You are on page 1of 3

შ.პ.

ს „ხერხემი’’

დამოუკიდებელი სკოლა „მზექა’’

საგანი: ქიმია

საგნის პედაგოგი : მზია ლობჯანიძე

Xl კლასის მოსწავლის: მზია პაპიძე

რეფერატი
თემაზე:ც ხ ი მ ე ბ ი
ცხიმები — ორგანული ნივთიერებები, რომლებიც გვხვდება როგორც ცხოველურ, ისე
მცენარეულ უჯრედებში. ცხიმებით განსაკუთრებით მდიდარია ზოგიერთი მცენარის
— კაკლის, თხილის, მზესუმზირის, არაქისის, ქოქოსის ნაყოფები და თესლები. ცხოველებში
ცხიმი თავმოყრილია კანქვეშ და ბადექონში. ვეშაპის კანქვეშა ცხიმოვანი შრის სისქე ერთ
მეტრამდეა. ცხიმი ტემპერატურის ცუდი გამტარია. ამიტომაა,
რომ ვეშაპს, დელფინს, სელაპს შეუძლიათ ცივ წყალში ცხოვრება. ასევე ცხიმის სქელი ფენა იცავს
სითბოს დაკარგვისაგან თეთრ დათვსა და პინგვინებს.
ცხიმები ენერგიით მდიდარი ნივთიერებებია. უჯრედებში ცხიმის საბოლოო დაშლისას სხვა
პროდუქტებთან ერთად დიდი რაოდენობით წყალი გამოიყოფა. ამიტომ ძლებენ უდაბნოში
მცხოვრები ცხოველები დიდხანს უწყლოდ. ორგანიზმისთვის აუცილებელი წყალი სამარაგო
ცხიმის დაშლის დროს ორგანიზმშივე წარმოექმნებათ.მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი
ორგანიზმისთვის აუცილებელია გარკვეული რაოდენობის ცხიმების მიღება, კონკრეტული
ტიპის ცხიმების, კერძოდ გაჯერებული ცხიმების დიდი რაოდენობით მიღებას შეუძლია
გამოიწვიოს სისხლში ქოლესტერინის დონის გაზრდა, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვნად ზრდის
გულსისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს. შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია
კვების რაციონში ცხიმების რაოდენობის შემცირება და ნაჯერი ცხიმების ჩანაცვლება უჯერი
ცხიმებით
ლიპიდები - ცხიმი — ცხიმისებრი ნივთიერებები, რომლებიც ყველა
ცოცხალი უჯრედის შედგენილობაში შედის და განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს
სასიცოცხლო პროცესებისათვის - განაპირობებს უჯრედის განვლადობას, მოქმედებს
მრავალი ფერმენტის აქტივობაზე, მონაწილეობს ნერვული იმპულსის გადაცემაში, კუნთის
შეკუმშვაში, უჯრედებს შორის კონტაქტობის წარმოქმნაში, იმუნოქიმიურ პროცესებში.
ლიპიდები ქმნის ენერგეტიკულ რეზერვს, მცენარეთა და ცხოველთა წყალგაუმტარ და
თერმომოსაიზოლაციო საფარველს და იცავს მათ მექანიკური დაზიანებისაგან.
ლიპიდების უმრავლესობა უმაღლესი ცხიმოვანი
მჟავების, სპირტების ან ალდეჰიდების წარმოებულია. ქიმიური შემადგენლობის მიხედვით
ლიპიდებს ყოფენ რამდენიმე კლასად. ორგანიზმში ლიპიდები განიცდის
ფერმენტულ ჰიდროლიზს ლიპაზების ზემოქმედებით, განთავისუფლებული ცხიმოვანი მჟავები
აქტივდებიან ადენოზინფოსფორის მჟავებთან (უმთავრესად ატფ-თან) და კოფერმენტ A-თან
ურთიერთმოქმედების გზით, შემდეგ კი იჟანგებიან. დაჟანგვა მიმდონარეობს ორნახშირბადიანი
ფრაგმენტების მოხლეჩით რეაქციათა თანამიმდევრულ რიგში (ე. წ. ß-დაჟანგვა). გამოყოფილი
ენერგია ხმარდება ატფ-ის წარმოქმნას. უჯრედებში მრავალი ლიპიდები ცილებთან ქმნის
კომპლექს (ლიპოპროტეიდებს) და შეიძლება გამოიყოს მხოლოდ ამ კომპლექსის დაშლის
შემდეგ.
ფიზიოლოფიური დანიშნულების მიხედვით ლიპიდები იყოფა ორ ჯგუფად:

 პროტოპლაზმური ლიპიდები,რომლებიც უჯრედის სხვადასხვა სტრუქტურაში გვხვდება


და რომელთა რაოდენობა პრაქტიკულად უცვლელია
 სათადარიგო ანუ სარეზერვო ლიპიდები, რომლებიც ქმნის ე .წ.
ცხიმოვან ქსოვილს (კანქვეშა,ბადექონში). მათი რაოდენობა ორგანიზმში ცვალებადია.
სტრუქტურული აგებულების მიხედვით ლიპიდები იყოფა მარტივ ლიპიდებად, რთულ
ლიპიდებად, სტეროიდებად და ლიპიდების წარმოებულებად.
ზეთის მოლეკულები წყლის მოლეკულებთან კავშირს ვერ ამყარებენ, თითქოს ეშინიათ მათი და
გაურბიან. ყველა მათგანს წყლის სიძულვილი აერთიანებს, ერთმანეთს პოულობენ,
უკავშირდებიან და წყლის ზედაპირზე ლაგდებიან ასეთ
ნივთიერებებს ჰიდროფობურ ნივთიერებებს უწოდებენ (ფობია შიშს ნიშნავს). ნივთიერებას,
რომელიც წყალში კარგად იხსნება, წყლის მოყვარული ანუ ჰიდროფილიური ნივთიერება ჰქვია.
ლიპიდების ჰიდროფობურობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მემბრანისა და
საერთოდ, უჯრედის სტრუქტურის ჩამოყალიბებისთის. ძალზე მნიშვნელოვანია ლიპიდების
ნახშირწყლები — რთული ორგანული ნაერთები, რომელთა შედგენილობაში
შედის ნახშირბადის, ჟანგბადისა და წყალბადის ატომები. განასხვავებენ მარტივსა და რთულ
ნახშირწყლებს. მარტივ ნახშირწყლებს მონოსაქარიდები ეწოდება. რთული ნახშირწყლები არის
პოლიმერები, რომლებშიც მონოსაქარიდები მონომერის როლს ასრულებენ. ორი
მონოსაქარიდისაგან წარმოიქმნება დისაქარიდი, სამისაგან - ტრისაქარიდი, მრავლისაგან —
პოლისაქარიდი. ყველა მონოსაქარიდი უფერო ნივთიერებაა, წყალში კარგად იხსნება; თითქმის
ყველას აქვს ტკბილი, სასიამოვნო გემო. ყველაზე გავრცელებული
მონოსაქარიდებია გლუკოზა, ფრუქტოზა, რიბოზა და დეზოქსირიბოზა. ისინი შედიან
ნუკლეინის მჟავებისა და ატმოსფეროს შემადგენლობაში.
დი- და ტრისაქარიდები მონოსაქარიდის მსგავსად, კარგად იხსნება წყალში, აქვთ ტკბილი გემო.
მონომერული რგოლების რიცხვის ზრდასთან ერთად პოლისაქარიდების ხსნადობა კლებულობს,
ტკბილი გემო ქრება. დისაქარიდებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჭარხლისა და რძის
შაქრები. პოლისაქარიდებიდან ფართოდაა გავრცელებული სახამებელი, გლიკოგენი,
უჯრედის ცელულოზა. მერქანი თითქმის წმინდა ცელულოზაა. ამ პოლისაქარიდების
მონომერი გლუკოზაა.
ენერგეტიკული ფუნქცია. მათი წვისას, უჯრედში ნახშირწყლების წვასთან შედარებით,
გაცილებით მეტი ენერგია გამოიყოფა. ამიტომ ცოცხალი ორგანიზმები ლიპიდებს ხშირად
იმარაგებენ

You might also like