You are on page 1of 14

სამედიცინო მიკრობიოლოგია

ზოონოზური ინფექციები
(ჯილეხი, ბრუცელოზი, ტულარემია)

კავკასიის საერთაშორისო
უნივერსიტეტი
შორენა ხარებავა
ზოონოზური ინფექციები
გვარი Brucella
• იწვევს ბრუცელოზს - მწვავე ან ქრონიკული ანთროპოზოონოზურ დაავადებას, რომელიც ხასიათდება
ინტოქსიკაციით, უმეტესად საყრდენ-მამოძრავებლი აპარატის, ნერვული, გულსისხლძარღვთა,
შარდსასქესო და სხვა ორგანოების დაზიანებით. ბრუცელების გვარი მოიცავს შემდეგ სახეობებს: B.
melitensis, B.abortus, B.ovius, B.canis. ამ გვარს სახელწოდება მიენიჭა დ. ბრუსის საპატივცემულოდ, მან 1886
წელს ბრუცელოზის გამომწვევი აღმოაჩინა.
• მორფოლოგია - წვრილი, გრამუარყოფითი, ბურთისებრი, ოვალური ან ჩხირისებრი ფორმის ბაქტერიები.
სპორას არ წარმოქმნიან, უძრავი.
• კულტურალური ნიშნები - აერობები. მარტივ საკვებ ნიადაგებზე არ იზრდებიან, ესაჭიროებათ შრატიან-
დექსტროზიანი და სისხლიანი აგარი. ინკუბაცია ესაჭიროებათ 3 კვირის განმავლობაში. ტემპერატურული
ოპტიმუმია 37 0 C.
• ბიოქიმიური აქტივობა - ძალიან დაბალი აქვთ. კატალაზა და ოქსიდაზა დადებითებია. ნიტრატებს
აღადგენენ ნიტრიტებამდე.
• ანტიგენური სტრუქტურა - რთული აქვთ. აქვთ O და K ანტიგენები.
• პათოგენობის ფაქტორები - ბრუცელები ადამიანის და სხვა ძუძიმწოვრების უჯრედშიდა პარაზიტებია.
მაღალი ინვაზიური უნარით. წარმოქმნიან აგრესიის ფაქტორს ჰიალურონიდაზას. პათოგენობის ძირითადი
ფაქტორია ენდოტოქსინი და კაფსულა.
ზოონოზური ინფექციები
გვარი Brucella
• ეპიდემიოლოგია - ბუნებაში გამომწვევის რეზერვუარია სოფლის მეურნეობის და შინაური ცხოველები -
მსხვილი და წვრილი რქოსანი ცხოველები, ღორები, იშვიათად - ირმები, ცხენები, ძაღლები, კატები.
ინფექციის წყარო დაავადებული ცხოველია. მსხვილი რქოსანი ცხოველების ბრუცელოზის გამომწვევია
B. abortus, წვრილი რქოსანი ცხოველების - B.melitensis, ღორების - B. suis , ირმების - B neotome ,
ძაღლების - B. Canis, ცხენების - B.ovis. უფრო მეტი ეტიოლოგიური მნიშვნელობა პირველ სამს აქვს.
დაავადებული ადამიანი დასნებოვნების წყაროს არ წარმოადგენს . ადამიანი ძირითადა ფეკალუ-
ორალური (ახალი ყველი, რძის პროდუქტი, ხორცი და ა.შ) და ცხოველების მოვლის დროს კონტაქტური
გზით ავადდებიან. ადამიანის მიმღებლობა ბრუცელასადმი მაღალია. ბაქტერიების სახეობის მიხედვით
დაავადება ან სპორადიული ხასიათისაა ან ცალკეული აფეთქებების სახით გამოვლინდება.
• პათოგენეზი - ორგანიზმში კანიდან ან ლორწოვანი გარსებით აღწევენ და ლიმფური გზებით
ვრცელდებიან, ზოგჯერ დიდდება რეგიონალური ლიმფური კვანძები. გამომწვევის შემდგომი ბედი
დამოკიდებულია რიგ ფაქტორებზე, როგორიცაა: ვირულენტობა, მაინფიცირებელი დოზის სიდიდე,
ორგანიზმის რეაქტიულობა. ბრუცელოზის არდეულ პერიოდში სისხლძარღვების და პარენქიმული
ორგანოების ცვლილებების მიზეზი ტოქსიკური ზემოქმედებაა. სისხლის ნაკადიდან ბრუცელები
ანთების კერაში, ლიმფურ კვანძებში, ელენთაში და ძვლის ტვინში ილექებიან. გამწვავების დროს
ხელახლა მრავლდებიან , ხვდებიან სისხლის ნაკადში და გენერალიზაციის განმეორებით ტალღებს
იძლევიან.
ზოონოზური ინფექციები
გვარი Brucella
• კლინიკა - ინკუბაციის პერიოდი 1 – 3 კვირაა, შესაძლებელია რამოდენიმე თვემდე
გახანგრძლივების. დაავადება თანდათანობით იწყება, ზოგჯერ - მწვავედ მიმდინარეობს
ხანგრძლივი ცხელებით, შემცივნებით, ოფლიანობით, სახსრების და კუნთების ტკივილით,
გულსისხლძარღვთა , ნერვული, შარდსასქესო სისტემის, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის
დაზიანების სიმპტომებით და ა.შ. განარჩევენ მწვავე (3 თვემდე ხანგრძლივობის), ქვემწვავე (6
თვემდე), ქრონიკული (6 თვეზე მეტი ხანგრძლივობის) და ლეტალურ ბრუცელოზს,
ქრონიკული ბრუცელოზის დროს შესაძლებელია კომპენსაციური, სუბკომპესაციური და
დეკომპენსდაციური მდგომარეობები.
• იმუნიტეტი - უჯრედულ-ჰუმორალურია, არასტაბილური, გამოჯანმრთელების შემდეგ
იმუნიტეტი ქრება და შესაძლებელია განმეორებითი დაავადება.
• მკურნალობა - ბაქტერიემიის დროს ფართო სპექტრის ანტიბიოტიკებს ნიშნავენ, გარდა ამისა
იყენებენ იმუნოთერაპიას მკვდარი ვაქცინით და ბრუცელინით, მწვავე და რეციდიული
ფორმების დროს ბრუცელინურ იმუნოგლობულინს იყენებენ.
ზოონოზური ინფექციები
გვარი Brucella
ზოონოზური ინფექციები
გვარი Francisella
• Francisella tularensis იწვევს ტულარემიას, რომელიც ადამიანის და ცხოველის მწვავე ან
ქრონიკული სისტემური ბუნებრივ-კეროვანი დაავადებაა, ხასიათდება ცხელებით,
ინტოქსიკაციით და ლიმფური კვანძების დაზიანებით .
• Francisella tularensis პირველად 1911 წელს ტულარეში (ადგილი კალიფორნიაში) გ. მაკ-კოიმ და
ხ. ჩეპინმა აღმოაცინეს, დეტალურად შეისწავლა ე. ფრენსისმა. ანტიგენური სტრუქტურით და
ვირულენტობობით ერთმანეთისგან განსხვავებულ 3 ქვესახეობას განარჩევენ:
• 1. პოლარქტიკული, რომელიც ბავრცელებულია ევროპაში, აზიაში და ჩრდილოეთ ამერიკაში,
ზომიერად პათოგენური.
• 2. შუა აზიური, შუა აზიის მდინარეების დაბლობში გავრცელებული. ზომიერად პათოგენური
• 3. ნეოარქტიკული ანუ ამერიკული, ჩრდილოეთ ამერიკაში გავრცელებული. ძალიან
პათოგენური.
• პოლარქტიკული ქვესახეობა იყოფა ბიოვარებად: იაპონური - გავრცელებულია აიპონიის
კუნძულებზე; ერითრომიცინმგრძნობიარე - გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, ჩრდილოეთ
ამერიკაში და მაკროლიდებისადმი მგრძნობიარე - გავრცელებულია აღმოსავლეთ ევროპასა და
დასავლეთ ციმბირში.
ზოონოზური ინფექციები
გვარი Francisella
• მორფოლოგია - ძალიან წვრილი 0,3-0,5 მკმ პოლიმორფული გრმაუარყოფითი ჩხირებია,
სპორას არ წარმოქმნიან, უძრავი, შეუძლია კაფსულის წარმოქმნა.
• კულტურალური ნიშნები - ფაკულტატური ანაერობებია, კვერცხის გულიან ან სისხლიან და
ცისტეინ დამატებულ ნიადაგებზე იზრდებიან. ტემპერატურული ოპტიმუმია 37-38 O C.
• ბიოქიმიური აქტივობა - ძალიან დაბალი აქვთ. ახდენენ გლუკოზის და მალტოზის
ფერმენტაციას. წარმოქმნიან გოგირდწყალბადს.
• ანტიგენური სტრუქტურა - სომატურ O და ზედაპირულ Vi ანტიგენებს შეიცავს. ანტიგენური
სიახლოვე აქვს ბრუცელებთან. R ფორმაში გარდაქმნისას Vi ანტიგენს და მასთან ერთად
ვირულენტურობას და იმუნოგენურობას კარგავს.
• პათოგენობის ფაქტორი - კანის გზით დასნებოვნებისას ნეოარქტიკული ქვესახეობა
ადამიანისთვის ძალიან პათოგენურია, პოლარქტიკული და შუა აზიური ქვესასეობები-
ზომიერად პათოგენური. პათოგენური თვისებები დაკავშირებულია გარსის ანტიგენურ
კომპლექსთან და ენდოტოქსინთან.
• ეკოლოგიური ნიშა - ბუნებრივ პირობებში გამომწვევის რეზერვუარს ველური ცხოველები
(დაახლოებით 50 სახეობის) წარმოადგენენ. ძირითადად წვრილი მღრღნელები და
კურდღლები. შინაური ცხოველებიდან - ცხვრები, ღორები, მსხვილი რქოსანი საქონელი.
ზოონოზური ინფექციები
გვარი Francisella
ზოონოზური ინფექციები
გვარი Francisella
• ეპიდემიოლოგია - ბუნებრივ პირობებში ინფექციის წყაროს წარმოადგენენ წვრილი მღრღნელები.
ბუნებრივი კერების ადგილებში ტულარემიით შესაძლოა ცხვრები, ღორები, მსხვილი რქოსანი საქონელი
დასნებოვნდეს. გადაცემა უფრო ხშირად სისხლისმწოველი ფეხსახსრიანებით- რწყილებით, კოღოებით
ხდება. ადამიანი- კონტაქტური, ალიმენტური, აეროზოლური გზებით სნებოვნდება.
• პათოგენეზი - ადამიანის ორგანიზმში კანიდან, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, თვალის და სასუნთქი გზების
ლორწოვანიდან ხვდება. პათოგენეზში წამყვანი როლი გამომწვევის ლიმფოგენური გავრცელების ფაზას
აქვს. მიკრობი და მისი ტოქსინი აღწევს სისხლში და იწვევს ბაქტერიემიას და პროცესის გენერალიზებას-
მეტასტაზირებას და მეორადი ტულარემიული ბუბონის განვითარებას.
• იმუნიტეტი - დაავადების გადატანის შერმდეგ ყალიბდება მდგრადი იმუნიტეტი, ზოგჯერ მთელი
სიცოცხლის განმავლობაში.
• კლინიკა - ინკუბაციური პერიოდი რამოდენიმე საათიდან 3 კვირამდე გრძელდება, საშუალოდ 3 – 7 დღე.
დაავადება იწყება მწვავედ სხეულის ტემპერატურის მკვეთრი მატებით, ვითარდება შემცივნება, ძლიერი
თავის ტკივილი, ინტოქსიკაცია. განარჩევენ ბუბონურ, წყლულოვან-ბუბონურ, აბდომინალურ, ფილტვის
და გენერალიზებულ (სეპტიურ) კლინიკურ ფორმებს. დაავადება ხანგრძლივად მიმდინარეობს,
დაახლოებით 1 თვე. ლაბორატორიული კვლევა მხოლოდ რეჟიმულ ლაბორატორიებში მიმდინარეობს.
• მკურნალობა - გამოიყენაბა სტრეპტომიცინის და ტეტრაციკლინის ჯგუფის პრეპარატები.
გახანგრძლივებული ფორმის დროს გამოიყენება კომბინირებული ანტიბიოტიკო და ვაქცინოთერაპია.
ზოონოზური ინფექციები
გვარი Bacillus
• ჯილეხი (ციმბირის წყლული, ავთვისებიანი კარბუნკული) მწვავე ანთროპოზოონოზური
ინფექცია, რომელსაც იწვევს Bacillus anthracis. ხასიათდება მძიმე ინტოქსიკაციით, კანის,
ლიმფური კვანძების, სხვა ორგანოების დაზიანებით და მაღალი ლეტალობით. გამომწვევი
პირველად 1876 წელს აღმოაჩინა რ. კოხმა
• მორფოლოგია - მსხვილი, 5 – 10 * 1 – 2 მკმ ზომის წაკვეთილი ბოლოებით გრამდადებითი
ჩხირებია. ბოლოებში შემსხვილებულები არიან, უძრავი. წარმოქმნიან სპორას და კაფსულას.
სპორას ცენტრალური მდებარეობა აქვს.
ზოონოზური ინფექციები
გვარი Bacillus

• კულტურალური თვისებები - აერობებია. იზრდებიან მარტივ საკვებ ნიადაგებზე. ზრდის


ტემპერატურული დიაპაზონია 12 – 45 C0 . ოპტიმალური ტემპერატურაა 35 – 37 0C
• ბიოქიმური აქტივობა - საკმაოდ მაღალი აქტივობა აქვთ. მჟავის წარმოქმნით აფერმენტებენ
გლუკოზას, ფრუქტოზას, მალტოზას, სახამებელს. აქვთ სუსტი ჰემოლიზური, ლეციტინაზური
და ფოსფატაზური აქტივობა.
• ანტიგენური სტრუქტურა - გვაროვნულ სომატურ პოლისაქარიდულ ანტიგენს და სახეობრივ
ცილოვან კაფსულის ანტიგენს შეიცავენ. წარმოქმნიან ცილოვან ეგზოტოქსინს, რომელსაც
ანრტიგენური თვისებები გააჩნია. კაფსულის ანტიგენები და ეგზოტოქსინი კოდირდება
პლაზმიდებით.

 კაფსულის ანტიგენები პოლიპეპტიდებია D გლუტამინის მჟავის მოლეკულასთან


შეკავშირებული. ამ ანტიგენის მიხედვით მხოლოდ ერთი სეროვარია გამოყოფილი.
 სომატური ანტიგენი უჯრედის კედლის პოლისაქარიდებითაა წარმოდგენილი

 ჯილეხის ეგზოტოქსინს რთული სტრუქტურა აქვს და შეიცავს პროტექტულ ანტიგენს.


ზოონოზური ინფექციები
გვარი Bacillus

• პათოგენობის ფაქტორები - პათოგენურია ადამიანის და მრავალი სახეობის ცხოველისათვის (მსხვილი და


წვრილი რქოსანი საქონელი, ცხენები, ღორები, ველური ცხოველები). მიმღებ ორგანიზმში ვირულენტური
შტამები დიდი რაოდენობით ასინთეზირებენ კაფსულის ნივთიერებას, რომელსაც ანტიფაგოციტური აქტივობა
გააჩნია და რთული ეგზოტოქსინია.. შედგება შეშუპების გამომწვევისგან (ადენილატციკლაზის ეფექტს ავლენს),
პროტექტული და ლეტალური კომპონენტებისაგან (ავლენს ციტოტოქსიურ ეფექტს და ფილტვის შეშუპებას
იწვევს).
• ეკოლოგიური ნიშა - მსხვილი რქოსანი საქონელი, ცხვარი, თხა, ცხენი, კამეჩი, აქლემი და ღორები.
• ეპიდემიოლოგია - ჯილეხი ყველგან არის გავრცელებული, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც
მეცხოველეობის მეურნეობაა განვითარებული. ინფექციის წყარო დაავადებული ცხოველია. რეზერვუარი -
ნიადაგი. ადამიანი ბიოლოგიური ჩიხია . გადაცემის ძირითადი გზა კონტაქტურია, იშვიათად ალიმენტარული.
• პათოგენეზი - ჯილეხის დროს შეჭრის ჭიშკარს უმტავრესად დაზიანებული კანი წარმოადგენს., იშვიათად
სასუნთქი და კუჭნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი. პათოგენეზს საფუძვლად უდევს ეგზოტოქსინის მოქმედება.
ის იწვევს ცილების კოაგულაციას, ქსოვილების შეშუპებას, ტოქსიურ-სეპტიური შოკის განვითარებას. შეჭრის
ადგილას ვითარდება ჯილეხის კარბუნკული, კერის ცენტრებში კანი ნეკროზდება მუქი შავი ქერქით. შეჭრის
ადგილიდან გამომწვევი მაკროფაგებით რეგიონალურ ლიმფურ კვანძებში ხვდება, ვითარდება ანთება
ბარიერული ფუნქციის დარღვევის გარეშე, რის გამოც პროცესის გენერალიოზება არ ხდება, ან ხდება
შედარებით გვიან. . ჯილეხის ბაცილების სპორების შემცველი მტვრის ნაწილაკების ჩასუნთქვისას სასუნთქი
გზების ლორწოვანიდან მაკროფაგები გამომწვევს მიიტაცებენ და მიიტანენ ტრაქეობრონქულ ლიმფურ
კვანძებში, სადაც ვითარდება ანთება, რომელსაც ტოტალური ნეკროზი და გენერალიზაცია ახლავს
ჰემატოგენური გზით.
ზოონოზური ინფექციები
გვარი Bacillus

• კლინიკა - ინკუბაციური პერიოდი რამოდენიმე საათიდან 12 დღემდეა. საშუალოდ 2 - 3 დღე.


განარჩევენ კანის, ფილტვის და ნაწლავურ კლინიკურ ფორმებს. გენერალიზებული ფორმა
100%-ში ლეტალურად მთავრდება. კანის ფორმის დროს ლეტალობა დაახლოებით 5 %.
• იმუნიტეტი - დაავადების გადატანის შემდგომ ყალიბდება მყარი უჯრედულ-ჰუმორული
იმუნიტეტი.
• მკურნალობა - მკურნალობისთვის იყენებენ პენიცილინის ან ტეტრაციკლინის ჯგუფის
ანტიბიოტიკებს და ჯილეხურ იმუნოგლობულინს.
გამოყენებული ლიტერატურა

• სამედიცინო მირობიოლოგია (დარეჯან ჩიკვილაძე,


დარეჯან მეტრეველი 2016წ) გვ: 301-304; 277-282.

• სამედიცინო მიკრობიოლოგია (გიორგი გოგიჩაძე


2014 წ.) გვ: 222-224; 208-210-211

You might also like