You are on page 1of 45

ბრმა ნაწლავი ჭიისებრი გამონაზარდით(აპენდიქსი)-იგი წვრილი ნაწლავისა და

მსხვილი ნაწლავის საზღვარზე მდებარეობს.ყველაზე პატარა ხორცისმჭამელებს


აქვთ,ხოლო ყველაზე დიდი ბალახისმჭამელებს.აქ ბინადრობს ცელულოზის
დამშლელი ბაქტერიები,რომლებიც გამოყოფს ფერმენტს და ცელულოზას მარტივ
შაქრად შლის.

მსხვილი ნაწლავი-აქ ხდება წყლის შეწოვა და ვიტამინების წარმოქმნა.K და B


ჯგუფის.ბრმა ნაწლავში ბინადრობს ნაწლავის ჩხირის ბაქტერია რომელიც
ანადგურებ სხვა პათოგენურ მიკრობებს და წარმოქმნის ვიტამინებს.

201
სწორი ნაწლავით-უვარგისი ნივთიერებების გამოდევნას დეფეკაცია
ეწოდება.ნაწლავებით გამოიდევნება აგრეთვე მძიმე მეტალები.

202
15.2.ვიტამინები
ვიტამინები- განსაკუთრებულ ჯგუფს ქმნის. „ვიტა“-სიცოცხლეს ნიშნავს,ხოლო
„ამინი“-სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი.ვიტამინების შესახებ სწავლება სწრაფი
ტემპით ვითარდება. თითქმის ყოველწლიურად ხდება ახალ-ახალი ვიტამინების
აღმოჩენა.ვიტამინების აღნიშვნა მიღებულია ლათინური ანბანით.ხსნადობის
მიხედვით ვიტამინები იყოფა 2 ჯგუფად: ცხიმში ხსნად და წყალში ხსნად
ვიტამინებად:

ცხიმში ხსნად ვიტამინებს ეკუთვნის-A,D,E,K.

წყალში ხსნადს-C და B(B1,B2,B3,B5,B6,B12,B15)

ვიტამინები ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებია.ისინი ფერმენტების


წარმოქმნაში მონაწილეობენ.ორგანიზმში ვიტამინის ნაკლებობა ან არ არსებობა
სერიოზულ დაავადებებს იწვევს.ვიტამინების ნაკლებობით გამოწვეულ
დაავადებას ჰიპოვიტამინოზი ეწოდება.ხოლო თუ ორგანიზმი რომელიმე
ვიტამინს საერთოდ არ იღებს ავიტამინოზი ვითარდება.ვიტამინების ნაკლებობით
გამოწვეულ დაავადებებს მიეკუთვნება:

203
204
15.3.A ვიტამინი
A ვიტამინი- ზრდის ვიტამინია. საჭმელს ,რომ A ვიტამინი მოვაკლოთ ცხოველის
ზრდა შეჩერდება.იგი მონაწილეობს ჟანგვა-აღდგენით რეაქციებში,ნივთიერებათა
ცვლაში,ქოლესტერინის ცვლაში,თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის და სასქესო
კირკვლების ჰორმონების სინთეზში.თუ ბავშვმა საკმარისი რაოდენობით არ
მიიღო A ვიტამინი,მაშინ ვითარდება დაავადება ქსეროფთალმია.ამ დაავადების
დროს ზიანდება თვალი.მისი ნაკლებობა იწვევს კბილებისა და ფილტვების
დაზიანებასაც.A ვიტამინოზის დროს ადამიანი ავადდება ქათმის სიბრმავით
დაბინდდება თუ არა ასეთი ადამიანი ვეღარ ხედავს.ავადმყოფი სწრაფად
ინკურნება თუ მას A ვიტამინს მივცემთ.ავიტამინოზის დროს ორგანიზმის
გამძლეობა ინფექციური სნეულებების მიმართ მკვეთრად ეცემა.A ვიტამინს დიდი
მნიშვნელობა აქვს ბავშვთა ასაკში,რადგანაც ზრდის ვიტამინია.იგი თავისი
ქიმიური ბუნებით ძალიან ჰგავს ყვითელ მცენარეულ პიგმენტს კაროტინს.

205
206
კაროტინი წყაროა საიდანაც წარმოიქმნება A ვიტამინი.ეს პროცესი მიმდინარეობს
ღვიძლში კაროტინაზას ზეგავლენით.A ვიტამინი ცხიმში ხსნადი სითბო გამძლე
ნივთიერებაა.მას შეიცავს:ცხოველური ცხიმები და ცხიმშემცვლელი
ნივთიერებანი.იგი განსაკუთრებით ბევრია თევზის
ქონში,კარაქში,ერბოში,კვერცხის გულში,რძეში.მარაგის სახით ინახება ღვიძლსა
და თირკმლებში

207
15.4.B ჯგუფის ვიტამინები
B ვიტამინების დიდი ჯგუფი არსებობს:B1,B2,B3,B5,B6,B12 და ბოლო წლებში
აღმოჩენილია B15 ვიტამინი.

B1 ვიტამინი(თიამინი)-მონაწილეობს ნერვული აგზნების გატარებაში.გავლენას


ახდენს ც.ნ.ს-ის მოქმედებაზე და უზრუნველყოფს თავის ტვინის ქერქის
ნორმალურ მოქმედებას.იგი დიდ როლს ასრულებს ნივთიერებათა
ცვლაში,კერძოდ ცვლის რეგულაციაში,როდესაც ადამიანი არ იღებს B1 ვიტამინს
ვითარდება ბერი-ბერი.ეს დაავადება გავრცელებულია
იაპონიაში,ჩინეთში,ინდოეთში,წყნარი ოკეანის ნახევარკუნძულებზე.დაავადების
მიზეზს წარმოადგენს ქერქგაცლილი ბრინჯით კვება.დაავადება იმაში
გამოიხატება,რომ იწყება სიარულის მოშლა,სწრაფად იღლება,მადა
ეკარგება,ვითარდება მგრძნობელობის მოშლა,კიდურებზე დამბლა ემართება და
კვდება.დღე-ღამეში ადამიანს ესაჭიროება 2მგ B1 ვიტამინი.B1 ვიტამინი საჭმლის
მოხარშვისას არ იშლება.B1-ით მდიდარია ლუდის საფუარი,ბრინჯის
ქატო,ხორბალი,ძროხის ღვიძლი,ცერცვი,კვერცხის გული

208
209
B2 ვიტამინი(რიბოფლავინი)-დიდი მნიშვნელობა აქვს ც.ნ.ს-ის მოქმედებისათვის
ნივთიერებათა ცვლისა და სისხლის წარმოქმნის ნორმალურად
მიმდინარეობისათვის.მისი ნაკლებობა იწვევს ზრდის შეჩერებას და წონაში
კლებას,ასევე ადამიანს უჩნდება ტუჩების გაუფერულება და წასკდომების
გაჩენა,ენა მარცვლოვანი შესახედაობისაა და კიდეებზე ჩანს კბილების
ანაბეჭდები.დღე-ღამეში ადამიანს ესაჭიროება 2მგ რიბოფლავინი.რიბოფლავინით
მდიდარია ლუდის საფუარი,ხორბლის ქატო,ღვიძლი,გული,რძე
ყველი,კვერცხი,პამიდორი,ისპანახი,კომბოსტო.რიბოფლავინი იშლება მზის
სხივების ზემოქმედების შედეგად და ტუტე არეში.

210
B6 ვიტამინი(პირიდოქსინი)-მონაწილეობს ორგანიზმში ამინომჟავების ცვლასა
და სინთეზში. არტერიების კედლებში ამცირებს ქოლესტერინის
დაგროვებას.უზრუნველყოფს ორგანიზმში რკინის გამოყენებას.გავლენას ახდენს
ბიოქიმიურ პროცესებზე.თრგუნავს ღებინების ცენტრის მოქმედებას.იწვევს კანის
გაღიზიანებას,ანემიას,ზოგჯერ კრუნჩხვებსაც.B6 ვიტამინით
მდიდარია:ღვიძლი,თირკმელი,ტვინი,კვერცხის გული,საფუარი,ბარდა და სხვა
პარკოსანი მცენარეები.ადამიანში B6 ვიტამინი სინთეზირდება ნაწლავის
ბაქტერიებით,მაგრამ ყოველდღიურად იგი 1,5-22გ უნდა მივიღოთ.კლინიკაში B6
ვიტამინი იხმარება პირიდოქსინის სახით.

211
B12 ვიტამინი-ძალიან ძლიერი ანტიანემიური ფაქტორია.მისი არარსებობის ან
ნაკლებობის შემთხვევაში ირღვევა ერითროციტების და თრომბოციტების
წარმოქმნა.ეს ვიტამინი გავლენას ახდენს ამინომჟავების ცვლაზე და ც.ნ.ს-ში
აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას.მისი ნაკლებობისას ერღვევა ადამიანს
მოძრაობათა კორდინაცია,აგრეთვე ღრმა კუნთოვანი შეგრძნება.კუჭ-ნაწლავში
შესულ B12 ვიტამინს შეიწოვს სისხლი,ხოლო მისი ზედმეტი რაოდენობა კავდება
ღვიძლის მიერ და იხარჯება საჭიროების შემთხვევაში.იგი დიდი რაოდენობით
არის ხორცში,ხბოს ღვიძლში,აგრეთვე ვირთევზას,ფარგას ღვიძლსა და
ხიზილალაში.

212
B15 ვიტამინი(პანგანმჟავა)-აუმჯობესებს ლიპიდურ ცვლას.ხელს უწყობს
ორგანიზმის ქსოვილების მიერ ჟანგბადის უკეთ გამოყენებას.ამიტომ იგი კარგი
საშუალებაა ჟანგბადის უკმარისობის აღმოსაფხვრელად.მას შეიცავს
მცენარეულობათა უმრავლესობის თესლი.იგი გამოიყენება ათეროსკლეროზისა
და სხვათა ფორმის სამკურნალოდ.

213
15.5.PP ვიტამინი ნიკოტინმჟავა
ეს ვიტამინი მონაწილეობს უჯრედოვან სუნთქვაში.თირკმელზედა ჯირკვლის
ქერქის ჰორმონების წარმოქმნაში,გავლენას ახდენს ნივთიერებათა
ცვლაზე,ამცირებს სისხლში ქოლესტერინის რაოდენობას,იწვევს სისხლძარღვთა
გაფართოებას და გულის შეკუმშვათა აჩქარებას.მისი არ არასებობისას აღინიშნება
ავიტამინოზი პელაგრა, ხასიათდება კანის გაწითლებით რომელიც შემდეგ
ბუშტუკებით იფარება.ბუშტუკები მალე სკდება და წყლულდება.საჭმლის
მომნელებელი ტრაქტის მოშლილობა იწყება,ასევე იწყება ფაღარათიც.ზიანდება
პირის ღრუსა და ენის ლორწოვანი გარსი,ირღვევა ნერვული სისტემის
ნორმალური მოქმედება.იწყება ჰალუცინაციები,შეიძლება ადგილი ჰქონდეს
ფსიქოზსაც.

214
პათოლოგიურ მოვლენებს ,რომელთაც ადგილი აქვთ პელაგრის დროს ხშირად
აღნიშნავენ 3D-თი.დერმატიტი-კანის ანთება,დიარეა-ფაღარათი,დემენცია-
ჭკუასუსტობა.

ნიკოტინმჟავათი მდიდარია ლუდისა და პურის


საფუარი,ქატო,ბრინჯი,ქერი,მიწის თხილი,პარკოსანი მცენარეების
მარცვლები,რძე,ღვიძლი,თირკმელი,გული.დღე-ღამეში საჭიროა 15 მგ.

215
15.6.C ვიტამინი(ასკორბინმჟავა)
ორგანიზმში C ვიტამინის არარსებობის შედეგად ვითარდება სურავანდი.როცა
ადამიანის ორგანიზმი მოკლებულია ხილსა და ბოსტნეულს ვითარდება
სურავანდი.სურავანდის დროს ხდება ლორწოვანი გარსის
დაწყლულება,შესივება,ღრძილებიდან სისხლის დენა,კბილები ირღვევა და
ცვივა.ჩნდება სისხლჩაქცევები,აღინიშნება სახსრების ტკივილი,ვითარდება
სისხლნაკლებობა და ადამიანი კვდება.სურავანდს ადგილი აქვს
ბავშვებში.სურავანდს მკურნალობენ:ლიმონის,ფორთოხლის,პამიდორის,მწვანე
ხახვის მიცემით ან კომბოსტოს მწნილით.ადამიანს ესაჭიროება 50მგ
ასკორბინმჟავა დღე-ღამეში.ზოგიერთი ცხოველის ღვიძლი,თრკმელი და ელენთა
აწარმოებს C ვიტამინის სინთეზს .C ვიტამინის საჭიროება მატულობს გრიპისა და
სხვა ინფექციური დაავადებების შემდეგ. С ვიტამინს დიდი რაოდენობით
შეიცავს:ლიმონი,ფორთოხალი,სალათა,პამიდორი,წიწაკა,კამა და
სხვა.განსაკუთრებით მდიდარია C ვიტამინით ასკილი,ფიჭვი.სურავანდი
ვითარდება მაშინ ,როდესაც საკვები მოკლებულია არამარტო C ვიტამინს არამედ
P ვიტამინსაც ციტრინს.

216
15.7.P ვიტამინი
P ვიტამინი თავის მოქმედებას ავლენს მხოლოდ ასკორბინმჟავასთან ერთად.P
ვიტამინი ამცირებს კაპილარების კედლის მსხვრევადობასა და განვლადობას.P
ავიტამინოზი იშვიათად გვხვდება .იგი ხასიათდება ფეხებისა და მხრის
ტკივილით,უხალისობით,დაღლილობით.იმის გამო რომ კაპილარები
მსხვრევადია და მათი განვლადობა დარღვეულია აღინიშნება მცირე ზომის
სისხლჩაქცევები.P ვიტამინით მდიდარია:ლიმონი,ასკილი,წიწაკა,ალუბალი.

217
15.8.D ვიტამინი
D ვიტამინი- მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმში კალციუმისა და
ფოსფორის ცვლაში.D ავიტამინოზის დროს ვითარდება რაქიტი.რაქიტით
ავადდებიან ჩვილი ბავშვები.რაქიტით დაავადებულ ბავშვს დაბრკოლებული აქვს
ყიფლიბანდების შეზრდა ქალაზე და კბილების ამოსვლა.ასეთ ბავშვს ფეხების
ძვლები ურბილდება,სხეულის სიმძიმის გამო უმრუდდება და იღებს ასო O-ს ან X-
ის ფორმას.ნეკნებზე უჩნდება გასქელება ე.წ. კრიალოსანი.ჩნდება კუზი
აღინიშნება კუნთების სისუსტე და სხვა.D ვიტამინი მზადდება სამრეწველო
გზით.რაქიტს ხშირად მკურნალობენ არა მარტო D ვიტამინით,არამედ კვარცის
ლიმფით,დასხივების საშუალებით.

218
ბავშვი რომ რაქიტით არ დაავადდეს მას დღეში ესაჭიროება 0,01-0,02მგ D
ვიტამინი.ასაკოვანს კი 0,003მგ.D ვიტამინის საუკეთესო წყაროს წარმოადგენს
თევზის ქონი.დიდი რაოდენობით შეიცავს კვერცხს.

15.9.E ვიტამინი
ზოგიერთი ცხოველი არ მრავლდება თუ საკვებში E ვიტამინი არ
მოიპოვება.ადამიანში E ავიტამინოზი არ გვხვდება,მაგრამ რადგანაც E ვიტამინი
მონაწილეობს ჟანგვა-აღდგენით პროცესებში,ცილების ცვლაში,კედლის
გამაგრებაში.ამიტომ მას გამოიყენებენ კლინიკაში.E ვიტამინი დუღილის დროს არ
იშლება იგი იხსნება ცხიმში.გავრცელებულია ბუნებაში და შედის როგორც
ცხოველურ ისე მცენარეულ პროდუქტებში.იგი უხვადაა კვერცხის
გულში,ღვიძლში,სიმინში და სხვა.E ვიტამინს შეიცავს: ბანანი,ვაშლი,ლიმონი და
ფორთოხალი.

219
15.10.K ვიტამინი
K ავიტამინოზი მდგომარეობს სისხლის შედედების უნარის
დაქვეითებაში.სისხლის შედედების პროცესი ირღვევა.სისხლში პროთრომბინის
რაოდენობის შედეგად.პროთრომბინი სისხლში წარმოიქმნება K ვიტამინის
არარსებობისას.იგი იხსნება ცხიმებში.მას შეიცავს:სტაფილო,კომბოსტო ისპანახი
სალათი და სხვა მცენარეული საკვები.

220
თავი 16.ენდოკრინული სისტემა
16.1.ენდოკრინული სისტემის მიმოხილვა
ჯირკვლოვანი ორგანოების მიერ აუცილებელი სპეციფიკური პროდუქტების წარმოქმნისა და
გამოყოფის პროცესს სეკრეცია ეწოდება,სეკრეციას ზოგჯერ უპირისპირებენ ექსკრეციას,რაც
ნიშნავს ნივთიერებათა ცვლის შედეგად სისხლში დაგროვილი ორგანიზმისათვის უვარგისი
ნივთიერებების გარეთ გამოყოფას,მაგ:შარდის გამოყოფა. ამ ორ პროცესს შორის არ შეიძლება
გავატაროთ მკვეთრი საზღვარი ვინაიდან ერთსა და იმავე ჯირკვალს პათოლოგიის პირობებში
შეუძლია გამოყოს არა მარტო სეკრეტი,აგრეთვე ექსკრეტიც.მაგ:შარდით მოწამვლის დროს კუჭისა
და სანერწყვე ჯირკვლების სეკრეტში დიდი რაოდენობითაა შარდოვანაც,რომელიც ექსკრეტს
წარმოადგენს.დიაბეტით დაავადებულთა ნერწყვში ხშირად ნახულობენ შაქარსაც.
არჩევენ გარეგან და შინაგან სეკრეციას:
გარეგანი სეკრეციის-ჯირკვლების მიერ(ისინი გამომტანი სადინარებით გამოყოფენ მათში
წარმოქმნილ ნივთიერებებს ან სხეულის ორგანოების ღრუში ან გარემოში)გამომუშავებული
სეკრეტი სპეციალური გამომტანი სადინარებით შარდსასქესო ან საჭმლის მომნელებელი სისტემის
მილში გამოიყოფა.გარეგანი სეკრეციას ეკუთვნის აგრეთვე ეპითელური უჯრედების მიერ
ლორწოს წარმოქმნა და გამოყოფა.
შინაგანი სეკრეციის-ჯირკვლებს გამომტანი სადინარები არ გააჩნია და თავის ცხოველქმედების
პროდუქტს,ჰორმონს უშუალოდ სისხლში გამოყოფს.შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებს
მიეკუთვნება:ფარისებრი ჯირკვალი,ეპიფიზი,ჰიპოფიზი,თიმუსი,თირკმელზედა ჯირკვალი და
სხვა.
შერეულ ჯირკვლებს-გააჩნიათ დამოუკიდებელი,გარეგანი და შინაგანი სეკრეტორული
უბნები.მაგ,ასეთია:კუჭქვეშა ჯირკვალი(პანკრეასი) და სასქესო ჯირკვლები.

ნივთიერებას რომელიც შინაგანი სეკრეციის ჯირკვალში გამომუშავდება და სისხლში


გამოიყოფა ჰორმონი ეწოდება.ჰორმონები არეგულირებენ ნივთიერებათა ცვლას,ორგანიზმის
ზრდას,ფიზიკურ და სქესობრივ განვითარებას.ჰორმონები გადადიან სისხლში მთელს
ორგანიზმში მიმოიქცევიან და ცვლიან ორგანოების მოქმედებას ,იწვევენ ან აკავებენ მათ
მუშაობას.

221
არჩევენ ჰორმონების 3 სახეს:უჯრედულს,ქსოვილურს და ჯირკვლოვანს.
შინაგანი სეკრეციის ჯირკვლები თავიანთი ჰორმონებით ამყარებენ ქიმიურ კავშირს
ორგანოებს და ორგანოთა სისტემებს შორის.ჰორმონები მონაწილეობენ ორგანიზმის
ჰუმორულ რეგულაციაში.შინაგანი სეკრეციის ჯირკვლები ერთმანეთთან მჭიდროდაა
დაკავშირებული და ისინი ერთ მთლიან ფიზიოლოგიურ სისტემას წარმოადგენენ,რომლის
მოქმედება რეგულირდება ნერვული სისტემისა და უპირველესად თავის ტვინის ქერქით
შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ფუნქციის დარღვევა ორგანიზმში ღრმა ცვლილებებს
იწვევს,რომელიც ცნობილია ენდოკრინული დაავადებების სახელწოდებით.დაავადებების
მიზეზები დაკავშირებულია ნერვული სისტემის ფუნქციის დარღვევასთან.შინაგანი
სეკრეციის ფუნქციის მოშლა ორგვარია:ჯირკვლის ფუნქციის გაძლიერება-
ჰიპერფუნქცია,როდესაც გამომუშავდება და სისხლში გადადის ჰორმონების ჭარბი
რაოდენობა და ჯირკვლის ფუნქციის შესუსტება-ჰიპოფუნქცია,როდესაც გამომუშავდება და
სისხლში გადადის ჰორმონების მცირე რაოდენობა.
წარმოშობის მიხედვით შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებს ყოფენ:
1.ბრანქიოგენური-(ვითარდება ნაყოფის ნაწლავის ლაყუჩოვანი ნაწილის ჩანასახიდან) ეს
არის ფარისებრი,ფარისებრახლო,მკერდუკანა და ჰიპოფიზის წინა წილი.
2.ნეიროგენური-(ვითარდება შუამდებარე ტვინის კედლიდან) ჰიპოფიზის უკანა
ნაწილი,ეპიფიზი.
3.ქრომაფილური(ვითარდება იმავე ჩანასახოვანი ფურცლებიდან რომლიდანაც ვეგეტატიური
ნერვული სისტემა)პარაგანგლიები და თირკმელზედა ჯირკვალი.

16.2.ფარისებრი ჯირკვალი(glandulae thyroidea)


ფარისებრი ჯირკვალი მდებარეობს კისერზე ხორხის წინ.იგი აღჭურვილია
სისხლძარღვებით და ლიმფური ძარღვებით.მის ინერვაციას ახორციელებს სიმპათიკური და
პარასიმპათკური ნერვები,იგი შესდგება ცალკეული ბუშტუკებისაგან
ფოლიკულებისაგან,რომელშიდაც არის ჯირკვლის ჰორმონი თიროქსინი,ის შეიცავს
იოდს.ჯირკვალი ახალშობილებში 1,2 დან 2გრ-მდე იწონის მოზრდილებში 35 გრ-ს.ყველაზე
ინტენსიურად იგი მომწიფების პერიოდში იზრდება,მისი აქტიურობა ძლიერდება,შემდეგ
მცირდება.მხლოდ სქესობრივი მომწიფების პერიოდში ძლიერდება.

თიროქსინი-დღე-ღამეში 0,3გრ.გამოიყოფა.თიროქსინის გარდა ფარისებრი ჯირკვალი


გამოყოფს დიიოდთირონინს ამ ჰორმონების მოქმედებით იზრდება გულის შეკუმშვათა
სიხშირე და სისხლის წნევა,ნერვული სისტემის აგზნება,სხეულის ტემპერატურა.

222
ფარისებრი ჯირკვლის ამოკვეთის ატროფიის ან განუვითარებლობის შემთხვევაში
ქვეითდება ნივთიერებათა ცვლა,მცირდება სისხლში კალციუმის რაოდენობა,კავდება
ქსოვილებში წყალი და სუფრის მარილი,შუპდება სხეული.ცუდად იზრდება
თმები,ფრჩხილები,ქვეითდება ც.ნ.ს-ის აგზნებადობა,აღინიშნება საერთო მოდუნება,გულის
რიტმის შემცირება,ზრდაში ჩამორჩენა და გაძვალების პროცესის შეჩერება.
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მოშლა ორგვარია:ჰიპერფუნქცია და ჰიპოფუნქცია.
ჰიპერფუნქცია-ფუნქცია გაძლიერებულია ვითარდება დაავადება,რომელიც
ცნობილია ბაზედოვის დაავადების სახელწოდებით ამ დროს ჯირკვალი გადიდდება და
კისერზე ჩიყვის გაჩენა ხდება,თვალები გადმოკარკლულია ავადმყოფს გახშირებული აქვს
გულისცემა,მომატებული აქვს ნერვული სისტემის აგზნებადობა,ძლიერ ემოციურია,ადამიანი
გულ-ფიცხი და მშიშარა ხდება,მოუსვენარია და ა.შ. ორგანიზმში მატულობს ენერგიის
ხარჯვა,აღინიშნება დაღლილობა და ოფლიანობა.ამ დროს ხშირად მიმართავენ ფარისებრი
ჯირკვლის ნაწილის ამოკვეთას.

ჰიპოფუნქცია-ჯირკვლის არასაკმარის მოქმედებას ერთვის ისეთი დაავადებები


როგორიცაა მიქსედემა და კრეტინიზმი.მიქსედემა ანუ ლორწოვანი შეშუპება ჯირკვლის
გადაგვარების ან დაქვეითების დროს აღინიშნება.მიქსედემით დაავადებულს კანი
უშრება,უტლანქდება და უშუპდება,ტემპერატურა ქვეითდება,გულისცემა
შენელებულია,ვითარდება გონებრივი სისუსტე,ირღვევა ნორმალური ფსიქიკური
მდგომარეობა,იწყება სქესობრივი ფუნქციის დარღვევა.მკურნალობა მდგომარეობს
თიროქსინი ხანგრძლივ ხმარებაში.თუ ჯირკვლის ფუნქცია თანდაყოლილია ვითარდება
ეგრეთწოდებული კრეტინიზმი.ამ დაავადების დამახასიათებელ ნიშანს წარმოადგენს ზრდის
შეჩერება და გონებრივი ჩამორჩენილობა,რომელიც ზოგჯერ იდიოტიზმამდე მიდის.ასეთ
ავადმყოფებს ქონდრის კაცის სიმაღლესთან ერთად სხეულის არაპროპორციული აგებულება
აქვს,მოკლე კიდურები,დიდი თავი,წვრილი ელამი თვალები,ჩაზნექილი ცხვირის
ფუძე,სქელი და ტლანქი კანი.მეორეული სასქესო ნიშნები განუვითარებელია.თიროქსინის
გამომუშავება მაშინ არის შესაძლებელი,თუ ორგანიზმი იოდს საკმაო რაოდენობით
მიიღებს,ჩვენ იოდს ვიღებთ სასმელი წყლით.

223
16.3.ფარისებრახლო ჯირკვალი(glandulae
parathyroideae)
დაახლოებით წონა 0,1გრ.მისი ამოკვეთა ან გადაგვარება იწვევვს მძიმე
დაავადებას,რომელსაც ტეტანია ეწოდება.ამ დროს ვითარდება კუნთების
კრუნჩხვები,ტემპერატურა მატულობს,გულის ცემა ხშირდება და ბოლოს იღუპება ორგანიზმი
სასუნთქი კრუნჩხვის შედეგად.ეს თვისებები რაც ტეტანიას ახასიათებს წარმოადგენს
კალციუმის ცვლის მოშლას ორგანიზმში.კრუნჩხვების დროს სისხლში კალციუმის შეყვანა
შეწყვეტს შეტევას რამდენიმე ხნით.ფარისებრახლო ჯირკვლის გადაგვარება დადებით
შედეგს იძლევა.ფარისებრახლო ჯირკვლის ფუნქციის ნაკლოვანების დროს გარდა
კრუნჩხვებისა ადგილი აქვს კბილების რღვევას,თმის ცვენას,გახდომას,კბილების რღვევა
დაკავშირებულია ამ ჯირკვლის ჰიპოფუნქციასთან.ამ ჯირკვლის ჰორმონს
ეწოდება პარათირეოიდინი,იგი ცილოვანი ბუნებისაა შეიცავს:აზოტს,რკინას,გოგირდს.

224
16.4.მკერდუკანა ჯირკვალი(თიმუსი,thymus)
მკერდუკანა ჯირკვალი მდებარეობს მკერდის ძვლის უკან.ზემოთ იგი ეხება
სასულეს,ქვემოთ აორტას და ინტენსიურად ვითარდება ჩანასახოვან პერიოდში და
დაბადებიდან 3-4 წლის განმავლობაში.მაქსიმალურ განვითარებას 12 წლის ასაკში
აღწევს,შემდეგ თანდათან გადაგვარებას იწყებს.მისი ფუნქცია ბოლომდე გარკვეული არ
არის.სქესობრივ მომწიფებამდე მკერდუკანა ჯირკვალი გაძლიერებულად მუშაობს და
თრგუნავს სასქესო ჯირკვლების გავლენას.სქესობრივი მომწიფების დაწყებისას იგი სულ
უფრო და უფრო პატარავდება და მისი უმეტესი ნაწილი ცხიმად იქცევა.ცნობილია,რომ ამ
ჯირკვალში ხდება ლიმფოციტების გარდაქმნა T ლიმფოციტებად,რომელსაც T
ქილერებს უწოდებენ. ისინი მონაწილეობენ ორგანიზმის დაცვითი ფუნქციის
განხორციელებაში.

ჯირკვლის ამოკვეთა იწვევს მინერალური ცვლის მოშლას,ძვლები რბილდება,მყიფე


ხდება და ადვილად ტყდება,მოტეხილობის შეხორცების პროცესი ნელა მიმდინარეობს,ამის
გარდა ვითარდება კუნთების სისუსტე,მოუქნელობა და ფსიქიკური
აშლილობა,არეგულირებს ორგანიზმის ზრდას,იგი მონაწილეობს მომწამვლელი
ნივთიერებების განეიტრალებაში.

225
16.5.თირკმელზედა ჯირკვალი(glandulae
suprarenalis)
თირკმელზედა ჯირკვლები მუცლის ღრუში თირკმლების ზემოთ მცირე ოდენობის
წარმონაქმნებია.მისი ტვინოვანი შრე მდებარეობს ორგანოს შიგნით,ხოლო ქერქოვანი
გარეთ.ადამიანის მარჯვენა თირკმელზედა ჯირკვალი სამკუთხაა,მარცხენა ნახევრად
მთვარისებრი ფორმის.ისინი სისხლძარღვებით უხვად არიან აღჭურვილნი და თავის
წონასთან შედარებით უფრო მეტ სისხლს იღებენ ვიდრე ჩვენი სხეული რომელიმე სხვა
ორგანო.

თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვანი შრე(medula


suprarenalis)
თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვანი შრის ჰორმონია ადრენალინი.ამჟამად ადრენალინს
სამრეწველო გზითაც იღებენ.ადრენალინის მოქმედება ემსგავსება სიმპათიკური ნერვული
სისტემის მოქმედებას.ეს იმით აიხსნება,რომ ემბრიონალურ პერიოდში სიმპათკური ნერვული
სისტემა და თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვანი ქსოვილი საერთო წარმოშობისაა,აგზნების
პერიოდში სიმპათიკური ნერვული სისტემის დაბოლოებებში ჩნდება
ნივთიერებანორადრენალინი,რომელიც სიმპათკური ნერვული სისტემის დაბოლოებებიდან
გადასცემს აგზნებას იმ ორგანოს,რომელსაც იგი ანერვიანებს.ეს ნივთიერება ჰგავს
ადრენალინს.ადრენალინის ზეგავლენით გულის მუშაობა ძლიერდება და ხშირდება,გულის
კუნთის აგზნებადობამატულობს,სისხლძარღვების კედლები ვიწროვდება,მატულობს სისხლის
წნევა.ადრენალინი იმდენად მძლავრად მოქმედი ნივთიერებაა,რომ საკმარისია ადამიანს
შევუყვანოთ 0,35გრ ადრენალინი რომ აღინიშნოს სისხლის წნევის მატება.ადრენალინი
ნაწლავებზე მოქმედებისას თრგუნავს პერისტალტიკურ მოძრაობას.იკუმშება ნაღვლისა და
შარდის გამომტანი გზები,საშვილოსნოს კუნთები,გუგის გამაფართებელი კუნთები,მაგრამ შარდის
ბუშტისა და ნაღვლის ბუშტის კუნთები დუნდება,იგი ადუნებს ბრონქებს.მისი მეშვეობით ხდება
თმის ძირის კუნთების შეკუმშვა,დაღლილი კუნთი ადრენალინის ზეგავლენით აღიდგენს
შრომისუნარიანობას.მნიშვნელოვანია მისი ზეგავლენა ნივთიერებათა ცვლაზე,განსაკუთრებით
ნახშირწყლოვან ცვლაზე,ღვიძლის გლიკოგენი მისი ზეგავლენით გარდაიქმნება გლუკოზად და
გადადის სისხლში,რის გამოც გლუკოზის შემცველობა სისხლში მატულობს.ადრენალინი ამ დროს
მოქმედებს ინსულინის-კუჭქვეშა ჯირკვლის ჰორმონის საწინააღმდეგოდ.ნერვული
ცენტრი,რომელიც გავლენას ახდენს ადრენალინი წარმოქმნაზე
მდებარეობს ჰიპოთალამუსში.ადრენალინის გაძლიერებული გადასვლა სისხლში ფსიქიკური
აგზნებადობის დროს ხდება.მრისხანების,შიშისა და ზოგიერთი სხვა ემოციური მდგომარეობის

226
დროს მკვეთრად მატულობს ადრენალინის გამომუშავება.იგი დიდი რაოდენობით გადადის
სისხლში,რაც ამტკიცებს თავის ტვინის ჰემისფეროების ზეგავლენას თირკმელზედა ჯირკვლების
მუშაობაზე.

თირკმელზედა ჯირკვლის ქერქოვანი შრე


(cortex glandulae suprarenalis)
ქერქოვანი ნივთერებების ჰორმონები გავლენას ახდენენ ორგანიზმში მიმდინარე
პროცესებზე.ქერქის ამოკვეთის შემდეგ ცხოველს კუნთები უდუნდებადა სწრაფად
ეღლება,ერღვევა ნახშირწყლების,ცხიმების,მარილებისა და წყლის ცვლა. ორგანიზმი მეტ წყალს
კარგავს,რაც იწვევს შარდის გამოყოფის შემცირებას თირკმლებში კალიუმის იონების უკუშეწოვა
გაძლიერებას და ნატრიუმის იონები კი პირიქით ცუდად შეიწოვება,მავნე ზემოქმედებისადმი
ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარი ქვეითდება,ირღვევა იონების მუდმივობა.
ქერქოვანი ნივთიერების ჰორმონები ასუსტებენ ისეთი შხამების მოქმედებას,როგორიც
არის:დიფტერიის შხამი,ნიკოტინიდა სტრიქნინი.
ქერქოვანი ნივთიერების ჰორმონის შეყვანა ორგანიზმში აძლიერებს შრომისუნარიანობას და
ამცირებს მოქანცულობას.თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის მოშლა ადამიანში იწვევს
დაავადებას,რომელსაც ადისონის სნეულებაეწოდება.ამ დროს კანი ბრინჯაოსფერს
ღებულობს,კარგავს მადას,შაქარი მცირდება წნევა ქვეითდება და კვდება.ქერქის სიმსივნე
ჰორმონების გაძლიერებულ გამომუშავებას იწვევს.ქალებს ხმა უბოხდებათ,ამოდით
წვერი.თირკმელზედა ჯირკვლის ქერქიდან გამოყოფილია 25-ზე მეტი აქტიური ნივთიერება.მათი
უმრავლესობა წარმოიქმნება ქერქის ჰორმონის კორტიკოსტერონისაგან.ამ ნივთიერებებს 2
ჯგუფად ყოფენ:პირველი ჯგუფის წარმომადგენელია კორტიზონი,მეორესი კი
დეზოქსიკორტიკოსტერონი.

227
16.6.კუჭქვეშა ჯირკვალი(პანკრეასი,pancreas)
კუჭქვეშა ჯირკვალი შერეული ჯირკვლების რიცხვს ეკუთვნის.მასში საჭმლის
მომნელებელი წვენის გარდა ხდება ჰორმონის გამომუშავება.იგი შედგება ორგვარი სახის
უჯრედებისაგან.ზოგი უჯრედი გამოიმუშავებს ფერმენტებს,რომლებიც საჭმლის
მომნელებელ წვენთან ერთად გადადის თორმეტგოჯა ნაწლავში.ზოგი კი გამოიმუშავებს
ჰორმონს რომელიც სისხლში გადადის.ჰორმონის გამომუშავებული უჯრედები ჯირკვალში
გაფანტულია ცალკეული კუნძულების სახით,რომელსაც ლანგერჰანს-სობოლევის
კუნძულები ეწოდებათ.

კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციის მოშლასთან დაკავშირებულია


დაავადება დიაბეტი.დიაბეტის დროს ორგანიზმის უჯრედების მიერ შაქრის დიდი
რაოდენობით გამოყენების უნარი მკვეთრად ეცემა.ღვიძლიც აღარ გამოიმუშავებს
გლიკოგენს.უჯრედების მიერ შაქრის გამოყენების უნარის დქვეითების,ხოლო ღვიძლის
გლიკოგენის დალაგების უნარის დაქვეითების გარდაუვალ შედეგს წარმოადგენს შაქრის
რაოდენობის მომატება სისხლში.

ნორმალურ პირობებში სისხლი შეიცავს 01-0,12% შაქარს,თირკმელები ამ დროს არ


ატარებენ შაქარს.შაქარი სისხლში მხოლოდ მაშინ ჩნდება,როდესაც მისი რაოდენობა სისხლში
ნორმას აჭარბებს(0,15-0,18%).დიაბეტის დროს შაქრის რაოდენობა მკვეთრად მატულობს 0,3-
0,8% შეადგენს.ზოგჯერ 1%-საც აღწევს,ამ დროს შარდში მატულობს შაქარი და

228
ვითარდება გლუკოზურია.შაქრის დიდი რაოდენობით გამოყოფას ერთვის წყლის დიდი
რაოდენობით გამოყოფაც.დიაბეტით დაავადებული დღეში 8-10 ლიტრ შარდს გამოყოფს და
ვითარდება პოლიურია.შარდის ასეთი დიდი რაოდენობით დაკარგვა იწვევს წყლის დიდი
რაოდენობით სმის სურვილს.ასეთი ადამიანები დღე-ღამეში დაახლოებით 36-40 ჭიქა წყალს
სვამენ.

ნახშირწყლოვანი ცვლის მოშლა იწვევს ცილებისა და ცხიმების ცვლის მოშლას.ცხიმების


მნიშვნელოვანი ნაწილი იჟანგება საბოლოო პროდუქტებამდე,როგორიცაა წყალი და
ნახშიროჟანგი.დიაბეტით დაავადების დროს ჟანგვა შეჩერდება შუალედურ სტადიებში და ამ
დროს იქმნება დაშლის მჟავე პროდუქტები,რომლებიც ცნობილია კეტონური
სხეულების სახელწოდებით.ირღვევა აგრეთვე ცილების ცვლაც.ცილების 60% გადადის
ნახშირწყლებად.ცილის დაშლის მჟავე პროდუქტები კეტონურ სხეულებთან ერთად იწვევს
სისხლის რეაქციის გადახრა მჟავიანობისაკენ-აციდოზი.

კეტონური სხეულების დაგროვება ორგანიზმში და აციდოზი იწვევს ორგანიზმის


მოწამვლას და მისი ფუნქციების მოშლას.ვითარდება ქოშინი,სუსტდება გულის
მუშაობა,იკარგება ცნობიერება.ასეთ დიაბეტური კომა ხშირად სიკვდილით მთავრდება.

კუჭქვეშა ჯირკვლის ჰორმონი


კუჭქვეშა ჯირკვლის შიდასეკრეტორული ფუნქცია გულდასმით შეისწავლებოდა,მაგრამ
ჰორმონის მიღების ცდა მარცხს განიცდიდა რუსმა ექიმმა სობოლევმა პირველად მოგვაწოდა
ჰორმონის მიღების წესი.1922 წელს ბანტიგმამ და ბესტმამ აღმოაჩინეს ინსულინი.ინსულინი
მოქმედებს ნახშირწყლოვან ცვლაზე,აძლიერებს ნახშირწყლების ჟანგვას და ღვიძლის მიერ
გლიკოგენის დალაგების უნარს,როდესაც სისხლში ინსულინი შეჰყავთ იგი იწვევს სისხლში
შაქრის შემცირებას და ღვიძლში გლიკოგენის მომატებას.ინსულინს ღებულობენ სამრეწველო
გზით,რქიანი საქონლის კუჭქვეშა ჯირკვლიდან.ინსულინის გამომუშავებაზე მოქმედებს
ცთომილი ნერვი.როდესაც შაქრის რაოდენობა სისხლში მატულობს მეტი ინსულინი
გამომუშავდება.ორგანიზმში ინსულინის დიდი დოზით შეყვანა იწვევს შაქრის რაოდენობის
შემცირებას,როდესაც შაქარი 0,45%-მდე ქვეითდება აღინიშნება
კრუნჩხვები,მოდუნება,ტემპერატური დაცემა და გონების დაკარგვა.ამას
ეწოდება ინსულინური ანუ ჰიპოგლიკემიური შოკი.ამ დროს ვენაში შეყავთ შაქრის ხსნარი ან
ადრენალინი,რომელიც ხელს უწყობს შაქრის რაოდენობის მომატებას.ინსულინი და
ადრენალინი წარმოადგენენ ჰორმონებს,რომლებიც ურთიერთსაწინააღმდეგოდ მოქმედებენ

229
ნახშირწყლოვან ცვლაზე ანუ მოკლედ რომ ვთქვათ ისინი ერთმანეთის
მიმართ ანტაგონისტები არიან.კუჭქვეშა ჯირკვალში გარდა ინსულინისა წარმოიქმნება
ჰორმონის ტიპის სხვა ნივთიერებაც.ლიპოკაინური ფაქტორი,რომელიც მონაწილეობს
ღვიძლში მიმდინარე ცხიმოვან ცვლაში და ხელს უშლის ღვიძლის ცხიმოვან გადაგვარებას.
კუჭქვეშა ჯირკვლის მეორე ჰორმონი გლუკაგონია,რომელიც ინსულინის
ანტაგონისტია.

16.7.ჰიპოფიზი(hypophysis)
ჰიპოფიზი-ანუ ტვინის ქვედა დანამატი მცირე რაოდენობის ჯირკვალია,რომელიც
დაახლოებით 0,5-0,7გრ.იწონის.იგი იმყოფება ტვინის ფუძესთან და მდებარეობს
სოლისებრ(ძირითად)ძვალზე.
ჰიპოფიზი შედგება 3ნაწილისაგან:წინა,შუამდებარე და უკანა.ჰიპოფიზის მიერ
გამოყოფილი სეკრეტი ნაწილობრივ სისხლში გადადის,ხოლო ნაწილობრივ ზურგ-ტვინის
სითხესა და მესამე პარკუჭში.ჰიპოფიზის ამოკვეთა იწვევს რიგ უაღრესად სერიოზულ
დაავადებებს.ცალკეული წილების ამოკვეთა ან მათი დაზიანება ხასიათდება გარკვეული
მოშლილობით.

230
ჰიპოფიზის წინა წილის ფუნქცია
ჰიპოფიზის წინა წილი გამოყოფს ჰორმონს,რომელიც მოქმედებს ზრდაზე ამ
ჰორმონმა სომატოტროპული ჰორმონის ანუ ზრდის ჰორმონის სახელწოდება
მიიღო.ჰიპოფიზის წინა წილის ფუნქციების მოშლა იწვევს ზრდის აჩქარებას ჰიპერფუნქციის
დროს და ზრდის შენელებას ან საერთოდ შეჩერებას ჰიპოფუნქციის შემთვევაში.
ჰიპოფიზის წინა წილის გადიდება თუ იმ პერიოდში დაიწყო,როდესაც ორგანიზმის
ზრდა დასრულებული არაა,გიგანტიზმს იწვევს.ასეთი ადამიანების სიმაღლე1,5-ჯერ ჭარბობს
ნორმალური ადამიანის სიმაღლეს და აღწევს 2,5-2,6მ.ხშირად მძლავრად ვითარდება გარეთა
სასქესო ორგანოები,სასქესო ფუნქციები კი დაქვეითებულია.

თუ ჰიპოფიზის წინა წილის გადიდება იმ პერიოდში იწყება,როდესაც ორგანიზმის


ფორმირება უკვე დამთავრებულლია,აღმოცენდება დაავადება აკრომეგალია.ამ დაავადების
დროს დიდდება და იზრდება პირისახისა და ხელ-ფეხის ძვლები.იმავდროულად იზრდება
რბილი ქსოვილები,ცხვირი გრძელდება,ტუჩები და ლოყები უაღრესად სქელდება,ენა
იმდენად დიდდება,რომ პირში ვეღარ ეტევა.დიდდება შინაგანი ორგანოებიც.აკრომეგალიით
დაავადებულებს აღენიშნებათ კუნთების სისუსტე,შარდის ბლომად გამოყოფა,სასქესო
ფუნქციების მოშლა და ა.შ. აკრომეგალიის მოვლენებს უფრო ხშირად ვხვდებით მამაკაცებში.

231
ჰიპოფიზის წინა წილის ჰიპოფუნქცია იწვევს ქონდრისკაცობას.ამ დაავადების დროს
ძვლების ზრდა ჩერდება,ნივთიერებათა ცვლა ქვეითდება,მეორეული სასქესო ნიშნები არ
ვითარდება.

ჰიპოფიზის ფუნქციის მოშლასთან დაკავშირებულია უაღრესად მძიმე


დაავადება,ზოგჯერ გვხვდება ქალებში მშობიარობის შემდეგ.ამ დაავადებას ჰიპოფიზური
კახექსია ეწოდება.ამ დროს ვითარდება მძიმე დაუძლურება,ავადმყოფი კატასტროფულად
იკლებს წონაში,კბილები სცვივა,კანი ეჭმუჭნება და ა.შ.

232
ჰიპოფიზის წინა წილში გამომუშავდება აგრეთვე სასქესო ჯირკვლებზე მოქმედი
ჰორმონი.წინა წილის ჰიპერფუნქცია აჩერებს სასქესო აპარატის განვითარებას,ხოლო
ჰიპოფუნქციის შემთხვევაში პირიქით აღინიშნება ნაადრევი სქესობრივი
მომწიფება.ჰიპოფიზის წინა წილში იქმნება აგრეთვე ჰორმონები,რომლებიც გავლენას
ახდენენ რძის გამომუშავებაზე,ნივთიერებათა ცვლასა და შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების
ფუნქციაზე,როგორიცაა:ფარისებრი ,ფარისებრახლო,კუჭქვეშა და თირკმელზედა
ჯირკვლები.ჰორმონს,რომელიც ზეგავლენას ახდენს თირკმელზედა ჯირკვლის მოქმედებაზე
ეწოდება ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონი ანუ აკტპ

ჰიპოფიზის უკანა წილის ფუნქცია


ჰიპოფიზის ან მხოლოდ მისი უკანა წილის ფუნქციის დარღვევა იწვევს უშაქრო
დიაბეტს,რომელიც ხასიათდება დიდი რაოდენობით შარდის გამოყოფით.ავადმყოფი ამ
დროს დღეში კარგავს 40ლ-მდე შარდს.წყლის ასეთი დიდი რაოდენობით დაკარგვა
ანაზღაურებას საჭიროებს და ამიტომ ავადმყოფი ძალიან ბევრ წყალს სვამს,უშაქრო
დიაბეტით შეპყრობილი ავადმყოფის შარდი შაქარს არ შეიცავს,რითაც განსხვავდება
შაქრიანი დიაბბეტით შეპყრობილი ავადმყოფის შარდისაგან.ჰიპოფიზის უკანა წილის
ჰიპოფუნქცია დაკავშირებულია ნივთიერებათა ცვლის მოშლასთან,რომელიც იწვევს
გასუქებას.ჰიპოფიზის უკანა წილი ორ ჰორმონს შეიცავს:ოქსიტოცინს და ანტიდიურეზულ
ჰორმონს ანუ ვაზოპრესინს.ოქსიტოცინი მოქმედებს საშვილოსნოს შეკუმშვაზე,ხოლო
ვაზოპრესინი სისხლძარღვების შევიწროებას იწვევს.სისხლძარღვთა შევიწროების გარდა
აღინიშნება აგრეთვე შარდის გამოყოფის შემცირებაც.

233
16.8.ეპიფიზი(epiphyses)
ეპიფიზი არის ტვინის ზედადანამატი.მის მიერ გამოყოფილი სხვადასხვა ჰორმონიდან
ძირითადია მელატონინი.იგი კანის პიგმენტის გამომუშავებაში მონაწილეობს.ამ
თვალსაზრისით მას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ხერხემლიან
ცხოველებში(თევზები,ამფიბიები,ქვეწარმავლები).ამ ცხოველების კანის შეფერილობას ეს
ჰორმონი უზრუნველყოფს.ადამიანში ეპიფიზის ჰორმონი გავლენას ახდენს სასქესო
ჯირკვლების ჰორმონების გამომუშავებაზე.

234
16.9.სასქესო ჯირკვლები
სასქესო ჯირკვლები ეკუთვნის შერეული ჯირკვლების რიცხვს.მათი გარეგანი სეკრეცია
მდგომარეობს სასქესო ანუ ჩანასახოვანი უჯრედების,სპერმატოზოიდებისა და
კვერცხუჯრედების წარმოშბა,გამოყოფაში.შინაგანი სეკრეცია დაკავშირებულია საქესო
ჰორმონების წარმოქმნასთან,რომელიც გადადის სისხლში ან ლიმფაში.გარკვეულ ასაკში
სქესობრივი მომწიფება დამოკიდებულია სასქესო ჯირკვლების განვითარებასა და მათი
ჰორმონების ორგანიზმში გადასვლაზე.სქეობრივი მომწიფება ხასიათდება პირველადი
სასქესო ნიშნების განვითარებით და მეორეული სასქესო ნიშნების აღმოცენებით.სასქესო
ჯირკვლებს მიეკუთვნება:სათესლეები(მამრობითი სასქესო ჯირკვალი) და ოვარიუმი ანუ
საკვერცხე( მდედრობითი).

პირველად სასქესო ნიშნებს-ეკუთვნის სასქესო ჯირკვლები,სათესლე


ჯირკვლები,საკვერცხეები და სასქესო ორგანოები

მეორეული სასქესო ნიშნები-გულისხმობს იმ თავისებურებებს რომლითაც ერთმანეთსაგან


განსხვავდება ქალი და კაცი.ქალებში მეორეულ სასქესო ნიშნებად ითვლება:სხეულის
ფორმის შეცვლა,სარძევე ჯირკვლების განვითარება,ფსიქიკისა და ქცევის შეცვლა.მამაკაცებში
წვერ-ულვაშის ამოსვლა,ხმის დაბოხება,ფსიქიკისა და ქცევის შეცვლა.სასქესო ჯირკვლების
ჰორმონების გავლენა ორგანიზმის სხვადასხვა ფუნქციაზე განსაკუთრებულად ვლინდება
სასქესო ჯირკვლების ამოკვეთის კასტრაციის შემთხვევაში,რომელიც იწვევს პირველადი და
მეორეული სასქესო ნიშნების შეცვლას.ამას დიდი მნიშვნელობა აქვს თუ როდის მოხდა
კასტრაცია.თუ კასტრაცია ბავშვობაშია ჩატარებული სასქესო ორგანოები არ
ვითარდება,ხოლო სქესობრივი ლტოლვა შემდეგში არ წარმოიშობა,მეორეული სასქესო
ნიშნებიც იცვლება,კიდურები მკვეთრად გრძელდება იმიტომ რომ ხრტილის გაძვალება არ
ხდება.კასტრირებული ადამიანი მაღალი ტანისაა და კიდურები არაპროპორციულად აქვს
განვითარებული,ქალებსაც ეცვლებათ ჩონჩხი.არ უვითარდებათ მენჯი,სარძევე
ჯირკვლები,იღლიებში თმა არ ამოსდით,ხმა ბავშვური რჩება.თუ კასტრაცია უფრო ასაკოვან
ადამიანს გაუკეთეს პირველადი სასქესო ნიშნები უკუგანვითარებას განიცდის.კასტრაციის
შემდეგ აღარ ეზრდება წვერ-ულვაში,ნივთიერებათა ცვლა ქვეითდება,კასტრირებულ
ადამიანს მიდრეკილება აქვს სისმსუქნისკენ.

235
მამაკაცის სასქესო ჰორმონები
პირველადი და მეორეული სასქესო ნიშნების განვითარება ხდება მამაკაცის სასქესო
ჰორმონის ტესტოსტერონის ზეგავლენით.მდედრობით სქესის მიმართ და სქესობრივი აქტის
წარმოების უნარი ამ ჰორმონით არის განპირობებული.მეორე
ჰორმონი ანდროგენები მოქმედებს მეორეულ სასქესო ნიშნებზე და იგი აგრეთვე
სახელცვლილ ტესტოსტერონს წარმოადგენს.
მამაკაცის სასქესო ჰორმონის ანდროგენების სამიზნე
ორგანოა:ხორხი,ჩონჩხი,კანი,კუნთები და ხრტილი

ქალის სასქესო ჰორმონები


ჰორმონების წარმოშობის ადგილია საკვერცხეები.ქალის
ჰორმონებია:ესტროგენები და პროგესტერონი.ესტროგენები-მოქმედებენ სასქესო
ორგანოთა და მეორეული სასქესო ნიშნების განვითარებაზე.
პროგესტერონი-ანუ ორსულობის ჰორმონი გავლენას ახდენს ორსულობის
დაწყებასა და მის ნორმალურ მიმდინარეობასთან დაკავშირებულ
პროცესებზე.სასქესო უჯრედების მიერ სპერმატოზოიდებისა და
კვერცხუჯრედების წარმოქმნა და გამოყოფა სასქესო ჯირკვლების გარეგან
სეკრეციას წარმოადგენს.სასქესო ჯირკვლების გარეგანი სეკრეცია
გამრავლებისკენაა მიმართული.
ქალის სასქესო ჰორმონების სამიზნე ორგანოებია:სარძევე
ჯირკვალი,მენჯი,საკვერცხე,თავის ტვინი.

236
თავი 17.გამომყოფი სისტემა
17.1.გამომყოფი სისტემის მიმოხილვა
ცოცხალ ორგანიზმებში ნივითიერებათა ცვლის შედეგად განუწყვეტლივ
წარმოიქმნება დაშლის საბოლოო
პროდუქტები:წყალი,ნახშიროჟანგი,შარდოვანა,ფოსფორმჟავას
მარილები,ნატრიუმის ქლორიდი და სხვა.ცხოველური ორგანიზმების
განთავისუფლება ნივთიერებათა ცვლის საბოლოო პროდუქტებისგან
აუცილებელია ვინაიდან მათი ჭარბი დაგროვება გამოიწვევს ორგანიზმის
მოწამვლას.გამომყოფი ორგანოების ფუნქცია არის არა მარტო ცვლის
პროდუქტების გამოდევნა, არამედ ორგანიზმში წყლის მოცულობისა და
მარილების კონცენტრაციის რეგულირება.ეს კი უზრუნველყოფს შინაგანი
გარემოს მუდმივობის შენარჩუნებას,რაც აუცილებელია უჯრედების ნორმალური
ფუნქციონირებისათვის.

უმარტივესები ნივთიერებათა ცვლის პროდუქტებს უჯრედის მემბრანის


გავლით,დიფუზიის გზით გამოყოფენ და უმარტივესების უჯრედში ოსმოსის
გზით განუწყვეტლივ შედის წყალი.ეს პრობლემა გადაიჭრა მფეთქავი ვაკუოლის
საშალებით,რომელიც ასრულებს ოსმორეგულატორის ფუნქციას.ასევეა
ღრუბლები და ნაწლავღრუიანებიც.ბრტყელ ჭიებში უკვე ჩნდება
სპეციალიზებული უჯრედები და მილაკები საიდანაც ნივთერებათა ცვლის
პროდუქტები გარემოში გამოიყოფა.რგოლოვან ჭიებში გარსს ეხვევა კაპილარული
წნული და მილაკებში ხდება დარჩენილი ნივთიერებათა ცვლის პროდუქტების
გარეთ გამოყოფა.თევზებში თირკმლებით ხდება მცირედ კონცენტრირებული
შარდის გამოყოფა.ამფიბიები ჭარბ წყალს თირკმლებისა და კანის საშუალებით
გამოყოფენ,ხოლო რეპტილიები წყალს უფრთხილდებიან და შარდს მცირე
რაოდენობით გამოყოფენ.ფრინველებს შარდის ბუშტი არ აქვთ და შარდს ხშირად
გამოყოფენ.

გამოყოფის ფუნქცია გაჩნია ორგანოებს:კანს,კუჭს,ნაწლავებს,ფილტვებს,მაგრამ


გამომყოფი ორგანოები ეწოდება მხოლოდ იმ ორგანოებს,რომელთა ძირითად
ფუნქციას გამოყოფა შეადგენს.ფილტვები,კანი და თირკმლები,ძირითად
გამომყოფ ორგანოებს წარმოადგენს.

237
ფილტვებით გამოიყოფა-ნახშიროჟანგი(CO) და მცირე რაოდენობით H2O.

კანით-ოფლი,რომელიც წყალში გახსნილ შარდოვანას,ფოსფორმჟავას


მარილებს,ნატრიუმის ქლორიდს შეიცავს,აგრეთვე აზოტის შემცველ
პროდუქტებს.

ნაწლავებით-არასაჭირო ნივთიერებები.

თირკმლები-ძირითადი გამომყოფი ორგანოებია.მასში წარმოიქმნება


შარდი,აზოტის შემცველი პროდუქტები.

238
17.2.თირკმელი
თირკმლები ფორმით ლობიოს მარცვალს წააგავს.იგი წყვილი ორგანოა.მისი
სიგრძე 10-12სმ-ია,წონა 20გრ.გარეთა კიდე გამოზნექილია,ხოლო შიგნითა კიდე
შეზნექილი.შიგნითა კიდეზე აღინიშნება ღრმა ამონაჭდევი,რომელსაც თირკმლის
არტერია ეწოდება.თირკმლის კარში შედის თირკმლის არტერია და გამოდის
თირკმლის ვენა და შარდსაწვეთი.ისინი მდებარეობს წელის მიდამოებში
ხერხემლის ორივე მხარეს.მარჯვენა თირკმელი 2-3 სმ-ით დაბლა დევს, ვიდრე
მარცხენა თირკმელი.თირკმელი შედგება:ქერქოვანი და შიგნითა ტვინოვანი
ნივთიერებებისაგან.ქერქოვან ნივთიერებას წაბლისფერი აქვს,ხოლო ტვინოვანს
თეთრი.ქერქოვანი ნივთიერება სვეტების სახით ღრმად იჭრება ტვინოვან
ნივთიერებაში და ყოფს მას 15-20 თირკმლის პირამიდად,რომელთა მწვერვალები
მიმართულია თირკმლის შიგნით.ყოველი 2-3 პირამიდა მწვერვალებით
უკვაშირდება ერთმანეთს და ქმნის დვრილს,რომელიც თირკმლის კარისკენაა
მიმართული.ყოველ თირკმელში გვაქვს 7-8 დვრილი.დვრილებს ირგვლივ ეკვრის
მცირე ფიალები,რომლებიც შარდის გამომტანი გზის დასაწყისია.ფიალებს ძაბრის
ფორმა აქვს და ერთმანეთთან შეერთებით ქმნის 2-3 დიდ თირკმლის ფიალას.ამ
დიდი ფიალების შეერთებით იქმნება თირკმლის მენჯი.

თირკმლების მუშაობაზე-გავლენას ახდენს ვაზოპრესინი,რომელსაც ჰიპოფიზის


უკანა წილი გამოყოფს.ზოგჯერ ვაზოპრესინის მოქმედება იმდენად ძლიერია,რომ
შარდის წარმოქმნის სრულ შეწყვეტას იწვევს,მაშინ ადგილი აქვს სრულ
ანორიას.ჰიპოფიზის მეორე ჰორმონი ანტიდიურეზული ჰორმონი ხელს უწყობს
წყლის შეწოვას.

239
თირკმლის ძირითადი სტრუქტურული ერთეულია ნეფრონი.რომელიც
თირკმლის სხეულაკისა და საშარდე მილაკისაგან შედგება.ნეფრონი მდებარეობს
ქერქოვან ნივთიერებაში და შარდის წარმოქმნას ემსახურება.თრკმლის არტერია
რომელიც მრავალ ტოტად იყოფა თირკმლის ქერქოვან შრეში ქმნის
მრავალრიცხოვან არტერიული კაპილარებისაგან შემდგარ გორგალს.ყოველი
ასეთი გორგალი საშარდე მილაკის დასაწყისია.კაფსულა გორგალთან ერთად
თირკმლის სხეულს ქმნის,რომელიც გამოყოფს პირველად შარდს.

ნეფრონი- რამდენიმე ნაწილისაგან შედგება.ქერქოვან შრეში მდებარეობს


შუმლიანსკის კაფსულა.ეს კაფსულა წარმოადგენს ფიალას.კაფსულიდან გამოდის
მილაკი,რომელიც იკლაკნება და შემდგომ ტვინოვან შრეში ეშვება.მილაკის ამ
ნაწილს ეწოდება პირველი რიგის კლაკნილი მილაკი.ტვინოვან შრეში მილაკი
სწორდება და ქმნის ჰენრეს მარყუჟს,ხოლო შემდეგ ტვინოვანი შრიდან კვლავ
ქერქოვან შრეს უბრუნდება.ქერქოვან შრეში მილაკი კვლავ იკლაკნება და მეორე
რიგის კლაკნილ მილაკს ქმნის,რომელიც შემდეგ შედის გამომტან
სადინარებში.გამომტანი სადინარები დვრილის მწვერვალს უერთდება,რომელიც
თირკმლის მენჯში იხსნება.

240
241
17.3.შარდის წარმოქმნის მექანიზმი
ფიზიოლოგთა უმრავლესობა იზიარებს იმ თვალსაზრის,რომ შარდის წარმოქმნა
2 ფაზად მიმდინარე პროცესია:

I ფილტრაციული ფაზა-იგი კაფსულაში მიმდინარეობს და პირველადი შარდის


წარმოქმნაში მდგომარეობს.პირველადი შარდი კაფსულის ღრუში
იფილტრება.ფილტრაცია შესაძლებელი,რომ იყოს საჭიროა წნევის მნიშვნელოვანი
სხვაობა სისხლძარღვებსა და კაფსულაში.მაღალი წნევა სისხლძარღვებში და
კაფსულის განსაკუთრებული აღნაგობა ადასტურებს,რომ პირველადი შარდი
სისხლიდან იფილტრება,რადგან ფორმიან ელემენტებსა და ცილას არ შეუძლია
სისხლძარღვთა კედლებში გავლა.ამიტომ პირველადი შარდი უნდა
წარმოადგენდეს სისხლის პლაზმას ცილების გარეშე.დადგენილია რომ
პირველადი შარდი იმავე ნივთიერებებს შეიცავს რასაც პლაზმა.

საბოლოო შარდი-თავისი შედგენილობით მკვეთრად განირჩევა პირველადი


შარდისაგან.მასში არ არის შაქარი,ამინომჟავები,ზოგიერთი
მარილი,მომატებულია შარდოვანას კონცენტრაცია.ამ ცვლილებებს შარდი
წარმოქმნის მეორე ფაზაში,როცა ხდება წყლისა და პირველადი შარდის
ზოგიერთი შემადგენელი ნაწილის კლაკნილი მილაკებიდან სისხლში უკანვე
შეწოვა.პირველი და მეორე რიგის კლაკნილ მილაკებში უჯრედები აქტიურად
უკანვე შეიწოვს წყალს,შაქარს ამინომჟავებს და ზოგიერთ მარილს.საბოლოო
შარდი მენჯიდან შარდსაწვეთით ჩადის შარდის ბუშტში და ორგანიზმიდან
შემდეგ გარეთ გამოიყოფა.

242
17.4.შარდსაწვეთი
შარდსაწვეთი- თირკმლიდან შარდის გამომტან სადინარებს ეწოდებათ.იგი
წყვილი ლულისებრი ორგანოა და მისი სიგრძე 30-35სმ-ია

შარდის ბუშტი
შარდის ბუშტი-ღრუ ორგანოა,რომელშიც გროვდება შარდი ორგანიზმიდან
გამოყოფის წინ.ცარიელი შარდის ბუშტი ბრტყელია.თუ ზომიერადაა
ავსებული,მაშინ მრგვალია.საშუალოდ იგი იტევს 500-700მლ.ლ შარდს,ხოლო
გავსებული 1ლ-მდე.

შარდსადენი
შარდსადენი-ლულისებრი ორგანოა,რომლის დანიშნულებაა შარდის ბუშტიდან
შარდის გამოტანა.

243
17.5.ჰომეოსტაზი
მეტაბოლიზმის შედეგად ყველაზე დიდი რაოდენობით წარმოიქმნება
ნახშიროჟანგი და იგი სასუნთქი გზით გამოიყოფა.

თირკმლები გამოყოფს-ცილებისა და ნუკლეინის მჟავებს,დაშლის პროცესში


წარმოქმნილ ამიაკს,რომელიც ღვიძლში შარდოვანად გარდაიქმნება,შარდის
მჟავას,ფოსფორმჟავას მარილებსა და ჭარბ სუფრის მარილს ხერხემლიანებში
დიდი რაოდენობით თირკმლები გამოყოფს,ნაწილს კი კანი და საოფლე
ჯირკვლები.

ჰომეოსტაზი-გარემოს შინაგანი მუდმივობის შენარჩუნებაა.ცხოველებს


შეუძლიათ შეინარჩუნონ წყლის გარკვეული ტემპერატურა.წყლის ბალანსი.

შინაგანი გარემო იცვლება,მაგრამ ნორმის ვიწრო ფარგლებში ორგანიზმის


შინაგანი გარემოს სტაბილურობა ნერვული და ჰუმორული ორგანოთა სისტემის
მეშვეობით ხორციელდება.

ფიზიკური მუშაობის დროს-დიდი რაოდენობით ნახშირწყლებს მოიხმარს


კუნთები.ამის გამო სისხლში ეცემა გლუკოზის რაოდენობა.ამის საპასუხოდ
თირკმელზედა ჯირკვალი ჩვეულებრივზე მეტად ადრენალინს გამოყოფს,რაც
უზრუნველყოფს ღვიძლში დაგროვილი მარაგის სისხლში გადასვლას.

დიდი რაოდენობით ტკბილეულის მიღებისას იზრდება სისხლში გლუკოზის


რაოდენობა,გლუკოზის მომატება განსაკუთრებით უარყოფითად მოქმედებს
ტვინის უჯრედებზე,ეს რომ არ მოხდეს კუჭქვეშა ჯირკვალი მეტ ინსულინს
გამოყოფს,რაც ჭარბ გლუკოზას გარდაქმნის გლიკოგენად.გლიკოგენი კი ღვიძლსა
და კუნთებში გროვდება მარაგის სახით.საჭიროების შემთხვევაში იგი კვლავ
გლუკოზად გარდაიქმნება და სისხლში გადავა.

როდესაც ფიზიკურად დაძაბული ვართ,იზრდება ჟანგბადის


მოთხოვნილება.ნერვული სისტემის გავლენით ძლიერდება გულის ცემის
რიტმი.სუნთქვა ხშირდება.ჟანგბადის შეთვისება 18-ჯერ იზრდება.ასევე ამას
ემსახურება ელენთის რეფლექსური შეკუმშვების გაძლიერება და მასში
არსებული ერითროციტების მარაგის სისხლში გადატყორცნა.სისხლში 25%-ით
მოიმატებს მათი რაოდენობა და შესაბამისად გაიზრდება ჟანგბადის შეთვისება.

ერითროციტების რაოდენობა-მაშინაც იზრდება,როდესაც ადამიანი მაღალმთიან


ადგილზე იმყოფება.ატმოსფეროში შემცირებულია ჟანგბადის
რაოდენობა,სისხლშიც მცირე რაოდენობა გადადის.

244
ჰომეოსტაზის დარღვევასთანაა დაკავშირებული:შიში,გაბრაზება სიხარული და
სხვა.

245

You might also like