You are on page 1of 2

მუცლის მიდამო მოთავსებულია გულმკერდისა და მენჯის მიდამოს შორის.

ის წარმოდგენს
კედლებით შემოსაზღვრული მუცლის ღრუს, რომელიც მოიცავს პერიტონიალურ ღრუს,
საჭმლის მომნელებელი სისტემის უმეტეს და შარდ-სასქესო სიტემის გარკვეულ ნაწილს.
წინა და ლატერალურ კედლებს შორის არ არის მკვეთრი საზღვარი, ამიტომ ამ კედლების
კომბინაცია მოიხსენიება როგორც ანტერო-ლატერალური კედელი. უკანა კედელი
წარმოდგენილია ხერხემლის შესაბამისი განყოფილებითა და დიაფრაგმით, რომლეიც, ასევე,
ამოფარავს გულმკერდის ღრუს და გამოყოფს მას მუცლის ღრუსგან. მუცლის ღრუ, ქვევით,
მენჯის ღრუში გრძელდება.

კლინიცისტები ორგანოებისა და ტკივილის უბნის ლოკალიზაციისთვის მუცლის ღრუს 9


მიდამოდ ყოფენ. მარჯვენა და მარცხენა ფერდქვეშა, მარჯვენა და მარცხენა გვერდითი,
მარჯვენა და მარცხენა საზარდულის, საკუთვრივ ეპიგასტრიუმის, ბოქვენის და ჭიპის
მიდამო ეს 9 მიდამო გამოყოფილია 4 სიბრტყით.
ორი ჰორიზონტალური სიბრტყე:
ნეკნქვეშა სიბრტყე - გადის მე-10 ნეკნების ქვედა საზღვარზე.
ბორცვთაშორი სიბრტყე - გადის თეძოს ბორცვებზე და L5 მალაზე.
ორი ვერტიკალური სიბრტყე:
ლავიწშუა სიბრტყეები - ეშვება ლავიწის შუა წერტილიდან საზარდულის შუა წერტილის
გავლით.

უფრო ზოგადი აღწერისათვის, მუცლის ღრუს ყოფენ 4 კვადრანტად, რომელებიც


ერთმანეთისგან გამოყოფილია ორი სიბრტყით:
ჭიპზე გამავალი სიბრტყე - გადის ჭიპის L3-სა და L4-ს შორის მოთავსებულ დისკოს
გასწვრივ.
მედიალური სიბრტყე - ყოფს სხეულს ორ ნახევარ ნაწილად.
კვადრანტები: მარჯვენა და მარცხენა ზემო, მარჯვენა და მარცხენა ქვემო.
წინა-გვერდითი კედელი.
წარმოადგენს მუცლის ღრუს კუნთოვან-აპონევროზულ შემომსაზღვრელს.
ზოგადად, კუნთს აკრავს ეპიმიზიუმი (ფიბროზული ქსოვილი), რომელიც შედის კუნთში,
ეკვრება ბოჭკოების კონებს, როგორც პერიმიზიუმი, და წარმოქმნის ფასციკულებს. ბოჭკოებს
აქვთ სარკოლემა(პლაზმური მემბრანა), რომელსაც აკრავს ბაზალური ფირფიტის ფუნქციის
შემსრულებელი ენდომიზიუმი. ეს ფიბროზული ქსოვილი ერთვება კუნთს მყესიდან, ან
კუნთის შემაერთებელი ქსოვილი ერთიანდება და მთავრდება როგორც მაგარი ფიბროზული
ქსოვილი, მყესი. აპონევროზი - სქელი, ფართო მყესია.

წინა-გვერდითი კედლის კუნთები.

You might also like