You are on page 1of 7

ანატომია

ორგანიზმის ყველაზე დიდი ორგანოა კანი

3 შრისგან შედგება: ეპიდერმისი, დერმა და ჰიპოდერმა

ეპიდერმისი შედგება 5 შრისგან: ბაზალური(ეპიდერმისი ამ შრიდან ახლდება ), წვეტიანი ,


მარცვლოვანი, პრიალა(მხოლოდ ხელის და ფეხის გულებზე) და რქოვანა.

ეპიდერმისის ძირითად უჯრედებს ჰქვია კერატინოციტები (95%).

ასევე გვხვდება მელანოციტები(პიგმეტური), მერკელი და ლანგერჰანსი (იმუნური


მეთვალყურეობა).

ბაზალური უჯრედები მრავლდებიან მიიწევენ ზევით, ბირთვს კარგავენ , ივსებიან


კერატინით და ზედა შრე არის მკვდარი გარქოვანებული უჯრედების შრე .

ეს გადადგილების და აქერცვლის ციკლი მოიცავს საშუალოდ 28 დღეს(ფიზიოლოგიურად


აქერცვლას ვერ ვხედავთ)

არის დაავადებები როცა მიტოზი დაჩქარებულია და 28 დღიდან შეიძლება 3 დღემდე


შემცირდეს(ბალთოვანი ფსორიაზი - წარმოიქმნება ქერცლიანი პაპულები და
ბალთები(იმუნური სისტემის დარღვევის გამო მიტოზის ფაზა გამოდის რეგულაციიდან )).

ეპიდერმისში არის მელანოციტები ბაზალურ შრეში(10 კერატინოციტზე 1 მელანოციტი );


მელანოციტის რაოდენობა თანაბარია სხვადასხვა რასაში, პიგმენტის წარმოებით
განსხვავდება მარტო.

ლანგერჰანსის უჯრედები - დაყოვნებული ტიპის რეაქციებში იღებს


მონაწილეობას(კონტაქტური დერმატიტის დროს); დაუყოვნებელი ტიპის დროს პოხიერი
უჯრედები(დერმაშია) იღებს მონაწილეობას.

დერმა - შედგება პაპილარული და რეტიკულური დერმისგან.

ფუნქციები
თერმორეგულაცია, დ ვიტამინის წარმოქმნა, მექანიკური ბიოლოგიური ქიმიური
აგენტებისგან დაცვა, მგრძნობელობა, იმუნური როლი.

კანში მიდმინარე პათოლოგიური პროცესები


აკანთოზი - ეპიდერმისის მორჩოვანი შრის გასქელება(ფსორიაზი, მეჭეჭოვანი
ტუბერკულოზი)

აკანთოლიზი - კანის და ლორწოვანი გარსის ეპიდერმულ უჯრედებს შორის კავშირის


დაკარგვა; ჩნდება ნახეთქები, ბუშტუკები, ბუშტები(მეორეული - ჰერპესი , იმპეტიგო )

ჰიპერკერატოზი - ეპიდერმისის რქოვანას გასქელება(ფსორიაზი )

ბალონური დისტროფია - სეროზული ექსუდატის შემცველი ბუშტები(შემომსალტველი


სირსველი)

დისკერატოზი - კერატინოციტების ადრეული არათანაბარი გარქოვანება (კონტაგიოზური


მოლუსკი)

პარაკერატოზი - არასრული გარქოვანება; რქოვანა შრის გასქელება და მასში ბირთვების


არსებობა(ფსორიაზი, ეგზემა, ატოპიური დერმატიტი)

ცანკის აკანტოლიზური უჯრედები(პემფიგუსი)

მორფოლოგიური ელემენტები
ანთებითი პროცესის შედეგად ვითარდება და მას იწვევს მიკრობული ორგანიზმები ,
არაინფექციური აგენტებისგან და ა.შ.

ანთებაში არის ალტერაცია(დაზიანება), ექსუდაცია(სისხლძარღვოვანი ელემენტები ) და


პროლიფერაცია(უჯრედული ელემენტების გამრავლება).

პირველადი მორფოლოგიურ ელემენტები(8 ძირითადი)

1. ლაქა(macula)

მაკულა არის 1სმ-მდე ზომის ლაქა; ლაქა პალპაციით არ შეიგრძნობა ; შეცვლილი არის
კანის ფერი ლაქის დროს; 1სმ-ზე ზევით ფეჩ(patch); მაგალითად ვიტილიგოს დროს თეთრი
ლაქები;

ლაქა შეიძლება იყოს სისხლძარღვოვანი ან პიგმენტის ცვლილებით გამოწვეული ;

სისხლძარღვოვანი იყოფა ანთებად და არაანთებად;

ანთებათი ტიპის ლაქებია: როზეოლები(2-3მმ მცირე ზომის ვარდისფერი


ლაქები(სიფილისის მეორე ხანა, პარტახტიანი ტიფი)); 1სმ-ზე ზევით - ერითემა; როცა
დიასკოპიას ვაწარმოებთ ანთებითის დროს სასაგნე მინით დაწოლისას უფერულდება ,
ხელის აშვების შემდეგ უბრუნდება ფერს;

ერითროდერმია - ერითემების გაერთიანება კანის დიდ ფართობზე ; ვითარდება


სხვადასხვა დერმატოზების დროს, მაგ.:ფსორიაზის დროს;

არაანთებითი ლაქებია სისხლჩაქცევები და ჰემორაგიები : პეტექია (წერტილოვანი


სისხლჩაქცევა); პურპურა(უფრო დიდი ზომის)(შეიძლება იყოს პალპირებადი და
არაპალპირებადი)(პირველადი ელემენტია ვასკულიტების დროს); ექკიმოზი (დიდი ზომის
სიხლჩაქცევა)(შეიძლება ხელის გულის ხელაც კი იყოს); დიასკოპიის დროს არ აქრება
ესენი;

პიგმენტური შეიძლება პიგმენტის შემცირების , გაქრობის გამო იყოს (ვიტილიგო ) ან


პიგმენტის დაგროვებით(მელანოციტური ნევუსის ბრტყელი ფორმა , ქლოაზმა მელაზმა ;
ორსულობისას ესრტროგენი რო იმატებს ხშირია ასეთი ლაქების გაჩენა ).

თეთრი ლაქა: ვიტილიგო, ნაირფერი პიტირიაზი, თეთრი პიტირიაზი, სკლეროდერმია .

ვარდისფერი ლაქა: ნაირფერი პიტირიაზი, ტოქსიდერმია , სიფილისის მეორე ხანის დროს


როზეოლური ლაქები.

მყარი ღრუს არეშე მორფოლოგიური ელემენტები: პაპულა, ხორკლი,


ნოდუსი(პალპირებადი, ანთების პროლიფერაციული სტადიის )

2. კვანძი(papula)

1 სმ-მდე ზომის კვანძოვან წარმონაქმს ეწოდება პაპულა;

პაპულა შეიძლება იყოს: ეპიდერმული, დერმული და დერმულ-ეპიდერმული წარმოშობის ;

პაპულები ახასიათებს ფსორიაზს, წითელ ბრტყელ ლიქენს(პოლიგონალური მოიისფერო


პაპულები მბრწყინავი ზედაპირით);

ბალთა - იქმნება პაპულების გაერთიანებით; ბრყელი ზედაპირი აქვს ; ახასიათებს


მაგალითად ფსორიაზს, წითელ ბრტყელ ლიქენს;
3.ხორკლი(tuberculum)

შეიძლება პაპულა და ხორკლი ერთი ზომის იყოს, მარა ხორკლი მდებარეობს დერმაში ,
შემდეგ წყლულდება და ტოვებს ნაწიბურს.

ხორკლი ახასიათებს ტუბერკულოზს, კეთრი, ლეიშმანიოზი, სიფილისის მესამე ხანა ;

4.კვანძი(nodus)

პაპულაზე დიდი ზომის; უფრო ღრმა განლაგება(შეიძლება იყოს დერმაში ან


ჰიპოდერმაში);

ღრუიანი ექსუდაციური ელემენტები: ბუშტუკი, პუსტულა, ბუშტი

5. ბუშტუკი(vesicula)

1სმ-მდე ზომის; გვხვდება ჩუტყავილას; მარტივი ჰერპესის დროს;

6. ბუშტი (bullae)

1სმ-ზე ზევით; ბულოზური დერმატოზია მაგალითად პემფიგუსი , ჰერპესიფორმული


დერმატიტი;

7.ჩირქმბადი(pustula)

ჩირქოვანი შემადგენლობა; გვხვდება პიოდერმიების დროს ; მისი ნაირსახეობაა


ფლიქტენა ყვითელი შიგთავსით

8. ბებერა(urtica)

ბალიშისებური გარდამავალი წამოწეული ელემენტი ; გვხვდება ჭინჭრის ციების დროს ;


ახასიათებს ძლიერი ქავილი და ნაქავები არ რჩება;

მეორადი მორფოლოგიური ელემენტები

1. დისქრომიები(პიგმენტაცია, დეპიგმენტაციები)

მაგალითად ანთებითი დერმატოზის უკუგანვითარებისას; მაგალითად ფსორიაზული


ბალთის უკუგანვითარებისას დეპიგმენტური ლაქა რჩება ; დისქრომიები ხშირ შემთხვევაში
დროთა განმავლობაში უთანაბრდება ჩვეულებრივ კანის ფერს;

2. ქერცლი(squama)
არსებობს მაგალითად პაპულო-სქუამოზური დერმატოზები;

3. ქერქი(crust)

ღრუიანი ელემეტების გასკდომის და შემდეგ გაშრობის შედეგად წარმოიქმნება ;


შიგთავსის გამონაშრობის მიხედვით არსებობს ჰემორაგიული , მოყვითალო
თაფლისფერი(პიოდერმიების დროს).

4.ეროზია

არის ეპიდერმისის დაზიანება; კიდეები და ფსკერი ერთ დონეზე ;

5.წყლული

ეპიდერმისის და დერმის დაზიანება; კიდეები უფრო ზევით ვიდრე ფსკერი ;

6. ექსკორიაცია

ნაფხაჭნები ქავილის შედეგად; შეიძლება ქერქებით იყოს დაფარული ;

7. ნახეთქი(fissura)

ხაზოვანი დეფექტი; შეიძლება დაზიანება დერმის დონეზეც იყოს ჩასული ;

8. ლიქენიფიკაცია

კანის სურათი გაძლიერებულია და კანი გასქელებულია;

9. ვეგეტაციები

პაპილარული დერმის გაძლიერებული გაღრმავება ხდება; მიჯრით ყვავილოვანი


კომბოსტოს მსგავსი პაპულები წარმოიქმნება; დამახასიათებელია გრანულაციური
ანთების შემდგომ; ჰიპერპლაზიური ელემენტებია;

10. ნაწიბური

არის ატროფიული დაჰიპერტროფიული;

გამონაყარის ტიპები
ფორმა

ნუმულარული - მრგვალი ერთგვაროვანი - ნუმულარული დერმატიტი

ანულარული - ბეჭდის ფორმის - ტინეა კორპორის

ოვალური - ოვალური ერთგვაროვანი - ვარდისფერი პიტირიაზი

რკალისებური - რკალის ფორმის - ერითემა მულტიფორმე


სამიზნისებური - სამიზნის ფორმის - ერითემა მულტიფორმე

ლოკალიზაცია

შეჯგუფებული - მარტივი ჰერპესი

იზოლირებული - მილიარია

ხაზოვანი - დერმატიტი

დერმატომული - ჰერპეს ზოსტერი

ბადისებრი - ვასკულიტი

სიმეტრიული - წამლის გამონაყარი

ფოტოდისტრიბუციული - ფოტოტოქსიკური წამლის გამონაყარი

დიაგნოსტიკა
1.დათვალიერება კანის

განათება კარგი უნდა იყოს; მთლიანად უნდა დავათვალიეროთ პაციენტი ;

2.ანაფხეკის მიკროსკოპული დათვალიერება

ვნახოთ სოკო და მიცელიუმები, მუნის ტკიპა; KOH-ით მუშავდება როცა სოკოს შემოწმება
გვინდა; მუნის ტკიპის დროს კედრის ზეთს ვასხამთ;

3. ჰისტომორფოლოგიური ანალიზი

განსაკუთრებით პანჩ ბიოფსია(არის კიდე ჩვეულებრივი ექსციზია ნოვოკაინით და


სამართებლით მოჭრა); გამოიყენება რთული სადიაგნოზო დერმატოზების დიფ .
დიაგნოზისთვის;

4. დიასკოპია

სასაგნე მინის ზეწოლა; ანთებითი და არაანთებითი ლაქის განსხვავება ; ხორკლის დროს


ვაშლის ჟელეს სიმპტომი;

5. ვუდის ნათურა

მიკროსპორიის დროს მწვანედ ანათებს; დერმატოზების დროს სხვადასხვა ფერის ნათება ;

6. ტრიქოგრამა

თმის ზრდის ფაზები ანაგენი, ტელოგენი, კატაგენის და თმის ცვენის ტიპის განსაზღვრა ;

7.დერმატოსკოპია
კანის მიკროსკოპია; კანცერების და პრეკანცერების დიაგნოსტიკა (მელანომას ადრეული
სტადია); ანთებითი ტიპის დერმატოზების დროსაც;

8.კანის ალერგიული ტესტები

კალიუმის იოდიდის სინჯი(იადასონის სინჯი) დიურინგის ჰერპესიფორმული დერმატიტის


დიაგნოსტიკისთვის;

ნიკოლსკის ფენომენი ნამდვილი ბუშტოვანის და სხვა დერმატოზის დიაგნოსტიკისთვის

კებნერის ფენომენი(იზომორფული რეაქცია) დაავადების სტადიის დასადგენად

მკურნალობა
დალაგებულია მშრალიდან სველი პათოლოგიის მკურნალობისკენ

მალამო - 80% ზეთი 20% წყალი - ატოპიური დერმატიტი, ფსორიაზი

კრემი - 50% ზეთი 50% წყალი - დერმატიტების დროს ცხელ ნესტიან კლიმატში

ლოსიონი - კრემისებური მეტი წყლით - დამატენიანებლები, მზისგან დამცავები

გელი - გამჭვირვალე ბაზა - თმის მქონე არეებისთვის

ხსნარი - გამჭვირვალე წყლის ან ალკოჰოლისს შემცველი, სწრაფად აქროლებადი -


სკალპის დერმატოზები

ფხვნილი - გამამშრალებელი - სველად მიმდინარე პროცესების დროს

კანის და ლორწოვანის განსხვავება


ლორწოვანში მარტო ბაზალური და წვეტოვანი შრეა.

You might also like