You are on page 1of 14

ფაკულტეტი: მედცინა

კურსი: 4
ჯგუფი: 15
პედაგოგი: ეკა დევიძე
სტუდენტი: ანგელინა გულბანი

ლიმბური სისტემა: უმაღლესი ქერქული ფუნქციები


(მეხსიერება, მეტყველება, შემეცნება (გნოზისი), რთული
ავტომატური მოქმედება (პრაქსისი)
სარჩევი
1. შესავალი
2. ლიმბური სისტემის შესწავლის მოკლე ისტორიული მიმოხილვა
3. ლიმპური სისტემის ანატომიური შენება
4. ლიმბური სისტემის ფუნქციები: მეხსიერება, ემოციური პასუხი, სოციალური
შემეცნება
5. გამოყენებული ლიტერატურა

შესავალი

ალექსანდრე ლურია სოლომონ შერეშევსკი


მეოცე საუკუნის ოციან წლებში ფსიქოლოგისა და ექიმ-ნევროპათოლოგის, ალექსანდრე
ლურიის კაბინეტში იდგა სოლომონ შერეშევსკი - მორიგი რეპორტიორი და ფენომენალური
მეხსიერების მფლობელი, პროფესიონალური მნემონისტი. შერეშევსკი იყო ოდნავ ნელი,
თავმდაბალი და მშვიდი ადამიანი, რომელმაც ზუსტად არ იცოდა, რა უნდა ცხოვრებისგან,
თუმცა მას ჰქონდა უნიკალური უნარი - მას ყველაფერი ახსოვდა. ასე, როდესაც ლურია
უკითხავდა პაციენტს 70 და მეტი სიტყვისგან ან რიცხვისგან შემდგარ რიგს, შერეშევსკის
შეეძლო ამის კვლავწარმოება არა მხოლოდ პირველ წუთებში, არამედ წლების შემდეგაც;
პროფესორი პირველად წააწყდა ადამიანის მეხსიერების მოცულობის განსაზღვრის
შეუძლებლობას. ჩვენ კიდევ დავუბრუნდებით ამ ამბის დეტალებს, ახლა კი განვიხილავთ
იმას, რასაც კაცობრიობა იკვლევდა საუკუნეების განმავლობაში - ემოციების, მეხსიერების,
შემეცნების საკითხს.

ლიმბური სისტემის შესწავლის მოკლე ისტორიული


მიმოხილვა
ემოციური მართვის ცენტრების ძიება დაიწყო ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში არისტოტელეს
მიერ. იგი ამტკიცებდა, რომ ემოციებისა და გონების ცენტრი არის გული. ყველაფერი
შეიცვალა მაშინ, როდესაც ადამიანებმა დაიწყეს გვამების გაკვეთა. ასე, მე-3 საუკუნეში
გალენმა აღწერა კრანიალური ნერვები და გამოთქვა მოსაზრება, რომ გონების ცენტრია არა
გული, არამედ ტვინის პარკუჭები. ნეიროანატომიისა და ნეიროფიზიოლოგიის შესწავლაში
მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ლეონარდო და ვინჩიმ, მიკელანჯელომ, რემბრანდტმა,
და უკვე მე-18 საუკუნის ბოლოს ცუდი ანატომიური საფუძვლის მქონე მეცნიერებისგან
ნევროლოგია გარდაიქმნა ანატომიის, პათოლოგიისა და ქიმიის ნაკლებად ფილოსოფიურ და
უფრო პრაქტიკულ კომბინაციად.

1878 წელს პოლ პიერ ბროკა საუბრობდა «le grand lobe limbique» (დიდი ლიმბური წილი) -
ქერქის მოღუნულ კიდეზე, რომელიც მოიცავს ცინგულარულ ხვეულსა და პარაჰიპოკამპულ
სხეულს. ამ უბნის ფუნქციური როლი კი შემუშავდა 1937 წელს ჯეიმს პაპეზის მიერ,
რომელმაც გამოაქვეყნა სტატია «ემოციების სავარაუდო მექანიზმი». უკვე 1952 წელს პოლ
მაკლინმა შემოიღო ტერმინი «ლიმბური სისტემა» ლიმბური წილისა და მასთან
დაკავშირებული ქერქქვეშა ბირთვების ასაღწერად.

დღეს მიიჩნევა, რომ არ შეიძლება ლიმბური სისტემის განხილვა დისკრეტულ ფუნქციურ


ერთეულად და მასთან დაკავშირებული ფუნქციები, როგორებიცაა ინსტინქტური და
აფექტური ქცევა, მოტივაცია, შემეცნება, არ უნდა მივიჩნიოთ მხოლოდ ლიმბური სისტემის
პრეროგატივად, ვინაიდან ისინი დამოკიდებულნი არიან თავის ტვინის სხვა უბნებზეც.
საბოლოოდ, არ არსებობს საერთო აზრი ლიმბური სისტემის შემადგენელ სტრუქტურებთან
დაკავშირებით, მაგრამ მას მიაკუთვნებენ შემდეგ უბნებს:
1. ლიმბური ქერქი
 ცინგულარული ხვეული
 პარაჰიპოკამპული ხვეული

2. ჰიპოკამპული ფორმაცია
 დაკბილული ხვეული
 ჰიპოკამპი
 სუბიკულარული კომპლექსი

3. ამიგდალა

4. ნუშისებრი სხეული

5. ჰიპოთალამუსი
ლიმბური სისტემის სტრუქტურები

პაპეზის სქემა
პაპეზის ჯაჭვი

პაპეზის ჯაჭვი

ჯეიმს პაპეზმა, ამერიკელმა ნეირობიოლოგმა, განსაზღვრა ძუძუმწოვრების ჯაჭვი,


რომელსაც უჭირავს ემოციური განცდები. პაპეზი, რომელსაც ახასიათებდნენ, როგორც
ჩაკეტილ და გულუბრყვილო ადამიანს, შეისწავლიდა თავის ტვინის სლაიდებს მიკროსკოპის
ქვეს კორნელის უნივერსიტეტის ლაბორატორიაში, სრულ იზოლაციაში. იგი მუშაობდა
კენონის, ბარდის, პენფილდის, ჰერიკის მიერ უკვე მოპოვებულ ფაქტებთან ჰიპოთალამუსის
შესახებ და შეძლო ჯაჭვის იდენტიფიცირება იმის შემდეგ, რაც შეიყვანა ცოფის ვირუსი კატის
ჰიპოკამპში, რითაც განსაზღვრა ვირუსის გადაადგილება თავის ტვინში. პაპეზის ჯაჭვი
იწყება ჰიპოკამპით, გაივლის ფორნიქსს, მამილარულ სხეულს, მამილოთალამურ ტრაქტს,
უკავშირდება წინა თალამურ ბირთვს. შემდეგ იმპულსი აღწევს ცინგულუმს, გაივლის
ენტორინალურ ქერქს და უბრუნდება ჰიპოკამპს. ამ გზის სიგრძე არის დაახლოებით 350 მმ.
პაპეზმა დაასკვნა, რომ ემოციური პროცესის «განსხივება» ცინგულარულ ხვეულსა და სხვა
უბნებში აძლევს ფსიქიკურ პროცესებს დამატებით ემოციურ შეფერვას. პაპეზის ჯაჭვში
საკვანძო ადგილი უჭირავს მამილარულ სხეულს, იგი აკავშირებს ლიმბურ სისტემას შუა
ტვინთან (გუდენისა და ბეხტერევის ბირთვები). იმპულსს, რომელიც წარმოიქმნა ლიმბურ
სისტემაში, შეუძლია, გავრცელდეს თალამუსის წინა ბირთვიდან ცინგულარული
ხვეულისკენ და ასევე ასოციაციური ბოჭკოების საშუალებით ნეოკორტექსისკენ.
ჰიპოკამპი
ლიმბური სისტემის ცენტრალური სტრუქტურა არის ჰიპოკამპი. ჰიპოკამპის ქერქი შედგება
არქიკორტექსისგან, რომელიც წარდგენილია მხოლოდ სამი და არა ექვსი შრით. ამ
თავისებურების გამო ჰიპოკამპს და ზოგ სხვა ქერქულ უბანს ეწოდება ალოკორტექსი.
ჰიპოკამპს აქვს ამონის ან ამონისის რქა. ჰიპოკამპის უჯრედების ძირითადი ტიპი არის
პირამიდული. ამონის რქაში გვხვდება პირამიდული უჯრედების სხვადასხვა ტიპი
სხვადასხვა უბანში - CA1, CA2, CA3, ზოგი ავტორი აღწერს CA4-ს. დაკბილური ხვეულის
ძირითადი უჯრედებია გრანულარული, ისინი აკავშირებენ დაკბილულ ხვეულს ჰიპოკამპის
CA3/CA4 უბანთან აქსონების საშუალებით (ხავსიანი ბოჭკოები). ჰიპოკამპსა და დაკბილულ
ხვეულში ასევე გვხვდება გაბაერგული ინტერნეირონები, რომლებიც შეიცავენ არა მხოლოდ
დამუხრუჭებელ ნეირომედიატორს, არამედ სხვადასხვა ნეიროპეპტიდსა და კალციუმ-
დამაკავშირებელ ცილებს.

ჰიპოკამპის მსგავსად, ენტორინალური უბანი ასევე შედგება ალოკორტექსისგან. აღნიშნული


უბანი მდებარეობს ჰიპოკამპის ლატერალურად პარაჰიპოკამპულ ხვეულში (ბროდმანის 28)
და როსტალურად ესაზღვება ნუშსებრ სხეულს. კოლატერალური ღარი ავლებს საზღვარს
ენტორინალურ უბანსა და საფეთქლის იზოკორტექსს შორის. ენტორინალური უბანი
ღებულობს აფერენტულ ბოჭკოებს ნეოკორტექსის უბნებიდან, ითვლება, რომ იგი არის
ჰიპოკამპში კარიბჭე, რომელიც აანალიზებს ნეოკორტალურ ინფორმაციას. ენტორინალური
ქერქისა და ჰიპოკამპის დამაკავშირებელი ბოჭკოები უმეტესად მიეკუთვნება პერფორანტულ
გზას, რომელიც ხვდება სუბიკულუმში. ქოლინერგული და გამაერგული ნეირონები
მედიალური ძგიდიან და ბროკას დიაგონალური ხაზი ხვდება ჰიპოკამპში. ქოლინერგული
პროექცია ბუნდოვანია, მაშიც როდესაც გამაერგული ბოჭკოების პროექცია დაკავშირებულია
ჰიპოკამპის გამაერგულ ბოჭკოებთან.

ენტორინალური ქერქის პროექცია არის ჰიპოკამპისკენ მიმავალი ძირითადი აფერენტული


გზა. ენტორინალური ბოჭკოები არის გლუტამატერგული, ბოლოვდება გრანულარული და
პირამიდული უჯრედების დისტალურ დენდრიტულ სეგმენტებზე. შემოთავაზებულია
აგზნების ძირითადი ტრისინაპტური გზა: ენტორინალური ქერქი, დაკბილული ხვეულის
გრანულარული უჯრედები, ხავსიანი ბოჭკოების სისტემა, პირამიდული უჯრედები CA3
(მეორე სინაპსი), პირამიდული უჯრედების შაფერის რეკურენტული კოლატერალები,
პირამიდული უჯრედები CA1 (მესამე სინაპსი). აგზნების გადაცემა რეგულირდება
გამაერგული მამუხრუჭებელი ინტერნეირონებით. CA1 ნეირონები პროეცირდება
სუბიკულუმში, რომლის ეფერენტული ბოჭკოები ქმნიან ფიმბრიას თაღს, ეს არის ჰიპოკამპის
მთავარი ეფერენტული კონა. თაღის თაღი შუამდებარე ტვინის ზემოთ მთავრდება
მამილარულ სხეულში. თაღი არის ჰიპოკამპის მთავარი რგოლი.

ამიგდალა

ტვინის ვენტრალური ზედაპირი


ნუშისებრი სხეული შედგება რამდენიმე კომპონენტისგან, ზოგი უფრო მჭიდროდ
დაკავშირებულია ყნოსვით სისტემასთან, ზოგი კი პირობითად მიეკუთვნება ლიმბურ
სისტემას. ნუშისებრი სხეული არის ბირთვი ტერმინალური ხაზისა, რომელიც ქმნის დიდ
თაღს ზემოთ და წინ ღარში თალამუსსა და კუდიან ბირთვს შორის, სანამ არ მიაღწევს
პარკუჭთაშორის ხვრელს, სადაც იგი იყოფა რამდენიმე კონად. კონების ნაწილი გრძელდება
ჰიპოთალამუსის როსტრალურ ნაწილში, ზოგი - ჰაბენულარული ბირთვისკენ. ითვლება,
რომ ნუშისებრი სხეული კავშირშია შუა ტვინთან. აღმოჩენილია, რომ ნუშისებრი სხეულის
სტიმულაცია განაპირობებს აფექტურ აქტივაციას. ამ გზით აღმოცენდება და ქრება ისეთი
ემოციური რეაქციები, როგორებიცაა აგრესია და მრისხანება, ამას თან ახლავს ვეგეტატიური
რეაქციები, როგორებიცაა არტერიული წნევის მომატება, გულისცემის სიხშირე, სუნთქვის
სიხშირე. კონცენტრაციის, მადის, სექსუალური ქცევის ცვლილებები მიმდინარეობს იქიდან
გამომდინარე, თუ ამიგდალის რომელ ნაწილს ასტიმულირებენ.

ძგიდე
ძგიდე მდებარეობს კორძიანი სხეულის როსტრალური ნაწილის ქვეშ. იგი უერთდება
ნუშისებრ სხეულს და პროეცირდება ჰიპოთალამუსში წინა ტვინის მედიალური კონით.
ძგიდე ასევე კავშირშია მონოამინერგულ ბირთვთან. ეს ხდება იმ ბოჭკოების საშუალებით,
რომლებიც პროეცირდება ჰაბენულარულ ბირთვებზე (შუამდებარე ტვინი) და შეადგენენ
ტვინოვანი ნივთიერების თალამურ ხაზს. ჰაბენულარული ბირთვები კი პროეცირდება
რეტროფლექსური კონით ფეხთაშორის ბირთვებში, რომლებიც შედიან როგორც ტვინის
ღეროში, ასევე ჰიპოთალამუსში. გამოდის, რომ არსებობს ორი გზა, რომელიც აკავშირებს
ძგიდეს, ჰიპოთალამუსსა და მონოამინერგულ ბირთვებს. ფეხების როსტრალურ საზღვრებს
შორის მდებარეობს ორი მომრგვალო შემაღლება, მამილარული სხეულები, რომლებიც
მოიცავენ ჰიპოთალამურ მამილარულ ბირთვებს.
ჰიპოთალამუსი

ჰიპთალამუსის მედიალური ასპექტი

ჰიპოთალამუსი არის შუამდებარე ტვინის ყბელაზე ვენტრალური ნაწილი, რომელიც


თავსდება თალამუსის ქვეშ. იგი ქმნის მესამე პარკუჭის გვერდითი კედლის ძირს და ქვედა
ნაწილს. ტვინის ძირის მცირე ნაწილს იკავებს ჰიპოთალამუსი, იგი შემოფარგლულია ტვინის
ფეხებით, ქიაზმით, მხედველობის ტრაქტებით. შუაში, მხედველობის ნერვის კაუდალურად
გვხვდება tuber cinereum, რომლიდანაც იწელება ინფუნდიბულუმი და ჰიპოფიზის ფეხი. იგი
მიმაგრებულია ჰიპოფიზს. ჰიპოფიზი შედგება ორი ძირითადი ნაწილისაგან - უკანა
(ნეიროჰიპოფიზი) და წინა (ადენოჰიპოფიზი). უკანა ჰიპოფიზი წარმოადგენს
ინფუნდიბულუმის დისტალური ნაწილის გაგანიერებას. წინა ნაწილი არ არის ნერვული
წარმოშობის. ეს ორი ნაწილი ერთმანეთთან დაკავშირებულია ჰიპოფიზური პორტული
სისტემით. რელიზინგ ფაქტორები, რომლებიც სინთეზდება ჰიპოთალამუსში, ამ
სისხლძარღვების გავლით მიემართება ადენოჰიპოფიზისგან ჰიპოფიზის წინა წილისგან
ჰორმონების გამოსროლის კონტროლისთვის. ჰიპოთალამუსს შეუძლია სითხით შევსებული
შინაგანი ორგანოებისა და ღრუების სიგნალების ინტერპრეტირება, რიც ხარჯზეც ხდება
შინაგანი გარემოს კორექცია. ჰიპოთალამუსში შესვლა არის როგორც ცირკულატორული,
ასევე ნერვული. ცირკულირებული სისხლი უზრუნველყოფს ფიზიკური (ტემპერატურა,
ოსმოლარობა), ქიმიური (გლუკოზა, Ph), ჰორმონალური სიგნალების გატარებას. ნეირონული
სიგნალები მოდის წყაროების დიდი რაოდენობისგან. ყველაზე დიდი წვლილი შეაქვს
ლიმბურ სტრუქტურას, ჰიპოკამპს, ამიგდალას. ჰიპოკამპული წარმოშობის ბოჭკოები
შეადგენენ თაღს, რომლის დიდი კომპონენტი მთავრდება მედიალურ მამილარულ ბირთვში.
ბოჭკოები ამიგდალიდან ჰიპოთალამუსისკენ გადადიან ტერმინალურ ხაზში. მოგრძო
ტვინის სოლიტარული ბირთვები პროეცირდება ჰიპოთალამუსში, ხდება ინფორმაციის
გადაცემა ვეგეტატიური ნერვული სისტემისგან (ბარორეცეპტორები, ქემორეცეპტორები).
ჰიპოთალამუსის ნეირონული შესასვლელი მიმართულია ნერვული ღერძის ფართოდ
გავრცელებულ უბნებზე. დაღმავალი ბოჭკოები გადადიან ტვინის ღეროზე, ზოგი აღწევს
ზურგის ტვინს. ამ გზით ხორციელდება ტვინის ღეროს სხვადასხვა ბირთვის კავშირი, ამავე
რიგში რეტიკულარული ფორმაცია, რომელიც მოქმედებს ძილ-ღვიძილზე, კონტროლი
ხორციელდება პრეგანგლიონარული სიმპათიკური და პარასიმპათიკური ნეირონებით
(ვეგეტატიური სისტემა). აღმავალი კავშირი გადადის ლიმბურ სისტემაში და თალამუსის
გავლით თავის ტვინის შუბლის ორბიტალურ ქერქში. ჰიპოთალამუსს შეუძლია მოძრაობითი
ქცევის ინიციირება ლიმბურ სისტემასა და ზოლიანი სხეულის ლიმბურ ნაწილთან კავშირის
საშუალებით.

მეხსიერება
ემოციები ახდენენ ძლიერ ზეგავლენას შემეცნებასა და მეხსიერებაზე. ნუშისებრი სხეული
პრეფრონტალურ ქერქსა და საფეთქლის მედიალურ წილთან ერთად მონაწილეობს
ემოციური მოგონებების კონსოლიდაციასა და აღდგენაში. ნუშისებრი სხეული,
პრეფრონტალური ქერქი და ჰიპოკამპი ასევე მონაწილეობენ სიგნელიბის წინაშე შიშის
აღმოცენასა და გაქრებაში. ჰიპოკამპს კი აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ხანგრძლივი
დეკლარაციული მეხსიერებისთვის.

არსებობს გრძელვადიანი და მოკლევადიანი მეხსიერება. ნეიროფსიქოლოგი უილიამ ჯეიმსი


კი ყოფდა მეხსიერებას პირველად და მეორადად. პირველადი ჩერდება ცნობიერებაში მოკლე
ხნის განმავლობაში, მანამ, სანამ არ გაქრება ის შთაბეჭდილება, რომელმაც განაპირობა
მოგონება.

ახლა კი დავუბრუნდეთ შერეშევსკის შემთხვევას. ჩვენ უკვე ვთქვით, რომ სოლომონთან


მუშაობისას ლურიამ პირველად ვერ განსაზღვრა პაციენტის მეხსიერების მოცულობა, ე. ი.
არსებობს მეხსიერების განსაზღვრის მეთოდები და ნორმატივები. ტესტირებისას ექიმი
უკითხავს პაციენტს რანდომული რიცხვების რიგს, ნორმაში ადამიანს შეუძლია საშუალოდ
შვიდი რიცხვის დამახსოვრება, თუმცა ეს ინფორმაცია ინახება მოკლევადიან მეხსიერებაში.
რაც შეეხება გრძელვადიანი მეხსიერების შემოწმებას, ექიმი ჩააწერინებს პაციენტს ნივთთა
ჩამონათვალს და გარკვეული დროის შემდეგ სთხოვს ჩაწერილი სიტყვების გახსენებას.

გრძელვადიანი მეხსიერება შეიძლება იყოს ეპიზოდური და სემანტიკური (აზრიანი).


ეპიზოდური მოიცავს მონაცემებს, რომლებიც მიეკუთვნება კონკრეტულ სივრცესა და დროს,
პირად გამოცდილებას (სპექტაკლი, მატჩი, კონცერტი და სხვა). სემანტიკური მეხსიერება
უკავშირდება ზოგად საკითხებს, როგორებიცაა ფიზიკა, მედიცინა და ა. შ. გრძელვადიანი
მეხსიერება არის დეკლარაციული და არადეკლარაციული, პირველი უკავშირდება
ვერბალურ მოგონებებს, მეორე - არავერბალურს.

საინტერესოა, რომ ჰიპოკამპს აქვს ნეირონების აგზნებული მდგომარეობის დიდი ხნის


განმავლობაში შენახბის უნარი და სიგნალების სინაპტური გადაცემა მათი აქვივაციის
შემდეგ, ამ მოვლენას ჰქვია პოსტტეტანური პოტენციაცია. იგი უზრუნველყოფს
ინფორმაციული სიგნელების ხანგრძლივ ციკრულაციას და ამგვარად მონაწილეობს
გრძელვადიანი მეხსიერების ფორმირებაში.

ჰიპოკამპის ატროფიული პროცესი

ვინაიდან დავრწმუნდით იმაში, რომ ლიმბური სისტემა თამაშობს მნიშვნელოვან როლს


მეხსიერებაში, ლიმბური სისტემის დეგენერაციული ცვლილებები მნიშვნელოვანია
ნეიროდეგენერაციული დაავადებებისთვის (განსაკუთრებით პიკისა და ალცჰაიმერის
დაავადება). შესამჩნევ ატროფიას აღმოაჩენენ ლიმბურ სისტემაში, განსაკუთრებით
დაკბილულ ხვეულსა და ჰიპოკამპში. ალცჰაიმერის დაავადებისას სენილური ბალთები და
ნეიროფიბრილაციური ბოლქვები გვხვდება ქერქსა და ბაზალურ განგლიებში, თუმცა
ხშირად დაზიანებულია ჰიპოკამპი და ნუშისებრი სხეული.

ემოციური პასუხი
შიშს განაპირობებს ჰიპოთალამუსისა და ამიგდალას სტიმულაცია. ამიგდალური
დესტრუქცია განაპირობებს შიშის გაქრობას. ვიზუალურმა კვლევებმა აჩვენეს, რომ
შეშინებული სახეების გამოსახულებების ხილვა ააქტივებს მარცხენა ამიფდალას.
ნეიკორტექსის მოშორებას მოსდევს მრისხანების რეაქცია მეორეხარისხოვან
გამღიზიანებლებზე. ჰიპოთალამუსის ვენტრომედიალური ბირთვების დესტრუქცია ასევე
განაპირობებს მრისხანებას ცხოველებში. საინტერესოა, რომ ამილაგდას ორმხრივი
დესტრუქცია განაპირობებს პერმანენტულ სიმშვიდეს, თუმცა თუ ამას მოსდევს
ვენტრომედიალური ბირთვის დესტრუქცია, სიმშვიდეს მოსდევს მძვინვარება.

ძილი და სიზმრები
პოზიტრონო-ემისიურმა ტომოგრაფიამ და მაგნიტო-რეზონანსულმა ტომოგრაფიამ აჩვენა,
რომ სიზმრების ნახვისას ლიმბური სისტემა არის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ზონა.
ვარაუდობენ, რომ ლიმბური სისტემა აკავშირებს ქვეცნობიერ პირველად ემოციებსა და
კოგნიტიურ აზრებს ისე, რომ აკავშირებს ემოციებსა და მეხსიერებას ძილისას თვალების
სწრაფ მოძრაობასთან, რათა მოხდესდ სიზმრების შინაარსის ფორმირება. ამასთან,
ჰიპოთალამუსის სუპრაქიაზმატური ბირთვი არის ცირკადული რიტმების გენერატორი,
რომლებიც აკონტროლებენ ძილ-ღვიძილის ციკლს.

ყნოსვა
ლიმბური სტრუქტურა მჭიდრო კავშირშია ოლფაქტორულ ქერქთან და მონაწილეობს
ყნოსვითი შეგრძნებების დამუშავებაში. ნუშისებრი სხეული მონაწილეობს სუნზე ემოციურ
რეაქციაში, ენტორინალური ქერქი კი - ყნოსვითი მოგონებების ფორმირებაში.

დამოკიდებულება და მოტივაცია
დაჯილდოების სქემა, რომელიც უდევს ადიქციური ქცევის საფუძვლად, მოიცავს ნუშისებრ
სხეულსა და მიმდებარე ბირთვს. ნუშისებრი სხეული თამაშობს ცენტრალურ როლს
რეციდივში, რომელიც განპირობებულია სიგნალით. სიგნალთან, სტრესთან, ერთჯერად
მოხმარებასთან დაკავშირებული რეციდივი განაპირობებს ნეირომედიატორების
გათავისუფლებას ტვინის ისეთ უბნებში, როგორებიცაა ჰიპოკამპი და ნუშისებრი სხეული.
სამოტივაციო ქცევის გზა მოიცავს პრეფრონტალურ ქერქს, ვენტრალურ ტეგმენტალურ
უბანს, განსაკუთრებით კი ბაზოლატერალურ ამიგდალას. ეს გზა მონაწილეობს
ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების მოტივაციაცა და კომპულსურ ხასიათში.

სოციალური შემეცნება
სოციალური შემეცნება მიეკუთვნება მსჯელობით პროცესებს, რომლებიც დაკავშირებულია
ადამიანების გაგებასა და მათთან კომუნიკაციასთან. სოციალური შემეცნება მოიცავს აღქმას,
ემოციურ დამუშავებას, რაც აუცილებელია სოციალური ურთიერთობისთვის. ამ პროცესში
ჩართულია სარტყლისებრი ხვეული ნუშისებრი სხეული.

რაც შეეხება ჩვენხ მთავარ გმირს, სოლომონ შერეშევსკის, იგი მიეკუთვნება ადამიანებს,
რომლებსაც უწოდებენ სინესთეტებს. სინესთეზია არის ნეიროლოგიური ფერომენი, რომლის
დროსაც გაღიზიანება ერთ სენსორულ ან კოგნიტიურ სისტემაში განაპირობებს სხვა
სენსორული სისტემის გამოხმაურებას. სინესთეზიის ერთ-ერთი გავრცელებული
ფორმისთვის დამახასიათებელია ის, რომ ადამიანი აღიქვამს ციფრებსა და ასოებს ფერების
სახით. ასე, როდესაც შერეშევსკის აძლევდნენ 30-ჰერციან ტონს ბგერის ძალით 100
დეციბელში, იგი აცხადებდა, რომ ხედავს 12-15-სანტიმეტრიან ვერცხლისფერ ხაზს,
რომელიც თანდათან ვიწტოვდება და შორდება მას, შემდეგ კი გარდაიქმნება რკინის საგნად.
ზოგჯერ შერეშევსკი აღწერდა ტონს, როგორც გემოს ან ტაქტილურ შეგრძნებას, ყველა ციფრს
კი მიანიჭებდა თავისებურ ფორმას. კვლევები მეორდებოდა წლების განმავლობაში და ერთი
და იგივე სიხშირის ბგერები იწვევდნენ ერთსა და იმავე ასოციაციას. ე. ი. შერეშევცკი
მართლაც მიეკუთვნებოდა სინესთეტებს, რომელთა რიგში იყო კომპოზიტორი სკრიაბინიც,
სოლომონზე კი ცნობილია, რომ იგი ემზადებოდა კონსერვატორიაში ჩასაბარებლად მანამ,
სანამ არ დაუქვეითდა სმენა. წლების შემდეგ შერეშევსკიმ ისწავლი დავიწყების ხელოვნებას,
იგი წვავდა ფურცლებს, რომლებზეს ეწერა ის, რაც უნდა დაემახსოვრა, შლიდა სიტყვებს
დაფიდან, თუმცა ეფექტური აღმოჩნდა «მინდა-არ მინდა»-ს მეთოდი. როდესაც შერეშევსკი
ღებულობდა გადაწყვეტილებას, რომ არ აქვს არასაჭირო ინფორმაციის შენახვის სურვილი,
იგი მართლაც ივიწყებდა ამ ინფორმაციას.

გამოყენებული ლიტერატურა
1. «Маленькая книжка о большой памяти» (А. Р. Лурия)
2. «The Limbic System» (V. Rajmohan and E. Mohandas)
(https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC2917081/)
3. «The Limbic System Conception and Its Historical Evolution» (Marcelo L. Roxo, Paulo R.
Franceschini, Carlos Zubaran, Fabricio D. Kleber and Josemir W. Sander)
(https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC3236374/)
4. «Topical Diagnosis in Neurology» (Peter Duus, Mathias Baehr, Michael Frotscher)
5. James Wenceslaus Papez, His Circuit, and Emotion (Kalyan B. Bhattacharyya)
(https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC5586112/)
6. Neuroanatomy (Alan R. Crossman, David Neary)

You might also like