You are on page 1of 11

კავკასიის საერთაშორისო

უნივერსიტეტი

რეფერატი პედიატრიაში თემაზე:ორსულთა


კვება
სტუდენტი:მარიამ აზიკური
 ჯანსაღი და სწორი კვება ჯანმრთელობისთვის
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია
ნებისმიერ დროს, მაგრამ ორსულობის დროს
სწორ კვებას განსაკუთრებული ყურადღება
უნდა მივაქციოთ, რადგან ის
უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ბავშვის
სწორად განვითარებასა და ჩამოყალიბებაში
და ასევე ეხმარება ორსულ ქალს, რომ არ
მოიმატოს ზედმეტად წონაში და იგრძნოს
თავი კარგად.
 ორსულობის პირველ ნახევარში ქალის კვება
მნიშვნელოვნად არ უნდა განსხვავდებოდეს
ორსულობამდელი კვებისგან, მაგრამ
საგულისხმოა, რომ ორსულობის I ტრიმესტრში
ფორმირებას იწყებს ნაყოფის ორგანოები
(ორგანოგენეზის პერიოდი), ამიტომ ამ პერიოდში
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სრულფასოვანი
ცილის, ვიტამინებისა და მინერალური
ნივთიერებების საკმაო რაოდენობით მიღება.
 ორსულობის დასაწყისიდან (დადგენიდან)

მოყოლებული მთელი პირველი ნახევრის


განმავლობაში მცირე სიმაღლისა (150 სმ) და
წონის (50 კგ) ქალის დღიური რაციონი არ უნდა
აღემატებოდეს 2100-2300 კკალ-ს
 ორსულობის II ნახევარში ცილაზე მოთხოვნილება
კიდევ უფრო იმატებს, ამიტომ ტანდაბალი ორსულის
დღიური რაციონი 2400-2600 კკალ-ს უნდა
შეადგენდეს, ცილების შემცველობა მასში 100-110გ
უნდა იყოს, ცხიმებისა - 70-74 გ, ნახშირწყლებისა -
330-360 გ. საშუალო სიმაღლის ორსულისთვის
საჭიროა 2800-3000 კკალ, 120 გ ცილა, 85გ ცხიმი,
400 გ ნახშირწყლები. მაღალ ორსულებს
სჭირდებათ 3000-3300 კკალ, 120-140 გ ცილა,
85-100 გ ცხიმი, 410-440 გ ნახშირწყლები.
 ორსულობის მეორე ნახევარში მიზანშეწონილია 5-
6-ჯერადი კვება, თანაც ორსულმა მთელი დღის
ულუფის უდიდესი ნაწილი დღის პირველ ნახევარში
უნდა მიირთვას
 ორსულმა უნდა დაიცვას კვებითი პირამიდის
პრინციპი. მის ორგანიზმს ყველაზე მეტად
სჭირდება პური, მარცვლეული, ბურღულეული,
მაკარონი. ეს პირამიდის საფუძველია. ხილი
და ბოსტნეული მომდევნო საფეხურზეა
განლაგებული. მესამე დონეზე ანუ შედარებით
მცირე
 რაოდენობით წარმოდგენილია რძის ნაწარმი,

ხორცი და პარკოსნები, კვერცხი და კაკალი.


პირამიდის წვერზეა ცხიმი (ზეთი),
ტკბილეული. მათი მიღება რეკომენდებულია
მცირე რაოდენობით.
პირამიდა
 ↘სითხის მიღების რეჟიმი
 ორსულმა დღეში უნდა მიიღოს, სულ მცირე, რვა ჭიქა სითხე.
თანამედროვე გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ
ორსულობის ნორმალური მიმდინარეობისას სითხის
შეზღუდვა შეშუპების დროსაც კი არ შეიძლება. მთავარია,
ორსულმა არ მიიღოს დღეში სამ ჭიქაზე მეტი კოფეინის
შემცველი სასმელი: ჩაი, ყავა, გაზიანი (არამინერალური)
წყალი.
 მეორე მხრივ, ორსულობის ბოლო თვეებში, როდესაც შარდის
ბუშტი ქალს აიძულებს ტუალეტში საათში ერთხელ მაინც
იაროს, მას შედარებით ნაკლები სითხის მიღებას ურჩევენ.
 ↘ვიტამინები და ელემენტები
ორსულს დიდი რაოდენობით სჭირდება რკინა, კალციუმი და
ფოლიუმის მჟავა.
რკინით მდიდარია პარკოსნები, ფოთლოვანი ბოსტნეული,
რძე, კვერცხი, ხორცი, თევზი, შინაური ფრინველი.
ფოლიუმის მჟავათი მდიდარია საფუარიანი პური, პარკოსნები,
კვერცხი, ჭარხალი, კომბოსტო, ბარდა და პომიდორი.
კალციუმის საუკეთესო წყაროა რძე და რძის ნაწარმი, ლობიო,
კომბოსტო, მწვანილი (ოხრახუში, კამა) და კვერცხის გული.
თუ ორსული ამ ნივთიერებებს საკვებთან ერთად საკმარისი
რაოდენობით არ იღებს, მაშინ ექიმმა ორსულებისთვის
განკუთვნილი ვიტამინური პრეპარატები უნდა გამოუწეროს.
  
 ზოგად რეკომენდაციების გათვალისწინებით
არის რაღაც პრდუქტები, რომლის მიღებაც
ოსრულებისთვის არ შეიძლება , ესენია:
ალკოჰოლური სასმელები, ყავა, ცხარე
საჭმელი, შებოლილი, ცხიმიანი და ძლიერ
შემწვარი საკვები. ალერგიულმა
ქალბატონებმა უმჯობესია უარი თქვან
შოკოლადზე, ციტრუსებზე, მარწყვზე,
ეგზოტიკურ ხილზე, სხვადასხვა ზღვის
პროდუქტსა და თხილზე.
მადლობა ყურადღებისთვის

You might also like