Professional Documents
Culture Documents
ქიმია
ქიმია
ს „ხერხემი’’
საგანი: ქიმია
რეფერატი
თემაზე:ც ხ ი მ ე ბ ი
ცხიმები — ორგანული ნივთიერებები, რომლებიც გვხვდება როგორც ცხოველურ, ისე
მცენარეულ უჯრედებში. ცხიმებით განსაკუთრებით მდიდარია ზოგიერთი მცენარის
— კაკლის, თხილის, მზესუმზირის, არაქისის, ქოქოსის ნაყოფები და თესლები. ცხოველებში
ცხიმი თავმოყრილია კანქვეშ და ბადექონში. ვეშაპის კანქვეშა ცხიმოვანი შრის სისქე ერთ
მეტრამდეა. ცხიმი ტემპერატურის ცუდი გამტარია. ამიტომაა,
რომ ვეშაპს, დელფინს, სელაპს შეუძლიათ ცივ წყალში ცხოვრება. ასევე ცხიმის სქელი ფენა იცავს
სითბოს დაკარგვისაგან თეთრ დათვსა და პინგვინებს.
ცხიმები ენერგიით მდიდარი ნივთიერებებია. უჯრედებში ცხიმის საბოლოო დაშლისას სხვა
პროდუქტებთან ერთად დიდი რაოდენობით წყალი გამოიყოფა. ამიტომ ძლებენ უდაბნოში
მცხოვრები ცხოველები დიდხანს უწყლოდ. ორგანიზმისთვის აუცილებელი წყალი სამარაგო
ცხიმის დაშლის დროს ორგანიზმშივე წარმოექმნებათ.მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი
ორგანიზმისთვის აუცილებელია გარკვეული რაოდენობის ცხიმების მიღება, კონკრეტული
ტიპის ცხიმების, კერძოდ გაჯერებული ცხიმების დიდი რაოდენობით მიღებას შეუძლია
გამოიწვიოს სისხლში ქოლესტერინის დონის გაზრდა, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვნად ზრდის
გულსისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს. შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია
კვების რაციონში ცხიმების რაოდენობის შემცირება და ნაჯერი ცხიმების ჩანაცვლება უჯერი
ცხიმებით
ლიპიდები - ცხიმი — ცხიმისებრი ნივთიერებები, რომლებიც ყველა
ცოცხალი უჯრედის შედგენილობაში შედის და განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს
სასიცოცხლო პროცესებისათვის - განაპირობებს უჯრედის განვლადობას, მოქმედებს
მრავალი ფერმენტის აქტივობაზე, მონაწილეობს ნერვული იმპულსის გადაცემაში, კუნთის
შეკუმშვაში, უჯრედებს შორის კონტაქტობის წარმოქმნაში, იმუნოქიმიურ პროცესებში.
ლიპიდები ქმნის ენერგეტიკულ რეზერვს, მცენარეთა და ცხოველთა წყალგაუმტარ და
თერმომოსაიზოლაციო საფარველს და იცავს მათ მექანიკური დაზიანებისაგან.
ლიპიდების უმრავლესობა უმაღლესი ცხიმოვანი
მჟავების, სპირტების ან ალდეჰიდების წარმოებულია. ქიმიური შემადგენლობის მიხედვით
ლიპიდებს ყოფენ რამდენიმე კლასად. ორგანიზმში ლიპიდები განიცდის
ფერმენტულ ჰიდროლიზს ლიპაზების ზემოქმედებით, განთავისუფლებული ცხიმოვანი მჟავები
აქტივდებიან ადენოზინფოსფორის მჟავებთან (უმთავრესად ატფ-თან) და კოფერმენტ A-თან
ურთიერთმოქმედების გზით, შემდეგ კი იჟანგებიან. დაჟანგვა მიმდონარეობს ორნახშირბადიანი
ფრაგმენტების მოხლეჩით რეაქციათა თანამიმდევრულ რიგში (ე. წ. ß-დაჟანგვა). გამოყოფილი
ენერგია ხმარდება ატფ-ის წარმოქმნას. უჯრედებში მრავალი ლიპიდები ცილებთან ქმნის
კომპლექს (ლიპოპროტეიდებს) და შეიძლება გამოიყოს მხოლოდ ამ კომპლექსის დაშლის
შემდეგ.
ფიზიოლოფიური დანიშნულების მიხედვით ლიპიდები იყოფა ორ ჯგუფად: