორეპინეფრინი ნეიროტრანსმიტერი, ადრენალინისა და როგორიცაა გაქცევა- თავდასხმა,
სინთეზირდება ნორადრენალინის სახელით) შიში და სიბრაზე.
თიროზინიდან. ჩართულნი არიან სიფხიზლისა
და ყურადღების რეგულაციაში.

მონაწილეობს ძილ-ღვიძილის,
სეროტონინი მონოამინური სიფხიზლის, სიზმრისა და ჩვეულებრივ, თრგუნავს სიზმარს
ნეიროტრანსმიტერი, გუნების რეგულაციაში. სეროტონინის დეფიციტს
სინთეზირდება ძირითადად აქვს შემაკავებელი აკავშირებენ მძიმე დეპრესიასთან.
რტიპტოფანიდან ეფექტი. ზოგიერთ შემთხვევაში
ამგზნებია.

აქვს ზოგადი დღეისათვის, ითვლება რომ


GABA (გამა ამინო ამინომჟავური ნეირომოდულატორული გავლენას ახდენს მეხსიერებისა და
ერბო მჟავა) ნეიროტრანსმიტერი ზემოქმედება, აქსონის დასწავლის გარკვეულ მექანიზმებზე
პრესინაფსების შეკავების (Izquierdo & Medina, 1997)
შედეგად.

ახდენს ზოგად ასევე ითვლება, რომ გავლენას


გლუტამატი ამინომჟავური მოდულატორულ ეფექტს, ახდენს მეხსიერებისა და დასწავლის
ნეიროტრანსმიტერი აქსონების პრესინაფსების გარკვეულ მექანიზმებზე
აგზნების გზით. (Riedel, Platt, & Micheau, 2003)

ენდორფინები გარკვეულ როლს


ახდენს ზოგად ასრულებენ ტკივილის
ნეიროპეპტიდები პეპტიდური ჯაჭვები, მოდულატორულ ეფექტს, შემსუბუქებაში. ზოგჯერ
რომლებიც აქსონების პოსტსინაფსურ ნეირომოდულატორი პეპტიდები
მოქმედებენ როგორც მემბრანებზე ზემოქმედებით. გამოიყოფა Ach-ს ეფექტის
ნეიროტრანსმიტერები გასაძლიერებლად.

31
ამონარიდი თავი 2-დან: კოგნიტური ნეირომეცნიერება
Robert J. Sternberg & Karin Sternberg “Cognitive Psychology”, 6th edition

აცეტილქოლინს აკავშირებენ მეხსიერების ფუნქციებთან, ხოლო აცეტილქოლინის ნაკლებობა,


ალცჰაიმერის დაავადების შემთხვევაში, კავშირშია ამ დაავადების მქონე პაციენტებში მეხსიერების
დარღვევებთან (Hasselmo, 2006). აცეტილქოლინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ძილ-ღვიძილის
პროცესებში. როდესაც ადამიანს ღვიძავს ბაზალური წინა ტვინისა და ტვინის ღეროს ე.წ ქოლინერგული
ნეირონების აქტვივობა იზრდება (Rockland, 2000)..
დოფამინს უკავშირებენ ყურადღებას, დასწავლასა და მოძრაობების კოორდინაციას. ეს
ნეიროტრანსმიტერი, ასევე, მონაწილეობს მოტივაციურ პროცესებში, როგორიცაა დაჯილდოება და
განმტკიცება. შიზოფრენიის მქონე პაციენტებში ვლინდება დოფამინის მაღალი დონე. ამ ფაქტმა
საუძველი ჩაუყარა ,,შიზოფრენის დოფამინურ თეორიას“, რომლის თანახმად, დოფამინის მაღალი
დონე, ნაწილობრივ, შიზოფრენიის მდგომარეობის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია. შიზოფრენიის
სამკურნალო პრეპარატები სწორედ ხშირად დოფამინის აქტივობას აკავებენ (von Bohlen und Halbach
& Dermietzel, 2006). პარკინსონის დაავადების მქონე პაციენტები, კი პირიქით, განიცდიან დოფამინის
ნაკლებობას, რაც იწვევს ამ დაავადებისათვის დამახასიათებსლ ტრემორს და მოძრაობების
გაძნელებას. როდესაც ასეთი პაციენტი იღებს მედიკამენტებს, რომლებიც დოფამინის დონეს ზრდის,
ისინი (ისევე, როგორც ჯანმრთელი პირები, ვინც იღებს დოფამინს) ზოგჯერ ამჟღავნებენ აზარტული
თამაშებისადმი პათოლოგიურ დამოკიდებულებას. აღნიშნული დამოკიდებულება კომპულსიური
აშლილობაა, რაც იმპულსის კონტროლის დარღვევის შედეგია. როდესაც დოფამინით მკურნალობა
წყდება, ამ პაციენტებს აზარტული მოქმედება აღარ აღენიშნებათ (Drapier et al., 2006; Voon et al., 2007;
Abler et al., 2009). ამ მონაცემებით კიდევ ერთხელ დასტურდება დოფამინის როლი მოტივაციურ
პროცესებში და იმპულსის კონტროლში.
სეროტონინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს კვებასთან და სხეულის წონის რეგულირებასთან
დაკავშირებულ პროცესებში. სეროტონინის მაღალი დონე გარკვეულ როლს ასრულებს ზოგიერთი
ტიპის ანორექსიის შემთხვევაში. კერძოდ, სეროტონინი, როგორც ჩანს მონაწილობას იღებს ისეთი ტიპის
ანორექსიის აღმოცენებაში, რომლიც კავშირშია რაიმე დაავადებასთნ ან დაავადების მკურნალობის
პროცესთან. მაგალითად, პაციენტები, რომლებსაც აქვთ კიბოს ან დიალიზის დიაგნოზი, ხშირად
განიცდიან მადის ძლიერ დაქვეითებას (Agulera et al., 2000; Davis et al., 2004). მადის დაკარგვა ორივე
ზემოთაღნიშნულ შემთხვევაში, დაკავშირებულია სეროტონინის მაღალ დონესთან. სეროტონინი ასევე
მონაწილეობს აგრესიისა და იმპულსურობის რეგულაციაში (Rockland, 2000). ის პრეპარატები,
რომლებიც ბლოკავენ სეროტონინს, ზრდიან აგრესიული ქცევის გამოვლინებებს.
ზემოთ აღნიშნული აღწერა მნიშვნელოვნად ამარტივებს მუდმივი ნეირონული კომუნიკაციის
სირთულეს. ასეთი კომპლექსურობის გამო ძნელია სწორი წარმოდგენის ჩამოყალიბება იმის შესახებ,
თუ რა ხდება ჯანმრთელ თავის ტვინში, როდესაც ვაზროვნებთ, განვიცდით და ვურთიერთქმედებთ გარე
სამყაროსთან. ბევრი მკვლევარი ცდილობს შეისწავლოს თუ რა ხდება ინფორმაციის გადამუშავების
პროცესში, სხვადასხვა ნევროლოგიური და ფსიქიკური დაავადებების მქონე პირების თავის ტვინში
მიმდინარე პროცესების დარღვევების შესწვლით. დეპრესიის შემთხვევაში, მაგალითად, გასული
საუკუნის 50-იანი წლების დასაწყისში პრეპარატი (იპრონიაზიდი, მონოამინოქსიდაზის ინჰიბიტორი),
რომელიც გამოიყენეოდა ტუბერკულოზის სამკურნალოდ, აღმოჩნდა, რომ აუმჯობებდა გუნება-
განწყობილებას. ამ აღმოჩენამ საფუძველი ჩაუყარა დეპრესიის მიზეზების კვლევას. იმის გაგება რომ
შეგვეძლოს, რა არის გამოსული მწყობრიდან, ანუ რა ქიმიური ნევთიერებების ბალანსია დარღვეული,

32
ამონარიდი თავი 2-დან: კოგნიტური ნეირომეცნიერება
Robert J. Sternberg & Karin Sternberg “Cognitive Psychology”, 6th edition

შევძლებდით იმის ახსნას, თუ როგორი უნდა იყოს აღნიშნული პროცესებები ნორმაში და რა უნდა
შევცვალოთ, რომ აღვადგინოთ ეს ბალანსი. ამის მიღწევის ერთ-ერთი გზა, შესაძლოა, აუცილებელი
ნეიროტრანსმიტერების უზრუნველყოფა ან ჭარბი ნეიროტრანსმიტერის ინჰიბიციაა.

რეცეპტორები და ფსიქოაქტიური ნივთიერებები


თავის ტვინის რეცეპტორები, რომლებზეც სტანდარტული ნეიროტრანსმიტერები ზემოქმედებს,
შესაძლოა დაიპყროს ფსიქოფარმაკოლოგიურად აქტიურმა ნევთიერებებმა, როგორც ლეგალურად,
ისე არალეგალურად. ასეთ შემთხვევაში, ნივთიერების მოლეკულები ჯდება რეცეპტორებზე,
რომლებიც, ჩვეულებრივ, განკუთვნილია ნეიროტრანსმიტერისათვის - ნივთიერებებისათვის,
რომლებიც გამოიყოფა სხეულის შიგნით. აღნიშნული პრეპარატების მოხმარების შეწყვეტის
შემთხვევაში ვლინდება აბსტინენტური სინდრომი. როდესაც ადამიანს უჩნდება ნარკოდამოკიდებულება
გარკვეული ნივთიერების მიმართ, მკურნალობა მწვავე (ზიანი მიღებული დოზის ერთჯერადი
გადაჭარბების გამო) და ქრონიკული (ზიანი გამოწვეული ნივთიერებაზე ხანგრძლივი
დამოკიდებულებით) ინტოქსიკაციის შემთხვევში განსხვავებულია. მწვავე ინტოქსიკაციას, ხშირად,
კურნავენ ნალოქსონით და მსგავსი მედიკამენტებით. ნალოქსონი (და სხვა მსგავსი მედიკამენტები, მაგ.,
ნალტრექსონი) იკავებენ ოპიატების რეცეპტორებს უფრო სწრაფად, ვიდრე თავად ოპიატები; ამრიგად,
ნარკოტიკის ზემოქმედება იბლოკება. ფაქტიურად ნალოქსონს იმდენად დიდი მსგავსება აქვს
ენდორფინებთან, რომ ის ანაცვლებს ნარკოტიკული ნივთიერების მოლეკულებს ამ რეცეპტორებზე,
ხოლო შემდეგ გადაინაცვლებს რეცეპტორის შიგნით. ამასთან, ნალოქსონი არ იწვევს
ნარკოდამოკდებულების ჩამოყალიბებას. მიუხედავად იმისა, რომ ის უკავშირდება რეცეპტორებს, ის არ
ააქტივებს მათ. მართალია, ეს მედიკამენტი შეიძლება გადამწყვეტი იყოს სიცოცხლის
შენარჩუნებისათვის იმ შემთხვევებში, როდესაც ადგილი აქვს ოპიატებით ინტოქსიკაციას, მაგრამ მისი
ზემოქმედება ძალიან ხანმოკლეა. ამრიგად, მისი გამოყენება ნარკოდამოკიდებულების ხანგრძლივი
მკურნალობის მიზნით უეფექტოა. ნარკოტიკული დეტოქსიკაციის შემთხვევაში გამოიყენება მეტადონი
(ხშირად ჰეროინზე დამოკიდებულების შემთხვევაში). მეტადონი უკავშირდება ენდორფინის
რეცეპტორებს, ნალოქსონის მსგავსად, ამცირებს ჰეროინის ნაკლებობის განცდას და აბსტინენტურ
სინდრომს ნარკოდამოკიდებულ პირებში. ჩანაცვლების შემდეგ, თანდათან დოზის შემცირების გზით,
ხდება პაციენტის გათავისუფლება ნარკოდამოკიდებულებისაგან. სამწუხაროდ, მეტადონის
გამოყენებას ზღუდავს ის ფაქტი, რომ მეტადონის მიმართ დამოკიდებლების ჩამოყალიბება ხდება.

ცნებების შემოწმება

1. დაასახელეთ თავის თვის ტვინის თითოეული ნაწილის (წინა ტვინი, შუა ტვინი და უკანა ტვინი)
ძირითადი სტრუქტურები და მათი ფუნქციები.
2. რას ნიშნავს ფუნქციების ლოკალიზაცია?
3. რატომ მიაჩნიათ მეცნიერებს, რომ თავის ტვინს გააჩნია ჰემისფერული სპეციალიზაცია?
4. ჩამოთვალეთ თავის ტვინის ოთხი წილი და მათთან დაკავშირებული ფუნქციები.
5. როგორ გადასცემენ ნეირონები ინფორმაციას?

33
ამონარიდი თავი 2-დან: კოგნიტური ნეირომეცნიერება
Robert J. Sternberg & Karin Sternberg “Cognitive Psychology”, 6th edition

34

You might also like