You are on page 1of 45

ნერვული სისტემა.

ზურგის ტვინი.
ზურგის ტვინის გარეგანი და შინაგანი აგებულება.

დოცენტი
ნაზაროვა
დარია
ნერვული სისტემა

სომატური ვეგეტატიური

ცნს პნს სიმპათიკური პარასიმპათიკურ


ნერვული
კვანძები
ცნს პნს ცნს პნს
თავის ზურგის
ტვინი ზტნ
ტვინი
თტნ
ნერვული
წნული
 ნერვული სისტემა იქმნება ნერვული ქსოვილით. ნერვული
ქსოვილი შედგება ნერვული უჯრედებისაგან - ნეირონებისა და
ნეიროგლიური უჯრედებისაგან.
 ნეირონი არის ნერვული სისტემის სტრუქტურული და ფუნქციური ერთეული.
 მათი ფორმა მთლიანადაა დამოკიდებული შესრულებულ ფუნქციაზე. ყოველ ნეირონს
გააჩნია სხეული, რაც წარმოდგენილია, როგორც გაფართოებული ნაწილი, სადაც
ლოკალიზებულია ბირთვი და ორი ან მეტი გამონაზარდი, მორჩი (აქსონი და დენდრიტები).
აქსონები ატარებენ იმპულსს ნეირონის სხეულიდან პერიფერიისაკენ, ხოლო დენდრიტები —
უჯრედის სხეულისაკენ.
ნეირონების ტიპები:
 nervuli ujredis sxeulidan
gamomavali morCebis
raodenoba SeiZleba
mniSvnelovnad
cvalebadobdes,
Sesabamisad amisa,
ganasxvaveben:
 uni-, fsevdo-, bi- da
multipolarul neironebs.
 ნეირონთა სამი მთავარი ჯგუფი არსებობს, ესენია:
1. სენსორული, აფერენტული (მგრძნობიარე) ნეირონები;

2. მოტორული, ეფერენტული (მამოძრავებელი) ნეირონები;

3. ინტერნეირონები, გამტარი.

 სენსორული ნეირონები ინფორმაციას იღებენ სენსორული რეცეპტორებიდან და მას


ცენტრალური ნერვული სისტემისკენ ატარებენ.

 მოტორული ნეირონები ინფორმაციას ცენტრალური ნერვული სისტემიდან კუნთებისა და


ჯირკვლებისკენ ატარებენ.

 ტვინის ნეირონთა ძირითად მასას ინტერნეირონები ქმნიან, რომლებიც ერთ ნეირონს


მეორესთან აკავშირებს. ინფორმაციას სენსორულიდან მოტორულ ან სხვა სახის
ინტერნეირონებს გადასცემენ. თითოეულ მოტორულ ნეირონზე ტვინში დაახლოებით ხუთი
ათასი ინტერნეირონი მოდის, რომლებიც ტვინის ძირითად მუშა მასას ქმნიან.
 ნეირონთაშორისი სინაფსები არის სპეციალური კონტაქტები, რომლებიც
უზრუნველყოფენ ნერვული იმპულსის გადაცემას ერთი ნეირონიდან
მეორეზე.
რეცეპტორების ტიპები ლოკალიზაციის მიხედვით

 ექსტერორეცეპტორები - აღიქვამენ გაღიზიანებას გარე გარემოდან.


განლაგებულია სხეულის გარე ზედაპირზე, კანსა და ლორწოვან გარსებზე,
გრძნობის ორგანოებში;

 ინტერორეცეპტორები - იღებენ გაღიზიანებას სხეულის შიდა გარემოდან,


როდესაც იცვლება ქიმიური შემადგენლობა და წნევა ქსოვილებსა და
ორგანოებში;

 პროპრიორეცეპტორები - აღიქვამენ გაღიზიანებას კუნთებიდან,


ფასციებიდან, სახსრებიდან, სახსრების კაფსულებიდან, მყესებიდან.
ზურგის ტვინის განვითარება

 ექტოდერმის ტვინის უჯრედების გამრავლება ქმნის პირველად


ნერვულ მილს. ემბრიონის უკანა ნაწილის ექტოდერმიდან
წარმოიქმნება ნერვული ფირფიტა, საიდანაც შემდგომში ყალიბდება
ნერვული ღარი, შემდეგ კი ნერვული მილი. თავის ბოლოში, ნერვული
მილი სქელდება და ქმნის ტვინის დასაწყისს. კაუდალურ ნაწილში
მისგან ვითარდება ზურგის ტვინი, რომელიც სხეულის სეგმენტური
აგებულების მიხედვით იყოფა ურთიერთდაკავშირებულ სეგმენტებად.
 შერწყმის შემდეგ, ნერვული მილი ჩამორჩება ექტოდერმას და
იძირება მეზოდერმში.
 ნერვული მილის გვერდითი ნაწილები სქელდება და აყალიბებს
ადამიანის ემბრიონი
ზურგის ტვინის მედიალურ ღეროებს. მე-3 კვირის დასაწყისი
 მილის ვენტრალური და დორსალური ნაწილები ერთმანეთისგან
განცალკევებით ვითარდება, ქმნიან ზურგის ტვინის წინა და უკანა
რქებს და ზურგის ტვინის გვერდით ღეროებს.
 ზურგის ტვინი, medulla spinalis (ბერძ-myelos) - მოთავსებულია ხერხემლის არხში;

 ზურგის ტვინი ხერხემლის არხს მთლიანად ავსებს ემბრიონული განვითარების მეხუთე


თვემდე;

 ონტოგენეზის შემდგომ პერიოდში ხერხემალი სწრაფად იზრდება და ხერხემლის არხის

კაუდალური მონაკვეთი თანდათან თავისუფლდება ზურგის ტვინისაგან;

 ახალშობილის ზურგის ტვინი 14 სმ სიგრძისაა, ქვედა საზღვარი არის წელის II ხერხემლის

დონე. 2 წლისთვის ზურგის სიგრძე იზრდება 20 სმ-მდე, ხოლო 10 წლისთვის - 28 სმ-მდე , ყველაზე
სწრაფად გულმკერდის სეგმენტები იზრდება.

 ზურგის ტვინის ზრდა გრძელდება 20 წლამდე. მისი წონა ახალშობილებთან შედარებით

დაახლოებით 8-ჯერ იზრდება.

 ზრდასრული ადამიანის ზურგის ტვინი ხერხემლის არხს ავსებს მხოლოდ წელის I-II მალამდე

და ზურგის ტვინის წონა 30-32 გრამია, ხოლო სიგრძე - 41-45 სმ (მამაკაცის ზურგის ტვინის
სიგრძე და წონა ჭარბობს ქალისას).
ემბრიონული განვითარების 4 თვის შემდეგ ზურგის ტვინი იწყებს ზრდაში ხერხემლის
ჩამორჩენას. დაბადებისას ზურგის ტვინი მთავრდება მესამე წელის ხერხემლის დონეზე და
მოზრდილებში ზურგის ტვინის ქვედა საზღვარი შეესაბამება 1-2 წელის ხერხემლის დონეს.
ზურგის ტვინის აგებულება
ზურგის ტვინს წინა-უკანა მიმართულებით ოდნავ შებრტყელებული ცილინდრის
ფორმა აქვს. რომელიც ზევით (კრანიალურად) გადადის medulla oblongata-ში, ხოლო
ქვემოთ (კაუდატურად) მთავრდება ტვინოვანი კონუსით, conus medullaris - II წელის
ხერხემლის დონეზე.

ამ ფაქტის ცოდნას პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს იმისთვის, რომ არ დაზიანდეს


ზურგის ტვინი, წელის პუნქციის დროს ცერებროსპინალური სითხის აღების ან
სპინალური ანესთეზიის დროს, - აუცილებელია ნემსის შეყვანა III და IV წელის
მალების წვეტიან მორჩებს შორის.

Conus medullaris-დან ქვევით გრძელდება ეგრეთ წოდებული საბოლოო ძაფით, filum


terminale - რომელიც წარმოადგენს ზურგის ტვინის ატროფირებულ ქვედა ნაწილს და
მიმაგრებულია II კუდუსუნის ხერხემალზე.
 ზურგის ტვინი იყოფა მარჯვენა და მარცხენა ნაწილად. ეს ნაწილები აგრეთვე იყოფა სამ-სამ
სვეტად: წინა, გვერდით და უკანა ლარებად - funiculus anterior, funiculus lateralis და funiculus
posterior. კისრის და ზედა გულმკერდის მიდამოებში funiculus posterior იყოფა
შუალედური ღარით, sulcus intermedius posterior, ორ კონად: fasciculus gracilis, ნაზი კონა და
fasciculus cuneatus, სოლისებრი კონა.

 ზურგის ტვინს წინიდან მთელ სიგრძეზე მიყვება საკმაოდ ღრმა ნაპრალი, fissura mediana
anterior. ხოლო უკნიდან შუა ღარი, sulcus medianus.

 თითეული ნახევარი, თავის მხრივ, იყოფა წინა გვერდითი ღარებით, sulcus anterolateralis და
უკანა გვერდითი, sulcus posterolateralis.

 ზურგის ტვინს თავის სიგრძეზე აქვს ორი შემსხვილება, რომელიც შეესაბამება ზედა და ქვედა
კიდურების ნერვულ ფესვებს: ზედას ეწოდება კისრის შემსხვილება, intumescentia cervicalis (C₃-
Th₂), ხოლო ქვედას ეწოდება წელგავის შემსხვილება, intumescentia lumbosacralis (Th₁₀-L₁). ამ
შემსხვილებათაგან უფრო ფართოა წელგავის, მაგრამ უფრო დიფერენცირებულია კისრის, რაც
ასოცირდება ხელის, როგორც შრომის ორგანოსთან, მის უფრო რთულ ინერვაციასთან.
 ზურგის ტვინი, სვეტებად დაყოფის გარდა,
დაყოფილია განივად, რაც მისი ფილოგენეზის
ადრეულ სტადიაზე შეძენილი თვისებაა. თითოეული
ასეთ დანაყოფი ზურგის ტვინის სეგმენტია. სეგმენტებს
შორის საზღვარს გამოხატავს გვერდით ღარებში
გამომავალი ზურგის ტვინის ნერვის წინა და უკანა
ფესვის ზედა ძაფების გამოსვლის დონე.
 იმის გამო, რომ ზურგის ტვინი უფრო მოკლეა, ვიდრე
ხერხემლის არხი, ნერვული ფესვების (სეგმენტების)
გამოსვლის ადგილი არ შეესაბამება მალთაშუა
ხვრელის დონეს. რაც შეეხება წელის უმეტეს და გავა-
კუდისუნის სეგმენტების ფესვებს, ისინი გავის არხში
ქმნიან ფესვების გროვას რაშის კუდს, cauda equina.
 ადამიანის ზურგის ტვინი იყოფა 31 სეგმენტად, 8
კისრის, 12 გულმკერდის, 5 წელის, 5 გავის და 1
კუდუსუნის სეგმენტად.
რაშის კუდი, cauda equina
 თითოეული სეგმენტის წყვილი (წინა და უკანა) ნერვული ფესვის გაერთიანებით იქმნება
ზურგის ტვინის ნერვის ღერო (truncus n. spinalis). განარჩევენ:

 ვენტრალური (წინა) ფესვი (radix ventralis anterior) - გამოდის წინა გვერდითი ღარიდან,
შეიცავს ეფერენტულ (დაღმავალ), ანუ ცენტრიდანულ მამოძრავებელ ნეირონებს;
დორსალური (უკანა) ფესვი (radix dorsalis posterior) - გამოდის უკანა გვერდით ღარიდან,
შეიცავს აფერენტულ (აღმავალ) ანუ ცენტრისკენულ მგრძნობიარე ნეირონების ბოჭკოებს,
რომელთა სხეულები მდებარეობს ზურგის ტვინის გარეთ, სპინალურ კვანძში (ganglion
spinale). მალთაშუა კვანძი იქმნება ფსევდოუნიპოლარული ნეირონებით და არ შეიცავს
სინაფსებს.

 ამგვარად, ზურგის ტვინის კვანძის წარმოქმნაში მონაწილეობს მხოლოდ უკანა ფესვი,


წინა ფესვი კი მჭიდროდ არის მასზე მიკრული და ორივე ფესვის ბოჭკოები მხოლოდ
კვანძიდან გამოსვლის შემდეგ ერთიანდება ერთიან ზურგის ტვინის ნერვად.
შინაგანი აგებულება

 ზურგის ტვინი შედგება რუხი ნივთიერებისგან, რომელიც შეიცავს ნერვულ უჯრედებს და თეთრი ნივთიერებისგან, რომელიც

შედგება მიელინირებული ნერვული ბოჭკოებისგან. ზურგის ტვინის სხვადასხვა უბანზე თეთრი და რუხი ნივთიერების

ფორმა, ასევე მათი შეფარდებითი პროპორცია განსხვავებულია. მაგალითად წელის გამსხვილების სეგმენტში რუხი

ნივთიერების ოდენობა თითქმის უტოლდება თეთრისას, ხოლო გულმკერდის სეგმენტებში იგი 5-6-ჯერ ნაკლებია.

 რუხი ნივთიერება, substantia grisea


 ზურგის ტვინის რუხი ნივთიერება შექმნილია ნერვული უჯრედებით, ნერვული ბოჭკოებითა და ნეიროგლიით. მისი ერთგვაროვანი ნერვული

უჯრედების მჭიდრო ჯგუფებად განლაგებითა და გაერთიანებით მიიღება ნერვული ბირთვები, ანუ ნერვული ცენტროები, რომლებიც ფუნქციის

შესაბამისად ზურგის ტვინის რუხ ნივთიერებაში ლაგდებიან განცალკევებულ სვეტებად და შესაბამისად ქმნიან: წინა და უკანა სვეტს. რუხი

ნივთიერება მდებარეობს ზურგის ტვინის შიგნით და ყველა მხრიდან გარშემორტყმულია თეთრი ნივთიერებით. ვერტიკალური სვეტები,

რომლებიც მდებარეობენ ზურგის ტვინის მარჯვენა და მარცხენა ნახევარში მათ შუაში მდებარეობს ზურგის ტვინის ვიწრო ცენტრალური არხი,

canalis centralis, რომელიც გადის მთელ სიგრძეზე და შეიცავს ცერებროსპინალურ სითხეს. ცენტრალური არხი არის პირველადი ნერვული

მილის ღრუს ნარჩენი. ამიტომ, ზედა ნაწილში იგი კომუნიკაციას უწევს თავის ტვინის IV პარკუჭს, ხოლო კონუს მედულარულის მიდამოში

მთავრდება გაფართოებით - ტერმინალური პარკუჭით, ventriculus terminalis. ცენტრალური არხის მიმდებარე რუხ ნივთიერებას ეწოდება

შუალედური, substantia intermedia centralis. ზურგის ტვინის განივი მონაკვეთებზე სვეტები რქებს ჰგავს: წინა, გაფართოებულია, cornu anterius

და უკანა, წვეტიანი, cornu posterius. ამრიგად, რუხი ნივთიერების ზოგადი გარეგნობა თეთრ ფონზე წააგავს ასო "H".
 დორსალური რქის მწვერვალის ირგვლივ წარმოიქმნება თეთრი ნივთიერების სასაზღვრო ზონა, რომელიც წარმოადგენს

ზურგის ტვინში დამთავრებული ზურგის განგლიების უჯრედების ცენტრალური პროცესების ერთობლიობას. დორსალური

რქების უჯრედები ქმნიან ცალკეულ ჯგუფებს ან ბირთვებს, რომლებიც იღებენ სხვადასხვა სახის მგრძნობელობას სომადან -

სომატურ-მგრძნობიარე ბირთვებიდან. მათ შორისაა: გულმკერდის ბირთვი, nucleus thoracicus (columna thoracica), ყველაზე

გამოხატული თავის ტვინის გულმკერდის სეგმენტებში; რქის თავზე მდებარე ჟელატინისებრი ნივთიერება, substantia

gelatinosa, ასევე ე.წ. საკუთარი ბირთვები, nuclei proprii. დორსალურ რქაში ჩასმული უჯრედები ქმნიან მეორე, შუალედურ,

ნეირონებს.
წინა რქები შეიცავს მოტორულ, მესამე ნეირონებს, რომლებიც გამოდიან ზურგის
ტვინიდან, ქმნიან წინა მოტორულ ფესვებს. ეს უჯრედები ქმნიან ეფერენტული
სომატური ნერვების ბირთვებს, რომლებიც ინერვირებენ ჩონჩხის კუნთებს - სომატურ
მოტორულ ბირთვებს. ამ უკანასკნელებს აქვთ მოკლე სვეტების გარეგნობა და დევს
ორი ჯგუფის სახით - მედიალური და გვერდითი. მედიალური ჯგუფის ნეირონები
ინერვირებს კუნთებს, რომლებიც განვითარდა მიოტომების დორსალური
ნაწილიდან, ხოლო გვერდითი ჯგუფი ინერვირებს კუნთებს, რომლებიც
წარმოიქმნება მიოტომების ვენტრალური ნაწილიდან . რაც უფრო დისტალურია
საინერვაციო კუნთები, მით უფრო ლატერალურათაა მათი ინერვაციული უჯრედები .
ბირთვების უდიდეს რაოდენობას შეიცავს ზურგის ტვინის კისრის შემსხვილების წინა
რქები, საიდანაც ხდება ზედა კიდურების ინერვაცია .
 ზურგის ტვინის თითოეულ ნახევარში წინა და უკანა რქები ერთმანეთთან

დაკავშირებულია რუხი ნივთიერების შუალედური ზონით, რომელიც

განსაკუთრებით გამოხატულია ზურგის ტვინის გულმკერდის და წელის

მონაკვეთებში, I გულმკერდიდან II-III წელის სეგმენტებამდე და ჩნდება

გვერდითი რქის სახით, cornu laterale.

 დასახელებულ მონაკვეთებში რუხი ნივთიერება კვეთაზე პეპლის სახეს

იღებს.

 გვერდითი რქები შეიცავს უჯრედებს, რომლებიც ინერვირებენ შინაგან

ორგანოებს და დაჯგუფებულია ბირთვში, რომელსაც ეწოდება columna

intermediolateralis. ამ ბირთვის უჯრედების ნევრიტები გამოდიან ზურგის

ტვინიდან, წინა ფესვებთან ერთათ წინა რქაში.

 ზურგის ტვინის ზედა სეგმენტებში წინა და უკანა სვეტების შეერთების

ადგილზე რუხი ნივთიერება ხარიხების სახით აგზავნის თეთრი ნივთიერების

მოსაზღვრე ლარებში უჯრედების გროვას. მათი ერთიანობის რთულ ქსელს

ბადებრივი ფორმაცია, formatio reticularis ეწოდება.


წინა სვეტი (columna anterior) - განიკვეთზე
შეესაბამება წინა რქას (cornu anterior);

უკანა სვეტი (columna posterior) - განიკვეთზე


შეესაბამება უკანა რქას (cornu posterior);

 ცენტრალური შუამდებარე ნივთიერება


(substantia intermedia centralis) - მოქცეულია
წინა და უკანა სვეტებს შორის. ის რუხი
შესართავით (commisura grisea) უკავშირდება
მოპირდაპირე ნახევარს.
 თეთრი ნივთიერება, substantia alba.
 თეთრი ნივთიერება მრავლობითი, სხვადასხვა სიგრძისა და დიამეტრის მიელინიანი ან უმიელინო ნერვული ბოჭკოების

გაერთიანებაა, რომელსაც თან ახლავს გლიის უჯრედები, სისხლძარღვები და შემაერთებელი ქსოვილის ბოჭკოები.

 თეთრი ნივთიერების ბოჭკოები, ზურგის ტვინის ფუნქციის შესაბამისად წარმოდგენილია მოკლე ბოჭკოებით, რომლებიც

აკავშირებენ ზურგის ტვინის სეგმენტს პერიფერიასთან ან მეზობელ სეგმენტებთან და გრძელი ბოჭკოებით,

რომლებითაც ზურგის ტვინი დაკავშირებულია თავის ტვინთან. ეს უკანასკნელი შეიძლება იყოს მგრძნობიარე -

აღმავალი ან მამოძრავებელი - დაღმავალი. აღნიშნული ბოჭკოებიდან, მოკლე ბოჭკოები უშუალოდ ზურგის ტვინის რუხ

ნივთიერებაზეა გადაკრული და მათ საკუთარი კონები, fasciculi propria - ეწოდებათ.

 ზურგის ტვინის მარჯვენა ან მარცხენა თეთრი ნივთიერება ერთმანეთთან დაკავშირებული არიან განივად მიმართული

ბოჭკოების კონებით, რომლებიც ზურგის ტვინის რუხი შესართავის წინ გაივლიან და თეთრი შესართავი, commisura alba -

ეწოდებათ.

 PS. იმის მიხედვით თუ რა მიმართულებით გადასცემენ ნერვულ იმპულსებს, გამოყოფენ სამი ტიპის ბოჭკოებს:
 1. აღმავალი - გადასცემს სენსორულ ინფორმაციას ზურგის ტვინიდან თავის ტვინისაკენ.

 2. დაღმავალი - გადასცემს მოტორულ ინფორმაციას თავის ტვინიდან ზურგის ტვინისაკენ.

 3. კომისურული - ზურგის ტვინის ერთ მხრიდან ინფორმაციას გადასცემს მოპირდაპირე მხარეს.


ზურგის ტვინის გარსები.

ზურგის ტვინი დაფარულია სამი შემაერთებელი ქსოვილის გარსით,


meninges, რომლებიც წარმოიქმნება მეზოდერმიდან.

ზურგის ტვინის გარსებია:

 მაგარი გარსი, dura mater;

 ქსელისებრი გარსი, arachnoidea;

 რბილი გარსი, pia mater.


მაგარი გარსი, dura mater

ზურგის ტვინის მაგარი გარსი ანუ გარე შრე, ფარავს ზურგის ტვინს
ტომრის სახით. ძლოვან საფარს და მყარ გარსს შორის არის ეპიდურული
სივრცე, cavitas epiduralis. რომელიც შეიცავს ცხიმოვან ქსოვილს და ვენურ
წნულებს – plexus venosi vertebrales interni, რომელშიც ვენური სისხლი
მიედინება ზურგის ტვინიდან და ხერხემლიდან. კრანიალურად, მყარი
გარსი ერწყმის კეფის ძვლის დიდი ხვრელის კიდეებს და კაუდატურად
მთავრდება II - III გავის ხერხემლის დონეზე, გრძელდება ქვევით ზურგის
ტვინის მაგარი გარსი ძაფის სახით, filum durae matris spinalis, და ემაგრება
კუდისუნის II მალის კედელს.
ქსელისებრი გარსი,
arachnoidea
ზურგის ტვინის ქსელისებრი გარსი, თხელი გამჭვირვალე ავასკულარული
ფურცლის სახით, მაგარი გარსის ქვეშაა მოქცეული, ამ უკანასკნელისგან
გამოყოფილია ჭრილის მსგავსი სუბდურული სივრცით, spatium subdurale.

 არაქნოიდულ გარსსა და რბილ გარსს შორის, რომელიც უშუალოდ ფარავს


ზურგის ტვინს, არის სუბარაქნოიდული სივრცე cavitas subarachnoidalis,
რომელშიც თავისუფლად დევს ტვინი და ნერვული ფესვები,
გარშემორტყმული დიდი რაოდენობით ცერებროსპინალური სითხით, liquor
cerebrospinalis. ეს სივრცე განსაკუთრებით ფართოა არაქნოიდული ტომრის
ქვედა ნაწილში, სადაც ის გარს აკრავს ზურგის ტვინის cauda equina-ს (cisterna
terminalis).
რბილი გარსი, pia mater

ზურგის ტვინის რბილი გარსი, რომელიც დაფარულია


ენდოთელიუმით. ის პირდაპირ ფარავს ზურგის ტვინს და შეიცავს
სისხლძარღვებს მის ორ ფენას შორის.

ენდოთელური შრის ფუნქციებში შედის:

ჰორმონების - თრომბინისა და ფიბრინის წარმოება;

ქსოვილისა და ლიმფური სითხის გაცვლა ;

არტერიული წნევის კონტროლი ;

ანთების საწინააღმდეგო და იმუნომოდულატორული.


ზურგის ტვინის გვერდებზე
ფრონტალურ სიბრტყეში არის
დაკბილული წყვილი იოგი, lig.
denticulatum, რომელიც შედგება 19 - 23
კბილისგან, და გადის წინა და უკანა
ფესვებს შორის არსებულ სივრცეებში.
დაკბილული იოგი აღწევს მაგარ გარს,
მას ემაგრება და აფიქსირებს ზურგის
ტვინს, რაც ხელს უშლის მის სიგრძეში
გაჭიმვას. დაკბილული იოგები
ქსელქვეშა სივრცეს ყოფენ წინა და
უკანა ნაწილებად.
liquor cerebrospinalis

თავ-ზურგტვინის სითხე, ლიქვორი, ცირკულირებს თავის ტვინსა და


ზურგის ტვინს შორის, შემდეგ შეიწოვება სისხლძარღვებში და
სისხლთან ერთად ხვდება მიმოქცევაში. იგი ნორმაში 120-150მლ
შეადგენს და 3-4 ჯერ განახლდება დღეში.

ლიქვორი ასრულებს დამცავ და ტროფიკულ ფუნქციებს. შეიცავს


საკვებ ნივთიერებებს - ცილებს, მინერალებს. თრგუნავს ინფექციის
განვითარებას.
ზურგის ტვინის პათოლოგია
spina bifida

You might also like