You are on page 1of 67

მებოცვრეობა

დავით ბოსტაშვილი
თბ ი ლი ს ი 2 0 1 9
B მებოცვრეობა

1 ბოცვრის ბიოლოგიური და ფიზიოლოგიური


თავისებურებები
1.1 ბოცვრის ბიოლოგიური თავისებურებები
1.2 ბოცვრის აგებულება
1.3 ბოცვრის გამრავლების თავისებურებანი
1.4 ბოცვრის ფიზიოლოგიური თავისებურებები
1.5 ბოცვრის საჭმლის მონელების თავისებურებანი
2 ბოცვრის ჯიშები
2.1 თეთრი გოლიათი
2.2 კალიფორნიული
2.3 ვენური ცისფერი
2.4 ნაცრისფერი გოლიათი
2.5 ახალზელანდიური თეთრი
2.6 ბელგიური გიგანტი (ფლანდრი)
2.7 შინშილა
2.8 გერმანული პეპელა
2.9 რექსი
2.10 ჰილა
3 ბოცვრის მოშენება
3.1 საჯიშე მუშაობა ბოცვერთან
3.2 ბოცვრის სქესის დადგენა
3.3 დაგრილების ვადები
3.4 ბოცვრის მომზადება დაგრილებისთვის
3.5 დაგრილების ჩატარება
3.6 ბოცვრის მომზადება მოსაგებად და დაბაჭიანება
3.7 სანაშენე საქმე მებოცვრეობაში
3.8 ბოცვრის ბონიტირება
4 ბოცვრის აღწარმოება
4.1 ბოცვრის სასქესო ციკლის თავისებურებანი
4.2 ბოცვრის ხელოვნური განაყოფიერება
4.3 სპერმის აღების მეთოდი
4.4 ბოცვრის სპერმის ხარისხის განსაზღვრა
4.5 ბოცვრის ხელოვნური განაყოფიერების ტექნიკა
4.6 ბოცვრის სპერმის გაყინვა
4.7 ინვენტარი და ტექნიკა ბოცვრის ხელოვნური
განაყოფიერებისთვის
5 ბოცვრის სადგომი
5.1 ბოცვრის შენახვის სისტემები
5.2 ბოცვრის გალიური შენახვა
5.3 ბოცვრის თავისუფალი შენახვა
5.4 ბოცვრის ვოლიერული შენახვა
5.5 საბოცვრე ფერმის ინვენტარი და აღჭურვილობა
5.6 ბოცვრის ფერმის ზოოჰიგიენური პარამეტრები

1
6 ბოცვრის კვება
6.1 ბოცვრის საკვები საშუალებები
6.2 მშრალი დედალი ბოცვრის კვება
6.3 მაკე ბოცვრის კვება
6.4 მაწოვარი ბოცვრის კვება
6.5 მამალი ბოცვრის კვება
6.6 ბაჭიების კვება
6.7 ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატები
მებოცვრეობაში
7 ბოცვრის ჯანმრთელობის დაცვა
7.1 ინფექციური დაავადებები
7.1.1 ბოცვრის ვირუსული ჰემორაგიული სეპტიცემია
7.1.2 ბოცვრის ინფექციური სტომატიტი (სველი ცხვირი)
7.1.3 ბოცვრის კოლიბაქტერიოზი
7.1.4 ბოცვრის ლისტერიოზი
7.1.5 ბოცვრის მიქსომატოზი
7.1.6 ბოცვრის პასტერელოზი (ჰემორაგიული სეპტიცემია)
7.1.7 ბოცვრის სალმონელოზი (პარატიფი)
7.1.8 ბოცვრის ინფექციური რინიტი
7.1.9 ბოცვრის მასტიტი (სარძევე ჯირკვლის ანთება)
7.1.10 ბოცვრის ტულარემია
7.1.11 ბოცვრის დერმატომიკოზები (ტრიქოფიტია
— მიკროსპორია)
7.2 პარაზიტული დაავადებები
7.2.1 ბოცვრის კოქციდიოზი
7.2.2 ბოცვრის პასალუროზი
7.2.3 ბოცვრის ცისტიცერკოზი (ფინოზი)
7.2.4 ბოცვრის ფასციოლოზი
7.2.5 ბოცვრის სარკოპტოზი (სარკოპტოზი —
ნოტოედროზი)
7.2.6 ბოცვრის ყურის მუნი
7.3 არაგადამდები დაავადებები
7.3.1 ბოცვრის ტიმპანია და მეტეორიზმი
7.3.2 ბოცვრის კატარი
7.3.3 ბოცვრის პოდოდერმატიტი
7.3.4 ბოცვრის რაქიტი
7.4 ვეტერინარი ექიმი და მისი ფუნქციები
8 ბოცვრის პროდუქტები
8.1 ბოცვრის ხორცი
8.2 ბოცვრის ხორცის აგებულება
8.3 ბოცვრის ხორცის გარეგნული თვისებები
8.4 ბოცვრის ხორცის ქიმიური შემადგენლობა
8.5 ბოცვრის დაკვლა და გატყავება
8.6 ჩანაწერების წარმოება

2
მებოცვრეობა B  მეცხოველეობა

B მეცხოველეობა
B11  მებოცვრეობა
1 ბოცვრის ბიოლოგიური და ფიზიოლოგიური
თავისებურებები

ამ თავის შესწავლით თქვენ გეცოდინებათ:

ბოცვრის ბიოლოგიური და ფიზიოლოგიური თავისებურებები, საჭ-


მლის მონელების სისტემა, გამრავლების თავისებურებანი, ბოცვ-
რის აგებულება და შინაგანი ორგანოების სტრუქტურა.

შეძენილ ცოდნას გამოიყენებთ პრაქტიკაში შემდეგ გარემოებებში:


სიტუაცია 1. თქვენ ხართ ვეტერინარი სპეციალისტი, მოგიწიათ მუშაობამ
მებოცვრეობის ფერმაში. ბოცვრის ფიზიოლოგიური პარამეტ-
რების დასადგენად თქვენ დაგჭირდებათ ცოდნა, განსა-
ზღვროთ ბოცვრის მაკეობა და ლაქტაციის პერიოდი, ჩამოა-
ყალიბოთ ბაჭიების ზრდა-განვითარების ინტენსიური პერიო-
დები და დაგეგმოთ სადედე ბოცვრების სამეწარმეოდ დატ-
ვირთვის ხანგრძლივობა;
სიტუაცია 2. ფერმაში კლიმატური ნორმების დასადგენად თქვენ დაგ-
ჭირდებათ ბოცვრის ფიზიოლოგიური ნორმების ცოდნა, დაიმახსოვრე!
ჟანგბადის მოხმარება კგ ცოცხალ წონაზე, ჰაერის ტემპე- ბოცვრები გამოირჩევიან არაე-
რატურის გავლენა ენერგიის ხარჯვაზე, ჰაერში ამიაკის რთი ბიოლოგიური და ფიზიო-
მაქსიმალური ზღვრული რაოდენობის ცოდნა;
ლოგიური თავისებურებით:
სიტუაცია 3. ბოცვრის საჭმლის მომნელებელი ტრაქტის შესწავლით მაღალი ნაყოფიერებით
თქვენ შეძლებთ, დაადგინოთ მონელების პროცესების
სქესობრივად სწრაფი
დარღვევა, დროულად მიიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილე-
ბა და დასახოთ პრობლემის აღმოფხვრის გზები. მომწიფებით
სასქესო ციკლის სეზონუ-
ბოცვერი მიეკუთვნება ხერხემლიანების ტიპს, ძუძუმწოვართა კლასს,
რობის არარსებობით
მღრღნელთა ჯგუფს. ბოცვრის წინაპრად მიჩნეულია გარეული კურდღელი,
რომლისგანაც მრავალწლიანი სელექციის შედეგად გამოიყვანეს მაღალპ- საჭმლის მონელების თა-
როდუქტიული სახორცე და საბეწვე ჯიშები. ბოცვერი ძალიან განსხვავდება ვისებურებებით
ჩვეულებრივი კურდღლისგან აგებულებით, ფიზიოლოგიით, ბიოლოგიით. ლიმფოიდური ორგანოე-
მაგალითად, ბოცვრის მაკეობის პერიოდი 28-32 დღეა, გარეული კურდღლი- ბის არსებობით
სა კი 44-51 დღემდე მერყეობს; ბოცვრის ბაჭიები იბადებიან უბეწვოები და ოპროფაგიით და სხვ.
უსინათლონი, ხოლო გარეულის — ბეწვიანები, თვალახელილები და მოძ-
რავები.
რომელთა ცოდნასაც დიდი მნიშვნელობა აქვს ამ დარგით დაინტერესებული
ფერმერების, ვეტერინარი ექიმებისა და ვეტერინარი სპეციალისტებისთვის.

3
B11  მეცხოველეობა მებოცვრეობა

1.1 ბოცვრის ბიოლოგიური თავისებურებები


ბოცვრების ნაყოფიერება მნიშვნელოვნად დამოკიდებულია კვებისა და
შენახვის თავისებურებებზე, ცხოველის ინდივიდუალურ თვისებებზე, რომ-
ლებიც მათ მემკვიდრეობით გადაეცემა და ბოცვრის ჯიშზე (მაღალპროდუქ-
ტიული ბოცვრები, ჩვეულებრივ, ნაკლებად ნაყოფიერნი არიან). მდედრები
ერთ დაყრაზე ბადებენ 6-12, ზოგჯერ კი — 16-19 ბაჭიას.
მაკეობის პერიოდი 29-32 დღემდე გრძელდება. ნაყოფი მუც-
ლადყოფნისას ვითარდება ძალიან სწრაფად, განაყოფიერები-
დან მეოთხე დღეს ნაყოფს აქვს 0,3 მმ დიამეტრი, რომელიც მერვე
დღეს მაგრდება საშვილოსნოს კედელზე, მე-13 დღეს შეიძლება მათი
მოსინჯვა მუცლის კედლიდან, მე-16 დღეს ნაყოფი იწყებს მოძრაობას, 30-ე
დღისათვის (დაბადების მომენტისათვის) თითოეული ბაჭიის წონა 40-დან
90 გ-მდეა, მათი რაოდენობის, ჯიშისა და დედის კვებისა და ფიზიოლოგი-
ური მდგომარეობის მიხედვით.
ლაქტაციის პერიოდი ბოცვრებში გრძელდება ორ თვეზე მეტხანს.
ამ დროს გამოყოფილი რძის რაოდენობა მე-20 დღემდე იმატებს, შემდეგ კი
ეტაპობრივად იკლებს, განსაკუთრებით მკვეთრად კი — 30 დღის შემდეგ.
ბოცვრები გამოირჩევიან ადრეული განვითარებით, სწრაფი ზრდისა და
ადრეული სქესობრივი მომწიფების უნარით. ბოცვრის ბაჭიები დაბადებისას
არიან უბეწვოები და უსინათლონი. ბაჭიები დაბადებიდან მე-5-7 დღეს
იწყებენ შემოსვას, მე-10-14 დღეს ეხილებათ თვალი, მე-17-20 დღეს იწყე-
ბენ ბუდიდან გადმოსვლას და საკვების მიღებას; მე-18 დღიდან ეწყებათ
კბილების ცვლა, ძირითადი სარძევე კბილები ეცვლებათ მე-20-28-ე დღეს.
ბოცვრებს აქვთ 28 მუდმივი კბილი. სიცოცხლის პირველ ექვს დღეში ბაჭი-
ების ცოცხალი წონა იზრდება ორჯერ, მე-10 დღისთვის — 3-ჯერ, მე-20
დღისთვის — 5-6-ჯერ, 30-ე დღისთვის — 9-10-ჯერ და აღწევს საშუალო
მეხორცულ ჯიშებში 400-500 გ-ს, მსხვილ ჯიშებში — 600-700 გ-ს. ასეთი
სწრაფი ზრდა აიხსნება დედის რძის მაღალი კვებითი ღირებულებით. 1 გ-ით
ბაჭიის გაზრდისთვის საჭიროა 2 მლ რძე.
ბოცვრის რძე მდიდარია:
ცილებით — 10-13%;
ცხიმებით — 22%;
მინერალური ნივთიერებებით — 2,5%;
რძის შაქრებით
25-30-ე დღეს შეიძლება ბაჭიების დედისგან ასხლეტა (გადასმა). მოზარდი
1 2 3 ბოცვრების სხეული ყველაზე ინტენსიურად იზრდება ოთხი თვის ასაკამდე,
ამ პერიოდისთვის ისინი თითქმის აღწევენ ზრდასრულის ზომის 80-85%-ს,
ხოლო შემდეგი ზრდის პერიოდი გრძელდება 6 თვის ასაკამდე. ამ დროი-
სათვის ბოცვრები აღწევენ ზრდასრულთა წონის 87-90%-ს. ზრდა-განვითა-
4 5 რება მთავრდება 8-9 თვის ასაკში, სიცოცხლის ხანგრძლივობა 6-8 წელია,
იშვიათად — 10 წელი, სამეურნეო წარმოებისთვის ბოცვერი გამოიყენება
მაქსიმუმ სამი წლის ასაკამდე.
ბოცვრის ადრეული მომწიფება მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია
ჯიშზე, მათ ინდივიდუალურ თავისებურებებზე, რომლებიც გადადის მემკვი-
სურ. 1 ბაჭიების ზრდა- დრეობით, კვებისა და შენახვის პირობებზე.
განვითარება ერთ თვემდე.
სქესობრივ სიმწიფეს საშუალო ჯიშის ბოცვრები აღწევენ 3-3,5 თვის, ხოლო
მსხვილი ჯიშის ბოცვრები — 3,5-4 თვის ასაკში, თუმცა ამ ასაკშიმათი აღწარ-
მოებისათვის გამოყენება იწვევს ზრდის შეფერხებასა და სუსტი შთამომავ-
ლობის დაბადებას. მეცნიერებისა და პრაქტიკის მიხედვით დადგენილია,
რომ საშუალო ჯიშების კარგად განვითარებული მდედრების შეჯვარება
შესაძლებელია 4-5 თვის, ხოლო მსხვილი ჯიშების ბოცვრებისა
–5-6 თვის ასაკში.

4
მებოცვრეობა B  მეცხოველეობა

1.2 ბოცვრის აგებულება
ბოცვერი სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა შორის თითქმის ყველაზე პატა-
რა ცხოველია, სხვადასხვა ჯიშის მიხედვით ზრდასრულის ცოცხალი წონა
მერყეობს 3-დან-12 კგ-მდე. ბოცვერი გარედან დაფარულია მოკლე და
ხშირი ბეწვით.

სურ. 1 ბოცვრის გარეგნობა და


სხეულის ნაწილები:

1. თავი; 2. კისერი; 3. ყურები;


4. კეფა; 5. მხარი; 6. გვერდი;
7. ზურგი; 8. გავა; 9. კუდი; 10.
ტერფი; 11. ბარძაყი; 12.უკანა
კიდურები; 13. მუცელი; 14. წინა
კიდურები; 15. გულმკერდი; 16.
ბრჭყალები; 17. ყელი.

ბოცვრის თავი ტანთან შედარებით ძალიან პატარაა და მოგრძო ფორმის, ეს საინტერესოა!


თავის სიგრძე, ჯიშების მიხედვით, 10-დან 20 სმ-მდე მერყეობს, ყურები
განაყოფიერება და ბაჭიების
კარგად განვითარებული, სწორმდგომი ან ჩამოშვებული აქვს. კისერი —
მოგება მდედრ ბოცვრებს შე-
მოკლე და სქელი, ზომით 7-10 სმ; ტანი ც მოგრძო, ცილინდრისებრი, რომ-
უძლიათ წელიწადის ნებისმიერ
ლის სიგრძე, ჯიშების მიხედვით, 40-90 სმ-ია. ბოცვერს კარგად აქვს განვი-
დროს. ახურება არამაკე მდედ-
თარებული უკანა კიდურები, რომლებიც წინასთან შედარებით დიდია. ზურგი
რებს უვლინდებათ პერიოდუ-
წელის მიდამოში ვიწროვდება და გავის მიდამოში ფართოვდება. ბარძაყი
ლად, წელიწადის თბილ დროს,
და ბარკლები განიერი და ამოვსებულია. მუცელზე მკერდამდე ორ რიგად
ყოველ 5-6 დღეში ერთხელ,
განლაგებული აქვს 5-6 წყვილი სარძევე ჯირკვალი. მამლებს წყვილი სათეს- ზამთარში –– უფრო იშვიათად.
ლე ჯირკვალი ბარკლის შიგნით დაბოლოებებთან აქვთ განლაგებული. ოვულაცია ხდება მხოლოდ შეჯ-
ვარების შემდეგ 10-12 საათში,
1.3 ბოცვრის გამრავლების თავისებურებანი თითოეული საკვერცხიდან გა-
მოთავისუფლდება 3-9 კვერ-
ბოცვრების სასქესო ჯირკვლების ცხოველქმედება სქესობრივი სიმწიფის ცხუჯრედი. მამრი კოიტუ-
დადგომის შემდეგ მიმდინარეობს მკაფიოდ გამოხატული სეზონურობის სის (შეერთება-შეწყვილება)
გარეშე. დროს გამოყოფს 1-2 მლ სპე-
რმას. დაბაჭიანება, ძირითა-
1.4 ბოცვრის ფიზიოლოგიური თავისებურებები დად, ხდება ღამის საათებში ან
დილით ადრე და გრძელდე-
ზრდასრულ ბოცვერს აქვს 32-95 მლ სისხლი — მათი ცოცხალი წონის 4,5- ბა 5-10 წუთის განმავლობა-
დან 6,7%-მდე. სისხლის pH 7,25-7,43, ხვედრითი წონა 1,0425, ერით- ში. მდედრ ბოცვრებს განაყო-
როციტები ახალშობილი ბაჭიების 1 მლ სისხლში არის 4,5 მლ, ზრდასრუ- ფიერება შეუძლიათ ბაჭიების
ლებში, საშუალოდ, 5 მლნ-მდე (2,76-დან 6,32 მლნ-მდე), მამრებში 7-8%- დაყრიდან მეორე დღესვე, ანუ
ით მეტია, ვიდრე მდედრებში. ლეიკოციტები 1 მლ სისხლში არის საშუა- შეუძლიათ სრულად შეათავ-
ლოდ 8800 (6000-დან 10000-მდე), თრომბოციტები, ზოგი ავტორის მიხე- სონ მაკეობისა და ლაქტაცი-
დვით, 1მლ-ში 300-800 ათასია, სხვების მიხედვით — 126 480-251 140; ის პერიოდები. ასეთი შეთავ-
ლიმფოციტები — 20-90% (საშუალოდ 63%), ფსევდოეოზინოფილები — სება სრულფასოვანი კვებისა
10-67% (საშუალოდ 32%), ეოზინოფილები — 0,2-5% (საშუალოდ 2%), და შენახვის პირობებში უარ-
ბაზოფილები — 5%, სეგმენტბირთვიანი ნეიტროფილები — 30%, მონოცი- ყოფითად არ აისახება ახალი
ტები — 4%. 100 მლ სისხლი შეიცავს 8,4-12,4 გ ჰემოგლობინს (სალის მე- თაობების მიღებაზე. წლის გან-
მავლობაში ერთი ბოცვრისგან
თოდით განსაზღვრისას); მამრებში 2-3%-ით მეტია. სისხლის შედედების
შეიძლება მივიღოთ 5-6 დაყრა.
დრო დამოკიდებულია ტემპერატურაზე. 5°C-ზე არის 48 წუთი, 15°C-ზე —
საშუალოდ ბადებს 5-8 ბაჭიას,
10 წუთი, 25 °C-ზე — 4 წუთი, 30-35°C-ზე — 2 წუთი.
ზოგჯერ — 10-18-საც კი.

5
B11  მეცხოველეობა მებოცვრეობა

პულსი და სუნთქვა
გულის შეკუმშვების რიცხვია 120-160 წუთში. პულსი კარგად ისინჯება ბარ-
ძაყისა და მხრის არტერიებსა და ქვედა ყბის წინა მესამედის საზღვარზე,
ნიკაპის ხვრელის ქვემოთ.
ბოცვრის სუნთქვის ორგანოების წონა შეადგენს მისი საერთო წონის საშუა-
ლოდ 1,28%-ს. ბოცვერი ერთ საათში 1კგ ცოცხალ წონაზე შთანთქავს 478-
690 სმ3 ჟანგბადს და გამოყოფს 451-632 სმ3 ნახშირორჟანგს. ბოცვრის
სუნთქვის სიხშირე ზომიერ ტემპერატურაზე არის 50-60 წუთში, მაღალ
ტემპერატურაზე, 35°-ზე, იზრდება და აღწევს 270-285-ს. კანის საფარვლით
ბოცვერი შთანთქავს 100-500-ჯერ მეტ ჟანგბადს და გამოყოფს 60-300-ჯერ
ნაკლებ ნახშირორჟანგს, ვიდრე ფილტვებით. სიბნელეში და შიმშილობისას
კანის სუნთქვა ქვეითდება. დახურულ ფერმაში ბოცვრის შენახვისას ჰაერში
ამიაკის 0,38 მგ/ლ-ში კონცენტრაცია იწვევს ბოცვრის ფილტვებისა და
ბრონქების დაავადებას, ფიბროზულ ნალექს პლევრაზე, ხოლო ამიაკის
დონის გაზრდა 1,5 მგ/ლ-ში — მე-9 დღეზე სიკვდილიანობას.
თერმორეგულაცია
ბოცვერში სხეულის ტემპერატურა მერყეობს გარემოს ტემპერატურის მი-
ხედვით და დამოკიდებულია მისი ბეწვის საფარვლის ზომაზე, სიხშირესა
და წლის პერიოდზე.
გარემოში 5°C-ზე სხეულის ტემპერატურაა 37,5°C
10C°-ზე — 3°C
20C°-ზე — 38,7°C
30-35C°-ზე — 40,5°C
40°-ზე — 41,6°C
ბოცვერი დღე-ღამეში 1 კგ ცოცხალ წონაზე ხარჯავს: +25°C ჰაერის ტემ-
პერატურაზე -– 46,04, +15°C-ზე -– 48,89, +5°C-ზე — – 60,77 და 9,7°C-
ზე — 121,64 კილოკალორიას. შეიძლება ითქვას, რომ 15-25°C-ზე ორგა-
ნიზმის გასათბობად ენერგია თითქმის არ იხარჯება, ხოლო დაბალ ტემპე-
რატურაზე ეს ხარჯი იზრდება, ამიტომ ზამთარში ბოცვრებს უნდა მიეცეთ
30-35%-ით მეტი ენერგეტიკული ღირებულების საკვები. ჰაერის 15-25°C
ტემპერატურისას ბოცვრის ორგანიზმში სითბური წონასწორობის შესანარ-
ჩუნებლად საჭირო არ არის დამატებითი ენერგიის მიცემა.
ბოცვრები მგრძნობიარენი არიან გადახურებისადმი, რის შედეგადაც მათ
ხშირად აღენიშნებათ სითბოს დაკვრა. გარემოში 44-45°C ტემპერატურაზე
მათ შეუძლიათ სხეულის ნორმალური ტემპერატურის შენარჩუნება ერთი
საათის განმავლობაში, უფრო მეტხანს ყოფნისას კი მოსალოდნელია მაღა-
ლი სიკვდილიანობა.

სურ. 3 ბოცვრის შინაგანი


1.5 ბოცვრის საჭმლის მონელების
ორგანოების სტრუქტურა.
თავისებურებანი
1. ანალური ხვრელი;
ბოცვერი მიეკუთვნება მცენარეული საკვებით მკვებავ ცხოველთა ჯგუფს,
2. სწორნაწლავი; 3. მსხვილი
ზრდასრული ბოცვრის კუჭის მოცულობა შეადგენს 179-200 მლ-ს, საჭ-
ნაწლავი; 4. წვრილი ნაწლავი;
მლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვანი გარსის საერთო ზედაპირი —
5. კუჭქვეშა ჯირკვალი; 6. ბრმა
2220-2432 სმ2-ს. ზრდასრული ბოცვრების ნაწლავის ცალკეული ნაწილე-
ნაწლავი; 7. ნაღვლის ბუშტი; ბის, განსაკუთრებით — თორმეტგოჯა, წვრილი და ბრმა ნაწლავის სიგრძე,
8. ღვიძლი; 9. ენა; 10. შარდის საგრძნობლად მერყეობს. ბოცვრების საჭმლის მომნელებელი ძირითად
ბუშტი; 11. შარდ-სასქესო ტრაქტს ქმნის წვრილი, მსხვილი და ბრმა ნაწლავები.
ორგანოები; 12. თირკმელი; ზრდასრული ბოცვრის წვრილი ნაწლავის სიგრძე 270-320 სმ-ია. წვრილ
13. ელენთა; 14. კუჭი; ნაწლავში ხდება საკვების დაშლა და შეწოვა. ამ ნაწლავის ეპითელურ ფე-
15. საყლაპავი; 16. დიაფრაგმა; ნაში ჩართულია ჯირკვლები, რომლებიც გამოყოფს: ცილების, ცხიმებისა
17. ფილტვი; 18. გული; და ნახშირწყლების დამშლელ ფერმენტებს: ერეპსინს, ლიპაზას, ამილა-
19. ტრაქეა; ზას, საქაროზას და სხვ.

6
მებოცვრეობა B  მეცხოველეობა

მსხვილი ნაწლავის საერთო სიგრძე 12-180 სმ-ია, მსხვილ ნაწლავებს მიე-


ყურადღება!
კუთვნება: ბრმა ნაწლავი — 30-50 სმ, კოლინჯი — 30-40 სმ და სწორი
ნაწლავი — 60-80 სმ ამ ნაწლავებში მიმდინარეობს საკვების დაშლა და კოპროფაგია
შეწოვა, განსაკუთრებით — უჯრედანის, მაგრამ უფრო ნაკლებად, ვიდრე ბოცვრების მეტად საინტერესო
წვრილ ნაწლავებში. მსხვილ ნაწლავში მრავლდება მიკროორგანიზმები და თავისებურებაა კოპროფაგია
წარმოიქმნება B ჯგუფის ვიტამინები. (საკუთარი ახალი ფეკალიის
ბოცვრის ორგანიზმში ღვიძლი ყველაზე დიდი ჯირკვალია. ღვიძლის მარ- ჭამა). ზოგჯერ ბოცვერი ჭამს
ჯვენა ნაწილის ბოლოზე დართულია ნაღვლის ბუშტი, ხოლო უკანა ნაწილი- თავისი ფეკალიის 54%-დან
დან უერთდება სისხლძარღვები. ღვიძლს აკისრია ერთ-ერთი მნიშვნელო- 82%-მდე. ცალკეული ავტორე-
ბი კოპროფაგიას განიხილავენ,
ვანი ფუნქცია — სისხლის გაწმენდა მავნე ნივთიერებებისგან. ღვიძლი
როგორც პათოლოგიურ მოვლე-
გამოყოფს გლიკოგენს, ახდენს შარდოვანას სინთეზს და ამუშავებს ჰორმო-
ნას, დაკავშირებულს კვების ბა-
ნებს.
ლანსის დარღვევასთან, საკ-
კუჭქვეშა ჯირკვალი ანუ პანკრეასი მტევნის ფორმისაა.ის თორმეტგოჯა ვებში მინერალური მარილების
ფარშშია მოთავსებული. მისი სადინარები თავს იყრის თორმეტგოჯა ნაწლავ- ნაკლებობასთან, მადის დარ-
ში. პანკრეასის წვენი შეიცავს ფერმენტებს, სახამებლის დამშლელ ამილაზას, ღვევასთან ან დაავადებასთან.
ცილების დამშლელ ტრიფსინებს, ცხიმების დამშლელ ლიპაზას და ნახშირ- მკვლევართა უმრავლესობა
წყლების მონელების ხელშემწყობ ჰორმონს — ინსულინს. ემხრობა აზრს, რომ კოპრო-
ფაგია ნორმალური ფიზიოლო-
კუჭში მოხვედრილი საკვები არ შეერევა მასში მოთავსებულ მასებს, არამედ გიური მოვლენაა, რომელიც
ცალკე მოძრაობს საყლაპავიდან ქვემოთ, პილორუსის მიმართულებით, დიდ როლს თამაშობს ბოცვრის
შემდეგ დაეშვება კუჭის დიდ სიმრუდეზე, მასზე გადაადგილდება კარდია- საჭმლის მონელებაში. გარეულ
ლური ნაწილისაკენ და კუჭის მცირე სიმრუდის ქვეშ. კუჭი საკვებისაგან კურდღლებზე დაკვირვებისას
სრულად არ თავისუფლდება ხანგრძლივი შიმშილობის დროსაც კი. მიღე- აღნიშნავენ, რომ ის, ჩვეულებ-
ბული საკვები (შვრია, ჭარხალი, თივა) იწყებს გამოყოფას ფეკალიების რივ, ხდება დილის საათებსა და
სახით: ზრდასრულ ბოცვრებში 13 საათის შემდეგ და მონელება სრულდება ცივ ამინდში, როდესაც ბოცვრის
72 საათში, ხოლო მოზარდებში გამოყოფა იწყება 4-4,5 საათში და სრულ- კვება გართულებულია.
დება 60 საათის შემდეგ.
შარდი
კუჭის წვენის სეკრეცია (გამოყოფა) ბოცვრებში მიმდინარეობს უწყვეტად. ზრდასრული ბოცვერი დღე-ღა-
მისი სეკრეციის დონე მერყეობს საათში 1-2-დან 8-10 მლ-მდე. დღისით მეში გამოყოფს 180-440 მლ
უფრო აქტიურად გამოიყოფა, ვიდრე ღამით. ჯანმრთელი ზრდასრული მოყვითალო ფერის შარდს. მისი
ბოცვრების კუჭის წვენს აქვს მაღალი მჟავიანობა. ცილა — 7,3 მმ, სახამე- ხვედრითი წონაა 1,010-1,15.
ბელი — 2,4 მმ, ჟელატინი — 8 მმ, ქიმოზინი — 1:40. საათში, გამოიყოფა შარდის რეაქცია, ძირითადად,
0,6-0,7 მლ დუოდენალური წვენი, რომელიც ინელებს 0,6 მმ ცილას, 13 ტუტეა. ბოცვრის შარდი შეიცავს
მმ სახამებელს, 11 მმ ჟელატინს. ამის გარდა, უმნიშვნელოდ ინელებს შარდოვანას, ჰიპურის მჟავას,
უჯრედისს. წვრილი ნაწლავის წვენი ინელებს 0,8 მმ ცილასა და 7 მმ სახა- მცირე რაოდენობით ფოსფორ-
მებელს. ბოცვრები ინელებენ ცილების 68,5%-ს, ცხიმების 68,%-ს, უაზო- მჟავასა და რძემჟავას. დღე-ღა-
ტო ნივთიერებების — 82,9%-ს, კომბოსტოს ფოთლების უჯრედანას 75%- მეში შარდთან ერთად გამოიყო-
ს, სტაფილოს 65,3%-ს, ჩალის 22,7%-ს. ფა 130-360 მგ აზოტი და 16-26
მგ გოგირდი.

7
B11  მეცხოველეობა მებოცვრეობა

კითხვები
თვითშეფასებისთვის

1. რომელ ცხოველთა კლასს მიე-


კუთვნება ბოცვერი?
2. რამდენ დღეს შეადგენს ბოც-
ვრის მაკეობის პერიოდი?
3. რამდენ ბაჭიას ბადებს ბოცვერი
ერთ დაყრაზე?
4. რამდენ გრამს იწონიან ახალ-
შობილი ბაჭიები?
5. დაბადებიდან მერამდენე დღეს
აეხილებათ თვალები ბაჭიებს?
6. რამდენი დღეა გარეული კურ-
დღლის მაკეობის პერიოდი?
7. მერამდენე დღიდან იწყებენ
ბაჭიები ბუდიდან გადმოსვლას
და მოძრაობას?
8. რამდენი მუდმივი კბილი აქვს
ზრდასრულ ბოცვერს?
9. რამდენ გრამს იწონიან ბოც-
ვრის მსხვილი ჯიშების ბაჭიები
ერთი თვის ასაკში?
10. რამდენი მლ დედის რძეა საჭი-
რო ბაჭიის 1 გ-ით გაზრ-
დისთვის?
11. რამდენი წელი შეიძლება დედა
ბოცვრის სამეურნეო წარმოე-
ბისთვის გამოყენება?
12. რომელი თვიდან იწყება დედა-
ლი ბოცვრის შეჯვარება?
13. რამდენია ბოცვერს სხეულის
ნორმალური ტემპერატურა?
14. რა არის კოპროფაგია?
15. რამდენი მლ-ია ზრდასრული
ბოცვრის კუჭის შიდა მთლიანი
მოცულობა?
16. მერამდენე დღიდან შეიძლება
ბოცვრის მაკეობის დადგენა
ხელით გასინჯვის მეთოდით?
17. მ ერამდენე დღიდანა არის
რეკომენდებული ბაჭიების ასხ-
ლეტა დედიდან?
18. რამდენი სარძევე ჯირკვალი
აქვს დედა ბოცვერს?
19. წლის რომელ დროს შეიძლება
ბოცვრის დაგრილება?
20. დაბაჭიანებიდან მერამდენე
დღეს შეიძლება ბოცვრის დაგ-
რილება?

8
მებოცვრეობა B  მეცხოველეობა

B მეცხოველეობა
B11  მებოცვრეობა

2 ბოცვრის ჯიშები

ამ თავის შესწავლით თქვენ შეძლებთ დღეისათვის მსოფლიოში


გავრცელებული თანამედროვე ბოცვრის სახორცე და საბეწვე სხვა-
დასხვა ჯიშის დახასიათებას, მათ ამოცნობას, პასპორტის მონაცე-
მების მიხედვით პარამეტრების დადგენას.

შეძენილ ცოდნას გამოიყენებთ პრაქტიკაში შემდეგ გარემოებებში:


სიტუაცია 1. თქვენ ხართ ფერმერი და გადაწყვიტეთ მეხორცული მიმარ-
თულების საბოცვრე ფერმის გაკეთება, აუცილებელია
ზუსტად იცოდეთ ბოცვრის სახორცე ჯიშები, მათი დახასია-
თება და უპირატესობები.
სიტუაცია 2. თქვენ ხართ ბიზნესოპერატორი და გადაწყვიტეთ ბოცვრის
სანაშენე ფერმის გაკეთება, საჯიშე ხაზების გამოზრდა და
ბაჭიების რეალიზაცია. ამისათვის თქვენ დაგჭირდებათ
ბოცვრის ჯიშების ცოდნა.
სიტუაცია3. ბოცვრის ტყავ-ბეწვეულის წარმოება-გადამუშავებისთვის
თქვენ დაგჭირდებათ სათივთიკე ჯიშების ცოდნა, ინფორ-
მაცია მათი აგებულების, ზომის, გარეგანი საფარველისა
და გამრავლების შესახებ.
დღეისათვის მსოფლიოში გავრცელებულია 200-მდე ბოცვრის ჯიში, რომ-
ლებიც სხვადასხვა ქვეყანაში მრავალი წლის სელექციის შედეგად არის
მიღებული. ეს ჯიშები დანიშნულების მიხედვით იყოფა: სახორცე, საბეწვე,
სახორცე-საბეწვე და დეკორატიულ ჯიშებად. ბოცვრის მოშენება ხდება
როგორც წვრილ მეურნეობებში, ასევე, მსხვილ ინდუსტრიულ ფერმებში,
სადაც დანერგილია თანამედროვე სტანდარტები და ის მიკროკლიმატი,
რომელიც აუცილებელია ბოცვრის მოშენებისთვის.

9
B11  მეცხოველეობა მებოცვრეობა

2.1 თეთრი გოლიათი
ეს ჯიში გამოიყვანეს ბელგიასა და გერმანიაში მე-19 საუკუნის ბოლოს. ხა-
სიათდება თეთრი შეფერილობით და მკვეთრი წითელი თვალებით. ზრდა-
სრული ცხოველის ცოცხალი წონა 5-5,8 კგ-ია, ზოგჯერ 8 კგ-საც აღწევს.
ტანის სიგრძე 60 სმ-ია, გულმკერდის შემოწერილობა — 37 სმ.
დედა ბოცვერი ხასიათდება მაღალი პროდუქტიულობით. ერთ დაბაჭიანე-
ბაზე იძლევა და გამოკვებავს საშუალოდ 7-8 ბაჭიას. ხასიათდება საშუა-
სურ. 1 თეთრი გოლიათი ლო მეხორცულობით, ხორცის გამოსავალი შეადგენს ცოცხალი მასის 52-
54%-ს. ორი თვის მოზარდი იწონის 1,8 კგ-ს, სამი თვის — 2,6 კგ-ს, ოთხი
თვის — 3,5 კგ-ს. ტყავი გამოიყენება ბეწვის წარმოებისთვის.

2.2 კალიფორნიული
ეს ჯიში გამოიყვანეს ამერიკაში შინშილასა და ახალზელანდიურის შეჯვა-
რებით. ბეწვის შეფერილობა თეთრია, ცხვირის კუდისა და ყურების ბო-
ლოები მუქი ყავისფერი შეფერილობისაა.
გამოირჩევა მსუბუქი ძვლებით და მაღალი მეხორცულობით, საშუალო
თხელი ყურებით, განიერი მენჯის ძვლებით. სჭირდება კარგი ზოოჰიგიენუ-
რი პირობები. საშუალო ცოცხალი წონა ორი თვის ასაკში აღწევს 1,8-2,3
სურ. 2 კალიფორნიული კგ, სამი თვის ასაკში — 3,4 კგ-ს, ზრდასრულის წონა 4,5 კგ-დან 5 კგ-მ-
დეა. სასაკლაო წონას — 2.7 კგ-ს აღწევს სამი თვის ასაკში. ხორცის გამო-
სავალი 54-58%-ია.

2.3 ვენური ცისფერი
საბეწვე ჯიშია, ტანი პირდაპირი, ოდნავ წაგრძელებული, ძვლები — მაგა-
რი, თავი და ყურები — საშუალო ზომის, ბეწვი — ხშირი, რბილი და ბზინ-
ვარე მოცისფრო-მოლურჯო ფერის. ტყავი გამოიყენება წარმოებისთვის,
ძირითადად, ნატურალური, შეღებვის გარეშე. ზრდასრული ბოცვრის წონა
3-4 კგ-ია, ტანის სიგრძე — 57 სმ, გულმკერდის შემოწერილობა — 37 სმ.
სურ. 3 ვენური ცისფერი დედა ბოცვერი გამოირჩევა კარგი დედობრივი თვისებებით, ხასიათდება
მაღალი ნაყოფიერებით, საშუალოდ ყრის 7-8 ბაჭიას, კარგად ეგუება ბუ-
ნებრივ პირობებს და კვების ნაირსახეობებს.

2.4 ნაცრისფერი გოლიათი
ბეწვის შეფერილობა ნაცრისფერი მოწითალოა. კარგად ეგუება გარემო
პირობებს. შობადობა 7-8 ბაჭიაა. ხასიათდება უხვრძიანობით. ზრდასრუ-
ლის წონაა 5 კგ, იშვიათად აღწევს 7კგ-ს. ტანის სიგრძე 60-62 სმ-ია. მკე-
რდის გარშემოწერილობა — 38 სმ ხასიათდება მასიური მაგარი ყურებით,
მსხვილი თავით. ტანი გრძელია და მომრგვალო, მკერდი — კარგად გან-
სურ. 4 ნაცრისფერი გოლიათი
ვითარებული, ბეწვი — არცთუ ხშირი. სასაკლაო წონას — 2.8-3 კგ-ს აღ-
წევს სამი თვის ასაკში. ხორცის გამოსავალი 55-60%-ია.

2.5 ახალზელანდიური თეთრი
ეს ჯიში გამოიყვანეს ამერიკაში. გამოირჩევა მაგარი კონსტრუქციულო-
ბით, წვრილი ძვლით, მაღალი მეხორცულობით, საშუალო თავით, მოკ-
ლე, თხელი, სწორმდგომი ყურებით. მკერდი ღრმა და ფართე აქვს, წელი
— განიერი. ტანის სიგრძეა 47 სმ ფეხები მსხვილი და მაგარი აქვს, თათე-
ბი — მასიური, ბეწვი — ხშირი. შობადობა 6-10 ბაჭიაა. 20 დღის ასაკში
ბაჭია იწონის 425-500 გ-ს, ორი თვის ასაკში — 1,8 კგ-ს, სამი თვის ასაკში
— 3 კგ-ს. ზრდასრულის წონა 4,5 კგ-5 კგ-ია. სასაკლაო წონას — 2.7 კგ-ს
სურ. 5 ახალზელანდიური თეთრი — აღწევს სამი თვის ასაკში. ხორცის გამოსავალი 54-58%-ია.

10
მებოცვრეობა B  მეცხოველეობა

2.6 ბელგიური გიგანტი (ფლანდრი)


ყველაზე დიდი ზომის სახორცე ჯიშის ბოცვერია, გამოყვანილია ბელგიაში
(ფლანდრიაში). ამ ჯიშს აქვს რამდენიმე ქვესახეობა. ყველაზე გავრცელე-
ბულია რუხი, მოშავო და მუქი ნაცრისფერი შეფერილობის. ზრდასრული
ბოცვრის წონა, საშუალოდ, 6-7კგ-ია, იშვიათად — 11 კგ აქვს მოგრძო
ტანი, მოზრდილი თავი და დიდი ყურები. ტანის სიგრძე 95-100 სმ-ს აღწე-
ვს, ხასიათდება საშუალო ნაყოფიერებით, ბადებს 5-6 ბაჭიას.

2.7 შინშილა
სურ. 6 ბელგიური გიგანტი
ეს ჯიში გამოიყვანეს საფრანგეთსა და გერმანიაში 1910 წელს. სახელი
(ფლანდრი)
შინშილა ეწოდა პატარა მღრღნელის. შინშილას შეფრილობის გამო. დე-
დალი ბოცვრის წონა 3-4 კგ-ია, მამალი ბოცვრისა — 3,4-4,5 კგ ტანი
წაგრძელებულია, გულმკერდი — კარგად განვითარებული. აქვს მოგრძო
თავი და საშუალო ზომის ყურები. ამ ჯიშის ბოცვერს ახასიათებს სქესობ-
რივი მომწიფება ნაადრევად — ოთხი თვის ასაკში. ერთ დაყრაზე ბადებს
5-7 ბაჭიას. დედა ხასიათდება უხვრძიანობით და კარგი დედობრივი თვი-
სებებით. ხორცის გამოსავალი 52-54%-ია.

2.8 გერმანული პეპელა
ეს ჯიში გამოიყვანეს გერმანიაში, სახორცედ. მისთვის დამახასიათებელია სურ. 7 შინშილა
სწრაფი ზრდა. კარგად ეგუება ჩრდილოეთის პირობებს, ხასიათდება თეთ-
რი შეფერილობით და შავი ფერის მკვეთრი კოპლებით. ზრდასრული ბოც-
ვერი იწონის 5 კგ-ს, იშვიათად — 8-9 კგ-ს, ყოველთვიური ნამატი არის 1
კგ ტანი სიგრძეა 67 სმ, ცილინდრისებური. მკერდი კარგად არის განვითა-
რებული. აქვს ძლიერი ფეხები. ბადებს 7-8 ბაჭიას. ხასიათდება კარგი დე-
დობრივი თვისებებით და უხვრძიანობით.

2.9 რექსი
ეს ჯიში გამოიყვანეს საფრანგეთში 1919 წელს სახორცე-საბეწვე დანიშნუ-
ლებით. ხასიათდება მოკლე წაგრძელებული ტანით. ტანის სიგრძეა 54 სმ
აქვს სწორმდგომი ყურები, მაღალი ხარისხის მოკლე და ბზინვარე ბეწვი. სურ. 8 გერმანული პეპელა
გვხვდება სხვადასხვა ფერის პოპულაციები: თეთრი, შავი, მორუხო. ზრდა-
სრულის წონა 4-5 კგ-ია, ოთხი თვის ასაკში აღწევს 3 კგ-ს. ხორცი გამოირ-
ჩევა განსაკუთრებული გემოთი და მცირე ცხიმიანობით. აქვს თხელი და
მსუბუქი ძვლები.

2.10 ჰილა
ეს ჯიში გამოიყვანეს საფრანგეთში, როგორც სახორცე ჰიბრიდი, რომელიც
ხასიათდება სწრაფი ზრდითა და ყველაზე მაღალი — 58-62% — ხორ-
ცის გამოსავლიანობით. სასაკლაო წონას — 1,8-2,5 კგ-ს — აღწევს 70 სურ. 9 რექსი
დღისა, რაც იძლევა ინტენსიური ხორცის წარმოების საშუალებას ინდუსტ-
რიულ მეურნეობებში. ხასიათდება მოგრძო ტანით, თეთრი შეფერილობით,
თხელი ტყავით, პატარა თავით, მსუბუქი ძვლებით. ერთ დაბაჭიანებაზე ბა-
დებს 8-10 ბაჭიას. ზრდასრულის წონა 4-5 კგ-ია. ხორცი გამოირჩევა კარგი
საგემოვნო თვისებებით.

სურ. 10 ჰილა

11
B11  მეცხოველეობა მებოცვრეობა

კითხვები პრაქტიკული დავალება


თვითშეფასებისთვის
მეხორცული ჯიშის ბოცვრის შერჩევა
1. რამდენი ჯიშის ბოცვერია გავ-
მებოცვრეობის ფერმაში შეარჩიეთ და დაახასიათეთ მეხორცული მა-
რცელებული მსოფლიოში?
ღალპროდუქტიული ბოცვრები მათი პარამეტრებისა და ნიშან-თვისებების
2. რომელ ქვეყანაშია გამოყვანი- მიხედვით:
ლი სელექციის შედეგად თეთრი
გოლიათი? ცოცხალი წონა
3. რამდენი პროცენტი აქვს ხორ- გარეგანი შეფერილობა
ცის გამოსავალი თეთრ გოლი- ტანის ფორმა და სიგრძე
ათს? გულმკერდის შემოწერილობა
4. კალიფორნიული ბოცვერი სა- თავის ფორმა
ხორცე ჯიშს მიეკუთვნება თუ ყურის ფორმა
საბეწვეს?
ბეწვის ხარისხი
5. რა ფერი ყურები და კუდი აქვს
კალიფორნიულ ბოცვერს?
6. რამდენ კგ-ს იწონის ზრდასრუ-
ლი ვენური ცისფერი ბოცვერი?
7. რამდენი სმ-ია ნაცრისფერი
გოლიათის ტანის სიგრძე?
8. რამდენი პროცენტი აქვს ხორ-
ცის გამოსავალი ნაცრისფერ
გოლიათს?
9. რომელ ქვეყანაშია გამოყვანი-
ლი სელექციის შედეგად ახალ-
ზელანდიური თეთრი?
10. რამდენ გ-ს იწონის 20 დღის
ახალზელანდიური თეთრის ბა-
ჭია?
11. ბელგიური გიგანტი ანუ...?
12. მაქსიმალურად რამდენ კი-
ლოგრამს აღწევს ბელგიური
გიგანტი?
13. რომელ წელს გამოიყვანეს საფ-
რანგეთსა და გერმანიაში ბოც-
ვრის ჯიში შინშილა?
14. რამდენი პროცენტი აქვს ხორ-
ცის გამოსავალი შინშილას?
15. რაფერი კოპლები აქვს გერმა-
ნულ პეპელას?
16. ერთ დაყრაზე რამდენ ბაჭიას
ბადებს გერმანული პეპელა?
17. რამდენ კგ-ს იწონის ზრდასრუ-
ლი ბოცვერი რექსი?
18. რა ფერი პოპულაციები გვხვდე-
ბა რექსის ჯიშის ბოცვრებში?
19. რამდენი პროცენტი აქვს ხორ-
ცის გამოსავალი ჰილას?
20. რამდენ დღეში აღწევს სასაკ-
ლაო წონას ჰილას ჯიშის ბოცვე-
რი?

12
მებოცვრეობა B  მეცხოველეობა

B მეცხოველეობა
B11  მებოცვრეობა

ამ თავის შესწავლის შემდეგ თქვენ გეცოდინებათ: საჯიშე მუშაობა


ბოცვერთან, ბოცვრის სქესის დადგენის ტექნიკა, ბოცვრის მომზადე-
ბა დაგრილებისთვის, დაგრილების ვადები, დაგრილების ჩატარება,
დედა ბოცვრის მომზადება მოგებისთვის, დაბაჭიანება, ბაჭიების ასხ-
ლეტის პერიოდები და სანაშენე საქმე მებოცვრეობაში.

3 ბოცვრის მოშენება

შეძენილ ცოდნას გამოიყენებთ პრაქტიკაში შემდეგ გარემოებებში:


სიტუაცია 1 ბოცვრის სქესის დადგენის ტექნიკის ცოდნით, თქვენ შეძ-
ლებთ მოზარდი ბაჭიები ორი თვის ასაკიდან გადაარჩიოთ
სქესის მიხედვით, დროულად განაცალკევოთ ისინი, რათა
თავიდან აიცილოთ თამამი ინდივიდების ნაადრევი შეწყვი-
ლება.
სიტუაცია 2 მოსაგებად დედა ბოცვრის სწორად მომზადებით და დაბა-
ჭიანების ჩატარებით თქვენ შეძლებთ, შეინარჩუნოთ დაბა-
დებული ბაჭიების რაოდენობა, რაც გაზრდის თქვენი მეურ-
ნეობის რენტაბელობას.
სიტუაცია 3 ბონიტირების ცოდნით შეძლებთ, გადაარჩიოთ ბოცვრები
ცოცხალი წონის, ტანის აგებულების, გარეგანი საფარვე-
ლისა და შეხორცების მიხედვით, გამოავლინოთ ბოცვრის
I, II, III და ელიტური კლასები.

3.1 საჯიშე მუშაობა ბოცვერთან


ბოცვრის მოშენებაში ვარჩევთ მოშენების ტექნიკასა და სანაშენე საქმეს.
ბოცვრის მოშენების ტექნიკური საკითხებია:

სქესის დადგენა;
სქესობრივი დატვირთვის პერიოდების განსაზღვრა;
დედა ბოცვრის დაგრილებისთვის მომზადება;
დაგრილების ჩატარება;
ბაჭიების ასხლეტის პერიოდების შერჩევა.

სურ. 1 სქესის დადგენის ტექნიკა

13
B11  მეცხოველეობა მებოცვრეობა

3.2 ბოცვრის სქესის დადგენა


ბოცვრის მოშენებისთვის საჭიროა 2-3 თვის მოზარდი ბაჭიების სქესის მიხედ-
ვით დროული განცალკევება, რათა არ მოხდეს თამამი ბოცვრების ნაადრე-
ვი შეწყვილება. ბოცვერში სქესის დადგენა პირველ თვეში შედარებით
რთული პროცესია. სქესის დადგენისთვის საჭიროა ტექნიკის ცოდნა: მარ-
ჯვენა ხელით კისრის არეში ტყავის ჩაბღუჯვით ვიჭერთ ბოცვერს, ვატრია-
ლებთ და მარცხენა ხელით, ცერი და საჩვენებელი თითით ვსინჯავთ სქესს.

სურ. 2 სქესის გარჩევა 3.3 დაგრილების ვადები


საოჯახო მეურნეობებში ბოცვრის დაგრილების საუკეთესო პერიოდად
ითვლება დრო გაზაფხულიდან ადრე ზაფხულამდე და შემოდგომა. ზამთრის
ცივ თვეებსა და ზაფხულში სასურველია დედა ბოცვრების მოსვენებით
შენახვა, რადგან ამ პერიოდში მცირდება სქესობრივი აქტივობა და რთუ-
ლდება ბაჭიების გამოზრდა.
ინდუსტრიულ მებოცვრეობის კომპლექსებში, სადაც მოქმედებს ხორცის
დაიმახსოვრე ! წარმოების უწყვეტი ჯაჭვი და შენობაში შექმნილია აუცილებელი მიკროკლი-
წარმოების რენტაბელობისთვის მატი, დაგრილება მიმდინარეობს უწყვეტად, რაც შესაძლებელია, განხორ-
აუცილებელია წლის მანძილზე ციელდეს მამლის გარეშე, ხელოვნური განაყოფიერების გზით.
ერთი ბოცვრისგან 7-8 მოგების,
ანუ საშუალოდ 60-70 ბაჭიის მი- 3.4 ბოცვრის მომზადება დაგრილებისთვის
ღება. საოჯახო ფერმებში შესაძ-
ლებელია 5-6 მოგების მიღება, დაგრილებისთვის უნდა შეირჩნენ შესაბამისი კონდიციის სანაშენე დედლე-
ანუ 35-45 ბაჭიის დაბადება. ბი და მამლები, რომლებიც, არ არიან გადასუქებული ან პირიქით, გამხდ-
რები. გადასუქებულის შემთხვევაში ხშირია უნაყოფობა და ბერწიანობა,
მამლები კი კარგავენ განაყოფიერების უნარს და არიან უმოქმედონი. სიგა-
მხდრის შემთხვევაში დედლებში მცირდება მაკეობის ჯერადობა, ნაყოფიე-
რება, მერძეულობა და ნაყოფის ზომა. დედა ბოცვრის მომზადება დასაგ-
რილებლად იწყება დაბაჭიანებისთანავე, რადგან ბოცვრის სასქესო ციკლი
იწყება დაყრის მე-2 დღესვე. აუცილებელია ვიტამინებით, მიკრო-მაკრო
ელემენტებით მდიდარი სრულფასოვანი საკვების მიცემა.

3.5 დაგრილების ჩატარება
დაგრილების პროცესს ახასიათებს თავისებურებები. გალიური შენახვის
დროს საჭიროა მამალი ბოცვრით დაგრილება. ეს იძლევა მამალი ბოც-
ვრის რაციონალურად გამოყენების საშუალებას, რასაც ვერ ვიტყვით თა-
ვისუფალი სტილით შენახვის შემთხვევაში. ფერმაში სასურველია 10-12
დედალზე ერთი ახალგაზრდა და აქტიური მამლის ყოლა.
დედა ბოცვრის ახურების დასადგენად აუცილებელია სასქესო ორგანოს
ვიზუალური დათვალიერება, რომელიც ახურების დროს გაწითლებულია,
ასევე, წელზე ხელის გადასმა, რასაც ბოცვერი უკანა ტანის წამოწევით
პასუხობს. იგივე ვლინდება მამალთან ჩასმისას, რაც დაგრილებით მთავრ-
დება. თუ დედა ბოცვერი უკვე დაგრილებულია, ის არ ემორჩილება მა-
მალს, გაურბის ან კბენს. დასაგრილებლად აუცილებელია დედლის ჩასმა
მამალთან და არა — პირიქით, უმჯობესია ორჯერადი დაგრილება 24 სთ-ი-
ანი ინტერვალით დღის ერთსა და იმავე მონაკვეთში.

14
მებოცვრეობა B  მეცხოველეობა

3.6 ბოცვრის მომზადება მოსაგებად და


დაბაჭიანება
დაყრამდე აუცილებელია მაკეობის დადგენა, რაც ვლინდება განმეორე-
ბით დაგრილებისას. მაკეობის კარგი ნიშანია ცოცხალი წონის მატება და
ხელით მექანიკური გასინჯვა ორი კვირის ასაკიდან.
მოგების წინ უნდა გაირეცხოს გალია, გაუკეთდეს დეზინფექცია, მომზად-
დეს საბაჭიე ყუთი, ბოცვერს მიეცეს შესაბამისი საკვები (წმინდა თივა) და
წყალი შეუზღუდავად. ბაჭიების დაყრამდე დედა ბოცვერი ამზადებს ბუდეს
სურ. 3 ახალშობილი ბაჭიები
თივით და თავისივე თივთიკით. ახალშობილ ბაჭიებს დედა ლოკავს, მოა-
წოვებს და გაფანტულ ბაჭიებს ათავსებს ბუდეში. ბუდეში

დაყრის შემდეგ აუცილებელია ბუდის შემოწმება სტერილური ხელთათმა- ეს საინტერესოა !


ნით, რომ ბუდეში არ დარჩეს მკვდარი ბაჭია. თუ ბოცვერი დაბაჭიანების
შემდეგ მოუსვენრადაა, აუცილებელია მასტიტზე გასინჯვა. მასტიტი გამოწ- მებოცვრობის პრაქტიკაში ხში-
ვეულია რძის ჩამაგრებით სარძევე ჯირკვალში. ასეთ შემთხვევაში უნდა რია დედის მიერ თავისი ნაყო-
გამოიწველოს რამდენიმე წვეთი და ხელით მიესვას ბაჭიები მოსაწოვებ- ფის შეჭმა დაბადებისთანავე.
ლად. საშუალო რძიანობის შემთხვევაში სასურველია, ბოცვერმა გამოზარ- ხშირად ეს გამოწვეულია წყლის
დოს 6-7 ბაჭია, უხვრძიანობის შემთხვევაში — 8-10 ბაჭია. ნაკლებობით (გაუწყლოებით)
და საკვებში მინერალური ბა-
ლანსის დარღვევით, ამიტომ
3.7 სანაშენე საქმე მებოცვრეობაში აუცილებელია, ბოცვერს უწყვე-
მებოცვრეობის მსხვილ ფერმებში თუ საოჯახო ტიპის მეურნეობებში აუცი- ტად მიეცეს სუფთა წყალი და
ლებელია, უწყვეტად მიმდინარეობდეს სანაშენე საქმიანობა, რათა შენარ- მინერალებით დაბალანსებული
ჩუნებული იყოს ბოცვრის გენეტიკური ფაქტორები, არ მოხდეს ნათესაური საკვები. თუ აღნიშნული მაინც
შეწყვილება, რაც გამოიწვევს პროდუქტიულობის დაქვეითებას, ნაყოფიე- განმეორდა, მაშინ აუცილებე-
რების შემცირებასა და განუვითარებელი ბაჭიების დაბადებას, რაც არარენ- ლია ასეთი დედის გამოწუნება
ტაბელურს ხდის ფერმის გარემოს. სანაშენე საქმე გულისხმობს: მებოცვრე- და სახორცედ დაკვლა.
ობის მიმართულების ამორჩევას, მოშენების მეთოდების განსაზღვრას,
ბონიტირებასა და ნიშანდებას. წარმოებისთვის გამოიყენებიან მიზნობრივად დაიმახსოვრე !
მაღალპროდუქტიული პირველი შთამომავლები. ასეთი ბოცვრები გამოირ-
ჯიშთა შესაძლო წარმოებითი
ჩევიან მაღალი სიცოცხლისუნარიანობით, რაც გამოვლინდება სწრაფად
შეჯვარება
ზრდით, საკვების კარგად ათვისებით. ასეთი შეჯვარების ეფექტურობა
შესაჯვარებელ ჯიშებზეა დამოკიდებული. მამალი დედალი
თეთრი გოლიათი შინშილა

3.8 ბოცვრის ბონიტირება ნაცრისფერი


ვერცხლისფერი
გოლიათი
ბონიტირებას (გადარჩევას) ექვემდებარება 2-4 თვის ყველა მოზარდი ბოც- შინშილა ვენური ცისფერი
ვერი, სქესის მიუხედავად. ბონიტირება დამოკიდებულია ჯიშზე, ცოცხალ ახალზელანდი-
შინშილა
წონაზე, ტანის აგებულებაზე, გარეგან საფარველსა და შეხორცებაზე. ბონი- ური
ტირება ტარდება ოთხი კლასის მიხედვით, ესენია: ელიტა, I, II, III კლასები. კალიფორნიული თეთრი გოლიათი
კალიფორნიული ვენური ცისფერი
პირველ კლასსა და ელიტას მიეკუთვნება ხალასჯიშიანი, მაგარი ტანაგებუ-
შავი
ლების ისეთ ბოცვერიი რომელიც ყველაზე მეტად გამოირჩევა ცოცხალი კალიფორნიული
კვამლისფერი
წონით, ბეწვის სიხშირით, ნაყოფიერებით და მაღალი პროდუქტიულობით
ახალზელანდიური თეთრი გოლიათი
და არა აქვს ტანაგებულების მანკიერება. მეორე კლასს მიეკუთვნება მაგა-
რი ტანაგებულების ბოცვერი, და მეორე კლასისთვის დამახასიათებელი ახალზელანდიური ვენური ცისფერი
თუნდაც ერთი ნიშნის მქონე სულადობა, კერძოდ, ტანაგებულების ერთი ახალზელანდიური შინშილა
-ორი უმნიშვნელო მანკიერება. მესამე კლასს მიეკუთვნება მაგარი ტანაგე- ახალზელანდიური
შავი
ბულების ბოცვერი, და მესამე კლასისთვის დამახასიათებელი თუნდაც კვამლისფერი

ერთი ნიშნის მქონე სულადობა, კერძოდ, ტანაგებულების ორზე მეტი უმნიშ- ჰილა შინშილა
ვნელო მანკიერება.

15
B11  მეცხოველეობა მებოცვრეობა

კითხვები
თვითშეფასებისთვის: ეს საინტერესოა !

1.რომელი თვიდან ხდება მოზარდი ნაყოფიერების მიხედვით კლასების განაწილება ხდება


ბოცვრების სქესის მიხედვით გა- შემდეგნაირად:
დარჩევა? ელიტა — დამაკების პროცენტობა — 90%, ასხლეტილი ბაჭიების
2.საშუალოდ რამდენჯერ შეიძლება რაოდენობა — არანაკლებ 7-8 სული.
წლის განმავლობაში ბოცვრის I-კლასი — დამაკების პროცენტობა — 80%, ასხლეტილი ბაჭიების
დამაკება? რაოდენობა — არანაკლებ ექვსი სული.
3.ერთი წლის მანძილზე რამდენი
II-კლასი — დამაკების პროცენტობა — 70%, ასხლეტილი ბაჭიე-
ბაჭიის მიღება შეიძლება ერთი
ბის რაოდენობა — არანაკლებ ხუთი სული.
დედა ბოცვრისგან?
III-კლასი — დამაკების პროცენტობა — 65%, ასხლეტილი ბაჭიე-
4.დაბაჭიებიდან მერამდენე დღეს
ბის რაოდენობა — არანაკლებ 4-5 სული.
ეწყება სქესობრივი ციკლი დე-
დალ ბოცვერს?
პრაქტიკული დავალება
5.ბუნებრივი განაყოფიერების შემ-
თხვევაში რამდენ დედალ ბოც-
სქესის მიხედვით ბოცვრის გადარჩევა
ვერზეა საჭირო ერთი მამალი?
მოზარდი ბოცვრები ორი თვის ასაკში გადაარჩიეთ სქესის მიხედვით და
6.ბუნებრივი დაგრილების შემთხვე-
გააცალკევეთ ერთმანეთისგან, რათა არ მოხდეს მათი ნაადრევი შეწყვი-
ვაში მერამდენე დღეს ხდება გან-
ლება. სქესის დადგენისთვის გამოიყენეთ ხელით გასინჯვის მეთოდი.
მეორებითი დაგრილება?
7.დედა ბოცვრის უხვრძიანობის
შემთხვევაში რამდენი ბაჭიის გა-
მოზრდაა შესაძლებელი?
8.რა შემთხვევაში ჭამს დედა ბოცვე-
რი თავის ახალშობილ ბაჭიებს?
9.რა უარყოფით გავლენას ახდენს
ნათესაური შეწყვილება?
10.რას ნიშნავს ბოცვრის ბონიტი-
რება?
11.რომელი თვიდან იწყება მოზარ-
დი ბოცვრების ბონიტირება?
12.რამდენი კლასის ბოცვერი არ-
სებობს?
13.რამდენი პროცენტია დამაკების
ალბათობა ელიტურ ბოცვრებში?
14.რამდენი პროცენტია დამაკების
ალბათობა I კლასის ბოცვრებში?
15.რამდენი პროცენტია დამაკების
ალბათობა II კლასის ბოცვრებში?
16.რამდენი პროცენტია დამაკების
ალბათობა III კლასის ბოცვრებში?
17.რას იწვევს რძის ჩამაგრება
სარძევე ჯირკვალში?
18.აუცილებელია თუ არა, ბოცვერს
დაბაჭიანების პროცეში ჰქონდეს
სუფთა სასმელი წყალი?
19.რისგან ამზადებს დედა ბოცვერი
ბუდეს დაბაჭიანების წინ?
20.საჭიროა თუ არა საბაჭიე ყუთის
გარეცხვა და დეზინფექციის ჩა-
ტარება?

16
მებოცვრეობა B  მეცხოველეობა

B მეცხოველეობა
B11  მებოცვრეობა

ამ თავის შესწავლის შემდეგ თქვენ გეცოდინებათ ბოცვრის აღწარ-


მოების საკითხები, სასქესო ციკლის თავისებურებანი, ბოცვრის რეპ-
როდუქციული სისტემა, სპერმის აღების, ხარისხის განსაზღვრისა და
დათესვლის მეთოდები, ასევე, გაეცნობით ხელოვნური განაყოფიე-
რებისთვის საჭირო ინვენტარსა და ტექნიკას.

4 ბოცვრის აღწარმოება

შეძენილ ცოდნას გამოიყენებთ პრაქტიკაში შემდეგ გარემო-


ებებში:
სიტუაცია 1. ბოცვრის ხორცის ინტენსიურ წარმოებასა და ბაზარზე ხორ-
ცის უწყვეტი რეჟიმით მოთხოვნის შესაბამისად მიწოდებაში
თქვენ დაგეხმარებათ ბოცვრის ხელოვნური განაყოფიერე-
ბის შესახებ შეძენილი ცოდნა.
სიტუაცია 2. ბოცვრის ხელოვნური განაყოფიერებისას საუკეთესო შედე-
გების მისაღწევად თქვენ გამოიყენებთ ცოდნას მამალი
ბოცვრისგან სპერმის აღებისა და მისი ხარისხის განსაზ-
ღვრის შესახებ.
სიტუაცია 3. თქვენ გადაწყვიტეთ, მთესლავ ტექნიკოსად იმუშაოთ. ბოც-
ვრის ხელოვნური განაყოფიერებისთვის თქვენ დაგჭირდე-
ბათ იმის ცოდნა, თუ რა სახის ინვენტარი და ტექნიკაა სა-
ჭირო ამ საქმისთვის.

17
B11  მეცხოველეობა მებოცვრეობა

4.1 ბოცვრის სასქესო ციკლის თავისებურებანი


მებოცვრეობის დარგის რენტაბელობას და სწრაფ განვითარებას ხელს
უწყობს ბოცრის ძალიან სწრაფი გამრავლება. წელიწადის თბილ პერიოდში
სქესობრივი ციკლი ბოცვერში მეორდება ყოველ 5-6 დღეში ერთხელ, ამი-
ტომ ბოცვერი არის ერთ-ერთი სასოფლო სამეურნეო ცხოველი რომელიც
წლის განმავლობაში იძლევა საშუალოდ 6-8 თაობას.

4.2 ბოცვრის ხელოვნური განაყოფიერება


სურ. 1 ბოცვრის რეპროდუქციული პრაქტიკამ აჩვენა რომ, მსხვილ სახორცე მიმართულების მებოცვრეობის
სისტემა; სამრეწველო ფერმაში ბუნებრივი შეწყვილება ნაკლებად მომგებიანია,
A — მამალი B — დედალი რადგან ბოცვრის დაკვლის პერიოდები არასტაბილურია და ბაზრზე ხორცის
მოთხოვნა და მიწოდება დროულად და ეფექტურად ვერ ხერხდება ამ პრობ-
თირკმელზედა ჯირკვალი; 2.
ლემის მოსაგვარებლად საჭიროა ბოცვრის ხელოვნური გზით განაყოფიე-
თირკმელი; 3. შარდსადენი; 4.
რება. ცნობილია, რომ ერთი აქტიური მამალი ბოცვრისგან აღებული სპერ-
შარდის ბუშტი; 5. შარდსაწვეთი;
მით, შესაბამისი განზავებით, შეიძლება განაყოფიერდეს 40-დან 100-მდე
6. ასო; 7. სათესლე პარკი; დედალი ბოცვერი. ეს დამოკიდებულია სპერმის ხარისხზე. ამ მეთოდით
8. სათესლე ჯირკვალი; 9. შესაძლებელია ფერმაში მამალი სულადობის რაოდენობრივი შემცირება.
ეპიდიდიმიდის სათესლის
დანამატი; 10. სპერმის ხელოვნური განაყოფიერების უპირატესობები:
გამომყოფი არხი; 11. პროსტატის
გამრავლების სისწრაფე;
ჯირკვალი; 12. საკვერცხის
სქესობრივი ციკლის კონტროლი;
გარსი; 13. ფალოპის მილი; 14.
მამალი ბოცვრის რაოდენობრივი შემცირება;
საშოს კარიბჭე; 15. საშო; 16.
საკვების ხარჯვის შემცირება;
საშვილოსნო; 17. საკვერცხე.
შრომითი რესურსის შემცირება;
ჯიშების და გენეტიკის გაუმჯობესება;
ინფექციური დაავადებების რისკის შემცირება.
ბოცვრის ხელოვნური განაყოფიერებისთვის საჭიროა სპეციალურად აღჭურ-
ვილი სამანიპულაციო სივრცე, სადაც განლაგებული უნდა იყოს მინილაბო-
რატორიული ბოქსი, დედალი და მამალი ბოცვრების შესანახი ორკამერი-
ანი ბოქსები, სველი წერტილი, ინვენტარის შესანახი კარადა.

სურ. 2 სპერმის აღების მეთოდი 4.3 სპერმის აღების მეთოდი


მამრი ბოცვრისგან სპერმას იღებენ ან სპეციალურ გალიაში, სადაც მოთავ-
სებულია ხელოვნურვაგინიანი ფიტული, რომელიც დედალი ბოცვრის მსგავ-
სია, ან გალიაში ცოცხალი ბოცვრის ჩასმით. მთესლავი ტექნიკოსის მიერ
შერჩეულ აქტიურ მამალ ბოცვერს ათავსებენ გალიაში, სადაც უკვე არის
ახურებული დედალი ბოცვერი. როდესაც მამალი დაიწყებს დაგრილებას,
ტექნიკოსი მარჯვენა ხელით უკანა კიდურების შუაში ჩაუდებს სპერმის ასა-
ღებ ფიტულს. სპერმის მიღების შემდეგ აუცილებელია მისი ხარისხის გან-
საზღვრა ლაბორატორიაში საყოველთაოდ აღიარებული მეთოდით. ერთი
მამრი ბოცვრისგან სპერმის აღება შეიძლება დღეში 2-ჯერ, 15-წუთიანი
ინტერვალებით.
სურ. 3 სპერმატოზოიდების
მოძრაობა სპერმის ხარისხის განსაზღვრის შემდეგ იგი განზავდება სპეციალურ გამ-
ხსნელში,,გალაპი”.განზავების პროპორციები დამოკიდებულია სპერმის
კონსისტენციაზე, მამალი ბოცვრის ასაკზე, საკვებ რაციონზე, კერძოდ,
განზავება ხდება შემდეგი პროპორციებით:

სქელი სპერმა — 10 ჯერ (1:9)


საშუალო სპერმა — 8 ჯერ (1:7)
თხელი სპერმა — 5 ჯერ (1:4)

18
მებოცვრეობა B  მეცხოველეობა

დედა ბოცვრის ახურება და კვერცხუჯრედის ოვულაცია არ ხდება სპონტა-


ეს საინტერესოა !
ნურად. ამისთვის საჭიროა განაყოფიერებამდე პროსტაგლანდინებისა და
გონადოტროპინების შემცველი ჰორმონის გამოყენება, რომლებიც სტიმუ- ბოცვრის სინქრონიზაციის პრო-
ლაციას უწევს მომწიფებული ფოლიკულიდან კვერცხუჯრედის გამოსვლას. გრამა სხვადასხვაგვარია და
დამოკიდებულია ჰორმონე-
4.4 ბოცვრის სპერმის ხარისხის განსაზღვრა ბის სახეობასა და მოქმედების
მექანიზმზე. გავრცელებული
ბოცვრის ხელოვნური განაყოფიერების ეფექტიანობა და საუკეთესო შედე- პრაქტიკაა ხელოვნურ დათესვ-
გი დამოკიდებულია სპერმის ხარისხსა და მის წარმომავლობაზე, ამიტომ ლამდე 56-72 სთ-ით ადრე კვე-
დათესვლამდე საჭიროა სპერმის ხარისხის განსაზღვრა. შესაფასებელ რცხუჯრედის მოსამწიფებლად
სპერმას იღებენ მამლისგან ხელოვნური ვაგინის მეშვეობით. სპერმა შე- D-კლოპრესტერონის შემცველი
ფასდება მიკროსკოპით შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: ჰორმონის, გალაპანის გამოყე-
ნება 02-03 მლმოცულობით,
სპერმატოზოიდების რაოდენობა; ანუ D-კლოპრესტერონი 3-4,4
სპერმატოზოიდების მოძრაობის სიჩქარე; მკგ/კგ ცოცხალ წონაზე გაანგა-
სპერმის კონსისტენცია. რიშებით. კეთდება კუნთებში
მაღალი ხარისხის სპერმა შეიცავს საკმარისი რაოდენობის ცოცხალ, გა- ინექციის სახით, შემდეგ ხდება
რემო პირობებისადმი გამძლე და განაყოფიერების უნარის მქონე სპერმა- განაყოფიერება და განაყოფიე-
ტოზოიდებს. არ შეიცავს სხვა შენარევებს: სისხლს, ჩირქს, მიკრობებს და რებისთანავე ოვულაციის ჰორ-
სხვ. სპერმაის იკვლევენ მაკროსკოპულად და მიკროსკოპულად. მონის ინექცია, რისთვისაც გა-
მოიყენება პრეპარატი ბუსოლი
გამოკვლევა იწყება შემცველობის განსაზღვრით, საზომი პიპეტით, აგრეთ- 0,2 მლ მოცულობით ინექცია
ვე, გრადუირებული ცილინდრით ან მენზურით. მასა განისაზღვრება ლაბო- კუნთებში, რომელიც ექვივა-
რატორიული სასწორით. ისაზღვრება სპერმის ფერი — უნდა იყოს თეთრი ლენტურია ბუსერელინი 0,16
ან თეთრ-მოყვითალო შეფერილობის, არ უნდა ჰქონდეს სპეციფიკური ცუდი მკგ/კგ ცოცხალ წონაზე გაანგა-
სუნი. მიკროსკოპულ მონაცემებს შორის საყურადღებოა სპერმის სისქე და რიშებით.
სპერმატოზოიდების მოძრაობის უნარი. ცხოველთა სპერმის ყველა სახეო-
ბაში სისქის გამოკვლევა არ იძლევა საშუალებას, ზუსტად დადგინდეს
სპერმატოზოიდების შემცველობა, ამიტომ ხშირად ეს განისაზღვრება განზა-
ვებულ სპერმაში. ერთი განაყოფიერებისთვის განსაზღვრული სპერმის
მოცულობა 0,2-0,3 მლ უნდა შეიცავდეს 150-200 მილიონ მოძრავ სპერმა-
ტოზოიდს. სპერმატოზოიდების მოძრაობა განისაზღვრება 10-ბალიანი
სისტემით.

4.5 ბოცვრის ხელოვნური განაყოფიერების


ტექნიკა
თავდაპირველად შეირჩევა მდედრი ბოცვერი. შემდეგ მას იჭერენ სპეცი-
ალურ გალიაში ან ხელში, მუცლით ზემოთ. დათესვლა ხდება შპრიცავტო- სურ. 4 დათესვლის მეთოდი
მატით, რომელშიც არის განზავებული სპერმა და წინასწარ არის შემთბა-
რი სხეულის ტემპერატურამდე.
შპრიცავტომატის კათეტერს უნდა წაესვას ასეპტიკური გელი, რომ ადვილად
შევიდეს საშოში. შემდეგ ვაწვებით დგუშს და იღვრება სპერმა, 0.2-0.3 მლ
მოცულობით ერთ სულზე. შპრიცის გამოღებიდან 1-2 წუთის შემდეგ ბოცვე-
რს ვათავსებთ მისთვის განკუთვნილ გალიაში. ბოცვრის ხელოვნური განა-
ყოფიერების ყველა წესის სრულყოფილად დაცვის შემთხვევაში საბოლოო
შედეგი ბუნებრივი გზით განაყოფიერების ანალოგიურია.

19
B11  მეცხოველეობა მებოცვრეობა

4.6 ბოცვრის სპერმის გაყინვა


ბოცვრის სპერმის გაყინვა გავრცელებული მეთოდია. ამის შედეგად საჭირო
აღარ არის ჯიშთა გაუმჯობესებისთვის პერიოდულად საჯიშე მამლების
შემოყვანა. გაყინული სპერმით განაყოფიერების შედეგი არანაკლებ 50%-
ია. გაყინული სპერმის შენახვა შესაძლებელია ჩვეულებრივ მაცივარში
+50C-ზე, 2-4 დღე-ღამის განმავლობაში. ეს შესაძლებელს ხდის სპერმის
ტრანსპორტირებას.
გასაყინი სპერმა ჯერ გაზავდება სპეციალურ ბუფერულ შტეცისა და ბუტი-
ნის განმაზავებელში, რომელიც გაყინვის დროს იცავს სპერმას დაზიანე-
ბისგან და ცოცხალ სპერმატოზოიდებს უქმნის კომფორტულ გარემოს. გა-
ყინულ სპერმას განაყოფიერებისათვის ამზადებენ თბილი წყლის აბაზანა-
ში. გაყინული სპერმის გრანულები ლღვება +370C-ზე იზოტონურ ხსნარში,
ღეროები კი — წყლის თბილ აბაზანაში +35-370C-ზე.
იმ შემთხვევაში, თუ ხელოვნური განაყოფიერებისთვის სპერმის გასაყინად
ყურადღება ! გამოიყენეს მაღალი ხარისხის განმაზავებელი, განაყოფიერება 75-80-%-ს
ხელოვნური განაყოფიერები- აღწევს, ხოლო თუ გამოიყენეს ჩვეულებრივი განმაზავებელი, შედეგი ბუ-
სათვის გაყნული სპერმის გა- ნებრივ განაყოფიერებასთან შედარებით 20%-ით ნაკლებია. გავრცელებუ-
ლი მეთოდია სპერმის შენახვა თხევად აზოტში განუსაზღვრელი დროით.
მოყენებისას მრავალი ფაქტო-
რია გასათვალისწინებელი: სპერმა იყინება გრანულების ფორმით, რომელთა მოცულობა 0.2 მლ-ია,
ან პოლიპროპილენის ღეროებად, 0.25 მლ-ის მოცულობით. ღეროების
სინთეტიკური საშუალებე-
ფორმით გაყინვას ის უპირატესობა აქვს, რომ უკეთესად აღწევს სტერი-
ბის შემადგენლობა;
ლურობას, ადვილია მისი მარკირება — ჯიშის, სახელის, სპერმის აღების
ლღობის ტემპერატურა; თარიღის შესახებ ინფორმაციის დატანა.
ერთ დოზაში სრულფასო-
გაყინვის წინ სპერმის ერთი დოზა უნდა შეიცავდეს 150-200 მილიონ მოძ-
ვანი სპერმის არსებობა;
რავ სპერმატოზოიდს. განზავებული სპერმა ჯერ გრილდება +40C-ზე 2-3
განაყოფიერების დრო და დღე, ხოლო შემდეგ იყინება სპეციალურ დიუარის ჭურჭელში, რომელშიც
ტექნიკა; მოთავსებულია -1960C-ზე გაცივებული აზოტი. აქ სპერმა ბიოლოგიურად
სასქესო ორგანოებში სრულფასოვნად ინახება რამდენიმე წლის განმავლობაში. რადგან სპერ-
სპერმის შეყვანა და ლო- მის გაყინვა-გალღობა აზიანებს სპერმატოზოიდების გარკვეულ რაოდენო-
კალიზაცია. ბას, ამიტომ სასურველია, განაყოფიერებისას სპერმის მთელი მოცულობა
მოხვდეს საშვილოსნოს ყელში. ამ შემთხვევაში განაყოფიერების ეფექტი-
ანობა 60%-ია.

4.7 ინვენტარი და ტექნიკა ბოცვრის


ხელოვნური განაყოფიერებისთვის
ბოცვრის ხელოვნური განაყოფიერებისთვის საჭიროა არა მარტო ხარის-
ხიანი სპერმა და ჯანმრთელი დედალი ბოცვერი, არამედ ინვენტარი და
ტექნიკა, რომელსაც იყენებს გამოცდილი მთესლავი ტექნიკოსი. აუცილე-
ბელია, გამოყენების შემდეგ ყველა ინვენტარი გაირეცხოს, გაუკეთდეს
დეზინფექცია პოვიდონიოდის 2%-იანი ხსნარით, ერთჯერადი გამოყენების
საშუალებები კი განადგურდეს.

20
მებოცვრეობა B  მეცხოველეობა

ბოცვრის ხელოვნური განაყო-


ფიერებისთვის საჭირო ინვენ-
ტარი და ტექნიკა:
მიკროსკოპი — სპერმის ხა-
რისხის განსაზღვრისთვის;
ხელოვნური ვაგინა, რომ-
ლითაც იღებენ სპერმას;
აზოტის დიუარის ჭუეჭელი,
სადაც სპერმა იყინება;
სურ. 5 ელექტრო მიკროსკოპი სურ. 6 ელექტრო ვაგინა
შპრიცავტომატი დათეს-
ვლისთვის;
შპრიცავტომატის კათეტე-
რი, რომლითაც შეჰყავთ
სპერმა;
სტერილური სინჯარები
სპერმის შესანახად;
სინქრონიზაციის ჰორმო-
ნები. რომლითაც ხდება
ოვულაცია;
სურ. 7 დიუარის ჭურჭელი სურ. 8 მექანიკური ვაგინა
ბუფერული განმაზავებელი,
რომლითაც ხდება სპერმის
განზავება;
ასეპტიკური გელი კათე-
ტერზე წასასმელად;
სტერილური ხელთათმა-
ნები.

სურ. 9 ხელოვნური სურ. 10 სპერმის განმაზავებელი


განაყოფიერების კომპლექტი

სურ. 11 კათეტერი სურ. 12 სინქრონიზაციის ჰორმონები

21
B11  მეცხოველეობა მებოცვრეობა

კითხვები პრაქტიკული დავალება


თვითშეფასებისთვის:
ბოცვრის ხელოვნური განაყოფიერება
1.ვინ ახდენს ხელოვნურ განაყოფი-
ერებას ბოცვრის ფერმაში? აიღეთ მამალი ბოცვრისგან სპერმა, განსაზღვრეთ სპერმის ხარისხი, შე-
არჩიეთ სადედე ბოცვერი, გაუკეთეთ სინქრონიზაციისა და ოვულაციის ჰორ-
2.დღის რომელ მონაკვეთში ხდება
მონი და ჩაატარეთ ხელოვნური დათესვლა.
ბოცვრის დაბაჭიანება?
3.საშუალოდ რამდენი წუთი გრძელ-
დება დაბაჭიანების პროცესი?
4.რა არის ბოცვრის ხელოვნური
განაყოფიერების უპირატესობა?
5.რით ხდება მამალი ბოცვრისგან
სპერმის აღება?
6.დღეში რამდენჯერ არის შესაძლე-
ბელი ერთი მამრი ბოცვრისგან
სპერმის აღება?
7.რამდენჯერ ზავდება სპეციალურ
გამხსნელში სქელი კონსისტენცი-
ის სპერმა?
8.რამდენჯერ ზავდება სპეციალურ
გამხსნელში საშუალო კონსისტენ-
ციის სპერმა?
9.რამდენჯერ ზავდება სპეციალურ
გამხსნელში თხელი კონსისტენ-
ციის სპერმა?
10.რა საშუალებით ხდება სპერმის
შეყვანა ხელოვნური დათესვლის
დროს?
11.რომელი ჰორმონი გამოიყენება
კვერცხუჯრედის მოსამწიფებლად?
12.რომელი ჰორმონი გამოიყენება
ოვულაციისთვის ბოცვერში?
13.რამდენი მლ სპერმა გამოიყენე-
ბა ერთ განაყოფიერებაზე?
14.რამდენბალიანი სისტემით განი-
საზღვრება სპერმატოზოიდების
ბოძრაობა?
15.რეკომენდებულია თუ არა ბოც-
ვრის სპერმის გაყინვა და ტრან-
სპორტირება?
16.რამდენ გრადუსზე ალღობენ
გაყინულ სპერმას თბილი წყლის
აბაზანაში?
17.რამდენ მილიონ ცოცხალ სპერ-
მატოზოიდს უნდა შეიცავდეს
ერთი დოზა სპერმა?
18.რომელი ხელსაწყოთი განისაზ-
ღვრება სპერმის ხარისხი?
19.სად ინახება გაყინული სპერმა-
მასალა?
20.რამდენი %-ია ბოცვრის ხელოვნუ-
რი განაყოფიერების ეფექტიანობა?

22
მებოცვრეობა B  მეცხოველეობა

B მეცხოველეობა
B11  მებოცვრეობა

ამ თავის შესწავლის შემდეგ თქვენ გეცოდინებათ ბოცვრის გალიური,


თავისუფალი და ვოლიერული შენახვის ტიპები, ფერმისთვის აუცი-
ლებელი ინვენტარის და ტექნიკის სახეობები, თანამედროვე გალიე-
ბის პარამეტრები, ბოცვრის ფერმის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები.

5 ბოცვრის სადგომი

შეძენილ ცოდნას გამოიყენებთ პრაქტიკაში შემდეგ გარემოე-


ბებში:
სიტუაცია 1. თქვენ ხართ მებოცვრე ფერმერი, გადაწყვიტეთ, შეიძინოთ
ახალი გალიები როგორც სადედე ბოცვრებისთვის, ისე —
სახორცე მოზარდებისთვის. ამისთვის თქვენ დაგჭირდებათ
გალიის ტიპების ცოდნა, მათში ბოცვრის ჩასმის რაოდენობ-
რივი მახასიათებლები, ასევე ექსპლუატაციის საკითხების
ცოდნა.
სიტუაცია 2. თუ თქვენ გეცოდინებათ ბოცვრის სადგომების სანიტარულ­
ჰიგიენური ნორმები — ტემპერატურა, ტენიანობა, დეზინ-
ფექციის საკითხები, თქვენ ბოცვერს ფერმაში შეუქმნით იმ
მიკროკლიმატს, რომელიც აუცილებელია მისი ნორმალუ-
რი ცხოველმყოფელობისა და განვითარებისთვის.
სიტუაცია 3. თუ თქვენ გეცოდინებათ ფერმაში საჭირო ინვენტარისა და
ტექნიკის დახასიათება, თქვენ შეძლებთ შეიძინოთ ისეთი
საშუალებები, რომლებიც გაგიადვილებთ შრომის რესურ-
სების დაზოგვას და სამომავლოდ შეგიმცირებთ ფინანსურ
დანახარჯს.

23
B11  მეცხოველეობა მებოცვრეობა

5.1 ბოცვრის შენახვის სისტემები


დღეისათვის მსოფლიოში არსებობს ბოცვრის შენახვის სხვადასხვა ტიპის
სისტემები. მათ შორის საუკეთესოს ამორჩევა დამოკიდებულია არაერთ
ფაქტორზე, კერძოდ, გარემოზე, კლიმატზე, საკვებ ბაზაზე, ბოცვრის ჯიშზე,
ადგილმდებარეობასა და ფერმის მიმართულებაზე. სწორედ ამ ფაქტორების
გათვალისწინებასა და სწორ გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული ფერმის
წარმატება.
შენახვის ძირითადი სისტემებია:
ბოცვრის გალიური შენახვა;
ბოცვრის თავისუფალი შენახვა;
ბოცვრის ვოლიერული შენახვა.

5.2 ბოცვრის გალიური შენახვა

სურ. 1 ორსართულიანი თანამედროვე გალიური სისტემა 12 დედა


ბოცვერზე და მოზარდი ბაჭიებისთვის

სურ. 2 საჯიშე დედა ბოცვრის ექვსგანყოფილებიანი თანამედროვე


ბლოკი

ბოცვრის გალიური შენახვა ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო და გავრცელე-


ბული სისტემაა. მართალია, ის, სხვა სისტემებთან შედარებით უფრო დიდ
ფინანსურ დანახარჯს მოითხოვს, მაგრამ ბევრი უპირეტესობით გამოირჩევა.
მსოფლიოს წამყვან მებოცვრეობის ფერმებში, რომელთა მიზანი ხორცის
ინტენსიური წარმოებაა, დანერგილია მეტალის (მავთულბადიანი) გალიური
შენახვის სისტემები.

24
მებოცვრეობა B  მეცხოველეობა

სურ. 3 სახორცე ბოცვრის ჯგუფური შენახვის გალია

გალიური სისტემის გამოყენების დროს, ფერმაში გაადვილებულია ნებისმი-


ერი ვეტერინარული თუ ზოოტექნიური მანიპულაციები: აღრიცხვიანობა,
გადარჩევა-შერჩევა, ადვილად ინერგება რაციონული კვება, ცხოველის
ნიშანდება, ავადმყოფის დროული იდენტიფიკაცია, სანიტარულ-ჰიგიენური
პარამეტრების კონტროლი. შენობაში მოსათავსებელი გალიები, ძირითა-
დად, მზადდება მეტალის მავთულბადით. სადედე გალია შედგება ორი
ნაწილისგან: საბაჭიე განყოფილება (საბაჭიე ყუთი) და მოსასვენებელი
განყოფილება.

სურ. 4 საბაჭიე ყუთი


საბაჭიე ყუთში ბოცვერი დაყრის წინა დღეებში იკეთებს თბილ ბუდეს თავი-
სივე ბეწვით და წმინდა თივით. ყუთის ზომა დამოკიდებულია ბოცვრის
ჯიშზე. მისი სიგრძეა 50-80 სმ, სიგანე და სიმაღლე — 30-50 სმ, შესასვლე-
ლი — 20-25 სმ დიამეტრი. აუცილებელია სახურავი იყოს მოძრავი, რათა
შევძლოთ ახალშობილი ბაჭიების რაოდენობრივი აღრიცხვა და მათი სიცოც-
ხლისუნარიანობის დადგენა.
დღეისათვის საქართველოში მებოცვრე ფერმერები იყენებენ ტრადიციულ
ტიპურ მავთულბადიან გალიას, რომელიც მოხერხებული მყარი კონსტრუქ-
ციითა და მისაღები ფასით გამოირჩევა. გალიის თითო განაყოფში შეიძლე-
ბა მოთავდეს ერთი დედა ბოცვერი საბაჭიე ყუთით, ან ერთი მამალი. რაც
შეეხება მოზარდების ჩასმის სიმჭიდროვეს, ეს პარამეტრი მერყეობს (4-5-
დან 8-10 სულამდე) და და დამოკიდებულია მოზარდების ასაკზე, წონაზე,
ჯიშსა და კვების რაციონზე.

25
B11  მეცხოველეობა მებოცვრეობა

სურ. 5 სტანდარტული გალიის


პარამეტრები

ასახდელი კარი; 2.
კოლექტორული მილი; 3.
საკვებური; 4. ელასტიკური მილი;
5. საყრდენი; 6. სარწყულებელი;
7. მეტალის ფირფიტა

გალიური შენახვის სისტემა განსაკუთრებით მიზანშეწონილია დახურულ


შენობაში, სადაც დაცულია ფერმის მიკროკლიმატი, (ტემპერატურა-ტენია-
ნობა). გარეთ ღია ტიპის მავთულბადიანი გალიების მონტაჟი არ არის
რეკომენდებული, რადგან ცივ და ქარიან ამინდებში ბოცვრის და განსა-
კუთრებით — მოზარდი ბაჭიების ორგანიზმი ვერ შეინარჩუნებს თერმორე-
გულაციას.

დაიმახსოვრე!
თავისუფალი შენახვის სისტე-
მას აქვს არაერთი უპირატესო-
ბა, კერძოდ, მოითხოვს ნაკლებ
დანახარჯს, არ სჭირდება გალი-
ები, ბოცვრები კომფორტულად
გრძნობენ თავს, ადვილად მრავ-
ლდებიან. ამის მაგალითია ავს-
ტრალია და ახალი ზელანდია,
სადაც ისე სწრაფად მომრავ-
ლდა ბოცვერი, რომ დიდი პრობ-
ლემა შეუქმნა მოსახლეობის ნა-
თესებს.
სურ. 6 ბოცვრის თავისუფალი შენახვის სისტემა
გარდა უპირატესობებისა, უნდა
აღინიშნოს ნაკლოვანებებიც. 5.3 ბოცვრის თავისუფალი შენახვა
თავისუფალი შენახვისას გართუ-
ლებულია ვეტერინარული და მებოცვრე ფერმერები ან ამ დარგით დაინტერესებული დამწყები ფერმერე-
ზოოტექნიკური მანიპულაციები: ბი ხშირად ცდილობენ, ბოცვრები თავისუფალი შენახვის წესით მოამრავ-
აღრიცხვიანობა, გადარჩევა- ლონ. ამ წესით ბოცვრის მოშენება დასაშვებია განცალკევებულ ადგილებში,
შერჩევა, ცხოველის ნიშანდება, მაგალითად, მდინარის ან ტბების კუნძულებსა და ნახევარკუნძულებზე, ან
ავადმყოფის დროული იდენტი- ისეთ ადგილებში, საიდანაც ბოცვერი გარეთ გასვლას ვერ შეძლებს. ზოგ
ფიკაცია, სანიტარულ-ჰიგიენუ- შემთხვევაში შეიძლება მათი მიწათხრილებში გაშვება.
რი პარამეტრების კონტროლი
და, რაც მთავარია, დროული 5.4 ბოცვრის ვოლიერული შენახვა
და გეგმიური ვაქცინაციები. ამ
გარემოების გათვალისწინებით ვოლიერული შენახვის სისტემა გულისხმობს ბოცვრის მავთულბადით შემო-
ეს მიმართულება ითვლება ბოც- ღობილ ადგილზე გაშვებას. ამ სისტემის დანერგვა შეიძლება ბოცვრების
ვრის მოშენების სამოყვარულო ჯგუფურად სახორცედ გამოზრდისას, ასევე — სამონადირეო მეურნეობებში,
და საოჯახო ტიპად. ნაკრძალებსა და ზოოპარკებში. ვოლიერი შეიძლება იყოს დიდი ან მცირე
ზომის. ეს დამოკიდებულია ადგილმდებარეობასა და დასმის სიმჭიდ-
როვეზე. ბოცვრებმა გარეთ გამოსვლა რომ ვერ შეძლონ, საჭიროა, ვოლიე-
რის ადგილის შემოღობვის დროს მავთულბადე არანაკლებ 40-50 სმ-ით
ჩავიდეს მიწაში, ან ვოლიერის იატაკი მოიჭიმოს ცემენტის საფარით. პრაქტი-
კაში გამოიყენება მოძრავი ან გადასატანი ვოლიერები, რომელთა საშუალე-
ბით შესაძლებელია ნათესი ბალახის მონაცვლეობით ძოვება.

26
მებოცვრეობა B  მეცხოველეობა

სურ. 7 ბოცვრის გადასატანი და სტაციონარული ვოლიერი

ვოლიერულ სისტემაში დეკორატიული ჯიშის ბოცვრის გამოზრდა შეიძლე-


ბა ეზოებშიც. ვოლიერში ბოცვრის დასმის სიმჭიდროვე არის 4-5-დან 8-10
სულამდე 1მ2-ზე და დამოკიდებულია მოზარდების ასაკზე, წონაზე, ჯიშსა
და კვების რაციონზე.

5.5 საბოცვრე ფერმის ინვენტარი და


აღჭურვილობა
მებოცვრეობის ფერმას ბოცვრის მოვლისთვის სჭირდება სათანადო ინვენ-
ტარი და ტექნიკა. საბოცვრეში, გარდა გალიებისა, უნდა იყოს საკვებურები,
საიდანაც ბოცვერი ვერ ფანტავს საკვებს, ნიპელური სარწყულებლები
(საწოვარა), რომელთა ჰიგიენის დაცვა ძალიან ადვილია, განათების
სისტემა, ვენტილატორი (გამწოვი), გათბობის ქვაბი, ბოცვრის გადასაყვანი
ყუთი, ცოცხი, აქანდაზი, ვედრო, ნიჩბები, ფიწალი, სპეცტანსაცმელი და
ფეხსაცმელი, იატაკისა და კედლების მოსარეცხი მაღალწნევიანი აპარატი,
სადეზინფექციო ელექტროშესასხურებელი, დეზობარიერის ღრუბელი,
ტემპერატურისა და ტენიანობის საზომი ხელსაწყო, ნაკელის გამტანი ურიკა,
პარაზიტებისა და მღრღნელების კონტროლისთვის სპეციალური დამჭერე-
ბი. დიდი ფერმებისთვის საჭიროა მზა საკვების შესანახი სასაწყობე ოთახი
და სხვა საშუალებები.

27
B11  მეცხოველეობა მებოცვრეობა

სურ. 8 ფერმის ინვენტარი და აღჭურვილობა.

1. ნიპელური სარწყულებელი; 2. საკვებური; 3. ვედრო; 4. ნიჩაბი;


5. ფიწალი; 6. რეზინის ფეხსაცმელი; 7. ურიკა; 8. მაღალი წნევის
სარეცხი აპარატი; 9. ტენიანობისა და ტემპერატურის საზომი;
10. ელექტროშესასხურებელი; 11. სავენტილაციო გამწოვი;
12. ულტრაიისფერი ნათურა; 13. მწერების დამჭერი ლენტი;
14. მღრღნელების მისატყუარი-საჭერი; 15. დეზოხალიჩა; 16. ცოცხი და
აქანდაზი.

28
მებოცვრეობა B  მეცხოველეობა

5.6 ბოცვრის ფერმის ზოოჰიგიენური გაითვალისწინე !


პარამეტრები
ბოცვრების ფერმის ზოოჰიგიე-
ვენტილაცია — (განიავება) არის შენობიდან დაბინძურებული, მაღალტე- ნური პარამეტრების დაცვა ყო-
ნიანი ჰაერის გამოტანა და სუფთა ჰაერის შეტანა, რითაც იქმნება ოპტიმა- ველთვის იყო და არის ძალიან
ლური მიკროკლიმატი. ვენტილაციისთვის საჭიროა, ფერმაში დამონტაჟდეს მნიშვნელოვანი ამ დარგის გან-
ისეთი ზომისა და სიმძლავრის გამწოვი ვენტილატორი, რომელიც იქნება ვითარებისთვის. ცხოველთა
შენობაში არსებული ჰაერის მოცულობის, ტენიანობისა და ტემპერატურის სადგომის არადამაკმაყოფილე-
შესაბამისი. დახურულ ფერმაში ბოცვრის შენახვისას ჰაერში ამიაკის კონ- ბელი მიკროკლიმატი გავლენას
ცენტრაცია არ უნდა აღემატებოდეს 0,05 მგ/ლ-ს, ტემპერატურა ზამთარში ახდენს ბოცვრის ჯანმრთელო-
— 14-17°C-ს, ზაფხულში — 25°C-ს, ტენიანობა კი — 65%-ს. ბაზე, პროდუქტიულობასა და
გამრავლებაზე.
დეზინფექცია — ბოცვრები, სხვა ცხოველებისგან განსხვავებით, ადვილად
ავადდებიან ბაქტერიებით, ვირუსებითა და სხვა პათოგენებით. ამის საწინა- ფერმის ასაშენებელი ადგილი
აღმდეგო ღონისძიებაა დეზინფექცია. დეზინფექცია უნდა დაიგეგმოს წინას- მეტად მნიშვნელოვანია და
წარ და ჩატარდეს 2-3 თვეში ერთხელ მაინც, ფერმის კარის შესასვლელში უმჯობესია, ის სპეციალისტებ-
უნდა განთავსდეს დეზოხალიჩა, რომელიც გაჟღენთილი იქნება სადეზინ- მა შეარჩიონ. ბოცვრის ფერმა
ფექციო საშუალებით. სადეზინფექციოდ გამოიყენება პოვიდონიოდის უნდა მოეწყოს დასახლებისა
4%-იანი (იოდზეპი), კალიუმის პეროქსომონოსულფატის (ეკოციდი) 3%-იანი და სხვა ფერმისგან მოშორე-
და ფორმალდეჰიდი 2%-იანი ხსნარები. ბით, არანაკლებ 500 მეტრში,
ადვილად უნდა უდგებოდეს
დეზინსექცია — ცხოველთა სადგომებში ხშირად არიან მწერები და ტრანსპორტი, იყოს ელექტროე-
მღრღნელები. ისინი აწუხებენ ბოცვრებს, კბენენ მათ და გადამტანი არიან ნერგია, წყალი. გასათვალისწი-
ბევრი ინფექციური და პარაზიტული დაავადებების. მწერების საწინააღმდე- ნებელია ქარის მიმართულებაც.
გოდ, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში, აუცილებელია გარეპერიმეტ-
ფერმაში უნდა გაკეთდეს მყარი
რის პერიოდულად დამუშავება ინსექტოაკარიციდული ხსნარებით: დელტა-
ზედაპირის, საწუნწუხე ღარის-
მეტრინის 5% ხსნარი (ბიტოკსი), ფოსფორორგანული ნაერთის 60%-იანი
კენ დახრილი (2%-ით) იატაკი,
ხსნარი (ექტოციდოლი). ნაკელი უნდა გაუვნებელდეს ბიოთერმული წესით.
რომლელიც გაუძლებს ხშირ
შენობაში გამოიყენება მწერების დამჭერი მექანიკური ლენტები და ისეთი
რეცხვასა და დეზინფექციას.
საშუალებები, რომლებიც არ იქნება ტოქსიკური ბოცვრის ორგანიზმისთვის.
ბუნებრივი განათებისა და მზის
დერატიზაცია — საბოცვრეში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სხივების შემოსვლისთვის სა-
მღრღნელებს, რადგან სწორედ ისინი არიან იმ დაავადებების მატარებლე- ჭიროა, ფანჯრები იყოს მზიან
ბი, რაც საერთოა ბოცვრებისა და თაგვებისთვის. ბოლო პერიოდში მღრღნე- მხარეს.
ლების საწინააღმდეგოდ გამოიყენება ახალი თაობის სადერატიზაციო
საშუალებები, რომლებიც დაფუძნებულია ბრომდიანოლისა და ბროდიფა-
კუმის ფუძეზე (რატეკსი, რატიმორი და სხვა). ამ საშუალებებით მზადდება
მისატყუარი. მზა მისატყუარები განლაგდება ფერმის შიდა და გარე პერიმეტ-
რზე ისე, რომ მიუწვდომელი იყოს ბოცვრებისთვის. ასეთი დამუშავება საჭი-
როა 2-3 თვეში ორჯერადად, 10 დღიანი ინტერვალებით.

29
B11  მეცხოველეობა მებოცვრეობა

კითხვები პრაქტიკული დავალება


თვითშეფასებისთვის:
ბოცვრის ფერმაში დეზინფექციის ჩატარება
1. დაასახელეთ ბოცვრის შენახვის
ბოცვრის ფერმაში ჩაატრეთ დეზინფექცია ეკოციდის მეშვეობით, განსაზ-
სისტემები?.
ღვრეთ სადეზინფექციო ხსნარის %-ბა, ჩაასხით შემასხურებელ აპარატში
2. ბოცვრის გალიური შენახვის და ჩაატარეთ დეზინფექცია: გალიების, კედლენის, იატაკის, და ინვენტარის.
სისტემების უპირატესობები?.
3. რა საშენი მასალით მზადდება
თანამედროვე გალია?
4. ჩამოთვალეთ საბაჭიე ყუთის
პარამეტრები?.
5. ჩამოთვალეთ ბოცვრის თავისუ-
ფალი შენახვის სისტემების უპი-
რატესობები და უარყოფითი
მხარეები?
6. რას ნიშნავს ბოცვრის ვოლიე-
რული შენახვის სისტემა?
7. როგორია ვოლიერში ბოცვრის
დასმის სიმჭიდროვე ერთ კვად-
რატულ ფართზე?
8. რა სახის ინვენტარი და ტექნი-
კაა აუცილებელი ბოცვრის ფერ-
მაში?
9. რა არის ვენტილაცია?
10. ბოცვრის დახურულ ფერმაში
რამდენია ჰაერში ამიაკის და-
საშვები კონცენტრაცია ?
11. ბოცვრის ფერმაში დასაშვები
ტემპერატურის ნორმები ზაფხუ-
ლისა და ზამთრის პერიოდებ-
ში?
12. რამდენია ფარდობითი ტენია-
ნობის ნორმალური მაჩვენებე-
ლი ფერმაში?
13. როგორ ხდება ჭარბი ამიაკის
გატანა ფერმიდან?
14. რა არის დეზინფექცია და რა
სიხშირით ტარდება ბოცვრის
ფერმაში?
15. რომელი სადეზინფექციო საშუ-
ალებები გამოიყენება დეზინ-
ფექციისთვის?
16. რითი ტარდება დეზინსექცია
ფერმაში?
17. რა არის დერატიზაცია?
18. რა საშუალებები გამოიყენება
სადერატიზაციოდ?
19. რა სიხშირით უნდა ჩატარდეს
გეგმიური დერატიზაცია ბოც-
ვრის ფერმაში?
20. რა არის დეზოხალიჩა?

30
მებოცვრეობა B  მეცხოველეობა

B მეცხოველეობა
B11  მებოცვრეობა

ამ თავის შესწავლის შემდეგ თქვენ გეცოდინებათ ბოცვრის კვების


ძირითადი საკითხები: ბოცვრის საკვები საშუალებები. ბაჭიების,
ზრდასრული ბოცვრების, მაკე და მამალი ბოცვრის კვების რაციონი,
მებოცვრეობაში გამოსაყენებელი ვიტამინურ-მინერალური და ბიო-
ლოგიურად აქტიური საკვები დანამატები.

6 ბოცვრის კვება

შეძენილ ცოდნას გამოიყენებთ პრაქტიკაში შემდეგ გარემო-


ებებში:
სიტუაცია 1. ბოცვრის საკვები რაციონის შედგენისთვის თქვენ გეცოდი-
ნებათ, რომელი საკვები საშუალებებია ბოცვრისთვის სა-
სარგებლო, რომელი მარცვლოვანი კულტურები, მწვანე
საკვები, უხეში საკვები და წვნიანი საკვები გამოიყენება მათ
კვებაში.
სიტუაცია 2. ბოცვრის ხორცის ინტენსიური წარმოებისთვის თქვენ გეცო-
დინებათ, რომ ამისთვის საჭიროა გრანულირებული კომბი-
ნირებული საკვები, რომელიც გაგიიოლებთ ფერმის მარ-
თვას და დაგაზოგვინებთ წარმოებასთან დაკავშირებულ
ხარჯებს.
სიტუაცია 3. ბიზნესგეგმის დაწერისთვის თქვენ გეცოდინებათ, რა რაო-
დენობის საკვებს მოიხმარს ერთი ბოცვერი წლის განმავ-
ლობაში, რაც გაგიიოლებთ მოსამარაგებელი საკვების
რაოდენობის გამოთვლას.

31
B11  მეცხოველეობა მებოცვრეობა

6.1 ბოცვრის საკვები საშუალებები


მართალია, ბოცვერი ბალახისმჭამელ ცხოველად ითვლება, მაგრამ იგი
განურჩევლად იყენებს საკვების სხვა მრავალ სახეობასაც: ბალახს, თივას,
ხის ტოტებს, ბაღ-ბოსტან-ვენახის ნარჩენებს. ამის გამო ბოცვერი ყველა
პირობებში ადვილად შესანახი ცხოველია. ბოცვრის კვებაში, მცენარეული
საკვების გარდა, დიდ ადგილს იჭერს კონცენტრირებული საკვები, რომე-
ლიც სპეციალისტის მიერ სწორად უნდა იყოს დაბალანსებული მარცვლეუ-
ლი კულტურებით. კვების ტიპი დიდ გავლენას ახდენს ბოცვრის ზრდა-გა-
ნვითარებაზე. ინტენსიური კვების დროს ვითარდება მოზარდი ბოც-
ვრის კუნთოვანი მასა და იმავდროულად, მიიღება მაღალი ხარისხის რბი-
ლი ხორცი.
ბოცვრის კვება შეიძლება დაიყოს ორ მიმართულებად. პირველი — თანა-
მედროვე ფერმებში, სადაც ბოცვერი სახორცედ იზრდება, მას პრაქტიკულად
ეძლევა მხოლოდ გრანულირებული კონცენტრირებული საკვები, რომლის
შემადგენლობაშიც, მარცვლეული კულტურების გარდა, შედის იონჯა და
ესპარცეტი. ამ მეთოდის გამოყენებისას ბოცვერს დამატებით აღარ ეძლევა
თივა ან წვნიანი საკვები, რაც ზოგავს ფერმაში მუშახელს და ამცირებს
ხარჯებს. მოზარდი ბოცვრის ულუფაში ნედლი პროტეინის ოპტიმალური
ნორმა 17-23%-ია. გრანულირებული საკვებით კვების დროს ბოცვერი
იზრდება 20-23%-ით სწრაფად, ვიდრე ფხვიერი საკვების გამოყენებისას.
კვების მეორე მიმართულებად ითვლება ტრადიციული მეთოდი, რომლის
დროსაც გამოიყენება:
სურ. 1 საკვების გრანულატორი
უხეში საკვები;
მწვანე საკვები;
ყურადღება! წვნიანი საკვები;
ბოცვრის კვების წესია ახალ კონცენტრირებული საკვები;
საკვებ ულუფაზე ეტაპობრივი მინერალური საკვები.
გადასვლა. საკვების ყოველი
ბოცვერი ღამის ცხოველია. მას ჯერჯერობით არ დაჰკარგვია წინაპრების
მოკლება ან მომატება თანდა-
ბიოლოგიური თვისებები, ამიტომ კვების დროს ანგარიში უნდა გაეწიოს ამ
თანობით უნდა ხდებოდეს, რაც
მდგომარეობას. ღამის ცხოველის თავისებურება ის არის, რომ მას დღისით
თავიდან აგვაცილებს ბოცვრის
სძინავს და ღამე გამოდის საკვების მისაღებად. ამის გამო საჭიროა ღამით
ნაწლავურ პრობლემებს, ყოვე-
მისი მეტი საკვებით მომარაგება. ბოცვერი უნდა იკვებებოდეს დღეში 2-3-
ლგვარ დაავადებას, ნაყოფიე-
ჯერ, წყალი კი უნდა ეძლეოდეს შეუზღუდავად.
რების, ნამატისა და სხვა სახის
პროდუქტიულობის შემცირების მწვანე საკვები — ადრე გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე შეიძლება
შემთხვევებს. ბოცვრის კვება მწვანე საკვებით, ბუნებრივი ან ნათესი ბალახით. მაღალი
ბოცვრის ძირითად საკვებად ხარისხის მწვანე საკვებით ბოცვერი ივსებს ორგანიზმის მოთხოვნილებას
ითვლება ზაფხულში ბალახი, სრულფასოვან ცილებზე, ნახშირწყლებზე, ვიტამინებსა და მინერალურ
ხოლო ზამთარში — თივა და ნივთიერებებზე. ნედლი მწვანე საკვები ბოცვერს უნდა მიეცეს შემჭკნარი
ძირხვენები, მაგრამ ეს საკვები სახით, რადგან სველი ან ახალმოთიბული მწვანე ბალახი იწვევს ნაწლავების
სრულად ვერ აკმაყოფილებს შებერილობას. მწვანე საკვები ადვილად მოსანელებელია, რადგან მასში
ბოცვრის მოთხოვნილებას მი- ნაკლებია რთულად მოსანელებელი უჯრედანა. ბოცვრის კვებისთვის გამო-
ნერალურ და სხვა ნივთიერე- იყენება: იონჯა, ესპარცეტი, სამყურა, ჭინჭარი, მდელოს ბალახი და სხვ.
ბებზე, ამიტომ დამატებით უნდა უხეში საკვები — ზამთრის პერიოდში ბოცვრისთვის საუკეთესო საკვებს
მიეცეს კონცენტრირებული სა- წარმოადგენს ხმელი თივა. დროულად აღებული და კარგად შენახული
კვები. სასურველია, ბოცვერს მდელოს თივა, იონჯა, სამყურა, სრულად უზრუნველყოფს ბოცვერს საჭირო
საკვები მიეცეს წინასწარ და- ცილებით, ვიტამინებით, მინერალური და სხვა ნივთიერებებით. უხეში საკვე-
მუშავების გარეშე, ბუნებრივი ბი არ უნდა იყოს დამპალი, დაობებული ან სველი. დაბალი კვებითი ღირე-
სახით. ყველა სახის საკვები, ბულების უხეშ საკვებად ითვლება: ნამჯა, სიმინდის ფუჩეჩი და ჩალა. თივის
რაც გამოიყენება ბოცვრის კვე- დამზადებისას განსაკუთრებით ყურადღება უნდა მიექცეს დანაკარგების
ბისთვის, მომზადების სპეცია- მაქსიმალურ შემცირებას, ბალახის საუკეთესო ფაზაში აღებას, სწორად
ლურ ტექნიკას მოითხოვს. გაშრობასა და შენახვას. ბალახი უნდა მოითიბოს: მარცვლოვნები — დათავ-
თავების, ხოლო პარკოსნები ყვავილობის ფაზაში.

32
მებოცვრეობა B  მეცხოველეობა

წვნიანი საკვები — ამ სახის საკვებ საშუალებათა შორის ძირითადია:


საქონლის ჭარხალი, კარტოფილი, სტაფილო, მიწავაშლა, კომბოსტო,
გოგრა და ხარისხიანი სილოსი. ზამთრის პერიოდში წვნიანი საკვები ხელს
უწყობს მონელებას. საოჯახო მეურნეობაში წვნიანი საკვების მიცემა ხდება
მცირე ულუფით, ეტაპობრივად, რადგან ჭარბად მიცემის შემთხვევაში შეიძ-
ლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის აშლილობა და გახდეს დაავადების გამომ-
წვევი მიზეზიც. განსაკუთრებით საფრთხილოა სილოსის გამოყენება მოზა-
რდებში, ხოლო მაკეებსა და ლაქტაციაში მყოფი ბოცვრისთვის არა არის
რეკომენდებული.
კონცენტრირებული საკვები — მარცვლოვანი კულტურებით დაბალან- სურ. 2 მწვანე საკვები, იონჯა
სებულ საკვებს კონცენტრირებული საკვები ეწოდება. ბოცვრის კვებისთვის
მეტად სასარგებლოა მარცვლეულიდან: ქერი, შვრია, სიმინდი და სხვადა-
სხვა სახის კოპტონი. ასხლეტილი ბაჭიების სწრაფი ზრდა-განვითარება
დამოკიდებულია კონცენტრირებული საკვების ხარისხსა და საყუათო ნივთი-
ერებების ბალანსზე. კარგი ხარისხის კონცენტრირებულ საკვებში იონჯის
ფქვილის დამატებით სახორცე ჯიშებში დღიური ცოცხალი წონამატი უნდა
შეადგენდეს არანაკლებ 35 გრამს, ხოლო კონვერსია 3-3.5 კგ 1 კგ ცოცხალ
წონაზე გაანგარიშებით.
მინერალური საკვები — მინერალურ საკვებად ითვლება მარილი, კალ- სურ. 3 უხეში საკვები თივა
ციუმი, ფოსფორი და სხვა მინერალური ნივთიერებები, რაც ბოცვერს დიდი
რაოდენობით სჭირდება, როგორც მოზარდი ძვლოვანი სისტემის განვითარე-
ბისთვის, ასევე მაკე ბოცვერი ნაყოფის სრულფასოვანი ზრდისთვის. მარილის
მიცემა ბოცვრისთვის აუცილებელია კომბინირებული საკვების მომზადების
დროს ან სალოკის სახით. ბოლო პერიოდში მოწოდებულია მინერალურ-ვი-
ტამინური საკვები დანამატი განასუპერვიტი, სადაც ყველა სახის მინერალუ-
რი ნივთიერებებია წარმოდგენილი. მისი დამატება საკვებში ხდება დაგრანუ-
ლების დროს, დოზით 1 კგ/1 ტონა საკვებზე გაანგარიშებით.
სურ. 4 წვნიანი საკვები —

გაითვალისწინე! სილოსი

ბოცვრისთვის საუკეთესო საკვებად ითვლება:


მარცვლეული კულტურები:
შვრია
სიმინდი
ქერი
მზესუმზირის კოპტონი
სოიის შროტი და კოპტონი
მწვანე მასა: სურ. 5 კონცენტრირებული საკვები
იონჯა
ესპარცეტი
სამყურა
მდელოს ბალახი
წვნიანი საკვები და ძირხვენები: სტაფილო, კარტოფილი, სილოსი, ბუნებ-
რივი ბალახიდან: მრავალძარღვა, მატიტელა, ჭინჭარი, მარმუჭა, გრაკლა,
ავშანი, რძიანა, ათასფურცელა და სხვ. უხეში საკვებიდან: იონჯის, ესპარ-
ცეტისა და მდელოს თივა. გაუხეშებულ და ცუდ თივას ბოცვერი საერ-
თოდ არ ჭამს. გარდა აღნიშნულისა, ბოცვრებს შეიძლება მიეცეს ჭარ-
ხლისა და სხვა ძირხვენების ფოჩი, კომბოსტოს ფოთლები, სარეველები,
შვრიის ნამჯა. ზოგჯერ ბაჭიებს ეძლევათ რძის შრატი ან მცირე რაოდენო-
ბით რძე. ბოცვრის საკვებ რაციონში აუცილებლად უნდა შედიოდეს მარი-
ლი 1 კგ ცოცხალ მასაზე 0.2 გ ოდენობით დღეში.
ერთი დედა ბოცვრისთვის თავისი ნამატით, 20 ბაჭიის, 5 თვემდე გამოსაზ-
რდელად წელიწადში საჭიროა დაახლოებით 420 საკვები ერთეული, 57-

33
B11  მეცხოველეობა მებოცვრეობა

60 კგ მონელებადი პროტეინი, 1700 გ ფოსფორი და 2700 გ კალციუმი. ამ


420 საკვები ერთეულიდან თივაზე უნდა მოდიოდეს 15-20%, წვნიან საკ-
ვებზე 10%, მწვანე ბალახზე 35-40% და კონცენტრატებზე 30-40%.

მშრალი ორგანული
საკვების სახეობა ნაცარი პროტეინი ცილა ცხიმი უჯრედანა
ნივთიერება ნივთიერება
შვრია 71,1 30,7 72,2 72,8 82,5 83,6 19,2
ქერი 73,1 45,8 80,5 78,6 81,7 81,1 43,4
სიმინდი 90,3 42,5 90,5 76,0 87,2 94,0 48,1
ხორბლის ქატო 67,6 41,9 68,6 73,1 78,3 78,3 32,9
მდელოს თივა 72,6 62,3 73,6 68.2 94,6 87,6 53,4
ჭინჭარი მწვანე 75,8 69,9 76,3 66,5 84,0 63,2 41,1

ცხრ. 1 ზოგიერთი საკვები საშუალების მონელებადობის მაჩვენებლები %-ში

6.2 მშრალი დედალი ბოცვრის კვება


მშრალი ეწოდება დედალ ბოცვერს იმ ფიზიოლოგიურ მდგომარეობაში,
როდესაც იგი არავითარ პროდუქციას არ ქმნის, ე.ი. არც მაკეა და არც აწო-
ვებს ბაჭიებს. ბოცვერს ამ პერიოდში ამყოფებენ ძირითად საკვებზე: ზამ-
თარში თივაზე, ზაფხულში ბალახზე და არ აძლევენ დამატებით საკვებს.
მებოცვრის ძირითადი მიზანია, საყოლი დედალი და მამალი ბოცვრები
ყოველთვის იყოლიოს სანაშენე კონდიციით, ნორმალური შეხორცებით.
ბოცვერი არ უნდა იყოს გამხდარი და მით უმეტეს, მსუქანი. სიმსუქნე ასუს-
ტებს ნაყოფიერებას. გასუქება იწვევს ბეწვიანობას და ასეთი ბოცვრების
აღდგენა სამეწარმეოდ ძალიან ძნელია. ეს გარემოება გასათვალისწინებე-
ლია ბოცვრის მშრალობის დროს. ბაჭიების ასხლეტის შემდეგ გამხდარ
ბოცვერს კარგი კვება ესაჭიროება, ამისათვის საჭიროა საკვების რაოდენო-
ბის გაზრდა 20-30%-ით და კონცენტრირებული საკვების გამდიდრება ვიტა-
მინებისა და მინერალების შემცველი საკვებდანამატებით. გადასუქების
შემთხვევაში ბოცვერს ეძლევა სპეციალური დიეტური რაციონი, სადაც
შემცირებულია ცილების რაოდენობა. გამხდარ დედალ ბოცვერს ულუფაში
უნდა მიეცეს დამატებითი კონცენტრირებული და წვნიანი საკვები. წვნიანი
საკვებიდან სილოსი სწორედ მშრალობის პერიოდშია გამოსაყენებელი.
მშრალობის პერიოდის ულუფით უნდა იკვებებოდეს დედალი ბოცვერი მაკე-
ობის პირველ ნახევარშიც. ასეთივე ულუფით და ოდენობით უნდა იკვებებო-
დეს მამალი ბოცვერი მოსვენების პერიოდში. დედლებთან შედარებით
მამლების ულუფაში მეტი უნდა იყოს კონცენტრატი და ნაკლები — წვნიანი
და უხეში საკვები.

საკვები კომპონენტები შემადგენლობა %


ბალახის ფქვილი 40
შვრია 20,5
ქერი 18
ხორბლის ქატო 10
მზესუმზირის კოპტონი 9
საკვები საფუარი 1
მარილი 0,5
ბიოლოგიური საკვებდანამატი 1

ცხრ. 2 კონცენტრირებული საკვები რაციონი მშრალი, დაგრილების და


მაკეობის პერიოდში მყოფი ბოცვრებისთვის

34
მებოცვრეობა B  მეცხოველეობა

6.3 მაკე ბოცვრის კვება


ბოცვერს მაკეობის პერიოდში სჭირდება განსაკუთრებული მოვლა-შენახვის
საკვები შემადგენლობა
პირობები და სპეციალური საკვები რაციონის შემუშავება. ბოცვრის მაკეობის კომპონენტები %
მეორე ნახევრიდან იწყება ჩანასახის გაძლიერებული ზრდა-განვითარება
და ამ პერიოდში სჭირდება დედალ ბოცვერს შესაბამისი კვება და კვების შვრია 20
ხასიათის შეცვლა, ულუფის შევსება მონელებადი პროტეინით, მინერალური
ნივთიერებებითა და ვიტამინებით. საზრდო ნივთიერებათა უკმარისობა ქერი 30
იწვევს ნაყოფიერების შემცირებას და ნაყოფის ნორმალური ზრდა-განვი-
მზესუმზირის
თარების შეჩერებას. მაკე ბოცვრის ულუფაში საჭიროა ცილოვანი საკვების: კოპტონი
12
მზესუმზირისა და სოიის კოპტონის მომატება. უნდა შემცირდეს საკვების
საერთო მოცულობაც, უხეში და წვნიანი საკვები. მაკე ბოცვერს არ უნდა ხორბლის ქატო 12
მოვაკლოთ სუფთა წყალი, რომელიც უნდა ეძლეოდეს შეუზღუდავად, სუფ-
სიმინდი 25,5
რის მარილი და სხვა მინერალური ნივთიერებები ნორმის ფარგლებში. მაკე
ბოცვრის ულუფა მდიდარი უნდა იყოს ვიტამინებით, რისთვისაც საკვებს სუფრის
0.5
მარილი
ემატება ყოველდღიურად მინერალურ-ვიტამინური დანამატი განასუპერვი-
ტი 1 კგ/ტონა კომბინირებულ საკვებზე გაანგარიშებით. ცხრ. 3 კონცენტრირებული
საკვები რაციონი ზრდასრული
6.4 მაწოვარი ბოცვრის კვება ბოცვრისთვის

კარგი კვების პირობებში ერთი დედალი ბოცვერი წელიწადში იგებს 6-8-ჯერ


და თითოეულ მოგებაზე იძლევა 5-8 ბაჭიას, მათი ზრდა-განვითარება დამო-
კიდებულია მაწოვარი ბოცვრის სრულფასოვან კვებაზე.
ყველაზე დიდი რაოდენობით საკვებს მოიხმარს მაწოვარა ბოცვერი, მას
შეუძლია დღე-ღამეში შეჭამოს 1.5 კგ მწვანე საკვები, 300-500 გ სილოსი,
300 გ ძირხვენები, 160 გ ნეკერი, 100-150 გ მარცვლეული კონცენტრატი.
თუ ბაჭიების რაოდენობა აღემატება ათს, დამატებით ბოცვერს ეძლევა 100
მლ ძროხის მოხდილი რძე.
მაწოვარი ბოცვერი უნდა იკვებებოდეს უხვად, მისი ულუფა უნდა შეიცავდეს:
შვრიას, ქერს, სიმინდს, სელსა და მზესუმზირის კოპტონს, ქატოსა და წვნიან
საკვებს. ზაფხულში — მწვანე გამშრალ ბალახს, ზამთარში — მაღალხა-
რისხიან თივას. აგრეთვე აუცილებელია მინერალური ნივთიერებები და
ვიტამინები. სასარგებლოა მიეცეს 1-2 გ სუფრის მარილი.
ბოცვერს დაბაჭიანებამდე რამდენიმე დღით ადრე და დაბაჭიანებიდან 2-3
დღე უმცირდება საკვების ნორმა. ამ პერიოდში სასურველია ბოცვრის ძირი-
თადი საკვებით, თივით ან ბალახით და მცირე რაოდენობით კომბინირებული
საკვებით კვება. ბოცვრის საკვების სრულ ნორმამდე აყვანა ხდება თანდათა-
ნობით. ასეთი რეჟიმით კვება ამცირებს ნაყოფის გადაზრდის რისკს, დაყრის
პროცესის გართულებას და ახდენს მასტიტის პროფილაქტიკას.
მაწოვარი ბოცვრის კვება მთლიანად განსხვავდება მშრალი ბოცვრის კვე-
ბისგან როგორც ნორმით, ისე ულუფის შემადგენლობით. მაწოვარი ბოცვრის
კვება იყოფა ორ პერიოდად: კვების მეორე პერიოდში კვების ნორმა იზრდე-
ბა 1/3-ით. იზრდება ულუფაში უხეში და წვნიანი საკვების რაოდენობა, რათა
უზრუნველყონ ბაჭიები დამატებითი საკვებით, რომლებიც ამ პერიოდიდან
იწყებენ თივისა და ბალახის ჭამას. მაწოვარ ბოცვრებს შეიძლება ფრთხილად
მიეცეს კარგი ხარისხის სილოსიც. ასევე სიფრთხილით უნდა მიეცეს მცირე
რაოდენობით ქატოც, რადგან იგი ხშირად იწვევს როგორც ბოცვრის, ისე
ბაჭიების ტიმპანიას, გაბერვას, რაც ხშირად ბაჭიების დახოცვით მთავრდება.
მაწოვარ ბოცვრებს ზამთარში აძლევენ 250-400 გ-მდე თივას დღეში, 300-
500 გ-მდე წვნიან საკვებსა და 100-150 გ კონცენტრატების ნარევს. ზაფხულ-
ში ბოცვრის ძირითადი საკვებია პარკოსანი ბალახები ან მდელოს ბალახი.
მაწოვარ ბოცვრებს შეუძლიათ დღეში 1,5-2 კგ ბალახის ჭამა. კარგი კვების
პირობებში ბოცვერს შეუძლია გამოკვებოს 5-6 ბაჭია. ბაჭიების ბუდიდან
გამოსვლის პერიოდისათვის, როდესაც ისინი იწყებენ დამატებით კვებას,
ბოცვრის ულუფაში ბაჭიებისთვის მავნე ან ძნელად მოსანელებელი საკვები
არ უნდა შედიოდეს.

35
B11  მეცხოველეობა მებოცვრეობა

6.5 მამალი ბოცვრის კვება


მამალი ბოცვერი, რომელიც დაგრილების პერიოდშია, გადაჰყავთ გაძლი-
საკვები შემადგენლობა
ერებულ კვებაზე. ულუფაში ზრდიან ვიტამინებისა და ცილების რაოდენო-
კომპონენტები %
ბას. დაგრილების პერიოდში მამალი ბოცვრის კვების ძირითადი ამოცანაა
შვრია 32 სპერმის მაღალი ხარისხის, სქესობრივი აქტივობისა და სანაშენე კონდი-
ციის შეხორცების შენარჩუნება. მამალი ბოცვერი არ უნდა იყოს გასუქებუ-
სიმინდი 20 ლი. სპერმის რაოდენობა და ხარისხი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგო-
რია საკვებ ულუფაში ცილის, ვიტამინებისა A, E, და B ჯგუფის ვიტამინების,
ხორბლის ქატო 15 აგრეთვე მინერალური ნივთიერებების შემცველობა. ამ ნივთიერებებით
მზესუმზირის ულუფის გამდიდრებისთვის უნდა მიეცეს მზესუმზირის კოპტონი, მცირე
კოპტონი
15
რაოდენობით ხორბლის ქატო. მამალი ბოცვრების საკვებად კარგია
ქერი 15 აგრეთვე აბრეშუმის ჭიის ჭუპრი. მამალი ბოცვრის სქესობრივი აქტივობისა
და სპერმის ხარისხის გასაზრდელად ბოლო პერიოდში გამოიყენება სე-
ჰიდროლიზები-
ლი საფუარი
1,0 ლენისა და E ვიტამინის შემცველი საინექციო პრეპარატი ე-სევილი, რო-
ბიოლოგიური
მელიც ინიშნება ინექციის გზით კუნთში 0,5-1 მლ დოზით სულზე.
საკვებდანამატი
1,0
სუფრის
1,0 6.6 ბაჭიების კვება
მარილი

ცხრ. 4 კომბინირებულ-
ბაჭიები დაბადებიდან პირველი 18-20 დღის ასაკამდე მხოლოდ დედის
რძით იკვებებიან. თუ ამ პერიოდში დედა ბოცვერი კარგი მერძეულობით
კონცენტრატული საკვები ყველა
ხასიათდება, ბაჭიების ცოცხალი მასა ასხლეტამდე, ერთი თვის ასაკში, მა-
ასაკის ბოცვრებისთვის
ღალპროდუქტიულ ჯიშებში უნდა შეადგენდეს 400-700 გ-ს.
ბაჭიების ასხლეტა ხდება 30-45 დღის ასაკში. ამ პერიოდისათვის ბაჭიების
საჭმლის მომნელებელი სისტემა არ არის სათანადოდ განვითარებული,
რათა მიიღოს და გადაამუშაოს დიდი რაოდენობით საკვები. ამიტომ ას-
ხლეტილი ბაჭიების საკვებ ულუფაში საჭიროა მაღალყუათიანი და ადვი-
ლად მოსანელებელი საკვების, ნორჩი მწვანე შემჭკნარი ბალახისა და
წმინდა თივის შეტანა. ბაჭიები განსაკუთრებით ინტენსიურად იზრდებიან
3-4,5 თვის ასაკამდე, ამ პერიოდში საშუალო დღეღამური ნამატი 20-25
გ-ზე ნაკლები არ უნდა იყოს.
კარგი ხარისხის თივა ბაჭიებს შეიძლება მიეცეს ზამთარში, 50-დან 150-
საკვები შემადგენლობა
200 გ-მდე და წვნიანი საკვები; სილოსი, ძირხვენები 150-300 გ-მდე. გა-
კომპონენტები %
რდა ამისა, დამატებით ეძლევათ 30-40 გ-მდე კონცენტრირებული საკვე-
ბალახის ბი, მცირე რაოდენობით მარილი. ზაფხულობით ბაჭიებს, ძირითადად, ეძ-
ფქვილი
30
ლევათ მწვანე ბალახი და ნორჩი მცენარეების ყლორტები, რომელსაც
შვრია 11 ემატება 20-30 გ კონცენტრირებული საკვები.
ქერი 23 მოზარდ ბაჭიებს, ძირითადად, ორი მიმართულებით ზრდიან: საყოლად
ხორბლის ქატო 7 და გასასუქებლად. ამ ჯგუფისათვის კვებაც თავისებური უნდა იყოს. საყოლ
მოზარდს შედარებით ზომიერი კვება და საკვებში მეტი ცილის რაოდენობა
მზესუმზირის
კოპტონი
25 სჭირდება. სასუქ მოზარდს, განსაკუთრებით ზრდის პირველ ნახევარში,
საკვები
1 დიდი რაოდენობით საკვებს, თივასა და წვნიანს აძლევენ, შემდეგ გაძლი-
საფუარი
ერებულ კვებაზე გადაჰყავთ და გამოზრდას გასუქებით ასრულებენ. სახო-
მარილი 0,5 რცედ გადარჩეული მოზარდი უნდა დაიკოდოს 3-4 თვის ასაკში. სუქებაზე
მშრალი დგებიან აგრეთვე ზრდასრული, ხნიერი და გამოწუნებული ბოცვრები. სუ-
აციდოფილინი
1
ქების პერიოდი გრძელდება 1-2 თვე და ამ პერიოდისთვის ცოცხალი მასა
ბიოლოგიური
1,5 იზრდება ზრდასრულებში 15-20%-ით, მოზარდებში კი –– 40-45 %-ით.
საკვებდანამატი
როგორც უკვე აღვნიშნეთ, გასუქებული ბოცვრის კვების თავისებურება გა-
ცხრ. 5 სრულფასოვანი
მოიხატება იმაში, რომ ბოცვრებს აძლევენ დიდი რაოდენობით საკვებს.
გრანულირებული კომბინირებული
სუქების პირველ პერიოდში გასათვალისწინებელია, რაც შეიძლება მეტი
საკვები რაციონი ბაჭიებისთვის 20 უხეში და წვნიანი საკვების გამოყენება, მეორე პერიოდში კი მატულობს
დღიდან ასხლეტამდე კონცენტრირებული საკვების წილი. ზამთარში გასუქებისთვის იყენებენ სა-
ფურაჟე მარცვლეულს, ჭარხალს, კარტოფილს, კარგი ხარისხის თივას,

36
მებოცვრეობა B  მეცხოველეობა

ხე-მცენარეულობის ნორჩ ტოტებს და სხვა, ზაფხულში ბალახს, ხის ფოთ-


ლებს, ძირხვენებს კონცენტრატების ნარევს. საკვები შემადგენლობა
კომპონენტები %
ძირხვე-
ჯგუფი კონცენტრატი თივა ბალახი მარილი
ნები ბალახის
ფქვილი (იონჯა)
30
დედალი 38,8 37.9 44.2 145.1 1.5
შვრია 20
მამალი 19.2 33.6 30.8 94.4 1.5
ქერი 20
მოზარდი 7.2 4.4 4.0 40.0 0.05
ხორბლის ქატო 15
ცხრ. 7 ბოცვრის წლიური მოთხოვნილება საკვებზე კგ-ში ერთ სულზე კოპტონი-შ-
როტი სოია, 13
მზესუმზირა
6.7 ბიოლოგიურად აქტიური საკვები ჰიდროლიზებუ-
1
ლი საფუარი
დანამატები მებოცვრეობაში ბიოლოგიური
საკვებდანამატი
0,5
ბოცვრის საკვები რაციონის შედგენის შემდეგ აუცილებელია მასში ისეთი სუფრის
მარილი
0,5
ბიოლოგიურად აქტიური საკვებდანამატების დამატება, რომლებიც არ აბი-
ნძურებენ ხორცს, არ გააჩნიათ დაყოვნების პერიოდი და არ იშლებიან საზრდო
100 გ კომბინი-
რებული საკვების
მაღალ ტემპერატურაზე საკვების დაგრანულების პროცესში. ასეთ საშუალე- ნივთიერებები
შემადგენლობა
ბებს უნდა ახასიათებდეს მთელი რიგი დადებითი თვისებები ბოცვრის
საკვები
ორგანიზმისთვის: ერთეული
83,6
ნედლი
ორგანიზმის ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის პროტეინი
17,2-18,4
იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის მონელებადი
პროტეინი
13,2-14,1
წონამატის და საკვების მონელების ფუნქციის გაუმჯობესება
ნედლი ცხიმი 2,8-4,3
საკვები კონვერსიის შემცირება
მიმოცვლითი
კოქციდიების კონტროლი ენერგია (კ კალ)
255-258
ბაქტერიოციდული და ფუნგიციდური მოქმედება ფოსფორი 0,59
მიკოტოქსინების შებოჭვის უნარი
ცხრ. 6 სრულფასოვანი
ნაწლავის ეპითელიუმის აღდგენა
გრანულირებული კომბინირებული
დიარეის პროფილაქტიკა
საკვები რაციონი ასხლეტილი
ასეთი საკვებდანამატები ძალიან ეფექტურია მოზარდი ბაჭიების სწრაფი ბაჭიებისთვის 30-დან 75 დღის
ზრდისა და მაღალი პროცენტულობით მათი შენარჩუნებისთვის. ბოლო ასაკამდე
პერიოდში ბოცვრის საკვებში ეფექტურად გამოიყენება ევროპული წარმო-
ების ბიოლოგიურად აქტიური საკვებდანამატები: ალქვერმოლდ ნატურალი,
ალქვერფიდ ანტიტოქსი, ალქვერნატ ნებსუი, ალქვერნატ ზიკოქსი და
აქვერზიმ ავიარი.

37
B11  მეცხოველეობა მებოცვრეობა

კითხვები პრაქტიკული დავალება


თვითშეფასებისთვის:
კვების ულუფის შედგენა
1. რა სახის საკვები გამოიყენება
მეხორცული ბოცვრის ინტენსი- მეხორცული ჯიშის მოზარდი ბაჭიებისთვის შეარჩიეთ საკვები საშუალებები,
ური კვებისთვის? შეადგინეთ კვების ულუფის ნორმა და შედგენილ რაციონს დაამატეთ ბიო-
2. ბოცვრის გრანულირებული საკ- ლოგიურად აქტიური საკვები დანამატები.
ვების უპირატესობანი?
3. დღის რომელ პერიოდებში ეძ-
ლევათ ბოცვრებს წყალი?
4. რა არის მწვანე საკვები?
5. რა არის უხეში საკვები?
6. რა არის წვნიანი საკვები?
7. რა არის კონცენტრირებული
საკვები?
8. რა არის მინერალური საკვები?
9. რომელი მარცვლეული კულტუ-
რებია საუკეთესო ბოცვრის კვე-
ბისთვის?
10. მეხორცული ბოცვრის ბაჭიები
ერთი თვის ასაკში რამდენ ცოც-
ხალ წონას უნდა იწონიდნენ?
11. რომელ თვემდე იზრდება ბოც-
ვერი ინტენსიურად?
12. რამდენ გრამს შეადგენს დღეღა-
მური ნამატი მოზარდ ბაჭიებში?
13. ბიოლოგიური საკვებდანამატე-
ბის უპირატესობები ბოცვრის
ორგანიზმისთვის?
14. რომელ თვეში უტარდებათ მა-
მალ მოზარდ ბოცვრებს კას-
ტრაცია?
15. რამდენ თვეს შეადგენს სუქების
პერიოდი გამოწუნებული ზრდას-
რული ბოცვრისთვის?
16. რომელ თვეს ხდება ბაჭიების
ასხლეტა დედისგან?
17. მამალი ბოცვრის ორგანიზმს
დაგრილების პერიოდში რომე-
ლი ჯგუფის ვიტამინები ესაჭი-
როება დამატებით?
18. რომელი საშუალებებით ხდება
საკვების გამდიდრება ვიტამი-
ნებითა და მინერალებით?
19. რა მოცულობით ეძლევა ბოც-
ვერს მარილი?
20. რამდენ კილოგრამს შეადგენს
საკვები კონვერსია მოზარდ
სახორცე ბოცვრებში 1 კგ ცოც-
ხალ წონაზე შეფარდებით?

38
მებოცვრეობა B  მეცხოველეობა

B მეცხოველეობა
B11  მებოცვრეობა

ამ თავის შესწავლით თქვენ შეძლებთ ბოცვრის ინფექციური, პარაზი-


ტული და არაგადამდები დაავადებების ამოცნობას, მათი აღმძვრე-
ლის, კლინიკური ნიშნების, პათანატომიური ცვლილებების მონაცე-
მების დადგენას, მკურნალობისა და პროფილაქტიკის მეთოდების,
სამკურნალო საშუალებების თუ მათი დოზირების რეჟიმების დაცვას.

7 ბოცვრის ჯანმრთელობის დაცვა

შეძენილ ცოდნას გამოიყენებთ პრაქტიკაში შემდეგ გარემოე-


ბებში:
სიტუაცია 1. ბოცვრის დაავადებების დიაგნოზის დასმისთვის თქვენ
დაგჭირდებათ დაავადებების აღმძვრელის, საინკუბაციო
პერიოდების, კლინიკური და პათანატომიური ნიშნების
ცოდნა.
სიტუაცია 2. სამკურნალო საშუალებების გამოყენებისთვის თქვენ უნდა
იცოდეთ პრეპარატების ჯგუფები, დოზირება, ორგანიზმში
შეყვანის გზები.
სიტუაცია 3. ფერმაში სანიტარულ-ჰიგიენური პროცედურების: დეზინ-
ფექციის, დეზინსექციისა და დერატიზაციის ჩასატარებლად,
თქვენ უნდა იცოდეთ, თუ რა ინტენსივობითა და რა საშუა-
ლებებით უნდა ჩატარდეს აღნიშნული პროცედურები.
ბოცვერი სხვა შინაური ცხოველებისგან განსხვავებით უფრო ადვილად
ავადდება როგორც ინფექციური, ასევე არაგადამდები დაავადებებით. ამი-
ტომ მნიშვნელოვანია ბოცვრის დაავადებების ცოდნა, კლინიკური თუ ლა-
ბორატორიული მეთოდებით დროული დიაგნოზის დასმა და იმ ღონისძიებე-
ბის გატარება, რაც თავიდან აგვაცილებს ფერმაში ბოცვრის ლეტალობას.

39
B11  მეცხოველეობა მებოცვრეობა

7.1 ინფექციური დაავადებები

7.1.1 ბოცვრის ვირუსული ჰემორაგიული


სეპტიცემია
აღმძვრელი — კალცივირუსი. ვირუსული დაავადება, რომელიც ხასიათ-
დება ყველა ორგანოში ჰემორაგიული დიათეზით. დაავადება ვრცელდება,
ძირითადად, შემოდგომა-ზამთარში, ვირუსის გადაცემა ხდება: საკვებით,
წყლით, ქვეშსაფენით, ტყავითა და ტანხორცით, ნაკლებად გადადის ჰაე-
რით. ავადდებიან ყველა ასაკის ბოცვრები და იხოცებიან 3-5 დღეში, ლეტა-
ლობა შეადგენს 100%-ს. პირველად ამ დაავადებამ იფეთქა ჩინეთში 1984
წელს, იტალიაში — 1986 წელს, ამერიკაში — 1988 წელს. სულ განადგუ-
რდა 85 000-ზე მეტი კურდღელი.
კლინიკური ნიშნები. საინკუბაციო პერიოდი შეადგენს 48-72 სთ-ს, ადრე-
სურ. 1 ცხვირიდან სისხლიანი ული კლინიკა თითქმის არ ახასიათებს, სიკვდილის წინ აღინიშნება ცხვირი-
გამონადენი დან სისხლიანი ან მოყვითალო გამონადენი, სხეულის ტემპერატურის
მატება 41 გრადუსამდე, ბოცვრებს ეწყებათ ცახცახი და იხოცებიან. შინაგან
ორგანოებში აღინიშნება ჰემორაგიული დიათეზები, ფილტვები გადავსებუ-
ლია სისხლით, ბრონქებში აღინიშნება ქაფიანი ექსუდატი, შედარებით
ეს საინტერესოა! ნაკლებად აღინიშნება სისხლჩაქცევები ცხვირის ლორწოვან გარსზე, თირ-
პროფილაქტიკური ვაქცინა-
კმელები სისხლსავსეა, ღვიძლი ადვილად იშლება, ნაღვლის ბუშტში აღი-
ნიშნება მცირე რაოდენობის ნაღველი, ელენთა გაზრდილია მოცულობაში
ციისთვის გამოიყენება კომბი-
3-ჯერ, ლილისფერი შეფერილობით, მკერდის არეში აღინიშნება სისხლჩაქ-
ნირებული (მიქსომატოზი და
ცევები, ლიმფური კვანძები მოვარდისფროა, თავის ტვინში სისხლჩაქცევებია.
ვირუსული ჰემორაგიული სეპ-
ტიცემიის) ცოცხალი ვირუსვაქ- მკურნალობა და პროფილაქტიკა. ბოცვრებში მიქსომატოზის პროფი-
ცინა „მიქსოჰემოვიროვაკი“, ლაქტიკისთვის აუცილებელია ვაქცინაცია, რომელიც ბაჭიებში იწყება ერთი
თვიდან და უტარდება ყველა ასაკის ბოცვერს.
დოზა 0,5 მლ სულზე, ინექცია
კეთდება კუნთში ან კანქვეშ,
რევაქცინაცია უტარდებათ 7.1.2 ბოცვრის ინფექციური სტომატიტი (სველი
სადედე გუნდსა და მამლებს ცხვირი)
წელიწადში ორჯერ, სახორცე
აღმძვრელი — ფილტრში გამავალი ვირუსი. ავადდებიან, ძირითადად,
ხაზის მოზარდი იცრება ერთ- მოზარდი ბაჭიები ასხლეტიდან 2 თვემდე, იშვიათ შემთხვევაში, ზრდასრუ-
ჯერადად. ფერმაში დაავა- ლები. საინკუბაციო პერიოდი შეადგენს 2-4 დღეს.
დების გაჩენის შემთხვევაში
დაავადება არ ხასიათდება სეზონურობით და გვხვდება წლის ყველა პერი-
კარანტინი იხსნება 2 კვირაში, ოდში. დასნებოვნების წყაროს წარმოადგენენ ავადმყოფი ცხოველები.
კარანტინის მოხსნის შემდეგ დაავადების გავრცელებას ხელს უწყობს შენახვის ანტისანიტარიული პირო-
აკრძალულია ბოცვრების ბები, გარემოს ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებები, მომატებული ტენია-
შემოყვანა 2 თვის განმავლო- ნობა, ბოცვრების მჭიდრო შენახვა.
ბაში, მკურნალობა შემუშავე-
კლინიკური ნიშნები. დაავადების დასაწყისში აღინიშნება პირის ღრუს
ბული არ არის.
ლორწოვანი გარსის სიწითლე, შემდეგ ენაზე ჩნდება თხელი, მოთეთრო
აპკები, რომლებიც ერთმანეთს ერწყმის და ქმნის მთლიან ნადებს, ნორმა-
ლური ლორწოვანასგან გამოყოფილს მოწითალო არშიით. ენაზე წარმოიქ-
მნება წყლულები, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაზიანებას თან სდევს
ჭარბი ნერწყვდენა, ნერწყვდენის დაწყებასთან ერთად ბაჭიები ხდებიან
ნაკლებმოძრავები, უქვეითდებათ მადა, სწრაფად ხდებიან, ხშირად აღენიშ-
ნებათ ფაღარათი. დაავადების მძიმე ფორმით მიმდინარეობის შემთხვევა-
ში ბოცვრები იხოცებიან მე-4-5 დღეს.
მკურნალობა და პროფილაქტიკა. ავადმყოფ ცხოველებს უკეთდებათ
იზოლაცია, სპეციფიკური სამკურნალო საშუალება არ არსებობს. აუცილე-
სურ. 2 პირის ღრუს ლორწოვანი ბელია გალიებისა და ინვენტარის დეზინფექცია იოდზეფის (პოვიდონიო-
გარსის დაზიანება
დი10%) ხსნარით, 1:50-100 განზავებით (100 მლ-5-10 ლიტრ წყალში
გახსნილი).

40
მებოცვრეობა B  მეცხოველეობა

7.1.3 ბოცვრის კოლიბაქტერიოზი
აღმძვრელი — გრამუარყოფითი ჩხირი. დაავადების მიმართ ყველაზე
მგრძნობიარეები არიან მოზარდი ბოცვრები. დაავადების გავრცელებას
ხელს უწყობს საკვები და წყალი, რომელიც დაბინძურებულია ფეკალიებით,
სადაც ბუდობს ნაწლავის ჩხირის პათოგენური შტამები, ასევე ორგანიზმის
დასუსტება, რომელიც ცუდი კვების შედეგია, კოქციდიებითა და პარაზიტებით
დაინვაზირების დროს.
კლინიკური ნიშნები. კოლიბაქტერიოზის დროს აღინიშნება დათრგუნუ-
ლი მდგომარეობა, ბოცვრები ცუდად ჭამენ საკვებს, ვითარდება ფაღარათი,
სწრაფად ხდებიან და 2-8 დღემდე იხოცებიან. გაკვეთისას ვლინდება ძლი- სურ. 3 აღმძვრელი ეშერიხია
ერი ცვლილებები ნაწლავში, ლორწოვანი გარსი ჰიპერემიულია, შეშუპებუ- კოლი
ლი, ლორწოვანი და სეროზული გარსის ქვეშ სისხლჩაქცევებია, ნაწლავის
სანათურში ხშირადაა სისხლიანი ლორწო. განსაკუთრებით მკვეთრი ცვლი-
ლებები აღინიშნება კოლინჯსა და ბრმა ნაწლავში, სადაც ლორწოვანა
ძლიერ შუპდება და ალაგ-ალაგ აღინიშნება აშრევება.
მკურნალობა და პროფილაქტიკა. აუცილებელია შენახვის სანიტარუ-
ლ-ჰიგიენური პირობების გაუმჯობესება, რაციონიდან უნდა ამოვიღოთ
უხარისხო, აგრეთვე ნაწლავის ჩხირით დაინფიცირებული საკვები. ჯგუფური
პროფილაქტიკური დამუშავებისთვის საკვებში ეძლევათ ტეტრაციკლინისა
და ნიტროფურანების ჯგუფის კომბინირებული ანტიბიოტიკები, ფუროქს
დოზით 1 გ-1 კგ კომბინირებულ საკვებში განზავებით 7-10 დღის განმავლო-
ბაში. ინდივიდუალური მკურნალობისთვის დაავადებული ცხოველი უნდა
განცალკევდეს და დაენიშნოს გახანგრძლივებული მოქმედების საინექციო
პრეპარატები: პრიმაფული, ოქსიტეტრაციკლინი 200, ამოქსაცილინი 15%
და სხვ.

7.1.4 ბოცვრის ლისტერიოზი
აღმძვრელი — პოლიმორფული ბაქტერია. ავადდებიან მრავალი სახე-
ობის შინაური და გარეული ცხოველები. ლისტერიოზი შეიძლება გაჩნდეს
წელიწადის ყველა დროს. ავადდებიან, ძირითადად, მაკე მდედრები, დას-
ნებოვნების წყაროს წარმოადგენენ ლისტერიოზით დაავადებული ცხოვე-
ლები, რომლებიც გამოყოფენ ინფექციას ცხვირიდან გამონადენის სახით,
შარდთან, ფეკალიასთან, გაბერწებულ ნაყოფთან ერთად. ლისტერიოზის
მუდმივ გადამტანად ითვლებიან მღრღნელები, რომლებიც ლისტერიებით
აბინძურებენ ინვენტარს, საკვებს, წყალსა და ქვეშსაფენს.
კლინიკური ნიშნები. დაავადება მიმდინარეობს ზემწვავე, მწვავე, ქვემ- სურ. 4 ლისტერიოზის დროს
წვავე, ქრონიკული და ატიპური ფორმით. ზემწვავე მიმდინარეობისას მაკე კიდურების დამბლა
მდედრი ბოცვრები უეცრად იხოცებიან. ყველაზე ხშირია მწვავე ფორმა,
რომლის დროსაც მაკეობის მეორე ნახევარში მაკე ბოცვრებში ადგილი
აქვს გაბერწებას ან უკანა კიდურების დამბლას, რასაც
ერთვის საკვების მიღების შეწყვეტა, დასუსტება, ბეწვის აბურძგნა, სასქესო
ორგანოდან გამოიყოფა მოყავისფრო გამონადენი. დაავადება გრძელდება
2-4 დღეს და თითქმის ყოველთვის სიკვდილით სრულდება. ქვემწვავე და
ქრონიკული ფორმის დროს აბორტები არ ხდება, მაგრამ საშვილოსნოში
ჩნდება ანთებითი პროცესები, იღუპება და იხრწნება ნაყოფი. მდედრი ბოცვ-
რების უმეტესობა კვდება მე-10-15 დღეს, ზოგჯერ 1-2 თვის შემდეგ. ატიპური
ფორმის დროს მდედრი ბოცვრები ბერწდებიან, ბადებენ მკვდარ ან ცოცხალ სურ. 5 შინაგანი ორგანოების
განუვითარებელ ბაჭიებს, რომლებიც იხოცებიან პირველივე დღეებში. დაზიანება
გაკვეთისას საშვილოსნოში აღინიშნება გახრწნილი ნაყოფი, ღვიძლი გა-
დიდებულია, დუნე წერტილოვანი ნეკროზული დაზიანებებით, გადიდებუ-
ლია ელენთა, ნეკროზის წვრილი წერტილოვანი კერებით.

41
B11  მეცხოველეობა მებოცვრეობა

მკურნალობა და პროფილაქტიკა. ყველა ავადმყოფი და დაავადე-


ბაგადატანილი ბოცვერი უნდა გამოცალკევდეს და დაიკლას, საკვებად ვა-
რგისია 2-საათიანი მოხარშვის შემდეგ. მკვდარი ბოცვერი უნდა დაიწვას,
გალიებსა და ინვენტარს გაუკეთდეს დეზინფექცია პრეპარატ ეკოციდი C-ს
3%-იანი ხსნარით.
ფერმაში და მიმდებარე ტერიტორიაზე მღრღნელების საწინააღმდეგოდ
ტარდება სადერატიზაციო ღონისძიება „რატიმორის“ ან „რატეკსის“ საშუა-
ლებით. მომსახურე პერსონალმა უნდა დაიცვას პირადი ჰიგიენის წესები.
მეურნეობაში ცხადდება კარანტინი, რომელიც იხსნება 2 თვის შემდეგ,
დაავადების ლიკვიდაციისა და დასკვნითი დეზინფექციის ჩატარების შემდეგ.
სპეციფიკური სამკურნალო საშუალება შემუშავებული არ არის, დაავადების
საწყის პერიოდში ეფექტურია სტრეპტომიცინის (პენბექსი), სულფანილამი-
დების (გენტაპრიმი) და დოკსაციკლინის პოლოდოქსინი) შემცველი საი-
ნექციო პრეპარატების გამოყენება.

7.1.5 ბოცვრის მიქსომატოზი
აღმძვრელი — დნმ-ს შემცველი ვირუსი. მიქსომატოზისადმი მგრძნობია-
რეები არიან გარეული და შინაური ბოცვრები და კურდღლები. ინფექციის
წყაროს წარმოადგენენ მიქსომატოზით დაავადებული და დაავადებაგადა-
ტანილი ბოცვრები და კურდღლები. დაავადების აფეთქებები უფრო ხში-
რად აღინიშნება ზაფხულში და შემოდგომაზე. ვირუსის ძირითადი გადა-
მტანები არიან მწერები (კოღოები, მოსკიტები) და ექტოპარაზიტები (ტი-
ლები, რწყილები, ტკიპები). მექანიკურ გადამტანად შეიძლება ჩაითვალოს
ფრინველები, ცხოველები, ადამიანი, აგრეთვე ინფიცირებული საკვები,
მოვლის საგნები. ინკუბაციის პერიოდი შეადგენს 2-20 დღეს.
კლინიკური ნიშნები. დაავადება მიმდინარეობს ორი ფორმით: კლასი-
კური (შეშუპებითი) და კვანძოვანი (ატიპური). კლასიკური ფორმის დროს
ვლინდება ორმხრივი კონიუნქტივიტი, რომელიც
გადადის ბლეფაროკონიუნქტივიტში, აღინიშნება ქუთუთოების შეშუპება,
სურ. 6 ყურებზე ჩირქოვანი თვალებიდან ჯერ სეროზული, შემდეგ კი ჩირქოვანი გამონადენი. თავზე,
კვანძები მკერდზე, ზურგზე უჩნდებათ შეშუპებები, რომლებიც ერთმანეთს ერწყმის.
აღინიშნება შეშუპება სასქესო ორგანოებისა და ანალური ხვრელების არე-
ში. დაავადება გრძელდება 4-10 დღე და მთავრდება სიკვდილით. სხეუ-
ლის ტემპერატურა მატულობს 40-41,5°C-მდე. კვანძოვანი ფორმისას და-
ავადება მიმდინარეობს უფრო მსუბუქად. ბოცვრებს თავზე, ყურის ნიჟა-
რებზე, ზურგზე, ქუთუთოებზე უჩნდებათ გამონაყარი (კვანძები), რომლე-
ბიც მე-10-14 დღეს ნეკროზირდება. ცალკეული ინდივიდები შეიძლება გა-
მოჯანმრთელდნენ, თუმცა ხდებიან ვირუსის მატარებლები.
მკურნალობა და პროფილაქტიკა. ბოცვრებში მიქსომატოზის პროფი-
ლაქტიკისთვის აუცილებელია ჩატარდეს ვაქცინაცია, რომელიც ბაჭიებში
სურ. 7 კვანძები თავის მიდამოზე იწყება ერთი თვიდან და უტარდება ყველა ასაკის ბოცვერს.

ეს საინტერესოა!
პროფილაქტიკური ვაქცინაციისთვის გამოიყენება კომბინირებული
(მიქსომატოზი და ვირუსული ჰემორაგიული სეპტიცემია) ცოცხალი
ვირუსვაქცინა „მიქსოჰემოვიროვაკი“, დოზა 0,5 მლ სულზე, ინექცია
კეთდება კუნთში ან კანქვეშ, რევაქცინაცია უტარდებათ სადედე გუნდს
და მამლებს წელიწადში ორჯერ, სახორცე ხაზის მოზარდი იცრება
ერთჯერადად.
ფერმაში დაავადების გაჩენის შემთხვევაში კარანტინი იხსნება 2
კვირაში. კარანტინის მოხსნის შემდეგ აკრძალულია ბოცვრების შე-
მოყვანა 2 თვის განმავლობაში. მიქსომატოზის მკურნალობა შემუ-
შავებული არ არის.

42
მებოცვრეობა B  მეცხოველეობა

7.1.6 ბოცვრის პასტერელოზი (ჰემორაგიული


სეპტიცემია)
აღმძვრელი — გრამუარყოფითი ბაქტერია. პასტერელოზისადმი მგრძნო-
ბიარეები არიან ყველა ასაკის ბოცვრები, ინფექციის წყაროა ავადმყოფი
ბოცვრები და პასტერელოზისადმი მგრძნობიარე სხვა სახის ცხოველები
(მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ღორები, ცხვრები, ფრინველები, მღრღნე-
ლები). საინკუბაციო პერიოდია 5-10 საათი.
კლინიკური ნიშნები. დაავადებულ ბოცვრებს აღენიშნებათ უმადობა,
სუნთქვის გახშირება, ტემპერატურის მატება 41-41,5°C-მდე, ცხვირის ღრუ-
დან ხშირად აღინიშნება სეროზული გამონადენი, 1-3 დღეში ბოცვრები
იხოცებიან. პათანატომიური გაკვეთისას აღინიშნება წერტილოვანი სისხლ-
ჩაქცევები ფილტვებში, გულსა და ლიმფურ კვანძებში, ხშირად ღვიძლში,
ნაწლავებში, თირკმელებსა და შარდის ბუშტში. ელენთა შეშუპებულია.
სურ. 8 ყბისქვეშა შეშუპება
მკურნალობა და პროფილაქტიკა. ავადმყოფ ბოცვრებს ჯანმრთელე-
ბისგან აცალკევებენ, გალიებსა და ინვენტარს უკეთდება დეზინფექცია,
დაკლული ბოცვრების ხორცი საკვებად დასაშვებია 1-საათიანი ხარშვის
შემდეგ. პროფილაქტიკისთვის გამოიყენება სპეციფიკური პასტერელოზის
საწინააღმდეგო ფორმალვაქცინა.
სამკურნალოდ ინიშნება პასტერელოზის საწინააღმდეგო ჰიპერიმუნური
შრატი, ოქსიტეტრაციკლინისა და ამოქსაცილინის შემცველი ანტიბიოტიკე-
ბი: ამოქსაცილინი 15%, ოქსიტეტრაციკლინი 200, პრიმავილინი დოზით 1
მლ/10 კგ ცოცხალ წონაზე გაანგარიშებით.

7.1.7 ბოცვრის სალმონელოზი (პარატიფი) სურ. 9 ჰემორაგიული


აღმძვრელი — გრამუარყოფითი ბაქტერია. ავადდებიან ყველა ასაკის სისხლჩაქცევები ფილტვებზე
ბოცვრები, უფრო ხშირად სამ თვემდე ასაკის მოზარდი, აგრეთვე მრავა-
ლი სახეობის ცხოველები:
მღრღნელები
ღორები
ცხვრები
ხბოები
მელიები
ფრინველები
ადამიანი
სურ. 10 სალმონელა
ინფექციის წყაროა ავადმყოფი ცხოველები, რომლებიც ასნებოვნებენ სა-
კვებს, წყალს, ქვეშსაფენსა და ინვენტარს.
კლინიკური ნიშნები. დაავადებულ ბოცვრებს აღენიშნებათ მოდუნება,
უმადობა, ხშირია ფაღარათი, მაკე ბოცვრებში — მეტრიტები და აბორტები.
დაავადება, როგორც წესი, მწვავედ მიმდინარეობს და 2-5 დღეში (უფრო
იშვიათად, 2-3 კვირაში) ბოცვრები იხოცებიან. გაკვეთისას აღინიშნება კუჭი-
სა და ნაწლავის ლორწოვანას ანთება, ელენთის გადაგვარება და გადიდება,
საშვილოსნოს ლორწოვანას ანთება, ხოლო სეროზული გარსის ქვეშ ჩანს
წვრილი ჩირქგროვები.
მკურნალობა და პროფილაქტიკა. ავადმყოფ ცხოველებს აქცევენ
იზოლაციაში, გალიებსა და ინვენტარს უტარებენ დეზინფექციას. ავადმყოფი
ბოცვრის ხორცი საკვებად დასაშვებია 1,5-საათიანი ხარშვის შემდეგ. კარა-
ნტინს ხსნიან 30 დღეში, დაავადების ბოლო შემთხვევისა და დასკვნითი
დეზინფექციის ჩატარების შემდეგ. სამკურნალოდ გამოიყენება ფტორქინო-
ლინების ჯგუფის ანტიბიოტიკები, დალევინებით ენროფლოქსი 10%, ვილფ-
ლოქსი 10%, 1 მლ/1 ლ სასმელ წყალთან განზავებით 5-7 დღის განმავლო-
ბაში, საინექციოდ ინიშნება რიბაფლოქსი 1 მლ/10 კგ ც-წ-ზე გაანგარიშებით
3-5 დღის განმავლობაში.

43
B11  მეცხოველეობა მებოცვრეობა

7.1.8 ბოცვრის ინფექციური რინიტი


აღმძვრელი — გრამუარყოფითი ბაქტერია. ფართოდ გავრცელებული
ინფექციური დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ზემო სასუნთქი გზების
ლორწოვანი გარსის, იშვიათად ბრონქებისა და ფილტვების ანთებით.
კლინიკური ნიშნები. ინკუბაციის პერიოდი 3-14 დღეა, რინიტის დროს
აღინიშნება ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის ჰიპერემია, ცხვირიდან
სეროზული, მოგვიანებით კი ლორწოვანი გამონადენი, ცემინება, თათებით
ცხვირის ქავილი. თუ პროცესი გავრცელდა ბრონქებსა და ფილტვებზე,
მოსმენისას აღინიშნება ხიხინი. ბოცვრის გაკვეთისას ცხვირის ღრუში აღი-
ნიშნება ლორწოვან-ჩირქოვანი სეკრეტის დაგროვება, ფილტვებში სისხლ-
ჩაქცევები და ნეკროზული კერები, ზოგ შემთხვევაში აღინიშნება პერიკა-
სურ. 11 გამონადენი ცხვირის
რდიტი და პერიტონიტი.
ღრუდან
მკურნალობა და პროფილაქტიკა. რინიტის სამკურნალოდ ეფექტურად
გამოიყენება ამოქსაცილინის, ტეტრაციკლინისა და სულფანილამიდების
შემცველი პრეპარატები, (პენბექსი, ოქსიტეტრაციკლინი 200 და სხვა).
ცხვირის ღრუში ჩასაწვეთებლად გამოიყენება პენიცილინის შემცველი ცხვი-
რის წვეთები, 2-2 წვეთი თითო ნესტოში გამოჯანმრთელებამდე.

7.1.9 ბოცვრის მასტიტი (სარძევე ჯირკვლის


ანთება)
ბოცვრებში მასტიტის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს როგორც ბაქტე-
რიები (სტაფილოკოკები, სტრეპტოკოკები, ეშერიხიები), ასევე მექანიკუ-
რი დაზიანებები და ბაჭიების მიერ სარძევე ჯირკვლების დაკბენა.
კლინიკური ნიშნები. მასტიტი თავიდან ვლინდება სარძევე ჯირკვლის
დაზიანებული წილის გაწითლებითა და შეშუპებით, შემდეგ მისი გამაგრებით.
სარძევე ჯირკვლის გამოწველისას გამოიყოფა სქელი რძე ჩირქის მინარე-
ვით. კანქვეშა ქსოვილებსა და სარძევე ჯირკვლებში ხშირად წარმოიქმნება
სურ. 12 სარძევე ჯირკვლის ანთება აბსცესები.
მკურნალობა და პროფილაქტიკა. მასტიტის დროს სარძევე ჯირკვლის
ნაკბენების, ნაკაწრებისა თუ გამაგრების გარეგანი მკურნალობისთვის იყე-
ნებენ ქაფურის, იქთიოლის, თუთიის მალამოების შეზელას 5-10 დღის
განმავლობაში, კუნთში შეჰყავთ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო
საშუალებები და ანტიბიოტიკები, მაგალითად, 15%-იანი ამოქსაცილინი და
აინილის საინექციო საშუალებების კომბინაცია.

7.1.10 ბოცვრის ტულარემია
აღმძვრელი — გრამდადებითი მიკრობი. ტულარემია ცხოველის, ფრინვე-
ლისა და ადამიანის საშიში ინფექციური დაავადებაა. განსაკუთრებით ხშირად
ავადდებიან მღრღნელები: თაგვები, ვირთაგვები, თრიები. ინფექციის საწყი-
სის ძირითადი გამავრცელებლები არიან მღრღნელები, კურდღლები, ონდა-
ტრები, თახვები, ენოტისებრი ძაღლები, კაკბები და სხვა ფრინველები.
კლინიკური ნიშნები. შინაურ ბოცვრებში ტულარემია, როგორც წესი,
ვლინდება არამკაფიოდ, მოგვაგონებს სტაფილოკოკოზს, ზოგ შემთხვევაში
არავითარი კლინიკური ნიშნები არ შეიმჩნევა (ფარული ფორმა). პათოლო-
გიური პროცესი ხასიათდება ლიმფური კვანძების (ჯირკვლების) დაზიანებით,
მათ ცენტრში წარმოიქმნება ჩირქგროვები, რომლებიც ხშირად სკდება.
უმეტეს შემთხვევაში დაავადებული ცხოველები იხოცებიან. ტულარემიაგა-
დატანილი ბოცვრები იძენენ ხანგრძლივ იმუნიტეტს.
სურ. 13 ტულარემია
ბოცვრების გაკვეთისას აღინიშნება კისრის, იღლიისა და მენჯის ჯირკვლე-
ბის (ლიმფური კვანძების) ძლიერი გადიდება და სისხლით გადავსება. ფი-
ლტვებში, ღვიძლში, ელენთასა და მუცლის აპკში წვრილი მრავლობითი
ჩირქგროვები.

44
მებოცვრეობა B  მეცხოველეობა

მკურნალობა და პროფილაქტიკა. ტულარემიასთან ბრძოლის ყველა-


ზე ეფექტიან ზომას წარმოადგენს ვეტერინარულ-სანიტარიული წესების
მკაცრი დაცვა. საჭიროა ფერმის გეგმური დერატიზაცია და დეზინსექცია
მღრღნელების და მწერების საწინააღმდეგოდ. ტულარემიისადმი არაკე-
თილსაიმედო ფერმებში ცხადდება 20-დღიანი კარანტინი. დასნებოვნებაზე
ეჭვმიტანილ ყველა ბოცვერს უკეთებენ იზოლირებას, სამკურნალოდ გამო-
იყენება ოქსიტეტრაციკლინის ჯგუფის საინექციო ანტიბიოტიკები: ოქსიტეტ-
რაციკლინი 200, პრიმავილინი, პრიმაფული და სხვ. დაავადებულებს
კლავენ იძულების წესით.

7.1.11 ბოცვრის დერმატომიკოზები
(ტრიქოფიტია — მიკროსპორია)
აღმძვრელი — უსრულო სოკოები. ტრიქოფიტიის ძირითადი მატარებლე-
ბი არიან სახლისა და მინდვრის თაგვები, ვირთაგვები და სხვა მღრღნელე-
ბი, მიკროსპორიის — კატები. დაავადებისადმი მგრძნობიარეები არიან
ადამიანი, ყველა სასოფლო-სამეურნეო ცხოველი და გარეული ცხოველები.
მოზარდები უფრო მიდრეკილი არიან სირსველით დაავადებისაკენ, ვიდრე
ზრდასრულები. ბოცვრების დასნებოვნების ძირითადი გზაა უშუალო
კონტაქტი ავადმყოფ ცხოველებსა და დასნებოვნებულ საგნებთან (გალიები,
საკვები, ქვეშსაფენი). დაავადება თავს იჩენს წელიწადის ყველა დროში,
უფრო ხშირად გაზაფხულსა და შემოდგომაზე, ნესტიან პერიოდში საინკუ-
ბაციო პერიოდი შეადგენს 8-30 დღეს.
კლინიკური ნიშნები. ყველაზე ხშირად აღინიშნება კანის დაზიანებულ
უბნებზე, თავის, კისრის მიდამოებში კანის აქერცვლა და ბეწვის გაცვენა, სურ. 14 ტრიქოფიტიით
ჩნდება წვრილი ბუშტუკები, რომლებიც მალე ხმება და იფარება მოთეთრო- დაზიანებული თავი და ყურები
-მორუხო ფუფხით. დაზიანებული უბნები თანდათან იზრდება და ფართო-
ვდება პერიფერიისაკენ. ფარული ფორმით მიმდინარეობისას ბოცვრებში
დაზიანების კერები შეიძლება აღმოვაჩინოთ ყურის ნიჟარებზე მომრგვალო
ვარდისფერი უბეწვო ლაქების სახით.
მკურნალობა და პროფილაქტიკა. ტრიქოფიტიისა და მიკროსპორიის
დროს არაკეთილსაიმედო მეურნეობებში ტარდება ბოცვრების კლინიკური
გასინჯვა. ავადმყოფი და საეჭვო ცხოველები იკვლება სახორცედ, ხორცი
გამოიყენება შეუზღუდავად. სამკურნალო-პროფილაქტიკური დამუშავების
მიზნით საკვებში ემატება ბიოლოგიურად აქტიური ფუნგიციდური საკვებდა-
ნამატები, გეგმური იმუნიზაციისთვის გამოიყენება მიკროსპორიების საწინა-
აღმდეგო ვაქცინა.
ბოცვრის ინდივიდების სამკურნალოდ დაზიანებული ადგილები და მათ
ირგვლივ არე მუშავდება პოვიდონიოდის იოდზეპის 10%-იანი ხსნარით, სურ. 15 ტრიქოფიტიით
ასევე კარგ შედეგს იძლევა ბოლო პერიოდში ნანოტექნოლოგიური სპილენ- დაზიანებული ტანი
ძის შემცველი,,მიკოსტიკის“ სპრეი. არაკეთილსაიმედო მეურნეობებში
ცხადდება კარანტინი და ტარდება დეზინფექცია ეკოციდის, იოდზეპის ან
ფორმალინის გამოყენებით.

45
B11  მეცხოველეობა მებოცვრეობა

7.2 პარაზიტული დაავადებები

7.2.1 ბოცვრის კოქციდიოზი
აღმძვრელი — კოქციდიები (ეიმერიები). ბოცვრის ორგანიზმში ბინადრობს
ათი სახეობის კოქციდია, რომელთაგანაც 9 სახეობა გვხვდება ნაწლავის
გარსში და იწვევს ნაწლავის კოქციდიოზს, ხოლო ერთი სახეობა ღვიძლში
და იწვევს ღვიძლის კოქციდიოზს. ავადდება, ძირითადად, 4 თვემდე მოზა-
რდი, იშვიათად ზრდასრულები, თუმცა არიან კოქციდიების მატარებლები.
ბოცვრები, ძირითადად, ავადდებიან საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან
სურ. 16 კოქციდიები ღვიძლზე საკვებით, რომელიც დაინვაზირებულია მომწიფებული ოოცისტებით. დაა-
ვადების აფეთქებას ხელს უწყობს ანტისანიტარია, ცხოველების მჭიდროდ
შენახვა, მკვეთრი გადასვლა ერთი საკვებიდან მეორეზე და სხვ. საინკუბა-
ციო პერიოდი 2-3 დღე.
კლინიკური ნიშნები. ნაწლავის კოქციდიოზი ვლინდება ფაღარათითა
და ყაბზობის მონაცვლეობით, ხშირად აღინიშნება ნაწლავის შებერვა, უმა-
დობა, ზრდაში ჩამორჩენა, ბეწვის აბურძგნა, ზოგჯერ კრუნჩხვა, რომელიც
სიკვდილით მთავრდება. დაავადების ნაკლებად მწვავე მიმდინარეობისას
ეს ნიშნები უფრო სუსტადაა გამოხატული. გაკვეთისას წვრილ ნაწლავში ჩანს
მოთეთრო კვანძები, რომლებშიც არის დიდი რაოდენობით ოოცისტები.
წვრილი ნაწლავის ლორწოვანი გარსი ჰიპერემირებულია, ნაწლავების
სურ. 17 კოქციდიები ღვიძლზე სანათური ალაგ-ალაგ აშრევებულია, განსაკუთრებით შიგთავსი, ზოგჯერ
აირის ბუშტუკებით არის გადავსებული.
ღვიძლის კოქციდიოზის დროს დაავადების კლინიკური ნიშნები თითქმის
იგივეა, განსხვავებით აღინიშნება პირის ღრუს ლორწოვანი გარსისა და
ქუთუთოების სიყვითლე. გაკვეთისას ღვიძლის ზედაპირზე გამოვლინდება
თეთრი (ფეტვის მარცვლის ზომის) კვანძები.
მკურნალობა და პროფილაქტიკა. ფერმაში მკაცრად უნდა იყოს დაცუ-
ლი სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები. კოქციდიოზის პროფილაქტიკისათვის
აუცილებელია საკვებში ისეთი კოქციდიოსტატიკების გამოყენება, რომლე-
ბიც გრანულირებული საკვების მომზადების არსებული ტექნოლოგიით არ
სურ. 18 კოქციდიებით
იშლება, კერძოდ კი ბიოლოგიურად აქტიური საშუალება,,ზიკოქსი“, რომე-
დაზიანებული ნაწლავები
ლიც ემატება დოზით 0,5 კგ/ტონა საკვებზე გაანგარიშებით.

ყურადღება!
სინთეზური კოქციდიოსტატიკების (სალინომიცინი-კოქცისანი, ნორ-
სულფაზოლი, სულფადიმიდინი და სხვა) გამოყენების შემთხვევაში,
აუცილებელია მათი ხორცში დაყოვნების პერიოდების (დაკვლამდე
არანაკლებ 14 დღე შეზღუდვა) მკაცრად დაცვა.
კოქციდიოზის სამკურნალოდ სასმელ წყალში 2-5 დღის განმავლობაში
ინიშნება მაღალეფექტური სულფანილამიდური საშუალებები: პლური-
კოქცინი, ესპაკოქცი, ბიოკოქცი, ტრომექსინი და სხვა საშუალებები.

7.2.2 ბოცვრის პასალუროზი
აღმძვრელი — ნემატოდა (მრგვალი ჭია) პასალურა. ავადდებიან ყველა
ასაკის ბოცვრები, დასნებოვნების წყაროა ფეკალიით დაბინძურებული
საკვები, წყალი, ქვეშსაფენი. დაავადების გავრცელებას ხელს უწყობს შენა-
ხვის არაჰიგიენური პირობები და საკვების არათერმული დამუშავება.
კლინიკური ნიშნები. დაინვაზირებულ ბოცვრებს აღენიშნებათ მოუსვენ-
რობა, უმადობა, კუდის მიდამოთი ხოხვა, იღებენ მჯდომარე პოზას. დაავა-
დებას შეიძლება თან სდევდეს ფაღარათი და კოლიკი, ბოცვრები ხდებიან,
ბალნის ცვლა შეფერხებულია, სახორცე მოზარდებში აღინიშნება დღიური
სურ. 19 აღმძვრელი პასალურა წონამატის დაქვეითება.

46
მებოცვრეობა B  მეცხოველეობა

მკურნალობა და პროფილაქტიკა. დაინვაზირებულ ბოცვრებს გეგმური


დეჰელმინთიზაციისთვის საკვებთან ერთად უზმოზე ეძლევათ ალბენდაზო-
ლისა და ფენბენდაზოლის ფუძეზე წარმოებული მიკროგრანულები (ფენბექ-
სი 22,2%, ალბექსი 20%) 1გ გრანული 5-10 კგ, ცოცხალ წონაზე გაანგარი-
შებით, ორკვირიანი ინტერვალით 2-ჯერადად. ზრდასრულ ბოცვრებში
აუცილებელია წელიწადში 3-4-ჯერ პროფილაქტიკური დეჰელმინთიზაციის
ჩატარება.

7.2.3 ბოცვრის ცისტიცერკოზი (ფინოზი)


აღმძვრელი — ცესტოდები (ლენტურა ჭიები). ბოცვრები სნებოვნდებიან,
ძირითადად, ძაღლებისაგან, რომლებიც გამოყოფენ პარაზიტების კვერცხე-
ბს და აბინძურებენ საკვებსა და წყალს.
კლინიკური ნიშნები. სუსტი ინვაზიისას კლინიკური სიმპტომები არ არის
მკვეთრად გამოხატული, ძლიერი დაინვაზირებისას აღინიშნება საკვების
მიღების შეწყვეტა, დათრგუნულობა, ხილული ლორწოვანი გარსების სიფე-
რმკრთალე. გაკვეთისას ღვიძლში, ბადექონზე, სწორი ნაწლავის უკანა
ნაწილის ირგვლივ გამოვლინდება ლარვები (ცისტიცერკი), რომლებსაც
აქვთ მუხუდოს მარცვლის ზომის ბუშტუკების სახე.

სურ. 20 აღმძვრელი ცისტიცერკი სურ. 21 ცისტიცერკები ღვიძლში

მკურნალობა და პროფილაქტიკა. რადგან ფერმაში დასნებოვნების


ძირითად წყაროს წარმოადგენენ ძაღლები, ამიტომ ყველა ძაღლს უნდა
ჩაუტარდეს დეჰელმინთიზაცია (არანაკლებ წელიწადში ოთხჯერ). დახოცი-
ლი ბოცვრები უნდა დაიწვას. მკურნალობა შემუშავებული არ არის.

7.2.4 ბოცვრის ფასციოლოზი
აღმძვრელი — ფასციოლა გეპატიკა (ტრემატოდა). ბოცვრების, ადამია-
ნებისა და სხვა შინაური ცხოველების ჰელმინთოზური დაავადება, ავადდე-
ბიან ყველა ასაკის ბოცვრები, დასნებოვნების წყაროა საკვები, წყალი,
ქვეშსაფენი. დაავადების გავრცელებას ხელს უწყობს შენახვის არაჰიგიენუ-
რი პირობები და გაზაფხულის ნედლი ბალახი, რომელიც მოთიბულია წყა-
ლუხვ ადგილებში.
კლინიკური ნიშნები. დაავადება შეიძლება მიმდინარეობდეს მწვავე და
ქრონიკული ფორმით. მწვავე ფორმის დროს მატულობს ტემპერატურა 400C,
სუნთქვა ხშირდება, მადა ქვეითდება, პარაზიტები პარაზიტობენ სანაღვლე სურ. 22 ფასციოლები ღვიძლში
გზებში, ნაღვლის ბუშტსა და ღვიძლში, ფასციოლები არღვევენ ღვიძლში
სისხლის ცირკულაციას, მიგრაციის დროს შლიან ღვიძლის უჯრედებს, ასე-
ვე იწვევენ ორგანიზმის ინტოქსიკაციას, რომელიც მთავრდება სიკვდილით.
ქრონიკული ფორმის დროს კლინიკა ნაკლებადაა გამოხატული.
მკურნალობა და პროფილაქტიკა. დაინვაზირებულ ბოცვრებს გეგმური
დეჰელმინთიზაციისთვის საკვებთან ერთად უზმოზე ეძლევათ ალბენდაზო-
ლის და ფენბენდაზოლის ფუძეზე წარმოებული მიკროგრანულები (ფენბექ-
სი 22,2%, ალბექსი 20%) 1 გ. გრანული 5-10 კგ, ცოცხალ წონაზე გაანგა-
რიშებით ორკვირიანი ინტერვალით 2-ჯერადად. ზრდასრულ ბოცვრებში
აუცილებელია წელიწადში 3-4-ჯერ პროფილაქტიკური დეჰელმინთიზაციის
ჩატარება.

47
B11  მეცხოველეობა მებოცვრეობა

7.2.5 ბოცვრის სარკოპტოზი (სარკოპტოზი —


ნოტოედროზი)
აღმძვრელი — ტკიპისმიერი მუნის
კლინიკური ნიშნები. ბოცვერში პირველი ნიშნები აღინიშნება თავის,
კისრის შუა ნაწილის, მკერდის მიდამოებში, ტკიპები აღწევენ ბოცვრის
კანში და იწვევენ ანთებით პროცესს. თავიდან დაზიანებულ უბნებზე ჩნდება
წვრილი კვანძები, რომლებიც შემდეგ იქცევა მცირე ზომის ბუშტუკებად,
საიდანაც ქავილისას სკდება და გამოიყოფა სეკრეტი, რომელიც შემდეგ
სურ. 23 ტკიპი ხმება ფუფხების სახით. კანში ტკიპები აღიზიანებენ ნერვულ დაბოლოებებს
და იწვევენ ძლიერ ქავილს. დიაგნოზს სვამენ კლინიკური ნიშნების
საფუძველზე და კანის ანაფხეკების მიკროსკოპიული გამოკვლევების შედე-
გების მიხედვით.
მკურნალობა და პროფილაქტიკა. მუნით დაავადებული ბოცვრების
გამოვლენისას ატარებენ ყველა ცხოველის გამოკვლევას. ავადმყოფი
ცხოველები ექვემდებარებიან გამოცალკევებას და მკურნალობას. სამკურ-
ნალოდ გამოიყენება გასაბანი ინსექტოაკარიციდული ხსნარები, გარეგანი
კანის დამუშავებისთვის ინსექტოაკარიციდული ფხვნილები. თანამედროვე
პრაქტიკაში ექტოპარაზიტების საწინააღმდეგოდ გამოიყენება ივერმექტინის
ჯგუფის საინექციო საშუალებები (ბიომექტინი, პრომექტინი, ვილმექტინი და
სხვა), რომლებიც ინიშნება კანქვეშა ინექციის სახით.
სურ. 24 სარკოპტოზი

7.2.6 ბოცვრის ყურის მუნი


აღმძვრელი — კანის ტკიპი
კლინიკური ნიშნები. ყურის მუნი ხასიათდება ქავილისა და ეგზემის გა-
მოვლენით ყურის ნიჟარის მიდამოებში. ბოცვრებში აღინიშნება თავის ქნე-
ვა, ყურის ძლიერი ქავილი, ყურის ნიჟარების შიდა ზედაპირზე, გარეთა სა-
სმენ ხვრელში, წარმოიქმნება ქერქები, ფუფხი, ხოლო გართულებების
დროს რუხ-ყავისფერი ჩირქოვანი ექსუდატი, რომელიც შეიძლება გადაიზა-
რდოს სადოლე აპკის გახვრეტასა და ტვინის გარსების დაზიანებაში, რაც
სიკვდილით მთავრდება.
მკურნალობა და პროფილაქტიკა. ყურის ტკიპის დროული გამოვლე-
ნისთვის საჭიროა მთელი სულადობის ყურის ნიჟარების გეგმური დათვა-
ლიერება, რაც იძლევა საფუძველს პრობლემის დროული აღმოფხვრისა.
სურ. 25 ფუფხები ყურის ნიჟარაში სამკურნალოდ საჭიროა ცხოველის გამოცალკევება, ყურის ნიჟარის გასუფ-
თავება შემდეგი წესის დაცვით: ფუფხის დარბილება გლიცერინის ან ზეთის
საშუალებით, შემდეგ სტერილური პინცეტით ნიჟარის მექანიკური ამოსუფ-
თავება ფუფხებისგან, წყალბადის ზეჟანგის მეშვეობით ამოწმენდა და ანტი-
პარაზიტული მალამოს (იამი, ბიომექტინი) შეზელა ყოველდღიურად 5-7
დღის განმავლობაში. სწრაფი შედეგის მისაღწევად გამოიყენება ივერმექტი-
ნის შემცველი ყურის წვეთები, ორჯერადად 10-დღიანი ინტერვალით ღრმად
ორივე ყურის ნიჟარაში 2-2 წვეთის მოცულობით.

7.3 არაგადამდები დაავადებები
კუჭ-ნაწლავის დაავადებები უმეტეს შემთხვევებში ჩნდება ბოცვრების არა-
სწორი კვების, უხარისხო (დაობებული, ამჟავებული) საკვების მიცემის,
კვების რეჟიმის დარღვევის, გაცივების ფაქტორების გამო. ყველაზე ხშირად
ეს დაავადებები აღენიშნებათ მოზარდებსა და ბაჭიებს ასხლეტის შემდეგ.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებია: ტიმპანია (მუცლის შებერილობა),
მეტეორიზმი (ნაწლავის შებერილობა), კუჭისა და ნაწლავის ლორწოვანი
გარსების კატარალური ანთებები (კატარები).

48
მებოცვრეობა B  მეცხოველეობა

7.3.1 ბოცვრის ტიმპანია და მეტეორიზმი


კლინიკური ნიშნები. ამ დაავადებების დროს აღინიშნება გახშირებული
ზედაპირული სუნთქვა, მუცელი და ნაწლავი ძლიერ შებერილია, ხშირია
შეკრულობა. ტიმპანიით დახოცილი ბოცვრების გაკვეთისას აღმოჩნდება,
რომ კუჭი 2-3-ჯერ არის გადიდებული და ჰაერით გადავსებული, ფილტვები,
ჩვეულებრივ, გაწითლებულია და ოდნავ შეშუპებული. მეტეორიზმის დროს
ნაწლავი ძლიერ შებერილია, შიგთავსი მცირეოდენია ან თითქმის არ არის.
ფილტვები გაწითლებულია და ოდნავ შეშუპებული.
მკურნალობა და პროფილაქტიკა. მკურნალობისთვის გამოიყენება
იქთიოლის 10%-იანი ხსნარი დასალევად, დოზით 5-8 მლ სულზე, მცენარე- სურ. 26 მუცლის შებერილობა
ული ნაყენებიდან კამის ექსტრაქტი, აქტივირებული ნახშირი, დამატებითი
მოძრაობისათვის რეკომენდებულია ცხოველების მცირე დროით გამოშვება
გალიებიდან.
პროფილაქტიკისთვის აუცილებელია საკვების მომზადების წინ დაემატოს
ფერმენტული საკვებდანამატები (გალიზაიმი, ალქვერზიმი,) და სხვ.
სასმელ წყალში ეძლევათ ნაწლავის ფლორის აღმდგენი ბიოლოგიური
საშუალებები, პრებიოტიკები და პრობიოტიკები (ოლიგოფოსი და ალქვერ-
ზიმ ნებსუი) და სხვა საშუალებები.

7.3.2 ბოცვრის კატარი
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის კატარი იყოფა სამ ჯგუფად: მჟავე, ტუტე
და გაცივებით გამოწვეული კატარი.
მჟავე კატარი — ავადმყოფ ბოცვერს აქვს უმადობა, პერისტალტიკა გაძ-
ლიერებული, დეფეკაცია ხშირია, ფეკალია თხელი, ყავისფერ-მორუხო
ლორწოთი და აირის ბუშტუკებით, ტემპერატურა დაბალია. გაკვეთისას
გამოვლინდება კუჭისა და ნაწლავის ლორწოვანი გარსების კატარალური
ანთება. კუჭი გავსებულია ძლიერ მჟავე სუნის მქონე თხევადი საკვები მასით.
წვრილი და მსხვილი ნაწლავის ლორწოვანა ჰიპერემიულია, ხშირად სის-
ხლჩაქცევებით. ფეკალიის მჟავიანობა მკვეთრად მაღალია.
ტუტე კატარი — დაავადებული ცხოველი უარს ამბობს საკვებზე, ფეკა-
ლია თხევადია, მუქი ყავისფერი, სიდამპლის სუნით. სხეულის ტემპერატუ-
რა დაბალი. გაკვეთისას კუჭში გამოვლინდება დიდი რაოდენობით მშრა-
ლი მოუნელებელი საკვები. ნაწლავის შიგთავსი თხელი, მუქი ყავისფე-
რია. ფეკალიის რეაქცია ტუტეა.
გაცივების კატარი — თავს იჩენს ძლიერი სიცივის დროს, ფერმაში ორ-
პირი ქარის შემთხვევაში. დეფეკაცია გახშირებულია, ფეკალია თხიერია,
მოყვითალო-მოყავისფრო, ზოგჯერ სისხლის მინარევებით. ფეკალიის რე-
აქცია ნეიტრალურია, ზოგჯერ სუსტი ტუტე.
მკურნალობა და პროფილაქტიკა. დაავადების გამოვლენისას რაცი-
ონიდან უნდა ამოვიღოთ არაკეთილსაიმედო საკვები: დაობებული, ამჟავე-
ბული, დამწვარი ბალახი, მწვანე სველი მასა, რომელიც შეიცავს შხამიან
ბალახს, დანესტიანებულ გრანულებს. აქცენტი უნდა გაკეთდეს სწორი
კვების ორგანიზებაზე. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მეძუძურ
მდედრებსა და ასხლეტილ ბაჭიებს. ბოცვრები უნდა იყვნენ მშრალ, თბილ,
ორპირი ქარისგან დაცულ სათავსებში. ყაბზობის შემთხვევაში ბოცვრებს
ეძლევათ გლაუბერის ან ინგლისური მარილი (მოზარდეულს 3-4 გ, ზრდას-
რულებს 5-6 გ სულზე). ნაწლავებში მჟავიანობის შესამცირებლად საკვებში
ემატება საჭმლის სოდა, გაცივებითი კატარის შემთხვევაში რეკომენდებუ-
ლია კომპლექსური პრეპარატების გამოყენება, როგორც უარყოფითი
ბაქტერიების კონტროლი (ტრომექსინი 2გ/1ლ წყალში განზავებით 3-5 დღის
განმავლობაში).

49
B11  მეცხოველეობა მებოცვრეობა

7.3.3 ბოცვრის პოდოდერმატიტი
პოდოდერმატიტი ბოცვრებში ფართოდ გავრცელებული პრობლემაა, ავად-
დებიან, ძირითადად, ზრდასრული ბოცვრები, განსაკუთრებით მაღალი
ცოცხალი მასის, აგრეთვე მოზარდები 3 თვის ასაკიდან მათი შენახვისას
ბადის იატაკის მქონე გალიებზე.
კლინიკური ნიშნები. პოდოდერმატიტის შემთხვევაში ბოცვრებს აღენიშ-
ნებათ ბეწვის ცვენა თათების უკანა ზედაპირზე (უფრო ხშირად უკანა თათებ-
ზე), შემდეგ წარმოიქმნება მშრალი ფუფხი, გადადის კოჟრებში, რომლებზეც
ჩნდება ნახეთქები და წყლულები. ჭრილობებსა და ნახეთქებში სტაფილო-
კოკების მოხვედრისას ვითარდება ჩირქოვანი წყლულები. ავადმყოფი
ბოცვრები მოუსვენრად იქცევიან, მუდმივად იცვლიან ფეხს, კარგავენ მადას
და შესაბამისად, წონას.
მკურნალობა და პროფილაქტიკა. მკურნალობისას დაავადების დასა-
წყისში დაზიანებული ადგილები უნდა დამუშავდეს წყალბადის ზეჟანგით,
მოშორდეს ძველი, გამაგრებული ფუფხები და წაესვას თუთიის, ვიშნევსკის,
ქაფურის ან იქთიოლის მალამოები. ანთებითი პროცესის ჩასაქრობად კარგ
შედეგს იძლევა არასტეროიდული პრეპარატები (კეტოპროფენი-აინილი),
რომლებიც კეთდება ინექციის სახით კუნთებში.
პროფილაქტიკისთვის აუცილებელია გალიებში საკვებურთან ჩაიდოს ხის
პატარა ზომის (25X40 სმ) იატაკი, რომელიც ორივე მხრიდან შეთეთრებუ-
სურ. 27 პოდოდერმატიტით ლი უნდა იყოს ჩამქრალი კირით, რათა კარგად გამოაშროს კიდურების
დაზიანებული კიდურები ნოტიო ზედაპირი.

7.3.4 ბოცვრის რაქიტი
რაქიტი ბოცვრებში გამოწვეულია, ძირითადად, არასრულფასოვანი საკვე-
ბით, საკვებში D ვიტამინის, კალციუმისა და ფოსფორის ნაკლებობით, ან
ფოსფორისა და კალციუმის ცვლის დარღვევით. ძირითადად, გვხვდება
მოზარდ ბოცვრებში.
კლინიკური ნიშნები. რაქიტის დროს აღინიშნება უმადობა, ზრდაში ჩა-
მორჩენა, ძვლოვანი სისტემის ნაკლებად განვითარება, კიდურების, ხე-
რხემლის ძვლების გამრუდება, მოტეხილობები, ხშირად ძვლების გამსხვი-
ლება და მათზე შებერილობების წარმოქმნა.
მკურნალობა და პროფილაქტიკა. დაავადების თავიდან ასაცილებ-
ლად უნდა აღმოიფხვრას კვებაში არსებული ნაკლოვანებები, ფერმაში
უნდა შედიოდეს მზის სხივები ან დამონტაჟებული იყოს ულტრაიისფერი ნა-
სურ. 28 რაქიტი თურები. თუ დაავადება გამოწვეულია D ვიტამინის ნაკლებობით, ავადმყოფ
ბოცვრებს ყოველდღიურად სასმელ წყალში ან ინექციის გზით ეძლევათ D
ვიტამინის შემცველი პრეპარატები (ად3ე ვიტამინი; ბეფორველ ად3ე). თუ
დაავადების მიზეზი მინერალური მარილების ნაკლებობაა, საკვებში ემატე-
ბა კალციუმისა და ფოსფორის შემცველი დანამატები (დიკალციფოსფატი,
აპსავიტ ოვოსმარტი, განასუპერვიტი კირქვა და სხვა საშუალებები).

7.4 ვეტერინარი ექიმი და მისი ფუნქციები


მებოცვრეობის ფერმაში აუცილებლად უნდა მუშაობდეს ვეტერინარი ექიმი,
რადგან ბოცვრის ჯანმრთელობის დაცვა დამოკიდებულია ვეტერინარის
ფუნქცია-მოვალეობებზე. ვეტერინარის საქმიანობა მოიცავს ბოცვრის დაა-
ვადებათა დროულ დიაგნოსტიკას, მკურნალობასა და პროფილაქტიკურ
საქმიანობას. ვეტერინარის უშუალო მოვალეობებია:
დაავადებული ცხოველების იდენტიფიკაცია და აღრიცხვა;
გასატარებელი პროფილაქტიკური ღონისძიებების კონტროლი;
დაავადების მკურნალობის მეთოდის შერჩევა;
მკურნალობისთვის საჭირო საშუალებების მარაგების კონტროლი;

50
მებოცვრეობა B  მეცხოველეობა

პროფილაქტიკური და იძულებითი ვაქცინაციების ჩატარება;


გეგმური დეჰელმინთიზაციის ჩატარება და ჰელმინთების კონტროლი;
საჭიროების შემთხვევაში საკარანტინო ღონისძიებების გატარება;
საკარანტინო პროცესში სადეზინფექციო საშუალებების კონტროლი;
ფერმაში გეგმური თუ გადაუდებელი დეზინფექციის, დეზინსექციისა
და დერატიზაციის ჩატარების კონტროლი;
ჩატარებულ ღონისძიებათა ეფექტურობის შეფასება;
სისხლის აღება და ლაბორატორიაში გაგზავნა;
პათმასალის მომზადება და ლაბორატორიაში გაგზავნა.
ვეტერინარ ექიმს აღნიშნული საქმიანობის შესასრულებლად ესაჭიროება
ვეტერინარული იარაღები, ტექნიკა და ჰიგიენური საშუალებები, სპეცტან-
საცმელი და სხვ.

ვეტერინარი ექიმის აღჭურვილობა

სურ. 7.1.1 ერთჯერადი შპრიცი სურ. 7.1.2 ორალური შპრიცი სურ. 7.1.3 მრავალჯერადი შპრიცი

სურ. 7.1.4 ელექტრო და სურ. 7.1.5 უკონტაქტო სურ. 7.1.6 სურ. 7.1.7 ქირურგიული
მექანიკური თერმომეტრი თერმომეტრი შპრიცავტომატი ლანცეტი

სურ. 7.1.8 ქირურგიული სურ. 7.1.9 ქირურგიული სურ. 7.1.10 მოკლე ნემსი
ნემსდამჭერი მაკრატელი

სურ. 7.1.11 ქირურგიული სურ. 7.1.12 ქირურგიული სურ. 7.1.13 კედგუტის სურ. 7.1.14
ნემსი ნაკრები ძაფი ფონენდოსკოპი

51
B11  მეცხოველეობა მებოცვრეობა

კითხვები
თვითშეფასებისთვის:

21. ბოცვრის ვირუსული ჰემორაგი-


ული სეპტიცემიის აღმძვრელი?
22. ბოცვრის ვირუსული ჰემორაგი-
ული სეპტიცემიის საინკუბაციო
პერიოდი?
23. ვაქცინა „მიქსოჰემოვიროვა-
კის“ საპროფილაქტიკო დოზა
ერთი თვის ბაჭიებისთვის?
24. ინფექციური სტომატიტის საი- სურ. 7.1.15 თერმოჩანთა სურ. 7.1.16 მიკროსკოპი
ნკუბაციო პერიოდი?
25. ჩამოთვალეთ ბოცვრის კოლი-
ბაქტერიოზის სამკურნალო სა-
შუალებები?
26. რომელ ასაკში ემართება ბოც-
ვერს ლისტერიოზი?
27. რომელი ასაკიდან უტარდებათ
ბაჭიებს ვაქცინაცია მიქსომა-
ტოზზე? სურ. 7.1.17 დასანიშნი მარკერი სურ. 7.1.18 სანომრის ფიქსატორი
28. ბოცვრის პასტერელოზის აღ-
მძვრელი?
29. რომელი სამკურნალო საშუალე-
ბები გამოიყენება ბოცვრის პა-
სტერელოზის სამკურნალოდ?
30. რომელი სამკურნალო საშუალე-
ბები გამოიყენება ბოცვრის სა-
ლმონელოზის სამკურნალოდ? 7.1.19 ყურის სანომრი სურ. 7.1.22 ბრჭყალების საჭრელი
31. ბოცვრის ინფექციური რინიტის
კლინიკური ნიშნები?
32. ბოცვრის მასტიტის კლინიკური
ნიშნები?
33. ბოცვრის ტრიქოფიტიის აღ-
მძვრელი?
34. რამდენი სახეობის ეიმერი (კოქ-
სურ. 7.1.21 ელექტროსაპარსი სურ. 7.1.20 შესახვევი ლენტი
ციდიები) გვხვდება ბოცვერ-
ში?
35. რომელ ასაკამდე ავადდება პრაქტიკული დავალება
მოზარდი ბოცვერი კოქციდიო-
ზით? ბოცვრის გეგმური ვაქცინაცია
36. ჩამოთვალეთ ბოცვრის კოქცი-
დიოზის კლინიკური ნიშნები? მოზარდი ბოცვრების გეგმური ვაქცინაციისთვის აღრიცხეთ ასაცრელი სუ-
ლადობის რაოდენობა, განსაზღვრეთ ბაჭიების ასაკი და ჩაატარეთ ვაქცი-
37. ბოცვრის რომელ ორგანოებში
ნაცია ვირუსულ ჰემორაგიულ სეპტიცემიასა და მიქსომატოზზე ერთდროუ-
ლოკალიზდება ფასციოლები?
ლად, ვაქცინაციისთვის გამოიყენეთ კომბინირებული ვირუსვაქცინა „მიქ-
38. რომელი სამკურნალო საშუა- სოჰემოვიროვაკი“.
ლებები გამოიყენება ბოცვრის
ფასცეოლოზის სამკურნალოდ?
39. ჩამოთვალეთ ბოცვრის პოდო-
დერმატიტის ძირითადი მიზეზები?
40. რა იწვევს ბოცვრის რაქიტს?

52
მებოცვრეობა B  მეცხოველეობა

B მეცხოველეობა
B11  მებოცვრეობა

ამ თავის შესწავლის შემდეგ თქვენ გეცოდინებათ, თუ რა სახის პრო-


დუქტები მიიღება ბოცვრისგან, კერძოდ: ბოცვრის ხორცი და მისი
ხარისხობრივი შეფასება, ხორცის აგებულება, ქიმიური შემადგენ-
ლობა, გარეგნული თვისებები. ბოცვრის სასაკლაოს სტანდარტების
მოთხოვნები, დაკვლისა და გატყავების ტექნიკა.

8 ბოცვრის პროდუქტები

შეძენილ ცოდნას გამოიყენებთ პრაქტიკაში შემდეგ გარემოე-


ბებში:
სიტუაცია 1. თქვენ მოგიწიათ მუშაობამ სასაკლაოზე, ბოცვრის ხორცის
ხარისხობრივი თვისებების დასადგენად თქვენ დაგჭირდე-
ბათ ხორცის აგებულების, გარეგნული თვისებებისა და ქი-
მიური შემადგენლობის ცოდნა.
სიტუაცია 2. თქვენ ხართ მეწარმე, აწარმოებთ ბოცვრის ხორცს, ხორცის
სარეალიზაციო პუნქტში ჩასაბარებლად თქვენ გეცოდინე-
ბათ, რომ ბოცვერი უნდა დაიკლას სასაკლაოზე,სადაც
ვეტერინარმა უნდა გასცეს ტანხორცის ვარგისიანობის
დამადასტურებელი მოწმობა ფორმა N2.
სიტუაცია 3. ტყავ-ბეწვის წარმოებისთვის თქვენ გეცოდინებათ, რომ
მნიშვნელოვანია ბოცვრის დაკვლისა და გატყავების ტექ-
ნიკის ცოდნა, რათა არ დაზიანდეს ტყავი და ტანხორცი.
მებოცვრეობის დარგი თავისი პროდუქციის ჩამონათვალის მიხედვით არ
ჩამორჩება სხვა მეცხოველეობის დარგებს. ბოცვრის გამოზრდით შეიძლება
მივიღოთ:

სანაშენე მოზარდი
ხორცი
ტყავი
ბეწვეული
დაკვლის ნარჩენები (სუბპროდუქტები)
ორგანული სასუქი
ასევე თანამედროვე მრეწველობის ხარჯზე ბოცვრის ორგანოები გამოიყე-
ნება კოსმეტოლოგიასა და ფარმაცევტულ წარმოებაში.

53
B11  მეცხოველეობა მებოცვრეობა

8.1 ბოცვრის ხორცი
ბოცვრის ხორცი ეწოდება გატყავებული ცხოველის ტანხორცს, რომელსაც
მოჭრილი აქვს თავი, ამოღებული აქვს შინაგანი ორგანოები, წინა კიდურე-
ბი დაჭრილი აქვს მაჯებში, ხოლო უკანა კიდურები სახტომ სახსრებში. არ-
სებობს ხორცის შემდეგი სახეები: ძვლიანი ხორცი, რომელიც წარმოადგე-
ნს ტანხორცის აჭრილ ნაწილს, კუნთოვანი, ძვლოვანი და ყველა შემაე-
რთებელი ქსოვილის კომპლექსით, ასევე ძვალგამოცლილი ხორცი, რომე-
ლიც წარმოადგენს მხოლოდ კუნთოვან ნაწილს ძვლების, ქონის, მყესებისა
და ლიმფური კვანძების გარეშე, სპეციალური ხორცი, რომელსაც მიეკუთ-
სურ. 1 ბოცვრის ტანხორცი
ვნება ფერდები, თავისა და ჩონჩხისგან გამოცლილი ხორცის ნაწილები.
ბოცვრის ხორცის ხარისხობრივი შეფასება დამოკიდებულია: ბოცვრის ჯიშ-
ზე, სქესზე, ასაკზე, მისი შენახვისა და მოვლის პირობებზე, ქსოვილოვანი
აგებულების, ქიმიური შედგენილობის, ფიზიკური თვისების კომპლექსის
პარამეტრებზე.

8.2 ბოცვრის ხორცის აგებულება


ბოცვრის ხორცი შედგება: ეპითელიური, კუნთოვანი, ნერვული და
შემაერთებელი (ცხიმოვანი, ფაშარი, მკვრივი, ელასტიკური, ხრტილოვანი,
ძვლოვანი, სისხლი და ლიმფა) ქსოვილებისგან.
კუნთოვანი ქსოვილი აგებულია წვრილი ბოჭკოების და მცირე რაოდენობის
ხრტილოვანი ქსოვილებისგან, რისი წყალობითაც ბოცვრის ხორცი სხვა
ცხოველების ხორცისგან გამოირჩევა სინაზით, უკეთესი ყუათიანობით და
ადვილად მონელებადობით. ბოცვრის ხორცში დიდი რაოდენობითაა ცილა,
რომელიც შეიცავს შეუცვლელ ამინომჟავებს. ბოცვრის ხორცის უკეთეს ნაწი-
სურ. 2 ბოცვრის ხორცის ლებს წარმოადგენს სხეულის ის ნაწილები, რომლებიც ნაკლებად მოძრაო-
აგებულება ბენ: წელის, გავის და განსაკუთრებით ხერხემლის ქვემოდან მოთავსებული.
კუნთოვანი მასები. კუნთოვანი ნაწილი ბოცვრის ტანხორცში წარმოდგენი-
ლია არანაკლებ 50-60%-ით. ცხიმის შემცველობა ხორცში შედარებით
მცირეა, რაც გავლენას ახდენს საგემოვნო თვისებებზე, ბოცვრის ძვლოვანი
სტრუქტურა წარმოდგენილია, ძირითადად, კალციუმისა და ფოსფორის
მარილებისგან, ძვლის შედგენილობაში შედის: წყალი 40%, მინერალური
ნივთიერებები 32%, ცილები 13% და ცხიმი 15%.

8.3 ბოცვრის ხორცის გარეგნული თვისებები


ბოცვრის ხორცის გარეგნული შეფასება ხდება ფერის, სუნისა და კონსისტენ-
ციის მიხედვით. ჯანმრთელი ბოცვრის ახალი ხორცი არის ღია მოვარდის-
ფრო, რომელიც გაგრილების, გაცივების ან გაყინვის შემდეგ უფრო მუქდე-
ბა. დაავადებული ბოცვრის ხორცი არათანაბარი მუქი წითელი-მოლურჯო
შეფერილობისაა. ხორცის სიწითლე ასახავს ასევე ცუდად გაცლილ სისხლს
ტანხორციდან.
ჯანსაღი ბოცვრის ხორცის მკვრივი კონსისტენციისა და დაჰკრავს სპეციფი-
კური და ერთგვაროვანი სუნი. ხორცის სუნი დამოკიდებულია ბოცვრის
სადგომის, კვებისა და მოვლა-შენახვის პირობებზე. ახალდაკლული ანუ
თბილი ხორცი საკვებად გამოუყენებელია, ასეთი ხორცი ძნელად იხარშება,
მკვრივი რჩება და არ არის გემრიელი, მოუმწიფებელი ხორცი ვერ იკეთებს
დამცავ აპკს და შიგნით იჭრება ბაქტერიები. აუცილებელია ხორცის მომწი-
ფება, სათანადო დამუშავება და გაცივება 2-3 გრადუსზე, 90%-იან ტენიანო-
ბის პირობებში. ხორცის მომწიფების დროს კუნთოვან ქსოვილებში წარმო-
იქმნება რძის, ფოსფორის და სხვა ორგანული მჟავები, რომლებიც არბი-
ლებენ კუნთებს და ადვილად მოსანელებელსა და გემრიელს ხდიან.

54
მებოცვრეობა B  მეცხოველეობა

8.4 ბოცვრის ხორცის ქიმიური შემადგენლობა


ხორცი ადამიანის საკვების ერთ-ერთი ძირითადი და ყველაზე მნიშვნე-
ლოვანი პროდუქტია, რადგან იგი წარმოადგენს ცხოველური ცილებისა და
ცხიმების მნიშვნელოვან შეუცვლელ წყაროს.

დაიმახსოვრეთ!
მსოფლიოში ყველაზე დიეტურად კურდღლის და ბოცვრის ხორცი
ითვლება. ის მცირე რაოდენობით შეიცავს ქოლესტერინს, ვიდრე
საქონლის ან ღორის ხორცი, მაგალითად, ბოცვრის ხორცი შეიცავს
25 მგ ქოლესტერინს 100 გ-ში, რაც 2-4-ჯერ ნაკლებია ქათმისა და
ძროხის ხორცთან შედარებით.
ბოცვრის ხორცი მდიდარია ამინომჟავებით, მინერალებით, ვიტა-
მინებითა და სხვა სასარგებლო ბიოლოგიურად აქტიური ელემე-
ნტებით. სწორედ ამიტომ ეს პროდუქტი რიგი დაავადებების მქონე
პაციენტებისთვის (გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ენდოკრინოლო-
გიური დარღვევების და სხვა შემთხვევაში) ნებადართულია საკვებად
გამოსაყენებლად. ბოცვრის ხორცი ევროპაში დიდი პოპულარობით
სარგებლობს ბავშვებისა და მოხუცთა კვებაში, მასში ლეციტინის არ-
სებობა ხელს უწყობს ათეროსკლეროზის პროფილაქტიკას.

ხორცი შედგება აზოტოვანი ნივთიერებებისგან, ცხიმებისგან, ნახშირწყლე-


ბისა და მინერალური ნივთიერებებისგან, შემადგენლობაში შედის ასევე:
წყალი, უაზოტო ექსტრაქტული ნივთიერებები, ფერმენტები და ვიტამინები.

ცხოველის მშრალი აზოტოვანი კალორიულობა


ცხიმი ნაცარი
სახეობა ნივთიერება ნივთიერება 100 გ-ში

ბოცვერი 30,7 21,5 8,0 1,20 180,0


კურდღელი 25,84 23,34 1,13 1,18 106,9
ღორი 39,1 16,5 21,5 1,1 268,0
ქათამი 29,4 18,42 4,2 0,98 167,6
ძროხა 28,5 20,1 7,4 1,0 151,2

ცხრ. 1 შინაური ცხოველების ხორცის ძირითადი შემადგენლობა

ცხრილიდან ჩანს, რომ ბოცვრის ხორცი გამოირჩევა მაღალი ყუათიანო-


ბით, მშრალი ნივთიერებებისა და ცილების უპირატესობით, ცხიმის ზომიე-
რებითა და მაღალი კალორიულობით. ბოცვრის ხორცი და შინაგანი ორ-
განოები (ღვიძლი, გული, თირკმელები) წარმოადგენს ვიტამინების წყა-
როს კერძოდ, A, B, D, E, PP და სხვა ვიტამინებისა.

8.5 ბოცვრის დაკვლა და გატყავება


ცხოველთა სასაკლაოს, სადაც ბოცვერს კლავენ და ატყავებენ, აუცილებე-
ლია ჰქონდეს დანერგილი მიკვლევადობის, საფრთხის ანალიზისა და
კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემა. თუ ტექნოლო-
გიური დანადგარები და საწარმოო დაგეგმარება იძლევა საშუალებას,
დასაშვებია ძროხის, ღორისა და ცხვრის ხორცის გადამუშავება ერთსა და
იმავე საწარმოში, სახორცედ დასაკლავად დაიშვება მხოლოდ ჯანმრთელი
ბოცვერი. დაავადებული ან გადამდებ ინფექციებზე საეჭვო ბოცვრის დაკვლა
დასაშვებია მხოლოდ უფლებამოსილი ორგანოს უფლებამოსილი პირის სურ. 3 გასათიში პისტოლეტი
თანხმობით.

55
B11  მეცხოველეობა მებოცვრეობა

ცხოველის დაკვლის, სისხლგართმევის, გატყავების, გამოშიგვნისა და შე-


ყურადღება! მდგომი დამუშავების დროს უნდა თავიდან იქნეს აცილებული ხორცის და-
ხორცის სარეალიზაციო პუნ- ბინძურება. თუ ხორცის ტრანსპორტირების ხანგრძლივობა აღემატება 2
ქტში ჩასაბარებლად საჭიროა
საათს, გადაადგილებისას ტრანსპორტში შენარჩუნებული უნდა იქნეს არა
უმეტეს 80C ტემპერატურა. სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც გა-
სასაკლაოზე ვეტერინარის
მოიყენება ხორცის გადაზიდვისათვის, უნდა აკმაყოფილებდეს ჰიგიენის
მიერ გაცემული ტანხორცის
დადგენილ ნორმებს. გაყინვისათვის განკუთვნილი ხორცი უნდა გაიყინოს
ვარგისიანობის დამადასტურე-
დაუყოვნებლივ, დაკვლისთანავე.
ბელი მოწმობა ფორმა N2.
ბოცვრის დაკვლის ტექნიკა სხვადასხვაგვარია და დამოკიდებულია სასაკ-
ლაოზე დანერგილ სტანდარტსა და მეთოდებზე.

სურ. 4 ბოცვრის გათიშვა


ბოცვრის დაკვლის გავრცელებულ მეთოდად ითვლება ბოცვრის გათიშვა
დარტყმით ან გასათიში პისტოლეტის მეშვეობით, რომელიც ხდება შე-
მდეგნაირად: ბოცვერი დაფიქსირდება უკანა კიდურებით თავდაღმა, და-
წყნარების შემდეგ ბლაგვი საგნის ჩაკვრით კეფის მიდამოში ითიშება, შე-
მდეგ ერთი თვალის ან ყელის გამოჭრით სისხლისგან ბოლომდე იცლება.
დაწრეტის შემდეგ აუცილებელია შარდისგან გაცლა, ამისთვის საჭიროა
ბოცვრის ამოტრიალება და ხელით დაზელით შარდისგან გაცლა.
ევროპის წამყვან ქვეყნებში ბოცვრის ტყავ-ბეწვი ძალზე პოპულარულია,
ბოცვრის ბეწვით შეკერილი ქურქები ძვირად ფასობს. ამიტომ ბოცვრის
გატყავების ტექნიკას დიდი მნიშვნელობა აქვს, რათა არ დაზიანდეს ტყავი.
ბოცვერს ატყავებენ ნელა, გუდის მსგავსად. უკანა ფეხებით დაკიდებულ
ბოცვერს სახტომი სახსრის არესა და ბარკლის გასწვრივ ჩაჭრიან ტყავს,
შემდეგ ტყავს გახდიან გუდურად, ისე, რომ არ გაჰყვეს ცხიმისა და ხორცის
ნაწილები. თავის არეში აჭრიან ყურის ხრტილებს და ტყავი ჩამოსცილდება
ფეშხოს.

სურ. 5 ბოცვრის გატყავების ფეშხო უნდა გაიჭრას მუცლის ხაზზე ფრთხილად, ისე, რომ არ დაზიანდეს
ნაწლავები, შემდეგ იჭრება მუცლის ღრუ და გამოიშიგნება. ღვიძლს ფრთხი-
ტექნიკა.
ლად უნდა ასცილდეს ნაღვლის ბუშტი, შემდეგ ეჭრება კიდურები წინა მაჯე-
1. ტყავის ჩაჭრა სახტომი სახსრის ბსა და უკანა სახტომ სახსრებში. დარჩენილი ტანხორცი უნდა გაიწმინდოს,
არეში; 2. ტყავის ჩაჭრა უკანა გაშრეს მარლის ნაჭრით და დამუშავდეს შესანახად.
კიდურის ბარკლის არეში;
3. ტყავის ჩამოცლა უკანა
კიდურებზე; 4. ტყავის ჩამოჭიმვა;
5. ტყავის გადაცლა თავსა და
წინა კიდურებზე; 6. ტყავის ბიძგით
ჩამოწევა; 7. ტყავის გასუფთავება.

56
მებოცვრეობა B  მეცხოველეობა

8.6 ჩანაწერების წარმოება
მებოცვრეობის ფერმაში აუცილებელია აღრიცხვიანობა და ჩანაწერების
წარმოება. აღრიცხვიანობის ძირითად ფორმად ბოცვრის ყოველდღიური
სულადობის მოძრაობა ითვლება. ჩანაწერების წარმოება ფერმის მენეჯერის
მოვალეობაა ვეტერინარსა და ტექნოლოგთან ერთად. აღრიცხვას ექვემდე-
ბარება: სარემონტო მოზარდის ყოველდღიური წონამატი, ბოცვრის დაგრი-
ლებისა და დაბაჭიანების ვადები, გალიების ნუმერაცია, დაკვლის აქტის
შედგენა, ტყავისა და ხორცის რაოდენობრივი აღრიცხვა. ბოცვრის სიკვდი-
ლიანობის აქტი უნდა შედგეს ვეტერინართან ერთად, სადაც დასაბუთებული
უნდა იყოს დაცემის მიზეზები.

57
B11  მეცხოველეობა მებოცვრეობა

კითხვები პრაქტიკული დავალება


თვითშეფასებისთვის:
1. რომელი სახეობის პროდუქტე- ბოცვრის დაკვლა და გატყავება
ბი მიიღება ბოცვრისგან? ბოცვრის სასაკლაოზე დაკალით ბოცვერი. ამისთვის ფერმიდან გადმოი-
2. რომელი პარამეტრებით ხდება ყვანეთ დასაკლავი სულადობა სასაკლაოზე. ბოცვერი ჯერ დააფიქსირეთ
ბოცვრის ხორცის ხარისხობრი- უკანა კიდურებით, შემდეგ გათიშეთ გასათიში პისტოლეტით და დაკალით,
ვი შეფასება? სისხლისგან გაცლის შემდეგ ბოცვერი გაატყავეთ.
3. რა და რა ქსოვილებისგან შედ-
გება ბოცვრის ხორცი?
4. რომელი პარამეტრებით ხდება
ბოცვრის ხორცის გარეგნული
შეფასება?
5. რამდენ გრადუს ტემპერატურა-
ზე ხდება სატრანსპორტო საშუ-
ალებებით ხორცის ტრანსპო-
რტირება?
6. რამდენ მილიგრამ ქოლესტე-
რინს შეიცავს 100 გ ბოცვრის
ხორცი?
7. რომელი სასარგებლო ნივთიე-
რებები შედის ბოცვრის ხორცში?
8. ბოცვრის ხორცი მიეკუთვნება
თუ არა დიეტურ პროდუქტებს?
9. რამდენ %-ს შეადგენს კუნთოვა-
ნი ნაწილი ბოცვრის ტანხორცში?
10. რას ნიშნავს ხორცის მომწიფე-
ბა?
11. რამდენ გრადუს ტემპერატურა-
ზე მწიფდება ბოცვრის ხორცი?
12. რომელი ტიპის ავადმყოფე-
ბისთვისაა რეკომენდებული
ბოცვრის ხორცი?
13. რომელი ვიტამინებით არის
მდიდარი ბოცვრის ხორცი?
14. ბოცვრის სასაკლაოს რა სავა-
ლდებულო სტანდარტი უნდა
ჰქონდეს დანერგილი, რომ შეძ-
ლოს ფუნქციონირება?
15. ბოცვრის ხორცის რომელი ვა-
რგისიანობის დამადასტურებე-
ლი დოკუმენტი გაიცემა სასაკ-
ლაოს ვეტერინარის მიერ?
16. სასაკლაოზე რით ხდება ბოცვ-
რის გათიშვა?
17. აღწერეთ ბოცვრის გატყავების
ტექნიკა.
18. ვის ევალება ფერმაში ჩანაწე-
რების წარმოება?
19. ვის ევალება ფერმაში ბოცვრის
დაცემის აქტის შედგენა?
20. რაში გამოიყენება ბოცვრის
ტყავ-ბეწვი?

58
მებოცვრეობა B  მეცხოველეობა

პრაქტიკული რჩევები მებოცვრეობაში


მებოცვრეობის დარგით დაინტერესებულმა დამწყებმა თუ გამოცდილმა
ფერმერებმა უნდა გაითვალისწინოთ ის პრაქტიკული რჩევები მებოცვრეო-
ბაში, რომლებიც საჭიროა როგორც საოჯახე, საჯიშე და ასევე ინტენსიური
ხორცის წარმოების ფერმერული მეურნეობის წარმატებული მუშაობისთვის:
ბოცვრის ხორცის წარმოება დამოკიდებულია: კარგ საკვებზე,
ფერმის ჰიგიენური ნორმების დაცვასა და ვეტერინარულ გეგმურ
ღონისძიებებზე.
ბოცვრის ხორცი ერთ-ერთი დიეტური პროდუქტი და იდეალური
საკვებია: ბავშვებისთვის, მოხუცებისთვის, გულ-სისხლძარღვთა
და ენდოკრინოლოგიური სისტემის დაავადების მქონე პაციენტე-
ბისთვის.
ბოცვერი უნდა იკვებებოდეს გრანულირებული ფორმის საკვებით.
ფხვიერი ფორმის საკვები ჩასუნთქვის დროს ხვდება ბოცვრის სასუ-
ნთქ სისტემაში და აზიანებს რესპირატორულ სისტემას.
გეგმური ვაქცინაცია უზრუნველყოფს მებოცვრეობის დარგის განვი-
თარებას საქართველოში.
ბოცვერს აუცილებლად უნდა ჰქონდეს სუფთა, მშრალი, მოხერხე-
ბული, ორპირი ქარისგან დაცული სადგომი.
ჰიგიენური ნორმების დაცვისთვის საუკეთესოა უჟანგავი მავთულბა-
დე, რომელიც ადვილად ირეცხება და უკეთდება დეზინფექცია.
ბაჭიების წვრილი ფეხის ძვლების გამო, ფეხის მოტეხის თავიდან
ასაცილებლად, გალიის იატაკზე საჭიროა გაკეთდეს წვრილბუდია-
ნი მავთულბადე.
საოჯახოდ ბოცვრის ხორცის უზრუნველსაყოფად, უნდა იყოლიოთ
5 კარგი მერძეული დედალი და ერთი მამალი ბოცვერი. ასეთი
რაოდენობის დედალი ბოცვრისგან შეგიძლიათ აწარმოოთ 320 კგ
ცოცხალი წონის ასამდე მოზარდი.
სწორი კვების, შენახვის, ვეტერინარული პროფილაქტიკის დაცვის
პირობებში დედალი ბოცვრის სამეწარმეო გამოყენება დასაშვებია
2-3 წლის განმავლობაში, სამი წლის შემდეგ დედალი ბოცვრის
მწარმოებლობა მცირდება.
ახლონათესაური შეწყვილება იძლევა უუნარო და ნაკლებ სიცო-
ცხლის მქონე მემკვიდრეობას. იზრდება მკვდარ ბაჭიათა რიცხვი.
ეს რომ არ მოხდეს, უნდა ვაწარმოოთ ოჯახების სწორი აღრიცხვა
და არ უნდა დავუშვათ თავისუფალი შეწყვილება.
საჯიშე მოზარდები უნდა იყვნენ მაგარი აგებულების, მათ უნდა შე-
ეძლოთ დიდი ფიზიოლოგიური დატვირთვა და მომავალი დაბაჭია-
ნებისა და ლაქტაციის გაძლება.
არ არის რეკომენდებული დედალი ბოცვრის ყოველთვე დაბაჭი-
ანება, ვინაიდან ორი პროცესით (მაკეობითა და ძუძუთი წოვებით)
ბოცვერს ორგანიზმი ეღლება და ამ შემთხვევაში სპობს ნაყოფს.
ადრე გაზაფხულზე დაბადებული მოზარდები უფრო მეტად სიცო-
ცხლისუნარიანი არიან და ამავე დროს იზრდებიან იაფი სრულფასო-
ვანი საკვებით. გარდა ამისა, წლის დასაწყისში მიღებული მოზარდე-
ბისგან შეიძლება დამატებითი დაბაჭიანების მიღება იმავე წელს.
შესაძლებელია მხოლოდ ნორმალურად ნაკვები ბოცვრის შეწყვი-
ლება. გასუქებული ცხოველი ცუდად ნაყოფიერდება, იძლევა სუსტ
ნაყოფს ან საერთოდ არ გრილდება, უქვეითდება სქესობრივი
აქტიურობა.
ბოცვერი ნაყოფიერდება წლის ნებისმიერ დროს, მაგრამ დედა-

59
B11  მეცხოველეობა მებოცვრეობა

ლ-მამალი ბოცვრის შეწყვილება უნდა მოხდეს აქტიურობის დროს.


სქესობრივი აქტიურობა დედალ ბოცვერს ეტყობა ქცევაზე. ის
აფორიაქებულია, ბუდისთვის აგროვებს ქვეშსაგებს, ცუდად ჭამს,
ეცვლება სასქესო ორგანოს შეფერილობა ღია ვარდისფრად, ასეთ
დროს დაგრილებისას შედეგი მაქსიმალურია.
ახლო ნათესაური კავშირი რომ არ მოხდეს, რეკომენდებულია მა-
მლის ყოველწლიური ცვლა.
ახალგაზრდა დედლები, კალიფორნიის ჯიშის მოზარდები, შესაჯ-
ვარებლად დასაშვებია 4,5 თვის ასაკში, ხოლო თეთრი გოლიათი,
შინშილა, ნაცრისფერი გოლიათი, შავი და ვერცხლისფერი 5-6
თვის, ცოცხალი წონით 3,5-4 კგ.
დედალ-მამალი ბოცვრის საჯიშე და პროდუქტიული მონაცემები
განისაზღვრება არა მარტო ტანის აგებულებით, არამედ მემკვი-
დრეობითი მონაცემებით.
დედალი ბოცვერი უნდა გამოირჩეოდეს კარგი დედობრივი თვისე-
ბებით, არ უნდა იყოს აგრესიული და ზრუნავდეს ბაჭიებზე.
მაღალი წონის დედალი (6-7 კგ) ყოველთვის ნაკლებრძიანია,
გვაძლევს ნაკლები რაოდენობის სუსტ ბაჭიებს. მათ ცუდად აქვთ
განვითარებული დედობრივი გრძნობა. ნაკლებად მომგებიანი
არიან გამრავლებისთვის. ხარჯავენ დიდი რაოდენობით საკვებს,
ხშირად ავადდებიან.
მამალი ბოცვერი დედლის გალიაში ცუდად წყვილდება, ვინაიდან
მასზე მოქმედებს ახალი გარემო და პასიურობას იჩენს.
შეწყვილების წინ გალიიდან იღებენ ყოველივე ზედმეტს, რაც ხელს
უშლის მამალს დაგრილებაში.
მამალი ბოცვრის აქტიურობის ასამაღლებლად რაციონში ემატება
დაღერღილი შვრია, ბარდა, აბზინდა და ვერხვის ტოტები.
დედლის დაგრილების შემდეგ მას დააბრუნებენ თავის გალიაში,
გალიას ეტიკეტზე კი დააწერენ შეწყვილების რიცხვს. 5-6 დღის შე-
მდეგ ჩაატარებენ განმეორებით დაგრილებას და თუ დედალი მამა-
ლს არ იღებს, ეს მიანიშნებს მის დამაკებაზე. 13-15 დღის შემდეგ
ფრთხილად მოვუსინჯავთ ჩანასახს მუცლის არეში. ამისთვის ბო-
ცვერს სვამენ მაგიდაზე თავით წინა მხარეს. ცალი ხელით უკავიათ
გავა, მეორით კი სინჯავენ. თითებში გვხვდება ალუბლის სიდიდის
მრგვალი ჩანასახი.
დაბაჭიანებამდე 5-6 დღით ადრე გალია კარგად უნდა გასუფთა-
ვდეს და უნდა ჩაიდგას საბაჭიე ყუთი, ზოგჯერ დაბაჭიანება პირდა-
პირ იატაკზე ხდება.
არის შემთხვევები, როდესაც დედა ბოცვერს რძიანობა ეწყება და-
ბაჭიანების შემდეგ რამდენიმე დღის დაგვიანებით. დაბაჭიანების
შემდეგ საჭიროა სარძევე ჯირკვლების ფაქიზად გამოწველა ბაჭიე-
ბის წოვების დაწყებისთვის.
არცთუ იშვიათად, როცა მაწოვარი დედა ბოცვერი გამოდის ბუდიდან,
მას თან მიჰყვება ჯირკვალზე ჩამოკიდებული ბაჭია, რომელიც შემდეგ
ვარდება. მას არ შესწევს ბუდეში უკან დაბრუნების ძალა. ამიტომ ბა-
ჭია რომ არ გაცივდეს, საბაჭიე ბუდე 12-13 სმ-ით დაბლა უნდა იყოს
ჩადგმული ამოსასვლელთან. ამ შემთხვევაში ბაჭია გამოსასვლელის
შიგნით ჩამოვარდება დედას და ისევ თბილ ბუდეში დარჩება.
რამდენადაც რძიანობა შთამომავლობითი თვისებაა, მაღალი
რძიანობის მქონე დედა უნდა შევაწყვილოთ ისეთ მამალთან, რომ-
ლის მშობლებიც ასეთივე რძიანობით ხასიათდებოდნენ, ხოლო
სარემონტო მოზარდებს საჯიშე გამრავლებისთვის შევარჩევთ მათი

60
მებოცვრეობა B  მეცხოველეობა

მშობლების ამ ნიშან-თვისების მიხედვით.


მაღალპროდუქტიული ჯგუფის შესაქმნელად მოქმედებს სპეციალუ-
რი წესი მოზარდთა გამოზრდაში, რაც იმაში მდგომარეობს, რომ
მოზარდები გაძლიერებულ კვებაზე ჰყავთ 2-3 თვის ასაკამდე, რის
შემდეგაც კონცენტრირებული საკვების ნორმა 30-40%-ით მცირ-
დება, ხოლო კარგი ხარისხის თივის რაოდენობა იზრდება. ასეთი
მეთოდით ხელოვნურად მცირდება ორგანიზმის ზრდა და იღვიძებს
სასქესო ჰორმონი. მზადდება ორგანიზმი ინტენსიური გამრავლები-
სათვის. მოზარდს უვითარდება სარძევე ჯირკვლები.
საჯიშე მუშაობისა და გამოწუნებული დედების შესავსებად რეზე-
რვში უნდა გვყავდეს სარემონტო დედალი ბოცვრები. ამისთვის
ვარჩევთ სუფთა ჯიშის, კარგად განვითარებულ 3-4 თვის ასაკის,
ადრეული გაზაფხულის მოზარდებს. ივარგებს თუ არა სანაშენედ,
ამას გადავწყვეტთ მათი პირველი დაბაჭიანების შემდეგ. ასეთ დე-
დებს შემოწმებული დედები ეწოდებათ.
პირველი ლაქტაციის დროს დედა ბოცვერი 30%-ით ნაკლებ რძი-
ანობას ამჟღავნებს, ვიდრე შემდეგი ლაქტაციის დროს. მოსაშენებ-
ლად უნდა დავიტოვოთ დედები მეორე-მესამე დაბაჭიანებიდან და
არა პირველი ლაქტაციიდან, როდესაც შთამომავლობა სუსტია.
საშუალოდ დედა ბოცვერთან ტოვებენ არა უმეტეს 8 ბაჭიას, სარ-
ძევე ჯირკვლების რაოდენობის მიხედვით. თუ მას ეყოლა 12-18
ბაჭია, მაშინ დასატოვებელი რიცხვი განისაზღვრება მისი რძიანო-
ბით. უხვრძიანობისას მეორე-მესამე დაბაჭიანებაზე შეიძლება მან
12-14 ბაჭია გამოზარდოს.
მაღალი დაბაჭიანების დროს გალიაში დგამენ ორ ბუდეს, სადაც
ცალ-ცალკე ათავსებენ 6-6 ბაჭიას. ამ შემთხვევაში დედა მათ კვე-
ბავს რიგრიგობით. ამისთვის საჭიროა დედის გაძლიერებული კვე-
ბა. მას უნდა მიეცეს დამატებით ძროხის რძე, მზესუმზირის კოპტო-
ნი, ბარდა. გალიაში ყოველთვის უნდა იყოს სუფთა ახალი წყალი.
ვთქვათ ლაქტაციის დროს დედა ბოცვერი მოკვდა, ასეთ შემთხვე-
ვაში ბაჭიებს გამოზრდიან ხელოვნურად, საწოვრის მეშვეობით.
პირველ დღეს პატარა ბაჭიებს ეძლევათ 4-5 მლ ძროხის რძე. ბა-
ჭიებს დღეში 4-5-ჯერ კვებავენ და 15-20 დღე იმავე ბუდეში ტოვე-
ბენ. ასეთ ასაკში მათ უკვე შეუძლიათ დამოუკიდებლად ცხოვრება.
საკვები უნდა იყოს უფრო მეტად ცხოველური, კარგი ხარისხის,
წმინდა თივა და სხვ.
ბაჭიების ხელოვნურად გამოზრდის დროს შენარევი ასეთი უნდა
იყოს: ¾ ძროხის რძე და ¼ შედედებული რძე. რძეს ასტერილებენ
და ამდიდრებენ ვიტამინებით. ნარევს ასმევენ 37-38 გრადუსზე გა-
მთბარს. მოზარდებს 20 დღემდე რძეს ასმევენ ჩვეულებრივი საწო-
ვრით, ხოლო ერთი თვის ასაკში უკვე ჭურჭლიდან. რძეში მცირე რა-
ოდენობით უყრიან წმინდად დაფქვილ მარცვალს ან კომბინირებულ
საკვებს. შემდეგ თანდათანობით გადაჰყავთ ჩვეულებრივ საკვებზე.
ზოგჯერ ახალდაბადებული ბაჭიები, რომლებიც აღმოჩნდებიან
ბუდის გარეთ, უნდა გავათბოთ თბილი წყლის აბაზანით, შევამშრა-
ლოთ რბილი სუფთა ნაჭრით და ორი-სამი საათით მოვათავსოთ
თბილ ადგილზე, შემდეგ კი დავაბრუნოთ ბუდეში.
ხშირია დედების მიერ ბაჭიების შეჭმის შემთხვევა სითხის უკმარი-
სობისა და არასრულფასოვანი კვების გამო, ამიტომ დაბაჭიანების
დროს მათ მარაგში ყოველთვის უნდა ჰქონდეთ წყალი და სრულ-
ფასოვანი საკვები.
ბაჭიების დიდი რაოდენობით დანაკარგს მაშინ აქვს ადგილი, როცა

1
B11  მეცხოველეობა მებოცვრეობა

ატროფირებულია ბოცვრის სარძევე ჯირკვლები. თუ დაზიანებულია


4-6 ჯირკვალი, ბაჭიები დაბადებისას პირველ დღესვე იხოცებიან,
პროფილაქტიკისთვის საჭიროა დედა ბოცვრის სარძევე ჯირკვლე-
ბის დროული დათვალიერება.
ხშირია ბოცვრების მიერ ერთმანეთის ბეწვის შეჭმა. ეს გამოწვეუ-
ლია ორგანიზმში ნივთიერებათა ბალანსის დარღვევით, რომელიც
დაკავშირებულია რაციონში ბოჭკოვანას, ამინომჟავების, მაგნიუმი-
სა და კალციუმის არათანაფარდობით. ამ პათოლოგიის თავიდან
ასაცილებლად რაციონს ამდიდრებენ სხვადასხვა ბალახით. კომბი-
ნირებულ საკვებში შეაქვთ მეთიონი და ლიზინი ერთ ტონა კომბი-
ნირებულ საკვებზე 0.4-0.8 კგ
უხეში საკვების ნაკლებობისას შეინიშნება მჭრელი კბილების
ზრდა. ამიტომ ბუდეში ზამთარ-ზაფხულს აძლევენ ტირიფის ან კომ-
შის ტოტებს, მათ მოაქვთ ორმაგი სარგებლობა: მჭრელი კბილები
ილესება და ორგანიზმი მდიდრდება ვიტამინებით. ზოგჯერ მჭრელი
კბილები იმდენად იზრდება, რომ ღუნავს პირის ღრუს და საკვების
ჭამა შეუძლებელი ხდება. ასეთ შემთხვევაში მათ კბილებს უმო-
კლებენ ვეტერინარული საკვნეტელათი. ეს უნდა მოხდეს ძალიან
ფრთხილად, მთლიანად რომ არ მოტყდეს კბილი, რომლის გარეშე
მათ კვება არ შეუძლიათ.
კომბინირებული საკვებით კვების დროს მაწოვარა ბოცვერს
დღე-ღამეში სჭირდება 0,5 კგ კონცენტრირებული საკვები: 0.64 კგ
თივა, 0.57 კგ ძირხვენები, 0,4 კგ სილოსი.
ზამთრისა და ზაფხულის პერიოდში კვების ხანგრძლივობა შეადგე-
ნს ექვს-ექვს თვეს.
მოზარდი დედებისათვის, ცოცხალი წონით 4,5-5 კგ, წელიწადში
საჭიროა 50 კგ კონცენტრირებული საკვები, 40-50 კგ თივა, 60 კგ
ძირხვენა, 190 კგ მწვანე მასა.
არ შეიძლება მივცეთ დიდი რაოდენობით ნახშირწყლების შემცვე-
ლი საკვები, მაგალითად, პური, კარტოფილი, რომლებიც იწვევენ
ცხიმის დაგროვებას.
ყოველთვის უნდა ვაკონტროლოთ რაციონში ბოჭკოვანას რაოდენობა.
რაციონის შედგენისას საკვები ღირებულება არის შემდეგნაირი:
დედალი და მამალი ბოცვრისთვის მოსვენების დროს საჭიროა
45% კონცენტრატი, 15% უხეში საკვები, 40% ძირხვენები.
ლაქტაციის დროს დედა ბოცვრები მოითხოვენ 3-ჯერ მეტ საკვებს,
ვიდრე მოსვენების პერიოდში.
დედალი და მამალი ბოცვრის შეწყვილებისა და მაკეობის დროს
რაციონში უნდა იყოს მარცვლეული: ქერი, შვრია, ხორბალი 90-
100 გ, მზესუმზირის კოპტონი 35-50 გ, მდელოსა და პარკოსნის
თივა 160-180 გ, ძირხვენები 240-260 გ, კალციუმი 1 და მარილი
1 გ. დაბაჭიანებამდე 5-7 დღით ადრე საკვების მოცულობა უნდა
შემცირდეს.
რეკომენდებულია მოზარდი ბოცვრები ვკვებოთ 2-ჯერ დღეში,
ხოლო მაკე დედები და სამი თვის ასაკამდე მოზარდი დღეში 3-ჯერ.
ახალი საკვები რაციონში უნდა შევიტანოთ თანდათანობით და
მცირე რაოდენობით, რომელსაც 7-8 დღის განმავლობაში ავი-
ყვანთ ნორმაზე. მაგალითად, ახალი მწვანე ბალახი მოზარდებს
შეიძლება მივცეთ 30-დან 50 გ-მდე, მოზრდილებს 50-დან 100
გ-მდე, თივაში შერეული. თანდათანობით შევამცირებთ თივას და
მთლიანად გადავიყვანთ ბალახზე. ამრიგად, ახალი სახის საკვებზე
მკვეთრი გადასვლა იწვევს ცხოველის კუჭ-ნაწლავის აშლილობასა

2
მებოცვრეობა B  მეცხოველეობა

და შებერილობას.
არ შეიძლება ბოცვრების კვება დაობებული, დასველებული და და-
მპალი საკვებით.
ბოცვრის ორგანიზმზე უარყოფით გავლენას ახდენს ახალმოთიბუ-
ლი სველი ბალახი, განსაკუთრებით სამყურა. სამყურა და პარკო-
სანი მაღალფასოვანი საკვები კულტურაა, მაგრამ მათი მიცემა
შეიძლება მხოლოდ შემჭკნარი ან თივის სახით, წინააღმდეგ შემ-
თხვევაში, იწვევს ცხოველის კუჭ-ნაწლავის შებერილობას.
ბოცვერს ჭარხლისა და კომბოსტოს ფოთლები უნდა მივცეთ თივა-
ში შერეული, მცირე რაოდენობით, რადგანაც კუჭ-ნაწლავის შებე-
რილობას იწვევს.
ძირხვენები საკვებად მიცემის წინ უნდა გაიწმინდოს მიწისგან ან
დაიჭრას, შემდეგ კი მოიხარშოს, უკეთესია მოხარშული ძირხვენე-
ბისა და კარტოფილის კომბინირებულ საკვებში შერევა.
მაკე და ლაქტაციაში მყოფი ბოცვრის საკვებში დაბალანსებული
უნდა იყოს პროტეინი, ცხიმი, ნახშირწყლები, კალცი, ფოსფორი,
შეუცვლელი ამინომჟავები და ვიტამინები.
კომბინირებული საკვების დაგრანულების გარეშე მიცემა არ შე-
იძლება, რადგან ის ხვდება ზედა სასუნთქ ორგანოში და იწვევს
მწვავე რესპირატორულ დაავადებებს. ამის თავიდან ასაცილებ-
ლად საჭიროა საკვების დაგრანულება გრანულატორის მეშვეობით.
ბოცვერს აუცილებლად უნდა ეძლეოდეს სალოკი მარილი.
ცილებითა და ვიტამინებით მდიდარია ჭინჭარი, განსაკუთრებით
ახალი ამოსული, რომელიც საკვებში უნდა შეერიოს დაჭრილი სახით.
რძის მოსამატებელ საშუალებად ითვლება წვნიანი საკვები: ჭა-
რხალი, კომბოსტო, თალგამი. დაბაჭიანებამდე 2-3 დღით ადრე
წვნიანი საკვების მიცემა უნდა შემცირდეს ან შეწყდეს. ლაქტაციის
მესამე დღიდან ისევ აღდგეს სრული ულუფა. ეს მეთოდი ითვლება
მასტიტის პროფილაქტიკად.
ბოცვრებს, ძირითადად, კვებავენ შაქრისა და საკვები ჭარხლით,
და არა სუფრის ჭარხლით. მათ შემადგენლობაში შემავალი შაქრის
ჭარხალი ადვილად აითვისება, მოქმედებს რძიანობასა და ენერგი-
ის წყაროზე. მოზრდილ ცხოველებს დღე-ღამეში აძლევენ 200 გ
შაქრის ჭარხალს, მოზარდებს ერთიდან ორი თვის ასაკამდე — 50-
100 გ-მდე.
რძიანობას ზრდის ბაბუაწვერა, ასევე კარგად მოქმედებს რძიანო-
ბაზე ბარდა. მაწოვარ დედას შეიძლება მივცეთ 50 გ, ხოლო მოზა-
რდს 20 გ დღე-ღამეში.
კამა აუმჯობესებს რძის გამოყოფას, მაგრამ უნდა მივცეთ მცირე
რაოდენობით, 15-20 გ სულზე დღე-ღამეში.
ოხრახუში წყვეტს სარძევე ჯირკვლების ფუნქციონირებას, ამიტომ
ბოცვერს მას აძლევენ მაშინ, როდესაც მოზარდებს გადასვამენ ან
ბაჭიები დაეხოცება.
რძის საუკეთესო მომყვან საშუალებად ითვლება მოხდილი რძე და შრატი.
მაწოვარ დედებს სუფთა რძე წყალში გახსნილი ეძლევათ. სუფ-
თა რძე იმდენად არ არის რძიანობის სტიმულირების საშუალება,
რამდენადაც ის ასუქებს, ყოველ 0,5 ლ გახსნილ რძეზე უკეთესია
დაემატოს ერთი ჩაის კოვზი შაქარი.
მცენარე ბირკავას ფესვები შეიცავს ფიტონციდს, რომელიც აძლიე-
რებს ორგანიზმს დაავადებების მიმართ.
ბოცვრებისთვის სასარგებლოა ნაცარქათამა, მრავალძარღვა, ჭა-
ნგა, მინდვრის ნემსა, თივაქასრა, აბზინდა, გრაკლა და სხვ.

3
B11  მეცხოველეობა მებოცვრეობა

მწვანე ახალ აბზინდას აქვს მომწამლავი ნივთიერება, ამიტომ ზა-


მთრის საკვებად მისი დამზადება არ არის სასურველი. აბზინდას
იყენებენ კოქციდიოზის პროფილაქტიკისათვის.
საკვებად უვარგისია: ყაყაჩო, მდოგვი, მინდვრის ბოლოკი, შროშანა,
ყვავის თვალი, კრაზანა, ანწლისა და მგლის კენკრის ყლორტები.
სველი ან ჩახურებული ბალახის საკვებად მიცემა იწვევს მუცლის
შებერვას.
პური შეიძლება მივცეთ გამხმარი, ორცხობილას სახით, დაობებუ-
ლი პურის საკვებად გამოყენება არ შეიძლება.
კარტოფილის ნაფცქვენი უნდა გაირეცხოს და მოიხარშოს, ვინაი-
დან უმი შეიცავს მომწამლავ ნივთიერება სოლანინს.
წიწვოვან ტოტებს ბოცვრებს აძლევენ ოქტომბრიდან მარტამდე,
მერქნის კანში წვენის მოძრაობის დაწყებამდე, ნორმაა დღეში
100-200 გ სულზე, ერთი თვის მიცემის შემდეგ ათდღიანი შესვე-
ნებით. წიწვოვანი ტოტები ცხოველს უუმჯობესებს მადას, მატებს
ენერგიას, უძლიერებს სქესობრივ აქტივობას, ბეწვის საფარველი
ხდება ხშირი და მბზინავი, ხორცი ხდება ნაზი და არომატული.
ერთ კგ წიწვოვანში შედის 5000-7000 მგ კალცი, 1500-1700 მგ
ფოსფორი, 300 მგ მანგანუმი, 170 მგ რკინა, 30 მგ ტყვია, 300 მგ
მეთიონინი, 5000 მგ ცისტინა, 2000 მგ არგინინი, 11% გადამამუშა-
ვებელი პროტეინი, 55% ნახშირწყლები, 7% ცხიმი, კაროტინი და
ანტიბაქტერიული ნივთიერება.
მუხისა და მურყნის ფოთლები შეიცავენ დიდი რაოდენობით ტანი-
ნს, ამიტომ მათი კვების დროს ცხოველს ემართება ფაღარათი.
ზაფხულის ცხელ დღეებში დედა ბოცვერი სვამს 3,5 ლ-მდე წყალს.
კუჭი ბოცვერს ერთკამერიანი აქვს, ამიტომ წყალს ჭამის წინ სვამს,
წინააღმდეგ შემთხვევაში, ეწყება მუცლის ტკივილი, რომელიც,
ჩვეულებრივ, სიკვდილით მთავრდება. ცხოველს უნდა ვასვათ სუფ-
თა წყალი. ზაფხულის პერიოდში წყალს 2-ჯერ უცვლიან, ზამთარში
აძლევენ თბილ წყალს.
სახორცე მოზარდს დაკვლამდე უნდა შეუწყდეს თალგამი, კომბო-
სტო, ბოლოკი, რადგან ეს ძირხვენები ხორცს აძლევს არასასუ-
რველ გემოს.
გასუქება შეიძლება ჩაითვალოს დამაკმაყოფილებლად, როდესაც
ხელის მოსინჯვის დროს გავის არეში ესინჯება ცხიმოვანი ნაფენი,
ასეთ ბოცვერს მომრგვალებული ფორმა აქვს, ბეწვის საფარი ხში-
რი და ბზინვარე.
სამკურნალო პრეპარატის კუნთში შეყვანის დროს გამოიყენება
სპეციალური სტერილური შპრიცი.
ნაწლავებში გაზების დაგროვების დროს ზრდასრულებს ეძლევათ 5-6
გ, ხოლო მოზარდებს 3-4 გ წყალში გახსნილი გლაუბერის მარილი.
კუჭ-ნაწლავის კატარის დროს 10-20 საათის განმავლობაში მშიერს
ამყოფებენ, შემდეგ თანდათანობით აძლევენ მოხალულ შვრიასა
და თივას.
ბოცვერს კრეჭენ მჭრელპირიანი მაკრატლით ან ელექტროსაკრე-
ჭით. დასაწყისში ზურგიდან იწყებენ მოსინჯვას, ბეწვს აჭრიან ერთი
მიმართულებით, რაც შეიძლება კანთან ახლოს. ფეხებსა და თავზე
თივთიკი მოკლეა, მოსაქსოვად უვარგისი, ამიტომ მას არ კრეჭენ.
ბოცვრების თივთიკს მთელი წლის განმავლობაში აგროვებენ.
ბოცვრის მაღალი ხარისხის ტყავი რომ მივიღოთ, აუცილებელია
მამალი მწარმოებელი შეირჩეს ზოოტექნიკური მონაცემების და-
ცვით. ამავე დროს უნდა შეიქმნას კვების კარგი რაციონი. ერთ

4
მებოცვრეობა B  მეცხოველეობა

გალიაში მოზარდების ყოფნის დროს ხშირია მამალი ბოცვრების


ჩხუბი, ამიტომ ისინი ცალკე უნდა მოვათავსოთ ან დავკოდოთ ორი
თვის ასაკიდან.
ყველაზე სრულფასოვანი ტყავი, ფუმფულა, ხშირი და ბზინვარე ბე-
წვით, მიიღება ნოემბრიდან მარტამდე.
არანაკლები მავნებლობა მოაქვთ კერძო მეურნეობაში თაგვებსა
და ვირთხებს, რომლებსაც მრავალი დაავადება გადააქვთ, ამიტომ
მათ საწინააღმდეგოდ უნდა ჩატარდეს მთელი რიგი პროფილაქტი-
კური ღონისძიებები, კერძოდ, გეგმური დერატიზაცია.
ბოცვრის ნაკელი სრულფასოვანი სასუქია ყველა მცენარეული
კულტურისათვის.

დასკვნები
პროფესიული სტუდენტის სასწავლო რესურსი მებოცვრეობაში მოიცავს იმ
საკითხებს, რომელთა ცოდნა აუცილებელია პროფესიული სტუდენტის,
დამწყები თუ გამოცდილი მებოცვრისთვის, ვეტერინარი ექიმის, მეცხოვე-
ლე სპეციალისტის და ამ დარგში ჩართული ყველა დაინტერესებული პი-
რისთვის.
რესურსში განხილულია მებოცვრეობის აქტუალური სა-
კითხები:
ბოცვრის ბიოლოგიური და ფიზიოლოგიური თავისებურებანი
ბოცვრის სახორცე და საბეწვე ჯიშები
მოშენების მეთოდები
სადგომის ტიპები
ბოცვრის აღწარმოების თანამედროვე მიდგომები
კვების საკითხები
ჯანმრთელობის დაცვა
ბოცვრის პროდუქტები
პრაქტიკული რჩევები

5
B11  მეცხოველეობა მებოცვრეობა

გამოყენებული რესურსები
1. გუგუშვილი ჯ., კოზმანიშვილი ა., „ბოცვრის კვება“ თბილისი,
2001 წ.
2. ბაბაკიშვილი ჯ., მამაიაშვილი მ., „ცხოველთა ინფექციური დაა-
ვადებები“, თბილისი, 2004 წ.
3. ზაზაშვილი ნ., ჭიჭაყუა მ., „ქართული და უცხოური თანამედროვე
ვეტერინარული პრეპარატების ცნობარი“, თბილისი, 2017 წ.
4. სომხიშვილი ე., „ნუტრია და ბოცვერი“, თბილისი, 1996 წ.
5. ვიტმანი მ., დუსტი ლ.,,,სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა კვება”,
თბილისი, 2005 წ.
6. ნაჭყებია ჯ., ზაზაშვილი ნ., „ზოოჰიგიენა“, თბილისი, 2005წ.
7. ა. ჭკუასელი, ა. ჩუბინიძე, ა. ჩაგელიშვილი, „ცხოველთა კვება“
I ნაწილი, თბილისი 2011 წ.
8. ა. ჭკუასელი, ა. ჩუბინიძე, ა. ჩაგელიშვილი, მ. ხუციშვილი „ცხო-
ველთა კვება“ II ნაწილი, თბილისი 2012 წ.
9. ა. ჭკუასელი, ა. ჩუბინიძე, და სხვა, „სასოფლო სამეურნეო ცხო-
ველთა კვების პრაქტიკა“ 2011 წ.
10. გ. გოგოლ, ლ. თორთლაძე „მეცხოველეობა“ თბილისი 2010 წ.
11. Райт А., „Кролиководство“, Москва, 2017 г.
12. Лапин А., „Выращивание кроликов“, Москва, 2016 г.
13. Снегов А., „Справочник кроликовода“, Москва, 2011 г.
14. Бондаренко С, „Содержание кроликов“, Москва, 2002 г.
15. www.agrovet.ge

You might also like