You are on page 1of 5

ნეირონი და ავტონომიური ნერვული სისტემა

ზოგადად რომ ვთქვათ, ნერვული სისტემის საშუალებით ხდება გარემოდან


მიღებული თუ შინაგანად აღძრული ნებისმიერი გაღიზიანების აღქმა, მისი
გაანალიზება და შესაბამისი, ადეკვატური პასუხის გაცემა ამა თუ იმ ორგანოს
დათრგუნვით ან გაღიზიანებით. როგორც უკვე ვიცით, ნერვული სისტემა
შედგება ცენტრალური და პერიფერიული ნაწილისაგან.
მნიშვნელოვანი ფაქტი ის არის, რომ ნერვულ სისტემას დიდი მნიშვმელობა
აქვს მთლიანი ორგანიზმის,ორგანოთა სხვადასხვა სისტემის შეთანხმებულ
მოძრაობაში, როგორც ეს უკვე ზემოთ ვახსენე.
პირველი კითხვა რაც შეიძლება გაგვიჩნდეს არის ის, თუ როგორ არის
მოწყობილი ეს რთული სისტემა და რა სახით იღებს იგი ამა თუ იმ
იმფორმაციას. მოკლედ რომ ვთქვათ, მთავარი როლი ამ მოქმედებებში უკავია
ნეირონებს და გლიებს, რადგან სწორედ ისინი გახლავთ ნერვული სისტემის
უჯრედები. თანამდევი ანუ გლიური უჯრედები ნეირონებს შორის სივრცეს
ავსებენ და მათ საყრდენს წარმოადგენენ. ისინი ნერვული იმპულსის
წამოშობასა და გადაცემაში არ მონაწილეობენ. ებრძვიან ნერვულს სისტემაში
მოხვედრილ ბაქტერიებს, ასევე წარმოქმნიან მიელინის გარსს.
ნეირონის უნიკალურ ნაწილს კი წარმოადგენს ნეირიტები - აქსონი და
დენდრიტები.როგორც წესი, უჯრედის სხეულიდან ერთი აქსონი იღებს
სათავეს ის დენდრიტებზე გაცილებით გრძელია მთელ სიგრძეზე ერთნაირი
დიამეტრისაა. ის ხშირად იტოტება კიდეც, ეს ტოტები მართი კუთხით
გამოდის მისგან. მათ კოლატერალებს უწოდებენ. ვინაიდან აქსონები
შესაძლებელია ძალიან გრძელიც იყოს, ჰისტოლოგები მიხვდნენ, რომ ის
მოქმედებს როგორც გამტარი, რომელიც ატარებს ინფორმაციას ნეირონის
სხეულიდან მოშორებული უბნებისკენ. ტერმინს დენდრიტი ბერძნული
წარმომავლობისაადა ნიშნავს ხეს. ის სომიდან გამომავალ ტოტს
წარმოადგენს, რომელიც აქსონებისგან განსხვავებით, ძალიან იშვიათადაა
სიგრძეში 2 მმ-ზე უფრო მეტი.
სომა წარმოადგენს ნეირონის ცენტრალურ ნაწილს. ის ამოვსებულია
კალიუმით მდიდარი სითხით, რომელსაც ციტოზოლს უწოდებენ.
ციტოზოლში მოთავსებულია ყველა ის მემბრანით შემოსაზღვრული
ორგანელა, რომელსაც შეიცავს ნებისმიერი ცოცხალი უჯრედი. ესენია:
ბირთვი, მარცვლოვანი და გლუვი ენდოპლაზმური ბადე, გოლჯის
აპარატი,მიტოქონდრია და ა.შ. მოკლედ განვიხილოთ თითოეული მათგანი:
1. ბირთვი - მისი ძირითადი ფუნქცია დნმ-ის, ანუ დეზოქსი-რიბო-
ნუკლეინის მჟავის, მატარებლობა, ანუ ინფორმაციის შენახვა და მისი
მომდევნო თაობებში გადატანაა. 2. ენდოპლაზმური ბადე - გვაქვს ორი სახის:
მარცვლოვანი და გლუვი. გენებში არსებული ინფორმაცია გამოიყენება
ცილების სინთეზისთვის, რომელიც სრულდება რიბოსომებში. ეს
რიბოსომები კი მოთავსებულია მარცვლოვან ენდოპლაზმურ ბადეზე. რა
მიზანი აქვს გლუვ ენდოპლაზმურ ბადეს? გლუვის ძირითად ფუნქციას
წარმოადგენს ამ ცილებისთვის 3-განზომილებიანი სტრუქტურის მიცემა. 3.
გოლჯის აპარატი - მის ფუნქციას წარმოადგენს ახლად სინთეზირებული
ცილების „დახარისხება“ იმის მიხედვით, თუ ნეირონის რომელ ნაწილშია ის
გასაგზავნი - აქსონში თუ დენდრიტში. 4. მიტოქონდრია - მასში მიმდინარე
კრებსის ციკლის შედეგად ხდება ატფ-ის (ადენოზინ-ტრი-ფოსფატი)
წარმოქმნა, რომელიც ენერგიის წყაროს წარმოადგენს ცოცხალ ორგანიზმში
მიმდინარე ბიოქიმიური რეაქციებისათვის. გარედან მიტოქონდრიონი
გარეთა მემბრანითაა შემოსაზღვრული, ხოლო შიდა მემბრანა ნაოჭდება და
ქმნის კრისტებს, შიდა სივრცე კი - მატრიქსს.
აქსონი და სომა ერთმანეთისგან განსხვავდებიან: აქსონი მოკლებულია
მარცვლოვან ენდოპლაზმურ ბადეს - მასში ძალიან ცოტაა ან თითქმის არაა
თავისუფალი რიბოსომები.ასევე, აქსონის მემბრანაში მოთავსებული ცილები
ფუნდამენტურად განსხვავებულია სომის უბნის მემბრანაში მოთავსებული
ცილებისაგან. სწორედ ამიტომაც მათი ფუნქციებიც განსხვავებულია.
რა არის სინაფსი? სინაფსი ლათინური სიტყვაა და „ბალთას“ ნიშნავს. იგი
სამი კომპონენტისგან შედგება: ესენია პრესინაპსი, პოსტსინაპსი და
სინაპსური ნაპრალი. პოსტსინაპსზე ანუ დენდრიტულ მემბრანაზე უამრავი
სპეციფიკური ცილის მოლეკულაა მიმაგრებული, რომლებიც რეცეპტორებს
უწოდებენ. მათი საშუალებით ხდება ინფორმაციის შეცნობა, მიღება ანუ
სწორედ ამაში გამოიხატება დენდრიტის „ანტენის“ ფუნქცია.
მოდით ახლა ყურადღება მივაქციოთ ნერვულ მემბრანას, რომელსაც საკმაოდ
საინტერესო აგებულება აქვს. მემბრანა ნახევრად განვლადია. ის კარგად
ატარებს Na+-ის იონებს, მაგრამ ცუდად ატარებს K+-ის იონებს. მემბრანში
ორი პროცესი მიმდინარეობს: დეპოლარიზაცია და პოლარიზაცია.
დეპოლარიზაცია ესაა პოლარიზებული მემბრანის მუხტის შეცვლა უჯრედის
გარეთ დადებითიდან უარყოფითზე, რომელიც პიკოვან პოტენციალზე
აღმავალი ფაზით გამოიხატება და შეესაბამება Na+-ის შესვლა უჯრედში.
რეპოლარიზაცია - კი უჯრედის გარეთ ნიშნის აღდგენას გამოხატავს; პიკოვან
პოტენციალზე დაღმავალი ფაზით გამოიხატება და შეესაბამება K+-ის
გამოსვლას უჯრედიდან.
რა არის ცნს და რისგან შედგება იგი? ცენტრალურ ნერვულ სისტემას (ცნს)
მიეკუთვნება თავისა და ზურგის ტვინი, ხოლო პერიფერიულ ნერვულ
სისტემას (პნს) - მათგან გამომავალი ნერვები. ჩონჩხის კუნთები მიეკუთვნება
სომატურ ნერვებს,ხოლო შინაგანი ორგანოები ვეგეტატიურ ანუ ავტონომიურ
ნერვულ სისტემას. სომატური ნერვების მეშვეობით ადამიანს
შეუძლია,ნებისმიერი მოძრაობა შეასრულოს, მაგ: ადგეს ან დაჯდეს. ამ
მოქმედების შესრულებაში მონაწილე კუნთების მუშაობას სწორედ
სომატური ნერვული სისტემა განაგებს, რომელიც ადამიანის ნებას
ემორჩილება.
სომატურისგან განსხვავებით, ავტონომიური ნერვული სისიტემა უნებლიედ,
ავტომატურად, ჩვენი ცნობიერებისგან დამოუკიდებლად არეგულირებს
შინაგანი ორგანოების მუშაობას. მას გააჩნია ყველა დანარჩენი ქსოვილისა და
ორგანოს მართვის კომპლექსური ფუნქცია.ავტონომიური ნერვული სისტემის
ტრანსმიტერებს წარმოადგენს აცეტილქოლინი და ნორადრენალინი. ამასთან,
აცეტილქოლინი წარმოადგენს პარასიმპატიკური სისტემის, როგორც პრე-,
ისე პოსტგანგლიური ნეირონების მედიატორს. იგი ხელს უწყობს
ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანი მაჩვენებლების - ტემპერატურის,
ოსმოსური წნევის, აქტიური რეაქციის (PH) და სხვა მაჩვენებლების
მეტნაკლებად ერთ დონეზე შენარჩუნებას, ასეთ ფუნქციას ჰომეოსტაზური
ეწოდება.ავტონომიურ ნერვულ სისტემაში სამ განყოფილებას არჩევენ:
კრანიალურს, თორაკოლუმბალურს და საკრალურს. აღსანიშნავია, რომ
არცერთი ნეირონი არ იღებს სათავეს ცერვიკალური (კისრის)
განყოფილებიდან. ავტონომიური ნერვული სისტემის გზები დისინაპსურია
ანუ შედგება ორი ნეირონისგან, რომელთაგან ერთი ნეირონის სხეული
მოთავსებულია ცნს-ში, ხოლო მეორე ნეირონის სხეული - ცნს-ის გარეთ. ეს
სხეულები თავს იყრიან კვანძებში, რომელთაც ავტონომიური განგლიონები
ეწოდებათ. სწორედ ამის მიხედვით, პირველ ნეირონს, რომელიც ცნს-შია
მოთავსებული, ეწოდება პრეგანგლიური, ხოლო მეორეს, რომლის სხეულიც
განგლიონშია მოთავსებული - პოსტგანგლიური.
ვეგეტატიური ნერვული სისტემა 2 ნაწილად სიმპათიკურ და
პარასიმპატიკურ სისტემებად იყოფა. ერთ-ერთი მათგანით ხდება მუშაობის
გააქტიურება, ხოლო მეორეთი კი შემცირება. ამ სახის ნერვების მოქმედება
ორგანოებზე უმრავლეს შემთვევებში ყოველთვის ერთმანეთის
ანტაგონისტური ანუ საწინააღმედო ხასიათისაა. ზოგჯერ ადგილი აქვს
სინერგიზმს, ანუ ეს ორი სისტემა ერთი მიმართულებით მოქმედებს.
მაგალითად შეიძლება დასახელდეს საშარდე და რეპროდუქციულ სისტემაზე
ამ ორი სისტემის გავლენა.
სიმპათიკური სისტემის პირველი ნეირონების სხეულები ზურგის ტვინის
რუხი ნივთიერების გვერდით რქებშია მოთავსებული. ამ სისტემაში
ვხვდებით პარავერტებრალურ (ხერხემლის გასწვრივი, „პარა“ - წყვილი
კვანძები) და პრე-ვერტებრალურ (ხერხემლის წინ მდებარე, კენტი
კვანძები).სიმპათიკური პრეგანგლიური ბოჭკოების მცირე ნაწილი კი მეორე
ნეირონზე გადართვის გარეშე გაივლის პარავერტებრალურ კვანძებს, ტოვებს
მას და მთავრდება ხერხემლის წინ განლაგებულ პრევერტებრალურ
კვანძებში, რომლებიც, როგორც წესი კენტი წარმონაქმნებია. მათ სხვაგვარად
კოლატერალურ განგლიონებს უწოდებენ.პრეგანგლიური ნეირონების
უმრავლესობა მოკლეა, ხოლო პოსტგანგლიური - გრძელი.
პარასიმპატიკური სისტემის პრეგანგლიური ნეირონები მოთავსებულია
თავის ტვინის ღეროში და ზურგის ტვინის გავის განყოფილებაში. ცნს-დან
გამოსვლის შემდეგ მათი აქსონები გადაერთვება პარასიმპატიკურ კვანძებში,
რომლები მოთავსებულია არა ხერხემლის მიდამოში, არამედ ეფექტორული
ორგანოს სიახლოვეს ან სულაც უშუალოდ ეფექტორულ ორგანოს კედელში
მდებარე ინტრამურალურ კვანძებში .
თირკმელზედა ჯირკვლის „ტვინოვანი შრე“ დიდ როლს თამაშობს
სიმპატიკური რეაქციების გამოწვევაში. კერძოდ, ის სისხლში გადაისვრის
ადრენალინსა და ნორადრენალინს, რის შედეგადაც გამოიწვევა სიმპატიკური
რეაქციების მთელი რიგი - გულისცემის სიხშირის გაძლიერება, ოფლის
გამოყოფა, სისხლში გლუკოზის დონის მომატება, კუნთების გაძლიერებული
მომარაგება სისხლით და სხვა.
დადგენილია, რომ ვეგეტატიური ნერვული ბოჭკოს მოქმედების ეფექტები
არა მარტო ტრანსმიტერზეა დამოკიდებული, არამედ პოსტსინაპსური
მემბრანის რეცეპტორთა თავისებურებებზეც. ავტონომიური ნერვული
სისტემის პერიფერიული ბოჭკოები თვისობრივად არ განსხვავდება
სომატური ბოჭკოებისგან, თუმცა კი ფიზიოლოგიურ მახასიათებლებს შორის
რაოდენობრივი განსხვავება შეიმჩნევა. ავტონომიურ ბოჭკოებში
სომატურთან შედარებით დაბალია აგზნებადობის ხარისხი და აგზნების
გატარების სისწრაფე.
ავტონომიური ნერვული სისტემის პრეგანგლიური და პოსტგანგლიური
ნეირონები სხვადასხვა შინაგანი ფაქტორების გავლენით მუდმივ აგზნებას
განიცდის, ამიტომაც მისი მოქმედება ზოგიერთ შინაგან ორგანოზე და
ორგანოთა სისტემებზე ტონურ ხასიათს ატარებს.

You might also like