You are on page 1of 8

მოსწავლე: ეველინა მასწავლებელი: შოთა

ხანგრძლივობა:10წ სამარჩიანი,თამარ
8ა კლასი მანჯავიძე
არჩვაძე

რა არის გასტრიტი და
კუჭის წყლული?

Click to open in Lifeliqe


რა არის
გასტრიტი?
გასტრიტი მარტივად რომ ავხსნათ, არის საჭმლის მომნელებელი ტრაქტის
მდგომარეობა, რომლის დროსაც ლორწოვანის (კუჭის ჩირქოვანი) ანთება ხდება.
ლორწოვანი შრის ანთება შეიძლება მოიცავდეს მთელ კუჭს, მაგალითად შემიძლია
მოვიყვანო პანანგასტიტი. გასტრიტის გამომწვევი მიზეზია კუჭის ლორწოვანი გარსისა
და დამცავი უჯრედების დისფუნქციონირება, ამ დროს ვეღარ ხდება კუჭის ლორწოვანას
დაცვა მჟავა წვენის მავნე ზემოქმედებისგან, დამცავი გარსი სუსტდება და ვითარდება
გასტრიტი.  გასტრიტის გამომწვევი  ძირითადი მიზეზია  ბაქტერია Helicobacter pylori,
რომელიც შეიძლება არსებობდეს კუჭის აგრესიულ გარემოში. . გასტრიტის სიმპტომები
ყველა ადამიანში განსხავებულად ვლიანდება. კიდევ ერთი მიზეზია მედიკამენტების
Learning objectives
ხანგრძლივი გამოყენება, მაგალითად, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო
პრეპარატებისა,ასევე შეიძლება არაჯანსაღი დიეტის, ალკოჰოლის მოხმარების,
მოწევის, ხშირი სტრესის, მეტაბოლური დარღვევების, ალერგიული რეაქციების,
ვირუსული ინფექციების, იმუნიტეტის შესუსტებს, რადიაციის, ზედმეტი ჭამისა და
პარაზიტების ბრალიც იყოს.
გასტრიტის ძირითადი სიმპტომებია:
ასე გამოიყურება ‘’Helicobacter pylori’’
1.ხშირი გულისრევა
2.ღებინება
3.მუცლის ტკივილი
4.მუცლის შებერილობა
5. სიმძიმე ჭამის შემდეგ
6.შესაძლოა მადის დაკარგვა
გასტრიტის
სახეები
გასტრიტის სულ ორი ფორმა არსებობს: მწვავე და ქრონიკული, მწვავე გასტრიტის ტიპებია:
1. კატარული გასტრიტი არის ძირითადად ალერგიის, არასწორი კვების ან მოწამვლის შედეგად ჩნდება.
აქვს მსუბუქი ფორმა, რომლის დროსაც ლორწოვანი გარსის მხოლოდ ზედა ფენა ზიანდება.
2. ეროზიული გასტრიტი არის გასტრიტის ერთ-ერთი სახე რომელიც აზიანებს ლორწოვან გარსს და იწვევს
მასზე ეროზიის წარმოქმნას
3. ფლეგმონური გასტრიტი, იგი ხასიათდება კუჭის კედლების ჩირქოვანი ანთებით. ვითარდება
ტრავმების, წყლულების შემდგომი გართულებებისა და სხვა სერიოზული დაავადებების გამო.
4. ფიბრინული გასტრიტი  ხდება მაშინ როცა ლორწოვან გარსს დიფტერიულ ანთებას და კუჭს
ფარავს ცილის ფირი — ფიბრინი. ამ დაავადების სიმპტომებია მუცლის ტკივილი, ღებინება და ცხელება.

ქრონიკული გასტრიტი კი მაშინ ხდება, როდესაც სპეციფიკური სიმპტომების მქონე კუჭის ანთება დიდი ხნის
განმავლობაში რეგულარულად მეორდება.  ქრონიკული გასტრიტი მომატებული და შემცირებული
მჟავიანობით არსებობს. დაავადების განვითარებისას კი კუჭის ჯირკვლების სტრუქტურის რღვევა , განლევა ან
გადაგვარება მიმდინარეობს.
როგორ გავუმკლავდეთ გასტრიტს?
გასტრიტის მკურნალობა
მკურნალობა მთლიანად დამოკიდებულია გასტრიტის ტიპზე.სახლის პირობებში გასტრიტის მკურნალობა ნიშნავს
ცხოვრების წესის ნორმალიზებას, მუშაობისა და დასვენების რეჟიმის დაცვასა და დიეტურ რეკომენდაციებს, ფიზიკური
ვარჯიშების შესრულებას. ასევე აუცილებელია სრულფასოვანი ძილი, თამბაქოსა და ალკოჰოლზე უარის თქმა, იმ
წამლების მიღება, რომლებიც აღადგენს კუჭის ლორწოვან გარსს და ხსნის ანთებას. თუ გასტრიტი მაღალი მჟავიანობით
გამოირჩევა, მაშინ უნდა შეიზღუდოს ცხარე, ცხიმიანი, შემწვარი საკვები, ალკოჰოლი, ყავა, ფქვილეული, რძის
პროდუქტები. თუ კი უფრო მწვავე სიტუაციაში ხართ აუცილებლად მიმართეთ ექიმს რადგანაც ხალხური მეთოდებით
მკურნალობამ შეიძლება კიდევ უფრო გააუარესოს პაციენტის მდგომარეობა.

You might also like