You are on page 1of 2

ვირუსები

ვირუსი - მიკროსკოპული ნაწილაკია, არაუჯრედული ფორმა,რომელიც ობლიგატური


პარაზიტია, რაც იმას გულისხმობს, რომ მას სიცოცხლისთვის დამახასიათებელი თვისებების
შესრულება მხოლოდ ერთუჯრედიან ან მრავალუჯრედიან ორგანიზმში შეუძლია.
ვირუსების უდიდესი ნაწილი უჯრედში შეღწევისას იწვევს უჯრედში მიმდინარე
ნორმალური პროცესების დარღვევას.

ვირუსულ ნაწილაკს ვირიონი ეწოდება, რომელიც კაპსულით არის წარმოდგენილი.კაპსულა


აგებულია ცილოვანი ნივთიერებით. კაპსულაში კი მოთავსებულია დნმ ან რნმ. (გაიხსენეთ
განვლილი მასალა).

სხვადასხვა სახის ვირუსების ზომები 20ნმ-იდან 500ნმ-მდე მერყეობს. ზოგიერთი ვირუსის


ზომა 3000 ნმ-მდე აღწევს.

ვირუსების აგებულების შესწავლა მხოლოდ ელექტრუნული მიკროსოპით ხდება.

ვირუსებით უჯრედების დაინფიცირება რამდენიმე ეტაპაად იყოფა :

1. სამიზნე უჯრედთან ვირიონის დაკვშირება

2. უჯრედში შეღწევა

3. უჯრედის გადაპროგრამირება

როდესაც ვირუსი უჯრედში შეაღწევს, უჯრედი გამოიმუშავებს სპეციალურ ცილოვან


ნივთიერებებს, რომლებიც მეზობელ უჯრედებს ვირუსებისაგან იცავს.

ვირუსების გამრავლება ზოგადად სამ ძირითად ეტაპს მოიცავს.

1. დნმ-ის გაორმაგება

2. ცილების სინთეზი (წარმოქმნა)


3. ვირიონის აწყობა და უჯრედიდან გამოსვლა

ვირუსები მცენარეების, ცხოველებისა და ადამიანის მრავალი ინფექციური დაავადების


გამომწვევია. ჩვენთვის კარგად ნაცნობი გრიპის ვირუსი კლასიფიცირდება A, B და C ტიპის
ვირუსებად, მათ ხშირად ეცვლებათ გენეტიკური ინფორმაცია.

ვირუსების ერთ-ერთი ფორმაა ბაქტერიოფაგი. ისინი ბაქტერიების უჯრედებს აზიანებს,


ისინი ბაქტერიების უჯრედებში მრავლდება და ამ უჯრედის დაშლას იწვევს.

დავალება:

1. ამოიწერეთ უცხო სიტყვები ლექსიკონში

2. მოიძიეთ დამატებითი ინფორმაცია ვირუსებზე

You might also like