You are on page 1of 6

ნეიროანატომია - გზა ტვინის გარშემო

ნერვული სისტემის ორგანიზაციის შესწავლა იწყება ტვინის ანატომიის შესწავლით.


თავის და ზურგის ტვინის სხვადასხვა სტრუქტურის, შრეების და გზების აღწერა ხდება 3
სხვადასხვა “ჩარჩოს“ მიხედვით: სხეულის სხვადასხვა ნაწილთან მიმართებაში, სახესთან
მიმართებაში და დამკვირვებლის პერსპექტივის მიხედვით.

ა. გ. ჭრილის სიბრტყეები ტვინის ხედები

კორონალური ფრონტალური

ბ.

ჰორიზონტალური დორსალური

საგიტალური მედიალური

სურ.1. ანატომიური ორიენტაცია. ა. ტერმინები, რომლებიც აღწერებს ტვინს სხეულის ნაწილებთან მიმართებაში.
ბ. სახესთან მიმართებაში. გ. ჭრილები იძლევა ტვინის შიდა სტრუქტურების დანახვის შესაძლებლობას:
კორონალური ჭრილი იძლევა ტვინის ფრონტალურ ხედებს, ჰორიზონტალური - დორსალურ ხედებს, ხოლო
საგიტალური - მედიალურ ხედებს.

სურ.1 აღწერს ყველაზე ხშირად გამოყენებულ ტერმინებს.


სურ.1.ა. განმარტავს ტერმინებს, რომლებიც აღწერს ტვინის სტრუქტურების მდებარეობას
სხეულის სხვადასხვა ნაწილთან მიმართებაში. ეს ტერმინები ლათინური წარმოშობისაა.
rostrum ლათინურად „ნისკარტს“ ნიშინავს, caudum - კუდს, dorsum - ზურგს და ventrum -
მუცელს. შესაბამისად, ტვინის როსტრალური, კაუდალური, დორსალური და ვენტრალური
ნაწილები სწორედ სხეულის შესაბამისი ნაწილების მიმართულებითაა განლაგებული.
ზოგჯერ გამოიყენება ტერმინები superior და inferior, რაც „ზედა“-ს და „ქვედა“-ს ნიშნავს.
თავის ტვინის აღწერის შემთხვევაში, ის შინაარსობრივად არ განსხვავდება დორსალურისა და
ვენტრალურისაგან. ზურგის ტვინის შემთხვევაში superior და inferior-ს მხოლოდ ზედას და
ქვედას აღმნიშვნელი ტერმინებია.
სურ.1.ბ. ხსნის იმ ტერმინებს, რომლებიც აღწერენ ტვინის სტრუქტურების მდებარეობას
სახესთან მიმართებაში. Anterior ან ფრონტალური – ამ ტერმინებით ტვინის ან მისი რომელიმე
სტრუქტურის წინა ნაწილს აღწერენ, posterior – უკანას ნიშნავს, lateral - გვერდითას, medial -
შუა - ცენტრალურს.
სურ.1.გ. განმარტავს იმ ტერმინებს, რომლებიც ტვინის სხვადასხვა ჭრილებს აღწერს.
კორონალური ჭრილი - ესაა ტვინის განივი ვერტიკალური ჭრილი, რაც იძლევა ტვინის
ფრონტალურ ხედებს. ჰორიზონტალური ჭრილი - ესაა ჭრილი ჰორიზონტის სიბრტყეში, და
იძლევა ტვინის დორსალურ ხედებს, თითქოს ტვინის სხვადასხვა შრეს დავყურებთ ზემოდან.
საგიტალური ჭრილი კი - ესაა სიგრძივი ვერტიკალურ ჭრილი ტვინის წინა და უკანა ნაწილებს
შორის, რომელიც იძლევა ტვინის შუა ნაწილების გვერდიდან დანახვის საშუალებას ანუ ქმნის
ტვინის მედიალურ სურათებს.
ნერვული სისტემა, ისევე როგორც სხეული, სიმეტრიულია და გააჩნია მარჯვენა და
მარცხენა მხარეები. სტრუქტურები, რომლებიც ტვინის ერთ მხარესაა მოთავსებული,
იფსილატერალურია; თუ ისინი სხვადასხვა მხარეს არიან განლაგებულნი -
კონტრალატერალური, ხოლო ჩვეულებრივ, ნებისმიერი სტრუქტურა ორივე მხარესაა
წყვილად განლაგებული და ისინი ბილატერალურია.

ნერვული სისტემის განყოფილებები

ნერვული სისტემა სხვადასხვა განყოფილებებისგან შედგება. მისი დაყოფა ხდება


ანატომიის და ფუნქციის მიხედვით.
ნერვული სისტემაში ანატომიურად არჩევენ 2 განყოფილებას - ცენტრალურს და
პერიფერიულს. ცენტრალურ ნერვულ სისტემას (ცნს) მიეკუთვნება თავისა და ზურგის ტვინი,
ხოლო პერიფერიულ ნერვულ სისტემას (პნს) - მათგან გამომავალი ნერვები (სურ.2.ა, სურ.3).
ნერვები 2 მიმართულებით მიემართება. ნაწილი უკავშირდება ჩონჩხის კუნთებს, სახსრებს და
კანს და ქმნის სომატურ ნერვულ სისტემას (სნს), ხოლო ნაწილი - გულს, შინაგანი ორგანოების
გლუვ კუნთებს, ჯირკვლებს და სისხლძარღვებს და ქმნის ავტონომიურ ნერვულ სისტემას
(ანს).
ფუნქციის მიხედვით ნერვული სისტემის დაყოფა გარკვეულწილად, იმეორებს
ანატომიური დაყოფის ეტაპებს, მხოლოდ ამ შემთხვევაში პირველივე საფეხურზე არა ორ,
არამედ სამ ფუნქციურად განსხვავებულ განყოფილებას არჩევენ - ცენტრალურ ნერვულ
სისტემას (ცნს), სომატურ ნერვულ სისტემას (სნს) და ავტონომიურ ნერვულ სისტემას
(ანს)(სურ.2.ბ).
სომატურ ნერვულ სისტემაში (სნს) არჩევენ კრანიალურ (cranium ლათინურად „თავის
ქალას“ ნიშნავს) ანუ თავის ტვინიდან გამომავალ - და სპინალურ ანუ ზურგის ტვინიდან
გამომავალ ნერვებს. ამასთან, ზურგის ტვინის სხვადასხვა განყოფილებიდან გამოსული
ნერვები, ზურგის ტვინის შესაბამისი უბნის სახელწოდებით მოიხსენიება (სურ.3.ა):
ცერვიკალური ანუ კისრიდან გამომავალი ნერვები (cervix ლათინურად კისერს ნიშნავს),
თორაკალური ანუ გულმკერდის განყოფილებიდან გამომავალი (torax ლათინურად
გულმკერდს ნიშნავს), ლუმბალური ანუ წელის განყოფილებიდან გამოსული (lumbus
ლათინურად წელს ნიშნავს) და საკრალური - გავის განყოფილებიდან გამოსული ნერვები
(sacrum ლათინურად გავას ნიშნავს) (სურ.4.ა).
ავტონომიურ ნერვულ სისტემაში (ანს) 2 განყოფილებას არჩევენ - სიმპატიკურ და
პარასიმპატიკურ სისტემებს. სიმპატიკური სისტემა ორგანოების „მოსვენებას“ უწყობს უფრო
ხელს, ხოლო პარასიმპატიკური - პირიქით, გააქტივებას.

ა. ნერვული სისტემის ანატომიური განყოფილებები

ნერვული სისტემა

ცენტრალური ნერვული პერიფერიული ნერვული


სისტემა (ცნს) სისტემა (პნს)

თავის ტვინი ზურგის ტვინი სომატური (სნს) ავტონომიური (ანს)

ჩონჩხის კუნთების, გულის, შინაგანი ორგანოების


სახსრების და კანის კუნთების, ჯირკვლების,
ინერვაცია სისხლძარღვების ინერვაცია

ბ. ნერვული სისტემის ფუნქციური განყოფილებები

ნერვული სისტემა

ცენტრალური სომატური ავტონომიური


ნერვული სისტემა ნერვული სისტემა ნერვული სისტემა
(ცნს) (სნს) (ანს)

თავის ზურგის კრანიალური სპინალური სიმპატიკური პარასიმპატიკური


ტვინი ტვინი ნერვები ნერვები განყოფილება განყოფილება

სურ.2. ნერვული სისტემის ა. ანატომიური და ბ. ფუნქციური განყოფილებები


კანის კონკრეტულ უბანს ცნს-ს კონკრეტული უბნის ნეირონებიდან წამოსული სომატური
ნერვები აინერვირებენ. ასეთ უბნებს დერმატომები ეწოდება (სურ.4.ბ-გ).

ცენტრალური
ნერვული სისტემა
სურ.3. ნერვული სისტემის 2
ძირითადი ანატომიური
განყოფილება - ცენტრალური
ნერვული სისტემა და (თავის და
ზურგის ტვინი) და
პერიფერიული ნერვული
სისტემა (ცნს-დან გამომავალი
პერიფერიული ნერვული ნერვები)
სისტემა

სურ 4. ა.ზურგის ტვინის


განყოფილებები. ბ-გ.
დერმატომები

ა. ბ. გ.
თავის ტვინიც და ზურგის ტვინიც დაცულია დაზიანებისა და ინფექციებისაგან 4 გზით:

1. თავის ტვინი მოთავსებულია თავის ქალაში, ხოლო ზურგის ტვინი - ხერხემალში


(ლათინურად vertebrum) ანუ ცნს მთლიანადაა დაცული ძვლოვანი ქსოვილით. ცნს-დან
გამომავალი სნს და ანს თავისუფალია ძვლოვანი ქსოვილისგან და ამიტომაც ნაკლებადაა
დაცული დაზიანებისაგან, თუმცა, მცირე დაზიანებების შემთხვევაში მათ გააჩნიათ
რეგენერაციის უნარი, რაც გაცილებით შეზღუდულია ცნს-ში;
2. ძვლის ქვეშ ცნს-ს დამატებით 3 გარსი იცავს (სურ.5). მათ მენინგებს უწოდებენ (meninx,
meninges - ლათინურად „ტვინის გარსს“ ნიშნავს). გარეთა გარსი 2-შრიანი, მკვრივი და
მაგარია და ამიტომაც მაგარი გარსის ანუ dura mater-ის სახელწოდებითაა ცნობილი
(ლათინურად ნიშნავს „მაგარ დედა“-ს). შუა გარსი ობობის ქსელს ჰგავს და ქსელისებრი ანუ
არაქნოიდული გარსი - (arachnoid mater)-ს სახელწოდებითაა ცნობილი (ბერძნულად
arachnoid ობობას ნიშნავს). ის თხელი და ნაზია და მიჰყვება ტვინის კონტურებს. შიდა
გარსი ზომიერად მკვრივია და პირდაპირ ეკვრის ცნს-ს. ის რბილი გარსის ანუ pia mater-ის
სახელითაა ცნობილი (ლათიურად pia mater „რბილ დედა“-ს ნიშნავს). არაქნოიდულ
გარსსა და რბილ გარსს შორის სივრცეა, რომელსაც სუბარაქნოიდულ სივრცეს უწოდებენ;
3. თავის ტვინის პარკუჭებსა და ზურგის ტვინის არხში ცირკულირებს ცერებროსპინალური
(cerebrum ლათინურად თავს ნიშნავს) ანუ თავზურგტვინის სითხე. ეს სითხე ავსებს, ასევე,
სუბარაქნოიდულ სივრცესაც. შოკისა და წნევის მოულოდნელი ცვლილებებისგან ცნს-ს
სტრუქტურები დაცულია სწორედ თავზურგტვინის სითხის მეშვეობით;
4. ჰემატოენცეფალური ბარიერი (სიტყვასიტყვით - სისხლ-ტვინის ბარიერი; ბერძნ.: haima
- სისხლი, encephalon - თავის ტვინი) იცავს ცნს-ს სხეულის სხვა ნაწილებიდან წამოსული
ქიმიური ნივთიერებების მოხვედრისაგან, შესაბამისად, ტოქსინებისა და ინფექციებისგან.
გლიური უჯრედები - ასტროციტები (დეტალურად შემდეგ თავებში) მჭიდროდ კრავს
ერთმანეთთან კაპილარებს, რაც ხელს უშლის კაპილარიდან გამოსულ ქიმიურ
ნივთიერებებს, მოხვდეს ტვინში.

ძვალი კანი
მაგარი გარსი

ობობისებრი გარსი
რბილი გარსი
სუბარაქნოიდული
სივრცე

სურ. 2.

სურ.5. თავის ტვინის გარსები. ანალოგიურადაა შემოგარსული ზურგის ტვინიც.


გამოყენებული ლიტერატურა
1. Neuroscience. Sixth edition, Dale Purves et al. (2018), გვ. 199, 648
2. Fundamentals of Human Neuropsychology, 7th Edition, Bryan Kolb, Ian Q. Whishaw. Worth Publishers.
2015. გვ 54-55, 57-58
3. Neuroscience-Exploring the Brain, 4th Edition, Bear, Connors, Paradiso. 2016 გვ.7

You might also like