You are on page 1of 9

ბაქტერიების კვების მექანიზმები

კვება გულისხმობს პროცესებს - საკვები ნივთიერებების ცვლას უჯრედსა და გარემოს


შორის, მათ შეღწევას უჯრედში და გამოსვლას. კვება პირველ რიგში უზრუნველყოფს
უჯრედის გამრავლებას და მეტაბოლიზმს.
ყველაზე უფრო მნიშვნელოვან ქიმიურ ელემენტებს - ორგანოგენებს, რომელნიც
აუცილებელნი არიან ორგანული ნაერთების (საკვები ნივთიერებების) სინთეზისათვის,
როგორც ცნობილია, მიეკუთვნებიან: ჟანგბადი, ნაშირბადი, წყალბადი და აზოტი. თავის
მოთხოვნილებას წყალბადსა და ჟანგბადში ბაქტერიები ადვილად იკმაყოფილებენ წყლის
საშუალებით. უფრო რთულად არის საქმე ნახშირბადისა და აზოტის შემთხვევაში.

მიკროორგნიზმებში აღმოჩენილია კვების ტიპების დიდი მრავალფეროვნება. მათი


დახასიათებისათვის აუცილებელია ენერგიისა და ნახშირბადის წყაროს და ელექტრონების
დონორი ნივთიერების მითითება. ენერგიის წყაროზე დამოკიდებულებით
მიკროორგანიზმები იყოფიან ფოტოტროფებად (ენერგიას იღებენ ფოტოსინთეზის ხარჯზე -
მაგალითად, ციანობაქტერიები), ქემოტროფებად (ენერგიას იღებან ქიმიური, ჟანგვა-
აღდგენითი რეაქციების ხრჯზე). იმაზე დამოკიდებულებით თუ რომელი საკვებ
ნივთიერებები - ორგანული ან არაორგანული წარმოადგენს ელექტრონების დონორებს, ყველა
მიკროორგანიზმი ასევე იყოფა ორ ჯგუფად: ორგანოტროფებად - ორგანიზმები, რომლებიც
ელექტრონების დონორად იყენებენ ორგანულ ნაერთებს, ლიტოტროფებად ორგანიზმები,
რომლებიც ელექტრონების დონორად იყენებენ არაორგანულ ნაერთებს.

• ნ ახშირბადი გამოიყენება ნახშირწყლების, ცილების, ცხიმების სინთეზისათვის.


ნახშირბადი მიკრობთა მშრალი მასის 50 %-ს შეადგენს, მას იღებენ ორგანული ნაერთებიდან
• აზოტი და გოგირდი გამოიყენება ცილების სინთეზისათვის
• აზოტი და ფოსფორი გამოიყენება დნმ, რნმ და ატფ-ის სინთეზისათვის
აზოტი, მიკრობთა მშრალი მასის 14%-ს წარმაოდგენს, გოსირდი და ფოსფორი -4%-ს.
აზოტის წყაროა ცილები, ამონიუმის იონები (NH4 + ), ნიტრატები (N0 3-), ატმოსფერული აზოტი
გოგირდის წყაროა გოგირდის შემცველი ამინომჟავები, ვიტამინები, სულფატის იონები
(SO4 2-), გოგირდწყალბადი
ფოსფორის წყაროა ფოსფატის იონები (PO4 3-)

ორგანული ზრდის ფაქტორები


ძირითადი ორგანული ნაერთები, რომლებიც ორგანიზმს არ შეუძლია ასინთეზიროს,
ცნობილია როგორც ორგანული ზრდის ფაქტორები. ისინი უშუალოდ გარემოდან უნდა
მიიღონ.
• ვიტამინები
მიკრობებს თვითონ შეუძლიათ ასინთეზირონ საკუთარი ვიტამინები, იმ ბაქტერიებს კი
რომელთაც ვიტამინების სინთეზისათვის ფერმენტული აპარატი არ გააჩნია, ვიტამინები
ორგანული ზრდის ფაქტორს წარმოადგენს. (გარემოდან მზა სახით იღებენ). სხვა ორგანული
ზრდის ფაქტორები, რომლებიც საჭიროა ზოგიერთი ბაქტერიისათვის არის:
• ამინო მჟავები
• პურინები
• პირიმიდინები

ჟანგბადი
ჩვენ ზოგადად მიჩვეულები ვართ, ვსაუბრობთ მოლეკულურ ჟანგბადზე, როგორც
სიცოცხლისათვის აუცილებელ ელემენტზე (ფაქტორზე), მაგრამ სინამდვილეში (რეალურად
ზოგჯერ ის არის შხამიანი გაზი. დედამიწის ისტორიის დიდი ხნის მანძილზე ფაქტიურად
ძალიან მცირე მოლეკულური ჟანგბადი არსებობდა, სიცოცხლე დედამიწაზე შესაძლოა არც
ყოფილიყო, ჟანგბადი რომ ყოფილიყო.
ბაქტერიები ჟანგბადის მოხმარების მიხედვით
აერობული
• განვითარებისათვის საჭიროებენ ჟანგბადს
ობლიგატური აერობები
აუცილებლდ საჭიროებენ ჟანგბადს სიცოცხლისთვის
მიკროაეროფილები
ზრდისთვის საჭიროებს ჟანგბადს, მაგრამ ძალაინ მცირე კონცენტრაციით, დიდი
კონცენტრაციის ჟანგბადის შემთხვევაში წყვეტს განვითარებას
ან აერობული
• განვითარებისათვის არ საჭიროებენ ჟანგბადს
ფაკულტატური ანაერობები
შეუძლიათ გამოიყენონ ჟანგბადი (როდესაც იგი არსებობს), მაგრამ საჭიროების შემთხვევაში
არსებობას აგრძელებენ უჟანგბადო გარემოშიც. კარგად გრძნობენ თავს, როგორც უჟანგბადო,
ისე ჟანგბადიან გარემოში. მაგ: Escherichia coli
ობლიგატური ანაერობები
იზრდებიან მხოლოდ ანაერობულ გარემოში. მოლეკულარი ჟანგბადის არსებობისას
იღუპებიან
მაგ: Clostridium (ტეტანუსი და ბოტულიზმი)
აეროტოლერანტული ანაერობები
იზრდებიან მხოლოდ ანაერობულ გარემოში, მაგრამ ჟანგბადის არსებობის შემთხვევაში არ
იღუპებიან. მაგ : Lactobacillus
შემსუბუქებული დიფუზიის მსგავსად აქტიური ტრანსპორტი დამოკიდებულია
ტრანსპორტერ ცილებზე, პლაზმურ მემბრანაში, რომელიც ხასიათდება სპეციფიურობით
შესაბამის სუბსტრატებთან. აქტიური ტრანსპორტი საშუალებას აძლევს მიკრობს გადაიტანოს
ნივთიერებები პლაზმური მემბრანის გავლით მუდმივი სიჩქარით, მცირე კონცენტრაციების
შემთხვევებშიც.

ტრანსლოკაცია (ჯგუფების გდატანა) - კონცენტრაციის გრადიენტის საწინააღმდეგოდ,


ფოსფოტრანსფერაზული სისტემის მეშვეობით, ენერგიის ხარჯვით მიმდინარეობს,
ნივთიერებები (უპირტესად შაქრები) უჯრედში ხვდებიან ფოსფორილირებული სახით.

საკვები ნიადაგები

• საკვები ნივთიერება რომელიც მომზადებულია მიკროორგანიზმთა ლაბორატორიაში


გაზრდისათვის იწოდება საკვებ არედ.
• ზოგი ბაქტერია იზრდება სპეციფიკურ საკვებ არეებზე, ზოგი ნებისმიერზე, ზოგიერთი
კი არცერთ არეზე არ იზრდება გარდა ცოცხალი მედიუმისა
• საწყისი მასა მიკრობებისა რომელიც თავსდება საკვებ არეში იწოდება ინოკულუმ-ად.
ხოლო მიკრობები რომელიც მრავლდება არეზე იწოდება კულტურ-ად.
მიკრობიოლოგიაში ფართოდაა გამოიყენებული სპეციალური ტერმინები: შტამი,
კლონი, სუფთა კულტურა და სხვა. მოცემულ დროში არეზე გაზრდილი ბაქტერიას ეწოდება
კულტურა, მიკროორგანიზმების სუფთა კულტურას უწოდებენ ერთი სახეობის ბაქტერიების
პოპულაციას, რომლებიც წარმოადგენენ ერთი უჯრედის შთამომავლობას. სუფთა კულტურა
არის ხშირად კლონი, რომელიც არის უჯრედების პოპულაცია წარმოქმნილი ერთი
მშობლიური უჯრედიდან, ყველა კლონის უჯრედი უნდა იყოს იდენტური, თუმცა ზოგ
შემთხვევაში ერთი და იგივე სახეობების სუფთა კულტურა არ არის იდენტური ყოველთვის,
ყოველ ასეთ ჯგუფს ეწოდება შტამი, ანუ შტამს უწოდებენ კულტურას, რომელიც
გამოყოფილია გარკვეული წყროდან, ანდა ერთი და იგივე წყაროდან სხვადასხვა დროს. (შტამი
- მიკროორგანიზმების ერთი სახეობის სუფთა კულტურა რომელიც გამოყოფილია
განსაზღვრული ადგილიდან და განსაზღვრულ დროს). საერთოდ, შტამი სახეობასთან
შედარებით, უფრო ვიწრო ცნებაა. კოლონია - ხილული იზოლირებული სტრუქტურა მყარ
საკვებ არეზე ბაქტერიების გამრავლებისას, შეიძლება განვითარდეს ერთი ან რამოდენიმე
მშობლიური უჯრედიდან. თუ კოლონია განვითრდა ერთი მშობლიური უჯრედიდან, მაშინ
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, შთამომავლობას უწოდებენ კლონს.

კონსისტენციის მიხედვით საკვები ნიადაგები იყოფა მყარ, ნახევრედთხევად და


თხევად ნიადაგებად. შედგენილობის მხრივ განასხვავებენ მარტივ და რთულ ნიადაგებს.
მარტივ ნიადაგებს მიეკუთვნება პეპტონიანი წყალი, საკვები ბულიონი, ხორც-პეპტონიანი
აგარი. მარტივი ნიადაგების საფუძველზე ამზადებენ რთულ ნიადაგებს სხვადასხვა
ნივთიერებების დამატებით. საწყისი კომპონენტების მიხედვით გამოყოფენ ხელოვნურ და
ბუნებრივ ნიადაგებს. ცნობილია როგორც მცენარეული და ცხოველური წარმოშობის
ხელოვნური ნიადაგები, ასევე მცენარეული (ბოსტნეული და ხილი) და ცხოველური (სისხლი,
შრატი, ნაღველი) წარმოშობის ბუნებრივი ნიადაგები.
აგარ-აგარი - ზღვის წყალმცენარეებიდან გამოყოფილი რთული შემადგენლობის
პოლისაქარიდი, ძირითადი შემადგენელი მყარი საკვები არეების. ნახშირბადისა და აზოტის
უნივერსალურ წყაროდ იყენებენ პეპტონებს - ცილა პეპსინის ფერმნტაციის პროდუქტი,
სხვადასხვა ჰიდროლაზებს - ხორცის, თევზის, კაზეინის, საფუვრის და სხვა.
დანიშნულების მიხედვით გამოყოფენ შემდეგ საკვებ არეებს:
- უნივერსალური (ძირითადი) არეები, გამოიყენება უმრავლესობა ბაქტერიების
კულტივირებისათვის (ხორცპეპტონიანი აგარი (ხპა), ხორცპეპტონის ბულიონი (ხპბ),
სისხლიანი აგარი)
- ელექტიური (სელექციური) - არეები, რომლებზედაც იზრდებიან მხოლოდ ერთი
სახეობის ბაქტერიები, ხოლო სხვების ზრდა ითრგუნება (პეპტონიანი წყალი, სელენიტის
არე, მიულერის არე, ენდოს, პლოსკირევის ნიადაგები და ა,შ.)
- დიფერენცირებული - სადიაგნოზო არეები (მაგ., ენდოს, ვილსონ-ბლერის, გისის,
პლოსკირევის არეები), რომლებზეც ზრდა ერთი სახეობის ბაქტერიების განსხვავდება
სხვა სახეობის ბაქტერიების ზრდისგან ამა თუ იმ ნიშნით, უფრო ხშირად ბიოქიმიურით
(ფერმენტული აქტივობის მიხედვით). გათვალისწინებულია ბაქტერიების ცალკეული
ტიპების, სახეობების და ჯგუფების შესწავლისათვის. ასეთი ტიპის ნიადაგები
უზრუნველყოფენ ბაქტერიების გამრავლებას, შეიცავენ ფერად ინდიკატორს.

მყარ საკვებ ნიადაგებზე ბაქტერიები ქმნიან უჯრედების გროვებს, რომელთაც


კოლონიები ეწოდებათ. კოლონიების შესახედაობა ბაქტერიების უმრავლესობისათვის
იმდენად დამახასიათებელია, რომ შესაძლებელია ერთ-ერთ სადიფერენციაციო ნიშან-
თვისებად გამოდგეს მათი იდენტიფიკაციის შემთხვევაში. ბაქტერიების სხვადასხვა
სახეობების კოლონიები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან თავისი ზომებით, ფორმით,
ზედაპირით, შეღებვით, გამჭვირვალობით და ა. შ. მაგრამ, კულტივირების პირობებზე
დამოკიდებულებით, ეს ნიშან-თვისებები შეიძლება მნიშვნელოვნად შეიცვალოს. მყარ საკვებ
ნიადაგზე არჩევენ ბაქტერიების მიერ წარმოქმნილ S (ინგლ. slime ლორწო და R (ინგლ. rough
ხორკლიანი) ტიპის კოლონიებს.
თხევად საკვებ ნიადაგებში ბაქტერიების ზრდა ხასიათდება ზედაპირზე აპკის
წარმოქმნით.
კულტივირების პირობები დამოკიდებულია შესაბამისი მიკროორგანიზმების
თვისებებზე. პათოგენური მიკროორგანიზმების უმეტესობას ზრდიან საკვებ ნიადაგებში
37 0 C-ზე 1-2 დღე-ღამის განმავლობაში. ზოგიერთი მათგანის ზრდისათვის აუცილებელია
უფრო ხანგძლივი ვადები (მაგ., ყივანახველას ბაქტერიისათვის - 2-3 დღე-ღამე, ხოლო
ტუბერკულოზის მიკობაქტერიებისათვის - 3-4 კვირაც კი).
აერობული მიკრობების ზრდისა და გამრავლების პროცესების სტიმულაციისათვის,
აგრეთვე მათი ზრდის ვადების შემცირებისათვის, იყენებენ ე.წ. ღრმა კულტივირების მეთოდს,
რაც მდგომარეობს განუწყვეტლივ აერირებასა და საკვები ნიადაგების შერევაში.
ანაერობების კულტივირებისათვის იყენებენ განსაკუთრებულ მეთოდებს, რომელთა
არსი მდგომარეობს ჰაერის მიწოდების შეწყვეტაში ან ინერტული აირებით მის შეცვლაში.
ანაერობებს ზრდიან მარედუცირებელი ნივთიერებების (გლუკოზის, ჭიანჭვწლამჟავა
ნატრიუმის და სხვა) შემცველ საკვებ ნიადაგებში. ეს ნივთიერებები ამცირებენ აღნიშნული
მიკროორგანიზმების ჟანგვა-აღდგენით პოტენციალს. ანაერობების კულტივირებისას
იყენებენ კიტ ტაროცის, ვილსონ-ბლერის და სხვა ტიპის ნიადაგებს.
ბაქტერიების ზრდა და გამრავლება

ბაქტერიების გამრავლება ხდება ბინარული გაყოფის გზით. ზოგი ბაქტერია მრავლდება


დაკვირტვის გზით.
სხვა პროკარიოტებთნ შედარებით, ბაქტერიები, როგორც წესი, ხასიათდებიან
გამრავლების მაღალი სისწრაფით. ბაქტერიების გამრავლება გნისაზღვრება გენერაციის
დროით (dro, romelic saWiroa ujredebis raodenobis gasaormageblad), ანუ იმ
პერიოდით, რომლის დროსაც ხორციელდება უჯრედის გაყოფა. გენერაციის ხანგრძლივობა
სახეობრივი კუთვნილების გარდა, დამოკიდებულია ბაქტერიების ასაკზე, პოპულაციაზე,
საკვები ნიადაგის შემადგენლობაზე, ტემპერატურაზე და სხვა ფაქტორებზე.

You might also like