You are on page 1of 80

მაკროელემენტები მაკროელემენტები

მაკროელემენტების გარეშე შეუძლებელია ორგანიზმის ნორმალური


ცხოველმოქმედება.
მაკროელემენტებს ორგანიზმი შეიცავს 0,001-70%-მდე კონცენტრაციით.
მაკროელემენტებიდან პირველ ყოვლისა უნდა აღინიშნონ (O, C, H და N),
რომლებიც ორგანიზმის მთელი მასის დაახლოებით 96-99%-ს შეადგენენ,
აგრეთვე P, K, Ca, S, Mg, Na, Cl, Fe და სხვ.
მიკროელემენტები ორგანიზმში
იმყოფებიან მცირე (0,001დან -
მიკროელემენტები 0,000001მდე) რაოდენობით.
თანამედროვე მონაცემებით
ცხოველებისა და მცენარეების
ცხოველქმედებისათვის აუცილებელია
30 მიკროელემენტზე მეტი.
მიკროელემენტების დეფიციტმა
შესაძლებელია გამოიწვიოს ზოგიერთი
ენდემური დაავადება (მაგ., იოდის
ნაკლებობამ – ენდემური ჩიყვის
განვითარება). მიკროელემენტებს
მიეკუთვნება – Mn, Co, Cu, Zn, Mo, B, F, I
და სხვ

0,000001%-ზე ნაკლები რაოდენობით შედის ცოცხალ ორგანიზმში: ოქრო, ვერცხლი, პლატინა.


ამ ელემენტებს ზოგი მეცნიერი ცალკე ულტრამიკროელემენტების ჯგუფში აერთიანებს.
ზოგი მკვლევარი ამ ჯგუფს აკუთვნებს სელენსაც, რომლის ნაკლებობაც ორგანიზმში
ავთვისებიანი სიმსივნეების განვითარებას იწვევს.
წყლის
წყლის შემცველობა ყველაზე
შემცველობა
დიდი რაოდენობით - 85 – 90%
ყველაზე მცირე
რაოდენობით
წყლის უნიკალური თვისებები მისი მოლეკულის აღნაგობიდან გამომდინარეობს.
წყალი პოლარული მოლეკულაა, რომლის ერთი ნაწილი უარყოფითადაა
დამუხტული,ხოლო მეორე დადებითად. წყლის ერთი მოლეკულის უარყოფითად
დამუხტული ჟანგბადი იზიდავს წყლის მეორე მოლეკულის დადებითად
დამუხტულ წყალბადს და მათ შორის ე.წ. წყალბადური ბმა წარმოიქმნება.
წყალბადური ბმა გაცილებით სუსტია კოვალენტურ ბმაზე.ის სწრაფადვე
წარმოიქმნება და სწრაფადვე იშლება .სწორედ წყალბადური ბმებით არის
გამოწვეული სიცოცხლისათვის მნიშვნელოვანი უნიკალური თვისებები.
წყალი, თავისი მნიშვნელობით, ადამიანის
სიცოცხლისთვის მეორე უმნიშვნელოვანესი
კომპონენტია ჰაერის შემდეგ.

ორგანიზმის მიერ წყლის 1-3%-ის დაკარგვის


შემდეგ, ადამიანი გრძნობს წყურვილს.

თუ იგი კარგავს სითხის 6-9%-ს, შესაძლოა


აღმოჩნდეს ნახევრად გულწასულ მდგომარეობაში.

სითხის 10%-ის დაკარგვის შემთხვევაში, ადგილი


აქვს ჰალუცინაციებს.

თუ ორგანიზმმა სითხის 12% დაკარგა, ეს უკვე


სერიოზული პრობლემაა, რომლის შემდეგ
ადამიანმა შესაძლოა ძალები აღიდგინოს მხოლოდ
სამედიცინო ჩარევის შემდეგ.

ხოლო თუ ორგანიზმმა დაკარგა წყლის 20% - ეს


იწვევს ლეტალურ შედეგს- სიკვდილს.
წყლის თვისებები:
• აქვს მაღალი თბოტევადობა
• მაქსიმალურ სიმკვრივეს +4◦C-ზე აღწევს
• ახასიათებს ზედაპირული დაჭიმულობა
• უნივერსალური გამხსნელია
წყლის მოლეკულა შთანთქავს დიდი რაოდენობით სითბოს, ისე, რომ
საკუთარი ტემპერატურა მინიმალურად იცვლება- ამით იცავს უჯრედს
ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებებისგან. ტემპერატურის მკვეთრი
შეცვლა წყალში არ ხდება, რაც ბევრი ორგანიზმისთვის ხელსაყრელი
ფაქტორია.
+4◦C-ზე წყალი მაქსიმალურ სიმკვრივეს აღწევს. მას თხევად
მდგომარეობაში უფრო მეტი სიმკვრივე აქვს, ვიდრე მყარში.
ე.ი. ყინული იგივე მოცულობის წყალზე მსუბუქია.
წყალზე მოტივტივე ყინული დამცველობით ფუნქციას ასრულებს წყალში
მცხოვრები ორგანიზმებისათვის.
წყლის ზედაპირზე წყალბადური ბმებით თითქოს
ერთმანეთთან შეწეპებული წყლის მოლეკულები
ერთგვარ აპკს წარმოქმნიან.ამ მოვლენას
ზედაპირულ დაჭიმულობას უწოდებენ.
წყალი არაჩვეულებრივი გამხსნელია. მასში უამრავი ნივთერება იხსნება,
ბევრად მეტი ვიდრე სხვა რომელიმე სითხეში. ის უზრუნველყოფს
ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების ყველა უჯრედამდე მიტანას;
წყალში კარგად იხსნებიან ასევე პოლარული ნივთიერებებიც -შაქრები,
ამინომჟავები, სპირტები. წყალში ხსნად ნივთიერებებს ჰიდროფილურს,
ხოლო წყალში უხსნად ნივთერებებს ჰიდროფობურს უწოდებენ.
წყლის ბიოლოგიური ფუნქციებია:

• სატრანსპორტო
• თბომარეგულირებელი
• ბიოქიმიური რეაქციების წყალხსნარში
მიმდინარეობა.
• მაღალი სტრუქტურების ჩამოყალიბება
• ჰიდროლიზი
• მოლეკული ჟანგბადის ძირითადი წყარო
• საარსებოდ ხელსაყრელი გარემო
• ტურგორის უზრუნველყოფა.
• „საპოხი მასალა“
• უჯრედის ელასტიურობა
• კაპილარული მოქმედება.
• სატრანსპორტო:
მიაქვს უჯრედებამდე საკვები ნივთიერებები, ჟანგბადი, ფერმენტები და
ჰორმონები და გამოაქვს ორგანიზმიდან შლაკები და ცხოველმოქმედების
პროდუქტები, რადგან კარგი გამხსნელია.

• თბორეგულაცია:
ტრანსპირაცია ფოთლებში, ოფლის გამოყოფა, სითბოს გადანაწილება
სხვადასხვა ქსოვილებსა და ორგანოებში, ხორციელდება წყლის მაღალი
თბოტევადობის გამო.

• მეტაბოლიზმის უზრუნველყოფა:
ბიოქიმიური რეაქციები წყალხსნარში ხდება, როგორც კარგ გამხსნელში,
რომელიც ინარჩუნებს ინერტულობას.

• მაღალი სტრუქტურების ჩამოყალიბება:


წყალს წყალბადური ბმების წარმოქმნის უნარი აქვს, რაც უზრუნველყოფს
მაგ.: ნუკლეინის მჟავების, ცილების, უჯრედული მემბრანული სტრუქტურების
ჩამოყალიბებას
• ჰიდროლიზი:
წყალი მონაწილეობს მაღალმოლეკულური ორგანული
ნივთიერებების დაშლაში.

• მოლეკულური ჟანგბადის ძირითადი წყარო:


ფოტოსინთეზის დროს ხდება წყლის ფოტოლიზი, რომლის
შედეგადაც წარმოიქმნება ჟანგბადის მოლეკულა.

• ხელსაყრელი გარემო ორგანიზმებისთვის:


მაღალი თბოტევადობის გამო საუცხოო გარემოა საცხოვრებლად,
განაყოფიერებისთვის, ბიოქიმიური პროცესების წარმართვისთვის.

• უჯრედული სტრუქტურების საყრდენი:


მაგ.: უხერხემლოებში ქმნის ჰიდროსტატიკურ ჩონჩხს.
• ტურგორული წნევის უზრუნველყოფა:
წყალი თითქმის არ იკუმშება, რითაც უზრუნველყოფს უჯრედის
მოცულობას და დაჭიმულობას.

• „საპოხი მასალაა“:
მაგ.: სახსრებში, პლევრის ღრუში, გულის პერანგში, თვალის
კაკალში.

• კაპილარული მოქმედება:
წყალბადური ბმების წარმოქმნის გამო, ადგილი აქვს ადგეზიასა და
კოგეზიას. ამის გამო წყალი მიზიდულობის ძალის საწინააღმდეგოდ
მოძრაობს.

• უჯრედის ელასტიურობის უზრუნველყოფა:


წყლის დაკარგვისას უჯრედი კარგავს ელასტიურობას. მაგ.:
ფოთოლი ჭკნება, ნაყოფი ხმება.
არაორგანული, ანუ მინერალური მარილების დიდი ნაწილი უჯრედებშიანიონებ
ისა და კათიონების სახითაა წარმოდგენილი. 

კათიონებიდან მნიშვნელოვანია - K+, Na+, Mg2+  Ca2+, 


ანიონებიდან კი - H2PO4 , HCO3, Cl- 

კათიონებისა და ანიონების შემცველობა უჯრედსა და უჯრედის საარსებო
გარემოს Kშორის განსხვავებულია. 
უჯრედში K+ის კონცენტრაცია ძალზე მაღალია,  Na+ის  დაბალი;
უჯრედის გარემომცველ არეში კი პირიქით Na+ კონცენტრაცია მაღალია, 
ხოლო K+ის დაბალი.

მათ არათანაბარ გადანაწილებაზეა დამოკიდებული ნერვული იმპულსის


წარმოქმნა და გატარება.
წყალი სუსტი ელექტროლიტია და უმნიშვნელოდ დისოცირდება:

H2O H+ + OH-

სუფთა წყალში 25°C - ზე [H] და [OH] ერთნაირია და ტოლია 10 -7 - ის.

• მჟავურ ხსნარს წყალბადის იონების მაღალი კონცენტრაცია აქვს, უფრო


მეტი, ვიდრე წყალს.
• ფუძურ ხსნარს აქვს დაბალი  კონცენტრაცია, წყალზე ნაკლები.

pH სკალა გამოიყენება ხსნარების მჟავიანობისა ან ფუძიანობის (ტუტიანობის)


შესაფასებლად და არის 0-დან 14-მდე.

7,0-ზე დაბლა - მჟავაა, ხოლო


7,0-ზე მაღლა - ფუძე.
pH = 7,0-ს - ნეიტრალური.
უჯრედების უმრავლესობის pH სუსტი ტუტე ან ნეიტრალურია, მაგრამ
მასში მიმდინარე რეაქციების შედეგად ხან H+ და ხან OH- გროვდება.

ორგანიზმის pH-ის შენარჩუნება ხორციელდება ბუფერული ხსნარების


დახმარებით.

ბუფერული ეწოდება ხსნარს, რომელსაც შესწევს უნარი, შეინარჩუნოს


წყალბადიონთა კონცერტრაციის მუდმივობა.
ბუფერობა არის უჯრედის თვისება შეინარჩუნოს მუდმივი pH.

უჯრედის ბუფერული ნივთიერებებია: H2PO4-, HPO42-, HCO3-

თუ ზედმეტად ბევრია H+ იონი, ბუფერი შთანთქავს მათ და აწევს pH-ს;


როდესაც ზედმეტაც ცოტაა ბუფერი გასცემს გარკვეული რაოდენობით
H+ იონებს, pH-ის შესამცირებლად.
რკინა - Fe
რკინა სასიცოცხლო მნიშვნელობის ცილების, მათ შორის ფერმენტების,
კომპონენტია. ზრდასრული ადამიანის ორგანიზმი შეიცავს 3,5 გრამ
(დაახლოებით 0,02%) რკინას, რომლის ძირითადი მასა ორგანიზმში
წარმოდგენილია ჰემოგლობინში შემავალი კომპლექსის - ჰემის სახით.
ეს ელემენტი მნიშვნელოვანია ასევე სასუნთქი ჯაჭვის სრულფასოვანი
ფუნქციობისა და ატფ-ს სინთეზისთვის, დეტოქსიკაციისთვის, მეტაბოლურ
პროცესთა წარმართვისთვის, დნმ-ს სინთეზისთვის, იმუნური სისტემის
ფუნქციობისათვის.
სპილენძი - Cu

სპილენძი დიდ როლს ასრულებს:


• კომპლექს ჰემისა და, შესაბამისად, ჰემოგლობინის ბიოსინთეზში.
• უჯრედულ სუნთქვაში.
• ორგანიზმის ანტიოქსიდანტურ დაცვაში.
• აქვს ანთების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური თვისებები.
• ზრდის ინსულინის აქტივობას და ხელს უწყობს ნახშირწყლების გადამუშავებას.
• მონაწილეობს ნერვების მიელინის გარსის წარმოქმნაში.

დეფიციტმა შესაძლოა გამოიწვიოს:


• აორტისა და თავის ტვინის სისხლძარღვთა ანევრიზმა.
• ძვლოვანი ქსოვილის დემინერალიზაცია და ოსტეოპოროზი.
• გაფანტული სკლეროზი და ნერვული სისტემის სხვა მძიმე დარღვევები.

კობალტი - Co
• B12 ნაწილია
• ის მონაწილეობს ნახშირწყლების, ცილების და ცხიმების დაშლაში,
• ამინომჟავების და დნმ-ის სინთეზში,
• ერითროციტების ზრდა და განვითარება.
ქრომი - Cr
• მონაწილეობს ლიპიდების, ცილებისა და ნახშირწყლების ცვლაში.
• შედის ფერმენტ ტრიფსინის შემადგენლობაში.
• აძლიერებს ინსულინის მოქმედებას.
• ქრომის ნაკლებობა სისხლში ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების დონის
მომატებას განაპირობებს,
• ქრომი აუცილებელია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის.

თუთია - Zn
• შედის ასობით ფერმენტის შემადგენლობაში.
• აუცილებელია დნმ და რნმ-პოლიმერაზების ფუნქციობისთვის.
• უშუალოდ ახდენს გავლენას ინსულინის და სასქესო ჰორმონების ფუნქციობაზე.
• სასიცოცხლო მნიშვნელობა ორგანიზმის იმუნური სისტემის ნორმალური
მდგომარეობისთვის.
• ასტიმულირებს ანტისხეულების სინთეზს და ავლენს ანტივირუსულ მოქმედებას.
• მონაწილეობს ყნოსვითი და გემოვნებითი აღქმის პროცესებში.
• აუცილებელია ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციობისთვის, მათ შორის -
მეხსიერების პროცესებისთვისაც.
იოდი - I
• აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების სინთეზისთვის. რომლებიც
თავის მხრივ არეგულირებენ ორგანიზმში მიმდინარე ბიოქიმიური პროცესების
დიდ ნაწილს.
• დადებითი გავლენა აქვს ზოგადად იმუნურ მდგომარეობაზე.

დეფიციტი იწვევს ენდემურ ჩიყვს.

მაგნიუმი - Mg
მონაწილეობს:
• ენერგიის გამომუშავებაში,
• გლუკოზის მიღებაში,
• ნერვული აგზნების შემცირებაში,
• ცილის სინთეზში,
• ძვლოვანის სისტემის მშენებლობაში.
• აქვს ანტიალერგიული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
• მნიშვნელოვან როლს ასრულებს სისხლის შედედების, ნაწლავების, შარდის
ბუშტის რეგულირების პროცესებში.
• ქლოროფილის შემადგენელი კომპონენტია.
ნახშირწყლები
ნახშირწყლების ფუნქცია:

• ენერგეტიკული - უჯრედის ენერგიის ძირითადი წყაროა.


1 მოლეკულა გლუკოზის დაჟანგვისას თავისუფლდება 17.6 კჯ (9კკალ)
ენერგია;

• სამშენებლო ანუ სტრუქტურული - შედის მცენარეული, სოკოს,


ბაქტერიების უჯრედის კედლის და ფეხსახსრიანების გარეგანი ჩონჩხის
შემადგენლობაში. (ცელულოზა, ქიტინი, მურეინი)

• სამარაგო (სახამებელი, გლიკოგენი);

• დამცველობითი. (ცელულოზა, ქიტინი, მურეინი)

• კვებითი - ძირითადი ორგანული საკვები ნივთიერებაა კვებით ჯაჭვში.


სიცოცხლე დედამიწაზე ნახშირბათნაერთების ფორმით არსებობს.

ყველა ორგანული ნივთიერების მოლეკულის ჩონჩხს ნახშირბადის


ატომები ქმნიან.

ნახშირბადს აქვს უნარი წარმოქმნას მდგრადი გრძელი, სწორი და


განტოტვილჯაჭვიანი ნაერთები, რომლებიც შეიძლება იყოს ღია და
დახურულჯაჭვიანი.

ნახშირბათს ასევე უნარი აქვს ერთმანეთის გარდა კოვალენტური ბმით


დაუკავშირდეს სხვა ელემენტებსაც.
ნახშირწყლები

ნახშირწყლები ყველა ცოცხალი ორგანიზმის უჯრედის შემადგენლობაში


შედიან, სადაც ასრულებენ განსხვავებულ და მნიშვნელოვან ფუნქციებს.

ნახშირწყლები ბიოლოგიური მოლეკულებია, რომლებიც ნახშირბადის,


წყალბადისა და ჟანგბადისგან შედგება.

მარტივ ნახშირწყლებში ნახშირბადის ერთ ატომზე ერთი წყლის


მოლეკულა მოდის - მათი ზოგადი ფორმულაა-Cn(H2O)n
ამიტომ უწოდეს ნახშირწყლები.

ნახშირწყლები იყოფა სამ ჯგუფად:


• მონოსაქარიდები
• ოლიგოსაქარიდები
• პოლისაქარიდები
მონოსაქარიდები
• მარტივი შაქრებია,
• მოლეკულები ძირითადად 3-დან 7-მდე ნახშირბადის
ატომს შეიცავენ.
• მყარი, წყალში კარგად ხსნადი, ტკბილი გემოს
ნივთიერებებია.
• 5-ნახშირბადიანებს - პენტოზებს - მათ მიეკუთვნება:
რიბოზა, დეზოქსირიბოზა
• 6-ნახშირბადიანებს - ჰექსოზებს - მათ მიეკუთვნება:
გლუკოზა, ფრუქტოზა, გალაქტოზა

ხუთ და ექვსნახშირბადიანი შაქარი არსებობს


როგორც წრფივი, ასევე რგოლისებრი სახით.
წყალხსნარში არსებობს ორივე ფორმა, თუმცა
გლუკოზის 99%-ზე მეტი რგოლური სახით
გვხვდება.
პენტოზები - რიბოზა, დეზოქსირიბოზა - ნუკლეინის მჟავების
შემადგენელი სტრუქტურებია:
• რიბოზა - რნმ
• დეზოქსირიბოზა -დნმ

ჰექსოზები
• გლუკოზა - ყველაზე გავრცელებული მონოსაქარიდია, ის გვხდება
ყველა ცოცხალ
ორგანიზმში და უჯრედში ენერგიის ძირითადი წყაროა.
• ფრუქტოზა - დიდი რაოდენობითაა თაფლში, ხილში, შაქრის
ჭარხალში.
• გალაქტოზა - რძის შაქრის - ლაქროზას - შემადგენელი კომპონენტია.
ბუნებაში თავისუფალი სახით უმთავრესად გვხვდება გლუკოზა.
ის მრავალი პოლისაქარიდის სტრუქტურულ ერთეულია.
სხვა მონოსაქარიდები თავისუფალი სახით იშვიათად გვხვდება
და ძირითადად ცნობილია როგორც ოლიგო- და
პოლისაქარიდების კომპონენტები.

ბუნებაში გლუკოზა ფოტოსინთეზის შედეგად მიიღება.


ოლიგოსაქარიდები მონოსაქარიდების შეერთების შედეგად
წარმოიქმნებიან და შეიცავენ 2-დან 9-მდე მონოსაქარიდულ
ნაშთს.
ისინი მყარი, წყალში კარგად ხსნადი, ტკბილი გემოს
ნივთიერებებია.

რაც უფრო მეტია მონოსაქარიდების ნაშთების რაოდენობა


ნახშირწყლების მოლეკულაში, მით უფრო ნაკლებია წყალში
ხსნადობა და სიტკბო.

მათ მიეკუთვნებათ დისაქარიდები, რომლებიც ორი


მონოსაქარიდის ნაშთის შემცველია.

ყველაზე გავრცელებული დისაქარიდებია:

• საქაროზა
• ლაქტოზა
• მალტოზა
დისაქარიდებია:

• საქაროზა - იგივე შაქარი, ყველაზე გავრცელებული


დისაქარიდია.
შედგება გლუკოზის და ფრუქტოზის
ნაშთებისაგან.
გამოიყენება დასატკბობად.
• ლაქტოზა - რძის შაქარი წარმოიქმნება გლუკოზის
და მალტოზისაგან.
რძის დამატკბობელია და ცხოველური
ნაშიერის ენერგიის ძირითადი წყაროა.
• მალტოზა - ანუ ალაოს შაქარი, შედგება ორი
გლუკოზის
ნაშთისაგან. ის სახამებლის და
გლიკოგენის
სტრუქტურული ერთეულია.
პოლისაქარიდი მონოსაქარიდების გრძელ ჯაჭვს ჰქვია.
სახამებელი, გლიკოგენი, ცელულოზა და ქიტინი
ცოცხალი
ორგანიზმებისთვის მნიშვნელოვანი პოლისაქარიდებია.
ყველა
მათგანი შედგება გლუკოზის ნაშთებისაგან.
ისინი წყალში უხსნადი და არა ტკბილი ნივთიერებებია.

• სახამებელი - დატოტვილი ჯაჭვის მქონე მცენარეული სამარაგო


პოლისაქარიდია. დიდი რაოდენობითაა:
კარტოფილში,
მცენარეთა ნაყოფში, თესლში.
წყალში გაცხელებისას ხდება ჟელატინისებრი.
• გლიკოგენი - სახამებელზე მეტად დატოტვილი ჯაჭვის მქონე
ცხოველური სამარაგო პოლისაქარიდია. გვხვდება
სოკოს
უჯრედებშიც. დიდი რაოდენობითაა კუნთებსა და
ღვიძლში. საჭიროების შემთხვევაში გლუკოზით
ამარაგებს
ორგანიზმს. გვხვდება სოკო უჯრედებშიც.
• ცელულოზა - იგივე უჯრედისი - სტრუქტურული და დაცველობითი
ფუნქციის ნახშირწყალია.შედგება სწორხაზოვანი
დაუტოტავი ჯაჭვისაგან. მეზობელი ჯაჭვები
წყალბადური
ბმებით კონებადაა შეკრული, რაც უზრუნველყოფს
მის
მაღალ სიმტკიცეს და ელასტიურობას. უძლებს
მაღალ
ტემპერატურას, არ იხსნება ორგანულ გამხსნელებსა
და სუსტ
მჟავებში. ადვილად ატარებს წყალს და მასში
გახსნილ
მინერალებს.
ის მცენარეული უჯრედის კედლის მთავარი
კომპონენტია.
ყველაზე გავრცელებული ორგანული ნივთიერებაა.
ქიტინი - აზოტშემცველი პოლისაქარიდია, რომელიც ცელულოზას გავს.
მონაწილეობს ფეხსახსრიანების (მწერების და კიბოსნაირების)
მყარი გარეგანი ჩონჩხის მშენებლობაში, რომელიც შიდა
ნაწილებს
იცავს სხვადასხვა ფაქტორებისაგან.
ქიტინი სოკოების უჯრედის კედლების მთავარი კომპონენტიცაა.
ფეხსახსრიანებში უკავშირდება ცილებს და არის მტკიცე და
დრეკადი, ხოლო მოლუსკების ნიჟარაში CaCO3 -ს იერთებს, რაც
მას ძალიან მაგარს ხდის.
პოლისაქარიდი
დიდი ბიოლოგიური მოლეკულების უმეტესობა
პოლიმერია, გრძელი ჯაჭვები, რომლებიც
განმეორებადი მოლეკულური
სუბერთეულებისგან, ანუ, მშენებარე
აგურებისგან — მონომერებისგან — შედგება.

პოლიმერი შეიძლება იყოს:


• რეგულარული
• არარეგულარული

რეგულარული პოლიმერები - ერთნაირი


მონომერებისაგან
შედგება.

არარეგულარული პოლიმერები
სხვადასხვაგვარი
მონომერებისაგან
ლიპიდები
ლიპიდები:

• ცხიმი და ცხიმისმაგვარი ნივთიერებებია.


• ბიოლოგიური მოლეკულებია, რომლებიც ნახშირბადის, წყალბადისა
და ჟანგბადისგან შედგებიან.
• ჯგუფში გაერთიანებული ნივთიერებები სტრუქტურული
მრავალფეროვნებით გამოირჩევიან.
• წყალში უხსნადი ე.ი. ჰიდროფობური ნაერთებია. (არაპოლარულია)
• კარგად იხსნებიან ორგანულ გამხსნელებში (სპირტში, ქლოროფორმში,
აცეტონში).
• წყალზე მსუბუქებია.
• უჯრედების უმრავლესობის მშრალი მასის 5-15%-ია. განსაკუთრებით
მდიდარია მცენარის - ნაყოფი და თესლი, ხოლო ძუძუმწოვრების
ცხიმოვანი უჯრედების 90% ცხიმია.
ლიპიდებში გაერთიანებულია:
 ცხიმები
 ფოსფოლიპიდები
 სტეროიდები
 ცვილები
ცხიმები - იგივე ტრიგლიცერიდები

მოლეკულა ორი ნაწილისგან შედგება:


გლიცერინის ჩონჩხისა და სამი
ცხიმოვანი მჟავის კუდისგან.

გლიცერინი პატარა ორგანული


მოლეკულაა სამი ჰიდროქსილის (OH)
ჯგუფით, ანუ სამ ატომიანი სპირტია.
ცხიმოვანი მჟავა კი გრძელი
ნახშირწყალბადური ჯაჭვია.
ცხიმოვანი მჟავა შეიძლება იყოს:
• ნაჯერი
• უჯერი

ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები წყალბადით


გაჯერებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ
ნახშირბადის ჩონჩხს წყალბადების
მაქსიმალური შესაძლებელი რაოდენობა
უკავშირდება. ამ მჟავებში ნახშირბადებს
შორის მხოლოდ ერთმაგი კოვალენტური
ბმებია.
ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები სწორხაზოვანია.

უჯერ ცხიმოვან მჟავების ნახშირწყალბადურ


ჯაჭვში ორმაგი კოვალენტური ბმები გვხვდება.
ამ შემთხვევაში მას ნაკლები წყალბადის ატომი
აქვს. ორმაგი ბმის ადგილას ჯაჭვი იღუნება
ნაჯერი კუდების მქონე ცხიმის მოლეკულები
მჭიდროდ განლაგდება ერთმანეთთან.
ამიტომ ეს ცხიმები ოთახის ტემპერატურაზე
მყარია (შედარებით მაღალი დნობის
ტემპერატურა აქვთ). მაგ.: ცხოველური
წარმოშობის ცხიმები - კარაქი, ქონი.
უჯერი, ერთი ან მეტი, უჯერი კუდის მქონე
ცხიმის მოლეკულებს ერთად მჭიდროდ
ჩალაგება უჭირთ. ამის გამო უჯერი კუდების
მქონე ცხიმები ოთახის ტემპერატურაზე
თხევადია (შედარებით დაბალი დნობის
ტემპერატურა აქვთ). მაგ.: მცენარეული
წარმოშობის ცხიმები, ზეთები.

გამონაკლისია: ქოქოსის ზეთი - მყარია,


თევზის ქონი - თხევადი.
ცვილები

სტრუქტურულად შედგება ძირითადად ცხიმოვანი მჟავების გრძელ ჯაჭვებისა


და ერთატომიანი სპირტებისაგან.
ფუტკრის ფიჭა ცვილს შეიცავს.
ფრინველის ბუმბული, ძუძუმწოვრების ბალანი, მცენარეების ფოთლები და
ნაყოფი ცვილითაა დაფარული. მისი ჰიდროფობური თვისებები იცავს
ზედაპირს წყლისაგან, რის გამოც წყალი წვეთებად გროვდება ბევრ
მცენარეზე და არ სველდებიან ჩიტები წვიმაში.
ფოსფოლიპიდები
შედგება:
• გლიცერინის,
• ორი მოლეკულა ცხიმოვანი მჟავისა
• ერთი მოლეკულა ფოსფორმჟავას
ნაშთისაგან.

ცხიმოვანი მჟავას ჯაჭვები ჰიდროფობურია


და წყალთან არ ურთიერთქმედებს,
ფოსფატის შემცველი ჯგუფი კი
ჰიდროფილურია (მუხტის გამო) და
წყალთან ადვილად ურთიერთქმედებს.
ფოსფოლიპიდები შედის პლაზმური
მემბრანის შემადგენლობაში.
მემბრანაში ფოსფოლიპიდები ორშრიან
სტრუქტურას ქმნიან. მათი ფოსფატის
თავები წყლისკენაა, კუდები კი შიგნით.
სტეროიდები
• სტეროიდები სტრუქტურულად არ ჰგვანან სხვა ლიპიდებს, მაგრამ
სხვებივით ჰიდროფობურია და წყალში არ იხსნება.
• ყველა მათგანს ოთხი, ერთმანეთთან დაკავშირებული ნახშირბადის
რგოლი აქვს, რომლებსაც სხვადასხვა ფუნქციური ჯგუფი უერთდება, ამის
გამო ისინი განსხვავებულ ფუნქციას იძენენ.
ქოლესტერინი
• ყველაზე გავრცელებული სტეროიდია
• ძირითადად ღვიძლში სინთეზირდება
• ბევრი სტეროიდის წინამორბედია.
• უჯრედების მემბრანების მნიშვნელოვანი კომპონენტიცაა, ცვლის რა
მათს სიბლანტესა და დინამიკას.
• გვხვდება სისხლში, სადაც დამცავი ეფექტიც შეიძლება, ჰქონდეს
(მისი მაღალი სიმკვრივის, ანუ HDL, ფორმას) და უარყოფითიც
(დაბალი სიმკვრივის, ანუ LDL, ფორმას) გულსისხლძარღვთა
სისტემის ჯანმრთელობაზე

ქოლესტერინისგან იწარმოება:
• სასქესო ჰორმონები - ტესტოსტერონი და ესტრადიოლი
• D ვიტამინი
• ნაღვლის მჟავები.
• კორტიკოსტეროიდები
ლიპიდების ფუნქციები

 ენერგეტიკული -1გ. ცხიმის სრული დაშლისას მიიღება 38,9კჯ ენერგია - 2-


ჯერ
მეტი ვიდრე ცილებისა და ნახშირწყლების დაშლისას.

 დამცველობით - ცხიმის სქელი ფენა ნაზ ორგანოებს იცავს დარტყმებისა და


მექანიკური დაზიანებისაგან. მაგ.: თირკმელები
გარემოცულია
ცხიმოვანი კაპსულით, თვალის გარშემო ცხიმოვანი
ბალიშია.

 თბორეგულაცია - მაღალი თბოიზოლაციის და თბოტევადობის გამო ცხიმები


ორგანიზმს იცავს სითბოს დაკარგვისაგან. მაგ.:
ანტარქტიკასა
და წყალში მცხოვრებ ცხოველებს კანქვეშა ცხიმოვანი
ქსოვილის
ლიპიდების ფუნქციები

 სამარაგო - ორგანიზმთა უმრავლესობა ენერგიის მარაგად


ცხიმებს
იყენებს: ცხოველები - ცხიმოვან ქსოვილში,
მცენარეები
ნაყოფსა და თესლში.

 სტრუქტურული - ფოსფოლიპიდები შედის პლაზმური მემბრანის


შემადგენლობაში.

 მარეგულირებელი - ლიპიდური წარმოშობის ჰორმონები და ვიტამინები


ორგანიზმის ჰუმორულ რეგულაციაში
მონაწილეობს.
ცილები
ცილის ფუნქციები:

 სამშენებლო ანუ სტრუქტურული


 კატალიზური ანუ ფერმენტული
 მამოძრავებელი
 სატრანსპორტო
 ენერგეტიკული
 დამცველობითი
 მარეგულირებელი
 სამარაგო
ცილები ანუ პროტეინები
• ორგანული ნივთიერებების განსაკუთრებული ჯგუფია.
• გამოირჩევიან სტრუქტურული და ფუნქციური მრავალფეროვნებით.
• ერთ უჯრედში ათასობით ცილა შეიძლება იყოს, რომელთაგან თითოეულს
უნიკალური ფუნქცია აქვს.
• მაღალმოლეკულური ბიოლოგიური არარეგულარული პოლიმერია,
რომლის მონომერს წარმოადგენს ამინომჟავა.
• შედგება ამინომჟავების ერთი ან მეტი ხაზოვანი ჯაჭვისგან, რომლებსაც
პოლიპეპტიდები ეწოდებათ
ამინომჟავა
ცილებს ძირითადად 20 სახის ამინომჟავა ქმნის, თუმცა უჯრედში 170-ზე მეტი
სახისაა აღმოჩენილი.
20-იდან 6 შეუცვლელია. ჩვენი ორგანიზმი მათ ვერ ასინთეზირებს და
მხოლოდ საკვებთან ერთად ღებულობს.
ყველა ამინომჟავაში არის:
• ამინოჯგუფი - NH2
• კარბოქსილის ჯგუფი - COOH

განსხვავდებიან რადიკალებით, რომლებიც


ამინომჟავას სახეს განსაზღვრავენ.
ამინომჟავები
ამფოტერული ბუნებისაა.
მჟავა ბუნების - (COOH)
ფუძე ბუნების - (NH2)

რადიკალები შეიძლება
იყოს:
• ჰიდროფილური,
• ჰიდროფობური,
• დადებითი,
• უარყოფითი. ( )
ერთი ამინომჟავის COOH-ის ნახშირბადსა და მეორე ამინომჟავის NH2 -ის
აზოტს შორის წარმოიქმნება კოვალენტურ-პეპტიდური ბმა, მიიღება
პეპტიდი.

ორი ამინომჟავისგან მიიღება


დიპეპტიდი, სამისგან ტრიპეპტიდი და
ა.შ. მრავალი ამინომჟავისგან კი
წარმოიქმნება პოლიპეპტიდი.
ცილა არსებობს ოთხი სტრუქტურის სახით:

• პირველადი სტრუქტურა-წარმოადგენს გაშლილ ძაფისებურ


პოლიპეპტიდურ
ჯაჭვს და განმტკიცებულია კოვალენტური
ანუ
ყოველ ჯაჭვს
პეპტიდური თავისი ამინომჟავების
ბმით.
ნაკრები აქვს, რომელიც კონკრეტული
წესითაა დალაგებული.

ცილის ფუნქციას პირველადი სტრუქტურა


ანუ ამინომჟავების უნიკალური
თანამიმდევრობა განაპირობებს.
• მეორეული სტრუქტურაში წყალბადური ბმა
მყარდება
ერთი ამინომჟავას კარბოქსილის
ჯგუფოს
ნაშთსა და ჯაჭვში ოთხით შემდეგი
ამინომჟავას ამინოჯგუფის ნაშთს
შორის.
ამის გამო პოლიპეპტიდური ჯაჭვი
სპირალურ ფორმას იღებს და
დაგრეხილ
ლენტს ემსგავსება ამინომჟავების
რადიკალები სპირალის გარეთ
მდებარეობს.
ცილას ძაფისებური ფორმა აქვს და
ფიბრილური ცილები ეწოდებათ.
მაგ.: მიოზინი, კერატინი, კოლაგენი,
• მესამეული სტრუქტურა მოლეკულა იღებს გორგლის - კომპაქტური
ბურთულის
ფორმას. ამისთვის საჭიროა წყლიანი გარემო
და
ამინომჟავათა რადიკალები.
ცილის შემადგენელი ამინომჟავების
რადიკალებს
შორის მოქმედებს: წყალბადური, იონური
კოვალენტური
და ჰიდროფობური ბმები.
ასეთი კონფიგურაციის ცილებს -
გლობულინები ჰქვიათ.
მაგ.: ფერმენტები, ანტისხეულები, ჰორმონების
ნაწილი.
• მეოთხეული სტრუქტურა-მესამეული სტრუქტურის მქონე ცილის
რამდენიმე მოლეკულის დაკავშირების შედეგად
წარმოიქმნება.
მაგ.: ცილა–ჰემოგლობინი შედგება ოთხი მაკრო-
მოლეკულისაგან.
მეოთხეულ სტრუქტურაში სუბერთეულების
ერთმანეთთან შეკავშირებას იგივე ურთიერთქმედებები
უზრუნველყოფს, რაც მესამეულში და აქაც რადიკალები
მონაწილეობენ მის წარმოქმნაში.
უჯრედებში თითოეული ცილა ერთი ან მეტი პოლიპეპტიდური ჯაჭვისგან
შედგება.
ჯაჭვებს ერთმანეთთან განსაზღვრული თანმიმდევრობით დაკავშირებული
ამინომჟავები ქმნის.
პოლიპეპტიდი გრძელი სიტყვაა, რომლის ასოებიც ამინომჟავებია.

ცილის ფუნქცია დამოკიდებულია იმაზე, თუ ცილის მოლეკულაში:


1 . რომელი ამინომჟავებია
2 . რამდენი ამინომჟავებია
3 . რა თანმიმდევრობითაა ამინომჟავები განლაგებული ჯაჭვში.

ცილა თავის ფუნქციას ასრულებს მისთვის დამახასიათებელ უმეღლეს


სტრუქტურაში.
დენატურაცია ეწოდება სხვადასხვა
ფიზიკური, თუ ქიმიური ფაქტორების
გავლენით ცილების მეოთხეული,
მესამეული და მეორეული
სტრუქტურების რღვევას.

დენატურაციის საპირისპირო
პროცესია რენატურაცია, როდესაც
მადენატურირებელი ფაქტორის
მოხსნის შემდეგ ცილა საწყის
სტრუქტურას აღიდგენს.

რენატურაცია შეუძლებელია თუ
დაირღვა ცილის პირველადი
სტრუქტურა.
ცილები
 სამშენებლო ფუნქცია:

უჯრედის მემბრანული სტრუქტურების


მნიშვნელოვან კომპონენტს ცილები
წარმოქმნის. ისინი უჯრედებისა და
ორგანოიდების ფორმას განსაზღვრავს.
სტრუქტურულ როლს ასრულებს ცილები
კერატინი და კოლაგენი. კოლაგენი
შემაერთებელი ქსოვილის უჯრედშორისი
ნივთიერების ძირითადი კომპონენტია, ხოლო
მეტად მდგრადი ცილა კერატინისაგან
შედგება ძუძუმწოვრების თმები, ფრჩხილები,
ფრინველების ბუმბული, ზოგიერთი მოლუსკის
ნიჟარა.
ფიბრიონი აბრეშუმის ძაფის და ობობას
ქსელის სიმტკიცეს განაპირობებს.
 სატრანსპორტო ფუნქცია

ერითროციტებში არსებული ცილა


ჰემოგლობინი ემსახურება
ჟანგბადის ტრანსპორტირებას;
მემბრანული ცილები
უზრუნველყოფენ ნივთიერებების
გადატანას გარემოდან უჯრედში
და პირიქით; სისხლის პლაზმის
ცილა ალბუმინს ლიპიდები და
ცხიმოვანი მჟავები გადააქვთ;
ტრანსფერინს რკინის
ტრანსპორტირება შეუძლია,
რომლის 75% ძვლის ტვინს
აწვდის.
 მამოძრავებელი ანუ მოტორული

მიკროფილამენტებით და
მიკრომილაკებით
ხორციელდება უჯრედის ყველა სახის
მოძრაობა (შოლტებით, წამწამებით,
ცრუფეხებით).
კუნთურ მოძრაობაში აქტინისა და
მიოზინის ძაფები მონაწილეობს.
ციტოპლაზმაში ვეზიკულებისა და
ორგანოიდების ტრანსპორტს
სპეციალური მოტორული ცილები
ახორციელებენ, რომლებიც
მიკრომილაკის, როგორც "ლიანდაგის"
გასწვრივ მიაბიჯებენ და დანიშნულების
ადგილისკენ მიაქვთ ტვირთი
 ენერგეტიკული ფუნქცია
ერთი გრამი ცილის სრული დაშლის
შედეგად 17.6 კ/ჯოული ენერგია
გამოიყოფა. ნაწილი უჯრედში მიმდინარე
სასიცოცხლო პროცესებში იხარჯება, ნაწილი
კი სითბოს სახით იფანტება.

 რეცეპტორული ფუნქცია
უჯრედის პლაზმურ მემბრანაში ჩაშენებული
და ციტოპლაზმაში არსებული ცილოვანი
ბუნების რეცეპტორები აღიქვამენ
სხვადასხვა სიგნალს (ტემპერატურის და
წნევის ცვლილებას, ქიმიური
ნივთიერებების და მექნიკურ ზემოქმედებას).
ეს ფუნქცია გაღიზიანებადობის ძირითადი
საფუძველია.
 მარეგულირებელი ფუნქცია
ცილოვანი ბუნების ჰორმონები (ინსულინი,
გლუკაგონი, სომატოტროპინი და ა.შ.)
არეგულირებენ ორგანიზმში მიმდინარე
სასიცოცხლო პროცესებს.

 სამარაგო ფუნქცია
ზოგიერთი სახის ცილა გროვდება: რძეში-
კაზეინი, კვერცხში - ალბუმინი, აგრეთვე
მცენარეთა თესლებში. ეს ცილები აუცილებელია
ჩანასახისა და ახალშობილის განვითარებისთვის.
ცილა ფერიტინი რკინის დაგროვებას
უზრუნველყოფს. ერთ მოლეკულას 45000-მდე
რკინის იონის დამარაგება შეუძლია.
 დამცველობითი ფუნქცია

ბაქტერიის, ვირუსის ან სხვა ანტიგენის


შეჭრისას იმუნური სისტემა სპეციალურ
დამცველ ცილებს ანტისხეულებს წარმოქმნის.
ისინი ზუტად ერგებიან და ბოჭავენ მათ.
ფიბრინოგენები და თრომბინები სისხლის
შედედების პროცესში მონაწილეობენ.
ადამიანისა და ცხოველების უჯრედებში
სინთეზირდება სპეციალური ვირუსების
საწინააღმდეგო ცილები – ინტერფერონები.
ინტერფერონი მხოლოდ ვირუსის დნმ-ის
უჯრედში მოხვედრის შემდეგ წარმოიქმნება.
 ფერმენტული ანუ კატალიზური ფუნქცია

უჯრედებში მიმდინარე მრავალრიცხოვანი ქიმიური რეაქციების სწრაფად


განხორციელებას ბიოკატალიზატორები _ ფერმენტები ანუ ენზიმები
უზრუნველყოფს.
ისინი ბიოლოგიურად აქტიური ნივთირებებია.
ყველა ფერმენტი ცილაა (მაგრამ ყველა ცილა ფერმენტი არ არის).
ფერმენტების უმეტესობის დასახელება ბოლოვდება სუფიქსით – აზა.
მაგალითად: ლიპაზა, ამილაზა, პროტეაზა და ა.შ.

რეაგენტს, რომლის რეაქციაში მონაწილეობასაც ფერმენტი აჩქარებს


სუბსტრატი ეწოდება,
მიღებულ ნივთიერებას კი - პროდუქტი.

ფერმენტის სპეციფიურობასა და კატალიზურ აქტივობას განაპირობებს მისი


მოლეკულის სპეციფიური უბანი ე.წ. აქტიური ცენტრი..
საკვანძო ტერმინები

კატალიზატორი - ნივთიერება, რომელიც ქიმიურ რეაქციას აჩქარებს,


მაგრამ
თავად არ გარდაიქმნება.

ფერმენტი - ბიოლოგიური კატალიზატორი (როგორც წესი, ცილა).

სუბსტრატი - რეაგენტი მოლეკულა, რომელზეც ფერმენტი მოქმედებს.

აქტიური ცენტრი - ფერმენტის ის უბანი, რომელსაც სუბსტრატი


უკავშირდება
ფერმენტების ძირითადი თვისებები:

 ყველა ფერმენტი ცილა გლობულინია.


  ქიმიურ რეაქციას აჩქარებს, მაგრამ თავად არ გარდაიქმნება და
არ იხარჯება.
 ფერმენტების ზომა ბევრად აღემატება ცუბსტრატის ზომას.
 ყველა ფერმენტს აქვს აქტიური ცენტრი(3-12 ამინომჟავური
ნაშთით), სადაც ხდება სუბსტრატის დაკავშირება.
 აქტიური ცენტრი და სუბსტრატი სივრცობრივ შესაბამისობაშია.
 ფერმენტები გავლენას არ ახდენენ რეაქციის პროდუქტების
თვისებებზე.
 ფერმენტული რეაქცია შექცევადია.
 ფერმენტების აქტივობა დამოკიდებულია ტემპერატურაზე, pH-ზე და
სუბსტრატის და ფერმენტის კონცენტრაციაზე.
 ფერმეტები ხასიათდებიან მაღალი სპეციფიურობით.
ფერმენტები ცოცხალ უჯრედებში 4000-ზე მეტი სახის რეაქციას
აკატალიზებენ და უდიდეს როლს თამაშობენ ცხოველქმედების პროცესში.

ფერმენტი შესაძლოა რეგულირდებოდეს სხვა


მოლეკულებით, რომლებიც ზრდიან ან ამცირებენ მის
აქტივობას.
ფერმენტის გამააქტიურებელ მოლეკულებს
აქტივატორები ეწოდებათ.
ფერმენტების აქტივობის შემამცირებელ ნივთიერებებს
კი - ინჰიბიტორები.
ცილების ფუნქციები
ცილის ფუნქციები:

 სამშენებლო ანუ სტრუქტურული


 კატალიზური ანუ ფერმენტული
 მამოძრავებელი
 სატრანსპორტო
 ენერგეტიკული
 დამცველობითი
 მარეგულირებელი
 სამარაგო
 სამშენებლო ფუნქცია:

უჯრედის მემბრანული სტრუქტურების


მნიშვნელოვან კომპონენტს ცილები
წარმოქმნის. ისინი უჯრედებისა და
ორგანოიდების ფორმას განსაზღვრავს.
სტრუქტურულ როლს ასრულებს ცილები
კერატინი და კოლაგენი. კოლაგენი
შემაერთებელი ქსოვილის უჯრედშორისი
ნივთიერების ძირითადი კომპონენტია, ხოლო
მეტად მდგრადი ცილა კერატინისაგან
შედგება ძუძუმწოვრების თმები, ფრჩხილები,
ფრინველების ბუმბული, ზოგიერთი მოლუსკის
ნიჟარა.
ფიბრიონი აბრეშუმის ძაფის და ობობას
ქსელის სიმტკიცეს განაპირობებს.
 სატრანსპორტო ფუნქცია

ერითროციტებში არსებული ცილა


ჰემოგლობინი ემსახურება
ჟანგბადის ტრანსპორტირებას;
მემბრანული ცილები
უზრუნველყოფენ ნივთიერებების
გადატანას გარემოდან უჯრედში
და პირიქით; სისხლის პლაზმის
ცილა ალბუმინს ლიპიდები და
ცხიმოვანი მჟავები გადააქვთ;
ტრანსფერინს რკინის
ტრანსპორტირება შეუძლია,
რომლის 75% ძვლის ტვინს
აწვდის.
 მამოძრავებელი ანუ მოტორული

მიკროფილამენტებით და
მიკრომილაკებით
ხორციელდება უჯრედის ყველა სახის
მოძრაობა (შოლტებით, წამწამებით,
ცრუფეხებით).
კუნთურ მოძრაობაში აქტინისა და
მიოზინის ძაფები მონაწილეობს.
ციტოპლაზმაში ვეზიკულებისა და
ორგანოიდების ტრანსპორტს
სპეციალური მოტორული ცილები
ახორციელებენ, რომლებიც
მიკრომილაკის, როგორც "ლიანდაგის"
გასწვრივ მიაბიჯებენ და დანიშნულების
ადგილისკენ მიაქვთ ტვირთი
 ენერგეტიკული ფუნქცია
ერთი გრამი ცილის სრული დაშლის
შედეგად 17.6 კ/ჯოული ენერგია
გამოიყოფა. ნაწილი უჯრედში მიმდინარე
სასიცოცხლო პროცესებში იხარჯება, ნაწილი
კი სითბოს სახით იფანტება.

 რეცეპტორული ფუნქცია
უჯრედის პლაზმურ მემბრანაში ჩაშენებული
და ციტოპლაზმაში არსებული ცილოვანი
ბუნების რეცეპტორები აღიქვამენ
სხვადასხვა სიგნალს (ტემპერატურის და
წნევის ცვლილებას, ქიმიური
ნივთიერებების და მექნიკურ ზემოქმედებას).
ეს ფუნქცია გაღიზიანებადობის ძირითადი
საფუძველია.
 მარეგულირებელი ფუნქცია
ცილოვანი ბუნების ჰორმონები (ინსულინი,
გლუკაგონი, სომატოტროპინი და ა.შ.)
არეგულირებენ ორგანიზმში მიმდინარე
სასიცოცხლო პროცესებს.

 სამარაგო ფუნქცია
ზოგიერთი სახის ცილა გროვდება: რძეში-
კაზეინი, კვერცხში - ალბუმინი, აგრეთვე
მცენარეთა თესლებში. ეს ცილები აუცილებელია
ჩანასახისა და ახალშობილის განვითარებისთვის.
ცილა ფერიტინი რკინის დაგროვებას
უზრუნველყოფს. ერთ მოლეკულას 45000-მდე
რკინის იონის დამარაგება შეუძლია.
 დამცველობითი ფუნქცია

ბაქტერიის, ვირუსის ან სხვა ანტიგენის


შეჭრისას იმუნური სისტემა სპეციალურ
დამცველ ცილებს ანტისხეულებს წარმოქმნის.
ისინი ზუტად ერგებიან და ბოჭავენ მათ.
ფიბრინოგენები და თრომბინები სისხლის
შედედების პროცესში მონაწილეობენ.
ადამიანისა და ცხოველების უჯრედებში
სინთეზირდება სპეციალური ვირუსების
საწინააღმდეგო ცილები – ინტერფერონები.
ინტერფერონი მხოლოდ ვირუსის დნმ-ის
უჯრედში მოხვედრის შემდეგ წარმოიქმნება.

You might also like