You are on page 1of 3

ფილტვები,სასუნთქი

სისტემა

ფილტვები სასუნტქი სისტემის ყველაზე დიდი ნაწილია.მდებარეობენ გულმკერდის


ღრუში.დაყოფილია2 ნაწილად-მარჯვენა და მარცხენა.აქვს კონუსისებრი ფორმა.სუნთქვა
ფილტვების გარეშე შეუზლებელია. ჰაერის შესუნთქვა ხდება ცხვირის საშუალებით. როდესაც
ჩვენს ორგანიზმს მეტი ჰაერი სჭირდება, ცხვირით ყოველთვის ვერ ხერხდება საკმარისი
ჰაერის შესუნთქვა.
ამიტომ, ზოგჯერ საჭირო ხდება პირით სუნთქვა, განსაკუთრებით, ფიზიკური ვარჯიშის დროს.

ცხვირით ან პირით სუნთქვისას, ჰაერი ხვდება ტრაქეაში ანუ სასულეში.

ტრაქეა იყოფა მარჯვენა და მარცხენა მთავარ ბრონქებად, ქვემოთ, ფილტვებში ბრონქები


კიდევ იყოფა უფრო მცირე ზომის ტოტებად, ბრონქიოლებად.

ბრონქიოლები ბოლოვდება ჰაერის თხელი ბუშტუკებით, რასაც ალვეოლები ეწოდება.

ნორმალური ფილტვი შეიცავს 300 მილიონ ასეთ ბუშტუკს.


ასეთი ჰაერის ბუშტუკების გროვები ბრონქიოლების დაბოლოებებზე წააგავს ყურძნის
მტევნებს, რომლებსაც გარედან აკრავს სისხლძარღვები.

სწორედ აქ ხდება ჩასუნთქული ჟანგბადის მიმოცვლა ნახშირორჟანგთან.

ჩასუნთქული ჰაერი შეიცავს ჟანგბადს. ჟანგბადი აირია, რომელიც ჩვენს ორგანიზმს


ენერგიას აწვდის. იგი სისხლში ხვდება ალვეოლების სისხლძარღვებიდან.

ნახშირორჟანგი წარმოიქმნება ორგანიზმში, როგორც ნარჩენი ნივთიერება.

ნახშირორჟანგის ორგანიზმიდან გამოსადევნად ხდება მისი ტრანსპორტირება მთელი სხეულიდან


სასუნთქი გზების სისხლძარღვებისკენ. ნახშირორჟანგი ორგანიზმიდან გამოიყოფა სასუნთქი
გზებით.

იგი აღწევს ალვეოლებში და ხდება ფილტვებიდან მისი ამოსუნთქვა.

ჩვენი სხეულის ნორმალური ფუნქციონირებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჟანგბადის


რეგულარული ჩასუნთქვა და ნახშირორჟანგის ამოსუნთქვა.

სუნთქვის სისტემა

სუნთქვის სისტემის ფუნქციაა ჰაერიდან ჟანგბადის შეთვისება და ნახშირორჟანგისაგან


განთავისუფლება. ამას გაზთა ცვლას უწოდებენ.

ფილტვები სხეულის ზედა ნაწილში, გულმკერდის ღრუში მდებარეობს.

ისინი დაცულია ნეკნებით და მუცლისგან, სხეულის ქვედა ნაწილისგან, გამოყოფილია


კუნთოვანი დიაფრაგმით.

გაზთა ცვლა ალვეოლების კედლების გავლით ხდება. ალვეოლები მორგებული არიან ამ


ფუნქციასთან სხვადასხვა საშუალებით:

ისინი მრავალრიცხოვანი არიან და ქმნიან დიდ ზედაპირს გაზთა ცვლისათვის

მათი ზედაპირი ნოტიოა, რაც ხელს უწყობს ჟანგბადის გახსნას სითხეში, სანამ ის სისხლის
ნაკადში მოხვდებოდეს

ისინი გარშემორტყმული არიან კაპილარებით. ეს უზრუნველყოფს სისხლით ჭარბად


მომარაგებას, რაც მნიშვნელოვანია აირების გადატანისთვის

ჟანგბადი ალვეოლებში არსებული ჰაერიდან დიფუზიის გზით გადადის სისხლში, მიემაგრება


სისხლის წითელ უჯრედებს და ამ უჯრედებთან ერთად ტრანსპორტირდება მთელს სხეულში.

ნახშირორჟანგი სისხლის პლაზმიდან დიფუზიის გზით გადადის ფილტვებში არსებულ ჰაერში და


ამოსუნთქვისას გამოიყოფა გარემოში.

სუნთქვა

სუნთქვის პროცესში მონაწილეობენ დიაფრაგმა და ნეკნთაშუა კუნთები, რომელთა მოძრაობით


ხდება ფილტვებში ჰაერის შესვლა ან გამოსვლა.

ჰაერის ამ მოძრაობას ფილტვებში ეწოდება ვენტილაცია.

ჰაერის შესვლას ფილტვებში ჩასუნთქვა ეწოდება.

ნეკნთაშუა კუნთები იკუმშება, გულმკერდის ყაფაზი ზემოთ ადის და წინ გამოიწევა

ამავდროულად, დიაფრაგმა იკუმშება და ბრტყელდება

ეს მოძრაობა ზრდის გულმკერდის მოცულობას

გულმკერდის ღრუში წნევა მცირდება, რის გამოც ჰაერი ფილტვებში შედის

ჰაერის გამოსვლას ფილტვებიდან ამოსუნთქვა ეწოდება.

ნეკნთაშუა კუნთები დუნდება, გულმკერდის ყაფაზი დაბლა ეშვება და შეიწევა

ამავდროულად, დიაფრაგმა დუნდება და თაღის ფორმას იღებს

ეს მოძრაობა ამცირებს გულმკერდის მოცულობას

ფილტვების ანთება

პნევმონია, იგივე ფილტვების ანთება საკმაოდ საყურადღებო დაავადებაა.

იგი ვითარდება სასუნთქი გზების ინფექციური პროცესების დროს, როგორც გართულება.

დაავადების გამომწვევი შეიძლება იყოს სხვადასხვა ვირუსი მაგ: კორონავირუსი SARS Cov2,
გრიპის ვირუსი და სხვ.

როგორც აღვნიშნეთ, პნევმონია გულ-მკერდის არეში, ქვედა სასუნთქი გზების, კერძოდ,


ფილტვების ანთებაა.
ფილტვები შედგება ჰაერით სავსე პატარა ბუშტუკებისგან - ალვეოლებისგან.

პნევმონიის დროს სწორედ ალვეოლებში გროვდება ანთებითი სითხე და ჩირქი, რაც შემდგომ
ნახველის სახით გამოიყოფა.

ანთების გამომწვევი მიკრობი ალვეოლებამდე აღწევს ჰემატოგენური სისხლის ან ინჰალაციური


ჩასუნთქული ჰაერის გზით.

ზედა სასუნთქი გზებიდან ქვევით მოხვედრილი მიკრობები განაპირობებენ პნევმონიისთვის


დამახასიათებელი სიმპტომების განვითარებას.

პნევმონიის სიმპტომებია

ხველა
ცხელება
სუნთქვის გაძნელება, ქოშინი
ღამით ოფლიანობა
ნახველი
ტკივილი გულმკერდის არეში
საერთო სისუსტე, დაღლილობა

მასწავლებლის
მიერ დასმული შეკითხვები:

You might also like