You are on page 1of 18

ნაღვლის ბუშტი, დაავადებები და კვებითი რეკომენდაციები

ღვიძლიდან ნაღველი გამოედინება ღვიძლის მარჯვენა და მარცხენა სადინარებით, რომლების


შეერთებით იქმნება ღვიძლის საერთო სადინარი. ეს უკანასკნელი უერთდება ნაღვლის ბუშტიდან
გამომავალ სადინარს – ნაღვლის ბუშტის სადინარს. ამ შეერთების შედეგად იქმნება ნაღვლის
საერთო სადინარი. პანკრეასის სადინარი უერთდება ნაღვლის საერთო სადინარს ამ უკანასკნელის
თორმეტგოჯა ნაწლავთან მიერთების ადგილზე, ოდის სფიქტერთან ახლოს.
ნაღველი ღვიძლში გამომუშავდება. ის პიგმენტური ხსნარია, რომლის ელექტროლიტური
შემადგენლობა სისხლის პლაზმის მსგავსია. ნაღვლის ბუშტში აკუმულირებული ნაღველი
განსხვავდება ღვიძლში გამომუშავებული. ნაღველი კონცენტრირდება პირველად შემადგენლობასთან
შედარებით, ნაღვლის ბუშტში ნაღველი გაცილებით სქელი, ბლანტი და კონცენტრირებულია, რადგან
ბუშტის კედელს წყლის გაწოვის უნარი აქვს და ამის გამო ნაღველში უფრო მეტი რაოდენობით არის
ნაღვლის მჟავები თუ სხვა აუცილებელი ფერმენტები .დღის განმავლობაში, ღვიძლი წარმოქმნის 1
ლიტრამდე ნაღველს. ნაღველი შედგება: წყალი (82%), ნაღვლის მჟავები (12%) ცხიმოვანი მჟავები,
ქოლესტერინი და არაორგანული ნივთიერებებისგან.. ნაღვლის მჟავები აუცილებელია
ნაწლავებიდან ცხიმების, წყლისა და ელექტროლიტების ნორმალური შეწოვისათვის წვრილ და
მსხვილ ნაწლავებში. საკვების მიღებებს შორის დროის ინტერვალში ნაღველი გროვდება ბუშტში,
ნაწლავებში მისი მხოლოდ მცირე რაოდენობა ჩაედინება. საკვების თორმეტგოჯაში მოხვედრა
დასაბამს აძლევს ჰორმონულ და ნერვულ სიგნალებს, რაც ნაღვლის ბუშტის შეკუმშვას, ნაღველი
გადადის თორმეტგოჯა ნაწლავში, საკვებს შეერევა. ნაღველს მნიშვნელოვანი ფუნქციები აკისრია:
ცხიმების მონელება და შეწოვისთვის ხელშეწყობა; ორგანიზმიდან ზოგიერთი ნარჩენი
პროდუქტის- ერითროციტების დაშლის შედეგად წარმოშობილი ჰემოგლობინის და
ქოლესტეროლის ჭარბი რაოდენობის გამოყოფა.

 ნაღვლის მჟავების მარილები ზრდის ქოლესტერინის, ცხიმების და ცხიმში ხსნადი


ვიტამინების ხსნადობას და ხელს უწყობს მათ შეწოვას;

 ნაღვლის მჟავების მარილები ასტიმულირებს მსხვილი ნაწლავის მიერ წყლის სეკრეციას,


რაც ხელს უწყობს ნაწლავის შიგთავსის გადაადგილებას;
 ბილირუბინი გამოიყოფა ნაღველში როგორც ერითროციტების დაშლის ნარჩენი პროდუქტი
და განავლის მომწვანო-მოყავისფრო შეფერილობას განაპირობებს;
 წამლები, სხვა ნარჩენი პროდუქტები გამოიყოფა ნაღველში და შემდეგ გამოიდევნება
ორგანიზმიდან;
 ნაღველში გამოიყოფა სხვადასხვა ცილა, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ
ნაღვლის შეწოვითი ფუნქციის განხორციელებაში;

ნაღვლის მჟავები – სტეროიდული მონოკარბონმჟავები, ქოლანის მჟავას წარმოებულნი.


ნაღვლის მჟავები წარმოიქმნება ადამიანისა და ცხოველების ღვიძლში და ნაღველთან ერთად
გამოიყოფა თორმეტგოჯა ნაწლავში. ნაღვლის მჟავები ააქტივებენ ლიპაზებს და განაპირობებენ
ცხიმის ემულგირებასა და შეწოვას. ნაწლავებში ნაღვლის მჟავების დიდი ნაწილი უკუშეიწოვება
და ღვიძლის კარის ვენის სისტემის გავლით ხვდება ღვიძლში. ნაღვლის მჟავების მარილები
ხელახლა შეიწოვება წვრილი ნაწლავის ბოლოში, გამოიყოფა ღვიძლიდან და ხელმეორედ
გადადის ნაღველში. ამ პროცესს ენეტეროჰეპატური ცირკულაცია ეწოდება. ნაღვლის მჟავების
მარილები სხეულში დღე-ღამეში 10-12-ჯერ ცირკულირებს. ამ პროცესში მარილების მხოლოდ
მცირე რაოდენობა აღწევს მსხვილ ნაწლავს, სადაც ბაქტერიების ზემოქმედებით სხვადასხვა
კომპონენტად იშლება. ამ უკანასკნელთაგან ზოგიერთი ისევ შეიწოვება, დანარჩენი კი განავალთან
ერთად გამოიყოფა.
ნაღვლის ბუშტის დაავადებები ნაღვლის ბუშტის ფუნქციის დარღვევა თანაბრად აისახება
როგორც საჭმლის მონელების პროცესზე, ისე მთელ ორგანიზმზე. ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე
გზების დაზიანებით მიმდინარე დაავადებებისას ირღვევა როგორც ნაღვლის წარმოქმნა, ისე მისი
გადინება, რაც ნაღვლის შეგუბებას და კენჭების წარმოქმნას იწვევს: ირღვევა დეტოქსიკაციის
პროცესი: ორგანიზმიდან დროულად არ იდევნება გადამუშავებული ნივთიერებანი: ტოქსინები,
წამლები და სხვა მავნე ნაერთები;

ნაღველი ღვიძლიდან ჯერ ნაღვლის ბუშტში გროვდება და კონცენტრირდება. საიდანაც


ნაღვლის საერთო სადინარით წვრილ ნაწლავში ჩაიღვრება. ნაღველი მუქი ყავისფერი სითხეა,
წვრილ ნაწლავში საჭმლის მონელებაში მონაწილეობს. შემცველობა ასეთია: წყალი,
ქოლესტეროლი, სხვა ლიპიდები, ნაღვლის მჟავას მარილები და პიგმენტი ბილირუბინი.
ქოლესტეროლი ორგანიზმში საკვების სახითაც ხვდება და ღვიძლშიც გამომუშავდება. მისგან
სინთეზირდება ზოგიერთი ჰორმონი, ასევე – D ვიტამინის წინამორბედი და ორგანიზმისთვის
სასარგებლო სხვა ნივთიერებანი. ბილირუბინი ერითროციტების დაშლის შედეგად წარმოიქმნება
და როგორც პიგმენტი, ნაღველს მოყავისფრო შეფერილობას ანიჭებს.
ნაღველკენჭოვანი დაავადება - ქოლელითიაზი ქალებს 20-დან 60 წლამდე ასაკში სამჯერ უფრო
ხშირად ემართებათ, ვიდრე მამაკაცებს. ესტროგენები ქოლესტეროლის დონეს ზრდის და ამით
ქოლესტერული კონკრემენტების წარმოქმნის ალბათობასაც ზრდის. მეტისმეტად ცხიმიანი
საკვებით გატაცება ან სრულიად უცხიმო დიეტა კენჭების გაჩენას უწყობს ხელს. უჯრედისით
მდიდარი საკვები სასურველია

თუ კონკრემენტი მშვიდად არის ნაღვლის ბუშტში ნაღველკენჭოვანი დაავადება უსიმპტომოდ


მიმდინარეობს, მაგრამ თუ კენჭები ან კენჭი დაიძრა იწვევს ნაღვლის კოლიკას ანუ ჭვალს.
ადამიანს აწუხებს ძლიერი შეტევითი ტკივილი, რომელიც ზოგჯერ მალე გავლის, ზოგჯერ კი
მთელი დღე გრძელდება. ტკივილის შეტევა რამდენიმე საათს გასტანს. ჭვალს ხშირად თან სდევს
გულისრევის შეგრძნება და პირღებინება. კენჭების გაჭედვა და მიგრაცია ნაღვლის ბუშტის
კედლის გაღიზიანებას იწვევს და ქოლეცისტიტს იწვევს. თუ ბუშტის სანათური ქვამ დაახშო
ძლიერი ტკივილი ერთბაშად აღმოცენდება, იმატებს სხეულის ტემპერატურა, ლეიკოციტების
მაჩვენებელი. აუცილებელია ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები. შესაძლოა, ოპერაციული
ჩარევაც კი გახდეს საჭირო. თუ კონკრემენტი სანაღვლე სადინარში გაიჭედა, ვითარდება
ქოლანგიტი. კიდევ ერთი გართულება, რომელსაც “მოსეირნე” ქვები იწვევს, პანკრეატიტია. ამ
დროს კენჭი გაცილებით შორს მიდის: ნაღვლის სადინარიდან აღწევს პანკრეასის სადინარში.
რეკომენდებულია: წინა დღის, კარგად გამომშრალი თეთრი პური; ბოსტნეულისა და ბურღულის
წვნიანი; საქონლის, ფრინველის მჭლე ხორცი და თევზი; მოხდილი რძის პროდუქტები;
ბოსტნეული, კენკრა.
იკრძალება: ახალი, თბილი პური, ქადა-ნაზუქი, ფუნთუშები;ხორცის, ქათმისა და სოკოს
წვნიანი; ცხიმიანი ხორცი, განსაკუთრებით – ღორისა და ცხვრისა;შაშხი, კონსერვები;ნაღები,
ცხიმიანი რძე; ბარდა, მჟაუნა, ბოლოკი, პრასი, ნიორი, მწნილი; შოკოლადი, კრემიანი ნამცხვარი,
ნალექიანი ყავა, კაკაო.
ქოლელითიაზი ეწოდება მყარი კონკრემენტების არსებობას ნაღვლის ბუშტში. სანაღვლე გზებში
არსებული ქვები ან კენჭები შემცველობის გამო ორი სახისაა: ქოლესტერული და პიგმენტური.
ქოლესტერული კენჭები თეთრი ან ღია ყვითელი შეფერილობისაა. მათი უმეტესი ნაწილი (80%)
ქოლესტეროლის შემცველია. პიგმენტური ქვები, მუქი ფერისაა, შეიცავს ბილირუბინს, კალციუმს.
კონკრემენტების ზომა ვარიაბელურია: უწვრილესი მრავლობითი კენჭიდან დაწყებული,
კვერცხისოდენა ქვებით დამთავრებული. ნაღვლის ბუშტში დაგროვილი ქოლესტერული კენჭები
სისხლში ქოლესტეროლის დონეზე გავლენას არ ახდენს. ანტიქოლესტერული მედიკამენტების
მიღებით ან დიეტით ნაღვლის ბუშტშიარსებულ კონკრემენტების გააქრობა შეუძლებელია.
ნაღველკენჭოვანი დაავადების განვითარების ხელშემწყოფი ფაქტორებია: ნივთიერებათა
ცვლის დარღვევის მემკვიდრეობითი ხასიათი, ჭარბი წონა, ნაღვლის ბუშტის დაცლის შეფერხება,
არასწორი კვება. ქოლესტერული ქვების წარმოქმნა ნაღველში ქოლესტეროლის მოჭარბებული
შემცველობით და ნაღვლის ბუშტში ნაღვლის შეგუბებით არის განპირობებული. როდესაც
ნაღველი ბუშტში ყოვნდება, მისი კომპონენტები (მათ შორის – ქოლესტეროლიც)
კონცენტრირდება, ილექება და წარმოქმნის კრისტალებს, ასეთი ცვლილებები (ქოლესტეროლის
მაღალი შემცველობა, ნაღვლის ბუშტის დაცლის შეფერხება) აღინიშნება ჭარბი წონის შემთხვევაში.
პიგმენტური ქვები ნაღველში ბილირუბინის სიჭარბის გამო წარმოიქმნება, რაც, განპირობებულია
სანაღვლე გზების ანთებით, ღვიძლის ციროზითა და თანდაყოლილი ანემიის ზოგიერთი ფორმით.
მწვავე ქოლეცისტიტი-მწვავე ქოლეცისტიტი ნაღვლის ბუშტის მწვავე ანთებაა, რომლის დროსაც
უეცრად ირღვევა ნაღვლის წვენის გადინება ნაღვლის სადინარის ბლოკირების ან ნაღვლის
ბუშტის კედელში პათოლოგიური დესტრუქციული ცვლილებების გამო. შემთხვევათა 85-95%-ში
მწვავე ქოლეცისტიტი შერწყმულია ნაღველკენჭოვან დაავადებასთან, ნაღვლის წვენშიზოგჯერ
ვლინდება ბაქტერიები (კოკები, ნაწლავის ჩხირი, სალმონელები). მწვავე ქოლეცისტიტის მთავარი
სიმპტომია ნაღვლის მწვავე ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშა არეში, მუცლის ზედა ნაწილში ან
ტკივილის გადაცემა ზურგში. პროვოცირებას იწვევს ალკოჰოლური სასმელები, ცხიმიანი და
ცხარე საკვები ან ძლიერი სტრესი. ზოგჯერ გულისრევის შეგრძნება და წამოღებინება (ნაღვლის
მინარევებით) საკვების მიღების შემდეგ. მატულობს ტემპერატურა, ვითარდება პირში
სიმხურვალის და წყურვილის შეგრძნება. თუ დაემატა პანკრეატიტის სიმპტომები, მაშინ ტკივილი
მარჯვენა ფერდქვეშა არეშიც გადადის. 2-4 დღის შემდეგ დიდდება ღვიძლი და მტკივნეულია.
სკლერა, კანი და ლორწოვანი გარსი ყვითლდება. ზოგჯერ ქოლეცისტიტის სიმპტომები ვლინდება
სხეულის გადაცივების, დიდი ხნით მჯდომარე მდგომარეობაში ყოფნის და სტრესის შემდეგ.
მსუბუქი ფორმის მწვავე ქოლეცისტიტი 5-10 დღე გრძელდება. მკურნალობის პარალელურად
ინიშნება დიეტა, პირველი 1-2 დღე ნებადართულია მხოლოდ წყლის და ტკბილი ჩაის დალევა.
შემდეგ რეკომენდებულია ორთქლზე დამზადებული ან მოხარშული საკვები, იკრძალება ცხიმიანი
და შემწვარ-მოხრაკული კერძები, ლორი, ძეხვეული, სუნელები, ალკოჰოლური და გაზიანი
სასმელები. მუცლის შებერილობის პროფილაქტიკისთვის იკრძალება ხილი, ახალი ბოსტნეული
და კაკალი.ნაღვლის ბუშტის დაცლა ფერხდება, როდესაც ადამიანი უცხიმო დიეტას იცავს ან
სრულიად არ მიირთმევს ცხიმიან კერძს, და ასევე როცა კვება იშვიათი (დღეში ერთხელ ან ორჯერ)
ქრონიკული ქოლეცისტიტი- ქრონიკული ქოლეცისტიტი ნაღვლის ბუშტში კენჭების არსებობის
ფონზე ვითარდება - კენჭების დიდხანს არსებობისას ნაღვლის ბუშტში ქრონიკული ანთებითი
პროცესი მიმდინარეობს. ზოგჯერ ქრონიკული ანთება კენჭების არსებობის გარეშეც წარმოიშობა
რაც არის არაკალკულოზურ (უკენჭო) ქრონიკულ ქოლეცისტიტზე. თავდაპირველად შეინიშნება
მსუბუქი დისკომფორტი მუცელში საკვების მიღების შემდეგ. ცხიმიანი, შემწვარ-მოხრაკული
კერძების, გაზიანი ან ალკოჰოლიანი სასმელების მიღების შემდეგ ტკივილი წარმოიშობა.
მოსალოდნელია გულისრევა და ღებინებაც. არ არის გამორიცხული დისკომფორტი მუცელში,
ზოგიერთი (ცხიმიანი და ცხარე) საკვების აუტანლობა. ქრონიკული ქოლეცისტიტის
მკურნალობის ძირითადი მეთოდი ქირურგიულია
ქრონიკული არაკალკულოზური (უკენჭო) ქოლეცისტიტის ჩამოყალიბებაში განსაკუთრებულ
როლს ასრულებს ადამიანის ცხოვრების წესი:-კვების რაციონში ცხოველური ცხიმის,
ნახშირწყლების სიჭარბე;
-ფიზიკური და ფსიქოემოციური გადაძაბვა;
-ჰიპოკინეზია-ხელს უშლის ნაღვლის ბუშტიდან და სანაღვლე გზებიდან ნაღვლის ევაკუაციას;
-თამბაქოს, სპირტიანი სასმელების სმა. ნიკოტინი და ალკოჰოლი ნაღვლის ბუშტის მოტორულ
ფუნქციას არღვევს, რასაც ნაღვლის შეგუბება მოჰყვება. ქოლეცისტიტსა და ქოლელითიაზს შორის
ზღვარის გავლება შეუძლებელია. ქრონიკული ქოლეცისტიტის გამწვავების თავიდან აცილების
მიზნით მიზანშეწონილია ცხოვრების აქტიური წესის დაცვა. მოძრაობის შეზღუდული რეჟიმის
დროს აუცილებელია თუნდაც ხანმოკლე ვარჯიში, ხოლო ბუშტის სპასტიკური შეკუმშვებისკენ
განწყობის ან ნაღვლკენჭოვანი დაავადების დროს მკვეთრ მოძრაობებს უნდა ვერიდოთ.
დიეტა რემისიის დროს მიზანშეწონილია საკვების მიღება ხშირად, დღეში 4-5-ჯერ, მცირე
ულუფებით მკაცრად განსაზღვრულ დროს. მშრალი საკვები, ნაჩქარევი წახემსება არღვევს
საჭმლის მონელების პროცესს. თორმეტგოჯა ნაწლავში კუჭიდან ჩასული საკვების ულუფები
არასათანადოდ არის გაჟღენთილი კუჭის წვენით, რომელიც ნაღვლის წვენის გამოყოფის ერთ-
ერთი მთავარი სტიმულატორია, ამიტომ ნაღველი არასაკმარისი რაოდენობით გამოიყოფა, რასაც
საკვების არასრულ ათვისებამდე მივყავართ. სასურველია საკვებში ოპტიმალური რაოდენობით
იყოს ცხოველური და მცენარეული ცილა. რაციონში უნდა ჩაირთოს კარტოფილი, კომბოსტო,
სტაფილო, ჭარხალი, კიტრი, პომიდორი, ყაბაყი, ბადრიჯანი, ტკბილი ხილი, კენკრა. უჯრედისი
ხელს უწყობს ორგანიზმიდან ქოლესტერინის გამოყოფას, ბოსტნეულის ნაღველმდენ ეფექტს
აძლიერებს მცენარეული ზეთი, რომელიც უმჯობესია მზა საჭმელს დაემატოს. დღიური რაციონი
მიზანშეწონილია შეიცავდეს 30-50 გ მცენარეულ ცხიმს. კალკულოზური ქოლესტიტის
შემთხვევაში მისი რაოდენობა 20-30 გრამამდე უნდა შემცირდეს. ცხიმიანი და მწარე საკვებით
ორგანიზმის გადატვირთვისას ნაღვლის მოხმარება იზრდება, რის გამოც ღვიძლის სეკრეტორული
აპარატი მუდმივად დაძაბულია. იქმნება ნაღვლის წარმოქმნისა და გამოყოფის მექანიზმის
დარღვევის საფრთხე. ცხოველური ცხიმებიდან ნებადართულია მხოლოდ კარაქი - დღეში 15-20
გრამი. რეკომენდებულია დღეში 50-70 გრ. შაქარი, 10 გრ. მარილი. კვერცხი სასურველია კვირაში
3-4-ჯერ, მაგრად მოხარშული ან უცხიმო ტაფამწვარის სახით, ხოლო გამწვავების პერიოდში და
ნაღველკენჭოვანი დაავადების დროს ნებადართულია მხოლოდ ორთქლზე მომზადებული ცილის
ომლეტი. პური თეთრი, გამომშრალი. რემისიის პერიოდში შეიძლება გამომშრალი შავი პური.
შეიძლება აგრეთვე ჯერ მოხარშული და შემდეგ ოდნავ შემწვარი ხორცი.

დიეტა გამწვავების პერიოდში- დაავადების გამწვავების პერიოდში დიეტა ითვალისწინებს


ცხიმისა და ცილის შეზღუდვას. რეკომენდებულია ჩაი, ბრინჯისა და მანანის ფაფა, თეთრი
ორცხობილა. 3-4 დღის შემდეგ შეიძლება დაემატოს მოხარშული ხილი (კომპოტი, ვაშლის პიურე),
გახეხილი ბოსტნეული, მაწონი, ბოსტნეულის წვნიანი, ცოტაოდენი რძიანი ჩაი. ამ დროს
მიზანშეწონილია ცივი საჭმელი, ნაყინი, ცივი სასმელები.
იკრძალება: შებოლილი ხორცი და თევზი, ცხიმიანი საქონლის ხორცი, ტვინი, თირკმელები,
ღვიძლი, ღორისა და ცხვრის, იხვის, ბატის ხორცი, ცხოველური ცხიმი, კონსერვები (ხორცისა,
თევზისა, ქათმისა, სოკოსი), ლობიო და სხვა პარკოსნები, სანელებლები, მჟაუნა, მწნილეული,
მხალეული, ხახვი, ნიორი, ტორტი, კრემიანი ღვეზელი, ნაზუქი, ბლინი, შოკოლადი, კაკაო.
ნაღველმდენი მცენარეული საშუალებები-ქრონიკული არაკალკულოზური ქოლეცისტიტის
გამწვავების პერიოდში ნაღველმდენი თვისების გამო სასარგებლოა ზეითუნის ან მზესუმზირას
ზეთი, უკვდავას, ცირცველის, ასკილის, სიმინდის ულვაშის ნაყენი.

ნაღვლის ბუშტის ყრუ გამორეცხვა-მოსახლეობაში პოპულარობით სარგებლობს. დისკომფორტის


შესამსუბუქებლად ბევრი თვითნებურად იტარებს ყრუ გამორეცხვას მინერალური წყლით ყრუ
ამორეცხვის დროს არსებობს საფრთხე, წვრილი კენჭები და შესქელებული ნალექი ნაღვლის
სადინარში გაიჭედოს. ამისთვის გამოიყენება მინერალური წყალი, რომლის ზემოქმედებითაც
ნაღველი თხელდება, ხდება ნაკლებად წებოვანი, რაც ხელს უწყობს ბუშტის მოტორული
ფუნქციის გაუმჯობესებას.

ღვიძლი
ღვიძლი ორგანიზმში მოცირკულირე მთელ სისხლს დღე-ღამეში 400-ჯერ წმენდს. ამ ორგანოში
წუთში 20 მილიონამდე ქიმიური რეაქცია მიმდინარეობს. ტოქსიკური ნივთიერებების
გაუვნებელყოფა, რომლებიც ღვიძლში სისხლის მეშვეობით ხვდება.
გავრცელებული დაავადებებია ცხიმოვანი ჰეპატოზი, ციროზი, სიმსივნე
ღვიძლის ციროზი არის დაავადება, რომლის დროსაც ზიანდება და იღუპება ღვიძლის უჯრედები,
მათ ადგილას კი ნაწიბუროვანი ქსოვილი წარმოიშობა, რის გამოც დაავადების უკანასკნელ
სტადიაში ღვიძლი შეჭმუხნული და გამკვრივებულია. "ციროზი" ყვითელს ნიშნავს - ზუსტად
ასეთ შეფერილობას იღებს ღვიძლი დაავადების უკანასკნელ სტადიაში. ამ დროს მას უკვე აღარ
შეუძლია თავის ფუნქციების შესრულება. სტატისტიკის თანახმად, ციროზის შემთხვევათა 50%-
ზე მეტს იწვევს ალკოჰოლის ხანგრძლივი და ჭარბი მიღება, 25%-ს - ვირუსული ჰეპატიტები,
ხოლო 25%-ს - სხვა დაავადებები. ციროზი შესაძლოა წლობით უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს,
თავს იჩენს ადვილად დაღლა, საერთო სისუსტე, უმადობა, წონის უმიზეზო კლება, აგრეთვე ყრუ
ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშ, სიყვითლე, დისპეფსიური მოვლენები - მეტეორიზმი, გულისრევის
შეგრძნება, პირის სიმწარე.
დროული მკურნალობა პროცესს აჩერებს. საჭიროა ალკოჰოლზე უარის თქმა. სპეციალური
საჭიროა ჯანსაღი კვება, რაციონიდან ნოყიერი, შემწვარ-მოხრაკული საკვების ამოიღება.
სასურველია ახალი ხილი, ბოსტნეული, ვიტამინებით მდიდარი საკვები. საჭიროა, შეიზღუდოს
მარილის მიღება. დაზიანებული ღვიძლი ვეღარ აუვნებლებს და ორგანიზმიდან ვეღარ გამოყოფს
წამალს, ამიტომ ექიმთან შეთანხმებით შეიზღუდოს ან საერთოდ უარი ითქვას მედიკამენტების
მიღებაზე (აუცილებელი წამლების გარდა).
ცხიმოვანი ჰეპატოზი, ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია - არის დაავადება, რომლის დროსაც
ღვიძლის უჯრედები გაცხიმოვნებას განიცდის. ცხიმოვანი ჰეპატოზის მკურნალობის საუკეთესო
გზაა ალკოჰოლზე უარის თქმა და სრულფასოვანი კვება. საჭიროა ცხოველური წარმოშობის
ცხიმების, შეზღუდვა. აუცილებლად საკვები, რომელიც მდიდარია ლიპოტროპული ფაქტორით.
ხაჭო, წიწიბურა, ჰერკულესი, ხორბალი. კარგია ხილი და ბოსტნეული. პრეპარატებიდან
რეკომენდებულია B12 ვიტამინი, ფოლიუმის მჟავა.
ჰეპატიტი ღვიძლის ანთებითი დაავადებების საერთო სახელწოდება. გამომწვევი მიზეზების
მიხედვით განარჩევენ პირველად ინფექციურ ჰეპატიტს (ჰეპატიტი ვირუსული) და მეორეულ
ჰეპატიტს, რომელიც ერთვის ზოგიერთ ინფექციურ დაავადებას (მაგ., ინფექციური
მონონუკლეოზი, ბრუცელოზი, მალარია). ჰეპატიტი შეიძლება გამოიწვიოს მიკრობის ტოქსინმა,
ამებიაზმა, ალკოჰოლმა, შხამიანმა სოკომ, დარიშხანმა, დიქლორეთანით ან სხვა ქიმიური
ნივთიერებით მოწამვლამ, ზოგიერთმა წამალმა და სხვა. ჰეპატიტის ერთ-ერთ ყველაზე ხშირ
მიზეზს A, B და C ჰეპატიტის ვირუსები წარმოადგენს. A, B და C ჰეპატიტი წარმოადგენს
დაავადებებს, რომელთაც 3 სხვადასხვა ვირუსი იწვევს. გამომწვევი ვირუსები სხვადასხვაგვარად
გადაეცემა და მიმდინარეობაც ერთმანეთისგან განსხვავდება. A ჰეპატიტი მხოლოდ მწვავედ
მიმდინარებს და არ იწვევს ქრონიკულ ინფექციას, ანუ ვირუსის ორგანიზმში მუდმივად
“დარჩენას“ განკურნებით მთავრდება. B და C ჰეპატიტის ვირუსებს კი შეუძლიათ გამოიწვიონ
ქრონიკული ინფექცია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის ქრონიკული დაავადება. ეს ხშირად
C ჰეპატიტის დროს ხდება, ანუ C ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირების შემთხვევაში ბევრად
მაღალია ღვიძლის ქრონიკული დაავადების რისკი, ვიდრე B ჰეპატიტის ვირუსით.
A ჰეპატიტის ვირუსი
A ჰეპატიტის (HAV- Hepatitis A Virus) გამომწვევი მიეკუთვნება პიკორნავირუსების ოჯახის
ენტეროვირუსების ვირუსს აქვს ერთჯაჭვიანი რნმ-ი და ცილოვანი ბუნების ერთი ვირუს
სპეციფიკური ანტიგენი. A ჰეპატიტის ვირუსი, ისევე როგორც სხვა ენტეროვირუსები, საკვებთან
ერთად ხვდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, სადაც რეპლიცირდება წვრილი ნაწლავის ლორწოვანი
გარსის და რეგიონული ლიმფური კვანძების ეპითელურ უჯრედებში. ამის შემდეგ გამომწვევი
აგენტი იჭრება სისხლში. სხვა ენტეროვირუსებისაგან განსხვავებით, A ჰეპატიტის ვირუსის
დამაზიანებელი მოქმედების ძირითადი სამიზნეა ღვიძლის უჯრედები, ჰეპატოციტების
დაზიანებას თან ახლავს სიყვითლის განვითარება. ინფექციის წყაროა ავადმყოფი ადამიანი, ასევე
ინფექციის უსიმპტომო ფორმებით შეპყრობილი პირები. უფრო ხშირად ავადდებიან ბავშვები.
ინფექციის გადატანის შემდეგ ყალიბდება ჰუმორული იმუნიტეტი მთელი სიცოცხლის მანძილზე.
C ჰეპატიტის C ჰეპატიტის გამომწვევი ვირუსის მნიშვნელოვანი თავისებურებაა მისი გენეტიკური
არაერთგვაროვნება. HCV -ს შესწევს უნარი, ხელიდან დაუსხლტეს იმუნურ ზედამხედველობას.
მისი ანტიგენური სტრუქტურა წუთის განმავლობაში მრავალჯერად იცვლება, მიმდინარეობს
“დროში შეჯიბრება” ახალი ანტიგენური შტამების წარმოქმნასა და გამანეიტრალებელი
ანტისხეულების გამომუშავებას შორის. ამ შეჯიბრებაში ვირუსი იმარჯვებს, რაც განაპირობებს
HCV -ს მრავალწლიანი ინფექციის ფორმირებას. ქრონიკული C ჰეპატიტის მკურნალობა
მიმდინარეობს თანამედროვე და აპრობირებული ანტივირუსული მედიკამენტებით.
მწვავე C ჰეპატიტი ვირუსის ორგანიზმში შეჭრიდან 6 თვის ფარგლებში ვითარდება. დაავადებას
აქვს სიმპტომური და უსიმპტომო ფორმები. სიმპტომური C ჰეპატიტის 50% გამოჯანმრთელებით
მთავრდება. უსიმპტომო მწვავე C ჰეპატიტის შემთხვევაში გამოჯანმრთელების ალბათობა
გაცილებით ნაკლებია. მწვავე C ჰეპატიტის სიმპტომური ფორმის დროს ადამიანს აღენიშნება
სხვადასხვა ინტენსივობის სიყვითლე. უჩივიან ადვილად დაღლას, სისუსტეს,
შრომისუნარიანობის დაქვეითებას, წონის კლებას.
C ჰეპატიტი სწრაფად პროგრესირებს იმუნოკომპრომეტირებულ (აივ ინფექცია`შიდსის მქონე)
პირებში. პროგრესირების ტემპი ასევე დამოკიდებულია ინფიცირების გზაზე. მაგალითად,
დაავადების სწრაფი პროგრესირება აღინიშნება დასნებოვნებული სისხლის გადასხმის შედეგად
ინფიცირების შემთხვევაში. C ჰეპატიტის სამკურნალოდ გამოსაყენებელ პრეპარატებს მრავალი
გვერდითი ეფექტები ახასიათებს. მწვავე ქრონიკულროი C ჰეპატიტის დროს რაიმე სპეციფიკური
დიეტოთერაპია საჭირო არ არის. საკმარისია ალკოჰოლის გამორიცხვა, სასურველია ჭარბი წონის
კორექცია ციროზით გართულების შემთხვევაში კი დიეტის დაცვა აუცილებელია.
(დიეტა N5) ქოლეცისტიტი, ჰეპატიტი, ციროზი, მწვავე ვირუსული ჰეპატიტი A

ღვიძლისა და სანაღვლე გზების ქრონიკული დაავადებების, მწვავე ვირუსული A ჰეპატიტის


გამოჯანმრთელების ფაზაში ავადმყოფი უნდა იკვებებოდეს ნორმალური კალორიულობის, მაგრამ
შეზღუდული ცხიმიანობის საკვებით. იზღუდება ქოლესტერინის შემცველი პროდუქტები
(ღვიძლი, თირკმელები, ტვინი), იკრძალება ცხოველური ცხიმი, ხილი და ბოსტნეული
(აკრძალულთა გარდა) კი ავადმყოფმა დიდი რაოდენობით უნდა მიირთვას. აკრძალულია:
შემწვარი ხორცი და ბოსტნეული, კონსერვები და შაშხი, სუნელები, პარკოსნები, ისპანახი, მჟაუნა,
თალგამი, ბოლოკი, ბულიონი, კვერცხის გული, მჟავე და ცხარე ხილი და ბოსტნეული, გაზიანი და
ცივი სასმელები, ალკოჰოლი, ლუდი. ნებადართულია: დაღერღილი ხორბლის პური, უცხიმო
ფქვილის ნაწარმი, ორცხობილა, ბოსტნეულის წვნიანი, რძეზე მომზადებული ბურღული მჭლე
ხორცი და თევზი, კვერცხის ცილის ომლეტი, რძე, ნაკლებცხიმიანი რძემჟავა პროდუქტები,
კარტოფილი, სტაფილო, ჭარხალი, ცოცხალი ტკბილი ხილი, ბურღულეული და მაკარონი,
მცენარეული ზეთი, განზავებული ბოსტნეულისა და ხილის წვენი, ბაცი ჩაი და რძიანი ყავა.
სანიმუშო მენიუ: საუზმე - ორთქლზე მომზადებული ხორცის კატლეტი, რძეზე მომზადებული
მანანის ფაფა, ჩაი სამხარი - ცოცხალი ხილი, ჩაი სადილი - ბოსტნეულის წვნიანი მაკარონით,
ხორცის რულეტი, კომპოტი ასკილის ნახარში, ტკბილი ორცხობილა ვახშამი - ჭარხლის კატლეტი,
მშრალი ნამცხვარი ვაშლის მურაბით, ჩაი.

მეტეორიზმი საკვების მონელების დარღვევის გამო, ნაწლავებში აირების დაგროვებაა, ზოგჯერ


ჯანმრთელ ადამიანებსაც აწუხებთ, თუმცა უმეტესად საჭმლის მომნელებელი სისტემის
სერიოზული დაავადების სიმპტომს წარმოადგენს. მუცლის შებერვა, აირების დაგროვება ერთი
შეხედვით არასერიოზული თემაა, მაგრამ არცთუ იშვიათად სერიოზული პრობლემების მიზეზად
იქცევა. კვების დროს გადაყლაპული აირები ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმიდან, ბოყინის
სახით, თავისით გამოიყოფა, რაც საკვების მიღების შემდეგ ნორმად ითვლება, მაგრამ აირების
ჭარბი გადაყლაპვა, ანუ აეროფაგია ხშირ ბოყინს იწვევს. სწრაფი კვება, სითხის სწრაფად და დიდი
ყლუპებით მიღება, ჭამის დროს საუბარი, საღეჭი რეზინის ღეჭვა, თამბაქოს წევა აეროფაგიას
უწყობს ხელს.
საკვების არასრული მონელების შედეგად ნაწლავებში წარმოქმნილი აირები მუცლის არეში
დისკომფორტს იწვევს, აირების ჭარბად წარმოქმნის მიზეზი შეიძლება იყოს საჭმლის
მომნელებელი ფერმენტების ნაკლებობა , ამ დროს ნაწლავებში არასრულად მონელებული საკვები
ხვდება და დუღილსა და ლპობას იწყებს; დისბაქტერიოზი ანუ დისბალანსი ნაწლავებში
მობინადრე მიკროორგანიზმებს შორის, ხელს უწყობს ბაქტერიების მიერ აირთა შთანთქმის
შეფერხებას, იწვევს მუცლის შებერილობას, ზოგჯერ თან ახლავს ნაწლავებიდან აირების
ინტენსიური და ხმაურიანი გამოყოფა, უჯრედისით, სახამებლითა და პექტინით მდიდარი
საკვების მიღება, ( პარკოსნები, ბროკოლი, კომბოსტო, ხილი, (ხორბალი, სიმინდი კარტოფილი
)ასევე უწყობს ხელს მეტეორიზმის განვითარებას.აირები ადამიანის ორგანიზმში რამდენიმე გზით
ხვდება, უმთავრესად – აირების გადაყლაპვისას, საკვების არასრული მონელების შედეგად
ნაწლავებში მათი წარმოქმნისას, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ობსტრუქციის შედეგად აირთა
აბსორბციის დარღვევისას და ატმოსფერული წნევის ცვლილების ფონზე აირების ნაწლავში
გადანაცვლებისას. აირების ჭარბ დაგროვებას ახლავსბოყინი, გულისრევა, ყაბზობა ან ფაღარათი,
არასასიამოვნო გემო პირში, მადის დაქვეითება. ზოგს აწუხებს მუცლის შებერვა, მისი ზომის
მკვეთრი მატება, რაც ნაწლავების შებერვის შედეგია. მიუხედავად ჭარბი დაგროვებისა, აირების
გამოყოფა არ ხდება, ვინაიდან ვითარდება მსხვილი ნაწლავის სპაზმი. რიგ შემთხვევაში აირებით
გადავსების გამო ნაწლავის კედლის გაწელვის შედეგად ვითარდება ძლიერი ტკივილი, რომელიც
მხოლოდ აირების გამოყოფის შემდეგ მცირდება. მუცლის შებერილობის კიდევ ერთი მიზეზია
დისპეფსია, რომელიც შეიძლება შფოთვით და დეპრესიითაც იყოს გამოწვეული.
მეტეორიზმის მკურნალობაში მნიშვნელოვანი კომპონენტია სწორი კვება, რაციონიდან
გამოირიცხება აირთა წარმოქმნის ხელშემწყობი საკვები - ცომეული, ტკბილეული, რძე, ახალი
ხილი და ბოსტნეული, პარკოსნები - ბარდა, ლობიო. რძის ნაცვლად უმჯობესია მიირთვათ
რძემჟავა პროდუქტები. მეტეორიზმის სამკურნალოდ ძირითადად ფერმენტები და სიმეტიკონის
შემცველი მედიკამენტები გამოიყენება, (სიმეტიკონი – ჰიდროფობული პოლიმერული
ნივთიერებაა დაბალი ზედაპირული დაჭიმულობით, რომელიც ამცირებს აირების წარმოქმნას
ნაწლავში და ფარავს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის კედელს დამცავი აპკით.
მეტეორიზმის მიზეზებიდან აღსანიშნავია კვების თავისებურებები, საჭმლის მონელების
პროცესების დარღვევა, ნაწლავში მექანიკური დაბრკოლების არსებობა, ნაწლავთა მოტორული
აქტივობის დაქვეითება, სისხლის მიმოქცევის დარღვევა, ფსიქიკური ფაქტორების ზემოქმედება.
კვების თავისებურებებთან დაკავშირებული მეტეორიზმს ალიმენტურ მეტეორიზმს უწოდებენ.
აღმოცენდება მაშინ, როდესაც ადამიანი უჯრედისით, ცელულოზით, პექტინით, სახამებლით
მდიდარ საკვებს იღებს. ასეთია, მაგალითად, პარკოსნები კომბოსტო, კარტოფილი, შავი პური.
ასეთი საკვების მონელებას თან სდევს ნაწლავში დიდი რაოდენობით აირების გამოყოფა. მსხვილ
ნაწლავში მილიარდამდე ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო ბაქტერია ბინადრობს. მათი ნაწილი
ხელს უწყობს ნაწლავის ნორმალურ ფუნქციობას, თუმცა მაინც ხდება ისე, რომ საჭმლის
მონელებისას აირები ჭარბად წარმოიქმნება. მაგალითად, კომბოსტო შეიცავს კარბონჰიდრატს –
რაფინოზას, რომლის ფერმენტული მონელების შედეგად ჭარბად წარმოიქმნება აირები.
ალიმენტურ მეტეორიზმს იწვევს გაზიანი სასმელების მიღებაც. წამყვანი ფაქტორი სასმელში
არსებული აირია და არა თვით სასმლის შემადგენლობა. სწორედ ამიტომ სასურველია
სამკურნალო მინერალური წყალი მხოლოდ უგაზოდ. წინააღმდეგ შემთხვევაში გაზი, რომელიც
ჭიქაში შუშხუნებს, კუჭში განაგრძობს გამოყოფას. ალიმენტური მეტეორიზმის განვითარებას
ხელს უწყობს ის პროდუქტებიც, რომლებიც დუღილს იწვევს - ცხვრის ხორცი, ქიშმიში, ბურახი,
ლუდი. უკანასკნელ ორ სასმელში დუღილის პროცესი თავისთავად მიმდინარეობს. მნიშვნელობა
აქვს ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებსაც - ნაწლავური მიკროფლორის ხასიათს,
ნაწლავის შეწოვის უნარს, კუჭიდან საკვების ევაკუაციის სისწრაფეს.
საჭმლის მონელების პროცესების დარღვევა ხშირია საჭმლის მომნელებელი ტრაქტის
დაავადებების: გასტრიტის, დუოდენიტის, პანკრეატიტის, ნაღველკენჭოვანი დაავადების,
ჰეპატიტის, ასევე - შეწოვის დარღვევის, დისბაქტერიოზის, განსაზღვრულ ფერმენტთა
უკმარისობის დროს. მეტეორიზმი მსგავსი მექანიზმით ვითარდება: აღარ ხდება საკვების სრული
დაშლა, ნაწლავში გროვდება მონელების შუალედური პროდუქტები, რომელთა გარდაქმნას
ნაწლავური მიკროფლორის ზემოქმედებით თან სდევს ლპობისა და დუღილის პროცესები, ხოლო
შედეგად - აირების წარმოქმნა, მიზეზი ფერმენტების უკმარისობა ან ნაწლავის მიკროფლორის
პათოლოგიური ცვლილებაა.
მეტეორიზმის ერთ-ერთი მიზეზი ლაქტაზის დეფიციტია. ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმში
ლაქტაზა რძის შაქარს გლუკოზად და გალაქტოზად შლის, რომლებიც წვრილ ნაწლავში
შეიწოვება. ლაქტაზის დეფიციტის შემთხვევაში ლაქტოზა უცვლელი სახით აღწევს მსხვილ
ნაწლავს, სადაც მის მონელებას ნაწლავის მიკროორგანიზმები იწყებენ, ამას კი დიდი ოდენობით
აირების წარმოქმნა სდევს თან. ლაქტაზის დეფიციტის სადიაგნოზო ერთ-ერთი ტესტი -
ამოსუნთქულ ჰაერში წყალბადის მომატებული შემცველობის დადგენა. ლაქტაზას ოსმოსური
თვისებებიც აქვს ანუ მას წყლის შეკავების უნარი შესწევს. ამის გამო მსხვილ ნაწლავში ლაქტაზის
კონცენტრაციის მატებას თან სდევს წყლის სეკრეციის გაძლიერება და შედეგად ფაღარათი
მჟავესუნიანი, თხევადი, ქაფიანი განავლით. ეს სიმპტომები რძისა და ლაქტოზის შემცველი რძის
პროდუქტების მიღებისას აღმოცენდება. რძემჟავა პროდუქტები რძის შაქარს უფრო ნაკლები
რაოდენობით შეიცავს და ლაქტაზის ზომიერი დეფიციტისას მათი გამოყენება ადამიანს
ყოველგვარი დისკომფორტის გარეშე შეუძლია, ხაჭოსა და ყველში კი ლაქტაზა საერთოდ არ არის.
ლაქტაზის დეფიციტი შეიძლება იყოს როგორც პირველადი ანუ გენეტიკური, ისე მეორეული -
ნაწლავის დაავადებების ან ორგანიზმის კონსტიტუციური თავისებურებების შედეგი. ფერმენტის
დეფიციტი მოგვიანებით, ხშირად ხანდაზმულ ასაკში იჩენს თავს. ნაწლავების ლორწოვანი გარსის
დაზიანების ან ნაწლავებში ბაქტერიების ჭარბი გამრავლების შედეგი, და ადამიანს, რომელიც
მანამდე კარგად იტანდა რძესა და რძის ნაწარმს, მათი მიღებისას შეიძლება მუცლის შებერილობა,
ტკივილი და დიარეა განვითარდეს.
დინამიკური მეტეორიზმი- ნაწლავის მოტორიკის დარღვევა და ამ დროს აღმოცენებული
აირების დაგროვება შეიძლება აღმოცენდეს ოპერაციის შემდგომ პერიოდში ნაწლავების პარეზის
გამო, ინტოქსიკაციის, პერიტონიტის ფონზე. ნაწლავის ანომალიის შემთხვევაში ნაწლავის
განსაზღვრული სეგმენტი ჩიხს ქმნის აირებისთვის, მოტორიკის დარღვევისას განსაზღვრულ
მონაკვეთებში დაგროვილი აირები ტკივილის იწვევს.
სტრესული ფაქტორების ზემოქმედება. ემოციური გადაძაბვა, ნერვული აშლილობა და შედეგად
ნერვული სისტემის ზედმეტი აგზნება იწვევს ნაწლავის გლუვი კუნთების სპაზმს, რაც აფერხებს
მის მოტორულ აქტივობას, ამის შედეგად კი ნაწლავის სანათურში დაგროვილი აირები იწვევენ
ნაწლავის კედლის ზედმეტ გაჭიმვასა და ტკივილს.
ჩვეულებრივ, საჭმლის მომნელებელ ტრაქტში დაგროვილი აირები ადამიანს პრობლემას არ
უქმნის, რადგან ნაწილობრივ ნაწლავში შეიწოვება, ხოლო ნაწილობრივ საყლაპავით (ბოყინისას) ან
სწორი ნაწლავით გამოიყოფა გარეთ. ნაწლავური აირები შეიცავს აზოტს, ჟანგბადს,
ნახშირორჟანგს, წყალბადს, მეთანს, გოგირდწყალბადს, არომატულ ნაერთებს - ინდოლს,
სკატოლს, მერკაპტანს. რომლებიც იწვევენ არასასიამოვნო სუნს. ეს კომპონენტები მსხვილ
ნაწლავში არსებულ მოუნელებელ ორგანულ ნივთიერებებზე (მცენარეული ბოჭკო, ცელულოზა,
პექტინი, ჰემიცელულოზა, ლიგნინი) ნაწლავური მიკროფლორის ზემოქმედების შედეგია.

როდესაც მეტეორიზმი განსაზღვრულ დაავადებასთან არის დაკავშირებული შესაბამისი დიეტა


აუცილებელია. კვებითი რეკომენდაციები ინდივიდუალურია, თუ რომელიმე საკვები იწვევს
მეტეორიზმს ასეთი პროდუქტების მიღება არ არის რეკომენდებული.ლაქტაზის დეფიციტის დროს
უნდა გამოირიცხოს რძე და რძის შაქრის შემცველი სხვა პროდუქტები. ჯანმრთელი ადამიანი
უნდა ერიდოს მეტეორიზმის ხელშემწყობ პროდუქტებს: უხეში უჯრედისით მდიდარ საკვებს
(კომბოსტოს, ისპანახს, ყურძენს, ქიშმიშს), პარკოსნებს, ჭვავის (შავ) პურს, ასევე ბურახს, ლუდს,
გაზიან სასმელებს, მაჭარს. რეკომენდებულია რძემჟავა პროდუქტები, წიწიბურა, ხორბალი,
თერმულად დამუშავებული ხილი და ბოსტნეული, ხორცი - მხოლოდ მოხარშული. დაუშვებელია
ჩქარა ჭამა, ჭამის დროს ლაპარაკი, გაზიანი სასმელების მიღება. აირების ჭარბი დაგროვების
შესამცირებლად იყენებენ პრეპარატებს, რომლებიც ხელს უწყობენ ნაწლავში დაგროვილი აირების
შთანთქმას. მეტეორიზმის დროს რეკომენდებულია ფერმენტული, ნაწლავური მიკროფლორის
აღმდგენი ბაქტერიული მედიკამენტების, ნაწლავის მოტორიკაზე მოქმედი საშუალებების მიღება.
გაზების წარმომქმნელი საკვები
გაზების წარმოქმნის ინტენსივობა დამოკიდებულია საკვების ტიპზე.ცხიმებისა და ცილების
მონელებისას ცოტა აირი წარმოიქმნება, ნახშირწყლების მონელებისას კი – უფრო მეტი.
ნახშირწყლებს, რომლებიც ხშირად იწვევს აირების წარმოქმნას, მიეკუთვნება:
რაფინოზა – რთული შაქარი, რომელიც გვხვდება ლობიოში, კომბოსტოში, ბრიუსელის
კომბოსტოში, ბროკოლიში, სატაცურში, სხვა ბოსტნეულში, საღ მარცვლეულში;
.ლაქტოზა – შეიცავს რძე და რძის ნაწარმი ყველი, ნაყინი მცირე რაოდენობით – გადამუშავებული
საკვებიც (პური, ბურღულეული, მზა სოუსები). ასეთი საკვების მიღების შემდეგ აირების
დაგროვება შესაძლოა ლაქტოზის აუტანლობაზე მიანიშნებდეს;
ფრუქტოზა – შედის ხახვის, მსხლის, არტიშოკის, ხორბლის შემადგენლობაში. გამოიყენება
ზოგიერთი გამაგრილებელი და ხილის სასმლის დამატკბობლადაც;
სორბიტოლი – შაქარი, რომელიც ბუნებრივად გვხვდება ხილში, ვაშლში, მსხალში, ატამსა და
ქლიავში. ასევე გამოიყენება როგორც ხელოვნური დამატკბობელი დიეტური და უშაქრო
საკვებისა და ტკბილეულის წარმოებაში;
სახამებელი – სახამებლების უმეტესობა (კარტოფილი სიმინდი, ხორბლი), წარმოქმნის გაზებს,
რადგან მსხვილ ნაწლავში იშლება. ერთადერთი სახამებელი, რომელიც აირების წარმოქმნას არ
იწვევს, ბრინჯის სახამებელია;
ხსნადი ბოჭკო – ადვილად იხსნება წყალში და ნაწლავში იღებს რბილ, ჟელესმაგვარ ტექსტურას.
გვხვდება შვრიის ქატოში, ლობიოში, ბარდაში, მრავალი სახეობის ხილში;
უხსნელი ბოჭკო – მას შეიცავს ხორბლის ქატო და ზოგიერთი ბოსტნეული. ასეთი ბოჭკო
უცვლელად გაივლის ნაწლავებს და ცოტა აირს წარმოქმნის.

აირების ჭარბი დაგროვების შესამცირებლად იყენებენ პრეპარატებს, რომლებიც ხელს უწყობენ


ნაწლავში დაგროვილი აირების შთანთქმას. იყენებენ ნახშირსა და თიხის პრეპარატებს. არსებობს აირების
მშთანთქმელი ახალი საშუალებებიც. მეტეორიზმის დროს რეკომენდებულია ფერმენტული, ნაწლავური
მიკროფლორის აღმდგენი ბაქტერიული მედიკამენტების, ნაწლავის მოტორიკაზე მოქმედი საშუალებების
მიღება.

ბოყინი წარმოადგენს ფიზიოლოგიურ პროცესს - აირების ამოსვლას საჭმლის


მომნელებელი ტრაქტიდან, ძირითადად საყლაპავიდან ან კუჭიდან. ხშირად მას თან სდევს
დამახასიათებელი ხმა და სუნიც. საკვებსა და კუჭის წვენთან ერთად კუჭში ყოველთვის
არის ჰაერი, რომელიც დაგროვილია კუჭის ყველაზე მაღლა მდებარე ნაწილში. ის შედგება
ჩაყლაპული ჰაერისგან, ასევე ზოგიერთი საკვების (ლობიოს, კომბოსტოს, მუხუდოს)
მონელების შედეგად წარმოქმნილი აირებისა და ნახშირორჟანგისგან, რომელიც კუჭში
მოხვედრილი ტუტე საკვების ან სითხის (საჭმელი სოდა, მინერალური წყალი) კუჭის
წვენთან რეაქციის შედეგად გამოიყოფა. ეს აირი, თანდათანობით, ადამიანისთვის
შეუმჩნევლად ამოდის კუჭიდან საყლაპავისა და პირის ღრუს გავლით, მაგრამ თუ
აირისწნევამ განსაზღვრულ ზღვარს მიაღწია, საყლაპავსა და კუჭს შორის არსებული
მომჭერი კუნთოვანი რგოლი, კარდიული სფინქტერი, იხსნება და აირი ერთბაშად მაღალი
წნევით ამოიტყორცნება პირის ღრუში, რასაც თან სდევს დამახასიათებელი ხმიანობა,
გამოწვეული საყლაპავის ზედა სფინქტერის ვიბრაციით, ზოგჯერ - დამახასიათებელი
სუნიც, რომელიც აირის შემადგენლობაზეა დამოკიდებული. მსგავსი მოვლენა
ფიზიოლოგიურ ნორმად ითვლება, თუ ადგილი აქვს ერთეულ შემთხვევებს, ისიც - დიდი
ოდენობის ან სწრაფად და არასათანადოდ დაღეჭილი საკვების მიღების დროს, მაგრამ თუ
ბოყინი რეგულარულია, თავს იჩენს ნებისმიერი საკვების მიღების შემდგომ ან ცარიელ
კუჭზე და მუდამ შემაწუხებელი სუნი აქვს, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადება სავარაუდოა.
შემაწუხებელ ბოყინს იწვევს კარდიოსპაზმი ან საყლაპავის აქალაზია, დიაფრაგმის საყლაპავის
ხვრელის თიაქარი ან (გასტროეზოფაგური რეფლუქსი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის
წყლულოვანი დაავადება, გასტრიტი, დუოდენიტი, კოლიტი, ქრონიკული და მწვავე პანკრეატიტი.
პათოლოგიური ბოყინი ასევე შესაძლოა გამოიწვიოს საჭმლის მომნელებელი სისტემის რომელიმე
უბნის ავთვისებიანმა სიმსივნემ. ძირითადი დაავადების მკურნალობის პარალელურად ადამიანმა
აუცილებლად უნდა დაიცვას დიეტა: თავი არიდოს გაზიან სასმელებსა და ისეთ საკვებს, როგორიც
არის ლობიო, ბარდა, კომბოსტო. რეკომენდებულია, მიირთვას ხშირად და მცირე ულუფებით.

ნაწლავის ნორმალური მოქმედება ჯანმრთელობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა.


ნაწლავის გახშირებული თუ გაიშვიათებული მოქმედება - დიარეა და შეკრულობა მნიშვნელოვანი
პრობლემებია, რომელიც ზოგჯერ ხანგრძლივდება და ადამიანის ფიზიკურ თუ ფსიქიკურ
ჯანმრთელობაზე აისახება.

ყაბზობა
ყაბზობა ანუ შეკრულობა არის ნაწლავების დაყოვნებული, გაძნელებული ან არასრული დაცლა.
შეკრულობად მიიჩნევა ნაწლავთა დაცლის შეფერხება 48 საათით და მეტი ხნით. ამ დროს
ადამიანი უჩივის მუცლის შებერვას, ყურყურს, დაუცლელობის შეგრძნებას, ზოგჯერ საერთო
სისუსტეს, თავბრუხვევას, მადის დაქვეითებას, ბოყინს, გულისრევას, რაც ნაწლავში შიგთავსის
დაყოვნების გამო ტოქსინების შეწოვითაა განპირობებული. ყაბზობის განვითარებას ხელს უწყობს:
 ცხოვრების ხასიათი, რომელიც ხშირად დაკავშირებულია სტრესთან, უმოძრაობასთან;
 კვების დარღვევა;
 ზოგიერთი წამლის (ანალგეტიკები და სხვა) მიღება.
ნაწლავური ტრანზიტის შეფერხება იწვევს განავლოვანი მასების ზედმეტ დეჰიდრატაციას და
გამკვრივებას. ყაბზობის მიზეზი შეიძლება იყოს როგორც ნაწლავის, ასევე ნაწლავგარე
დაავადებები. ნაწლავის დაავადებებიდან სწორი ნაწლავის თიაქარი (ბუასილი, ანალური
ნახეთქები, ნაწლავის ორგანული ობსტრუქცია: სიმსივნეებთან, თიაქართან, ნაწლავის
თანდაყოლილი ანომალია, დივერტიკულებთან და სხვა. ნაწლავიდან მსხვილ ნაწლავში გადადის.
ნაწლავგარე ფაქტორებიდან საყურადღებოა პროფესიული მოწამვლა, მედიკამენტური შეკრულობა
და ენდოკრინული დაავადებები – მიქსედემა, აკრომეგალია, შაქრიანი დიაბეტი და
სხვა. ახალგაზრდებში ხშირია ეგრეთ წოდებული ფუნქციური შეკრულობა, რაც შესაძლოა მთელი
სიცოცხლე გაგრძელდეს. მას ჩვეულ შეკრულობასაც უწოდებენ. მისი მიზეზია დეფეკაციის
რეფლექსის შესუსტება ან სრული გაქრობა. მას ხელს უწყობს დეფეკაციისგან თავის შეკავება – ამ
შემთხვევაში რეფლექსი არ რეალიზდება და ითრგუნება, ამის შედეგად ქვეითდება ნაწლავის
ტონუსი და ვითარდება შეკრულობა.

გარკვეულ როლს ასრულებს ასაკობრივი, ფიზიოლოგიური ცვლილებები: მორფოლოგიური


სტრუქტურა, მამოძრავებელი აქტიურობა, სეკრეცია, იმუნური სისტემა და ნაწლავთა
მიკროფლორა ასაკთან ერთად იცვლება. შეკრულობის დროს იყენებენ საფაღარათო საშუალებებს,
რაც ორგანიზმს წყლისა და ელექტროლიტებისგან აღარიბებს, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს
შეკრულობის ჩამოყალიბებას ან გაღრმავებას. ყაბზობა შესაძლოა გამოიწვიოს ან გააღრმაოს
სამკურნალო პრეპარატებმაც: კუჭის წვენის სიმჟავის გამანეიტრალებელმა საშუალებებმა –
ანტაციდებმა, რომლებიც შეიცავს ალუმინსა და კალციუმს, ანტიჰისტამინურმა პრეპარატებმა,
პარკინსონის დაავადების სამკურნალო საშუალებებმა, ნარკოტიკებმა, შარდმდენებმა, საძილე
საშუალებებმა, ანტიდეპრესანტებმა და სხვა. შეკრულობას მრავალი მიზეზი აქვს, მაგრამ
უმთავრესი ცხოვრების უმოძრაო წესი (ადინამია) და არასწორი კვებაა.

მცენარეული ბოჭკო არასახამებლური პოლისაქარიდებია, რომლებიც, სახამებლის, მონო- და


დისაქარიდებისგან განსხვავებით, არ მოინელება საჭმლის მომნელებელი სეკრეტებისა და
ფერმენტების მიერ და უცვლელად აღწევს მსხვილ ნაწლავს. რაც მნიშვნელოვანია ნაწლავის
ნორმალური შიგთავსის ჩამოყალიბებისა და იქ არსებული მიკროფლორის სათანადო
ფუნქციობისთვის. მცენარეული ბოჭკო წარმოადგენს კუჭ-ნაწლავის მოქმედების ფიზიოლოგიურ
სტიმულატორს, აწესრიგებს ნაწლავშიდა წნევას, გამოაქვს ორგანიზმიდან ტოქსინები და წიდა.
ბოჭკოთი მდიდარია მცენარეული საკვები: ხილი, ბოსტნეული (კანიანი), მწვანილი, ყველაზე
უხვად კი მათ მარცვლეულის (ხორბალი, სიმინდი, ქერი და სხვა) ქერქი შეიცავს. მცენარის ეს
ნაწილები უხეშია, რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ რაციონში მცენარეული საკვების
ხვედრითი წილის განსაზღვრისას.
ბოჭკოვანი პროდუქტები ძნელი მოსანელებელია, მათი უხეში ნაწილების დაუმუშავებლად
მიღება კუჭ-ნაწლავის ლორწოვანს აღიზიანებს, ამიტომ უმი, დაუმუშავებელი საკვები არც ბევრი
უნდა მივირთვათ და არც დიდხანს. ამ პროდუქტების დამუშავება სასურველია იმგვარად, რომ არ
შეიცვალოს ნედლეულის შემადგენლობა და არ დაიკარგოს მისი სასარგებლო თვისებები.
პროფილაქტიკისთვის მნიშვნელოვანია კვება, მცენარეული ბოჭკოთი მდიდარი საკვები.
საფაღარაო საშუალებები მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში. ამჟამად სამკურნალოდ
იყენებენ ნაწლავის პერისტალტიკის დამარეგულირებელ, ანტისპაზმურ საშუალებებს. სათანადო
ჩვენებისას ნაწლავთა მიკროფლორის ნორმალური ბალანსის აღსადგენად ანტიბაქტერიულ
პრეპარატებს, პრებიოტიკებსა და პრობიოტიკებს. აქცენტი კვებით პრობლემის მოგვარებაზე უნდა
გაკეთდეს, მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობა, ვარჯიში. მუცლის თვითმასაჟი.

რამდენიმე ფაქტორის კომბინაცია ხელს უწყობენ ყაბზობას: უმოძრაობა, საკვები ბოჭკოს


დეფიციტი, სითხის მცირე და წამლების დიდი რაოდენობით მიღება.
მუდმივი ფიზიკური ვარჯიში, სათანადო კვებასთან ერთად, ხელს უშლის ყაბზობას.
რეკომენდებულია სითხისა და ისეთი საკვების მოხმარების გაზრდა, რომელიც დიდი
რაოდენობით შეიცავს ბოჭკოს. ასეთი საკვები ყველაზე ფიზიოლოგიურ საფაღარათოდ ითვლება.
საკვები უნდა შეიცავდეს მცენარეულ უჯრედისს, რომელიც გაზრდის განავლოვანი მასის
მოცულობას: დაცეხვილი ხორბლის პური, ახალი ბოსტნეული. გამოიყენება აგრეთვე
პრებიოტიკები - საკვები დანამატები, რომლებიც ცოცხალ მიკროორგანიზმებს შეიცავს. ისინი
არჩევითად უწყობენ ხელს მსხვილ ნაწლავში ბაქტერიის ერთ-ერთი სახეობის -
ლიპიდობაქტერიის - გამრავლებასა და გააქტიურებას.
საფაღარათო საშუალებებს აქვს გვერდითი ეფექტებიც: ელექტროლიტებისა და ვიტამინების
კარგვა, მუცლის ტკივილი, ბოყინი, მეტეორიზმი, ნაწლავების ფლორის დარღვევა და სხვა.
საფაღარათო თვისებების მქონე მრავალი მცენარის ნაყენებს მდგომარეობის შესამსუბუქებლად
იყენებენ. ასეთია, მაგალითად, ბაბუაწვერა, ხეშავი, შავი მოცხარი, მაყვალი, შავი ქლიავი, ძახველი,
ასფურცელა, თალგამი. კარგია ასკილიც.
საკვებად რეკომენდებულია მჭლე მოხარშული ხორცი, თევზი, თეთრი მშრალი ღვინო,
ბურახი, მცენარეული წარმოშობის ცხიმი (ზეითუნის, სიმინდის ზეთი), ზღვის კომბოსტო,
ჭარხალი, სიმინდი, სტაფილო, პომიდორი, სალათის ფოთლები, ყაბაყი, გოგრა, ახალი მწვანილი,
(ოხრახუში, ქინძი და სხვა). განსაკუთრებით კარგია შავი ქლიავი, გარგარი, ბანანა, ვაშლი.
რეკომენდებულია აგრეთვე ზღვის პროდუქტები, კეფირი, მაწონი, უცხიმო ხაჭო და ყველი. არ
არის სასურველი მუქი ჩაი, წითელი ღვინო. აკრძალულია ხურმა. უხვად სითხე, არა გაზიან
სასმელებს, მუქ ყავას, ჩაის, ასევე _ შოკოლადს, მოცვს, ბრინჯს, კარაქს, ქონს. მის ნაცვლად
გამოიყენეთ მცენარეული ზეთინაწლავთა პერისტალტიკის სტიმულაციისათვის მიზანშეწონილია,
მიიღოთ უზმოზე 1-2 ჭიქა ცივი წყალი ან ხილის წვენი 1 სუფრის კოვზი თაფლით.

გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი

გასტროენტეროლოგიაში ახალი ტერმინი დამკვიდრდა – გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი


(გნს) რასაც ადრე კოლიტს ეძახდნენ, დღეს გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომად იხსენიება.
დარღვევა მოიცავს როგორც ფიზიკურ, ისე მენტალურ მიზეზებს . გნს აღნიშნავს კუჭ-ნაწლავის
საკმაოდ გავრცელებულ ქრონიკულ პათოლოგიას, რომელიც მუცლის ტკივილითა და ნაწლავური
მოქმედების ცვლილებით მიმდინარეობს. გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დროს
ნაწლავური მოქმედების ცვლილება – დიარეა ან ყაბზობა მუცლის ტკივილთან ან
დისკომფორტთან არის შერწყმული.

მხოლოდ მუცლის ქრონიკული ტკივილი ან მხოლოდ დიარეა/ყაბზობა არ ნიშნავს


გაღიზიანებულ ნაწლავის სინდრომს. ამ დარღვევის დროს არ ვლინდება ორგანული
პათოლოგიები – კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებები, წყლულები, სიმსივნეები. მიუხედავად იმისა,
რომ ნიშნები და სიმპტომები შემაწუხებელია, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი,
წყლულოვანი კოლოტისა და კრონის დაავადებისგან განსხვავებით, არ იწვევს ნაწლავის ქსოვილის
ცვლილებას და არ ზრდის მსხვილი ნაწლავის სიმსივნის განვითარების რისკს.
დაავადება უკავშირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორულ და მგრძნობელობის აღქმის
დარღვევებს, ასევე – კვებით ალერგიებს და ნაწლავის მიკროფლორის ცვლილებებს. ასევე
დაავადებისადმი გენეტიკური განწყობა. გნს-ის მაპროვოცირებელი ფაქტორი ჩვეულებრივი
ნაწლავური ინფექციაა. მის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს სტრესები და ძლიერი
ემოციური ფონიც.
განასხვავებენ დიარეულ გნს-ს და ყაბზობასთან ასოცირებულ გნს-ს. გაღიზიანებული ნაწლავის
სინდრომის დროს, პროცესში ჩართულია საჭმლის მომნელებელი სისტემის ყველა სეგმენტი და
ამიტომ შეიძლება გამოიხატოს ეზოფაგიტის, გასტრიტის, ენტერიტისა (წვრილი ნაწლავების
ანთება) და კოლიტის (მსხვილი ნაწლავების ანთება) კლინიკური სურათი. იმ დაავადებათა
სპექტრი, რომლებიც გნს-ის მსგავსი კლინიკური სურათით მიმდინარეობს, ფართოა, მარტივი
გრძელი ნაწლავის სინდრომით დაწყებული, მსხვილი ნაწლავის კიბოთი დამთავრებული. ამ
ნუსხაშია მიკროსკოპული კოლიტი, იშემიური და წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება,
გახანგრძლივებული მიმდინარეობის ნაწლავური ინფექციები, მსხვილი ნაწლავის
დივერტიკულური დაავადება, რძის შაქრის აუტანლობა, ცალკეული კვებითი აუტანლობები,
ენდოკრინოპათიები, ნაწლავის პერისტალტიკის დარღვევით მიმდინარე ნევროლოგიური და
სისტემური პათოლოგიები, ცელიაკია, მედიკამენტური აუტანლობა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის
ნებისმიერი ლოკალიზაციის სიმსივნური პროცესი.

მეცნიერთა ნაწილი გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომს განიხილავენ, როგორც ფსიქოსომატურ


დაავადებას. რასაც საფუძვლად უდევს ნაწლავის რეგულაციის მოშლა ვეგეტატიური და
ცენტრალური ნერვული სისტემის დონეზე.
გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დროს პათოლოგიურ პროცესში ერთვება ნაწლავების
ინტრამურული სისტემა, ირღვევა ინტესტინური ჰორმონების და ბიოგენური ამინების
(სეროტონინი, ჰისტამინი) წარმოქმნა, ვითარდება ნაწლავის რეცეპტორული აპარატის
მიკროსტრუქტურული ცვლილებები. დადგენილია ასოცირებული კავშირი გაღიზიანებული
ნაწლავის სინდრომის კლინიკურ გამოვლინებისა დეპრესიულ, პანიკურ, ნეიროასთენიურ და
ქცევით დარღვევებთან, რომელთა უმრავლესობა სოციალურადაა
განპირობებული.გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დროს აღინიშნება შფოთვით-
დეპრესიული (40-70%)სინდრომი.
წამყვანი როლი ნაწლავურ დისფუნქციის განვითარებაში ეკუთვნის სეროტონინის სასიგნალო
სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს ნაწლავების მგძნობიარე ნერვული რეცეპტორების
მოტორიკის რეგულირებას. სეროტონინის რეცეპტორების აგონისტები ასტიმულირებენ
ნაწლავების მოტორიკას, ხოლო სეროტონინის რეცეპტორების ანტაგონისტები-პირიქით
თრგუნავენ.
მნიშვნელოვანია ჰორმონ მელატონინის ადგილობრივი მოქმედება ნაწლავის მოტორიკის,
სეკრეციის, მიკროცირკულაციის, გასტროინტესტინური ჰორმონების ბალანსის და ნაწლავური
ბიორითმის შენარჩუნებაში.
გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის განვითარებაში მნიშვნელოვანია კვების რეჟიმის
მოუწესრიგებლობა და კვების ხასიათი, საკვების არარეგულარული მიღებით, რაფირინირებული
საკვების ხშირი გამოყენებით, საკვებში ბოჭკოს ნაკლებობით, რაც ხელს უწყობს ნაწლავის
მოტორულ-ევაკუატორული ფუნქციის მოშლას, მიკროფლორის ცვლილებას, ნაწლავში წნევის
მატებას.
მკურნალობა. დაავადების გამწვავების პერიოდი ხშირად ემთხვევა ალკოჰოლის, სიგარეტის,
კოფეინის შემცველი პროდუქტების, ცხარე და მჟავე საკვების და ალერგიული საკვების მიღებას,
ფსიქოლგიური და ფიზიკური სტესის განცდას. მას შემდეგ, რაც განისაზღვრება გნს-ის ტიპი და
გამოირიცხება სხვა გასტროენტეროლოგიური პათოლოგია ან დადგინდება თანმხლებ
დაავადებათა სპექტრი, სპეციალისტებს მრავალი სამკურნალო საშუალების გამოყენება
შეუძლიათ, მათ შორის – კვების სწორი რეჟიმისა, სხვადასხვა ჯგუფის სპაზმოლიტიკური
პრეპარატებისა, საკვები ბოჭკოებისა, საფაღარათო საშუალებებისა, დიარეის საწინააღმდეგო,
ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული, ანტიპროტოზოული მედიკამენტებისა, ასევე –
პრობიოტიკებისა და პრებიოტიკებისა. თუ საჭიროებამ მოითხოვა, აუცილებელია, მკურნალობის
პროცესში ჩაერთოს ფსიქონევროლოგი და მისი რეკომენდაციით ანტიდეპრესანტი, სეროტონინის
უკუშეწოვის ინჰიბიტორი ან სხვა მედიკამენტი დაინიშნოს.
სწორი კვება, სტრესული მდგომარეობებისაგან თავის არიდება, საჭმლის მომნელებელი
ფერმენტების, ანტისპაზმური და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკის მარეგულირებელი
საშუალებების გამოყენება ამსუბუქებს მდგომარეობას. მკურნალობისთვის დიდი მნიშვნელობა
აქვს სათანადო დიეტის შერჩევას. რეკომენდებულია უჯრედისით მდიდარი საკვები. აირების
წარმომქნელი საკვების მინიმალიზაცია.

გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის მკურნალობის მიზანია: ფსიქოემოციურ სფეროზე


ზემოქმედება, ნაწლავის დარღვეული ფუნქციის კორექცია, ტკივილების სინდრომის მოხსნა.
მნიშვნელოვანია სტრესული და ფსიქოლოგიური დარღვევების მაპროვოცირებელი ფაქტორების
გამოვლენა და დასვენების სრულფასოვანი რეჟიმის დაცვა. უმჯობესია გამოირიცხოს: რძე,
გაზიანი სასმელები, ცხოველური ცხიმები, კომბოსტო, პარკოსნები, ალკოჰოლი, საღეჭი რეზინა.
- შეკრულობის დროს საჭიროა დიდი რაოდენობით მცენარეული უჯრედისი, ბოსტნეული და
ხილი, ზღვის კომბოსტო, საკვები ბოჭკოებით მდიდარი პროდუქტები ქატოს სახით.
- ფაღარათის დროს უნდა გამოირიცხოს კოფეინის, ფრუქტოზას, სორბიტოლის და საფაღარათო
საშუალებების მოხმარება.მედიკამენტური მკურნალობა დაკავშირებულია დიარესთან არის
დაკავშირებული თუ შეკრულობასთან.
გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დროს თანდართული დისბაქტერიოზით, ნაწლავური
მიკროფლორის აღდგენის მიზნით ინიშნება პრე და პრობიოტიკები

კოლიტი კოლიტი მსხვილი ნაწლავის ერთ-ერთი სეგმენტის – კოლინჯის ანთებას ნიშნავს.


ყაბზობა ან დიარეა ხშირად ამ ანთებითი პროცესის ერთ-ერთი გამოვლინებაა, დიარეას მწვავე
პროცესი იწვევს. ვირუსული, ბაქტერიული თუ პარაზიტული აგენტით განპირობებული მწვავე
ენტეროკოლიტი (ნაწლავთა მწვავე ანთებითი დაავადება), ან მათივე შხამებით დაბინძურებული
საკვები (კვებითი ტოქსიკოინფექცია). ქრონიკული კოლიტი ანუ მსხვილ ნაწლავში
ლოკალიზებული ანთებითი პროცესი, საჭმლის მომნელებელი სისტემის ყველაზე
გავრცელებული დაავადებაა. ქრონიკულ კოლიტს გამომწვევი მიზეზის გამო არსებობს:

ინფექციური ბუნების ქრონიკულ კოლიტს იწვევს ნაწლავებში მოხვედრილი მიკრობები -


გონოკოკი, სალმონელა, ტუბერკულოზის მიკობაქტერია, მკრთალი ტრეპონემა და სხვა, ასევე -
ნაწლავში პირობით-პათოგენური მიკრობების სიჭარბე
 სოკოვანი ბუნების კოლიტის მიზეზი ორგანიზმში პათოგენური სოკოების სიჭარბეა.
 პროტოზოული ბუნების კოლიტს იწვევს ბაქტერიები, რომლებიც წარმოადგენს ამებიოზის,
ლამბლიოზის მიზეზს.
 პარაზიტული ბუნების კოლიტს. მიზეზი ნაწლავებში მობინადრე პარაზიტებია.
 არაჯანსაღი კვებით გამოწვეულ კოლიტს. ვითარდება, როდესაც ადამიანი დიდხანს იკვებება
არასწორად ან სისტემატურად არღვევს კვების რეჟიმს. რაც ხშირად ხდება.
 ტოქსიკური ბუნების კოლიტი - მსხვილი ნაწლავის კედელზე გამუდმებით მოქმედებს
ტოქსიკური ნივთიერებები, ის ღიზიანდება, ვითარდება ანთება და ყალიბდება კოლიტი.
 ალერგიული ბუნების კოლიტს. ალერგიული რეაქციით განპირობებულ ნაწლავის ანთება
 წამლისმიერ კოლიტს. ანთების მიზეზად შესაძლოა იქცეს რომელიმე წამლის, მაგ.
ანტიბიოტიკების ხშირი და უმიზნო გამოყენება, რაც იწვევს მწვავე დისბაქტერიოზს

კოლიტი შესაძლოა განვითარდეს კუჭ-ნაწლავის ზოგიერთი დაავადების (გასტრიტის ან


პანკრეატიტის) დროს; მსხვილი ნაწლავის ხანგრძლივი მექანიკური გაღიზიანების ან ნაწლავში
განავლოვანი მასების მუდმივი შეფერხების შედეგად. კოლიტის პროვოცირება შესაძლოა
მოახდინოს ოყნის ან რექტალური სანთლების ხშირმა გამოყენებამ. წყლულოვანი კოლიტი
ყალიბდება, როდესაც ორგანიზმზე ერთდროულად მოქმედებს კვებითი, აუტოიმუნური და
ბაქტერიული ფაქტორები. საკვების მონელებისა და შეწოვის ქრონიკული დარღვევა წონის
კლებას, მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერებების დეფიციტსა და ორგანიზმის დამცველობითი
სისტემების გამოფიტვას იწვევს.კოლიტისთვის დამახასიათებელ ერთ-ერთ სიმპტომს
წარმოადგენს კუჭის მოქმედების დარღვევა - ფაღარათი ან ფაღარათისა და შეკრულობის
მონაცვლეობა. დეფეკაციის დროს გამოიყოფა ლორწონარევი ფაფისმაგვარი ან თხიერი
სუბსტანციები და ავადმყოფს აქვს ნაწლავის არასრულად დაცლის შეგრძნება.
თუ კოლიტი გამწვავებულია, მაშინ ავადმყოფს გამუდმებით აქვს დეფეკაციის ცრუ სურვილი.

ქრონიკული კოლიტის გავრცელებული სიმპტომია მუცლის ტკივილი. ის ზოგჯერ ყრუა,


ზოგჯერ - ძლიერი, ლოკალიზებულია მუცლის ქვედა ან გვერდით ნაწილებში, ძლიერდება ჭამის
შემდეგ და დეფეკაციის წინ. კოლიტის დროს ტკივილის შეტევებს შესაძლოა თან ახლდეს აირების
გამოყოფა და დეფეკაციის სურვილი. დეფეკაციის შემდეგ ტკივილი ერთხანს შესაძლოა
გაგრძელდეს, უმეტესად მალევე ქრება. კოლიტის დროს ტკივილს აყუჩებს სითბო, ამიტომ
ეფექტიანია სათბურა და თბილი კომპრესი.
ქრონიკული კოლიტი დიდხანს ყოველგვარი გართულების გარეშე მიმდინარეობს, ზოგჯერ კი
განუწყვეტლივ პროგრესირებს, ერთმანეთს ენაცვლება რემისიისა და გამწვავების პერიოდები,
მსხვილ ნაწლავში კი ატროფიული ხასიათის შეუქცევადი ცვლილებები იწყება.
დიეტა და კვების რეჟიმი. ქრონიკული კოლიტის გამწვავების ფაზაში რეკომენდებულია ხშირი
კვება პატარ-პატარა ულუფებით. რაციონი, დამზოგველი უნდა იყოს - არ უნდა შეიცავდეს ბევრ
მშრალ და მაგარ საკვებს; მდიდარი უნდა იყოს ცილებით (100 გრამი), ცხიმით, რომელიც
ნაწლავებში ადვილად იშლება (100 გ), და ნახშირწყლებით, რომლებსაც ბურღულეული შეიცავს
(დაახლოებით 450 გრამი).
კოლიტით დაავადებულებს უნიშნავენ სამკურნალო დიეტა #4-ს და #2-ს. ამ დიეტით
ნებადართულია წინა დღის გამომცხვარი თეთრი პურის, ცოტაოდენი არაჟნისა და ყველის ჭამა.
ანთებითი პროცესის ჩაცხრობის შემდეგ ავადმყოფს ნებას რთავენ, ჭამოს მოხარშული ხორცი ან
ორთქლზე მომზადებული კატლეტი. მოგვიანებით კვების რაციონში შეიძლება ჩაირთოს
ბოსტნეული, ხილი (მოხარშული ან გახეხილი) და მწვანილი. ავადმყოფს შეუძლია მიიღოს
გაუხეხავი ხილი და ბოსტნეული.თუ ქრონიკულმა კოლიტმა ნაწლავში მრავლობითი
არასპეციფიკური წყლულის გაჩენა გამოიწვია, რაციონიდან რძისა და მისი ნაწარმის ამოღებამ
შესაძლოა სრული ან ნაწილობრივი განკურნება გამოიწვიოს.
თუ კოლიტი კრონის დაავადებაში გადაიზარდა, დღიურ რაციონში ცილების წილი
ავადმყოფის წონის 0,15%-ს უნდა შეადგენდეს, მინიმალური ოდენობით უნდა იყოს მასში
უჯრედისი, ხოლო დღის განმავლობაში მიღებული კალორიები არ უნდა აღემატებოდეს 2400-ს.
ცხიმებიდან რეკომენდებულია მხოლოდ ნაღების კარაქი. თუ პათოლოგიური პროცესი დამძიმდა,
ორგანიზმს საკვები მხოლოდ გახეხილი, ზონდის საშუალებით უნდა მიეწოდოს, მაშინ როდესაც
კუჭი ან საყლაპავია დაზიანებული. თუ კოლიტი დაკავშირებულია შეკრულობასთან,
აუცილებელია რაციონში უჯრედისის შემცველი პროდუქტის წილის გაზრდა გახეხილი ან
მოხარშული სახით. თუ შეკრულობის მიზეზი კოლიტით დაზიანებული მსხვილი ნაწლავის
მუდმივი სპაზმია, შესაძლოა, პრობლემა მოხსნას სპაზმოლიზურმა პრეპარატებმა, ასევე -
კოლიტის ლოკალიზების ადგილას თბილი სათბურის ან კომპრესის დადებამ.
ნაწლავის ატონიის შემთხვევაში ინიშნება სამკურნალო ფიზკულტურა, ზოგჯერ მასაჟიც.
რეკომენდებულია საფაღარათო საშუალებების რაციონალური გამოყენება. მსხვილ ნაწლავში
ანთებითი პროცესების ჩაცხრობის შემდეგ ამ ტიპის წამლების მიღება საჭირო აღარ არის. თუ
ავადმყოფი ხშირად უჩივის ფაღარათს, მაშინ უნდა დაინიშნოს შემკვრელი და
მადეზინციფირებელი თვისებების მქონე პრეპარატები. ან მიმართავენ ხალხურ მედიცინას და
იყენებენ შესაბამისი თვისებების მქონე სამკურნალო მცენარეების ნახარშს.
ქრონიკული კოლიტის პროფილაქტიკა გულისხმობს ნაწლავური ინფექციებისა და მსხვილი
ნაწლავის პარაზიტული დაავადებების დროულ მკურნალობას. აუცილებელია რაციონალური
კვება, ჭამის დროს ლუკმის კარგად დაღეჭვა. ასევე მნიშვნელოვანია რომელ დაავადებასთან
გვაქვს საქმე. მაგ, ცელიაკიის დროს იკრძალება ხორბლის, შვრიისა და სხვა მარცვლეულის
პროდუქტები. კრონის დაავადებისა და არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის დროს
კონკრეტულ საკვებს არ ასახელებენ, თუმცა სასურველია მწარე, მჟავე, სუნელებით შენელებული
და სხვა კერძების გვერდის ავლა.

კრონის დაავადება

კრონის დაავადება მთელი საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მომცველი ქრონიკული


მორეციდივე ანთებითი დაავადებაა, რომლის მორფოლოგიური სუბსტრატია გრანულომები —
კვანძოვანი ჩანართები ლორწქვეშა გარსში. დაავადება აზიანებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის
სხვადასხვა ნაწილს, დაწყებული პირის ღრუდან, დამთავრებული ანუსით, უპირატესად კი წვრილ
და მსხვილ ნაწლავებს. ახასიათებს სეგმენტურობა, რეციდიული მიმდინარეობა, ანთებადი
ინფილტრატები, წყლულები, ფისტულები, პერიანალური აბსცესი.
კრონის დაავადება ავტორის სახელს ატარებს. ბერილ კრონმა ებრაული წარმოშობის
ამერიკელმა გასტროენტეროლოგმა 99 წელი იცოცხლა და მანამდე უცნობი დაავადება გამოავლინა,
რომელიც აზიანებდა საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ნებისმიერ მონაკვეთს პირის ღრუდან
სწორი ნაწლავის ჩათვლით. კრონის დაავადების მისი მიზეზები ჯერჯერობით დაუდგენელია.
ხელშემწყობ როლს ასრულებს გარემო პირობები, თამბაქოს წევა, რომ არსებობს გენეტიკური
მიდრეკილებაც, რასაც ახლო ნათესავებს შორის ქორწინებას უკავშირებენ (დაავადება
განსაკუთრებით ებრაელებშია გავრცელებული).
კრონის დაავადება შეიძლება მიმდინარეობდეს როგორც მწვავედ, ისე ქრონიკულად.
ქრონიკული ფორმა უფრო ხშირად გვხვდება. მისი გამოვლინება ანთებითი პროცესის
ლოკალიზაციაზეა დამოკიდებული. დაავადებულთა უმრავლესობას გამოხატული აქვს 4
ძირითადი სიმპტომი: ცხელება, დიარეა, მუცლის ტკივილი და წონის კლება. კრონის დაავადების
მძიმე ფორმისთვის დამახასიათებელია: სისუსტე, განპირობებული D ვიტამინის, კალიუმის,
კალციუმის, მაგნიუმის ნაკლებობით, დაღლილობა და დაუძლურება, B12-ის დეფიციტი, რკინისა
და ფოლიუმის მჟავას დეფიციტის გამო, დერმატიტი და გემოვნების დაქვეითება თუთიისა და
ნიკოტინმჟავას დეფიციტის გამო.
გართულებებიდან აღსანიშნავია მალაბსორბციის სინდრომი — საკვების მონელებისა და
შეწოვის დაქვეითება, სიგამხდრე, ანემია. კრონის დაავადებას 100-მდე გართულება ახასიათებს.
შესაძლოა, პრობლემა პირის ღრუდან დაიწყოს წვით, ენაზე წყლულების გაჩენით. დაავადებას
ახასიათებს სახსრების ტკივილი — სპონდილიტი, სპონდილოართროზი (ხერხემლის ანთებითი
დაავადებები).
შეიძლება კრონის დაავადების დასაწყისი იყოს კონიუნქტივიტი, გამონაყარი კიდურებზე, ტანზე,
ნაღვლის ბუშტში კენჭის წარმოქმნა.დაავადების კლინიკური სიმპტომების ცოდნა აუცილებელია
ექიმებისთვის.
კრონის დაავადების მკურნალობა საკმაოდ რთულია და დაავადების სიმძიმესა და ანთებითი
პროცესის ლოკალიზაციაზეა დამოკიდებული. მკურნალობის ძირითადი კომპონენტებია:
სამკურნალო კვება;შეწოვის ფუნქციის აღდგენა, ნივთიერებათა ცვლის დარღვევათა
აღმოფხვრა, ელექტროლიტების, პოლივიტამინების ბალანსის მოწესრიგება;ბაზისური
პათოგენური მკურნალობა 5-ამინოსალიცილმჟავას შემცველი პრეპარატებით,
გლუკოკორტიკოიდებით და არაჰორმონული იმუნოდეპრესანტებით;სიმპტომური თერაპია;
ქირურგიული მკურნალობა.
თუ დაავადების დროული დიაგნოსტიკა მოხერხდა, შედეგი დამაკმაყოფილებელია, რემისია
დიდხანს გრძელდება და შესაძლოა, პაციენტს ოპერაცია არც კი დასჭირდეს. კრონის დაავადების
კიდევ ერთი სირთულე ისიც არის, რომ შესაძლოა, ერთი დაავადებული მონაკვეთი ამოიკვეთოს,
მაგრამ პროცესი სხვაგან განვითარდეს. რაც არ ახასიათებს წყლულოვან კოლიტს, რომლის
დროსაც რეზექციის შემდეგ პროცესი აღარ მეორდება.

სამკურნალო კვების ხასიათი დამოკიდებულია პროცესის ლოკალიზაციასა და გავრცელებაზე,


აგრეთვე - ავადმყოფის მიერ ზოგიერთი საკვების ატანაზე. კრონის დაავადების თერაპია მოიცავს
დიეტას, ყველაზე მავნებელია რძე და მისი ნაწარმი, გარდა ყველისა. არ შეიძლება აჯიკა, ცხარე
საკვები, საშიშია ნიგვზიანიც, ასევე — ღორის ხორცი, ციტრუსები, მწნილი — კიტრისა,
პომიდვრისა (შესაძლოა, შევიწროებულ სანათურში გაიჭედოს და გაუვალობა. არ შეიძლება
ძეხვეული, სოსისები, ქონიანი, ცხიმიანი საკვები, ძალიან საშიშად მიიჩნევა კარაქი, მარგარინი.
კარგია ორცხობილა, ყველი, ფაფა (ბრინჯისა, მანანისა, შვრიისა), ღომი, მშრალი მჭადი. შეიძლება
ორთქლზე მოხარშული კატლეტებიც. ადამიანმა დიეტა დაავადების გამწვავების პერიოდში უნდა
დაიცვას, მაგრამ უმჯობესია, სხვა დროსაც გაითვალისწინოს სწორი კვების პრინციპები. კვების
მოწესრიგებას დიდი მნიშვნელობა გართულებათა თავიდან ასაცილებლად. გამწვავების
პერიოდში ინიშნება კვება დღეში 5-6-ჯერ, შეუპოვარი დიარეის დროს ცილის შემცველობა მაღალი
უნდა იყოს - 1,3-2 გ/კგ დღე-ღამეში. რაციონი უნდა იყოს მექანიკურად და ქიმიურად დამზოგველი
და ცილების და ვიტამინების მაღალი შემცველობის. აუტანლობის შემთხვევაში მცენარეული
უჯრედისი მკაცრად შეზღუდულია. ეს რაციონი შეესაბამება #4 დიეტას (თეთრი ორცხობილა, ჩაი,
ახალი ხაჭო, მჭლე ხორცის ბულიონი, ბრინჯისა და მანანის ფაფები) და შემდეგ შეიძლება
დაინიშნოს #4ა (ორთქლზე მომზადებული კატლეტი, გუფთა, მოხარშული თევზი, შტოშის,
მოცვის კისელი).

You might also like