You are on page 1of 3

ცხვირს გარედან აკრავს მრავალშრიანი ბრტყელი გარქოვანებული ეპითელიუმი, რომელიც

შედის ნესტოებში, ამ მონაკვეთს კარიბჭე ეწოდება.


კარიბჭის მცირე მონაკვეთზე გვხდება მრავალშრიანი ბრტყელი გაურქოვანებელი
ეპითელიუმი, ქონის და საოფლე ჯირკვლები.კარიბჭეში ხდება ჰაერის დატენიანება,
ვიბრისების საშუალებით კი ჰაერის ფილტრაცია. ჩონჩხ-კუნთოვან საყრდენს წარმოადგენს
ჰიალინური ხრტილი.
* კარიბჭიდან ტრაქეამდე ჰისტოლოგიური აგებულების მიხედვით არ გვხდება:
ლორწოვანი გარსის კუნთოვანი ფირფიტა, ლორწქვეშა გარსი და ადვენტიცია.
* საკუთარი ფირფიტა შეზრდილია შეაბამისი უბნის ხრტილ/ძვლისსაზრდელასთან.
* საკუთარი ფირფიტა ამ ნაწილში შეიცავს:
სერომუკოზურ ჯირკვლებს, ლიმფოიდურ ქსოვილს, სისხლძარღვებსა და ნერვებს.

ცხვირის ღრუს უმეტეს ნაწილში კი წარმოდგენილია ერთშრიანი მრავალრიგიანი


ცილინდრული მოციმციმე ეპითელიუმით (სასუნთქი ეპითელიუმი). აქვეა სერომუკოზური
ჯირკვლები, რომლებიც გამოიმუშავებენ IgA-ს შემცველ წლისებრ ლორწოს. აქ ხდება ჰაერის
დატენიანება და გაწმენდა, სისხლძარღვოვანი მარყუჟებით კი ჰაერის გათბობა.
ჩონჩხ-კუნთოვანი საყრდენი: ძვალი და ჰიალინური ხრტილი.

ცხვირის ღრუს სახურავი და ზედა ნიჟარა დაფარულია ყნოსვითი ეპითელიუმით, რომელიც


შეიცავს: ყნოსვით ბიპოლარულ ნეირონებს, საყრდენ და ბაზალურ უჯრედებს. აქ
წარმოდგენილია სეროზული (ბოუმანის) ჯირკვლები.
ჩონჩხ-კუნთოვანი საყრდენი: ცხავის ძვალი. არომატის მოლეკულების აღქმა.

პარანაზალურ სინუსები ამოფენილია სასუნთქი ეპითელიუმის ძალიან თხელი შრით.


ცხვირხახას ამოფენს სასუნთქი ეპითელიუმი, ლორწოვან გარსი კი ხახის ნუშურებს შეიცავს.

ხორხი თვისმხრივ მოიცავს ხორხსარქველსა და ორ წყვილ ნაოჭს. ხორხსარქველის


ენისეული ზედაპირი დაფარულია მრავალშრიანი ბრტყელი ეპითელიუმით.
ხორხისეული დაფარულია სასუნთქი ზედაპირით.
ლორწოვანი გარსი სანათურში ბილატერალურად იდრიკება და ქმნის ოწ წყვილს ნაოჭს:
ვესტიბულარულ(ცრუ მბგერავი) - დაფარულია სასუნთქი ეპითელიუმით.
ნამდვილი მბგერავი - დაფარულია მრავალშრიანი ბრტყელი ეპითელიუმით.
მბგერავ ნაოჭში გვხდება მბგერავი კუნთების განივზოლიანი ბოჭკოების კონები.
ჩონჩხ-კუნთოვანი საყრდენი: ჰიალინური, ელასტიკური ხრტილი, განივზოლიანი ბოჭკოები,
იოგები. ფუნქცია: სასუნთქი გზების დაცვა საკვების და წყლის მოხვედრისგან, ბგერი
წარმოქმნა.
----------------------------------------------------------------------------------------------------------------
ტრაქეა და მისი გარსები.
ლორწოვანი გარსი:
1) ერთშრიანი მრავალრიგიანი ცილინდრული ეპითელიუმი
2) საკუთარი ფირფიტა - ფაშარი შემაერთებელი ქსოვილი.(იმუნ.ლიმ.ნერვ.სისხლ.)
3) კუნთოვანი ფირფიტა
ლორწქვეშა გარსი - შემაერთებელი ქსოვილი.
ფიბროზულ-ხრტილოვანი გარსი - ჰიალინური ხრტილი თავისი ხრტილსაზრდელათი.
ადვენტიცია - შემაერთებელი ქსოვილი, რომელიც ერთ ორგანოს მეორესგან გამოყოფს.
საკუთარ ფირფიტაში და ლორწქვეშა გარსსში გვხდება სერომუკოზური ჯირკვლები.
ლორწქვეშა გარსსა და ადვენტიციას შორის გვხდება C-ფორმის ხრტილოვანი რგოლი,
რომლის ბოლოები დაკავშირებული გლუვი კუნთებით.
ვინაიდან ხრტილსაზრდელაც შემაერთებელი ქსოვილია, ზოგიერთი ავტორი ფიბროზულ-
ხრტილოვან გარსს ლორწქვეშა გარსისგან არ გამოყოფს.

მთავარ ბრონქში კი გვხდება ჰიალინური ხრტილის რგოლები უფრო მეტად


შემოსაზღვრული, მაგრამ ბრონქის დიამეტრის შემცირებასთან ერთად კლებულობს
ხრტილის რაოდენბაც. მცირე ზომის ბრინქებში გვხდება ხრტილოვანი ფირფიტები.
საკუთარ ფირფიტაში გვხდება სერომუკოზური ჯირკვლები. ბრონქებში (მცირე ზომის
ბრონქებში უფრო მეტად) გვხდება გლუვიკუნთოვანი კონები და ელასტიკური ბოჭკოები.
ატარებს ჰაერს უფრო ღრმად ფილტვებში.
----------------------------------------------------------------------------------------------------------------
ბრონქიოლები:
ეპითელიუმი - ერთშრიანი კუბური ან ერთშრიანი ცილინდრული მოციმციმე. კლარას
უჯრედები.
ჩონჩხ-კუნთოვანი საყრდენი: გლუვკუნთოვანი კონები და ელასტიკური ბოჭკოები. არ
გვხდება ხრტილი.
ატარებს ჰაერს, მნიშვნელოვანი ბრონქოკონსტრიქციისა და ბრონქოდილატაციის დროს.

ტერმინალური ბრინქიოლები (უფრო მცირე დიამეტრის):


ეპითელიუმი - ერთშრიანი კუბური ან ერთშრიანი ცილინდრული მოციმციმე. კლარას
უჯრედები.
ჩონჩხ-კუნთოვანი საყრდენი: გლუვკუნთოვანი კონები და ელასტიკური ბოჭკოები. არ
გვხდება ხრტილი.
ატარებს ჰაერს, მნიშვნელოვანი ბრონქოკონსტრიქციისა და ბრონქოდილატაციის დროს.
ლორწოს ჯირკვლების სიმცირე და არ გვხდება ხრტილი.
----------------------------------------------------------------------------------------------------------------
სასუნთქი ბრონქიოლები
ეპითელიუმი - ერთშრიანი კუბური ან ერთშრიანი ცილინდრული მოციმციმე. კლარას
უჯრედები. გაბნეულად არსებულ ალვეოლების ირგვლი. თვითონ ალვეოლა ბრტყელი
ალვეოციტებითაა ამოფენილი.
ჩონჩხ-კუნთოვანი საყრდენი: ალვეოლების ღია ნაწილის ირგვლივ მცირე რაოდენობით
გლუვკუნთოვანი ბოჭკოები.
ჰაერის ღრმად გატარება და გაზთა ცვლის მიმდინარეობა.
ალვეოლური სავალი:
ერთშრიანი კუბური ეპითელიუმი, მრავალ ალვეოლას შორის.
ჩონჩხ-კუნთოვანი საყრდენი: ალვეოლების ღია ნაწილის ირგვლივ მცირე რაოდენობით
გლუვკუნთოვანი ბოჭკოები.
ჰაერის ღრმად გატარება და გაზთა ცვლის მიმდინარეობა.
--------------------------------------------------------------------------------------------------------------
ალვეოლა:
პირველი და მეორე ტიპის ალვეოციტები.
არაა ჩონჩხ-კუნთოვანი საყრდენი, მაგრამ ის ჩანაცვლებული რეტიკულური და ელასტიკური
ბოჭკოების ქსელით.
გაზთა ცვლის მიმდინარეობა.

You might also like