You are on page 1of 1

სიახლეები კითხვა ექიმს

169873 3248
უფასო კითხვა ფასიანი კითხვა

დაუსვით კითხვა ექიმს ონლაინ

კითხვა–პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები 17-04-2011

- რა არ შეიძლება ლაქტაციის დროს ჭამოს


დედამ?

პასუხი

- ამ შეკითხვაზე ამომწურავი პასუხის გასაცემად


გთავაზობთ ამონარიდს ნანა ხუცაიძის
ინტერვიუდან `კვების რეჟიმის ორსულობისა და
ლოგინობის პერიოდში~:
-ქალი, რომელიც ბავშვს ძუძუს აწოვებს, ისე
უნდა იკვებებოდეს, რომ მიღებული კალორიები
მასაც ჰყოფნიდეს და ბავშვსაც. სამწუხაროდ,
ბევრმა არ იცის, როგორ გააკეთოს ეს.
ზოგიერთს ჰგონია, რომ ბევრი უნდა დალიოს,
მეორენი ტკბილეულსა და ფქვილეულს
მიირთმევენ... მეძუძური ქალის მდგომარეობა
ნორმალური ფიზიოლოგიური მდგომარეობაა,
მაგრამ იგი სტაბილური არ არის, ამიტომ
გარემო ფაქტორების ზემოქმედებით ადვილად
იცვლება. მაგალითად, ცილების,
ნახშირწყლების, ცხიმების, ვიტამინების ან
მინერალური მარილების ნაკლებობა შესაძლოა
სერიოზული დარღვევების მიზეზად იქცეს.
მეძუძური დედა მკაცრ დიეტას არ უნდა
იცავდეს. საკმარისია, რაციონიდან
გამორიცხოს ცხიმიანი საკვები, ტკბილეული,
ტკბილი გაზიანი სასმელი, მზესუმზირა.
ნებადართულია: მჭლე ხორცი და თევზის
კერძები, ყველი, ხილი, ბოსტნეული, ფაფები.
დიდი მნიშვნელობა აქვს დღის რეჟიმს.
სასურველია, იგი შევუთანხმოთ ბავშვის კვების
რეჟიმს და საკვები მივიღოთ ძუძუთი კვების წინ
(დღეში 5-6-ჯერ). ეს ხელს შეუწყობს რძის
სეკრეციას. ლაქტაციის გასაუმჯობესებად ჭამის
წინ შეიძლება მიირთვათ ერთი ჭიქა რძე ან
წვენი. მეძუძურმა დედამ დღეში ჩვეულებრივზე
700-1000 კკალ-ით მეტი, ანუ დაახლოებით 3200-
3500 კკალ უნდა მიიღოს. დღიური რაციონი
უნდა შეიცავდეს 120-130 გ ცილას (აქედან 60%-ს
- ცხოველური წარმოშობისას), 500 გ
ნახშირწყლებს, 100-120 გ ცხიმებს (აქედან 20%
მცენარეული ზეთის წილად უნდა მოდიოდეს).
სანიმუშო რაციონი ასეთია: 200 გ ხორცი,
ფრინველი ან თევზი, 1 ლიტრი რძე, 100-150 გ
ხაჭო, 20-30 გ ყველი, 1 კვერცხი, 500-600 გ
ბოსტნეული (200 გ კარტოფილი), 200-300 გ
ხილი.
ნახშირწყლები ორგანიზმის
ცხოველქმედებისთვის აუცილებელი ენერგიის
წყაროა, ამიტომ ხილ-ბოსტნეული, მწვანილი,
კენკრა, დაღერღილი მარცვლეულის პური,
ფაფები აუცილებელია. ერიდეთ ადვილად
ასათვისებელ ნახშირწყლებს (ტორტებს,
ტკბილეულს), რადგან მათ ზიანი უფრო მეტი
მოაქვთ, ვიდრე სარგებლობა: ბავშვს ებერება
მუცელი, დედიკო კი წონას იმატებს. ცხიმები
აუცილებელია ღვიძლის კვებისთვის, ზოგიერთი
ვიტამინის შეწოვისთვის, მაგრამ საკვებში მისი
ოდენობა 25%-ს არ უნდა აღემატებოდეს.
მსუქანი ხორცი, რძე, შემწვარი პროდუტები და
ერბოზელილი ცომი მავნე ცხიმებს შეიცავს,
ზღვის თევზი და მცენარეული ზეთი -
სასარგებლოს. ხილი, ბოსტნეული, მწვანილი,
კენკრა ვიტამინების წყაროც არის. მათი
უკმარისობისას რეკომენდებულია ვიტამინების
კომპლექსის მიღება. მარგებელია ასევე
ასკილის ნაყენი, გაყინული ხილი და კენკრა,
ჩირის კომპოტი. მშობიარობის შემდეგ
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ
რკინისა და სხვა ელემენტების უკმარისობის
პროფილაქტიკას. რკინის წყაროა ხორცი,
ფოსფორისა - თევზი (უმჯობესია მოხარშული),
კალციუმისა - რძე და რძის პროდუქტები.
- რა ეკრძალება მეძუძურ დედას?
- მეძუძურ დედას ეკრძალება ნებისმიერი
ალკოჰოლური სასმლის, მათ შორის ლუდის
მიღება. ალკოჰოლი სწრაფად გადადის რძეში
და არასასურველ გავლენას ახდენს ბავშვის
ჯანმრთელობასა და განვითარებაზე.
ზოგადი რჩევები
*ერიდეთ ტკბილ გაზიან სასმელს. ხშირად სვით
ნატურალური წვენი.
*მარილი ზომიერად მიიღეთ. უმჯობესია,
გამოიყენოთ იოდიანი მარილი ნატრიუმის
დაბალი შემცველობით.
*იკვებეთ აუჩქარებლად, საკვები კარგად
დაღეჭეთ.
*ყურადღება მიაქციეთ ნაწლავების მუშაობას -
შეკრულობამ შესაძლოა ინტოქსიკაცია
გამოიწვიოს.
*რაციონიდან ამოიღეთ ზვიგენის ფილე და
სამეფო სკუმბრია - ეს თევზები დიდი ოდენობით
შეიცავს ტყვიას, რამაც შესაძლოა ზიანი
მიაყენოს ბავშვს. ტყვიას ასევე დიდი ოდენობით
შეიცავს დაკონსერვებული თინუსი და მისი
ფილე.
*მშობიარობის შემდეგ ყოველგვარი საკვები
რაციონში სათითაოდ შეიტანეთ და
დააკვირდით ბავშვის რეაქციას.

კომენტარები

03 ივნისი 2018 20:12

კარტოფილი შემწვარი,კიტრი, მცირე ოდენობით


ყავა,კვერცხი,ლობიო ამ საკვებიდან რომელი
შეიძლება მივირთვა?

22 თებერვალი 2016 13:53

xashis chama sheizleba

ყველა კომენტარი
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები

კატეგორია - რჩევები თარიღი : 27-06-2014

-გამარჯობათ სქესობრივი კავშირი მქონდა


სისხლი წამომივიდა მაგრამ ცოტა და არ
დამიკარგავს ჯერ ქალიშვილობა. ციკლი უნდა
მქონოდა 17 ში და გადამიცდა რვა დღე ადრე
არასოდეს გადამცდენია, მაგრამ მაქვს ხოლმე
ტკივილებით და...
იხილეთ პასუხი

კატეგორია - რჩევები თარიღი : 28-01-2014

–საკვერცხეების ანთებაზე ვარაუდისას თქვენ


მითხარით რომ გამომეკვლია საშოს
მიკლოფორა.ეგ ხო გულისხმობს ნაცხის ანლიზის
(ფლორა) აღებას??ამასთანავე გინეკოლოგმა
გამსინჯა ხელით, დამათვალიერა სარკით.
ნაცხის ანალიზში იყო ასეთი
პასუხი:ლეიკოციტები 18-20მხ/არ, ეპითელი 3-5მხ/
არ, სოკო და...
იხილეთ პასუხი

კატეგორია - რჩევები თარიღი : 15-02-2015

-მაინტერესებს თუ შეიძლება ომეგა 3 და მერცის


დრაჟის ერდროულად მიღება
იხილეთ პასუხი

კატეგორია - რჩევები თარიღი : 21-02-2015

- გლუკოზა-4,62 მმოლ/ლ,ნორმა (4.11-5.89).


83,16მგ/დლ,ნორმა (74.00-106.00). ინსულინი
26,08.ნორმა (2.00-25.00) ამ მაჩვენებლით
რამდენად საჭიროა სიოფორის მიღება დღეში
სამჯერ? ექიმმა დამინიშნა და როცა სხვა
ექიმთან მივედი გაუკვირდა სიოფორს რატო სვამ
23 წლის...
იხილეთ პასუხი

კატეგორია - რჩევები თარიღი : 27-11-2010

- მეორეჯერ ვაგზავნი, სამწუხაროდ პასუხი ვერ


მივიღე... თქვენი საიტიდან გავიგე, ორგაზმის
საკითხი მშობიარობის შემდეგ თავისით
გვარდებაო.. მაინტერესებს, იქნებ ამიხსნათ, რის
ხარჯზე? რა უწყობს ამას ხელს? საშვილოსნოს
ყელის გაფართოვება?
იხილეთ პასუხი

კატეგორია - რჩევები თარიღი : 23-04-2018

-როდესაც ადამიანს სოკი აკვს სასქესო


ორგანოსტან და იმკურნალა მერე წლების მერე
თუ მსგავსი ჩიუვილები აკვს ისვე ის სოკო იჩენს
თავს ეს?თუ სხვა ?ანალიზები მაშინ ისეთი
მტკივნეული იყო ბიჭია,რომ აღარ მიდის...
იხილეთ პასუხი

კატეგორია - რჩევები თარიღი : 30-11-2011

-გთხოვთ დამიკონკრეტოთ რა არის გადამდები


მეუღლისათვის ჰერპესი თუ ჰერპესული
გამონაყარი,(თუ ორივე)რომელიც სასქესო
ორგანოზე მაქვს გარედან,(საშოს შესავლის
ადგილებზე)ვარ ქალიშვილი და რათქმაუნდა
ექიმმა შიგნით ვერ გამსინჯა,რომ გაეგო მქონდა
თუ არა შიგნითაც გამონაყარი.და...
იხილეთ პასუხი

კატეგორია - რჩევები თარიღი : 24-10-2014

-გამარჯობათ,გთხოვთ მიპასუხეთ, ვიმშობიარე 26


აგვისტოს, იმის შემდეგ მაწუხებს შეკრულობა.
რით შეიძლება ვუშველო ამ პრობლემას?
მადლობა წინასწარ
იხილეთ პასუხი

კატეგორია - რჩევები თარიღი : 21-06-2018

-გამარჯობათ გავიკეთე ბბ ტესტი ორო დღის წინ


და ორი ხაზი გააწითლა ერთი მუქად ერთი
მკრთალად ორი დღის მერე ისევ გავიკეთე და
ისევ ისე გააკეთაა ორი ხაზი მაგრამ სხვა
ჩვეულებრივი ტესტები...
იხილეთ პასუხი

კატეგორია - რჩევები თარიღი : 06-10-2011

-მოგესალმებით, დამეწყო ინტესიურად თმის


ბოლოების გაყოფა, არადა რაც ნიღაბია
მაიონეზი ზეიტუნი, ა ვიტამინი, ე ვიტამინი
ყველაფერს ვისმევ ტმებზე, ა ვიტამინიც დავლიე,
ახლა ვსვასვ კალცის, რისის ბრალი უნდა იკოს
ასე ინტესიურად...
იხილეთ პასუხი

ოჯახის მკურნალი

არქივი მარტი 2020

კითხვა-პასუხი

კატეგორია : კატეგორია : კატეგორია :


დაავადებები და ტრავმატოლოგია ორსულობა
მკურნალობა
გამარჯობათ გამარჯობა,
გამარჯობა.მოკლ ვარ 19 წლის 12.2 კვირაზე
ედ ჩემი ძმა დაახლოებით ეხოზე კისრის
გახლავთ 30 წინა წლის ნაოჭი იყო
წლის.დაახლოები ოქტომბრიდა 5.5,
თ 3 წლის წინ ნ გადავამოწმე
დაემართა... მოყოლებული მეორე...
მტკივა... კატეგორია :
რჩევები
გამარჯობა,
უკვე
მრავალგზის
გისვამთ ამ
შინაარსით
კითხვას ახლა
კი თქვენი...

დასვით კითხვა

დიეტოლოგია

რატომ ვერ იკლებთ წონას

ჯანსაღი კვება = წონის კლებას

რა კავშირია სიმსუქნესა და კარიესს შორის

ენციკლოპედია

გინეკოლოგია

როგორ და რატომ ვითარდება საშვილოსნოსგარე


ორსულობა (ვიდეო)

რატომ და როგორ დავაჩქაროთ მენსტრუალური ციკლის


დაწყება

საკვერცხის აპოპლექსია

რჩევები

რატომ უნდა ანიავოთ ხშირ-ხშირად ოთახი გრიპის


სეზონზე

სიახლეები

ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში

კოსმეტოლოგია

5 რჩევა, რომელიც სველ თმას ეხება

სამედიცინო ტესტი

ტესტი, რომლითაც ადამიანის ხასიათს განსაზღვრავთ

კარმის პლანეტა ნიშანს იცვლის - მსოფლიოს და ზოდიაქოს ნიშნებს


რადიკალური ცვლილებები ელით, რომელიც მინიმუმ 3 წელს
გასტანს

შინაური ცხოველები და კორონავირუსი - რა უნდა გაითვალისწინოთ,


თუ ოთხფეხა მეგობრები გყავთ

მთავარი კითხვა-პასუხი ენციკლოპედია


ჩვენ შესახებ რეკლამა კონტაქტი

ხშირად დასმული კითხვები

Mkurnali.ge © 2016 ყველა უფლება დაცულია


მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია,
იხილეთ მასალის გამოყენების პირობები

You might also like