You are on page 1of 12

პიკორნავირუსების ოჯახი შეიცავს ყველაზე უფრო მარტივად

ორგანიზებულ ვირუსებს, რომელთაგან ბევრი ადამიანისათვის


პათოგენურია. ოჯახში-Picornaviridae
გაერთიანებულია 9 გვარი
Enterovitus,Rinovirus,Cardiovirus,Aphthovirus,Hepatovirus,Parechoviru
s, Erbovius,Kobuvirus და Teschovirus.
პიკორნავირუსები
რნმ ვირუსია, + ჯაჭვით , მას სუპერკაპსიდი არ
გააჩნია,ვირუსის დიმეტრი 30ნმ,ერთჯაჭვიანი + რნმ VPg
პროტეინით გარშემორტყმულია იკოსაედრული კაფსიდით.
კაფსიდი შედგება 12 ხუთკუთხედისაგა( პენტამერი), ხოლო
თითეული მათგანი შედგება 5 ცილოვანი სუბერთეულისაგან.
+ რნმ ინფიცირებულ უჯრედში ი-რნმ როლს თამაშობს.

სასიცოცხლო ციკლი
ვირუსების ადსორბცია უმეტესწილად ხდება უჯრედის
ლიპოპროტეინულ რეცეპტორებზე, შემდეგ კი ადგილი აქვს
ვიროპექსის , შესაძლებელია ენდოციტოზიც. კაფსიდისაგან
ვირიონის განთავისფლების შემდეგ წარმოიქმნება რნმ-ის
რეპლიკაციური ფორმა, რომელიც წარმოადგენს მატრიცას
საინფორმაციო რნმ-ს და ვირიონის რნმ-ს სინთეზისათვის.
ენტეროვირუსული ( არაპოლიომიელიტური) ინფექცია

ენტეროვირუსები
წარმოადგენს უმეტესწილად
ადამიანის კუჭ-ნაწლავში
მობინადრე ვირუსების
ჯგუფს, რომლებიც
კლინიკური
მიმდინარეობით
განსხვავებულ დაავადებებს
იწვევს.
Enterovirus-ის გვარი
აერთიანებს
პოლიომიელიტის, A და B
ეპიდემიოლოგია
ინფექციიც წყაროა დაავადებული ადამიანი ან
ვირუსმტარებელი. ინფექცია გადაეცემა ჰაერ-წვეთოვანი და
ფეკალურ- ორალური გზით.
კოქსაკის ვირუსი
Picornaviridae-ს ოჯახის და Enterovirs-ის გვარის + რნმ
ჯაჭვიანი ვირუსია.წრუწუნებისადმი პათოგენურობის
მიხედვით აღნიშნული ვირუსი იყოფა A და B ჯგუფებად.
ECHO-ს
ვირუსები
Picornaviridae-ს ოჯახს Enterovirus-ის
გვარის + რნმ ჯაჭვიანი ვირუსია.
იწვევენ მწვავე რესპირატორულ
ვირუსულ ინფექციებს, ასეპტიკურ
მენინგიტს ,პოლიომელიტისმაგვარ
დაავადებებს. ECHO-ს ვირუსული
ინფექციების ეპიდემიოლოგია
კოქსაკის ვირუსებით გამოწვეული
ინფექციების ეპიდემიოლოგიის
მსგავსია.დასნებოვნება ხდება
ფეკალურ- ორალური გზით, უფრო
იშვიათად კი ინჰალაციური გზით.
ვირუსული დიარეა
როტავირუსები
აღნიშნული გვარის სახელწოდება
დაკავშირებულია ვირიონოს
მორფოლოგიურ თავისებურებასთან.
როტავირუსების ვირიონებს გააჩნიათ
ბორბლის ფორმა , დიამეტრი 70 ნმ-საღწევს,
გარშემორტყმულია გარეთა და შიდა
კაფსიდით,რომლის შიგნით
ლოკალიზებულია ორჯაჭვიანი,
ფრაგმენტირებული რნმ. როტავირუსები
გაერთიანებულია რეოვირუსების-
Reoviridae-ს ოჯახში.
სასიცოცხლო ციკლი
ვირიონის შეჭრა ხდება ენდოციტოზის
გზითდა ლიზოსომებში ფერმენტების
საშუალებით ხდება მათი ნაწილობრივ
გახდა-სუბვირუსული ნაწილაკების
წარმოქმნა გარეთა კაფსიდის დაშლის
ხარგზე. როტავირუსების ინფექციური
სუებვირუსული ნაწილაკები იჭრებიან
უჯრედული მემბრანიდან,
ათავისუფლებენ ვირიონის შუაგულს
ციტოპლაზმაში ფერმენტები იწყებენ
ი-რნმ-ს სინთეზს.
როტავირუსებს გააჩნიათ შედარებით
მაღალი მდგრადობა გარემოს ფიზიკური
და ქიმიური ფაქტორებისადმი.
ინფექციის წყაროა ავადმყოფი ან
უსიმტომო ფორმით დაავადებული
ადამიანი. დასენიანების მექანიზმი
ფეკალურ- ორალურია. განსაკუთრებით
სახიფათონი არიან 3-5 დღის
ავადმყოფები,როდესაც ფეკალურ მასაში
გროვდება ვირუსის მაქსიმალური
რაოდენობა.
როტავირუსები მრავლდებიან
თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი
გარსის ეპითელიუმში და იწვევენ
უჯრედების მასიურ დაღუპვას.
კლინიკა
ენტეროვირუსული გასტროენტერიტი იწყება
ტემპერატურის მომატებით38-39 C. ცხელება 1
ან რამდენიმე დღე გრძელდება. განავალი
ენტერული ხასიათისაა. შეიცავს ლორწოს.
არცთუიშვიათად ზედა სასუნთქი გზების
კატარულ მოვლენებთან ერთად.

მკურნალობა
ვირუსული ეტიოლოგიის გასტროენტერიტების
მკურნალობამიზნად ისახავს წყალ-მარილოვანი
და ფერმენტული უკმარისობის კორექციას და
ორგანიზმის დეზინტოქსიკაციას. დაავადების
მძიმე ფორმების შემთხვევაში აუცილებელია
კრისტალოიდური ხსნარების შეყვანა.
პროფილაქტიკა

ამჟამად, როტავირუსის საწინააღმდეგო


ორი ვაქცინა არსებობს. ორივე
პრეკვალიფიცირებულია
ჯანმრთელობის მსოფლიო
ორგანიზაციის მიერ: როტარიქსი
(Rotarix) წარმოებული
გლაქსოსმიტკლაინის (GSK) მიერ და
როტატეკი (RotaTeq) წარმოებული
მერკის (Merck & Co) მიერ .ვაქცინის
მიღება ხდება პერორალურად (პირის
ღრუში ჩაწვეთებით). პირველ და მეორე
დოზას შორის მინიმალური
ინტერვალი უნდა იყოს 4 კვირა.
მადლობას ყურადღებისათვის!
გისურვებთ ჯანმრთელობას!

You might also like