You are on page 1of 43

1)პარაზიტოლოგიის საგანი და ამოცანები;

ბაქტერიებით, ვირუსებითა და სოკოებით გამოწვეულ დაავადებებს ინფექციური ეწოდება,


პარაზიტებითგამოწვეულს- პარაზიტული და ინვაზიური.
სამედიცინო პარაზიტოლოგია შეისწავლის პარაზიტის აგებულებასა და მის სასიცოცხლო
ცოკლს.
იყოფა: 1.სამედიცინო პროტოზოოლოგიად 2. სამედიცინო ჰელმინთოლოგიად.

ისინი ადამიანში გავრცელებულ ჭიებსა და უმარტივესებს შეისწავლიან.ფეხსახსრიანთა


ბიოლოგიას შეისწავლის სამედიცინო არაქნოენტომოლოგია.

პარაზიტიზმი სახეობათა თანაცხოვრების ფორმაა,რომლის დროსაც ერთი ორგანიზმი


მეორეს იყენებს საკვების წყაროდ და საცხოვრებელ ადგილად.

2) სიმბიოზი

ნებისმიერი ორგანიზმი რომელიც მთელს სიცოცხლეს ან მის ნაწილს სხვა სახეობის


ორგანიზმთან მჭიდრო კავშირში ატარებს, სიმბიოტია, ასეთ ურთიერთობას კი სიმბიოზი
ეწოდება.არსებობს სიმბიოზის 4 სახე:
1. კომენსალიზმი- სივრცითი სიახლოვე კომენსალს აძლევს საშუალებას რომ იკვებოს
მასპინძლის მიერ მოპოვებული საკვებით. 2 პარტნიორს შეუძლია დამოუკიდებლადაც
იარსებოს.კომენსალიზმის მაგალითია კიბო განდეგილისა და აქტინიას ურთიერთობა
2. ფორეზია- იგივე ტარება.მცირე ზომის ორგანიზმს ატარებს დიდი ზომის ორგანიზმი. ეს
ფორმა ფიზიოლოგიურ ურთიერთქმედებას არ გულისხმობს
3. პარაზიტიზმი-პარაზიტი ფიზიოლოგიურად უკავშრდება მასპინძელს და თავსდება ან
სხეულის შიგნით ან სხეულზე და აყენებს ზიანს მას. ძირითადად სისხლით ლიმფით ან
ქსოვილური სითხით იკვებება
4. მუტუალიზმი- მასპინძელი და მუტუალისტი ფიზიოლოგიურად არიან ერთმანეთთან
დაკავშირებულნი. მაგალითად შოლტოსანი და ტერმიტები. ნახშირწყლოვან საკვებზე
დამოკიდებული შოლტოსანი მოიხმარს ტერმიტის მიერ გადამუშავებულ ხის
ნახერხს.შოლტოსანი გამოიმუშავებს ცელულოზას,რომელსაც ტერმიტი იყენებს და
ტერმიტი კი შოლტოსანს განვითარებისთვის ყველანაირ პირობას უქმნის.

3)პარაზიტიზმი

არსებობენ მუდმივი და დროებითი პარაზიტები, ასევე ობლიგატურები, რომლებიც


მასპინძლის გარეშე ვერ იარსებებენ და ფაკულტატურები, რომლებსაც თავისუფლად
ცხოვრება შეუძლიათ. პარაზიტ-მასპინძლის ურთიერთობის დროს მასპინძელი განიცდის
პარაზიტის ანტიგენების მოქმედებას. არსებობსპარაზიტის სხეულზე მდებარე ანტიგენები-
სომატური და მის მიერ სეკრეტირებული-მეტაბოლური ანტიგენები. ადამიანში
ლოკალიზაციის მიხედვით არსებობენ ენდო და ექტოპარაზიტები.

4) მასპინძელი ორგანიზმები

1) საბოლოო მასპინძელი- აქ პარაზიტი თავის სქესმწიფე ფორმას იღებს


2) შუალედური მასპინძელი- აქ პარაზიტი უსქესოდ მრავლდება
3) ტრანსფერული გადამტანი -დროებითი თავშესაფარი და გადატანის საშუალება
-ვექტორი- ფეხსახსრიანი ან სხვა უხერხემლო ცხოველი,რომელიც მასპინძძლისა და
გადამტანის როლს ასრულებს.
4. რეზერვუარული მასპინძლები ეწოდებათ დაინფიცირებულ ცხოველებს, რომლებიც
ადამიანის ინფექციის წყაროები არიან. არსებობენ ტყისა და შინაური რეზერვუარული
მასპინძლები.

5)პარაზიტიზმის ეკოლოგიური ასპექტები;

მასპინძლის სხეული სახლობს პარაზიტი. ის ფიზიკური გარემო, რომელშიც მასპინძელი


და პარაზიტი არსებობენ დიდ ზეგავლენას ახდენს მასპინძელ-პარაზიტის ურთიერთობაზე.
ფრინველებში არსებობენ სოციალური პარაზიტები,რომლებიც კვერცხს მასპინძლის ბუდეში
დებენ და მათი მშობლიური მზრუნველობით სარგებლობენ.
ბუზებისა და კრაზანების ზოგი მდედრი კვერცხს მასპინძლის სხეულზე ან მის შიგნით
დებს,კვერცხიდან ლარვა გამოდის,იკვებება მასპინძლის ხარჯზე,ჭუპრდება და ზრდასრულ
ფორმად იჩეკება-ასეთ ორგანიზმებს პარაზიტოიდები ეწოდებათ.
პარაზიტებს შეუძლიათ მასპინძლის ურთიერთობა შეცვალონ სხვა
ორგანიზმებთან,მაგალითად მტაცებლებთან.
ქიმიური,ფიზიკური თუ ბიოლოგიური ფაქტორები ზეგავლენას ახდენენ პარაზიტის
გეოგრაფიულ გავრცელებაზე. ზოგიერთი პარაზიტის გადარჩენა მასპინძელზეა
დამოკიდებული,რომელიც მათი სასიცოცხლო ციკლის დასრულებისთვისაა
საჭირო.პარაზიტის გავრცელებაზე გავლენას ახდენს ასევე მასპინძლის სპეციფიურობა,ანუ
როგორ შეეგუება გარკეული პარაზიტი მასპინძელს.

6)პარაზიტულ დაავადებათა გავრცელებაზე მოქმედი ფაქტორები;

ანტისანიტარია- მაგალითად აზიის სოფლებში სარწყავი წყალი ბინძურდება ადამიანისა


და ცხოველების ფეკალიებით და ადამიანები ასეთი წყლით მოყვანილ მცენარეებს
მოიხმარენ საკვებად.
დაავადებათა კონტროლი და მკურნალობა -ძირითადად მესამე სამყაროს ერებს არ აქვთ
სახსრები ჯანმრთელობის დაცვისთვის.შისტოსომოზის გადამტანი ლოკოკინის
კონტროლი საკმაოდ ძვირია,ამიტომ პარაზიტული დაავადებები ძირითადად ღარიბებს
ემართებათ.
ცუდი კვება-საკვების უკმარისობა,ცილის ნაკლებობა განსაკუთრებით ბავშვებს აზიანებს და
ისინი მარტივად ავადდებიან პარაზიტული დაავადებებით
სამედიცინო აგიტაცია- საჭიროა მოსახლეობის ინფორმირება ილუსტრირებული
ლექციებით და მედიის ჩართვაც სოფლებშ მცხოვრები ხალხისთვის.
ეთნიკური წეს-ჩვეულებები- მაგალითად მუსლიმანურ ქვეყნებში ატარებენ განბანვის
რიტუალს, რაც წყლის დაბინძურებას იწვევს, აზიაში მიირთმევენ ცუდად დამუშავებულ
კიბორჩხალებს დელიკატესად, რაც ნაწლავის მწოველას გავრცელების წყაროა.
კლიმატი- შიშველი კანი და ოფლი იზიდავს მწერს საკბენად.განსაკუთრებით მარტივად
ვრცელდება პარაზიტული დაავადებები თბილი და ცხელი კლიმატის პირობებში.
ოპორტუნისტული პარაზიტიზმი- შიდსის ვირუსი და ზოგიერთი მედიკამენტი ასუსტებს
ადამიანის იმუნურ სისტემას და ზრდის მისი დაზიანების შესაძლებლობას.
7)პარაზიტიზმის ევოლუცია პარაზიტ-მასპინძლის ურთიერთობა

პარაზიტები წარმოქმნიან მრავალ განსხვავებულ ჯგუფს თავისუფლად მცხოვრები


წინაპრებისგან.ერთ-ერთი ასეთი ორგანიზმი უკავშირდებოდა მეეორეს და უფრო მეტად
ხდებოდა მასზე დამოკიდებული პრეადაპტაციის გამო. რეადაპტაცია ნიშნავს მიდრეკილებას
პარაზიტულ ცხოვრების ნირზე გადასვლისთვის. პრეადაპტაცია შეიძლება იოს
სტრუქტურული,განვითარებითი და ფიზიოლოგიური.
პარაზიტ-მასპინძლის ურთიერთობის შესწავლა არის აუცილებელი, რათა ვიცოდეთ როგორ
ცოვრობს პარაზიტი მასპინძელში,რომ გაკონტროლდეს მისი გავრცელება.

8) პარაზიტის მოქმედება მასპინძელზე: უჯრედის დაზიანებისა და ქსოვილის


მორფოლოგიური ცვლილების ძირითადი ტიპები;

პარაზიტი სხვადასხვა სახის ცვლილებებს იწვევს მასპინძელში.დაავადებები


დამოკიდებულია პარაზიტის რაოდენობაზე ,სახეობასა და მასპინძლის ფიზიოლოგიურ
მდგომარეობაზე

ქსოვილის დაზიანება:
I ალბუმინური დეგენერაცია- ამ დროს ცხიმის ან ალბუმინის შემცველი უჯრედები
ზიანდება,რომლებსაც მკრთალი ციტოპლაზმა აქვთ და ბირთვიც არაა
გამოხატული.მაგ:ღვიძლის,გლის,თირკმლის უჯრედები
II ცხიმოვანი დეგენერაცია -ამ დროს დიდი რაოდენობით ცხიმი გროვდება უჯრედებში და
ისინი ყვითელ ფერს იღებენ.მაგ:ღვიძლის უჯრედები
III ნეკროზი -ქსოვილისა და უჯრედების სიკვდილი,დიდხანს გაგრძელებული დეგენერაციის
გამო
ქსოვილის მორფოლოგიური ცვლილებები
I ჰიპერპლაზია -უჯრედის მეტაბოლიზმის სიჩქარის მატება უჯრედთა გაყოფას აჩქარებს.
II ჰიპერტროფია -უჯრედისა და ორგანოიდების ზრდა ორგანიზმში პარაზიტების სიჭარბის
გამო
III მეტაპლაზია -ერთი ტიპის ქსოვილი გარდაიქმნება სხვა ტიპად,ემბრიონული ქსოვილის
მონაწილეობის გარეშე
IV ნეოპლაზია -უჯრედთა ატიპიური ზრდა ქსოვილში, რაც სიმსივნეს იწვევს. ნეოპლაზიური
სიმსივნე არაა ანთებითი და ნორმალური ზრდა არ ახასიათებს.

9) უმარტივესები

ერთუჯრედიანების დახასიათება: ყველა არის ერთუჯრედიანი, არიან ეუკარიოტები.


ადამიანის პარაზიტული უმარტივესების 3 ტიპი არსებობს:sarcomastigophora, apicomplexa,
ciliphora. ისინი დაყოფილები არიან მოძრაობის საშუალებების მიხედვით. Sarcomastigophora
მოძრაობს ფსევდოპოიდების საშუალებით, შოლტოსნები-შოლტებით, წამწამიანები-
წამწამებით. უმარტივესები გარედან მემბრანით არიან დაფარულნი.ციტოპლაზმაში
განარჩევენ ექტოპლაზმას და ენდოპლაზმას.ექტოპლაზმა გელია, რომელიც წამწამებს და
შოლტებს შეიცავს, ენდოპლაზმა კი თხევადია და შეიცავს ბირთვს, მიტოქონდრიებს,
ვაკუოლებს და ა.შ
ლოკომოციური ორგანელები;
შოლტი- შოლტოსნებს გააჩნიათ ერთი ან მეტი შოლტი. იგი არის ციტოპლაზმის
ძაფისებრი გამონაზარდი,რომელიც მემბრანით შემოსაზღვრული მატრიქსითაა
ამოვსებული, მის ცენტრში არის აქსონემა.თითოეული შოლტი ბაზალურ სხეულაკს
ემაგრება, ბაზალური სხეულაკი შოლტის ჯიბეშია მოთავსებული.შოლტი ბაზალური
სხეულაკიდან გამოდის, მაგრამ შეიძლება რომ უკან ჩაბრუნდეს და მათ ჩაბრუნებული
შოლტები ეწოდებათ.ჩაბრუნებული შოლტი ემაგრება პლაზმურ მემბრანას ემაგრება და
ტალღისებურ მემბრანას ქმნის. შლტი ამოძრავებს ორგანიზმს და ეხმარება საკვების
მოპოვებაში.
წამწამები- წამწამი მინიატურული შოლტია და ათასობითაა უჯრედის
ზედაპირზე.წამწამებში ბაზალური სხეულაკები უკავშირდებიან ერთმანეთს და ქმნიან
ინფრაცილიატურას,რომელიც წამწამის დარტყმის კოორდინაციაში მონაწილეობს.
ფსევდოპოიდები-მათი საშუალებით ამებები გადაადგილდებიან და საკვებს მოიპოვებენ.
ფუნქცია აქტინ-მიოზინის კავშირზეა დამოკიდებული.ამ პროცესს ენერგიით
ამარაგებსატბ და ზოგი კათიონი.ფსევდოპოიდების მოძრაობას თან სდევს ციტოპლაზმის
დინება:ექტოპლაზმა მიედინება ამების საპირისპიროდ, ენდოპლაზმა მიედინება
ფსევდოპოიდის წარმოქმნის მიმართულებით.არსებობს ფსევდოპოიდის 4
ტიპი:ფილოპოდია, ლიბოპოდია, რიზოპოდია, აქსოპოდია.ლიბოპოდია ყველაზე მეტადაა
გავრცელებული.ამებებს,რომლებიც გამონაზარდების გარეშე გადაადგილდებიან
ლამიქსური ამებები ეწოდებათ.
უჯრედშიდა ორგანელები:
ბირთვი- გამოკვეთილია,გარს აკრავს ბირთვის გარსი, წამწამიანებს 2 განსხვავებული
ბირთვი აქვთ:მაკრონუკლეუსი და მიკრონუკლეუსი. მაკრონუკლეუსი ტროფულ
ფუნქციას ასრულებს, მიკრონუკლეუსი რეპროდუქციულ ფუნქციას. ბირთვი შეიძლება
იყოს ვეზიკულური და კომპაქტური. ვეზიკულური- იქმნება ქრომატინების არათანაბარი
გადანაწილებით, ნუკლეოპლაზმა კარიოსომას შეიცავს; კომპაქტური- შეიცავს დიდი
რაოდენობით ქრომატინს, იგი უფრო დიდია და მრგვალი ან ოვალური ფორმა აქვს,
მონაწილეობენ კონიუგაციაში.
მიტოქონდრიები- ორმაგი მემბრანა აკრავთ გარს, მათში აერობული მეტაბოლიზმი
მიმდინარეობს, კრისტებს მილაკოვანი ფორმა აქვთ.
გოლჯი- აქ ხდება სეკრეტების გლიკოლიზირება.ცისტერნებში ნახშირწყლები
უკავშირდება გლიკოკალიქსს.ინცისტირების დროს გოლჯი იკარგება, ექსცისტირების
დროს აღდგება
ლიზოსომა -ერთმემბრანიანები. მასში მრავალი მჟავა ჰიდროლაზებია,რომლებსაც
აუტოფაგიისა და გარემოდან მიღებული საკვების მონელების ფუნქცია აქვთ.პარაზიტები
საკვებს ცისტოსომებით შთანთქამენ, წამწამიანებში საკვების ექსკეტირება ხდება
ციტოპიგში.
საკვების ციტოპლაზმური მარაგი- საკვებბის რეზერვუარი დამოკიდებულია გარემოზე და
სახეობაზე.დამარაგება ინცისტირებამდე ხდება.ექსცისტირების შემდეგ კი მთელი
საკვები ათვისებულია.
რიბოსომები -ცილის სინთეზში მონაწილეობენ.უკვშირდებიან ენდ. ბაედს ან
თავისუფლად არიან განლაგებულნი.
კოსტალური ძარღვი, აქსოსტილი, ვაკუოლები- კოსტალური ძარღვი ბაზალური
სხეულაკიდან იწყება და მიემართება მემბრანის ფუძისკენ.ძირითადად გვხვდება
წამწამებისა და შოლტის ფუძესთან და ასრულებს ღუზის ფუნქციას. აქსოსტილი
ბაზალური სხეულაკიდან იწყება და უკან მიემართება, აქვს მილის ფორმის სტრუქტურა.
ზოგიერთ პარაზიტს გააჩნია მფეთქავი ვაკუოლი,რომელიც ძირითადად
ოსმორეგულაციაში მონაწილეობს.

10) ინცისტირება.

ინცისტირების დროს ციტოპლაზის მასა მრგვალდება და მას გარს ერტყმის ცისტის


გარსი,რომელსაც

დამცველობითი ფუნქცია აქვს (არახელსაყრელი პირობებისგან დაცვა)


მორფოგენეზი და ბირთვის გაყოფა, გადატანის საშუალებაა ერთი მასპინძლიდან
მეორეში.
ცისტაში ხდება ბირთვული და ციტოპლაზმური რეორგანიზაცია და გაყოფა.ენტამება
ჰისტოლიტიკაში ორი მიტოზური გაყოფის შემდეგ ვიღებთ 4 ბირთვს.

ცისტა როცა ხელსაყრელ გარემოშ გადავა ექსცისტირდება და გამოთავისუფლებული


ტროფოზოიტი კიდევ გაიყოფა, მივიღებთ 8 ტროფოზოიტს. უმარტივესების ახალ
მასპინძელში გადასვლა ხდება მაშინ,როცა მასპინძელი ცისტას გადაყლაპავს, ამიტომ ცისტა
გადატანის საშუალებაა. ინციტირება ხდება იმიტომ, რომ მასპინძელში პარაზიტისთვის
აუცილებელი საკვების უკმარისობაა, მისი გამომწვევი მიზეზებია ასევე ოსმოსური წნევის
მატება, ტემპერატურის ცვლილება და ა.შ.

11) გამრავლების ფორმები უმარტივესებში;

პარაზიტები ძირითადად მრავლდებიან უსქესოდ- მიტოზის გზით.


შოლტოსნებში გაყოფის სიბრტყე სიგრძივია, ამებებში შემთხვევითი და წამწამიანებში
განივი. ჯერ იყოფა ორგანელები,შემდეგ ბირთვი და ბოლოს ციტოპლაზმა. აპიკომპლექსას
მრავალჯერადი გაყოფის 2 ტიპი ახასიათებს :შიზოგონია და ენდოპოლიგონია. შიზოგონიაში
მრავალბირთვიან უჯრედს ეწოდებაშიზოტონი
ციტოპლაზმის გაყოფის შემდეგ ბირთვი ქმნის მეროზოიტს, რომელიც შეიჭრება ახალ
უჯრედში,იწყებს გამეტოგონიას და გარდაიქმნება მიკრო ან მაკროგამეტოციტად. გამეტების
შერწყმისას წარმოქმნილი ზიგოტა სპოროზოიტად გარდაიქმნება. მალარიის გამომწვევი
ორგანიზმები მრავლდებიან შიზოგონიისა და სპოროგონიის გზითაც.

უსქესო გამრავლების მეორე ტიპია ენდოპოლიოგენია ანუ შინაგანი დაკვირტვა. ამ დროს


შვილეული უჯრედები დედისეულის ცენტრში წარმოიქმნებიან.ენდოპოლიოგონიის იმ
ფორმას სადაც დედისეული უჯრედი მარტო 2 შვილეულ უჯრედს წარმოქმნის, ეწოდება
ენდოდიოგენია.

12) ქსოვილოვანი (დიზენტერიული) ამება : ენტამოება ჰისტოლიტიკა

E.histolytica იწვევს ამებურ დიზენტერიას ანუ ამებიაზს. პირველად ეს ამება აღმოაჩინეს


რუსეთში 1875 წელს, დღეს კი გლობალურადაა გავრცელებული. ინვაზიის საშუალებას
წარმოადგენს ცისტების გადაყლაპვა დაუბანელი ხელების,დაბინძურებული საკვების ან
წყლის მოხმარებისას. ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად იზრდება დაავადებულებთან
კონტაქტისას.
*სასიცოცხლო ციკლი

E.histolytica ერთბირთვიანი ტროფოზოიტი სახლობს ადამიანსა და სხვა პრომატების


მსხვილ და სწორ ნაწლავებში,ხანდახან წვრილი ნაწლავის ქვედა უბანში. მოძრავი
ტროფოზოიტის დიამეტრი 25მკმ-ია. ციტოპლაზმა ორი ზონისგან შედგება: ნათელი
ექტოპლაზმისა და წვრილგრანულური ენდოპლაზმისგან,რომელშიც შეიმჩნევა საკვები
ვაკუოლები. ასეთ ვაკუოლებში შეიძლება იყოს მასპინძლის
ერითროციტები,ლეიკოციტები,ეპითელური უჯრედები,ასევე ნაწლავური ბაქტერიები.
ტროფოზოიტები მრავლდებიან ნაწლავში მიტოზურად.

დიფერენცირებისთვის E.histolytica-ში ბირთვის განსაკუთრებულად


მნიშვნელოვანია,რადგან ბირთვის მიხედვით განსხვავდება E.histolyticaსხვა ნაწლავური
ამებებისგან. ბირთვს გააჩნია კარგად შესამჩნევი გარსი,რომელიც შიდა მხრიდან
ამოფენილია პერიფერიული ქრომატინის წვრილი გრანულებითა და მცირე ზომის
ცენტრალური ენდოსომით.

სხვადასხვა გარემოს ან ფიზიოლოგიური პირობების დროს ტროფოზოიტები ხდებიან


უფრო სპერულები და მცირდებიან ზომაში,საკვების ვაკუოლის გამო. ინცისტირება იწყება
პრეცისტული ტროფოზოიტის მიერ ჰიალინური ნივთიერების სეკრეციით,რომელიც ქმნის
ცისტის გარსს. ამ სტადიაზე ცისტა სფერულია და აქვს ერთი ბირთვის,შეინიშნება
გლიკოგენის გროვებისა და ქრომატინული ნაწილაკების არსებობაც. ბირთვი განიცდის ორ
მიტოზურ გაყოფას,რითაც წარმოიქმნება 4 ვეზიკულური ბირთვი E.histolytica-ს მომწიფებულ
ცისტაში.

E.histolytica-ს ცისტები ძალიან მდგრადები არიან გამოშრობისა და ქიმიური ნივთიერებების


მიმართ. ცისტები წყალში ძლებენ ერთ თვეს,ხოლო ფეკალიებში მშრალ მიწაზე 12 დღეზე
მეტს, ტემპერატურას კარგად უძლებენ 50 გრადუსამდე, რაც მათი თერმული სიკვდილის
წერტილად ითვლება.

როდესაც E.histolytica-თი დაბინძურებული საკვები ან წყალი მოხვდება მასპინძლის


ორგანიზმში,ცისტები ხვდებიან კუჭში,შემდეგ ნაწყლავებში და იწყება მათი ექსცისტირება.
ამას ხელს უწყობს ნაწლავების ნეიტრალური ან სუსტი ტუტე გარემო.

13) Entamoeba histolytica - ს ეპიდემიოლოგიis თავისებურებები;


ენტამოება ჰისტოლოტიკა კოსმოპოლიტია,ადამიანის ინფიცირების შემთხვევები მიხედვით
500მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, თუმცა ამ მონაცემებმა შეიძლება
შეცდომაშიც შეგვიყვანოს,რადგან 90%-მდე შემთხვევებისა შესაძლოა გამოწვეული იყოს
მორფოლოგიურად იდენტური E.dispar-ის მიერ. ინფექციის გავრცელება მკვეთრად
მერყეობს და დამოკიდებულია ადამიანიზე, რადგან ზოგი ძალიან მგრძნობიარე ამ
დაავადების მიმართ, ზოგი პირიქით. გავრცელება დამოკიდებულია დაბინძურებული
საკვების და წყლის მიღებაზე.
14) ამებიაზის სიმპტომოლოგია და დიაგნოზის პრინციპები
ა)სიმპტომატიკა:ინვაზიის მთავარი წყარო ასიმპტომური მატარებლები ან ქრონიკული
პაციენტები არიან. მათი საშუალებით ხდება ცისტების გავრცელება და ამ ინდივიდებში
დაავადებას ლუმინარული ამებიაზი ეწოდება.რაც შეეხება მწვავე ფორმას, ამ დროს
დაავადებას ინვაზიური ამებიაზი ეწოდება , მექანიკურ ვექტორებს ბუზები და ტარაკნები
წარმოადგენენ,.
ტროფოზოიტის ზედაპირზე სპეციფიკური ცილები , ლექტინებია და სწორედ ამ ლექტინების
და მათი კომპლემენტარული შაქრის ნაშთების ურთიერთამოცნობით მიმდინარეობს
მიმაგრების აქტი.ტროფოზოიტი იწყებს პროტეოლიზური ფერმენტების სეკრეციას. მათ
შორის არის ჰისტოლიზინ B.ეს ფერმენტი საშუალებას აძლევს პარაზიტს ნაწლავის
ლორწოვანი ღრმად შევიდეს.
ტროფოზოიტი შეიძლება მოხვდეს ღვიძლში (ღვიძლის კარის სისტემით) , ისინი აქ ღვიძლის
ამებიაზს და ამებურ ჰეპატიტსაც იწვევენ. არსებობს ნაწლავგარე ამებიაზიც, რომელიც
სხვადასხვა ორგანოებს აზიანებს, როგორებიცაა ფილტვები, გული, ტვინი, ელენთა,
გონადები, კანი.ღვიძლში არა მხოლოდ ტროფოზოიტი ქმნის პრობლემებს, არამედ მის
მიერ გამოყოფილი ნივთიერებები და ნაწლავებში განვითარებული წყლულების ტოქსინები
აზიანებს მას.
მეორე ადგილზე ფილტვებია, თუმცა ფილტვის ამებიაზი საკმაოდ იშვიათია.
სიმპტომები და დიაგნოსტიკა
ინვაზიური ამებიაზი ორი ფორმით შეიძლება გამომჟღავნდეს . ესენია ამებური დიზენტერია
და ქრონიკული ამებიაზი.ამებური დიზენტერიის დროს გვაქვს მწვავე დიარეა, სისხლი და
ლორწო თხევად ფეკალურ მასებთან ერთად, აღინიშნება სიცხე 37,8–39 გრადუსი.
დიაგნოსტიკა შესაძლებელია ფეკალიებში ცისტების ამოცნობით.

Entamoeba Hystolytica იშვიათად იწვევს ტვინის, თვალის ან სახის ინფიცირებას და ამ დროს


მას ფატალურ შედეგამდე მივყავართ..ამებიაზის ლაბორატორიული დიაგნოსტირება ხდება
ცისტების ან ტროფოზოიტების იდენტიფიცირებით.მნიშნელოვანია პოლიმერაზული
ჯაჭვური რეაქციის PCR მეთოდი. ბიოფსიური მასალა და ნერწყვიც შეიძლება გამოვიყენოთ
ტროფოზოიტების აღმოჩენისთვის.

15) ამებიაზის პროფილაქტიკა


Entamoeba Hystolytica–ს ცისტების შემცველი ფეკალური მასებით დაბინძურებული საკვები
ან წყალი ძირითადი საფრთხეა, შესაბამისად ყველაზე მეტად წყლის იოდიზაცია ხდება.
ასევე იკრძალება ფეკალიების სასუქად გამოყენება.

16) ამებების არაპათოგენური ფორმების (E. dispar, E. hartmani, E. coli,E.gingivalis) ზოგადი


მახასიათებლები;
1)Entamoeba dispar.( ენტამოება დისპარ) ითვლება Entamoeba histolytica-ს პათოგენურ
ექვივალენტად. Entamoeba Histolytica სეროლოგიურ პასუხს იწვევს ადამიანში, იქნება ეს
სიმპტომური თუ არასიმპტომური, ხოლო Entamoeba dispar არა. ანუ თუკი ფეკალიებში
ნეგატიური სეროლოგიის პასუხია ოთხბირთვიან ცისტებზე, და ამას ემთხვევა PCR-ის
შედეგიც , გამოდის რომ პაციენტს არაპათოგენური Entamoeba dispar–ის არსებობა
აღენიშნება.

2)Entamoeba hartmanni (ენტამოება ჰართმანი)–,E.histolytica–ს მცირე ფორმა, ანუ მისი


სასიცოცხლო ციკლი და მორფოლოგია ძალიან გავს Entamoeba histolytica-ს. თუმცა ის
არაპათოგენურია, მცირე ზომისაა. მის ვაკუოლში არ აღინიშნება ერითროციტები.
3)Entamoeba coli (კოლინჯის ამება)–ყველაზე ფართოდ გავრცელებული ნაწლავური
ამებაა.ადამიანებში ჩვეულებრივ ითვლება არაპათოგენურად.
Entamoeba coli–ის ტროფოზოიტი არ იჭრება მასპინძლის ქსოვილში და არ იყენებს საკვებად.
მისი საკვები ვაკუოლი შეიცავს ბაქტერიებს, საფუარებს და ნაწლავური ჩამონაშალის
ფრაგმენტებს. შეღებილ პრეპარატებში ბირთვის გარსი მსხვილია, მომწიფებული ცისტა 8
ვეზიკულურ ბირთვს შეიცავს,უფრო ახალგაზრდა ცისტებში კი ერთი, ორი ან ოთხი ბირთვია.
ქრომატოიდული სხეულაკები ნემსისებურია ან არასწორი ფორმისაა.ცისტები ხშირად
ფეკალიებში აღინიშნება დიარეის დროს.
Entamoeba coli–ს სასიცოცხლო ციკლი მსგავსია Entamoeba Histolytica–სი. ის მოიცავს
პრეცისტის, მეტაცისტის და ტროფოზოიტის სტადიებს.მასპინძლის ინფიცირება კი
ცისტების გადაყლაპვით იწყება.

4)Entamoeba gingivalis(პირის ღრუს ამება)– ის ძირითადად პირის ღრუში, ღრძილებსა და


კბილებში გვხვდება. საკვების მომნელებელი ვაკუოლი შეიძლება შეიცავდეს პირის ღრუს
ეპითელურ უჯრედებს , ლეიკოციტებს, მიკრობებს და ერთითროციტებსაც. ცისტებს არ
წამოქმნის !!! გადაეცემა პირდაპირი და არაპირდაპირი გზით. არაპირდაპირი გზით ,
ძირითადად დაბინძურებული საკვებიდან, საღეჭი რეზინიდან, კბილის ჩხირიდან

17)თავისუფლად მცხოვრები პათოგენური ამებების-Naegleria, Acatamoeba, balamuthia-


ზოგადი მახასიათებელი , მათ მიერ გამოწვეული დაავადებები.

Naegleria Fowleri იწვევს პირველად ამებურ მენინგოენცეფალიტს (პამი - Pam) , რაც ხშირად
ფატალურად სრულდება. მისი სასიცოცხლო ციკლი მოიცავს შოლტიან და ამებოიდურ
ტროფოზოიტებსა და ცისტებს. შოლტიან ტროფოზოიტს აქვს ორი შოლტი, ხოლო
ამებოიდურს ერთი ბლაგვი ფსევდოპოდია, უმცირესი წვეტით ბოლოზე. ადამიანს
ძირითადად აინფიცირებს ამებოიდური ტროფოზოიტი, რომელიც იჭრება ცხვირ-ხახის
ლორწოვანში, ემაგრება მას და ცხავის ძვლის დაცხრილული ფირფიტით მიემართება
ტვინისკენ, რაც იწვევს ანთებასა და ძალიან ხშირად, სიკვდილს.

Acanthamoebaს ოთხი სახეობა (A. culberstoni, A. polyphaga, A. castellanii, Balamuthia


manderiallaris) იწვევს გრანულომატოზურ ამებურ ენცეფალიტს (გაე - Gae). Acanthamoeba და
Balamutia სასიცოცხლო ციკლით ჰგვანან Naegleria-ს, განსხვავდებიან იმითი, რომ არ აქვთ
შოლტიანი ტროფოზოიტი. Naegleria-ს ამებოიდური ტროფოზოიტები წარმოქმნიან ერთ
ბლაგვ ფსევდოპოდიას და მოძრაობენ სწრაფად. Acathamoeba-ს ამებოიდურ
ტროფოზოიტებს აქვთ პატარა, წვეტიანი ფსევდოპოდიები და მოძრაობენ ნელა, ხოლო
Balamuthia-ს ტროფოზოიტებს აქვთ ორი სახის ფსევდოპოდია: განიერი ბლაგვი ან
თითისებრი. Balamuthia-სა და Naegleria-ს აქვს მრგვალი ცისტები, ხოლოდ Acanthamoeba-ს
ოთხკუთხა.

18) წამწამიანები: Balantidium coli : მორფოლოგია და სასიცოცხლო ციკლი


ბალანტიდიუმ კოლი Ciliophora-ს ტიპის წარმომადგენელია და გააჩნია წამწამები.აქვს ორი
ტიპის ბირთვები–მაკრონუკლეუსი და მიკრონუკლეუსი .
მისი განმასხვავებელი ნიშანია ჩაღრმავების-პერისტომის არსებობა, რომელიც ციტოსომაში
გადადის . ის ძირითადადა ადამიანის პარაზიტია, თუმცა სახლობს მაიმუნებში და
ღორებში(B.suis)

სასიცოცხლო ციკლი მოიცავს , როგორც მოძრავი ტროფოზოიტის ასევე ცისტის სტადიას.


უჯრედის წინა ბოლოზე აქვს ციტოსტომი, ხოლო მოპირდაპირე მხარეს ციტოპიგი.
პერისტომის ხშირი წამწამებითაა დაფარული. მაკრონუკლესუ წაგრძელებეული, თირკმლის
ფორმისაა. ვეზიკულური მიკრონუკლეუსი -მრგვალია.

აქვს 2 დიდი მფეთქავი ვაკუოლი,ერთი უჯრედის შუაშია, მეორე ბოლოში. ეს ვაკუოლები


განაპირობებენ ოსმორეგულაციის უნარს. საკვები ვაკუოლები კი შეიცავენ: ნარჩენებს ,
მასპინძლის ეპითელის უჯრედებს, სახამებელს, ერითროციტებს .

მრავლდებიან უსქესოდ,განივი გაყოფის გზით.

ტროფოზოიტი სახლობს ბრმა ნაწლავსა და მსხვილ ნაწლავში. ის კარგად გრძნობს


თავს,სახამებლით მდიდარ გარემოში. წვრილ ნაწლავში ტროფოზოიცი ლორწოვანში არ
იჭრება. ბრმა ნაწლავში რადგანაც დაბალია ნახშირწყლების შემცველობა ამიტომ აქ
ინვაზიური ხასიათისაა. ხოლო სადაც ნახშირწყლები უხვადაა,მაგ: მსხვილი ნაწლავი იქ
სანათურში რჩება. ფიქრობენ, რომ ტროპოზოიტი გამოყოფს პროტეოლიზურ ფერმენებს
,რაც განაპირობებს მის მოქმედებას ლორწოვან ეპითელზე და მასში შეღწევას.
ინცისტირება–ხდება მსხვილ ნაწლავში მაგრამ შესაძლებელია მოხდეს მაპსინლის
ორგანიზმის გარეთაც.
ექსცისტირება –წვრილი ნაწლავი.
19)ბალანტიდიოზი: სიმპტომოლოგია, ეპიდემიოლოგია და დიაგნოზის ძირითადი
პრინციპები

სიმპტომოლოგია:

დაავადება მიმინარეობს როგორც ასიმპტომური,ასევე მწვავე ფორმით.

პარაზიტის ინვაზიას ნაწლავის ეპითელში მოსდევს სისხლჩაქცევები და წყლულების


წარმოქმნა,ამიტომ ამ მდგომარეობას ბალანტიდიურ დიზენტერიას უწოდებენ. ის ჰგავს
ამებიაზს ,მაგრამ ნაწლავგარე ინფიცირებები იშვიათია. B. coli შეიძლება შემთხვევით
ზურგის ტვინის სითხეში მოხდეს, სადაც ლეტალურ შედეგს გამოიწვევს. დიაგნოზის
დასმისთვის საჭიროა ფეკალიების ანალიზი ტროოზოიტების ან ცისტების შემცველობაზე.
ტროფოზოიტების ზომა დიდი, შესაბამისაც მათი აღმოჩენა მარტივია.

ეპიდემიოლოგია: ბალანტიდოზი ძალიან ხშირია მსოფლიოს ტროპიკულ რეგიონებში.


ბევრად უფრო გავრცელებულია ღორებში, თუმცა მათში არაპათოგენურია. ღორებში
დაავადების გავრცელება მერყეობს 20%-დან 100%-მდე. ძირითადად იმ ქვეყნებშია
გავრცელებული,სადაც საცხოვრებელი გარემო მეღორეობისგან მკვეთრად არ არის
გამიჯნული.
დიაგნოზირება: დიაგნოზი დასმისთვის საჭიროა ფეკალიების ანალიზი ტროფოზოიტის ან
ცისტების შემცველობაზე. ტოროფოზოიტების იდენტიფიკაცია მარტივია, მათი დიდი
ზომის გამო. აქ კიდევ ერთი ფაქტია გასათვალისწინებელი, ბალანტიდიუმი არის
ერთადერთი წამწამიანი პარაზიტი , რომელიც ადამიანის ორგანიზმში გვხვდება და
შესაბამისად მისი დიაგნოსსტირების დროს ეს ფაქტიც ყურადსაღებია.

20) არატრიქომონადური შოლტოსნები - Giardia lamblia: გიარდია ლამბლია

ამ გვარის წარმომადგენლებს ახასიათებს ბილატერალური სიმეტრია და განსხვავდება სხვა


უმარტივესებისგან. ტროფოზოიტის ბოლო ნაწილი მომრგვალებულია,წინა
გაბრტყელებულია ვენტრალურად. ზურგის მხარეს ამობურცულია , მუცლის მხარეს
ჩაღრმავებული. მისი დიდი ნაწილი უკავია ორბირთვიან ადჰეზიურ დისკოს. მისი კიდე
ეყრდნობა მიკრომილაკებს და მიოფიბრილების გროვებს.

4 წყვილი შოლტი გამოდის ბირთვებს შორის არსებული ბაზალური სხეულაკებისკენ. ერთი


მიემართება სხეულის შუახაზის ქვემოთ და გამოდის უკანა ბოლოდან. ვენტრალური
წწყვილი გამოდის ადჰეზიური დისკოს უკანა ბოლოდან. დარჩენილი ორი წვილი გამოდის
გვერდებიდან.

მისთვის დამახასიათებელი ოდნავ მოღუნული მედიალური სხეულაკის არსებობა


(ამობურცულია). მათი ფუნქცია უცობია,მაგრამ ფიქრობენ, რომ ასრულებენ საყრდენ
ფუნქციას.
მისი ტროფოზოიტი იყოფა სიგრძივად. მდებარეობს მასპინძლის 12გოჯა ნაწლავსა და
ნაღვლის სადინარებში. ტროფოზოიტი ემაგრება ან ლორწოვან ეპითელს ადჰეზიური
დისკოს საშუალებით ან შოლტების მეშვეობით მიდის ნაწყლავის სანათურში.
მარილხსნარიან წყალსი ცისტებში აღინიშნება სინათლს გარდამტეხი (რეფრაქტირული)
გრანულები. დეფეკაციის დროს ფეკალურ მასებში აღინიშნება მილიარდობთ
ტროფოზოიტი. თუმცა დიარეის დროს არა. ცისტები კუჭის გავლით წვრილ ნაწლავებში
ხვდებიან, სადაც ხელახალ ციკლს იწყებენ.
ინცისტირება –მსხვილი ნაწლავი, დასნებოვნება ცისტებით ხდება.ცისტა არის კვერცხის
ფორმის. აღინიშნება ორიდან ოთხამდე ბირთვი იოდით შეღებილ პრეპარატში. შეიცავს
მრავალ ძაფს და მედიალურ სხეულაკებს.
.

21) გიარდია ლამბლიას ეპიდემიოლოგია:


გვხვდება 6–10 წლის ბავშვებში და ჰომოსექსუალ მამაკაცებში. პოტენციური რეზერვუარები
არიან თახვები, ძაღლები და ცხვრები. დაავადების აფეთქება ხშირია ბაღებში, ბავშვთა
სახლებში, იქ , სადაც ანტისანიტარიაა. აღსაღვიშნავია, რომ ყველა ადამიანს აქვა
განსხვავებული სიმპტომი და ვარაუობენ , რომ ეს ადამიანის კვების თავისებურებებიდან
გამომდინარეობს. 22)გიარდია
ლამბლიას სიმპტომოლოგია და დიაგნოზირება

სიმპტომები:
გიარდია ლამბლიათი ინფიცირებას თან სდევს მწვავე ნაწლავური დარღვევები მათ შორის
დიარეა. ამ დროს საკვების შეთვისება დარღვეულია. ტროფოზოიტი ემაგრება ნაწლავის
ეპითელს ადჰეზიური დისკოს საშუალებით, თუმცა იშვიათად აღწევს ლორწოვანი გარსის
შიგნით. იწვევს წვრილი ნაწლავის ხაოების lamina propia-ს ანთებას.მწვავე ინფექციის დროს
მსხვილი ნაწლავი ვეღარ შეიწოვს ისეთ მნიშვნელობას, ცხიმში ხსნად ნივთიერებებს ,
როგორიცაა: B12 ვიტამინი და ფოლიუმის მჟავის მარილები. ასევე ამას მოსდევს წვრილი
ნაწლავის ფერმენტის დისაქარიდის სინთეზის დარღვევა. სხვა სიმპტომებიდან
აღსაღნიშნავია: სტეატორეა ანუ ცხიმების დაუშლელობა.

23) პირის ღრუს ტრიქომონა Trichomonas tenax


Trichomonas Tenax გვვხვდება ღრძილებსა და კბილების ნადევზე, ცხვირხახაში.
ტროფოზოიტებს აქვთ 4 თავისუფალი შოლტი, მეხუთე შოლტი კი უკან მიემართება
უნდულირებადი მემბრანის სახით .კოსტა უნდულირებად მემბრანას მიჰყვება
პარალელურად.
გადაცემა ხდება უშუალო კონტაქტით–კოცნით ან დაბინძურებული ჭურჭლით. გადაცემის
საშუალებაა ასევე სასმელი წყალი. ორგანიზმი არაპათოგენურია. მისი თავიდან აცილება
სწორი პირის ღრუს ჰიგიენით არის შესაძლებელი.

24) ვაგინალური ტრიქომონა Trichomonas vaginalis: ძირითადი მახასიათებლები,


სასიცოცხლო ციკლი, ეპიდემიოლოგია

ძირითადი მახასიათებელი :ის არის ტრიქომონების ერთადერთი პათოლოგენური ფრომა.


სახლობს:ქალის საშოში. მამაკაცის შარდსანდენში,სათესლე დანამატსა და პროსტატაში.
სხვა ტრიქომონებისაგან განსხვავდება დიდი ზომით და უფრო დიდი უნდულირებადი
მომბრანით. მისი ტროფოზოიტი ხშირად წარმოქმნის ფსევდოპოდიებს.

სასიცოცხლო ციკლი: იყოფა სიგრძივად, ბინალური გაყოფით. ოპტიმალური PH ამ


ორგანიზმის გავრცელებისთვის არის 5-6, ხოლო ვაგინაში PH=4,5-5. როდესაც მჟავიანობის
დონე ირღვევა იქმნება ისეთი გარემო, სადაც ეს პარაზიტი კარგად გრძნობს თავს.
ნორმალური პირობებში ვაგინის PH-ის შენარჩუნება ხდევა რძემჟავის წარმომქმნელი
ჯგუფით, მაგრამ T.vaginalis

შლის ბაქტერიებს, რაც იწვევს PH-ის დონის აწევას 4,9-მდე.

ეპიდემიოლოგია:

ქალებში გავრცელების სიხშირე არის 10-25%. პაციენტების 15%-ს გააჩნია შემდეგი ჩივილი:
შეცვლილი გამონადენი. მამაკაცების ინფიცირების დონე შედარებით დაბალია. გადაცემა
ხდება ჩვეულებრივ სქესობრივი კავშირის გზით.

25) ტრიქომონიაზის სიმპტომოლოგია და დიაგნოზირება:

სიმპტომები:T.vaginalis იწვევს საშოს ლორწოვანი უჯრედების დაზიანებას და გამონადენი


ძირითადად ყვითელი ფერისაა, ასევე აღინიშნება წვა და ქავილი. მამაკაცებში სიმპომები
გაცილებით ნაკლებადაა გამოხატული,თუმცა შეიძლება აღინიშნებოდეს პროსტატის
გადიდება.ამის გამო ტრიქომონოზი ხშირად ერევათ გონორეაში.
დიაგნოზირება:ქალებში დიაგნოზის დასამელად საჭიროა ვაგინალური ნაცხის
მიკროსკოპიული ანალიზი.

26)სისხლისა და ქსოვილის უმარტივესების ზოგადი მახასიათებელი და მორფოლოგიური


ფორმები:

ზოგადი მახასიათებელი :სისხლის შოლტოსნები განეკუთვნებიან 2 გვარს:ესენია ლეიშმანია


და ტრიპანოსომა.ორივე სახეობას სიცოცხლის ერთი ციკლის განმავლობაში მაინც
ესაჭიროებათ სისხლით მკვებავი მწერები ვექტორების სახით. სახელწოდება განსაზღვავს
მათ მდებარეობას : სიხლი და მასთან დაკავშირებული ქსოვილები ელენთა და ღვიძლი. ერთი
სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში მათ სეუძლიათ მიიღონ 4 მორფოლოგიური ფორმა ,
რომელიც ერთი მეორეში მარტივად გადადის , შესაბამის გარემო პირობებისში მოხვედრის
შემთხვევაში.

ყველა ამ ფორმას გააჩნია ზოგი ისეთი ორგანელა, რომელიც მათვის საერთოა. პლაზმური
მმებრანის ქვეშ მოთავსებულია მიკრომილაკებს სისტემა, სუბპელიკულური
მიკრომილაკების სისტემა. ის არ არის დაკავშირებული შოლტის ჯიბის ამომფენ ზედაპირთან
. შოლტის ჯიბე არის გიგანტური მაკრომოლეკულების მიერ შთანთქმული ადგილი.

შოლტის გამოდის ბაზალური სხეულაკიდან, რომელიც მჭირდოდაა დაკავშირებული


კინეტოპლასტთან. ეს სტრუქრუეა დამახასიათებელია ზოგირრთი კინეტოპლასტიდასთვის,
სადაც იქმნება კინეტოპლასტ-ბაზალური სხეულაკის კომლექსი, რომელიც მდიდარია დნმ-
ით, რომელიც მიტოქონდრიული დნმ-ის მსგავსია. ვარაუდობენ რომ ისინი მონაწილეობენ
ერთი სტადიიდან მეორეზე გადასვლაში.

მორფოლოგიური ფორმები:

1)ამასტიგოტა-გააჩნია კვერცხის ფორმა და ჩვეულებრივ ვითარდება ხერხემლიან


მასპინზელში. მას ახასიათებს 1 დიდი ბირთვი და პატარა შოლტი, რომელიც ბაზალური
სხეულაკიდან გამოდის და ქმნის კინეტოპლას-ბაზალური სხეულაკის კომპლექსს.

2)პრომასტიგოტა-გვხვდება მხოლოდ მწერ ვექტორებში ის ამასტიგოტასგან


მორფოლოგიურად განსხვავდება 2 ასპექტით:

ა)უფრო წაგრძელებული ფორმისაა

ბ)უფრო გრძელი შოლტი აქვს, რომელიც თავისუფლად მდებაორეობს სხეულლის წინა


მხარეს და ასრულებს ლოკომოცისს ასევე მწერის ნაწლავზე მიმაგრების ფუნქციას. ასევე
კარგად აქვს განვითარებული მიტოქონდრიული განშტოებები. უკანა გრძელი ტოტი და წინა
მოკლე ტოტი

3)ეპიმასტიგოტა-ამ დროს კინეტოპლას ბაზალური სხეულაკი მდებარეობს სხეულის უკანა


მხარეს,მაგრამ ბირთვის წინ შოლტი იწყება კინეტოპლასტ-ბაზალური სხეულაკიდან
გამოდის სხეულის წინა ბოლოდან და ემაგრება პელიკულას და ქმნის უნდულირებად
მემბრანას. მიტოქონდრიის წინა და უკანა ტოტი კარგადაა განვითარებული.
4)ტრიპომასტიგოტა- ახასიატებს სხვადასხვა სახის პოლიმორფოზი. ხასიათდება :
1)სხეულის დაგრძელებით

2)შოლტისა და უნდულირებადი მემბრანის დაგრძელებით

3) კინეტოპლას ბაზალური სხეულაკი ბირთვის უკან გადადის, ამსათანავე მიტოქონდრიების


ფუნქცია სესუსტებულია. ტრიპომასტიგოტას ციტოპლაზმაშია ნრავალი გლიკოსომა და
მიკროსხეულაკების მსგავსი ორგანელა , რომელიც შეიცავს კრისტალინის ცენტრს.

27) ლეიშმანიის სასიცოცხლო ციკლი

ადამიანში ლეიშმანიის 3 კლინიკური გამოვლინება გვხვდება:

1)ვისცერიული ლეიშმანიოზი

2)კანის ლეიშმანიოზი

3)კან ლორწოვანი ლეიშმანიოზი

მათი სასიცოხლო ციკლი იდენტურია , მორფოლოგიურადაც არ განირჩევიან .


განსხვავდებიან მიყენებული ზიანის ხარისხით.

სასიცოცხლო ციკლი:

ლეიშმანიას გვარის ყველა სახეობა სიცოცხლის უმეტესობას ატარებს ხერხემლიან


მასპინძელში. ამასტიგოტები ახდენენ მაკროფაგების ინფიცირებას ,წესით ეს უჯრედები
ხელს უნდა უშლიდნენ ორგანიზმში უცხოს შემოშვებას.

მაკროფაგებში ამასტიგოტების შესვლის შემდეგ იწყება მათი თვითდაფუძნება


ენდოციტოზურ ვაკუოლში, რომელსაც ეწოდება პარაზიტოფორული ვაკუოლი. ლიზოსომა
ერწყმის ამ ვაკუოლს და წარმოქმნის მეორად ლიზოსომას (ანუ მომნელებელი ვაკუოლი).
ამასტიგოტები იცვლებიან ლიზოსომური ფერმენტების დამშლელი მოქმედებებისადმი.
მრავალი ძუძიმწოვარი წარმოადგენს ბუნებრივ რეზერვუაეს. უმეტესად ზაღლები.
ლეიშმანიოზი ზოონოზია.

ძუძუმწოვარი მასპინძლის სისხლის წოვის(კვების დროს ) მოსკიტი იღებს ამასტიგოტების


შემცველ ინგიცირებულ უჯრედებს. ამასტიგოტა გარდაიქმნება პრომასტიგოტად, რომელიც
ემაგრება მწერის შუა ნაწლავის ეპიტელიუმს. თუ არ დაუმაგრდება ტოვებს მწერის უჯრედს.
ნაწლავთან მიმაგრება 2 მიზანს ემსახურება 1)მიმაგრებული პრომასტიგოტა საკვებ
ნარჩენებს არ მიჰყვება და რცება ნაწლავში

2. ხდება პრომასტიგოტას გარდაქმნა მეტაციკლურ პრომასტიგოტად, რომელიც


ძუძუმწოვრების ინვაზიის სტადიას წარმოადგენენ.

მრავლდებიან სიგრძივი ბინალური გაყოფით.


მას შემდგე რაც პრომასტიგოტები გარდაიქმნებიან მეტაციკლურ პრომასტიგოტებად
წყდებიან მწერის ნაწლავის კედელს და შემდგომ გადადიან ძუძუმწოვრის კანში კბენის
შემდეგ. ძუძუმწოვრების მაკროფაგები სწრაფად შთანთქავენ პრომასტიგოტებს, რომლების
შემდგომ გარდაიქმნება უჯრედშიდა ამასტიგოტებად. ამასტიგოტები მრავლდებიან
სიგრძივი ბინალური გაყოფით, ინფიცირებული უჯრედი სკდება და გამოიყოფა დიდი
რაოდენობით ამასტიგოტები,რომლებიც იჭრებიან ფაგოციტურ უჯრედებშ და ხდება
ინფექციის გავრცელება. ტემპერატურა და მასპინძლის იმუნური მდგომარეობა დიდ როლს
ასრულებს დაავადების მიმდინარეობაში.

რეზერვუარებს წარმოადგენენ ძაღლები და ადამიანთან მისი დაკავშირება მოსკიტების


სასუალებით ხდება(გვევლინება როგორც ვექტორი)

28)ვისცერული ლეიიშმანიოზის გამომწვევი და ეპიდიემიოლოგია

გამომწვევი :Leishmania Donovani ვისცერული ლეიშმანიოზის, ანუ კალა–აზარის გამომწვევია.


ის სხვა ფორმებს შორის ყველაზე მწვავეა და ხშირად ფატალურიც.
ამასტიგოტები ძირითადად გვხვდება შემდეგ ორგანოებში: ელენთა, ღვიძლი, ძვლის ტვინი,
ლიმფური კვანძები, ნაწლავის ვორწოვანი

ეპიდემიოლოგია: მსოფლიოში არსებობს Leishmania Donovani–ის სამი შტამი.

1.ხმელთაშუაზღვა–შუა აზიური
გავრცელებული ვექტორებია phlebotomus major, p.chinesis , p.perniciosus,
p.pongicuspis.გავრცელებულია უფრო მცირეწლოვან ბავშვებსი. რეზერვუარს წარმოადგენენ
ძაღლისებრნი.

2.ჩრდილო–აღმოსავლეთ ინდოეთსა და ბანგლადეშში


ვექტორი Phlebotomus argentipes . ზიანს აყენებს ძირიტადად მოზარდებს და ზრდასრულებს.
არ სჭირდება რეზერვუარი მასპინძელი.

3.ცენტრალური და სამხრეთ ამერიკა


ვექტორი phlebotomus longipalpis . შინაური და გარეული ძაღლისებრნი არიან რეზერვუარი.

29) ვისცერული ლეიშმანიოზის სიმპტომატოლოგია და დიაგნოზირება:


ელენთის და ღვიძლის პიჰერპლაზია და შემდგომ გადიდება
მცირდება სისხლის წითელი ურჯედების წარმოქმნა
მცირდება სისხლის თეთრი უჯრედების წარმოქმნა
ანემია
ლეიკოპენია
კლასიკური სიმპტომია ციებ–ცხელება.

ინდოეთში შეიძლება განვიტარდეს პოსტკალა–აზარული ლეიშმანიოდი, რომლის დროსაც


კანზე პარაზიტის შემცველი კვანძები ჩნდება.

დიაგნოსტიკა:
უჯრედშიდა ამასტიგოტების იდენტიფიკაცია სისხლის და ქსოვილის ნაცხებში.
ქსენოდიაგნოსტიკა
ბიოფსია და პუნქცია
იმუნოლოგიური ტესტი

30)კანის ლეიშმანიოზის გამომწვევი და ეპიდეიოლოგია:

კანის ლეიშმანიოზი (გამომწვევი L. tropica და L . mexsicana)

კანის ლეიშმანიოზი არის კანის დაავადება, რომელსაც აღმოსავლური წყლულის სახელით


მოიხსენიებენ. მისი გამომწვევი შეიძლება იყოს Leishmania tropica(ძველი მსოფლიოს
ქვეყნებში) და Leishmania mexicana (ახალი მსოფლიოს ქვეყნებში). ამასტიგოტები
ძირითადად კანის წყლულების გარშემო მაკროფაგებში ბინადრობენ

ეპიდემიოლოგია:
Leishmania tropica – ხმელთაშუა ზღვის მოსაზღვრე ევროპის და ჩრდილოეთ აფრიკის
ქვეყნები, აზიური ქვეყნები (ისრალი, ჩინეთი, ვიეტნამი, ინდოეთი).

Leishmania mexicana პერუში, ბოლივიაშ, ბრაზილიაში, მექსიკასა და გვინეაში.სამხრეთ და


ცენტრალურ ამერიკაში და ეთიოპიაში ამ დაავადებას კანის დიფუზურ ლეიშმანიოზს
უწოდებენ.

Leishmania tropicaს და Leishmania mexicana–ს ვექტორები არიან Phlebotomus და Lutzomyia ს


გვარების მოსკიტები. სასიცოცხლო ციკლი ვისცერული ლეიშმანიოზის მსგავსია.
ადამიანების გარდა Leishmania tropica აინფიცირებს ძაღლებს და კატებს ჩინეთსა და
ხმელთაშუა ზღვის რამდნეიმე ქვეყანაში.ბუნებრივი ინფექციები გვხვდება მაიმუნებში, მურა
დათვებში,ცხენებსა და მექვიშებში. გვხვდება ასევე მღრღნელებში.

31) კანის ლეიშმანიოზის სიმპტომოლოგია და დიაგნოზირება:

სიმპტომები:
ინფიცირების საწყის ნიშანს ადამიანში წარმოადგენს ვასკულარიზებული კვანძის გაჩენა
მწერის ნაკბენ ადგილას.მუწუკი წყლულად გარდაიქმნება რამდენიმე კვირაში, შემდეგ
სკდება ,ვრცელდება და წარმოქმნის კანის დაზიანებებს უფრო ხშირად ხელებზე, ფეხებზე,
ტერფებზე და სახეზე. ინკუბაციის პერიოდი გრძელდება 1–2 კვირიდან რამდენიმე თვემდე.
პარაზიტის სხვადასხვა შტამი ორი მიმართულებით შეიძლება განვითარდეს.
1.ქრონიკულ მშრალი (ურბანული) ტიპი.წყლულები ვითარდება მოგვიანებით , მასში ბევრი
ამასტიგოტაა .(L.minor)
2.მწვავე სველი(სოფლის ) ტიპი.ახასიათებს ადრეული დაწყლულება, მცირე
ამასტიგოტებით.

თუ დაავადებას მეორადი ინფექცია არ დაერთო წყლულები 1 წელიწადში შუშდება,მაგრამ


ნაწიბური რჩება.ვიზუალურად დიფუზური ლეიშმანიოზი გავს კეთრს.
დიაგნოსტიკა:
წყლულის მიმდებარე ადგილები ამოწეულია და გამაგრებულია.დაზიანებული ადგილიდან
პატარა ქსოვილის ან სითხის In vitro კულტივირებით შეიძლება პრომასტიგოტების
აღმოჩენა. გამოიყენება იმუნოლოგიური ტესტი.

32)კან-ლორწოვანი ლეიშმანიოზის გამომწვევი და ეპიდემიოლოგის თავისებურებები:

კან - ლორწოვანი ლეიშმანიოზი (გამომწვევი L. braziliensis):

Leishmania braziliensis კან–ლორწოვან ლეიშმანიოზს იწვევს. აქაც ამასტიგოტები კანის


წყლულებში არის გამოხატული. დაავადება ცნობილია რამდენი სახელით:
1.ამერიკული ლეიშმანიოზი
2.ესპუნდია
3.იუტა
4.Pian bois
5.ჩიკლეროს წყლული

ეპიდემიოლოგია:
გავრცელებულია მექსიკიდან სამხრეთ არგენტინამდე. აღინიშნება სუდანში, კენიაში,
იტალიაში, ჩინეთსა და ინდოეთში. გავრცელებულია დასავლეთ ნახევარსფეროში და
ამიტომ ამ დაავადებას ამერიკული ლეიშმანიოზი ეწოდება. პირველადი დაზიანება კანზე
ჩნდება, Lutzomyia–ს გვარის მოსკიტის კბენის შემდეგ. მეორად დაზიანებას განსაზღვრავს
გეოგრაფიული მდებაროება.

მექსიკაში და ცენტრალურ ამერიკაში მეორადი დაზიანება ყურზე ჩნდება და იწვევს


ჩიკლეროს წყლულს. რეზერვუარს წარმოადგენენ ტყის მღრღნელები, ძაღლი, კატა .
სამხრეთში მეორადი დაზიანება ჩნდება კან–ლორწოვანის შეერთების ადგილებში. ცხვირსა
და ლოყის ქსოვილებში . აქ დაავადებას ესპუნდიას ან იუტას უწოდებენ.

33)კან-ლორწოვანი ლეიშმანიოზი სიმპტომოლოგია და დიაგნოზირება

სიმპტომები:

Pian bois– ჩვეულებრივ ორგანიზმში ჩნდება წითელი კვანძი, ნაკბენის გარშემო, რომელიც 1–
4 კვირაში წყლულდება.ის ხორცდება 6–15 თვეში. ვენესუელასა და პარაგვაიში დაზიანების
კერა ხშირად ღიად რჩება და გამოიყოფა სითხე.

ჩიკლეროს წყლული–ყურის ნიჟარის გადაგვარება


ესპუნდია და იუტა–ცხვირის ხრტილოვანი და რბილი ქსოვილის, ლოყის რბილი ქსოვილის
გადაგვარება.

ინფექსიის გადასვლა მეზობლად მდებარე ქსოვილებზე ხდება.ხშირია მეორადი


ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციები.

დიაგნოსტიკა:
ინფიცირებული ურჯედების იდენტიფიკაცია
პარაზიტის იდენტიფიცირება
ქსოვილების და ნაწლავის სითხის გამოკვლევა
ბიოფსიური მასალის ჰისტოლოგიური შესწავლა
კანის ახალი დაზიანების გამოკვლევა(ყველაზე სარწმუნო მეთოდია

34)აფრიკული ტრიპანოსომა , ძირითადი მორფოლოგიური მახასიათებელი და


სასიცოცხლო ციკლი

ტრიპანოსომოზი-აფრიკული ძილის დაავადება

იწვევს Trypanosoma brucei-ის 2 ქვესახეობა Trypanosoma brucei rhodesiense და T.brucei


gembiense.

ინვაზიური ფორმა:მეტაციკლური ტრიპომასტიგოტა

ინვაზირების გზა:ბუზი ცეცე ან რეზერვუარი შინაური და გარეული ცხოველები(ღორი)

სასიცოცხლო ციკლი: ინვაზიური სტადიის გადაცემა ადამიანზე ხდება კბენის


დროს,ვექტორი ბუზის-ცეცეს მეშვეობით.ის იკვებება ადამიანის სისხლით და კბენის დროს
ნერწყვთან ერთად გამოყოფს მსხვილ და უშოლტო მეტაციკლურ
ტრიპომასტიგოტებს(ინვაზიურს ფორმას),მას შემდეგ რაც ძუძუმწოვრის სისხლის
მიმოქცევის სისტემაში მოხვდება გადაიქცევა გრძელ და წვრილ
ტრიპომასტიგოტად,ვრცელდება ორგანიზმში და მიდის ცერებროსპინალურ
სითხეში(ლიქორი).

არსებობს ტრიპომასტიგოტის 3 ფორმა:

1)წაგრძელებული,წვრილი,უნდულირებადი მემბრანიდან გამომავალი თავისუფალი


შოლტით

2)მოკლე ,მსხვილი,უშოლტო

3)შუალედური ფორმა

პარაზიტის სასიცოცხლო ციკლის და ადამიანის დაინფიცირებისათვის საჭიროა:


1)მოკლე და მსხვილი ტრიპომასტიგოტას მწერის შუა ნაწლავში მოხვედრ ა.

2)მწერის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ გარდაიქმნება პრომეტაციკლურ


ტრიპომასტიგოტად,კარგავს ზედაპირულ გარსს.

3)პრომეტაციკლური გაიყოფა ბინალურად,სიგრძივად,მიტოზით,მიდის


ექსტრაპერიტონეულ სივრცეში,10დღისათვის წინა ნაწლავში,აქ პრომეტაციკლური
ტრიპომასტიგოტა გარდაიქმნება ეპიმასტიგოტად,20 დღეში შედის სანერწყვე ჯირკვლის
სადინარში,შოლტით ემაგრება ეპითელიუმს,გარდაიქმნება მეტაციკლურ
ტრიპომასტიგოტად და წყდება სადინარს.

35)აფრიკული ტრიპანოსომა : ეპიდემიოლოგია, სიმპტომოლოგია და დიაგნოზირება

ეპიდემიოლოგია:აფრიკაშია, XX საუკუნეში აფრიკაში ბევრი დაიღუპა.

ტ.როდესიენზის -აფრიკული ძილის ვირულენტური(შხამიანი)ფორმაა.გადამტანია Glossina


morsitas

ტ.გამბიენსის -გამბიური ,ეკვატორში,აფრიკულის ქრონიკული ფორმაა,რეზ-


ანტილოპა,ვექტორი Glossina palpalis,tachinoides

სიმპტომები და დიაგნოზი: კბენიდან 1-2 დღეში ნაკბენ ადგილას ჩნდება "ტრიპანოსომული


შანკრა",კანი წითლდება,შუპდება,დიდიდება ლიმფური ჯირკვლები,თავის
ტკივილი,სისუსტე,უმადობა,ანორექსია,ანემია.

დიაგნოზის 3 ეტაპია:

1)იყო თუ არა აფრიკაში კლინიკური შეფასება გადიდებულია თუ არა ლიმფური კვანძები)

2)სისხლის ნაცხის,ძვლის ტვინის ან ცერებროსპინალურის შესწავლა ტრიპომასტიგოტების


აღმოსაჩენად

3)ტესტი სისხლში ანტისხეულების აღმოსაჩენად.

36)ამერიკული ტროპანოსომა ძირითადი მორფოლოგიური მახასიათებელი და


სასიცოცხლო ციკლი:

ამერიკული ტრიპანოსომოზი- TRYPANOSOMA CRUZI

ამერიკული ტრიპანოსომოზის გამომწვევია ტრიპანოსომა კრუზი,ბრაზილიელმა ექიმმა


აღმოაჩინა ,,მას ჩაგასის დაავადებასაც უწოდებენ.

ინვაზიური ფორმა:მეტაციკლური ტრიპომასტიგოტა

ინვაზირების გზა:ვექტორის კბენით,რეზერვუარი მასპინძლის საშუალებით.


სასიცოცხლო ციკლი:მეტაციკლური ტრიპომასტიგოტები "მკოცნავი ბაღლინჯოს" უკანა
ნაწლავში ვითარდება, Panstrongylus megistus კბენს ადამიანს,ამ დროს გამოყოფს
ექსკრემენტებს,ქავილის საშუალებით ისინი ნაკბენ ადგილას მოხვდება(თვალსა და
ლორწოვან გარსებში) ხდება ადამიანის დაინფიცირება ანუ "კონტამინაცია".

ძუძუმწოვარი მასპინძლის ინფიცირება ხდება მაშინ როდესაც ის ინფიცირებულ მწერს


საკვებად იყენებს.მასპინძლის სისხლის მიმოქცევის სისტემაში მოხვედრისას ხდება:

1)ტრიპომასტიგოტების ფაგოციტირება მაკროფაგების მიერ,რის შედეგადაც


ტრიპომასტიგოტა ამასტიგოტად გარდაიქმნება,ის ციტოზოლში გადასვლით უსხლტება
ლიზოსომას(ყველაზე მგძნობიარეა ინფექციის მიმართ ელენთა,ღვიძლი, ლიმფური
ჯირკვლები,შეიძლება დაზიანდეს ნერვული,გამრავლების სისტემა,ნაწლავები ან ზურგის
ტვინიც) ,ამასტიგოტები სიგრძივი ბინარული გაყოფით მრავლდებიან,დაინფიცირებული
უჯრედები სკდებიან და გამოყოფილი ამასტიგოტები უკვე სხვა უჯრედებს
აინფიცირებენ,დაინფიცირებული უჯრედებიდან გამოყოფილი ნაწილი ისე
ტრიპომასტიგოტებად გარდაიქმნება და სისხლში გადადის.

ბაღლინჯოს ინფიცირება კი ხდება ტრიპომასტიგოტების შემცველი სისხლის წოვისას,ისინი


ბაღლინჯოს მომნელებენ ტრაქტში გავლისას იყოფიან სიგრძეზე,შუა ნაწლავში ისინი
ეპიმასტიგოტებად გარდაიქმნებიან და გადადიან უკანა ნაწლავში,აქ ემაგრებიან შოლტით
სწორ ნაწლავს.მეტაციკლური ტრიპომასტიგოტების ფორმირების შემდეგ ის მიმაგრების
ადგილს მოწყდება,10დღისათვის მეტაციკლური ტრიპომასტიგოტა სწორი ნაწლავის
სანათურშია.

37) ამერიკული ტრიპანოსომოზი: სიმპტომოლოგია, ეპოდმიოლოგია და დიაგნოსტირება:

სიმპტომები:

ადამიანში იწვევს წყალმანკოვან შეშუპებას,ჩაგოსომას.ენდემურ ზონებში სახეზე აქვთ


წყალმანკოვანი ლაქები რომანია,მწვავე ფაზაში აღინიშნება თავის ტკივილი,ღვიძლის
გადიდება,ცხელება მოგვიანებით გულის დაზიანება.

დიაგნოსტირება:სისხლში ტრიპომასტიგოტების იდენტიფიცირება,სისხლის


კულტივირება,ქსენოდიაგნოსტიკა(ვექტორი წოვს საეჭვო პაციენტის სისხლს და შემდეგ
კვეთენ შოლტოსნების აღმოჩენის მიზნით)

ეპიდემიოლოგია:ფართოდაა გავრცელებული ლათინურ ამერიკაში, სადაც საშუალოდ 24


მილიონ ადამიანს აინვაზირებს და 100 მილიონი ადამიანი იმყოფება რისკის ქვეშ. მისით
ინფიცირება უმეტესად ხდება სისხლის გადასხმით. შემთხვევების რაოდენობა ძალიან
მაღალია სოფლებში განსაკუთრებით ღარიბი ფენის ადამიანებში. ის ზოონოზია, რომელიც
აინვაზირებს : ძაღლებს, კატებს, ღორებს, ღამურებს , მღრღნელებსა და სხვა.
38)აპიკომპლექსები:ზოგადი დახასიათება

გააჩნიათ აპიკალური კომპლექსი (ჩანს ელ.მიკროსკოპში), რომელიც ჩვეულებრივ,შედგება


პოლარული რგოლისაგან/რგოლებისგან, როპტრიების,მიკრონემების,კონოიდისა და
სუბპელიკულური მიკრომილაკებისგან(ზოგიერთ სტადიაზე) მიკროპორიები, ძირითადად
აღინიშნება ზოგიერთ სტადიაზე, წამწამები არ გააჩნიათ, სქესობრივი გამრავლება
სინგამით, ყველა სახეობა პარაზიტულია.

39)პლაზმოდიუმის სასიცოცხლო ციკლი

მალარია წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ფართოდ გავრცელებულ დაავადებას.

Haemosporina -ქვერიგში შემავალი 50-ზე მეტი პლაზმოდიუმის სახეობა ახდენს მრავალი


ცხოველის ინფიცირებას,მაგრამ მხოლოდ 4 სახეობა : Pl.vivax, Pl.falciparum . Pl.malariae,
Pl.ovale იწვევს მალარისას ადამინში

სასიცოცხლო ციკლი:

1902 წელს, რონალდ როსმა მიიღო ნობელის პრემია მალარიის სასიცოცხლო ციკლის
შესწავლისთვის. Plasmodium-ის 4 სახეობას გააჩნია 2 მასპინძელი:

1)მწერი( ვექტორი) მდედრი კოღო, რომელიც მიეკუთვნება გვარს Anopheles , ვექტორი


მხოლოდ მდედრი კოღო შეიძლება იყოს. მამრის პირის ნაწილებს არ შეუძლია ადამიანის
კანში შეღწევა, ისინი მხოლოდ მცენარეების წვენებით იკვებებიან. მდედრები კი იკვებებიან
სისხლითაც.

2)ადამიანი

სასიცოცხლო ციკლის მნიშვნელოვანი თავისებურებაა სქესობრივი და უსქესო გამრავლება ,


რომელსაც ეწოდება შიზოგონია, მიმდინარეობს ადამიანში, ხოლო სქესობრივი ფაზაა
გამოგონია-კოღოში. სქესობრივი გამრავლების შემდეგ კოღოში ხდება მეორე უსქესო
გაყოფა სპოროგონია.

ადამიანის ინფექციურ ფორმას წარმოადგენს წვრილი, წაგრძელებული სპოროზოიტი,


რომლის სიგრძეა 10-55 მკმ და დიამეტრი- 1მკმ.

კბენის დროს კოღო ადამინის ეპიდერმისში უშვებს, სპოროზოიტის შემცველ ნერწყვს, ამ


გზით ხდება მათი ინოკულაცია(ესაა ცოცხალი მიკროორგანიზმების შეყვანა ადამიანის
ორგანიზმში). დაახლოებით 1 სთ-ის შემდგენ სპოროზოიტი სისხლში ქრება, მაგრამ 24-48
საათში ჩნდება ღვიძლის პარენქიმულ უჯრედებში, სადაც იწყება ეგზოერითროციტული
შიზოგონიის ფაზა.

სპოროზოიტის კავშირი ღვიძლის უჯრედებთან, ნაწილობრივ განპირობებულია


ჰეპატოციტების(ე.ი ღვიძლის უჯრედები)ზედაპირული რეცეპტორებით, რომლებიც
ამოიცნობენ სპოროზოიტის გარსს. ფიქრობენ, რომ ამ პროცესში როპტრიები და
მიკრონემები გამოყოფენ ზედაპირულად აქტიურ მოლეკულებს, რომლებიც იწვევენ
მასპინძლის პლაზმური მემბრანის გადიდებას და შემდეგ ინვაგინაციას. იქმნება
პარაზიტოფორული ვაკუოლი, რომელიც გარსს ერტყმის პარაზიტს. ჰეპატოციტებში
მოხვედრის შედმეგ, სპოროზოიტი გარდაიქმნება , ტროფოზოიტად ,რომელიც იკვებება
მასპინძლის უჯრედების ციტოპლაზმით, ფუნქციური მიკროფორების
საშუალებით.არსებობს მონაცემები ,რომ დამატებითი საკვები ტროფოზოიტშ შედის
პინოციტოზის გზით. 1-2 კვირის შემდეგნ ტროფოზოიტი იყოფა რამდენჯერმე, რასაც სდევს
ციტოპლაზმის გაყოფა, ამ დროს წარმოიქმნება ათასობით მეროზოიტი, რომელიც
დაახლოებით 2,5 მკმ სიგრძისაა. მეროზოიტები გამოდიან ჰეპატოციტებიდან , ხვდებიან
სისხლის მიმოქცევაში , იჭრებიან ერითროციტებში და იწყება ერითროციტული შიზოგონიის
ფაზა.

Pl.vivax-ის შემთხვევაში ინვაზია განპირობებულია ერითროციტის ზედაპირზე არსებული


გარკვეული ტიპის ანტიგენებით. მაგალითად მეროზოიტის შთანთქმისთვის საჭიროა დაფის
ორი ანტიგენიდან(Fya+ ან Fyb+) არსებობა. ის პირები,რიმელთაც აე გააჩნიათ დაფის
ანტიგენები, პრაქტიკულად მთელი დასავლეთ აფრიკა და ამერიკელი ზანგების 70%
რეზისტენტულები არიან Pl.vivax-ის მიმართ.

Pl.falciparum და Pl. ovale-ს შემთხვევაში დაფის ანტიგენები არ მოქმედებენ ,ამდენაც ეს 2


სახეობა ფართოდაა გავრცელებული დასავლეთ აფრიკაში.

ერიტროციტების შიგნით მეროზოიტი იზრდება ადრეულ ტროფოზოიტის სტადიამდე.


მიკროსკოპში ადრეული ტროფოზოიტი ჩანს , როგორც პატარა ციტაპლაზმის მქონე
წერტილოვანი ბირთვის შემცველი,მაგრამ რეალურად ტროფოზოიტი ფიალისებური
ფორმისაა, აქვს დიდი ვაკუოლი , რომელიც შეიცავს მასპინძლის ჰემოგლობინს. ადრეული
ფორმა , გარდაიქმნება მომწიფებულ ტროფოზოიტად, რომელიც მრავალჯერადი გაყოფის
შემდეგ გარდაიქმენბა შიზონტად, რომლებიც წარმოქმნიან მეროზოიტების ახალ თაობას
და აინფიცირებენ ახალ ერიტროციტებს.მეროზოიტებს აქვთ განვითარების 2 გზა:

1)შეიძლება გარდაიქმნანა ბეჭდისებრ ტროფოზოიტად და შიზოგონია დაიწყოს ხელახლა.

2)ან წარმოიქმნას მდედრობითი მაკროგამეტოციტები ან მამრობითი მიკროგამეტოციტები.

სქესობრივი გამრავლება ხდება მხოლოდ მდედრ კოღოებში Anopheles-ის გვარში და იწყება


მიკროგამეტოციტებისა და მაკროგამეტოციტების შემცველი სისხლით კვების შემდეგ.
მომნელებელი წვენები გამეტოციტებზე არ მოქმედებენ ცუდად და მათ გარშემო არსებული
ერითროციტული მასალა განიცდის ლიზისს და გამეტოციტები ხვდებიან კუჭში. კუჭში
იწყება მიკროგამეტოციტების მომწიფების პროცესი, რომელსაც ექსფლაგელაცია ეწოდება.
რომლის დროსაც ბირთვი განიცდის 3 მიტოზურ გაყოფას, მიიღება 6-8 ბირთვი, რომლებიც
გამეტოციტების პერიფერიებისკენ მიდიან. ბირთვის გაყოფის პარალელურად იყოფა
ცენტრიოლები ,რომლებიც უკავშირდებიან ბირთვის თითო სეგმენტს და იქმნება ბაზალური
სხეულაკი. ამ ბაზალურ სხეულაკებში შემდეგ იქმნება აქსონემა. აქსონემიანი ბირთვი და
მასთან არსებული ციტოპლაზმა ქმნის მიკროგამეტას, რომელიც მიცურავს
მაკროგამეტოციტებისაკენ. ამ გზით მიკროგამეტა შეაღწევს მაკროგამეტაში.
მამრობითი და მდედრობითი პრონუკლეუსების შერწყმის შემდეგ (სინგამია) შემდეგ
ვითარდება დიპლოიდური ზიგოტა,რომელიც 12-24 საათის შემდეგ გარდაიქმება მოძრავ ,
ოოკიმეტად, რომელიც გადადის კოღოს ნაწლავის კედლის სისქეში , ეპითელსა და ბაზალურ
მემრანას შორის არსებულ სივრცეში , სადაც ის გარდაიქმნება მრგვალ ოოცისტად. მისი
განვითარება ხდება 4- საატში. ოოცისტი იზრდება , მისი დიამეტრი4-5 ჯერ მატულობს ,
ასეთი გაბერილი ოოცისტი აღინიშნება ნაწლავის ჰემოცელურ ნაწილში. ოოცისტების ზრდა
ფამოწვეულია მასში მოტავსებული ჰაპლოიდური უჯრედების სპორობლასტების
პროლიფერაციით. სპორობლასტების ბირთვი მრავალჯერადად იყოფა და წარმოქმნის
ათასობით სპოროზოიტს . ისინი აღმოჩნდებიან კოღოს ოოცისტის ღრუში. შემდგენ ასეთი
ოოცისტები სკდებიან და სპოროზოიტები გადაიტანებიან სანერწყვე ჯირკვლის სადინარში
სადაც კოღოს მიერ ადამიანის სისხლის კვების შემდეგ გადაიტანება ადამიანში.

40)სამდღიანი მალარიის გამომწვევი

Plasmodium vivax და Plasmodium ovale(სამდღიანი მალარია)

Pl.vivax ყველაზე გავრცელებულია ამერიკაში.

ორივე სახეობას გააჩნია მიდრეკილება მოუმწიფებელი ერითროციტების მიმართ.


დიაგნოსსტირებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია ერითროციტების უფრო დიდი ზომა
,რაც განპირობებულია იმით, რომ პარაზიტი ამკობინებს უფრო დიდი ზომის
ერითროციტს(რეტიკულოციტს) ეს ნაკლებად ეხება Pl.ovale-ს.

Pl.ovale-თი დაინფიცირებულ უჯრედებს უფრო ელიფსოიდური ფორმა აქვთ,


პლაზმოდიუმით დაინფიცირებულ ყველა ერითროციტსი აღინისნება 2 ტიპის გრანულა.

1)შარფენის გრანულენი, რომლებიც ერითროციტების ციტოპლაზმაშია განლაგებული და


ჩვეულებრივ , იღებება ვარდისფერიდან წითელ ფერამდე ტრადიციული ჰემატოლოგიური
საღებავების გამოყენებისას,როგორიცაა,მაგ: რომანოვსკის საღებავი. ელ,მიკროსკოპით
შესწავლისას ნაჩვენებ იქნა (კალკია , ვიცი) რომ ეს პიგმენტური გრანულები წარმოადგენენ
ზედაპირის მცირე ჩაზნექილობებს, რომელსაც გარს აკრავს პატარა ბუშტუკები.

2) მეორე ტიპის გრანულები უფრო მსხვილი ჰემოზონის გრანულებია,რომლებიც პარაზიტის


მიერ ჰემოგლობინის დაშლის გვერდითი პროდუქტია. ჰემოზინი უფრო მჭირდოდაა
დაკავშირებული პარაზიტთან,ვიდრე ერითროციტი ციტოპლაზმასთან.

ციტოპლაზმის სტადიებისთვის დამახასიათებელია უსწორმასწორო ციტოპლაზმა და


ამებოიდური მოძრაობა შიზოგოიის დროს წარმოიქმნება 12-24 მეროზოიტი,თითოეულის
დიამეტრი 1,5 მკმ. ისინი გამოდიან ინფიცირებული ერითროციტებიდან სინქრონულად,48
საათში ერტხელ,რასაც თან ახლავს ცხელება. პირველ ცხელების პიკს ეწოდება ,,დღე 1“ ,
მეორე პიკს ,,დღე2“ და შემდგენ ცხელებას ,,დღე3“. იმის გამო, რომ ცხელების პიკებს შორის
დროის ინტერვალი 48 საათია Pl.vivax-ის შემთხვევაში ,,დღე 3“ ხდება ,,დღე1“.
გამეტოციტები გამოჩენას იწყებენ დაახლოებით 4 დღეში. მაკროგამეტოციტების
რაოდენობა სჭარბობს მიკროგამეტოციტებისას (2:1) და მათი დიამეტრია 10მკმ.
41) 4დღიანი მალარიის გამომწვევი

Plasmodium malariae (4დღიანი მალარია)

წარმოადგენს პირველ პარაზიტს , რომელიც აღიარეს მალარისს გამომწვევად. თუ Pl.vivax


და Pl.ovale პარაზიტობენ ახალგაზრდა უჯრედებში, ხოლო Pl.malariaeაზიანებს უფრო
ხანდაზმულ უჯრედებს,პარაზიტობენ ერითროციტების საერთო რაოდენობის 0,2%-ში.

საქართველოში მალარის გამომწვევად ითვლება ძირიტადად Pl. malariae-ის ფორმა.

42)Plasmodium falciparum-მალიგნიზირებადი სამდღიანი მალარია

80%-ში გამომწვევია.მხოლოდ რგოლოვანი ტროფოზოიტები და გამეტოციტებია


პერიფერიულ სისხლში,შიზოგონიის სტადიებია კუნთებსა და შინაგანი ორგანოების
კაპილარებში.რგოლოვან სტადიაზეა 2 ბირთვი.შიზონტები წარმოქმნიან 32
ტროპოზოიტს.ინფ ერითროციტებიდან მეროზოიტები გამოდიან რასაც ცხელების შეტევა
ახლავს.ჰემოზოინი და მაურერის გრანულები გამეტოციტის ბირთვის გარშემოა
განლაგებული.

43)მალარიის ეპიდემიოლოგიური თავისებურებები

ადამიანის მალარიის ენდემურობა,ჩვეულებრი განისაზღვრება მისი ვექტორების, კოღო


ანოფელესის გავრცელების გეოგრაფიული არეალით.ჰავაიზე, წყნარი ოკეანის სამხრეთ-
აღმოსავლეთ ადგილებში კოღოს ეს სახეობა არაა გავრცელებული,შესაბამისად, არც
მალარია.

ერთ ღამეში , ერთ პიროვნებაზე აღრიცხული ნაკბენების საშუალო რაოდენობა აღემატება


კრიტიკულ სიმჭიდროვეს.

ბოლო 50 წლის განმავლობაში მალარიის გავრცელების ზონები შემცირდა, მაგრამ


კონტროლი ბევრად გართულებულია.არსებობს ანტიმალარიული მედიკამენტები ,
რომლებიც მის გავრცელებას აფერხებს. მაგრამ 70-იანი წლებიდან აღინიშნება დაავადების
მნიშვნელოვანი რედიციები. ეს განაპირობა კოღოებშI ინსექტიციდების მიმართ
მდგრადობის გაზრდამ.

44)რეციდივი და პოპულაციური აფეთქება(მალარიის)

ფიქრობდნენ რომ Pl.malaria იწვევდა რეციდივს Pl.vivax Pl.ovale მსგავსად,მაგრამ დადგინდა


რომ ეს განპირობებული იყო ნარჩენი პოპილაციით,რომელიც სისხლში ცოტაა,ან
არასრული მკურნალობის გამო,პარაზიტის მცირე რაოდენობის გამო ინდივიდი
უსიმპტომოა,ვიდრე რაიმე ფიზიოლოგიური სიგნალი არ მისცემს ბიძგს პარაზიტის
პოპულაციის აფეთქებას და შემდეგ დაავადებას მჟღავნდება.რეციდივსა და პოპულაციურ
აფეთქებას შორის განსხვავება ისაა,რომ პირველს იწვევს ეგზოერითროციტულ სტადიაზე
ჰიპნოზოიტების აქტივაცია,ხოლო მეორეს სისხლში პარაზიტის პოპულაციის დაბალი
დონის უეცარი გაზრდა.

45)სიმპტომოლოგია და დიაგნოზი (მალარიის)

სიმპტომები:მასპინძლის ანთებითი რეაქცია და ანემია,ფანციპარუმ ყველაზე


მკვლელია,გულისრევა,დაღლილობა,ტემპერატურის მატება,ანთება იწყება ინფიცირებული
ერითროციტების გასკდომით,სისხლში ჰემოზოინი მალარიული პიგმენტი
გამოიყოფა,იწყება პაროქსიზმული ციებ-ცხელება.შინაგანი ორგანოები მუქ მოწითალო-
ყავისფერ ფერს იღებენ,ღვიძლი,ელენთა,ძვლის ტვინი,ვერ ხდება რკინის
აღდგენა,ვითარდება ანემია.პათოლოგიური ნიშანია ვასკულარული გამავლობის
შეზღუდვაც,ერითროციტების მემბრანაზე შებერილობები ჩნდება რაც იწვევს ორგანოთა
ანოქსიას(ჟანგბადის უკმარისობა),ვითარდება ტვინის იშემია.

დიაგნოზირება: მალარიის დიაგნოზი ჩვეულებრი ისმება პარაზიტის აღმოჩენით სისხლის


სქელი და თხელი წვეთებიის შეღებილი ნაცხის მიკროსკოპული დათვალიერებისას. ნაცხი
უნდა გეთდებოდეს რამდენიმე დღის ინტერვალით, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში , თუ
ერთ ნაცხში პარაზიტი არ აღმოჩნდა. სეროლოგიურ ანალიზს არაა აქვს კლინიკური
ღირებულება , რადგან ვერ ხერხდება არსებული და წარსულში გადატანილი ინფექციის
ერთმანეთისგან განსხვავება.

46) ტოქსოპლაზმა სასიცოცხლო ციკლი, ეპიდემიოლოგია

ტოქსოპლაზმა-Toxsoplasma Gondii

(შუალედური მასპინძელის კატის გარდა ყველაა,რადგან აქ პარაზიტი არასოდეს


მრავლდება სქესობრივად)

სამეფო-ერთუჯრედიანები

ქვესამეფო-პროტოზოა

კლასი-კონოიდასიდა

მორფ.ფორმები:ოოცისტა(სპოროზოიტი),ტროფოზოიტი,მეროზოიტი,მიკრო და
მაკროგამეტოციტები,ბრადიზოიტები,ტაქიზოიტები.

ინვაზიური ფორმა:ოოცისტა(სპოროზოიტის შემცველი)

ფსევდოცისტა(ბრადიოზოიტები)

ინვაზირების გზები:კატის ფეკალიებით,


თერმ. არასწორად დამუშავებული საკვებით,

ტრანსპლანტაციით

სასიცოცხლო ციკლი:

ინვაზირები 2 ფორმაა : ენტოეპითელური(კატებში)და


ექსტრანაწლავური(ადამიანში).

პირველი ნაწლავური ფაზა არის მხოლოდ კატებში,ზიანდება ნაწლავის


ეპითელიუმი,თავდაპირველად ოოცისტა ხვდება ორგანიზმში,თითოეული 4 სპოროზოიტს
შეიცავს,ის გამოდის ოოცისტიდან შედის ნაწლავის ეპითელურ უჯრედებში,გარდაიქმნება
ტროფოზოიტად(ორნაირად იყოფა ენდოგენიით ანუ შვილეული უჯრედების ფორმირებით
და ენდოპოლიგენიით.) ტროპოზოიტი წარმოქმნის 20-40 მეროზოიტს (აქ უსქესო გამ
მთავრდება),რომელიც შემდეგ მიკრო(მამრ.) და მაკრო(მდედრ)გამეტოციტად
ყალიბდება.მიკროგამეტოციტი წარმოქმნის 12 მიკროგამეტას,ის მაკროგამეტაში იჭრება და
ხდება განაყოფიერება.ზიგოტა ოოცისტად გარდაიქმნება,გამოდის კატის ნაწლავის
სანათურში და ფეკალიებთან ერთად გარემოში.ოოციტსა ქმნის 2 სპოროფიტს
სპოროგონიით.

კატებში ნაწლავური ფაზა 3 სტადიას გადის:

1)უსქესო გამრავლება-შედეგად მიიღება მეროზოიტი

2)გამოგონია-გამეტების წარმოქმნა

3)სპოროგონია-რომლის შედგ მიიღება ოოცისტები

ექსტრანაწლავური(ადამიანში)

მისი 2 გზაა:

1)ორგანიზმში სპოროზოიტიანი ოოცისტა ხვდება

2)ორგანიზმში ფსევდოცისტა ხვდება,რომელიც ბრადიზოიტებს


ათავისუფლებს(აინფიცირებს უჯრედებს)

ორივე შემთხვევაში პარაზიტი ნაწლავის კედელში გადის,მას მაკროფაგი


შთანთქავს,გადაიტანს მთელ ორგანიზმში,პარაზიტი ლიზოსომური მოქმედებისაგან
დაცულია,მაკროფაგში სწრაფად გამრავლებად მეროზოიტს ანუ ტაქიზოიტს წარმოქმნის,ეს
არღვევს უჯრედს,მასპინძლის უჯრედებში ტაქიზოიდები გროვდება(ჯგუფი).მწვავე ფაზის
დროს პარაზიტი სწრაფად მრავლდება და ამ პარაზიტს ბრადიზოიტს უწოდებენ,ის
გროვდება ინფიცირებულ უჯრედებში,მისი მასის გარშემო ვითარდება ზოიტოცისტა ანუ
ქსოვილის ცისტა.(ნერვულ ქსოვილშია თვეები)ამასთან ერთად მასპინძლის იმუნიტეტი
ვითარდება და მეორედ ინფიცირების რისკი მცირეა,იმუნიტეტის დასუსტების შემთხვევაში
ცისტებიდან გამოსული ბრადიზოიტები მასპინძლის იმუნურს სისტემას
რეასტიმულირებენ.

ეპიდემიოლოგია : კოსმოპოლიტია. ყველა ძუძუმწოვარს, ადამიანის ჩათვლით, ახასიათებს


ტოქსოპლაზმოზის ტრანსპლაცენტური გადაცემა. ინფიცირების წყარო, ძირითადად,
დაბინძურებული ხელებია (მაგალითად კატის საფენზე ხელის მოკიდება), ასევე,
თერმულად ცუდად დამუშავებული ხორცი და აუდუღარი რძე. ტოქსოპლაზმას ხუთი შტამი
არსებობს, მაგრამ დამტკიცებულია, რომ ყველა ადამიანს მსოფლიოში აქვს ტოქსოპლაზმის
ანტისხეულები გამომუშავებული. პათოლოგიის დონეზე შემდეგი ფაქტორები მოქმედებს :

1) რაც უფრო ასაკოვანია პაციენტი, მით უფრო რეზისტენტულია ამ დაავადების


მიმართ
2) შტამის ვირულენტულობა
3) მასპინძლის ბუნებრივი მგრძნობელობა
4) მასპინძლის შეძენილი იმუნიტეტის ხარისხი

47)ტოქსოპლაზმოზის სიმპტომოლოგია და დიაგნოსტიიკის ძირითადი პრონციპები

ტოქსოპლაზმოზი 4 სახისაა:მწვავე,ქვემწვავე,ქრონიკული და თანდაყოლილი

მწვავე- აზიანებს ლიმფურ კვანძებს,ღვიძლს,ფილტვებს,ტვინს,თვალის ბადურას.თავის


ტვინის (ცერებრალური ტოქსოპლაზმოზი)ბრადიზოიტს ჰემაენცეფალური ბარიერის გავლა
შეუძლია:პარაცელალური და ტრანსცელალური შესასვლელით და "ტროას
ცხენით".ქვემწვავე გაგძელებაა

ქრონიკული ტოქსოპლაზმოზი- ვითარდება მაშინ, როდესაც მასპინძლის იმუნიტეტი


თრგუნავს ტაქოზოიტების პლორიფერაციას. ამ დროს იქმნება ზოიტოსცისტები, რომლებიც
ინაქტიური შეიძლება დარჩეს წლების განმავლობაში.

დაზიანება- ზოიტოცისტების გარსი შემთხვევით გასკდეს. გამოთავისუფლებული


ბრადიზოიტების უმრავლესობა დაშლილია მასპინძლის იმუნური რეაქციის შედეგად,
დარჩენილი ნაწილი კი იჭრება უჯრედებში და ქმნის ახალ ზოიტოცისტებს.
ბრაზიდიოიტების ადგილზე თანდათან იქმენაბა გლიური უჯრედების კვანძები, მრავალი
ასეთი კვანძის არსებიბა კი ქრონიკული ენცეფალიტის სიმპტომების განვითარებას ივწვეს,
რასაზ ზოგჯერ თან ახლავს სპასტიკური დამბლა.

ფსევდოცისტების გასკდომა თვალის ბადურასა და ქოროიფში იწვევს დაბრმავებას.


ქრონიკული ტოქსოპლაზმოზი იწვევს მიოკარდიტს, რის შედეგადაც ვითარდება პნევმონია
და გულის დაზიანება.

სიმპტომები- ძირითადად უსიმპტომოდ, კლინიკური გამოვლინების გარეშე მიმდინარეობს.


თანდაყოლილი ტოქსოპლაზმოზი- ვითარდება ნაყოფის ტრანსპლაცენტური
ინფიცირებისას, რაც იწვევს მკვდრადშობადობას ან რმავალი მძიმე დეფექტის
წარმოქმნას.აზიანებს ცნსს,სიმპომებია სიყვითლე,მიკროცეფალია(ჩვილის თავის პატარა
ზომა).

დიაგნოსტიკა-სეროლოგიური ანალიზი დახოცილი ანტიგენებით,ქსენოდიაგნოსტიკა.

48)ბრტყელი ჭიები, მწოველები(trematoda)-ზრდასრული ჭიის სხეულის აგებულების


ძირითადი მახასიათებელი(ტეგუმენტი, გამრავლების სისტემა, კვერცხი, ლარვული
ფორმები)

ბრტყელი ჭიები (Plathelminthes)

ზოგადი დახასიათება

ტიპ Plathelminthes-ში იგულისხმება ბრტყელი ჭიები, რომლის ყველა წევრს აქვს ტიპური
ბილატერალური სიმეტრია და არ აქვს სხეულის ღრუ. საჭმლის მომნელები ტრაქტი თუ
არსებობს, მაშინ ის არასრულყოფილია. პირი გამოიყენება როგორც შთანთქმისთვის, ასევე
გამოყოფისთვის. მათ არ აქვთ საყრდენი, სისხლის მიმოქცევისა და სასუნთქი სისტემები.

ტიპი აერთიანებს 4 კლასს, აქედან მხოლოდ ორი კლასია ადამიანის პარაზიტი :


ტრემატოდები (მწოველები) და ცესტოდები (თასმა ჭიები).

ევოლუციურად, ტრემატოდები წარმოიშვნენ თავისუფლად მცხოვრები ბრტყელი


ჭიებისგან. ისინი წარმოადგენენ დღევანდელი რაბდოცელური ტურბელარიების
წინამორბედს, რომლებიც მოლუსკებს დაუკავშირდნენ და საბოლოოდ, ჩამოყალიბდნენ
როგორც პარაზიტები.

ზრდასრული პარაზიტის სტრუქტურა

ტეგუმენტი - აქამდე ითვლებოდა არაცოცხალ, დამცავ „კუტიკულად“, დღეისათვის იგი


დინამიური, უჯრედული სტრუქტურაა. ტეგუმენტი სინციტიუმია, ანუ მრავალბირთვიანი
ქსოვილი, რომელსაც არ აქვს უჯრედის საზღვრები. პლაზმურ მემბრანასთან
დაკავშირებულია გლიკოკალიქსი. ასევე, ტეგუმენტს აქვს მრავალი ჩაზნექილობა, რომელიც
ადიდებს მის ზედაპირს და უზრუნველყოფს მის უნარს, რომ მოახდინოს ეგზოგენური
მოლეკულების აბსორბცია. გლიკოკალიქსიკი აადვილებს გარედან შაქრებისა და
ამინომჟავების შთანთქმას. აგრეთვე, იგი დამცავი სტრუქტურაა. ტეგუმენტის
პროქსიმალური ციტოპლაზმა შეიცავს ბირთვებს, ენდოპლაზმურ ბადეებს, გოლჯის
კომპლექსებს, გლიკოგენის დანართებს, მიტოქონდრიებს და სხვადასხვა ტიპის ბუშტუკებს.
პროქსიმალური ციტოპლაზმა დისტალურს ციტოპლაზმური ხიდებით უკავშირდება.

გამრავლების სისტემები
• მამრობითი სასქესო სისტემა შედგება ორი სათესლისგან. სათესლის ფორმა
შეიძლება იყოს კვერცხისებრი, გლუვი, მრგვალი, განტოტვილი ან წილაკოვანი.
სათესლეები შეიძლება მდებარეობდნენ ერთმანეთის გვერდით ან დიაგონალურად.
სათესლიდან გამოდის თესლგამტარი, რომლებიც ერწყმიან ერთმანეთს და ქმნიან
ცირუსს. ცირუსს შეიძლება გარედან აკრავდეს ცირუსის ჩანთა, რომელშიც ცირუსის
ინვაგინაცია ხდება. მასში ასევე მდებარეობს სათესლე ბუშტუკი და წინამდებარე
ჯირკვალი. ცირუსის გამოყოფა ხდება მუცლის მხარეზე მდებარე სასქესო ხვრელის
საშუალებით. ტრემატოდებისა და ცესტოდების სპერმა ერთნაირია, რომელსაც აქვს
წაგრძელებული ფორმა და ორი შოლტი .
• მდედრობითი სასქესო სისტემა შედგება პარენქიმაში ჩაძირული ერთი
საკვერცხისგან, რომელშიც წარმოიქმნება კვერცხები. ისინი კვერცხსავალიდან
გამოდიან და მიემართებიან ოოტიპისკენ. მასთან ახლოს არსებობს თესლის მიმღები
სადინარი, რომელშიც წინასწარ დაგროვებულია სპერმა, იგი უერთდება
კვერცხსავალს და ხდება განაყოფიერება. ოოტიპთან ახლოს მდებარეობს მელისისა
და ყვითრის ჯირკვლები. ყვითრის უჯრედებს დიდი მნიშვნელობა აქვს კვერცხის
ნაჭუჭის ფორმირებაში. მათი ციტოპლაზმა აწვდის საკვებს განვითარებულ ჩანასახს.
ოვალური ფორმის კვერცხი არ შეიცავს ყვითრის ჩანართებს, დამხმარე მემბრანებსა
და სხვა მასალას. ტიპურ კვერცხის უჯრედს აქვს სახურავის მსგავსი სტრუქტურა -
ოპერკულუმი, რომლიდანაც იჩეკება ლარვა.

კვერცხი-ოვალური ფორმის კვერცხი შეიცავს ყვითრის ჩანართებს, დამხმარე მემბრანებს და


სხვა მასალას. ტიპურ კვერცხის ნაჭუჭს გააჩნია სახურავის მაგვარი სტრუქტურა
ოპერკულიუმი, რომლისგანაც იჩეკება ლარვა. გამოჩეკვა ხდება მხოლოდ ზუსტი
ტემპერატურის, განათების და ოსმოსური პირობების დროს. მაგალითად ადამიანის
შისტოსომებში, კვერცხი გამოჩეკვა ითრგუნება 0,85%მარილიანობისა და 370C-ის დროს.

ლარვული სტადიები

1) კვერცხები ჩვეულებივ იჩეკება მასპინძლის იმ ორგანოს სანათურში, რომელშიც სახლობს


ზრდასრული ჭია(ნაწლავი, ფილტვი, შარდის ბუშტი და სხვა) და გარეთ გამოიყოფა
ფეკალიებთან ერთად. წყალში მოხვედრის შემდეგ კვერცხი ამთავრებს განვითარებას და
მისგან იჩეკება თავისუფლად მცურავი 2)მირაციდიუმი

2) მირაციდიუმმა 24 საათში უნდა მოძებნოს მასპინძელი , მტკნარი წყლის მოლუსკი


(პირველი შუალედური მასპინძელი), რომლის კანშიც იჭრება, ამ დროს მას სცილდება
წამწამიანი ეპიდერმისი და გარდაიქმნება 3)პირველად სპოროცისტად

3) პირველადი სპოროცისტისგან უსქესო გზით წარმოიქმნება მრავალი მეორადი


სპოროცისტა ანუ 4)პირველადი რედია

პირველადი სპოროცისტა ჩვეულებრივ არიან წაგრძელებულები და შეიცავს ჩანასახოვან


უჯრედებს , რომლებიც მრავლდებიან მიტოზურად და გარდაიქმნებიან ჩანასახოვან
ბუშტად.

4) რედიას პირველადი სპოროცისტიდგან განხვავებით გააჩნია გააჩნია ფუნქციური


ტომრისებრი ნაწლავი და ხახა. რედია დასაბამს აძლევს 5)ცერკარიას , რომლსააც გააჩნია
კუდი.ია ტოვწბა მოლუსკს , მას მხოლოდ რამდენიმე საათი შეულძია თავისუფლად ცურვა,
რადგან ის ვერ იკვებება მასპინძ₾ის ორგანიზმის გარეთ. გოგიერთ სახებაში ცერკარია
შესაძლოა მიეკროს შუალედური მასპინძლის ორგანიზმს , ან მცენარეს , რის დროსაც ის
კარგავს კუდს და განიცდის ინცისტირებას და ასეთ მდგომარეობაში მას ეწოდება
მეტაცერკარია, რითაც ის პირის გზით მოხვდება ხერხემლიანი მასპინძლის წვრილ
ნაწლავში სადაც განიცდის ექსცისტირებას, მიგრირებს საბოლოო ლოკაციამდე .

49) ცხვრის ღვიძლის მწოველა Fasciola hepatica-ს სასიცოცხლო ციკლი და ეპიდემიოლოგია

აგებულება-დიდი ზომის,ტრემატოდა

მორფოლოგიური ფორმები-მირაციდიუმი,სპოროცისტა,დედა რედია,შვილეული


რედიები,ცერკარია,მეტაცერკარია,სქესმწიფე ფორმა

ინვაზიური ფორმა-მეტაცერკარია

ინაზირების გზები-დაბინძურებული მცენარის მიღება

სასიცოცხლო ციკლი-ოვალური კვერცხი მოზრდილია,გააჩნია ოპერკულიუმი და


მოყვითალო ყავისფერია.კვერცხის დაყრა ხდება მირაციდიუმის სრულ
განვითარებამდე.მომნელებელი ტრაქტისა და ნაღვლის სადინრის გავლით კვერცხები
გარეთ ხვდებიან მტკნარ წყალში(რომ განვითარდნენ).

4-15 დღეში 22 C ტემპერატურაზე კვერცხის სახურავი იხსნება და მირაციდიუმი გადმოდის


წყალში,მირაციდიუმმა უნდა მოძებნოს მოლუსკი 8 საათში,რათა გადარჩეს,მოლუსკები -
Lymnala,Succinea,Fossaria,Practicolei.

მირაციდიუმი გარდაიქმნება სპოროცისტად,რომელიც დასაბამს აძლევს დედა


რედიას.ჩანასახოვანი ბუშტები შვილეული რედიის გამომჩეკ საკანში გარდაიქმნებიან
ცერკარად.ის მოლუსკიდან გამოდის და თავისუფლად დაცურავს.მიემაგრება
რაიმეს,იცვლის კუდს,ინცისტირებს და გარდაიქმნება მეტაცერკარად.საბოლოოდ
მასპინძელში მოხვედრისას ის განიცდის ექსცისტირებას თორმეტგოჯა ნაელავში,ხვრეტს
ნაწლავის კედელს და სხეულის სიღრუიდან შედის ღვიძლში,12 კვირაში ისინი იღებენ
სქესმწიფე ფორმას.

ეპიდემიოლოგია არ წერია წიგნში:((

50)ფასციოლოზის(ცხვრის ღვიძლის მწოველა იწვევს ,49 საკითხი) სიმპტომოლოგია და


დიაგნოზირება

სიმპტომები-თავის,წელის ტკივილი,ციებ-ცხელება,ცეროზული ღვიძლი,დიარეა,ანემია-


შორსწასული ინფექცია ფასცილოზით ხასიათდება (ღვიძლისა და ნაღვლის სადინარების
ძლიერი დესრტუქცია),სისხლჩაცევები,კანის სისხლძარღვების ატროფია, მექანიკური
დაზიანების გარდა ჭიას შეუძლია გამოიწვიოს ანთებითი რეაქციები.
დიაგნოსტიკა-კვერცხების იდენტიფიკაცია,კომპიუტერული ტომოგრაფია,ფერმენტებთან
დაკავშირებული იმუნოზორბენტული ანალიზი,იმუნოლოგიური მეთოდით.

50) კატის ღვიძლის მწოველა და სამხრეთ აზიური ღვიძლის მწოველა -opisthorchis felineus და
opisthorchis viverrini სასიცოცხლო ციკლი (იხ. ჩინური მწოველას სასიცოცხლო ციკლი- ასეა
მითითებული ბილთში, ანუ ერთი და იმავე სასიცოცხლო ციკლი აქვთ , ასე რომ , არ დაიბნეთ
<3

კატის მწოველა opisthorchis felineus

სამხრეთ აზიური ღვიძლის მწოველა opisthorchis viverini

Opisthorchis. Felineus და viverini წარმოდგენსს ადამიანის და თევზის მჭამელი ძუძუმწოვრის


პარაზიტს . გავრცელებულია სამხრეთ , ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში,
თურქეთში , რუსეთში , ინდოეთსა და იაპონიაში . ისინი შუალედურ მასპინძლად იყენებენ
bithyniaს გვარის მოლუსკებს და chyprinidae ს გვარის თებზებს . ადამიანის დასნებოვმება
ხდება ცუდად მომზადებული ან ცუდად დამუშავებული თევზის მიღების შემთხვევაში .
რეზერვუარს წარმოადგენს კატისებრნი.

სასიცოცხლო ციკლი

სასიცოცხლო ციკლი ჭია სახლობს ადამიანის ნაღვლის სადინარებში, სხეულის წინა მხარე
არის ვიწრო , ხოლო უკანა არის ბლაგვი . მისაწოვარი ცუდად არის განვითარებული.
საკვერცხეე მდებარეობს სხეულის ცენტრში. კვერცხის დამახასიათებელი თავისებურებას
შეადგენს , აგრეთვე , გამობურცულობა , რომელიც მდებარეობს ნაჭუჭზე, სახურავის
საწინააღმდეგო მხარეს. კვერცხის დადება ხდება ნაღვილის სადინარებში , რომელიც
ფეკალიებთან ერთად გარემოში გამოდის . კვერცხი შეიცავსს სრულიად განვითარებულ
მირაციდიუმს ის არ იჩეკება მტკნარ წყალში მოხვედრის თანავე. იჩეკებაა მასპინძელში
მომნელებელ გრაქტში. გადამტანი მოლუსკის გვარები : bulmus , semisulcospira ,alcinoma.
გამოთავისუფლებული მირაციდიუმი გადადის ნაწლავის კედელში შემდგომ მომნელებელ
ჯირკვალში გარდაიქმნება სპოროცისტად. სპოროცისტიდან ვითარდება შემდგომ რედია
ხოლო რედიადან ცერკარია. მოლუსკიდან გამოსული ცერკარიაა რომგადარჩეს უნდა
მოხვედ თევზის ლაყუჩში, ფარფლში ან კანზე სადაც ცერკარია ინცისირხება და
გარდაიქმნება მეტაცერკარიად .თევზები ასრულებენ მეორე შუალედური მასპინძლის
როლს . ადამიანის დასნებოვმება ხდება ცუდად დამუშავებული თებზის ხორცის მიღებისას
დაინფიცირების შემდეგ მეტაცერკარიაა ექსცისტირდება თორმეტგოჯაში . შემდგომ
მიგრირებს მაღვლის საერთო სადინარში და აღწევსს სქესმწიფე ფორმას . ეს ხდება
დაახლოებით 6 თვეში.

51)ოპისტორქოზის ეპიდემიოლოგია და სიმპტომები (იწვევს ჩინური მწოველა და მოკლედ


დაახასიათეთ, ბილეთში არ წერია,მაგრამ ვფიქრობ , გვკითხავენ)
ეპიდემიოლოგია რეზერვუარი: კატა , ძაღლი , ვეფხვი , მელია, მაჩვი , ასრულებენ
მნიშვნელოვან როლს აღმოსავლური მწოველას პოპულაფიის შენარჩუნებაში ., აზიაში
მტკნარი წლის თევზების მოშენების ზრდა და უმი თევზით კვება ზრდის დაავადების
სიხშირეს. მაგალითად, ჰონგ-კონგში, სადაც თევზის ფერმები ძალიან გავცელებულია,
ადამიანში ამ დაავადების სიხშირე აღწევს 14%-ს.

სიმპტომატიკა და დიაგნოსტიკა აზიანებს ნაღვლის სადინარებს მექანიკური და ტოქსიკური


გაღიზიანების გამო. გამოხატულია ღვიძლის გადიდება , ნაღვლის სადინარების გასქელება
, ფიბროზი და ღვილის პარენქიმის გარკვეული დესტრუქციული ცვლილება. დიაგნოზის
დასმა ხდება კვერცხის აღმოჩენით ფეკალიებში ან ნაღვლის დრენაჟში.

53)ფილტვის მწოველა Paragonimus westermani:სასიცოცხლო ციკლი და ეპიდემიოლოგია

ფილტვის მწოველა PARAGONIMUS WESTERMAN

paragonimus westermani, აღმოსავლური ფილტვის მწოველა მიეკუთვნება ტრემატოდების


გვარს და აინფიცირებს ადამიანის სასუნთქ სისტემას. ზრდასრულს ჭიას აქვს მსხვილი
სხეული, მოწითალო-ყავისფერი შეფერილობა. გამრავლების მამრობითი სისტემა შედგება
2 წილაკოვანი სათესლისგან. წილაკოვანი საკვერცხე მდებარეობს მარჯვენა სათესლის წინა
და უკავშირდება საშვილოსნოს კვერცხსავალით. მედიალურად მდებარე მუცლის
მისაწოვარი საკვერცხეს და საშვილოსნოს შორისაა. კვერცხების გამოყოფა ხდება სასქესო
ხვრელის საშუალებით.

მორფოლოგიური ფორმები-
მირაციდიუმი,სპოროცისტა,რედიები,ცერკარია,მეტაცერკარიები,სქესმწიფე ფორმა

ინვაზიური ფორმა-მეტაცერკარია

ინვაზირების გზა-უმი,არასწორად დამარილებული ან თერმულად ცუდად დამუშავებული


მტკნარი წყლის კიბოსნაირების მიღებით.

სასიცოცხლო ციკლი-წყვილი ზრდასრული P.westermani ინკაფსულირებულ ფორმაში


სახლობს ფილტვების ბრონქიოლებში.ამოხველების დროს ხდება ზიგოტის შემცველი
კვერცხის გამოყოფა.(ნაწლავიც) კვერცხის წყალში მოხვედრიდან რამდენიმე კვირაში
ვითარდება მირაციდიუმი,რომელიც შედის
ლოკოკინაში,Semisulcospira,Tarebia,Brotia,წარმოიქმნება სპოროცისტა და მომნელებელ
ჯირკვლებში ვითარდება რედიების ორი თაობა.შვილეული რედიების გამომჩეკ საკანში
წარმოიქმნება ცერკარიები.ისინი ლოკოკინიდან წყალში გადმოდიან.11 კვირაში მას გააჩნია
კოპისებური კიდური,შემდეგ ისინი იჭრებიან კიბოსნაირებში გარეგანი ჩონჩხის გახვრეტით
კუტიკულური სტილებით.კიბოში მოხვედრის შემდეგ ცერკარა ინცისტირებს
კუნთებში,ლაყუჩებში,შინაგან ორგანოებში,სადაც გარდაიქმნება
მეტაცერკარიად.ადამიანში მოხვედრისას მეტაცერკარიების ექსცისტორება ხდება წვრილ
ნაწლავში,სადაც ის ნაწილობრივ შედის ნაწლავის კედელში,შემდეგ გადადიან სხეულის
ღრუში.დიაფრაგმისა და პლევრის გავლით ისინი შედიან პერიბრონქიულ
ქსოვილებში,სადაც ხდება მათი ინკაფსულირება.

ეპიდემიოლოგია : მიუხედავად იმისა, რომ ფილტვის მწოველა გავრცელებულია მთელ


მსოფლიოში, ადამიანთა დაინვაზირება ხდება მხოლოდ შორეული აღმოსავლეთის
ქვეყნებში : იაპონია, სამხრეთი კორეა, ტაილანდი, ტაივანი, ჩინეთი და ფილიპინები.
რეზერვუარის როლს ასრულებს კატა და ძაღლი, ასევე ღორი და ზოგიერთი მღრღნელი.
რეზერვუარი ცხოველი ინფიცირდება უმი, დამარილებული ან თერმულად ცუდად
დამუშავებული მტკნარი წყლის კიბოსნაირებით. მეტაცერკარიები კიბოსნაირებიდან
გათავისუფლდება მათი გასუფთავების პროცესში, შეიძლება მიემაგრნონ ჭურჭელს, რითიც
მოხდება დაინფიცირება. Paragonimus-ის ორი სხვა სახეობა P. obirai და P. iloktsuenensis
ადამიანის ფილტვებში ისევე იჭრებიან, როგორც P. Westermani. განსხვავება ისაა, რომ აქ
შუალედური მასპინძელი კიბოები არიან, რომლებიც ცხოვრობენ ნაკლებად მარილიან
წყლებში, ძირითადად, იაპონიაში.

54)პარაგონიმოზის სიმპტომოლოგია და დიაგნოზირება ( იწვევს ფილტვის მწოველა)

სიმპტომები-ხველა,სისხლიანი ნახველი,ფილტვების ტკივილი,პლევრიტი,დაბალი


ტემპერატურა.თუ მუცლის ფარშში მოხვდა მაშინ,მუცლის
ტკივილი,დიარეა,სისხლდენა.ტვინში მოხვედრისას ეპილეფსია,დამბლა.

დიაგნოსტიკა-კვერცხების იდენტიფიცირება ნახველში,პლევრის ღრუს სითხეში , ან


ფეკალიებში.იმუნოლოგიური ანალიზი

55)სისხლის მწოველები-Shistosoma მორფოლოგია და და სასიცოცხლო ციკლი

სისხლის მწოველები

სისხლის მწოველები იწვევენ შისტოსომოზს, ანუ ბილარიოზს, ლოკოკინას ცხელებას.


მორფოლოგია ზრდასრულ შისტოსომას პირის გარშემო აკრავს მისაწოვარი, მუცლის
მისაწოვარი მდებარეობს ნაწლავის გაორკაპების უკან. ხახა არ აქვთ, საყლაპავში აქვთ
კარგად განვითარებული ჯირკვლები. ნაწლავის წყვილი ბრმა არხი ერთდება უკანა
მხრისკენ, გრძელდება სხეულის ბოლომდე. დიგენეზურ ტრემატოდებში მხოლოდ
შისტოსომები არიან ცალსქესიანი. მამრი უფრო მოკლე და მსხვილია, გააჩნია ვენტრალური
ნაკეცი (გინეკოფორული არხი). მდედრი თავსდება ამ არხში და უწყვეტად წყვილდება.
მამრს აქვს 59 სათესლე, სასქესო ხვრელი იხსნება მუცლის მხარეს, მისაწოვრის უკან. ცირუსი
არ აქვს. მდედრში საკვერხის მდებარეობა და სიგრძე ცვალებადია.
სასიცოცხლო ციკლი :ზრდასრული Sch. mansoni, Sch. japonicum სახლობენ ნაწლავურ
მეზენტერიულ ვენებში, Sch. haematobium შარდის ბუშტის ვენებში. სრული
განაყოფიერებისათვის საჭიროა 1 ან მეტი მამრობითი ფაქტორი. კვერცხს დებს და
გადაადგილდება უფრო წვრილ ვენულებში. კვერცხის მორფოლოგია განსხვავებულია,
მირაციდიუმი, კვერცხის დადებისას სუსტადაა განვითარებული, ინვაზირებული ორგანოს
სანათურში კარგად. კვერცხი იჭრება ენდოთელიუმის ვენულაში, გადაკვეთს მიმდებარე
ქსოვილებს, ლორწოვან გარსს, შედის ნაწლავში ან შარდის ბუშტში.ამაში მონაწილებს
ჰიდროლიზური ფერმენტები. ხვდებოამ გარეთ. ზოგი სისხლის დინებით უკან ბრუნდება და
რჩება ექტოპიურ ადგილებში ღვიძლში, ელენთაში... ხვდება გარეთ შარდთან ან
ფეკალიებთან ერთად. მტკნარ წყალში მაღალი ოსმოსურობით აქტივირდება
მირაციდიუმის გამოჩეკვა, კვერცხს არ გააჩნია სახურავი და გამოჩეკვა ხდება ნაჭუჭის
ნაპრალიდან. თავისუფლად მცურავი მირაციდიუმი ხვდება ლოკოკინაში, თუ არა და –
იღუპება. აქ გარდაიქმნება სპოროცისტად. სპოროცისტების მეორე თაობა გადადის
მომნელებელ ჯირკვალში ან გონადებში. წარმოიქმნება სპოროცისტების დამატებითი
თაობა ან ცერკარიები. ცერკარიები ვითარდებიან სპოროცისტებში და გადიან გარეთ. მას
გააჩნია გაორკაპებული კუდი და 8ისებურად დაცურავს. შეუძლია წყლის ფსკერზე ან
ზედაპირის აპკზე მიკრობა. მსვენებარე მდგომარეობაშია შემდეგ მასპინძლამდე.
ძუძუმწოვრების კანის სეკრეტი სტიმულირებს ცერკარიას, რომ მიეკრას მას და შეიჭრას
მასში. მტკნარი წყლის ჰიპოოსმოსური გარემოსგნ იცავს ლორწოვანი გარსი. გააჩნია
ერთუჯრედიანი, მუცლის მისაწოვრის წინ მდებარე 2 პრეაცეტაბელური და უკან მდებარე – 3
პოსტაცეტაბელური ჯირკვლები. ისინი აღჭურვილია სადინრებით, რომლებიც პირის
მისაწოვართან იხსნება. პოსტაცეტაბელურის სეკრეტით და კუნთოვანი მისაწოვრებით
ეკრობა, პრეაცეტაბელური იწვევს კანის ლიზისს და შეჭრას აადვილებს. კანში შეღწევის
შემდეგ მიიწევს პერიფერიული კაპილარული სისხლძარღვებისაკენ ან ლიმფურ სისტემაში,
გადაადგილდება გულიდან მარჯვენა მხარეს, შედის ფილტვებში. აქ ხდება კუდის,
ლორწოვანი გარსის, პენეტრაციული ჯირკვლების შიგთავსის დაკარგვა. წარმოიქმნება
შისტოსომულა (მესამე დღე). 4 დღეს იწყებენ ერითროციტებით კვებას, სწრაფად იზრდებიან
და ვითარდებიან. 7–10 დღის შემდეგ ფილტვის ვენის საშუალებით გულიდან მარცხნივ
გადაადგილდებიან და ხვდებიან სისხლის მიმოქცევის დიდ წრეში. 3 კვირის შემდეგ აღწევს
სქესმწიფე ფორმას. 40 დღის შემდეგ წყვილდებიან გინეკოფორულ არხში და მიგრირებენ
პორტალური დინების საწინააღმდეგოდ, ვენულებამდე.

1)Sch. haematobium ინდოეთსა და პორტუგალიაში შუალედური მასპინძელი – Planorbarius,


Ferrisia ლოკოკინა. ჩრდილოეთიდან სამხრეთ აფრიკამდე, ცენტრალურ და დასავეთ
აფრიკაში და შუა აღმოსავლეთი ქვეყნებში Bulinus ლოკოკინა. მამრი ჭია – 15მმ 45 სათესლე,
ტეგუმენტს ზურგის მხარეზე ბორცვები აქვს მდედრი – 20მმ, საკვერცხე შუა ნაწილში, დებს
30 კვერცხს, ტეგუმენტი გლუვია. ინკუბაციური პერიოდი 1012 კვირა.

2)Sch. mansoni აფრიკა, ლათინო ამერიკა. დასავლეთ ნახევარსეფოში მოხვდა მონებით


ვაჭრობის დროს. მამრი – 10მმ, ტეგუმენტს აქვს ბორცვები, 69 სათესლე მდედრი – 14მმ,
ტეგუმენტი გლუვია, საკვერცხე მდებარეობს სხეულის წინა ნახევარში, დებს 190300 კვერცხს.
კვერცხს აქვს კარგად გამოკვეთილი გვერდითი ქიცვი. ინკუბაციური პერიოდი – 78 კვირა.

3)Sch. japonicum შორეული აღმოსავლეთის ქვეყნები. ლოკოკინა – Oncomelani. მამრი – 20მმ,


ტეგუმენტი გლუვია, 7 სათესლე მდედრი – 26მმ, ტეგუმენტი გლუვია, საკვერცხე – უკანა
ნახევარში. გრძელი საშვილოსნო აქვ, შეიცავს 300ზე მეტ კვერცხს. დებს 3500 მცირე ზომის
კვერცხს გროვებად. მოლუსკში განვითარება 49კვირა. ადამიანში ინკუბაციური პერიოდი –
56 კვირა.

56)შისტოსომოზის სიმპტომოლოგია და დიაგნოზირება (იწვევს სისხლის მწოველები)

სიმპტომატოლოგია და დიაგნოზი

ლოკალური დერმატიტი, კანში შეჭრის შემდეგ. ქავილი და ადგილობრივი შეშუპებ, ქრება 4


დღეში. მიგრაციის ფაზა (ფილტვებიდან–ღვიძლისკენ) – ტოქსიკური რეაქციები და
ფილტვის შეგუბება, ცხელება, 410 კვირა. მეორე ფაზა – 2თვერამდენიმე წელი, სისხლიანი
განავალი (მანსონი და იაპონიკუმ), ჰემატურია (ჰემატობიუმ), კვერცხები გადის ნაწლავის და
შარდის ბუშტის კედლებში.,. ბოლო ფაზა – ნაწლავის, თირკმლების, ღვიძლის მწვავე
პათოლოგიები, კვერცხზე რეაქცია. ჰემოსპლენომეგალია ექტოპიურ ადგილებში
გაჩერებული კვერცხები იწვევენ ანთებით რეაქციებს, ციროზი, ანემია. კვერცხის გროვის
გარშემო ვითარდება გრანულომა. მცირე აბსცესები იწვევენ ნეკროზს. პორტალური
სისხლის წნევა იმატებს და ღვიძლი ფიბროზული და სისხლით სავსე ხდება. სითხე
გროვდება მუცლის ღრუში და ახალი სისხლძარღვები ფორმირდება ინვაზიური ორგანოს
გვერდის ავლით

57)ბრტყელი ჭიები:თასმა ჭიები ზოგადი მახასიათებელი და ა.შ

თასმა ჭია Cestodea

თასმა ჭიები წარმოადგენენ პრტყელი ჭიების კლასს. ტრემატორებისგან მათი ყველაზე


დიდი განმასხვავებელია ის, რომ არ გააჩნიათ პირი და მომნელებელი ტრაქტი.
მწოველებისგან განსვავებით საკმაოდ დიდ ზომებს აღწევენ და არიან ყველაზე დახვეწილი
პარაზიტები, ვინაიდან ძალიან მარტივი სასიცოცხლო ციკლით საკმაოდ სწრაფად
მრავლდებიან.

მწოველების ანალოგიურად ცესტოდებიც დაფარულია ტეგუმენტით, მაგრამ ის უფრო


დიფერენცირებულია და პარაზიტის კვებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან
ცესტოდებს არ გააჩნიათ მომნელებელი ტრაქტი. ტეგუმენტს გარედან აქვს ბორცვაკები,
ეკლები, რომლებიც ზრდის მომნელებელი ზედაპირის ფართობს და ამასთან ერთად
ეხმარება პარაზიტს ნაწლავზე ფიქსაციაში. ტეგუმენტის ზედაპირი აღჭურვილია ხაოებით -
მიკროტრიქებით. სასიცოცხლო ციკლში გააჩნიათ ერთი ან ორი შუალედური მასპინძელი.

ყველა თასმა ჭია გაერთიანებულია ორ ქვეკლასში:

• ნამდვილი თასმა ჭიები Eucestoda - ადამიანის პარაზიტები


• Cestodaria

ეუცესტოდეას აქვს კვერცხი, რომელიც ქინონითაა დაფარული. ესაა სპეციფიკური


ნივთიერება, რომელიც მათ სიმტკიცეს ანიჭებს და წყალში მოხვედრის შემთხვევაშიც კი,
მაღალი წნევის პირობებში კვერცხი ინარჩუნებს შიგთავსს უსაფრთხოდ. ტეგუმენტის ქვეშ
არის გლიკოკალიქსი, ნახშირწყლოვანი შრე, რომელიც გამოყოფს დიდი რაოდენობით
ფერმენტებს, განსაკუთრებით აქტიურ გლიკოამინოგლიკანებს, რომელიც თასმა ჭიებს
ნაწლავის ფერმენტებისაგან იცავს. გლიკოკალიქსის ქვეშაა დისტალური და პროქსიმალური
ციტოპლაზმა. დისტალური ამარაგებს გლიკოკალიქსს ფერმენტებით, ხოლო
პროქსიმალური პასუხისმგებელია იმ ნივთიერებების სინთეზზე, რომლებიც ტეგუმენტსა და
გლიკოკალიქსს სჭირდებათ და აქ სინთეზირებული ცილები მოიხმარება დისტალური
ციტოპლაზმის მიერ.

კუნთოვანი სისტემა კარგადაა განვითარებული, რაც ეხმარებათ როგორც გადაადგილებაში,


ისე საკვების მონელებაში. დისტალური ციტოპლაზმის ქვეშ მდებარეობს კუნთების ორი შრე
- ტეგუმენტური მუსკულატურა. გარეთა ცირკულარული ბოჭკოები და შიგნითა სიგრძივი.

თანსმა ჭიებს გააჩნიათ ორთოგონიული ნერვული სისტემა - თავის ირგვლივი გლიური


უჯრედებიდან წყვილად გამოდის ნერვები. გააჩნიათ პროტონეფრიდეალური საჭმლის
მომნელებელი სისტემა. ამ პარაზიტებს აქთს სეგმენტაციის უნარი, ე.ი. დანაწევრებულია
სეგმენტებად და მათი ნაწილის დაზიანებისას დანარჩენებს შეუძლიათ არსებობის
გაგრძელება.

ოსმორეგულატორულ-გამომყოფი სისტემა შედგება ორი კომპონენტისაგან: არხებისა და


წამწამოვანი მოციმციმე უჯრედებისგან.

სტრუქტურული თავისებურება:

• თავი/სკოლექსი, რომელზეც არის მისაწოვრები, თავზე შეიძლება ჰქონდეთ ორ


რიგად განლაგებული კაუჭები, რაც წარმოადგენს მიმაგრების საშუალებას. ამ
წარმონაქმნების საშუალებით ხდება ჭიების იდენტიფიკაციაც. სკოლექსი შესაძლოა
იყოს აცეტაბულური (აქვს ოთხი კუნთოვანი ფიალა) ან ბოთრიული (გააჩნია 2-6
ვიწრო სიგრძივი ნაპრალი)
• ყელი - შევიწროებული ნაწილი, ზრდისა და დაკვირტვის ზონა, ყელში ჯერ არაა
სქესი გამოხატული, მაგრამ მისი ზრდითა და დანაწევრებით ხდება შემდეგი
სეგმენტების - პროგლოტიდების ჩამოყალიბება. სეგმენტების ფორმირების უსქესო
პროცესს ჰქვია სტრობილაცია.
• პროგლოტიდების ერთიანობას, ჯაჭვს ჰქვია სტრობილა. ის შედგება სამი
მონაკვეთისაგან:
- ყელი - სქესობრივად მოუმწიფებელი
- მომწიფებული ნაწევრები - არიან ჰერმაფროდიტები, თითოეული ნაწევარი
შედგება საკუთარო ჰერმაფროდიტური მომენტისაგან
- კვერცხებით სავსე პროგლოტიდები - თითოეული პროგლოტიდა არის
დანაწევრებული საშვილოსნო და რაც უფრო მეტ კვერცხს შეიცავს, მით მეტადაა
საშვილოსნო დანაწევრებული.

თასმა ჭიები, მაგ.: ღორის სოლიტერი გარემოში გამოჰყოფს კვერცხებით სავსე


პროგლოტიდებს, რასაც ეწოდება აპოლიზისი. შესაძლოა კვერცხები ორგანიზმში გასკდეს
და გარემოში პირდაპირ კვერცხები გამოიყოს, რასაც ანაპოლიზი ჰქვია. ამ დროს კვერცხის
გამოყოფა ხდება სასქესო ხვრელის საშუალებით უშუალოდ მასპინძლის ნაწლავში,
საიდანაც ისინი გარემოში ფეკალიებთან ერთად გამოიყოფა.

58) ღორის სოლიტერი- Taenia solium სხეულის აგებულება და სასიცოცხლო ციკლი

ღორის სოლიტერი taenia solium

გავრცელებულია იმ ადგილებში, სადაც იკვებებიან უმი ან ცუდად მომზადებული ღორის


ხორცით. ზრდასრული ჭია შედგება პროგლოტიდისაგან. პატარა სკოლექსი შეიარაღებულია
კაუჭების 2 გვირგვინით (ზოგი მოკლეა, ზოგი გრძელი)

მომწიფებული პროგლოტიდის დაახლოებით შუა ადგილას მდებარეობს საერთო სასქესო


ხვრელი. სათესლეები გაფანტულია მთელ ტვინოვან ზონაში. საკვერცხეები შედგება 2
მოზრდილი და 1 პატარა, ცენტრალური წილაკისგან. საყვითრე კომპაქტურია და
მდებარეობს საკვერცხის უკან. კვერცხსავალი გამოდის 3 ნაწილაკის შეერთების ადგილიდან
და გრძლედება წინა მიმართულებით. კვერცხების რაოდენობის ზრდასთან ერთად
საშილოსნოს უვითარდება გვერდითი ტოტები, რომლის რაოდენობის მიხედვითაც
განსხვავდება ხარის სოლიტერისგან. ღორის სოლიტერის საშვილისნოს 7-12 ტოტი , ხარის
სოლიტერს 12ზე მეტი.

სასიცოცხლო ციკლი - კვერცხებით სავსე 5-6 პროგლოტიდი ყოველდღე გამოდის


მასპინძელი ადამიანის ორგანიზმიდან. ღორის სოლიტერის კვერცხები არ განსხვავდება
ხარისგან.(კვერცხის გარეთა საფარველი რადიალურადაა დახაზული და ფარავს
ონკოსფეროს) პროგლოტიდი შეიძლება გასკდეს ან მასპინძლის ნაწლავშ ან გარეთ
გამოყოფის შემდეგ. როცა ღორი გადაყლაპავს კვერცხს, გამოთავისუფლებული
ონკოსფეროები გადადიან ნაწლავის კედელში, ხვდებიან სისხლის მიმოქცევის სისტემაში და
გადაიტანებიან სისხლით ან ლიმფით კუნთებში, შინაგან ორგანოებში, სადაც მათგან
ვითარდება ცისტიცერკები. (თითოეული არის თეთრი, სითხით სავსე, ოვალური და შეიცავს
1 ინვაგინირებულ სკოლექსს) ადამიანის მიერ ინფიცირებული ღორის ხორცის მიღებისას
სკოლექსი ამოიზნიქება და ემაგრება მლივ ნაწლავს, სადაც პარაზიტი სქესმწიფობას აღწევს
2-3 თვეში. ადამიანი ერთერთი ბუნებრივი საბოლოო მასპინძელი!

59) ღორის სოლიტერით გამოწვეული ტენიოზი- ეპიდემიოლოგია, სიმპომატიკა და


დიაგნოზირება

ეპიდემიოლოგია - იშიათია იქ სადაც ღორის ხორცს ეთაყვანებიან - ინდოეთი, ისლამისა და


იუდაიზმის მიმდევრებს ეკრძალებათ მისი ჭამა. გავრცელებულია იმ ადგილებშა, სადაც
იკვებებიან უმი/ცუდად მომზადებული ღორის ხორცით. ხშირია: აფრიკა, ინდოეთი, ჩინეთი,
სამ. და ცენტ. ამერიკა.

სიმპტომატოლოგია - სკოლექსმა შეიძლება გამოიწვიოს ლორწოვანის გაღიზიანება


ყველაზე საზიანო- ადამიანის ცისტიცერკოზი.
დიაგნოზი - პროგლოტიდების აღმოჩენა ფეკალიებში და საშვილოსნოს

60)ხარის სოლიტერი Taenia saginata აგებულება და სასიცოცხლო ციკლი

დიდი ზომის ბრტყელი ჭიები ყველაზე გავრცელებული პარაზიტია. სკოლექსი


შეუიარაღებელია, არ გააჩნია არც კაუჭები და არც ხორთუმი. მომწიფებულ პროგლოტიდს
გააჩნია ორწილაკოვანი საკვერცხე და 2ჯერ მეტი სათესლე. განშტოებები- 12ზე მეტი.

სასიცოცხლო ციკლი - ემსგავსება ღორის სოლიტერის სას.ციკლს. ორივე თაობისთვის


ზრდასრული ჭია სახლობს ადამანის მლივ ნაწლავში, ხარის სოლიტერის პროგლოტიდები
სათითაოდ წყდება სტრობილას და გამოდის ფეკალიებთან ერთად. კვერცხები პირის გზით
ხვდებიან შუალედურ მასპინძელში (მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი/ჩლიქოსნები).

ცისტიცერკად ვითარდებიან კუნთებშორის შემაერთებელ ქსოვილში. სქესმწიფება - 8-10


კვირაში მლივ ნაწლავზე მიმაგრების შემდეგ.

60) ხარის სოლიტერით გამოწვეული ტენოზი- ეპიდემიოლოგია, სიმპტომატიკა და


დიაგნოზირება

ეპიდემიოლოგია - გავრცელებულია მთელ მსოფლიოში. ადამიანი ავადდება


ცისტიცერკების (cystiercus bovis) შემცველი უმი და ცუდად დამუშავებული ხორცის
მიღებისას. შეალედური მასპინძელი- ადამიანის ფეკალიებით დაბინძურებული ბალახის
მიღებით. ხორცის თერმული დამუშავება 57◦-ზე წითელი ფერის გაქრობამდე ან გაყინვა 5
დღის განმავლობაში შლის ინვაზიურ ცისტიცერკებს.

სიმპტომატოლოგია - ტენიოზი- მუცლის ტკივილი, ძლიერი უმადობა, წონის კლება.


დიაგნოზირება - პროგლოტიდების (მომწიფებული) აღმოჩენა ფეკალიებში და
საშვილოსნოს გვერდითი ტოტების რიცხვის დადგენა, სკოლექსის მორფოლოგია

განსხვავებები: 1. საშვილოსნოს გვერდითი ტოტები - ღორშ 7-12, ხარში 12ზე მეტი.

2. ხარის სოლიტერს არ გააჩნია კაუჭები სკოლექსზე.

3. ღორის სოლიტერის ონკოსფეროები ცისტიცერკად ვითარდება კუნთებში,


შინაგან ორგანოებში. ხარის- კუნთებშორის შემაერთებელ ქსოვილში.

4. ღორის სქესმწიფებას მლივ ნაწლავთან მიმაგრების შემდეგ აღწევს 2-3 თვეში, ხაროს 8-10
კვირაში.

62)ადამიანის ცისტიცერკოზი :ეპიდემიოლოგია, სიმპტომოლოგია დიაგნოზირება,


პროფილაქტიკა

ადამიანის ცისტიცერკოზი აღინიშნება ზრდასრული ჭიით დაინფიცირების შემთხვევის


პარალელურად, ის საკმაოდ გავცელებულია ლათინურ ამერიკაში(განსაკუთრებით
მექსიკაში , სადაც 3მლნ ადამიანია ინფიცირებული. შეერთებულ შტატებში ამ დაავადების
ყველაზე ფართო გავცელება აღინიშნება. ადამიანის ინფიცირება ხდება ცისტიცერკით და
მათ შორის ყველაზე გავცელებულია უშუალოდ კვერცხებით ინფიცირება, მათი
გადაყლაპვის შემდეგ.

სიმპტომოლოგია და დიაგნოზი:

ცისტიცერკი უფრო ხშირად სახლოს ადამიანის კუნთებსა და თავის ტვინში, თუმცა, ის


გვხვდება სხეულის ნებისმიერ ქსოვილში, მათ შორის თვალში, ფილტვებშა და კანქვეშა
ქსოვილებში. ცისტები იწვევენ მასპინძლის იმუნურ პასუხს, რის შედეგადაც ვითარდება
ფიბროზული ინკაფსულაცია.ყველაზე სერიოზული სიმპომები იწყება ინვაზიიდან 5-10
წელიწადში მკვდარი ან მომაკვდავი ცისტიცერკების გაჩენის შემდეგ.

ცნს-ში, გრძნობათა ორგანოებსა და გულში ცისტების განვითარება ახდენს მექანიკურ


ზეწოლად და შეიძლება გამოიწვიოს მწვავე ნეიროლოგიური სიმპტომები.

დიაგნოზირებისთვის იყენებენ რენტგენოლოგიურ გამოკვლევას ამ დროს კუნთებში ხდება


ცისტების აღმოჩენა, ასევე კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტური რეზონანსი,
ცერებრალური ცისტიცერკების აღმოსაჩენად ცერებროსპინალური სითხის და პლაზმის
იმუნოსორბენტული ანალიზი კეთდება.

პროფილაქტიკა: ყველაზე ეფექტურ პრევენციულ ზომებს განეკუთვნება პირადი ჰიგიენისა


და გარემოს სისუფთავის მკაცრად დაცვა. ასევე პრევენციის გზას წარმოადგენს სასმელი
წყლის გადადუღება, უმი ხილის?? სალათების და გაუთლელი ბოსტნეულის მიღებისგან
თავის შეკავება.

63) ექინოკოკის სოლიტერი Echinococcus granulosus და ალვეოკოკის სოლიტერი-


Echinococcus multilocularis სხეულის აგებულება, სასიცოცხლო ციკლი.

იწვევენ ჰიდატიდოზს!

ადამიანის ჰიდატიდოზის გამომწვევია Echinococcus-ის გვარის 4 ყველაზე მნიშვნელოვანი


სახეობა ექინოკოკის სოლიტერი , რომელიც იწვევს ბუშტოვან ექინოკოკოზს და ალვეოკოკის
სოლიტერი, რომელიც იწვევს ალვეოლურ ექინოკოკოზს. მიეკუთვნებიან ყველაზე მცირე
თასმა ჭიებს.

სასიცოცხლო ციკლი:

კვერცხები შეიცავენ სრულიად განუვითარებელ ონკოსფეროს დაბინძურებული წლით ან


ფეკალიების გზით ხვდებიან შუალედურ მასპინძელში. E.granulosus -ის ძირითად
შუალედურ მასპინძელს წარმოადგენს ცხვარი, თუმცა, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი და
სხვა ბალახისმჭამელები შეიძლება გახდნენ შუალედური მასპინძლები

E.multilocularis-ის შუალედური მასპინძელია მღრღნელები, ხოლო ძაღლები, კატები და


მელიები, რომლებიც ნადირობენ მღრღნელებზე ინვაზირდებიან. ჩვეულებრივ ადამიანის
ინფიცირება ხდება კვერცხების გადაყლაპვისას, ძაღლებთანმჭიდრო კონტაქტის დროს.
გადაყლაპვის შემდეგ კვერცხები გაივლიან კუჭს და იჩეკებიან წვრილ
ნაწლავში.გამოთავისუფლებული ონკოსფეროები გადიან ნაწლავის კედელში, იჭრებიან
მეზენტერულ ვენულებში.ჰიდატიდური ცისტა უპირველესად ლოკალიზდება ღვიძლში,
თუმცა, შესაძლებელია სხვა ოგანოების ინვაზიაც, მაგ:ფილტვები, თირკმელი, ელენთა,
გული, კუნთები, ტვინი და ძვლის ტვინი. ჰიდატიდური ცისტა იზრდება ნელა და 5 თვის
შემდეგ მისი დიამეტრი 10მმ-ია. სრულიან ჩამოყალიბებულ ცისტაში ვითარდება მცირე
ზომის ლარვები ჩაბრუნებული სკოლექსებით.იმის გამო, რომ ამ 4 მისაწოვრიან სკოლექსებს
არ გააჩნიათ საკუთარი ბუშტი, მათ ეწოდებათ პროტეოსკოლექსები.

ადამიანის ჰიდატიდური ცისტა 3 კატეგორიად იყოფა:

⚫ ერთკამერიანი-ყველაზე გავრცელებული და ნაკლებპათოგენური.

⚫ ძვლის ცისტები უფრო მეტად აღინიშნება ნეკნებში, მალებსა დალულისებრი ძვლის


ზედა ნაწილში. ვითარდებიან ძვლის ტვინის სიღრუეში, შეიცავენ მცირე რაოდენობით
სითხეს

⚫ ალვეოლური-E.multilocularis-ის განვითარების სტადიას წარმოადგენს და ყველაზე


სახიფათოა. მისი გარეთა მემბრანა ძალიან თხელია და მისი გამოცალკევება
გარემომცველი ქსოვილისგან რთულია, ალვეოლური ცისტები უმეტესად აღინიშნება
ღვიძლში.

მომწიფებული ცისტის კედელი შედგება 2 შრისგან:

⚫ სქელი არაუჯრედული, ფირფიტოვანი გარეთა ტეგუმენტისაგან

⚫ შიგა შანასახოვანი ეპითელიუმისგან , რომელიც წარმოქმნის პროტოსკოლექსებს

ჩანასახოვანი კამერები ჩანასახოვან ეპითელზე მიმაგრებულია ფეხით პედიცელით .

64)ადამიანის ჰიდატიდოზი, ეპიდემიოლოგია, დიაგნოსტიკა, პროფილაქტიკა

ეპიდემიოლოგია

ზოონოზური დაავადება და ვითარდება ძაღლებთან მჭიდრო კავშირით. გავრცელებულია


ეპანეთში, არგენტინაში, ჩილეში, ალჟირში და ა.შ. მეცხვარე ძაღლების ფარტო
გამოყენების გამო. ბუნებაშია რსებული დუეტები (მხვერპ;ი-მტაცებელი,
ბალახისმჭამელი-ხორცისმჭამელი) პარაზიტს სასიცოცხლო ციკლის დამთავრების
საშუალებას ძლევენ, ამ მდგომარეობას ლივატური ექინოკოკოზი ქვია. Echinoxoxxus
Granulosusმრავალიმრავალი სხვადასხვა გენეტიკური ხასიგან, რომლითაც სხვადასხვა
შუალედურ მასპინძელს უკავშირდება და მნიშვნელოვანია ეპიდემიოლოგიისთვის. მაგ. ის
ხაზები რომელის უკავშირდება ცხენს და ღორს არ აინფიცირებს ადამიანს, ხოლო ის
ხაზები, რომლებიც უკავშირდება ცხვარს და მსხვილფეხა რქოსანს- აინფიცირებს.
ალვეოლური ექინოკოკოზი გავრცელებულია ჩრ. ნახევარსფეროს ქვეყნებში (იაპონია,
ჩინეთი...)

სიმპტომატოლოგია და დიაგნოზი

ერთკამერიანი ცისტები იწვევენ ანთებით პროცესებს, ამის შედეგად ხდება ცისტების


ინკაფსულაცია და შემდეგ ეს ცისტები მექანიკურ ზეწოლას ახდენენ ორგანოებზე. ცისტის
ზრდა იწვევს ქსოვილის ატროფიას. სიმპტომების გამოვლენას დიდი დრო სჭირდება,
მაგალითად, ღვიძლის დაზიანებისას სიყვითლის გამოვლენას სჭირდება 20 წელი. ხშირია
ასევე ფილტვის ინვაზია, რომელიც ხასიათდება ხველითა და ალერგიული რეაქციით.
შეიძლება დაინვაზირდეს ტვინი, თირკმელები, ელენთა და ხერხემალი. შემდეგ ჩნდება
სიმპტომები :გულყრა, თირკმლის უკმარისობა და ა.შ.

ცისტების გასკდომის შემდეგ გამოთავისუფლებული პროტოსსკოლექსები ხვდებიან


სისხლში და გადაიტანებიან სხვა ქსოვილებში, სადაც წარმოქმნიან მეორად ექინოკოკზს.
ამ მდგომარეობის განვითარებას სჭირდება 2-8 წელი და უფრო სერიოზულია ვიდრე
პირველადი ინფექცია. ცისტის გასკდომისას ირღვევა ჰიდატიდური სითხეც, რაც იწვევს
ალერგიულ რეაქციებს და შეიძლება განვითარდეს ანაფილაქსიური შოკი.

ალვეოლური ცისტა მზარდია. აღინიშნებიან ღვიძლში. ამოკვეთა ძნელია და 10


წელიწადში დაავადება სასიკვდილოა. ძვლის ცისტაც ძნელი ამოსაკვეთია მდებარეობის
გამო. იწვევს ძვლების დიაფიზების ნეკროზს, სპონტანური მოტეხილობას და
ღრუბლისებრი ქსოვილის გამრუდებას.

კალცინირებული ცისტების აღმოსაჩენად გამოიყენება რენტგენოლოგია,


არაკალცინირებულისთვის - ულტრაბგერითი როცედურა. ლაბორატორიული დიაგნოზით,
ჰიდატიდოზის პსტ-ქირურგიული დადასტურება, აღმოაჩენენ პროტოსქოლექსებს.
გამოიყენება სეროლოგიური ანალიზიც, კანქვეშა ტესტი

65)მრგვალი ჭიები Nematoda ზრდასრული ჭიის სხეულის აგებულება( კუტიკულა,


გამრავლების სისტემა, კვერცხები, ლარვა)

66)სპირალური ტრიქინება Trichinella spinalis სხეულის აგებულება ძირითადი


მახასიათებელი:

trichinela spiralis სასიცოცხლო ციკლი

მასზე დაკვირვება იშვიათადაა შესაძლებელი.მას გააჩნია მოღუნული უკანა ბოლო,


რომელიც ორნაწილადაა გაყოფილი.მას სასიცოცხლო ციკლში ესაჭიროება მხოლოდ ერთი
მასპინძელი, რომლის სხვადასხვა ორგანოებშიც ვითარდება ლარვა და ზრდასრული
ჭია.დაინფიცირება ხდება ღორის ხორცის საკვებად გამოყენებისას, რომელიც შეიცავს
პირველი სტაიის ინკაფსულირებულ ლარვებს.გადაყლაპვის შემდეგ ის გამოდის
თორმეტგოჯაში მასპინძლის ფერმენტების ზემოქმედებისას.ლარვა შედის ლორწოვანში.აკ
ოტხგზის კანის ცვლას განიცდის და აღწევს სქესმომწიფებას.კოპულაციის შემდეგ მამრი
გამოდის მასპინძლიდან, მდედრი კი რჩება ლორწოვანში და გადაიტანება მეზენტერულ
ლიმფურ კვანძებში.5 დღის შემდეგ მდედრი იწყებს ლარვების გამოჩეკას და ბოლოს კვდება.
ლარვები კი გადაიტანებიან სხვადასხვა ქსოვილში.მხოლოდ განივზოლიან ქსოვილში ხდება
ლარვის ინფექციურ სტადიად ფორმირება.სპირალური ტრიხინელა მეტად
სიცოცხლისუნარიანია.

67) ტრიქინელოზი , ეპიდემიოლოგია, სიმტომოლოგია და დიაგნოსტირება

არსებობს ორი სახის ტრიხინელოზი: ტყის და ურბანული. ტყის ძირითადად


ცხოველებისთვის არის დამახასიათებელი, ურბანული კი - ადამიანებისთვის, ვირთაგვების
და ყორებისთვის.ტრიქინელოზი კოსმოპოლიტი დაავადებაა და ძირითადად გვხვდება
ევროპასა და აშშ-ში.ტრიქინელოზის ძირითადი სინპტომები ვითარდება ლარვების ინვაზიის
შედეგად კუნთოვან და სხვა ქსოვილებში.კლინიკური სინპტომები იშვიათადაა. მწვავე
შემთხვევის დროს დაავადების მიმდინარეობა სიმპტომების მიხედვით იყოფა სამ ფაზად:
მსუბუქი, მძიმე და ზომიერი სიმპტომები. I ფაზის სიმპტომები ჩნდება ლარვის
გადაყლაპვიდან 12ლთ-2დღემდე.II ფაზა შეიძლება გაგრძელდეს 3 კვირა.III ფაზის
შემთხვევაში შეიძლება აღინიძნოს კუნთების ტკივილი, გაძნელებული სუნთქვა, სასის
კუნთების შეშუპეპა, გულის დაზიანება, ჰალუცინაციები.დიაგნოზის დასმა ხდება ცოცხალი
ლარვების აღმოჩენით კუნთის ბიოფსიურ ანალიზში (III IV კვირა).
პროფილაქტიკის მიზნით უნდა გამკაცრდეს კონტოლი ღორის ხორცის წარმოებაზე.

68) ადამიანის ასკარიდა Ascarida lumbricoides სხეულის აგებულების ძირითადი


მახასიათებელი და სასიცოცხლო ციკლი.

დიდი ზომის ნაწლავის მრგვალი ჭია. ორივე სქესის ჭიას პირის გარშემო აქვს 3 ტუჩი.
მდედრის უკანა ბოლო სწორია, მამრის - მოღუნული. მდედრის გამრავლების სისტემა
მოთავსებულის სხეულის ბოლო2/3ში. ვულვა წინა 1/3ში. მდედრი ძალიან დაყოფიერია და
დღეში დებს დაახლოებით 200 000 კვერცხს.

სასიცოცხლო ციკლი - ზრდასრული ჭია სახლობს წვრილი ნაწლავის სანათურში და იკვებება


ნახევრადმონელებული საკვებით. კვერცხები გამოდიან ფეკალიებთან ერთად.
განაყოფიერებული კვერცხის გარეთა, ალბუმინური შრე ოქრისფერ-ყავისფერია, ხოლო
გაუნაყოფიერებულ, მოგრძო კვერცხს არ გააჩნია გარეთა შრე.

განაყოფიერებულ კვერცხში ზიგოტა დაუნაწევრებელია სანამ ის არ მოხვდება ნიადაგში.


ზიგოტა ვითარდება თუ ნიადაგის ტემპერატურა დაახლოებით 25ია. თუ პირობები
ოპტიმალურია, ჩანასახი ნაჭუჭში იცვლის კანს და გარდაიქმნება ინფექციურ მეორე
სტადიის ლარვად, რომლებიც ნიადაგში 2წელი ან მეტი ცოცხლობენ.

ადამიანის მიერ ლარვების გადაყლაპვის შემდეგ, გამოჩეკვა ხდება თორმოტგოჯაში. ლარვა


შედის ლორწოვანაში, სისხლთან ერთად გადადის ღვიძლში, შემდეგ მარჯვენა წინაგულში,
ფილტვის არტერიაში და ფილტვის ალვეოლების კაპილარებში, რასაც 1 კვირა სჭირდება.
ლარვა ფილტვებში ჩერდება რამდენიმე დღე, 2ჯერ იცვლის კანს, ხეთქავს ფილტვის
კაპილარს და შედის ალვეოლებში, საიდანაც მიდის ტრაქეისა და ხორხსარქველისკენ.
ხახაში ნერწყვთან ერთად ან დახველების შემდეგ ხდება გადაყლაპვა და ლარვა ისევ წვრილ
ნაწლავში ხვდება, სადაც მეოთხედ იცვლის კანს. სქესმწიფე ფორმის გაჩენას წვრილ
ნაწლავშ სჭირდება 3 თვე.

69)ასკარიდოზი-ეპიდემიოლოგია, სიმპტომოლოგია და დიაგნოზის ძირითადი პრინციპები

ეპიდემიოლოგია - გავრცელებულია მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით თბილი, ნოტიო


კლიმატის პირობებში. გავრცელებას ხელს უწყობს ცუდი სანიტარული პირობები. ყველაზე
გავრცელებული ნემატოდაა. ასკარიდოზი უფრო ხშირად აღინიშნება ბავშვებში (5-9წ)
ყველაზე ხშირია გადაცემა ხელ-პირის გზით, როდესაც ხშირია კონტაქტი დაბინძურებულ
მიწასთან, არ იბანენ ხელებს წამის წინ და დაუბანელ ხელებს პირში იდებენ. აზია და აფრიკა
წარმოადგენს ფართო გავრცელების არეალს, რომელაც მოჰყვება ლათინური ამერიკა.

სიმპტომატოლოგია - 85% უსიმპტომოა. ყველაზე ხშირი სიმპტომი - სხვადასხვა


ინტენსივობის დისკომფორტი მუცლის ზედა ნაწილში.

ასთმური სპაზმები, უძლობა, თვალები ტკივი;ი, სიწითლე. გზააბნეული ნარვების მიგრაცია


ელენთაში, ღვიძლში, ლიმფურ კვანძებსა და ტვინში იწვევს ანთებით რეაქციებს.
ფილტვების კაპილარებიდან გამოსვლისას და სასუნთქ გზებში შესვლით იწვევენ
სისხლჩაქცევებს, რასაც თან ახლავს სიცხე, ხველება, სუნქთქვის გაძნელება. დიდი
რაოდენობით ლარვა წარმქომნის თრომბს. ხშირია პნევმონია, პერიტონიტი და აპედიციტი
ასევე პანკრეატიტი.

დიაგნოზი - ფეკალიებში კვერცხების აღმოჩენით ხდება დიაგნოზის დასმა

70)მახვილა ძირითადი მახასიათებელი და სასიცოცხლო ციკლი

მხოლოდ ადამიანის პარაზიტია. ახასიათებს სხეულის წინა ბოლოზე კედლის


ფრთისმაგვარი გაგანიარება, საშივილოსნოში კვერცხების დიდი რაოდენობის გამო სხეული
გაფართოებულია და კუდი წაწვეტებული. მამრს გააჩნია მოხრილი კუდი.

სასიცოცხლო ციკლი - მომწიფებული ჭიები სახლობენ ნაწლავის ილეოცეკალურ უბანში,


შეიძლება გავრცელდნენ წვრილი და მსხვილი ნაწლავის მიმდებარე უბნებში. მახვილა
ეკრობა ლორწოვანს და იკვებება ბაქტერიებით და ეპითელური უჯრედებით. მამრი იღუპება
კოპულაციის შემდეგ, მდედრი მიგრირებს პირიანალურ უბანში, სადაც დაბალი
ტემპერატურითა და აერობული გარემოთი სტიმულირდება, დებს კვერცხს და კვდება.
კვერცხს აქვს წაგრძელებული ფორმა, ცალ მხარეს გაბრტყელებულია და შეიცავს
მოუმწიფებელ ლარვას. ინფექციური მე3 სტადიის ლარვა მდედრის სხეულიდან
გამოსვლისვლის შემდეგ რამდენიმე საათში ამთავრებს განვითარებას კვერცხში.
ინფიცირება ხდება ინფექციური ლარვების შემცველი კვერცხები გადაყლაპვით. მსუბუქი
კვერცხები შეიძლება გადაიტანოს ჰაერით ანუ შეიძლება მათი ჩასუნთქვა. რეტროინფექცია
აღინიშნება, როცა მე-3 სტადიის ლარვა იჩეკება პერიანალურ ზონაშ არსებული
კვერცხებიდან, მიგრირებენ მასპინძლის ნაწლავში.

გადაყლაპული კვერცხი თორმეტგოჯაში მოხვედრის შემდეგ მალე იჩეკება. გამოსული


ლარვა იცვლის კანს, მოძრაობს უკან და ვითარდება, სქესმწიფობას აღწევს მსხვილ
ნაწლავში. სასიცოცხლო ციკლი 2 თვე გრძელდება.

71) ენტერობიოზის ეპიდემიოლოგია , სიმპტომოლოგია და დიაგნოზირების ძირითადი


პრინციპები

იწვევს მახვილა!

ეპიდემიოლოგია - ხშირია სკოლის ასაკის ბავშვებში. გლობალურია. ფართოდ


გავრცელებულია ზომიერ სარტყელში. იფიცირება ხდება 4 გზით:

1. რეტროინფექციით (გამოჩეკილი ლარვა მიგრირებს მსხვიილ ნაწლავში)

2. აუტოინფექციით - ხელ-პირის გზით ხდება რეინფექცია

3. ჯვარედინი ინფექცია - კვერცხი ორგანიზმში ხვდება დაბინძურებული საგნიღ და


უბფცირებული ადამიანის სხეულის ნაწილებთან შეხების შემდეგ თითებით.

4. ქარით ან ჰაერით გადატანილი კვერცხის ჩასუნთქვით.

სიმპტომოლოგია - არ არის ძლიერ პათოგენური. სიმპტომები - გაღიზიანება, ქავილი


გამოწვეულია კვერცხით სავსე მდედრის მიგრაციით პერიანალურ, ვაგინალურ და შორისის
მიდამოში. ბავშვებში მძმე ინფექციისას აღინიშნება უძლობა, წონის კლება,
ჰიპერაქტიურობა, კბილების კრაჭუნი, მუცლის ტკივილი და გულისრევა. მახვილას ასევე
შეუძლია მიგრირება ბრმა ნაწლავში, პერიტონიუმში და შარდის ბუშტში.

დიაგნოზი - ზრდასრული ჭიის/კვერცხების აღმოჩენა. მდედრი გამოდის ღამის პერიანალურ


ან შორისის უბნებში ამიტომ შეიძლება მათი დანახვა. ზრდასრული ჭია - ფეკალიებში.
კვერცხების აღმოჩენის საიმედო პროცედურაა მწებავი თასმის მიკვრა პერიანალურ კანზე და
მოთავსება სუფთა სასაგნე მინაზე. 7 დღის განმავლობაში მიღებული უარყოფითი შედეგი
აჩვენებს რომ პაციენტი ჯანმრთელია

You might also like