You are on page 1of 10

ლექცია N10

დიდი ტვინის ნახევარსფეროების ურთიერთქმედება.


დიდი ტვინის ნახევარსფეროების ურთიერთქმედება ადამიანში 2 ძირითადი ფორმით
ხორციელდება - ჰემისფეროების ფუნქციური ასიმეტრიით და მათი ერთობლივი მოქმედებით.
ნახევარსფეროების ფ უ ნ ქ ც ი უ რ ი ა ს ი მ ე ტ რ ი ა ადამიანის თავის ტვინის
უმნიშვნელოვანეს ფსიქოფიზიოლოგიურ თავისებურებას წარმოადგენს. მე-19 საუკუნეში
საფუძველი ჩაეყარა მარცხენა ნახევარსფეროს დომინირების კონცეფციას, რომლის მიხედვითაც
მარცხენა ნახევარსფეროს დომინანტობა განპირობებულია ადამიანის შრომითი საქმიანობით. მე-
20 საუკუნის 80-იან წლებში კორძიანი სხეულის გადაჭრის პირობებში ჩატარებულმა კვლევებმა
უჩვენეს არა მარცხენა, არამედ მარჯვენა ნახევარსფეროს უპირატესობა და ჩამოყალიბდა
ნახევარსფეროების ნახევრად დომინირების კონცეფცია.
ტვინის ასიმეტრია ვლინდება მოტორულ, ფსიქიკურ და სენსორულ ფუნქციათა
ასიმეტრიულ განაწილებაში.
მოტორული ასიმეტრია გამოიხატება იმაში, რომ ერთი მხრის კუნთები კონტროლდება
მეორე მხრის მოტორული ქერქის საშუალებით. გამონაკლისია სახის კუნთები, რომლის
კონტროლსაც ორივე ნახევარსფერო ახორციელებს.
ფსიქიკური ასიმეტრია სხვადასხვა მიმართულებით იჩენს თავს.
მეტყველების ცენტრის კვლევის შედეგად დადგენილია, რომ სიტყვიერი ინფორმაციული
არხი კონტროლდება მარცხენა ნახევარსფეროს მეშვეობით, არასიტყვიერი (ინტონაცია) -
მარჯვენათი.
ემოციების თვალსაზრისით მარჯვენა ნახევარსფერო უარყოფით ემოციებზეა
პასუხისმგებელი. იგი აკონტროლებს უფრო ძლიერი ემოციების გამოვლენას. მარცხენა
ნახევარსფერო კი დადებითი ემოციების გამოვლინებაზეა პასუხისმგებელი და კონტროლს უწვეს
უფრო სუსტ ემოციებს.
მარჯვენა ნახევარსფერო უზრუნველყოფს ინფორმაციის ერთდროული, სინთეზური,
დედუქციის (კერძო დასკვნის გამოტანა) პრინციპით გადამუშავებას, ხოლო მარცხენა -
თანმიმდევრულად, ანალიტიკურად, ინდუქციის (ზოგადი დასკვნის გამოტანა) პრინციპით -
უკეთ აღიქვამს საგნის აბსოლუტურ მნიშვნელობას. მარცხენა ნახევარსფერო პასუხისმგებელია
მათემატიკურ აზროვნებაზე, წერაზე, კითხვაზე, ლოგიკაზე. მარჯვენა ნახევარსფეროსთანაა
დაკავშირებული შემოქმედებითი და ხელოვნების ნიჭი, ინტუიცია, პიროვნული თვისებები,
სივრცეში ორიენტაცია (სურ.1.).
სენსორულ სფეროში მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროების ასიმეტრიული როლი უკეთ
ვლინდება მხედველობით აღქმაში. მარჯვენა ნახევარსფერო მხედველობით ხატს აღიქვამს
სწრაფად, მთლიანად, დაწვრილებით. მარცხენა ნახევარსფერო მხედველობით ხატს
დანაწევრებულად აფასებს - ხდება თითოეული ნიშნის ცალ-ცალკე შეფასება (ფორმა, ფერი,
მოცულობა და ა.შ.), ადვილად გამოიცნობა ადრე ნანახი საგნები, ხდება მსგავსი საგნების
ერთმანეთთან შედარება.
სურ.1. ტვინის ფუნქციური ასიმეტრია სურ.2. კორძიანი სხეული

დიდი ნახევარსფეროების ე რ თ ო ბ ლ ი ვ ი მ ო ქ მ ე დ ე ბ ა კომისურული სისტემის (კორძიანი


სხეულის) საშუალებით ხორციელდება (სურ.2). ამ სისტემის საშუალებით ერთი ნახევარსფეროს
რომელიმე უბანი არა მარტო სიმეტრიულ უბანს უკავშირდება მეორე ნახევარსფეროში, არამედ -
არასიმეტრიულსაც. ამასთან, ელემენტარული კავშირები გაყოფილ ორ ნახევარსფეროს შორის
ხორციელდება ქერქქვეშა და ღეროვანი სტრუქტურების საშუალებითაც.

თავის ტვინის მოძრაობითი ფუნქცია


დიდი ტვინის ქერქი არა მარტო ღებულობს ინფორმაციას აფერენტული იმპულსაციის
სახით, არამედ, ახდენს მის ანალიზს და განაპირობებს საპასუხო რეაქციების გენერირებას.
ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში ძუძუმწოვრებში ექსპერიმენტულმა კვლევებმა უჩვენეს, რომ
ზოგიერთი ქერქული უბნის ლოკალური გაღიზიანება იწვევდა მოძრაობებს კონტრა-ლატერალურ
კიდურზე. სხვა მკვლევარების გამოკვლევები უჩვენებდა, რომ ქერქის ზოგიერთი უბნის
ლოკალური დაზიანება ცხოველის მოტორიკის შესაბამის დარღვევებს იწვევდა. ასეთი ზონების
ერთობლიობას მ ო ტ ო რ უ ლ ი ქ ე რ ქ ი ს ანუ მ ო ტ ო კ ო რ ტ ე ქ ს ი ს სახელით აღნიშნავენ.
მოგვიანებით, უკვე კლინიკური კვლევების საფუძველზეც გაირკვა, რომ ადამიანებშიც
იგივე მოვლენას ჰქონდა ადგილი - ქერქის ზოგიერთი უბნის ლოკალური გაღიზიანება იწვევდა
მოძრაობებს კონტრა-ლატერალურ კიდურზე. გარდა ამისა, ეპილეფსიით დაავადებულ
პაციენტებში, ეპილეფსიური კერების ამოკვეთის მიზნით, ქერქის ზოგიერთი უბანს
სპეციალურად აცილებდნენ. ამის შედეგად ხშირად ვლინდებოდა მოტორიკისთვის
დამახასიათებელი დარღვევები.

მოტორული ქერქი ანუ მოტოკორტექსი შედგება 3 ნაწილისგან:


1. პირველადი მოტოკორტექსი - M1 - მოიცავს ბროდმანის მე-4 ველს
2. პრემოტოკორტექსი - PMA - მოიცავს ბროდმანის მე-6 ველის ლატერალურ ნაწილს
3. დამატებითი მოტოკორტექსი - SMA - მოიცავს ბროდმანის მე-6 ველის მედიალურ ნაწილს.
Primary motor cortex (M1) –
პირველადი მოტორული ქერქი

Supplementary motor cortex (SMA) -


დამატებითი მოტორული ქერქი

Premotor cortex (PMA) -


პრემოტორული ქერქი

სურ.3. მოტოკორტექსი

სურ.4.

პირველადი მოტოკორტექსი (M1) - ახდენს ძირითადად იმ ნერვული იმპულსების გენერირებას,


რომლებიც მიემართება დაბლა - ზურგის ტვინისკენ და აკონტროლებს სხეულის ცალკეული
ნაწილების მიერ მოძრაობის შესრულებას, რომელიც პარალელურად კოორდინირებას საჭიროებს.

პრემოტოკორტექსი (PMA – premotor area) პასუხისმგებელია მოძრაობის ისეთი ასპექტების


გენერირებაზე, როგორიცაა მოძრაობის მომზადება, მიზნის მიღწევის სივრცობრივი მართვა ან
ტანის და ტანთან ახლომდებარე კუნთების (ბარძაყის და მხრის კუნთების) პირდაპირი
კონტროლი. ის დაკავშირებულია როგორც პირველად მოტოკორტექსტან, ისე ზურგის ტვინთან.
4

პრემოტოკორტექსის ნეირონები ახდენენ ისეთი სენსორული სიგნალების კოდირებას, რომელიც


დაკავშირებულია გარკვეულ მოტორულ აქტთან. რას ნიშნავს ეს? მაგალითად, მაიმუნი ამტვრევს
მიწის თხილს. ამ დროს პრემოტოკორტექსში აქტივდებიან გარკვეული ტიპის ნეირონები. ზუსტად
იგივე ნეირონები აქტივდებიან მაშინაც, როცა იგივე მოქმედებას ასრულებს სხვა და მაიმუნი
უყურებს ამ აქტს ან უბრალოდ ესმის თხილის ტექვის ხმა. ასეთ ნეირონებს სარკისებრ ნეირონებს
უწოდებენ. ანუ, სარკისებრი ნეირონები ისეთი ნეირონებია, რომლების აქტივდებიან ა)გარკვეული
ტიპის მოქმედების შესრულებისას, ბ) ამ მოქმედების დაკვირვებისას, როცა სხვა ასრულებს მას, ან
გ) უბრალოდ ამ მოქმედების შესრულების ხმის გაგონებისას (სურ.4).

პრემოტოკორტექსი მგრძნობიარეა, ასევე, მოძრაობის ქცევით კონტექსტზე და სწორი და არასწორი


მოქმედების შესრულებაზე.
დამატებითი მოტოკორტექსი (SMA – supplementary motor area) უფრო ფართო ფუნქციებითაა
დატვირთული. ის აკონტროლებს

 მოძრაობის დაგეგმვას
 მის ორმხრივ კოორდინაციას
 კინემატიკური მაჩვენებლების დინამიკურში ტრანსფორმაციას.

მოვიყვანოთ მაგალითი. ვთქვათ, ხელი უნდა გავწიოთ მარცხნივ. დამატებითმა მოტოკორტექსმა ეს


უნდა „თარგმნოს“ ისე, რომ ხელმა შეასრულოს სწორი მოძრაობა დისტანციის და კუთხის
გათვალისწინებით და გაუგზავნოს კუნთებს ინფორმაცია ამ მოძრაობის შესასრულებლად
შესაფერისი ძალით შეკუმშვისათვის.

ფაქტიურად, პრემოტოკორტექსი და დამატებითი მოტოკორტექსი წარმოადგენენ პირველად


მოტოკორტექსზე უფრო მაღალ საფეხურს, რომლებიც ახდენენ კომპლექსური და რთული
მოძრაობების კოდირებას/გენერირებას.

როგორ ხდება ბუნებრივ პირობებში მოტორული ქერქის უჯრედების ამოქმედება?


პერიფერიული აფერენტული იმპულსაცია ჯერ აღწევს თალამუსს და შემდეგ, თალამო-
კორტიკალური გზით - ქერქის სომატოსენსორულ ზონას, სადაც ხდება მისი ანალიზი. მხოლოდ
ამის შემდეგ მიდის იმპულსაცია მოტორულ ქერქში, სადაც უკვე ხდება შესაბამისი მოტორული
აქტების გენერირება. თუმცა კი თალამო-კორტიკალური გზის მცირე ნაწილი სომატოსენსორული
გზის გვერდის ავლითაც ხვდება მოტორულ ქერქში, რაც იმას ნიშნავს, რომ მოტორული ქერქი
ნაწილობრივ სენსორულ ფუნქციასაც ასრულებს. ამიტომაც უფრო სამართლიანად, ქერქის ასეთ
უბანს, ს ე ნ ს ო - მ ო ტ ო რ უ ლ ზონას უწოდებენ.

მოტორულ ქერქს ახასიათებს ს ო მ ა ტ ო ტ ო პ უ რ ი ო რ გ ა ნ ი ზ ა ც ი ა ანუ პირველად


მოტოკორტექსში ყველა ორგანოს თავისი პროექცია აქვს და მათი ტოპოგრაფიული განაწილება
შეესაბამება სხეულის ნაწილების სივრცით ურთიერთობებს. რაც უფრო ნატიფ და რთულ
ფუნქციას ემსახურება ორგანო, მით უფრო დიდი წარმომადგენლობა გააჩნია მას მოტორულ
ქერქში, თუნდაც ეს ორგანო იყოს მცირე ზომის (სურ.5 ა-ბ-გ).
5

სურ.5. ა. ბ. გ.

მოტორული რეაქციების გამოწვევა შესაძლებელია ასევე სენსორული საპროექციო ზონების


ზოგიერთი წერტილის ლოკალური გაღიზიანებითაც. მაგ.: სმენის პირველადი საპროექციო ზონის
ზოგიერთი წერტილის გაღიზიანებას საპასუხოდ მოჰყვება თავის მობრუნება და სხვა. ასეთ
წერტილებს, მამოძრავებელ წერტილებს უწოდებენ. ანუ, მამოძრავებელი წერტილები ესაა
სენსორული საპროექციო ზონების ისეთი წერტილები, რომელთა გაღიზიანებას საპასუხოდ
სხვადასხვა ტიპის მოძრაობა ანუ მოტორული რეაქცია მოჰყვება.

ქერქის ასოციაციური ველები


დიდი ტვინის ქერქის უდიდესი ფართობი უჭირავთ ისეთ ზონებს, რომლებიც არც
უშუალოდ იღებს ამავალ სენსორულ აფერენტებს და არც მოტორულ გზებს აძლევს დასაბამს.
ისინი ძირითადად წარმოდგენილია ინტრაკორტიკალური (ქერქის შიდა) და არასპეციფიური
თალამო-კორტიკალური ბოჭკოებით. ასეთ ზონებს ასოციაციური ველები ეწოდათ.
ასოციაციური ველების ფუნქციას წარმოადგენს სხვადასხვა მოდალობის გაღიზიანებით
მიღებული ინფორმაციის თავმოყრა, ერთმანეთთან დაკავშირება და აღქმული ობიექტის ან მისი
ნაწილის ერთიანი ხატის შექმნა.
ქვემოთ განვიხილავთ შემდეგ ასოციაციურ ველებს:
1. პრეფრონტალური ზონა - შუბლისწინა (აქვეა ბროკას ზონა)
2. საფეთქლის უკანა ზონა - უკანა ტემპორალური ზონა (ვერნიკეს ზონა)
3. თხემ-საფეთქელ-კეფის ზონა - პარიეტო-ტემპორალ-ოქციპიტალური ზონა (აქვეა
ანგულარული ხვეული)
4. ლიმბური ასოციაციური ველი

1. პრეფრონტალური ასოციაციური ზონა მოთავსებულია შუბლის წილის წინა მხარეზე. აქ ხდება


ქერქის სხვადასხვა უბნებიდან და ქერქქვეშა სტრუქტურებიდან იღებს მოსული სხვადასხვა
ტიპის ინფორმაციის დეტალური ანალიზი. ამ ანალიზის საფუძველზე ეს ზონა ემსახურება
გადაწყვეტილებების მიღებას და რთული აქტების დაგეგმვას. ამ ზონის დაზიანების
6

შემთხვევაში პაციენტები უფრო მშვიდები არიან და ნაკლებად დათრგუნულები. რატომ?


იმიტომ რომ თუ ადამიანი რამეს არ გეგმავს, შესაბამისად, ის უფრო მშვიდია. თუ არაფერია
დაგეგმილი, შესაბამისად, იმის ალბათობა, რომ რაღაც არ გამოვა, ნულია, ე.ი. პაციენტიც არაა
დათრგუნული და იმედგაცრუებული. სწორედ ამ დამამშვიდებელი ეფექტის გამო, 1949 წლის
ნობელის პრემიის ლაურეატმა მედიცინაში, ნევროლოგმა ანტონიო მონიცმა, შეიმუშავა
ფრონტალური ლობოტომიის ტექნიკა აგრესიის სამკურნალოდ. თუმცა ამ ტექნიკამ უჩვენა,
რომ ითრგუნებოდა ინიციატივაც.
პრეფრონტალური ქერქის უკანა
ლატერალური უბანი ანუ ბროკას ზონა
(სურ.7) შეიცავს სპეციფიურ ნერვულ ბადეს,
რომლის ფუნქციაა სიტყვების ფორმირება.
აქ ხდება ცალკეული სიტყვების და მოკლე
ფრაზების შესაბამისი მოტორული აქტების
დაგეგმვა და სათანადო იმპულსაციის
განხორციელება. ასეთი ფუნქციის გამო
ბროკას ზონას მეტყველების ცენტრს
უწოდებენ.
სურ. 6.

2. საფეთქლის უკანა ასოციაციურ ზონაში


(სურ.8) თავს იყრის ა)სომატოსენსორული,
ბ)მხედველობითი და გ) სმენითი
ასოციაციური ზონები. ის ჩართულია
გრძელვადიან მეხსიერებაში. მას
ინტერპრეტაციულ ან ცოდნის ზონას
უწოდებენ. ეს ზონა ემსახურება
ნებისმიერი წერილობითი და სამეტყველო
ენის გაგებას და განიხილება, როგორც
მეტყველების აზრობრივი
ც ე ნ ტ რ ი. ყველაზე მეტად კი ამ უბანს
სურ.7. ვ ე რ ნ ი კ ე ს ზ ო ნ ი ს სახელით
აღნიშნავენ (სურ. 6-7).

რა ხდება ყრუ-მუნჯებში, რომელთაც არც ესმით და ვერც მეტყველებენ? აღმოჩნდა, რომ


მათაც ძალიან კარგად აქვთ განვითარებული ეს ზონა, ვინაიდან ისინი ნიშნების ენაზე საუბრობენ.
ანუ ვერნიკეს ზონა ემსახურება სამეტყველო, წერილობითი და ნიშნების ენის გაგებას.

ბროკას და ვერნიკეს ზონები ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში იმყოფება (სურ.8).


7

სურ. 8.

ვერნიკეს ზონა განსაკუთრებით ძლიერადაა განვითარებული ე.წ. დომინანტურ


ჰემისფეროში, ანუ „მემარჯვენე“ ადამიანებში ის მარცხენა ჰემისფეროშია, ხოლო „მემარცხენეებში“
- მარჯვენა ჰემისფეროში. ადამიანთა 95%-ში დომინანტურია მარცხენა ჰემისფერო, ხოლო 5%-ში
- ან ორივე თანაბრადაა განვითარებული, ან კიდევ დომინანტურია მარჯვენა ჰემისფერო.
ვერნიკეს ზონის დაზიანება დომინანტურ ჰემისფეროში იწვევს თითქმის ყველა
ინტელექტუალური ფუნქციის დაკარგვას, რომელიც დაკავშირებულია მეტყველებასთან,
კითხვასთან, მათემატიკური ამოცანების გადაჭრასთან და ლოგიკურ აზროვნებასთან. ასეთ
ადამიანი შეიძლება კითხულობდეს, ესმოდეს და არჩევდეს სხვადასხვა სიტყვებს, მაგრამ არ
შეუძლია მათი გაერთიანება ერთ აზრში.
ადამიანში ვერნიკეს ზონის სტიმულაცია იწვევს რთული ფიქრების და ბავშვობის
მოგონებების აღძვრას ანუ მას შეუძლია გამოიწვიოს სხვადასხვა მოდალობის სენსორული
მოვლენების რეპროდუქცია მიუხედავად იმისა, რომ ამ მოვლენათა კვალი შემონახულია თავის
ტვინის სხვადასხვა განყოფილებებში.

3. პარიეტო-ტემპორალურ-ოქციპტალური ანუ თხემ-საფეთქელ -კეფის ასოციაციური ზონა


(სურ.9). ემსახურება
ა) შეგრძნების და ბ) ყურადღების პოლიმოდალურ კონვერგენციას.
მაგალითად,
ა). სივრცეში ობიექტების შეხებით შეცნობა, ხმით და ა.შ. ან
კიდევ სიტყვების გაგება, სიტყვების კითხვა თვალით ან
სიტყვების კითხვა ბრაილის შრიფტით (შეხებით).
ბ). ყურადღება საშუალებას იძლევა ფოკუსირება მოვახდინოთ
სპეციფიკურ სტიმულებზე და უგულებელვყოთ სხვა
სურ. 9. სტიმულები, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი არაა, მაგ.: ხმაური
ხალხის დიდ მასაში.
პაციენტებს, რომლებსაც დაზიანებული აქვთ მარჯვენა თხემ-საფეთქელ-კეფის
ასოციაციური ზონა, ვერ ამჩნევენ საგნების მარცხენა მხარეს და რჩებათ შთაბეჭდილება, რომ
სამყაროს მხოლოდ ნახევარია დარჩენილი. ამ ლოგიკას თუ გავყვებით, მაშინ მარცხენა მხრის
თხემ-საფეთქელ-კეფის ასოციაციური ზონის დაზიანებით, პაციენტები საგნების მარჯვენა მხარეს
ვეღარ უნდა არჩევდნენ. აღმოჩნდა, რომ ეს ასე არაა. რა არის ამის მიზეზი? ამ ფენომენის ერთ-
8

ერთი ახსნა ასეთია, რომ მარჯვენა ნახევარსფეროს ქერქში არის საგნების ორივე მხრის
წარმომადგენლობა - მარჯვენაც და მარცხენაც, ხოლო, მარცხენა მხარეში, მხოლოდ საგნების
მარჯვენა მხრის წარმომადგენლობა (სურ.10).

სურ. 10.

სურ.11.

ანგულარული ხვეული (სურ. 11). თხემის წინა ნაწილის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ის


მოთავსებულია უშუალოდ ვერნიკეს ზონის უკან. ის შედის მხედველობის ზონაში და ქმნის ამ
ორი ზონის დამაკავშირებელ ხიდს (სურ.12). ადამიანს, რომელსაც დაზიანებული აქვს
ანგულარული ხვეული, მაგრამ შენარჩუნებული აქვს ვერნიკეს ზონა, კარგად აცნობიერებს სმენით
ინფორმაციას, მაგრამ დაბლოკილი აქვს გზა მხედველობითი ზონიდან ვერნიკეს ზონამდე. ასეთ
9

ადამიანს შეუძლია სიტყვების წაკითხვა, მაგრამ ვერ აცნობიერებს მათ შინაარსს. ასეთ
პათოლოგიას დისლქციას ანუ სიტყვით სიბრმავეს უწოდებენ.

ყოველივე ზემოხსენებულიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ ადამიანის ინტელექტის


სუბსტრატს წარმოადგენს ვერნიკეს ზონა და ანგულარული ხვეული. ინტელექტში ასევე დიდ
როლს თამაშობს პრეფრონტალური ქერქი.

მოტოკორტექსი

ბროკას
ზონა მხედველობის პირველადი
ანგულარული
ვერნიკეს საპროექციო ზონა
ხვეული
ზონა

სურ.12.

4. ლიმბური ასოციაციური ზონა ლიმბური სისტემის ნაწილია. ის მონაწილეობს ორგანიზმის


ქცევით და მოტივაციურ რეაქციებში. მოთავსებულია:
 საფეთქლის წინა პოლუსზე
 შუბლის წილის ვენტრალურ ნაწილში
 სარტყლისებრ ხვეულში
10

მოტოკორტექსი სომატოსენსორული
პრემოტორული ზონა ქერქი
გემოვნების ზონა

პარიეტო-
პრეფრონტალური ზონა ოქციპიტალური
ასოციაციური ველი

მხედველობის
ბროკას ზონა ასოციაციური
ზონა

მხედველობის
საპროექციო
ზონა

ლიმბური
ასოციაციური ვერნიკეს
ზონა ზონა
სმენის
სმენის საპროექციო
ასოციაციური ზონა
ზონა

You might also like