You are on page 1of 7

• აკაკი წერეთლის სახელმწიფო

უნივერსიტეტი
აგრარული ფაკულტეტი
პროგრამა ,,აგრონომია’’
1 კურსის 9B 113-22
სტუდენტი: ზურაბ კოჩაძე
პრეზენტაცია: ბაქტერიების ზოგადი
მორფოლოგიური დახასიათება
z

ქუთაისი
ბაქ ტერი ები:

 მიკრობებიzუდიდეს როლს თამაშობენ ეკოსისტემის მართვაში,


გავლენას ახდენს ცოცხალი ორგანიზმების სიცოცხლის
ხანგრძლივობაზე, გენების ცვალებადობაზე და მეტაბოლურ
შედეგებზე. ეკოსისტემა, როგორც ხმელეთზე, ასევე წყალში, დიდ
წილად დამოკიდებულია ბაქტერიების მოქმედებაზე. ისეთი
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ელემენტების, როგორიცაა:
ნახშირბადი, აზოტი და გოგირდი, გლობალური ფიქსაცია და
წრებრუნვა ხორციელდება ამ მიკროორგანიზმების განუწყვეტელი
მოქმედების შედეგად. მკვდარი ორგანიზმების დაშლა და საკვები
ნივთიერებების გარემოში დაბრუნება, ასევე წარმოადგენს
ბაქტერიების ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს. ბაქტერია (ძვ. ბერძნ.
βακτήριον — ჩხირი) — 0,1–10 მიკრონის სიგრძის, სფეროსებრი,
ჩხირისებრი ან სპირალისმაგვარი პროკარიოტული
ერთუჯრედიანი ორგანიზმებია, დღეისათვის აღწერილია ათი
ათასამდე ბაქტერიათა სახეობა და ვარაუდობენ, რომ მათი
რაოდენობა რამდენიმე მილიონს აღემატება.
 z
ვარაუდობენ, რომ ბაქტერები უძველესი ორგანიზმების
ჯგუფია. ნამარხი ნაშთებიდან აღებული ნიმუშების კვლევით
დასტურდება, რომ ბაქტერიების ჩვენს პლანეტაზე
არსებობდნენ ჯერ კიდევ 3.5 მილიარდი წლის წინ. მათ
შეუძლიათ იცოცხლონ ექსტრემალურ (ცხელ, ცივ,
რადიაქტიურ) პირობებში. ბაქტერიები დედამიწაზე გვხდება
ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ კლიმატურ პირობებში.
ისინი ცხოვრობენ მიწაში, ზღვებსა და ოკეანეებში. ყოველი
ერთი გრამი ნიადაგი შეიცავს დაახლოებით 40
მილიონამდე ბაქტერიას, მტკნარი წყლის ყოველი
მილილიტრი კი – მილიონამდე ბაქტერიას.
z
როგორც აღინიშნა, სხვადასხვა სახის ბაქტერიები, ყოველგვარი ზიანის
მიყენების გარეშე, ცხოვრობენ ცხოველებისა და ადამიანის კანზე, სასუნთქ
გზებში, პირის ღრუში, საჭმლის მომნელებელ, რეპროდუქციისა და
შარდგამომყოფ სისტემებში. ასეთ ბაქტერიებს უწოდებებენ რეზიდენტულ
ფლორას ან მიკრობიომს. მათგან განსხვავებით დაავადების გამომწვევ
ბაქტერიებს უწოდებენ პათოგენურებს. ასეთი ბაქტერიები გამოყოფენ მავნე
ნივთიერებებს (ტოქსინებს), რომლებიც აღწევს ქსოვილებში და იწვევს მათი
ნორმალური ფუნქციის მოშლას. ზოგიერთ ბაქტერიას შეუძლია გამოიწვიოს
ანთებითი პროცესები და ზეგავლენა მოახდინოს გულზე, ნერვულ სისტემაზე,
თირკმლებზე ან კუჭნ-ნაწლავის ტრაქტზე. ისეთი სახეობის ბაქტერია
როგორიცაა Helicobacter pylori ზრდის კიბოს განვითარების რისკს.
ბაქტერიის აგებულება
 ეუკარიოტებისგან (ბირთვიანი უჯრედები) განსხვავებით ბაქტერიებს არ გააჩნიათ ბირთვი. მათ ასევე არ
z ორგანელები (membrane-bound organelles) (გამონაკლისს წარმოადგენს რამდენიმე სახეობა).
აქვთ მემბრანული

 სურათზე წარმოდგენლია ბაქტერიული უჯრედის სქემატური გამოსახულება. ბაქტერიული უჯრედები


შემოსაზღვრულია ორი დამცავი ფენით: გარე უჯრედული კედლით და შიდა უჯრედული მემბრანით (პლაზმური
მემბრანა – სისქე ≈7 ნმ). სწორედ პლაზმური მემბრანა შემოსაზღვრავს და გარს ეკვრის ციტოპლაზმას. ის შედგება
ფოსფოლიპიდებისა (ლიპიდები-ცხიმები) და ცილებისგან. პლაზმური მემბრანით ხორციელდება ბაქტერიულ
უჯრედში წყლისა და საკვები ნივთიერების ტრანსპორტი. ზოგიერთ ბაქტერიას, ისეთებს როგორიცაა მიკოპლაზმები,
საერთოდ არ გააჩნია უჯრედული კედელი. ამასთან არსებობს ბაქტერიების ჯგუფი, რომელთაც აქვთ მესამე,
უკიდურესი გარე დამცავი ფენა, რომელსაც ეწოდება კაფსულა (ზოგიერთ სახეობის ბაქტერიას აქვს ლორწოვანი
კაფსულა)
ბაქტერიების რეპროდუქცია:
 ბაქტერიების უმრავლესობა
z მრავლდება ე.წ ბინარული გაყოფის გზით. ბინარული გაყოფა
წარმოადგენს უსქესო გამრავლების ერთ-ერთ კატეგორიას. არსობრივად ეს არის მარტივი პროცესი: უჯრედი
თავის პირვანდელ ზომასთან შედარებით ხდება ორჯერ უფრო დიდი და შემდეგ იყოფა ორ იდენტურ
ნაწილად. ბინარული გაყოფის დაწყებამდე, ბაქტერიული უჯრედი ახორციელებს გენეტიკური მასალის (დნმ)
კოპირებასა და ამ ასლების ერთმანეთისგან განცალკევებას უჯრედის ურთიერთსაპირისპირო კიდეებში. ამის
შემდეგ სხვადასხვა სახის ცილები, რომლებიც მონაწილეობენ უჯრედის გაყოფის მექანიზმში, თავს იყრიან
გაყოფის დაწყების ადგილზე. ბინარული გაყოფა შეიძლება მიმდინარეობდეს ძალიან სწრაფად. ზოგიერთი
სახის ბაქტერიას შეუძლია თავისი პოპულაციის გაორმაგება 10 წუთზე ნაკლებ დროში. ასე რომ, ერთ
ბაქტერიულ უჯრედს შეუძლია მოკლე დროში წარმოქმნას საკამოდ დიდი კოლონია.
z

მადლობა
ყურადღებისთვის!

You might also like