You are on page 1of 13

7 ნიშანი იმისა, რომ თქვენს

ორგანიზმს ვიტამინები აკლია


   
გადატვირთული სამუშაო გრაფიკის, მუდმივი
გადარბენებისა და საქმეების ფონზე ძალიან
რთულია, სრულყოფილად ისაუზმოთ, ისადილოთ
და ივახშმოთ. თუ ლანჩზე წვნიანის ნაცვლად
ბურგერს მიირთმევთ, ბოსტნეულის ნაცვლად კი -
ფრის, მაშინ დიდი შანსია, თქვენს ორგანიზმს
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ვიტამინები აკლდეს.

ვიტამინების ნაკლებობა ყველაზე ხშირად


გადაღლილობის სახით ვლინდება, თუმცა ეს
შეიძლება სტრესსა და გრაფიკს დააბრალოთ და
მხედველობაში არც მიიღოთ. გარდა ამისა,
არსებობს სხვა სიმპტომებიც, რომელთა დაკავშირება
ვიტამინების ნაკლებობასთან არც ისე ადვილია.
კუნთების ტკივილი
თუ კუნთები ხშირად გტკივათ ყოველგვარი
ფიზიკური დატვირთვის გარეშე, ეს შეიძლება იმის
ნიშანი იყოს, რომ თქვენს სხეულს ვიტამინი D
აკლია. ამ ვიტამინის ნაკლებობა ერთ-ერთი ყველაზე
გავრცელებული დიაგნოზია. გარდა კუნთების
ტკივილისა, ეს ვიტამინი ძვლებსა და კბილებზეც
არის პასუხისმგებელი.
ორგანიზმში ვიტამინი D დეფიციტის შესავსებად
აუცილებელია მიირთვათ რძე და რძის
პროდუქტები - ხაჭო, არაჟანი, მაწონი. პრობლემის
გადაჭრაში თქვენს რაციონში თევზის ჩამატებაც
დაგეხმარებათ, ასევე - მზეზე სეირნობა.

ფეხების დაბუჟება
სიარულისას ფეხების დაბუჟების შეგრძნება,
წონასწორობის დაკარგვა, ბალანსის დაცვის
სირთულე B12-ის ნაკლებობის ნიშნებია. სწორედ
მისი დეფიციტი იწვევს ტვინსა და ნერვულ
სისტემას შორის ნორმალური კომუნიკაციის
დაქვეითებას, რაც ზემოთაღნიშნული სიმპტომების
სახით ვლინდება.
იმისათვის, რომ საჭირო რაოდენობის B12 მიიღოთ,
უნდა იკვებოთ მრავალფეროვანი ცხოველური
საკვებით: თევზით, ქათმის ხორცით და რძის
პროდუქტებით.

ცუდი მხედველობა ღამით


თუ ღამით გადაადგილებას ერიდებთ, რადგან
საგნების გარჩევა გიჭირთ, უნდა იცოდეთ, რომ
მხედველობის პრობლემა ხშირად A ვიტამინის
არასაკმარისი რაოდენობით არის გამოწვეული.
ვიტამინ A-ს დიდი რაოდენობით შეიცავს მწვანე
ბოსტნეული: ისპანახი, კომბოსტო, კიტრი, სალათის
ფურცელი და მწვანილი. ასევე შეგიძლიათ მენიუში
ხშირად შეიტანოთ სტაფილო, ტკბილი კარტოფილი
და კვერცხი.

შენელებული რეფლექსები
თუ ატყობთ, რომ თქვენი რეფლექსები შენელდა,
მაგალითად, გიჭირთ გადმოგდებული ბურთის
დაჭერა, მანქანის დამუხრუჭება საჭირო დროს და
სწრაფი რეაგირება იმპულსებზე, აუცილებლად
უნდა მიიღოთ საკვები, რომელიც დიდი
რაოდენობით შეიცავს ვიტამინ E-ს. ისევე როგორც
B12, E ვიტამინიც აუცილებელია ნერვული
სისტემის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის.
ვიტამინ E-ს ყველაზე დიდი რაოდენობით შეიცავს
ხორბალი და მასზე დამზადებული საკვები
პროდუქტები, ასევე კვერცხი, მაიონეზი, ხორცი,
თხილი და ავოკადო.

ჭრილობების ხანგრძლივი შეხორცება


თუ ჭრილობები დიდხანს და რთულად
გიხორცდებათ, ვიტამინი C გაკლიათ. ამ ვიტამინის
გარეშე თქვენს ორგანიზმს უჭირს დაზიანებული
ქსოვილების აღდგენა, რაც თავის მხრივ ზრდის
რისკს, რომ ხელმეორედ დაინფიცირდეთ.
ყველამ იცის, რომ ვიტამინ C-ს ციტრუსები შეიცავს.
გარდა ამისა, ხშირად მიირთვით მწვანე
ფოთლოვანი ბოსტნეული: ისპანახი, სალათის
ფურცლები და მწვანილი.

დეპრესიულობა
ვიტამინების ნაკლებობა არცთუ იშვიათად
ხასიათზეც აისახება. თუ განწყობა ხშირად
გეცვლებათ, შეიძლება ვიტამინმა B1 გადაჭრას
თქვენი პრობლემა. ეს ვიტამინი ასევე
უზრუნველყოფს ნერვული სისტემისა და ტვინის
უჯრედების ფუნქციონირებას, მისი ნაკლებობა კი
იწვევს ფსიქოლოგიურ პრობლემებს. ყველაზე
ხშირად ამ ვიტამინის დეფიციტს განიცდიან
ადამიანები, რომლებიც დამოკიდებულები არიან
ალკოჰოლზე, ან ანორექსია სჭირთ.
B1-ით მდიდარია ცხოველური საკვები, თეთრი და
წითელი ხორცი, ღვიძლი, ასევე ბოსტნეული: ბარდა,
ლობიო და ხორბალი.

უსიამოვნო სუნი
უსიამოვნო სუნი პირის ღრუში გარდა სხვა
მიზეზებისა, შეიძლება ვიტამინი B3-ის ნაკლებობის
ბრალიც იყოს. ეს ვიტამინი უზრუნველყოფს
ღვიძლის ფუნქციის აღდგენასა და მომნელებელი
სისტემის მუშაობას.
B3-ის საჭირო რაოდენობით მისაღებად
აუცილებელია მიირთვათ: ხორცი, თევზი,
მზესუმზირა, ბოსტნეული და ჭარხალი.

თუ თქვენ ზემოთჩამოთვლილი რომელიმე


სიმპტომი გაწუხებთ, პირველ რიგში, მიმართეთ
ექიმს. ვიტამინების ბალანსის აღდგენა და თქვენი
გამოჯანმრთელება საკმაოდ მარტივად არის
შესაძლებელი დაბალანსებული კვებითა და ჯანსაღი
ცხოვრების წესით.

ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედი საშუალებები

ვიტამინები

კალციუმის შემცველი პრეპარატები

რკინადეფიციტური ანემიის სამკურნალო საშუალებები

თმის ცვენის საწინააღმდეგო საშუალებები


ვიტამინებისა და მინერალების ძირითად წყაროს წარმოადგენს
ცხოველური და მცენარეული წარმოშობის საკვები

ორგანიზმს გააჩნია ზოგიერთი ვიტამინის სინთეზის უნარი

ვიტამინ D3 – კანში

ვიტამინი K2 - ნაწლავის ლორწოვანში

ჰიპო- და ავიტამინოზის განვითარების რისკ-ფაქტორები

საკვებში ვიტამინების არასაკმარისი შემცველობა

მოსახლეობის დაბალი ეკონომიური დონე, ახლშობილის ხელოვნური


კვება, ძუძუთი კვებისას რძეში ვიტამინების ნაკლებობა, ხანგრძლივი
დიეტა, კვების რეჟიმის სხვადასხვა დარღვევა

ვიტამინების ფარმაკოკინეტიკის დარღვევა

შეწოვის დარღვევა, განაწილების დარღვევა, მეტაბოლიზმის სრული ან


ნაწილობრივი დარღვევა, ექსკრეციის გაძლიერება

ფარდობითი უკმარისობა

ვიტამინების მიღებულ ნორმულ რაოდენობას აჭარბებს ორგანიზმის


მიერ მათი მოხმარება ფეხმძიმობა და ლაქტაცია, არასპეციფიური
წყლულოვანი კოლიტი, სიმსივნური დაავადებები

ენდოგენური სინთეზის დარღვევა

დისბაქტერიოზი, დღენაკლულ, ახალშობილებში ვიტ. K ს სინთეზის


დარღვევა, ნაწლავის ბაქტერიების სწრაფი ზრდა

ჰიპოვიტამინოზის და ავიტამინოზის მედიკამენტოზური მკურნალობის

უპირატესობანი

მათი მიღება არ არის დამოკიდებული წლის დროზე

შესაძლებელია მათი ზუსტი დოზირება


შესაძლებელია მათი პარენტერალურად მიღება, თუკი ენტერალურად
მიღება არ იძლევა შესაბამის ეფექტს

ვიტამინები

წყალში ხსნადი

ასკორბინის მჟავა- ვიტ.C

თიამინი - ვიტ.B1

რიბოფლავინი - ვიტ.B2

ნიაცინი - ვიტ.B3

პანთოტენის მჟავა - ვიტ.B5

პიროდოქსინი - ვიტ.B6

ფოლიუმის მჟავა - ვიტ.Bc

ციანკობალამინი - ვიტ.B12

ბიოტინი - ვიტ.H

რუტინი - ვიტ.P

ნიკოტინამიდი (ნიკოტინის მჟავა) - ვიტ.PP

ცხიმში ხსნადი

რეტინოლი - ვიტ.A

ერგოკალციფეროლი - ვიტ.D2

ქოლეკალციფეროლი - ვიტ.D3

ტოკოფეროლი- ვიტ.E

ფილოქინონი -ვიტ.K1

მენაქინონი - ვიტ.K2
B ჯგუფის ვიტამინების ჩვენება

ნევრიტი და პოლინევრიტი, დიაბეტური ნეიროპათია, ორსულთა


ნევრიტი

ართრიტი, პერიართრიტი, იშიასი, ლუმბაგო, ართრალგია,მიალგია,


კუნთოვანი სპაზმები (კრამპები), რევმატოიდული ტკივილები

იდიოპათიური და ასაკთან ასოცირებული ტრემორი

ღებინება რადიოთერაპიის, ორსულობის დროს და პოსტოპერაციულ


პერიოდში

ყველაფერი, რაც გვაინტერესებს ჩვენი ორგანიზმის დაცვის სისტემის,


იმუნიტეტის შესახებ
როგორ გამოიყურება იმუნური სისტემა და სად მდებარეობს?

იმუნური სისტემა - მთელ ორგანიზმში გაბნეული ცალკეული უჯრედები


და ორგანოებია. ძვლის ტვინი და თიმუსი (მკერდუკანა, ჩანგლისებრი
ჯირკვალი) ის ორი მთავარი ორგანოა, რომლის გარეშეც იმუნური
სისტემა არ მუშაობს. თიმუსში იმუნური სისტემის ძალიან
მნიშვნელოვანი უჯრედები - T-ლიმფოციტები ყალიბდება, ძვლის
ტვინში - ყველა დანარჩენი უჯრედი, რომელიც გვიცავს ვირუსების,
ბაქტერიების და სხვა მსგავსი საფრთხეებისგან. ასაკთან ერთად თიმუსი
ნელ-ნელა მცირდება.

იმუნური სისტემის ნაწილია ასევე თიმუსის და ძვლის ტვინის მიერ


გამომუშავებული უჯრედები (ლიმფოციტები, მონოციტები,
ფაგოციტები, ეოზინოფილები, ლიმფური ძარღვები და ლიმფოკვანძები).
ადამიანებს იცავს აგრეთვე გლანდები, ელენთა, პეიერის ფოლაქები
ნაწლავებში, ბრმანაწლავი. ბავშვებს აქვთ ასევე ადენოიდები, რომელიც
ფაქტობრივად ქრება, როდესაც ისინი მოზარდები ხდებიან.     
როგორ მუშაობს იმუნური სისტემა?

სისტემა ძალიან რთულია, მაგრამ იოლად რომ წარმოვიდგინოთ, მისი


მუშაობის პროცესი ასეთია: იმუნური სისტემის უჯრედები ცნობენ
ორგანიზმისთვის უცხო ობიექტებს და ანადგურებენ მათ სხვადასხვა
მეთოდებით. ახალ დაბადებულ ადამიანს თანდაყოლილი იმუნიტეტი
იცავს. მისი დახმარებით ის სწრაფად რეაგირებს  სხვადასხვა ვირუსსა და
მიკროორგანიზმზე, ასევე დაცულია ინფექციის განვითარებისგან.
სიცოცხლის პირველი კვირების ან თვეების განმავლობაში ჩვილს აქვს
დედისგან გადმოყოლილი ანტისხეულები, სპეციფიკური იმუნიტეტის
ელემენტები, რომლებიც ხელს უწყობს ზოგიერთი პათოგენის
(დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმი ან ფაქტორი) წინააღმდეგ
ეფექტურ ბრძოლას. დროსთან ერთად, ადამიანის იმუნური სისტემა
სულ უფრო მეტ პათოგენს იმახსოვრებს და საკუთარი ანტისხეულები
უჩნდება. მას “შეძენილ იმუნიტეტს” უწოდებენ.      

იმუნური სისტემა ებრძვის არამხოლოდ ვირუსებს, ბაქტერიებს, სოკოს


და ორგანიზმში გარედან მოხვედრილ სხვა მიკროორგანიზმებს. ის
ებრძვის ასევე საკუთარ გადაგვარებულ უჯრედებსაც, რომლებიც
შეიძლება ონკოლოგიურად გარდაიქმნან, და ავთვისებიანი წარმონაქმნის
გაჩენის შემთხვევაშიც, ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში
ცდილობს მასთან ბრძოლას. ადამიანებს, რომლებსაც სერიოზული
იმუნოდეფიციტი აქვთ, ხშირად უჩნდებათ ონკოლოგიური
დაავადებები.  

იმუნური სისტემის რაიმენაირად მოშლა იწვევს არამხოლოდ


იმუნოდეფიციტს, არამედ, სხვა მძიმე იმუნურ დაავადებებსაც.

იმუნომასტიმულირებელი პრეპარატები წარმოადგენენ

სინთეზური, ბიოტექნოლოგიური და ბუნებრივი ნაერთების

კლასს, რომლებიც მოქმედებენ იმუნური სისტემის სხვადასხვა

რგოლზე და შესაბამისად ცვლიან იმუნური რეაქციების ძალას,

თვისებებს და მიმართულებას

იმუნოსტიმულატორები

ინტერფერონები

ცხოველური წარმოშობის იმუნოსტიმულატორები

ბაქტერიული პრეპარატები

სინთეზური იმუნოსტიმულატორები

მცენარეული წარმოშობის იმუნოსტიმულატორები

ჰომეოპათიური პრეპარატები

მცენარეული იმუნოსტიმულატორები

ფარმაკოლოგიური მოქმედების სირბილე

მცირე ტოქსიურობა

მცენარეთა შემადგენლობაში შემავალი ბიოლოგიურად აქტიური


ნივთიერებები პათოლოგიური პროცესის სხვადასხვა რგოლზე
მოქმედების საშუალებას იძლევიან

You might also like