You are on page 1of 36

ფიზიოლოგია 1

ნერვული სისტემა

თემა: თავის ტვინის ღეროსა და ნათხემის მორფო-ფუნქციური მახასიათებლები. აღნიშნული სტრუქტურების


აფერენტული და ეფერენტული კავშირების როლი სასიცოცხლო ფუნქციების განხორციელებაში.

ბმდ ნატო ბუკია


თავის ტვინის განვითარების
სტადიები
სამბუშტუკოვანი ხუთბუშტუკოვანი სტრუქტურები
სტადია სტადია

პროზენცეფალონი ტელენცეფალონ პალეოკორტექსი


(წინა ტვინი) ი (რინენცეფალონი, ბაზალური
განგლიები), არქიკორტექსი
(ჰიპოკამპი), ნეოკორტექსი.
თალამუსი, სუბთალამუსი,
დიენცეფალონი ჰიპოთალამუსი, ეპითალამუსი

მეზენცეფალონი მეზენცეფალონი ტვინის ფეხები, ოთხგორაკი


(შუა ტვინი)

რომბენცეფალონი მეტენცეფალონი ვაროლის ხიდი


(უკანა ტვინი)
მიელენცეფალონი ნათხემი, მოგრძო ტვინი
თავის ტვინის ემბრიონალური განვითარება
ცენტრალური არხის განვითარება
ტვინის ღეროს მორფო-ფუნქციური დახასიათება

• ტვინის ღერო იყოფა 3 ნაწილად:


• მოგრძო ტვინი (medulla oblongata), ხიდი
(Pons) და შუა ტვინი (Midbrain)
• ტვინის ღერო უკავშირდება ზურგის
ტვინს, ნათხემს და დიდ
ჰემისფეროებს . მისი ნაწილებიდან
ყველაზე მნიშვნელოვანია მოგრძო
ტვინი - თავის ტვინის ზურგის ტვინთან
დამაკავშირებელი რგოლი. იგი
აგებულებით და ფუნქციებით ძლიერ
ჰგავს ზურგის ტვინს, თუმცა თავის
ტვინის დამახასიათებელი ნიშნებიც
აქვს.
მოგრძო ტვინი
• მოგრძო ტვინი დაახლოებით 3 სმ სიგრძისაა. წინა მხრიდან
შემოსაზღვრულია ხიდით, ხოლო უკანა მხრიდან ზურგის ტვინით.
• მოგრძო ტვინზე გადის ყველა აღმავალი და დაღმავალი ტრაქტი, რომელიც
ემსახურება ინფორმაციის გაცვლას ზურგის ტვინსა და თავის ტვინს შორის.
ზურგის ტვინიდან გამომავალი ბოჭკოები რიგ შემთხვევაში გადადის
კონტრალატერალურ მხარეზე, ან რჩება იბსილატერალურად.
• მოგრძო ტინში მოთავსებულლია ბირთვები, რომლებიდანაც საწყისს იღებს
V- XII წყვილი ნერვები. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მე-10
წყვილ ნერვს ცთომილ ნერვს, რომელიც ახდენს მრავალი ვისცერალური
ორგანოების ინერვაციას.
• სხვა ბირთვები ასრულებენ სარელეო გზას თალამუსში და შემდგომ თავის
ტვინის ქერქში სენსორული ინფორმაციის გადაცემაში..
ტვინის ღეროს განივი განაკვეთი
• მოგრძო ტვინში, ზურგის ტვინთან გადასვლის ადგილას,
მოთავსებულია სტრუქტურა, რომლებიც შეიცავს
კორტიკოსპინალურ და კორტიკობულბალურ
მამოძრავებელ ბოჭკოებს და ქმნის პირამიდულ ტრაქტს.
ვიდრე დაუკავშირდებიან ზურგის ტვინს, ეს ბოჭკოები
განიცდიან გადაჯვარედინებას და შესაბამისად,
აკონტროლებენ ოპოზიციური მხრის ნებით მოძრაობას .
• ტვინის უკანა ფეხები, ქმნის იმ ბოჭკოებისგან ტრაქტს,
რომელიც მოგრძო ტვინს აერთებს ნათხემთან ზურგის
ტვინთან.
• უკანა ოლივების ბირთვები- Inferior olivary nuclei ამ
ბირთვებში გადის სენსორული ინფორმაცია კუნთის
გაჭიმვის რეცეპტორებიდან და მიემართება თავის ტვინის
ქერქისკენ.
• კოხლეალური ბირთვები-მიმღებლობს სმენის
რეცეპტორებიდან წამოსულ იმპულსებს
• ვესტიბულარული ბირთვები
მოგრძო ტვინის ფუნქციები
• მოგრძო ტვინი შეიცავს მნიშვნელოვან ვისცერალური
მოტორული უჯრედების შემდეგ ფუნქციურ ჯგუფებს:
• გულ-სისხლძარღვოვანი ცენტრი: შეიცავს კარდიალურ ცენტრს,
რომელიც ცვლის გულის მოქმედების სიხშირეს და ძალას
ორგანიზმის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად.
• ვაზომოტორულ ცენტრს- რომლის დახმარებითაც იცვლება
სისხლძარღვების დიამეტრი და რეგულირდება სისხლის წნევა.
• რესპირატორული ცენტრი- არეგულირებს სუნთქვის სიხშირეს,
სიღრმეს და ძალას.
• სხვა ცენტრები -ღებინების, ყლაპვის, ხველების, დაცემინების
• მოგრძო ტვინის მცირე დაზიანებაც კი, შესაძლოა, საბედისწერო
აღმოჩნდეს
• ზემოთ ჩამოთვლილი მრავალი ფუნქცია ასევე კონტროლირდება
ჰიპოთალამუსის მხრიდანაც. ვინაიდან, ჰიპოთალამუსიდან გამომავალი
ეფერენტები ვისცერალურ ფუნქციებს აკონტროლებს მედულარული
(მოგრძო ტვინის) რეტიკულარული ცენტრების საშუალებით.
ტვინის ღეროს მამოძრავებელი
ბირთვები
წითელი ბირთვი Red Nucleus
• მოთავსებულია შუა ტვინში ოთხგორაკის
დონეზე. ამ ბირთვის ნეირონების აქსონები
გადადის კონტრალატერალურად და თეთრი
ნივთიერების ლატერალური ლარის
დახმარებით აღწევს ზურგის ტვინის სათანადო
სეგმენტებს. ამ გზას რუბრო -სპინალური
ტრაქტი ეწოდება. ზურგის ტვინში იგი
მთავრდება შუამდებარე ნეირონებზე,
რომელიც, თავის მხრივ, დაკავშირებულია α
და γ მოტონეირონებთან.
• წითელი ბირთვების გაღიზიანება იწვევს
მომხრელი კუნთების შეკუმშვას და ამავე
სახსრის გამშლელილი კუნთების ცენტრალურ
შეკავებას.
• წითელი ბირთვი ასევე ამყარებს კავშირს
ნათხემთან და დაკბილულ ბირთვთან.
ვესტიბულარული ბირთვები
• წინა ვესტიბულარული ბირთვი (ბეხტერევის
ბირთვი)
• ლატერალური ვესტიბულარული ბირთვი
(დეიტერსის ბირთვი)- მისი ნეირონების გრძელი
აქსონები ეშვება იბსილატერალურად და
თეთრი ნივთიერების ვენტრომედიალური
ლარის გზით მიდის ზურგის ტვინთან. ეს არის
ვესტიბულოსპინალური ტრაქტი, რომელიც
უკავშირდება გამშლელ მოტონეირონებს.
დეიტერსის ბირთვის გააქტიურება გამშლელი
კუნთების მძლავრ შეკუმშვას, ხოლო
მომხრელების ცენტრალურ შეკავებას იწვევს.
• მედიალური ვესტიბულარული ბირთვი (შვალბეს
ბირთვი)
რეტიკულური ფორმაცია-
სტრუქტურების
ერთობლიობა, რომლებიც
მდებარეობს ტვინის
ღეროში.
რეტიკულური ფორმაცია
• რეტიკულური ფორმაციისათვის დამახასიათებელია დიდი რაოდენობით
ნერვული ბოჭკოების არსებობა, რომლებიც მიემართებიან სხვადასხვა
მიმართულებით, რის გამოც მოცემული წარმონაქმნი მიკროსკოპის ქვეშ
მოგვაგონებს ბადეს.
• რეტიკულირი ფორმაციიდან გამომავალი ბოჭკოები ვრცელდება ამავალი
მიმართულებით (თავის ტვინის მაღლა განლაგებული
განყოფილებებისკენ), ასევე დამავალი მიმართულებით- ზურგის
ტვინისკენ. რფ ახორციელებს თავის ტვინის ქერქის აქტივაციასა და
აკონტროლებს ზურგის ტვინის რეფლექსურ მოქმედებას. რფ
მონაწილეობას ღებულობს თავის ტვინის ღეროში მდებარე ცენტრების
ტონუსის რეგულაციაში.
• ამიტომ, რეტიკულურ ფორმაციას არასპეციფუკურ დიფუზურ სისტემას
უწოდებენ.
რეტიკულური ფორმაციის ნეირონების
თავისებურება
• 1. რფ-ის ნეირონებს ახასიათებთ პოლისენსორული კონვერგენცია.
რეტიკულურ ფორმაციას არ გააჩნია რეცეპტორული ფარგალი , ამიტომ მისი
გააქტივება არ ხდება რომელიმე ერთი მოდალობის გამღიზიანებლით .
ნებისმიერი მოდალობის გამღიზიანებელი რფ -ის დონეზე იძლევა
კოლატერალებს ააქტივებს მას.
• 2. პერიფერიული გაღიზიანების საპასუხოდ რფ-ის ნეირონების აგზნება ხდება
დიდი ლატენტური პერიოდით, რაც დაკავშირებულია აგზნების გატარების
პროცესში მრავალი ნეირონის ჩართვასთან;
• 3.მოსვენებულ მდგომარეობაში მათ ახასიათებთ ტონური აქტივობა ;
• 4.აქვთ მაღალი აქტივობა ზოგიერთი ნივთიერების (ადრენალინი ,
ნახშირორჟანგი) და სამკურნალო ნივთიერებების მიმართ.
რეტიკულური ფორმაციის გავლენა რეფლექსურ მოქმედებაზე

• კაუდალური რფ-ის გაღიზიანება იწვევს


სპინალური რეფლექსების შეკავებას.
შეკავებას განიცდის ყველა სახსრის
მომხრელი და გამშლელი კუნთები.
• მაშასადამე რფ-ის ხიდისა და მოგრძო
ტვინის რფ ზოგად შეკავებას იწვევს ზურგის
ტვინში.
• კრანიალური რფ-ის გაღიზიანება კი იწვევს
ყველა სახსრის მომხრელი და გამშლელი
კუნთების შეკუმშვას. მაშასადამე იგი
დიფუზურ გამაადვილებელ გავლენას
ახდენს სპოინალურ რეფლექსებზე. გარდა
ამისა ხდება თავის ტვინის ქერქის
გააქტივებაც.
რეფლექსები, რომლებიც უზრუნველყოფენ პოზის
შენარჩუნებას

• ეს რეფლექსები დაკავშირებულია ვესტიბულური


აპარატის და ნახევარრკალოვანი არხების
რეცეპტორებთან. პოზის რეფლექსები იყოფა 2 ჯგუფად:
• 1. სტატიკური - მდებარეობისა და გამართვის
რეფლექსები;
• მდებარეობის რეფლექსი- უზრუნველყოფს კუნთების
ტონუსის ცვლილებას სივრცეში მდებარეობის შეცვლის
დროს.
• გამართვის რეფლექსი- უზრუნველყოფს ტონუსის
გადანაწილებას პოზის ცვლილების დროს (კისრის
ტონუსი)
• ამ რეფლექსების განხორციელებაში მონაწილეობს
2. სტატოკინეტიკური რეფლექსები

• მიმართულია პოზისა და ორიენტაციის შესანარჩუნებლად


სივრცეში მოძრაობის სიჩქარის შეცვლის დროს.
აღმოცენებული პასუხი სწრაფია და ტონურ ხასიათს
ატარებს.
• თვალის კუნთების მოძრაობა უზრუნველყოფს ნორმალურ
მხედველობით ორიენტაციას მოძრაობის აჩქარების ან
შენელების დროს.
• ვესტიბულური აპარატის აქტივაცია ასევე იწვევს
ვეგეტატური ცენტრების ჩართვას: იცვლება სუნთქვის,
გულისცემის სიხშირე, კუჭ-ნაწლავის მოქმედება.
პოზის შენარჩუნების
ცენტრალურ უბანს
წარმოადგენს თავის
ტვინის ქერქის
პრემოტორულ უბანი,
რომელიც აგზავნის
ეფერენტებს
რეტიკულური
ფორმაციის გავლით
ზურგის ტვინში.
შუა ტვინი

1. დორსალურად -ტვინის სახურავი tectum


2. ვენტრალურად ტვინის ფეხები -crus cerebri
3. შუა ტვინი - წითელი ბირთვი, შავი სუბსტანცია, ქალას ნერვების ბირთვები,
რეტიკულური ფორმაცია.
შუა ტვინი

• წინა და უკანა ოთხგორაკები მონაწილეობენ


შესაბამიისად მხედველობით და სმენით
საორიენტაციო რეფელექსებში. ასევე სადარაჯო
რეფლექსების განხორციელებაში.
Substantia nigra-შავი სუბსტანცია
• მონაწილეობს მოძრაობის კოორდინაციაში.
• შავი სუბსტანციის ნეირონები ძირითადად ასინთეზირებენ დოფამინს.
დოფამინერგული ბოჭკოები ძირითადად ვრცელდება ზოლიანი სხეულის
(Striatum) ბირთვებში.
• შავი სუბსტანციის დაზიანების დროს ვითარდება პარკინსონის დაავადება,
რომლისთვისაც დამახასიათებელია კუნთების რიგიდობა და ტრემორი.
შეუძლებელია თითების ნატიფი მოძრაობა.
• რიგიდობა – კიდურებისა და სხეულის კუნთების, ძირითადად გამშლელების,
ტონუსის მკვეთრად მომატება, რაც იწვევს დამახასიათებელი პოზის
ჩამოყალიბებას: ზურგი რკალისებურად მოხრილია, თავი გადაგდებულია უკან,
კიდურები დაჭიმულია.
• ტრემორი, მთელი ტანის ან მისი ცალკეული ნაწილების კანკალი.
ცისფერი ლაქა- locus coeruleus
• მოთავსებულია შუა ტვინის
კაუდალურ ნაწილში. აქ
ძირითადად ხდება
ნორადრენალინის წარმოქმნა.
• ცისფერი ლაქა უკავშირდება
თავის ტვინის ქერქს, ნათხემს,
ტვინის ღეროს ბირთვების
უმრავლესობას.
• ცისფერი ლაქა აფერენტებს
ღებულობს ღეროს რეტიკულური
ფორმაციიდან, შავი
სუბსტანციიდან და სხვ.
ცისფერი ლაქის ფუნქციები:

• 1. მოტორული ფუნქცია - ნეირონის ბოჭკოები მიემართებიან


ზურგის ტვინის მოტონეირონებისკენ და შემაკავებელ
გავლენას ახდენენ. ცისფერი ლაქის ნეირონების აქტივობა
იმატებს სწრაფი ძილის დროს, რაც იწვევს მოძრაობების
დაქვეითებას.
• 2. ჰომეოსტაზური ფუნქცია. - იგი რეაგირებს სისხლის და
ლიქვორის გაზურ შემადგენლობაზე; ამყარებს კავშირს
ჰიპოთალამუსთან, რეტიკულურ ფორმაციასთან და ამ გზით
მოქმედებს ორგანიზმის შინაგანი გარემოს მუდმივობის
შენარჩუნებაზე.
ნათხემი

ნათხემში გამოყოფა შემდეგი


სტრუქტურები:
ჭია, ჰემისფეროები, და გვერდითი
ფოლიკულონოდულარული წილები.
ნათხემი გარედან დაფარულია ქერქით,
ხოლო მის შიგნით მდებარეობს
ბირთვები:
მედიალურად მდებარე კარვის ბირთვები
(n.fastigii),
ლატერალურად მდებარე დაკბილული
ბირთვი (N.dentatus),
ჩართული ბირთვი -(N.interpositus).
ნათხემი ღებულობს აფერენტებს:
ა. მოგრძო ტვინის ვესტიბულარული
ბირთვებიდან-ვესტიბულო-ცერებელური
გზა.
ზურგის ტვინიდან -სპინოცერებელური
გზა;
ხიდიდან-პონტოცერებელური გზა
• ნათხემი გარედან დაფარულია ქერქით, ხოლო მის შიგნით
მდებარეობს ბირთვები:
• მედიალურად მდებარე კარვის ბირთვები (n.fastigii),
• ლატერალურად მდებარე დაკბილულუ ბირთვი (N.dentatus),
• ჩართული ბირთვი -(N.interpositus).
• ნათხემი ღებულობს აფერენტებს:
• ა. მოგრძო ტვინის ვესტიბულარული ბირთვებიდან -ვესტიბულო -
ცერებელური გზა.
• ზურგის ტვინიდან -სპინოცერებელური გზა;
• ხიდიდან-პონტოცერებელური გზა
ნათხემის ფუნქციები:
• ნათხემი იღებს პერიფერიული სენსორული სიგნალების უმეტეს ნაწილს, რომელსაც
შემდეგ აგზავნის სხვა მოტორული ცენტრებისკენ. ნათხემის ძირითადი ფუნქცია
დაკავშირებულია მოძრაობასთან. თუმცა, უნათხემო ადამიანშიც არ აღინიშნება ისეთი
დარღვევევბი, რომ შუძლებელი გახდეს ყოველდღიური საქმიანობა.
ნათხემის დაზიანების დროს ვითარდება:
• ტრემორი-ხასიათდება პატარა ამპლიტუდის რხევებით, რომელიც სხეულის სხვადასხვა
სეგმენტში წარმოებს.
• ატონია - კიდურების ტონუსის მოშლა;
• ატაქსია- მოძრაობის ძალის, სიჩქარისა და მიმართულების მოშლა. განსაკუთრებით
დაზარელებულია მიზანმიმართული მოძრაობა.
• მოძრაობათა ასინერგია- დარღვეულია შეთანხმებულობა მოტორულ ცენტრებს შორის.
ირღვევა მოძრაობების თანადროული მიმდინარეობა;
• ნისტაგმი -თვალების სწრაფი ქანქარისებური მოძრაობა
• მეტყველების დარღვევები
• დისტონია -კუნთების ტონუსის არასწორი გადანაწილება

• ჭიის დაზიანების დროს ადამიანს უჭირს კვებასთან
დაკავშირებული მოძრაობების შესრულება.
• ნახევარსფეროების დაზიანების დროს ირღვევა კიდურების
მოძრაობა, აღინიშნება დიმეტრია-მოძრაობაში ზომიერების
დარღვევა.
• ადიადოხიკინეზია- ურთიერთსაწინააღნდეგო მოძრაობების
მიმდევრული მორიგეობის დარღვევა;
• ფლოკულონოდულარული წილის დაზიანება იწვევს
პოსტურალური რეფლექსების დაზიანებას, რომელიც
მოითხოვს მხედველობით კონტროლს
თავის ტვინის განვითარების ეტაპები

You might also like