You are on page 1of 3

ჰისტოლოგია

1. ეპითელური ქსოვილი. ერთშრიანი ეპითელის სახეები. ლოკალიზაცია, რეგენერაცია.

ერთშრიან ეპითელიუმში გამოყოფენ ერთრიგიან და მრავალრიგიან ეპითელს.


ერთი რიგით წარმოდგენილ ეპითელში ყველა უჯრედს აქვს ერთნაირი ფორმა -
ბრტყელი, კუბური ან პრიზმული. ბირთვებიც, შესაბამისად, ერთ დონეზე, ერთ
რიგში მდებარეობს, ეს იზომორფული ეპითელია. ერთშრიან მრავალრიგიან ანუ
ფსევდომრავალშრიან ეპითელში უჯრედები სხვადასხვა ზომისაა და ბირთვებიც
რამდენიმე რიგადაა განლაგებული. ერთშრიან ეპითელიუმში უჯრედთა
უმრავლესობას აქვს გაყოფის უნარი, რომლის ხარჯზეც ხდება ქსოვილის
რეგენერაცია. სადაც იქნება დაზიანება, იქვე მოხდება მისი აღდგენაც.
ერთშრიანი ბრტყელი ეპითელიუმი (მეზოთელიუმი) მეზოდერმის იმ ნაწილის
წარმონაქმნია, რომელიც ქმნის სხეულის მეორად ღრუს, ე.ი ცელომს.
მეზოთელიუმი ხელს უშლის დაზიანების შემთხვევაში შეხორცებების წარმოქმნას
მუცლისა და გულმკერდის ღრუს ორგანოებს შორის. მეზოთელიოციტები
პოლიგონური ფორმისაა - არასწორი კიდეებით.
ბირთვების განლაგების ადგილას უჯრედები გასქელებულია. ზოგიერთი
რამდენიმე ბირთვს შეიცავს, რაც დაუმთავრებელი ამიტოზური თუ მიტოზური
გაყოფის შედეგია. სეროზული გარსის დაზიანებისას მეზოთელიუმის უჯრედები
იკუმშებიან, სცილდებიან ბაზალურ მემბრანას, რის შედეგადაც შეკუმშულ
უჯრედთა შორის ან ჩამოფცქვნილ უჯრედთა ადგილას წარმოიქმნება ხვრელები
-სტომატები.
ერთშრიანი ბრტყელი ეპითელით - ენდოთელით ამოფენილია სისხლისა და
ლიმფის ძარღვების სანათურები, აგრეთვე გულის საკნები, გვხვდება თვალის
რქოვანაში. იგი წარმოადგენს ბაზალურ მემბრანაზე ერთ შრედ განლაგებული
ბრტყელი უჯრედების - ენდოთელიოციტების ფენას. ენდოთელი მონაწილეობს
სისხლსა და სხვა ქსოვილებს შორის ნივთიერებათა და გაზთა ცვლაში.
ერთშრიანი კუბური ეპითელით ამოფენილია თირკმლის მილაკების
პროქსიმალური და დისტალური ნაწილები მრავალი ჯირკვლის, მაგ:ღვიძლის,
ფილტვების სასუნთქი გზების უწვრილესი ტოტები. იგი ვითარდება
ექტოდერმისა და მეზოდერმისაგან. თირკმლის მილაკების ეპითელი სისხლში
პირველადი შარდიდან უკუშეწოვის (რეაბსორბციის) ფუნქციას ასრულებს.
ერთშრიანი პრიზმული (ცილინდრული) ეპითელი გვხვდება საჭმლის
მომნელებელი ტრაქტის შუა ნაწილის ორგანოებში, ამოფენს კუჭის წვრილი და
მსხვილი ნაწლავების, ნაღვლის ბუშტის, ღვიძლისა და კუჭუკანა ჯირკვლის
გამომტანი სადინარების შიგა ზედაპირს, ამოფენს საშვილოსნოსა და
კვერცხსავალის ღრუს. აღნიშნული ეპითელი ვითარდება ენტოდერმისა და
მეზოდერმისაგან.
ერთშრიანი ცილინდრული (პრიზმული) ეპითელიუმი, ამოფენს კვერცხსავალსა
და საშვილოსნოს, შედგება მოციმციმე - წამწამოვანი უჯრედებისაგან.
ამრიგად, ერთშრიანი ცილინდრული ეპითელიუმი სხვადასხვა მორფოლოგიისა
და ფუნქციისაა და იგი შეიძლება დავყოთ ყაითნოვან, მოციმციმე და ჯირკვლოვან
ეპითელიუმად.
ერთშრიანი მრავალრიგიანი ეპითელი ამოფენს ჰაერგამტარ გზებს - ცხვირის
ღრუს, ტრაქეას, ბრონქებს და ა.შ. ჰაერგამტარ გზებში მრავალრიგოვანი ეპითელი
წამწამოვანი ანუ მოციმციმეა. მასში არჩევენ სხვადასხვა ტიპის უჯრედებს:
წამწამოვანს (მოციმციმე), მოკლე და გრძელ ჩართულ, ლორწოვან (ბოკალისებურ)
უჯრედებს, აგრეთვე ბაზალურ - მარცვლოვან (ენდოკრინულ) უჯრედებს.

2. მრავალშრიანი ეპითელის სახეები. ლოკალიზაცია, რეგენერაცია.


38
3. ჯირკვლოვანი ეპითელი, ჯირკვლების კლასიფიკაცია. gლანდულოციტის მორფო –
ფუნქციური დახასიათება. სეკრეტორული ციკლი. სეკრეციის ტიპები.

55
4. კანი, კანის რქოვანი წარმონაქმნები (თმა, ფრჩხილი). საოფლე და ქონის ჯირკვლები.
42
თმა ჩანასახოვანი ცხოვრების მესამე თვეზე ინერგება ეპიდერმული
შემსხვილებების სახით და შემდეგ ეპიდერმისიდან ღრმა შრეებში ჩაიზრდება. ეს
ხდება ყველა უბანში სადაც თხელი კანია (წარბები, წამწამები..). მე-5-6 თვეზე ნაყოფი
იფარება თხელი, ნაზი თმით. მათ პირველადი ლანუგა (ლათ. Lanuga-ბუმბული)
ეწოდება. ეს ბეწვი ქრება ყველგან, სადაც თმა შენარჩუნდება და გაუხეშდება.
დანარჩენ უბანში სხეულს ფარავს ღინღლისებრი თმა - ვალუსია (ვალუს-საწყისი).
სქესობრივი მომწიფებისას თმა იზრდება იღლიებში, ბოქვენზე, მამაკაცებში სახეზეც.
ამ უხეშ თმას მუდმივი ანუ ტერმინალური ეწოდება.
თმაში არის ორი ტიპის კერატინი: რბილი და მაგარი. რბილი კერატინი ფარავს
მთელ კანს, მყარი კი არის მაგ: ფრჩხილებში. მყარი კერატინი წარმოიქმნება ცოცხალი
უჯრედების გარქოვანებით. იგი არ ჩამოიფცქვნება, გამძლე და ქიმიურად აქტიურია.
თმის ფოლიკული წარმოიქმნება ეპიდერმისის ჩაზრდით დერმასა და კანქვეშა
ქსოვილში. ფოლიკულის იმ ზონას, სადაც კერატინიზაცია ხდება, კერატოგენური
ზონა ეწოდება. თმის ზემოთ არსებული ნაწილი ღეროა (გარქოვანებული
უჯრედებისაგან წარმოქმნილი), ხოლო კანში მდებარე ნაწილი კი ფესვი
(მოთავსებულია თმის ჩანთაში), რომელიც ბოლქვში გრძელდება, რომლის ძირში
გამრავლების პროცესში მყოფი უჯრედების მთლიანი მასაა.
თმის მთავარი პიგმენტია მელანინი. მელანოციტები განლაგებულია თმის
ფოლიკულის მატრიცაში დვრილის მახლობლად. თმის ამწევი კუნთი
გლუვკუნთოვანი ბოჭკოების კონაა. თმის პერიოდული ცვლა, გამოწვეულია
ბოლქვის უჯრედებში ნივთიერებათა ცვლის დარღვევით, რის შედეგადაც ისინი
წყვეტს გამრავლებას და განიცდის გარქოვანებას.
ფრჩხილი ეპიდერმისის რქოვანი ნაწილია. იგი შედგება ფრჩხილის ფირფიტის,
ფრჩხილის სარეცელის, ფრჩხილის ნაოჭების, ფრჩხილის ძირისა და მატრიცისაგან.
ფრჩხილის სარეცელი წარმოდგენილია შემაერთებელი ქსოვილითა და ეპიდერმისის
ჩანასახოვანი შრით. მასზე მოთავსებულია ფრჩხილის ფირფიტა, რომელიც
ეპიდერმისის გარქოვანებული ნაწილია. სარეცლის კიდეებს ზემოდან ფარავს კანის
ნაოჭები - ფრჩხილის ლილვაკები. ფრჩხილის სარეცელის ეპითელის იმ უბანს,
რომელიც მოქცეულია ფრჩხილის ფესვის ქვეშ, მატრიცა ეწოდება. მატრიცა არის
ფესვის ზრდის ადგილი. ფრჩხილის ფირფიტის რქოვანი ნივთიერების
განუწყვეტელი წარმოქმნა განაპირობებს ფრჩხილის განახლებას, რაც ადამიანში
დაახლოებით 200 დღის განმავლობაში ხდება.

5. საკუთრივ შემაერთებელი ქსოვილის ზოგადი დახასიათება.


98
6. სისხლი, როგორც ქსოვილი. სისხლის მნიშვნელობა. სისხლის პლაზმა
68 69
7. სისხლის ფორმიანი ელემენტები. მათი აგებულება და ციტო–ფიზიოლოგიური
დახასიათება. ლეიკოციტების სხვადასხვა სახის მორფო – ფუნქციური დახასიათება.
ლიმფოციტები, მათი სახეები (T და B ლიმფოციტები).
8. ფაშარი შემაერთებელი ქსოვილი. უჯრედული შემადგენლობა. ბოჭკოები და ძირითადი
ნივთიერება.

9. მკვრივი შემაერთებელი ქსოვილები, კლასიფიკაცია. აგებულების თავისებურებანი.


10. შემაერთებელი ქსოვილის სპეციალიზებული სახეები.
11. ხრტილოვანი ქსოვილი. უჯრედული შემადგენლობა. უჯრედშორისი ნივთიერების
თავისებურებანი. ხრტილოვანი ქსოვილის ზრდა.
12. ტლანქბოჭკოვანი და ფირფიტოვანი ძვლის აგებულება. ძვლოვანი ფირფიტა, როგორც
ფირფიტოვანი ძვლოვანი ქსოვილის მორფო–ფუნქციური ერთეული.

13. ოსტეონი – ლულისებრი ძვლის მორფოფუნქციური ერთეული.


14. კუნთოვანი ქსოვილი. განივზოლიანი კუნთოვანი ქსოვილი. ჩონჩხის განივზოლიანი
კუნთოვანი ბოჭკოს აგებულება.
15. გლუვი კუნთოვანი ქსოვილი. ლოკალიზაცია, აგებულება. ფუნქციური თავისებურება
16. გულის განივზოლიანი კუნთოვანი ქსოვილის აგებულების თავისებურება.
17. ნერვული ქსოვილი, ზოგადი დახასიათება. ნეიროციტების მორფო – ფუნქციური
კლასიფიკაცია.
18. ნეიროგლია, კლასიფიკაცია, აგებულება, ნერვული ბოჭკოები.

You might also like