You are on page 1of 7

ნერვული სისტემა

ზურგის ტვინი
ზურგის ტვინი ხერხემლის ძვლოვან არხში არის მოთავსებული. სიგრძეში 42-45
სანტიმეტრია, სიგანეში 1-2 სმ და იწონის 30 გრამს. ზურგის ტვინის კისრის,
გულმკერდის, წელის, გავის და კუდუსუნის სეგმენტებად იყოფა.ზურგის ტინი
გარედან თეთრი ნივთიერებით არის დაფარული, შიგნით რუხი ნივთიერება აქვს.
რუხ ნივთიერებას H ის ფორმა აქვს და მის შიგით გადის ეგრეთწოდებული ზურგის
ტვინის არხი, რომელშიც ზურგის ტვინის სითხე არის მოთავსებული. რუხი
ნივთიერება იყოფა წინა ვენტრალურ და უკანა დორსალურ რუხ ნივთიერებებად.
უკანა დორსალური იღებს ინფორმაციას მგრძნობიარე ნერვებით და გადასცემს თავის
ტვინს, ხოლო წინა ვენტრალური აგზავნის მამოძრავებელი ნერვებით ეფექტორული
ორგანოსაკენ.

ზურგის ტვინიდან 31 წყვილი შერეული ნერვი გამოდის. ისინი ჩონჩხის კუნთების


შეკუმშვა მოდუნებას უზრუნველყოფენ. ყოველი ნერვის წინა ფესვი მამოძრავებელი
ნეირონების აქსონებია, რომელთა სხეულიც ზურგის ტინში მდებარეობს, ხოლო
უკანა ფესვი მგრძნობიარე. მრძნობიარე ნეირონის სხეულები არ არის ზურგის
ტვინში, ის უკანა ფესვზე, ნერვულ კვანძშია მოთავსებული. ზურგის ტვინის წინა
ნაწილში მამოძრავებელი ნეირონების სხეულებია, უკანა ნაწილში კი ჩართული.
მათი აქსონები კი აღმავალ და დაღმავალ გამტარ გზებს ქმნიან და ამყარებენ კავშირს
თავის ტვინთან. ეს არის ზურგის ტვინის გამტარი ფუნქცია.
ზურგის ტვინის მეორე ფუნქცი არის რეფლექსური ფუნქცია. ორგანიზმის
საპასუხო რეაქცია გაღიზიანებაზე, რომელსაც ცენტრალური ნერვული სისტემა
ახორციელებს და აკონტროლებს რეფლექსი ჰქვია, ხოლო, გზას, რომელსაც ნერვული
იმპულსი გაღიზიანებიდან საპასუხო რეაქციადე გაივლის რეფლექსური რკალი.
რეფლექსური რკალი მოიცავს: რეცეპტორი- მგრძნობიარე ნეირონი- ცნს-ს
უბანი( ჩართული ნეირონი) - მამოძრავეელი ნეირონი და შემსრულებელი ანუ
ეფექტორული ორგანო. მაგ მუხლის რეფლექსი: დარტყმის დროს მყესის დაჭიმვა
კუნთის დაჭიმვას განაპირობებს და აღიგზნება მისი რეცეპტორი. აგზნება
მგრძნობიარე ნეირონის დენდრიტით მის სხეულს გადაეცემა, რომელიც ნერვულ
კვანძშია, აქედან შევა ცნს- ში და ჩართული ნეირონის გავლით გადავა
მამოძრავებელი ნეიროის აქსონზე. მამოძრავებელი ნეიონის აქსონის გავლით კი
მიაღწევს შემსრულებელ ორგანომდე- კუნთამდე.

ზურგის ტვინი თავის ტვინთან ერთად მონაწილეობს: გულის, კუჭის, შარდის


ბუშტის და სასქესო ორგანოების მუშაობაში. მას აქვს მისი დამოუკიდებელი
ფუნქციები, თუმცა კონტროლს უწევს თავის ტვინი და თუ დაზიანდა, დაზიანებული
უბნის ქვევით იკარგება ყველა რეფლექსი.

თავის ტვინი

ადამიანის თავის ტვინი მოთავსებული არის თავის ქალაში, ტვინის ქალას ძვლების
უძრავი შეერთება მას იცავს ფიზიკური დაზიანებისაგან.ის გარედან დაფარული არის
რუხი ნივთიერებით, ხოლო შიგნით გვხვდება თეთრი ნივთიერება. გარედან თავის
ტვინს ეგრეთწოდებული ენიგიალური გარსი ფარავს., რომელიც სამი შრისაგან
შედგება. შიგნითა რბილი , რომელიც სისხლძარღვებს შეიცავს თავის ტვინს
საკვებითა და ჟანგბადით ამარაგებს, შუა შრე ელასტიური არის. მათ შორის სითხეა,
რომელიც ძლიერი რყევების დროს ამორტიზატორის როლს ასრულებს და იცავს
ტვინს. გარეთა გარსი, რომელიც უშუალოდ ეხება ქალას ძვლებს ძლიერი და მტკიცეა.
თავის ტვინი 1300-1500 გრამს იწონის. მასში გამოყოფენ უკანა შუა და წინა ტვინს.
უკანა ტვინს მიეკუთვნება მოგრძო ტვინი ხიდი და ნათხემი. ხოლო წინა ტვინს
შუამდებარე ტვინი და დიდი ნახევარსფეროები.

მოგრძო ტვინი ზურგის ტვინის უშუალო გაგრძელებაა. მისი უჯრედები ბითვებად


არის განლაგებული და აკონტროლებს ძირითად სასიცოცხლო ფუნქციებს: სუნთქვა,
ხველა, ცემინება, ყლაპვა, პირღებინება გულის მუშაობა. მაგალითად განვიხილოდ
როგორ მიმდინაეობს ჩასუნთქვა ამოსუნთქვა. როცა სისხლში მოიმატებს
ნახშირორჟანგის რაოდენობა აღიგზნება ჩასუნთქვის ცენტრი და იქედან იმპულსი
მიეწოდება მამოძრავებელ ნერვით ნეკნთაშუა კუნთებსა და დიაფრაგმას, რაც იწვევს
მათ შეკუშვას და ხდება ჩასუნთქვა,იჭიმება ალვეოლები, აღიგზნება მათში არსებული
რეცეპტორები და მგრძნობიარე ნეირონებით გადაეცემა ამოსუნთქვის ცენტრს, რაც
ავტომატურად იწვევს ზემოთ აღნიშნული კუნთების მოდუნებას და ამოსუნთქვას.

ნათხემი - ის მოძრაობის კოორდინაციაში მონაწილეობს. მას პატარა ტვინსაც


უწოდებენ. გარედან 3 მილიმეტრიანი რუხი ნივთიერებით არის დაფარული, შიგნით
კი ნათხემის ბირთვები- თეთრი ნითერება არის მოთავსებული. მისი მონაწილეობით
სხეული ინარჩუნებს წონასწორობას და ნატიფი მოძრაობის უნარს.

შუა ტვინი- შუა ტვინში განლაგებული ბირთვები არეგულირებენ ჩოჩხის კუნთების


ტონუსს. შუა ტვინის საშუალებთ ხორციელდება ეგრეთწოდებული რა რის
რეფლექსები ანუ ბგერთი და მხედვეობითი გაღიზიანების საორიენტაციო
რეფლექსები.

მოგრძო ტვინი, ხიდი და შუა ტვინი ტვინის ღეროს ქმნის.


შუამდებარე ტვინი-ის დიდ ნახევარსფეროებთან ერთად წინა ტვინს გვაძლევს.
შუამდებარე ტვინის გავლით ყველა რეცეპტორიდან მოსული იმპულსი დიდი
ნახევარსფეროების ქერქს გადაეცემა. ამიტომ მას ნახევარსფეროების ჭიშკარი ჰქვია.
მხედველობის, სმენის და კან-კუნთის გრძნობათა ორგანოებიდან იმპულსს
გადასცემს დიდი ნახევარსფეროების ქერქს. ის ენდოკრინულ სისტემასაც
აკონტროლეს, რადგან მისი ერთ ერთი სტრუქტურა- ჰიპოთალამუსი გამოიმუშავებს
ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს და უგზავნს ჰიპოფიზსს, ჰიპოფიზი კი თავის
მხრივ სხვა ჯირკვლებს აკონტროლებს. ჰიპოთალამუსში მოთავსებული ცენტრები
არეგულირებს წყურვილს, შიმშილს, სხეულის წნევას, ტემპერატურას. შუამდებარე
ტვინს უკავშირდება ასევე რთული მამოძრავეეი რეფლექსები, სირბილი, ხტუნვა
ცეკვა.

თავის ტვინიდან 12 წყვილი ნრვი გამოდს. მათგან ნაწილ სომატურია,


უმეტესობა კი ვეგეტატიური ( ავტონომიური) ისინი ცნს-ს აკავშირებენ
კანთან, კუნთებთან და სხვა ორგაოებთან. მათგან ზოგი შერეულია, ზოგი
კი გრძნოიარე და მამოძრავებელი.

დამატებითი ფოტო 8 კლასის წიგნი


დიდი ნახევარსფერობის ქერქი: ქერქის სისქე 4 მმ არის, მის ქვეშ კი ქერქვეშა
ბირთვები არის განლაგებული. ზედაპირის ფართობი 2000-2500 სმ3 არის. ზედაპირი
დანაოჭებულია, ღრმა ნაოჭები ღარებს ქმნის. ქერქის ქვეშ მოთავსებული ნივთიერება
ნეირონების გრძელი მორჩებისაგან, აქსონებისაგან არის წარმოქმნილი და მარცხენა
და მარჯვენა ნახევარსფეროს აკავშირებს ერთმანეთთან. ქერქი ღრმა ღარებით
შუბლის, კეფის 2 საფეთქლის და 2 თხემის წილად არის დაყოფილი. ყველაზე ღრმა
ღარი ცენტრალური ღარი არის, რომელიც შულის წილს თხემის წილებისგან
გამოყოფს. ცენტრალური ღარის წინ, შუბლის წილში მოთავსებულია მოტორული
ანუ მამოძრავეელი ზონა. ცენტრალური ღარის უკან თხემის წილში კან-კუნთის
მგრძობელობის ზონა. ასევე დიდი ნახევარსფეროების ქერქში გვაქვს 2 გვერდითი
საფეთქლის წილში სმენის
ღარი, რომელიც შემოსაზღვრავს საფეთქლის წილებს.
ზონა გვაქს მოთავსებული. კეფის წილში მხედველობის ზონა. მარცხენა
ნახევარსფეროს შუბლისა და თხემის წილის საზღვარზე ბროკას ცენტრი
მდებარეობს, რომელიც მეტყველებაზე არის პასუხისმგებელი, ხოლო ამ
ცენტრის უკან საფეთქლისა და თხემი საზღვარზე მოთავსებულია
ვერნიკეს ცეტრი, რომელიც მეტყველებასთან ერთად არეგულირებს
წერას. დიდი ნახევარსფეროების ქერქში ცენტრალური ღარის უკან გავს
ასევე ყნოსვისა და გემოვნების ცენტრები.

პირობითი და უპირობო რეფლექსები

უპირობო არის ისეთი რეფლექსები, რომლებიც ყოველ ორგანიზმს მემკიდრეობით


გადაეცემა და მთელი სიცოცხლის მანძილზე რჩება. მაგალითად კვებითი,
თავდაცვის, სუნთქვის, ცემინების, ხველის და ასე შემდეგ. მაგალითად საკვების
პირში მოხვედრისას საჭმლის მომნელებელი წვენები რომ გამოიყოფა, ახალშობლის
წოვის რეფლექსი და ასე შემდეგ.

პირობითი რეფლექსი არის დასწავლადი და დროთა გამავლობში შეიძლება


დაიკრგოს. პირობითი რეფლექსი გამომუშავდება უპირობო გამღიზიანებლით
განმტკიცების შემთხვევაში. მაგალითად. როდესაც პავლოვი საკვების მიცემის წინ
შუქს უნთებდა ძაღლს დროთა განმავლობაში მას შუქისანთებაზე საჭმლის
მომნელებელი წვენი გამოუმუშავდებოდა, მაგრამ როდესაც შეწყვიტა შუქის ანთება
საკვების მიცემის წინ დროთა განმავლობაში დაკარგა ეს შეძენლი პირობითი
რეფლექსი.

ნერვული იპულსის გატარება

მოსვენებით მდგომარეობაში, როდესაც ნეირონზე არავითარი გამღიზიანებელი არ


მოქმედებს მემბრანის გარეთ და შიგნით იონები არათანაბრად არის
განაწილებული.მემბრანის გარეთ ბევრად მეტი Na+ ის იონია ვიდრე შიგნით, ხოლო
მემბრანის შიგნით ბევრად მეტი K+ იონია ვიდრე გარეთ. გარდა ამისა მემბრანის
გარეთ ბევრად მეტი ქლორის უარყოფითი იონია ვიდრე მემბრანის შიგნით, ხოლო
შიგნით მეტი ცილის ანიონია(უარყოფითად დამუხტული იონი) ვიდრე გარეთ,
შესაბამისად მემბრანა გარედან დადებითად არის დამუხტული, ხოლო შიგნით
უარყოფითად. ის პოლარიზებულია. მემბრანის გარეთ და შიგნით პოტენციალთა
სხვაობა 60-70 მვ-ს ტოლია. ამ პოტენციალს მოსვენების პოტენციალი ჰქვია.

ნეირონზე გამღიზიანებლის მოქმედების შედეგად იხსნება აქამდე დახურული


ნატრიუმის არხები და ნატრიუმის იონები გაადვილებული დიფუზიის გზით
შემოდიან მემბრანის გარედან მემბრანის შიგნით. შესაბამისად მემბრანა
დეპოლარიზდება( მუხტები გათანაბრდება). დეპოლარიზებას მოსდევს
რეპოლარიზება, როცა კალიუმის იონები გარეთ გამოდიან. ( ტრანსპორტის სახე
გაადვილებული დიფუზია) . ისევ აღდგება საწყისი მდგომარეობა მუხტის
თვალსაზრისით. გარეთ მუხტი იქნება დადებითი, ხოლო შიგნით უარყოფითი.
თუმცა ეს არ არის პირვანდელი მდგომარეობა და ნეირონი უგრძნობია ყოველგვარი
გაღიზიანების მიმართ. ამ მდგოარეობას ფერმენტი Na+K+ ატეფაზა აწესრიგებს. ის
შლის ატფს და მის ენერგიას ნატრიუმის და კალიუმის საწყის მდგომარეობაში
დაბრუნებას ახმარს ანუ აქტიური ტრანსპორტით ნატრიუმი გადადის გარეთ,
კალიუმი შიგნით და როგორც მუხტები ისე იონთა განლაგება საწყის მდგომარეობას
უბრუნდება. მოსვენების პოტენციალის სწრაფ ცვლილებას აგზნების პოტენციალი
ანუ ნერვული იმპულსი ჰქვია. ნერვული იმპულსი ნახტომისებურად ვრცელდება,
რადაგან აქსონზე გვაქვს უმიელინო სეგმენტები, რანვიეს შევიწროვებები. ნერვული
იმპულსი 60/100 მ/წმ სიჩქარით ვრცელდება.

(ფოტოები მეათე კლასის წიგნიდან)

აგზნების პოტენციალი ანუ ნერვული იმპულსი აქსონის მეზობელ უბანზე


გადაინაცვლებს და დეპოლარიზაცია რეპოლარიზაციის ტალღა აქსონის მთელ
სიგრძეზე ვრცელდება. საბლოოდ ის მიაღწევს აქსონის დაბოლოებამდე. აქსონის
დაბოლოებაზე გვაქვს სინაფსური ნაპრალი, რომლის სიგანეც 100 A-ს ტოლია, აქ
გამოთავისუფლდება ნეირომედიატორი, რომელიც სინთეზირდა ნეირონის
სხეულში, შეიფუთა მემბრანაში და აქსონს ვეზიკულის სახით მოჰყვებოდა.
მედიატორი პოსტსინაფსური მემბრანის რეცეპტორს დაუკავშირდება.
პოსტსინაფსური მემბრანა შეიძლება იყოს ან ეფექტორული ორგანო( კუნთი ან
ჯირკვალი) ან მეორე ნეიორონის დენდრიტი. შესასრულებელი ფუნქცია( აგზნება ან
შეკავება) დამოკიდებულია ნეირონის ტიპსა და მედიატორის ბუნებაზე.

პერიფერილი ნერვული სისტემა

ნერვული სისტემა შედგება ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემისაგან.


ცენტარლური ნერვული სისტემა მოიცავს თავის ტვინს და ზურგის ტვინს, ხოლო
პერიფერიული ნერვული სისტემა მათგან გამომავალ ნერვებს. ნერვები, რომლებიც
ჩონჩხის კუნთებში ბოლოვდებ სომატურ ნერვულ სისტემას მიეკუთვნება, ხოლო
ნერვები, რომლებიც შინაგან ორგანოებში ბოლოვდება ავტონომიური ანუ
ვეგეტატიური არის. სომატური ნერვები ჩვენს ნება-სურვილს ექვემდებარება,
ავტონომიური არა. ვეგეტატიური ორ ნაწილად იყოფა- სიმპატიკური და
პარასიმპატიკური. მათ ანტაგონისტური მოქმედება ახასიათებთ. მაგალითად თუ
სიმპატიკური გულის მუშაობს აჩქარებს პარასიმპატიკური ანელებს.

You might also like