You are on page 1of 18

სისხლის სისტემის ფიზიოლოგია

სისხლის სისტემას შეადგენს პერიფერიული(მოცირკულირე) სისხლი,


სისხლმბადი ორგანოები(ძვლის წითელი ტვინი,ლიმფური
კვანძები.ელენთა),სისხლის დამშლელი ორგანოები (ელენთა,
ღვიძლი,ძვლის წითელი ტვინი) და მარეგულირებელი ნერვულ-
ჰუმორული აპარატი.
სისხლის რაოდენობა-ადამიანის ორგანიზმში შეადგენს სხეულის
მასის 5-9%-ს,ანუ 65-70 კგ წონის ადამიანში 4,5-5ლ
სისხლია.მოსვენებულ მდგომარეობაში სისხლის 45-50%
დეპონირებულია სისხლის სხვადასხვა დეპოში.
სისხლის ფუნქციები და თვისებები

ორგანიზმის თხევად შინაგან გარემოს წარმოადგენს -


სისხლი,ლიმფა და ქსოვილოვანი სითხე.უჯრედგარეთა სითხე
მუდმივად ცირკულირებს,აწვდის ქსოვილებს უჯრედების
ცხოველმოქმედებისათვის აუცილებელ ნივთიერებებს და გამოყოფს
მეტაბოლიტებს.
სისხლი თხევადი ქსოვილია,შედგება პლაზმისა(თხევადი ნაწილი)
და ფორმიანი ელემენტებისაგან-ერითრიციტების,ლეიკოციტების და
თრომბოციტებისაგან. პლაზმისა და ფორმიანი ელემენტების
ფარდობა განისაზღვრება ჰემატოკრიტის ხელსაწყოს
საშუალებით.პლაზმის მოცულობითი პროცენტი 55-60%-ია,ფორმიანი
ელემენტებისა-40-45%.ამრიგადჰემატოკრიტის მაჩვენებელი არის
სისხლის ფორმიანი ელემენტების მოცულობითი წილი სისხლის
საერთო მოცულობიდან, ნორმაში 40-45%-ია.
სისხლის ფუნქციები

 სატრანსპორტო -იგი ქსოვილებს ამარაგებს სხვადასხვა


ნივთიერებებით და ამ ფორმით ასრულებს შემდეგ კონკრეტულ
ფუნქციებს: სასუნთქს,,ტროფიკულს ,ექსკრეციულს,უზრუნველყოფს
სხეულის მუდმივი ტემპერატურის შენარჩუნებას,მონაწილეობს
ორგანიზმის მრავალი ფუნქციის ჰუმორულ რეგულაციაში.
 დაცვითი,რომელიც ვლინდება ფაგოციტოზით და ანტისხეულების
წარმოქმნის უნარით.დაცვითი ფუნქციის გამოვლინებაა ასევე
ჰემოსტაზი-სისხლის შედედების პროცესი.
სისხლის ფიზიკურ-ქიმიური თვისებები

სისხლს სამი ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისება აქვს :


 სუსპენზიადამოკიდებული
 კოლოიდური
 ელექტროლიტური
სისხლის სუსპენზიადამოკიდებული და კოლოიდური თვისებები
განპირობებულია მასში ცილების შემცველობით და მათი სხვადასხვა
ფრაქციების თანაფარდობით.ცილები აკავებენ სისხლძარღვთა
კალაპოტში სისხლის თხევად ნაწილს.ელექტროლიტური თვისებები კი
ვლინდება ,მასში სხვადასხვა მარილების არსებობით .მინერალური
მარილები ანვითარებენ სისხლის ოსმოსურ წნევას ,რომელიც ნორმაში
6,6-7,6 ატმ.სისხლის საერთო ოსმოსური წნევის 96% არაორგანულ
ელექტროლიტებზე,კერძოდ ნატრიუმის ქლორიდზე მოდის .
შინაგანი გარემოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია
სისხლის პლაზმის ოსმოსური წნევა.ორგანიზმის უჯრედების
ნორმალური ფუნქციონირება შესაძლებელია მხოლოდ ამ
მაჩვენებლის მუდმივობის შემთხვევაში,რადგან იგი უზრუნველყოფს
სისხლის ფორმიანი ელემენტების მოცულობის
მუდმივობას.ხსნარს,რომლის ოსმოსური წნევა ტოლია სისხლის
ოსმოსური წნევის ეწოდება იზოტონური ხსნარი.
სისხლის საერთო ოსმოსური წნევის იმ ნაწილს ,რომელსაც
განაპირობებენ პლაზმის ცილები ონკოზური წნევა ეწოდება.0.03-
0.04ატმ.
ორგანიზმის მჟავა-ტუტოვანი წონასწორობა

ორგანიზმის მჟავა-ტუტოვანი წონასწორობა შინაგანი გარემოს ერთ-


ერთი ყველაზე სტაბილური პარამეტრია.მასზეა დამოკიდებული
ფერმენტთა აქტივობა,ჟანგვა-აღდგენითი რეაქციების
ინტენსივობა ,ცილების,ცხიმების და ნახშირწყლების
ცვლა,ბიოლოგიური მემბრანის განვლადობა და სხვა.
სისხლს სუსტი ტუტე რეაქცია აქვს. pH სიდიდე სისხლის ერთ-
ერთი ,,ხისტი“ პარამეტრია და მერყეობს ძალიან ვიწრო ფარგლებში
7.35-7,45, არტერიული სისხლის pH=7,4. ხოლო ვენურის,მასში
ნახშირმჟავას დიდი შემცველობის გამო pH=7,35.,ერითროციტებში
pH=7. pH-ის ცდომა 0,1 -ით მოცემული ნორმიდან იწვევს გულ-
სისხლძარღვთა ,სასუნთქ ორგანოთა და სხვა სისტემების
ფუნქციების დარღვევას.
ბუფერული სისტემები

ბუფერული სისტემა წარმოადგენს კომპლექს,რომელიც


ეწინააღმდეგება pH-ის ცვლილებებს,როგორც მჟავას,ასევე ტუტის
შერევის შემთხვევაში.ბუფერული სისტემა შედგება სუსტი მჟავას და
ძლიერი ტუტის მარილისაგან,ან სუსტი ტუტისა და ძლიერი მჟავას
მარილისაგან.სისხლის ყველაზე უფრო ტევად ბუფერულ სისტემებს
წარმოადგენენ ბიკარბონატული,ფოსფატური,ცილოვანი და
ჰემოგლობინის ბუფერული სისტემები.პირველი სამი სისტემა
განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს ასრულებს სისხლის
პლაზმაში,ჰემოგლობინის ბუფერი მოქმედებებს ერითროციტებში.
ბიკარბონატული ბუფერული სისტემა

ბიკარბონატული ბუფერი შედგება სუსტი ნახშირმჟავისაგან და


ბიკარბონატების მარილებისაგან : პლაზმაში ნატრიუმის
ბიკარბონატი, და უჯრედებში კალიუმის ბიკარონატი. ნორმალურ
პირობებში (pH=7,4) პლაზმასი ბიკარბონატების შემცველობა 20-ჯერ
მეტია,ვიდრე ნახშირმჟავასი..სისხლში შეჭრილი ძლიერი მჟავა
რეაქციაში შედის აქ არსებულ მარილთან და გამოდევნის მისგან
სუსტი მჟავას რადიკალს, შედეგად წარმოიქმნება ნეიტრალური
მარილი და სუსტი ნახშირმჟავა (რომელიც მცირედ დისოცირდება).
ნახშირორჟანგი ფილტვების გზით გამოიყოფა ,ხოლო ნეიტრალური
მარილიდან გამომყოფი ორგანოებით თავისუფლდება.
როდესაც სისხლში შეიჭრება ძლიერი ტუტე, ის შედის რეაქციაში
ნახშირმჟავასთან , წარმოიქმნება ბიკარბონატი და წყალი და
სისხლის რეაქცია არ იცვლება
ფოსფატური ბუფერული სისტემა

ფოსფატური ბუფერი წარმოადგენს ერთ (NaH2PO4 ) და


ორჩანაცვლებული (Na2HPO4 ) ფოსფატებისაგან.ფოსფატური
ბუფერული სისტემა წარმოადგენს უჯრედების ძირითად სისტემას. pH-
ის კორექცია ხორციელდება უჯრედში მოძრავი ფოსფატებისა და
შარდში ფოსფორმჟავას მარილების წარმოქმნით.თუ pH ნორმის
ფარგლებშია ,პლაზმაში ერთ და ორჩანაცვლებული ფოსფატური
მარილების ფარდობა ¼.ეს ბუფერი მონაწილეობს მჟავა-ტუტოვანი
წონასწორობის თირკმელდამოკიდებულ რეგულაციაში.
ცილოვანი ბუფერული სისტემა

ცილოვანი ბუფერული სისტემა ძალზე მძლავრია.სისხლის პლაზმის


ამფოტერული თვისებების მქონე ცილები შეიცავენ დიდი
რაოდენობით მჟავე და ფუძე რადიკალებს.ამიტომ ისინი
ურთიერთქმედებენ,როგორც ტუტესთან,ასევე მჟავასთან.
ჰემოგლობინის ბუფერული სისტემა

ჰემოგლობინის ბუფერი ყველაზე მძლავრი ბუფერული სისტემაა.ის


შეადგენს სისხლის მთლიანი ბუფერული ტევადობის 75%-
ს.ჰემოგლობინის ბუფერული სისტემის მოქმედება აიხსნება მისი
უნარით იარსებოს სისხლში ორი სხვადასხვა ფორმით:აღდგენილი
(რედუცირებული ) ჰემოგლობინის -HHb -სახით,რომელიც ბოჭავს
წყალბად იონებს და დაჟანგული (ოქსიჰემოგლობინი).რომელიც
გასცემს წყალბად იონებს.სისხლის ბუფერული სისტემები
უზრუნველყოფენ pH-ის მუდმივობას მხოლოდ მოლეკულურ
დონეზე,მაგრამ ისინი ვერ განსაზღვრავენ ორგანიზმიდან ტუტე ან
მჟავე ელემენტების გამოყოფას, pH-ის ამგვარ რეგულირებას
განახორციელებს ძირითადად-ფილტვები და თირკმელები.
პლაზმის შედგენილობა

პლაზმა სისხლის თხიერი ნაწილია,მის შემადგენლობაში შედის


არაორგანული(დაახლოებით 1%) და ორგანული (დაახლოებით 9%)
ნივთიერებები.პლაზმის 90%-ს შეადგენს წყალი.არაორგანული
ნივთიერებები მინერალური მარილებია,რომლებიც ქმნიან სისხლის
ოსმოსურ წნევას ,pH-ს და მონაწილეობენ სისხლის შედედების
პროცესში.პლაზმის ორგანული ნივთიერებები შეიცავენ მთელ რიგ
კომპონენტებს.
ცილები-ალბუმინები,გლობულინები,ფიბრინოგენი.
პლაზმის ცილები

ალბუმინები -შეადგენენ პლაზმის ცილების 50-60%.წარმოიქმნებიან


ღვიძლსა და ძვლის ტვინში,განსაზღვრავენ სისხლის ონკოზურ
წნევას,მონაწილეობენ სხვადასხვა ნივთიერებათა ტრანსპორტში.
ალბუმინებს სისხლში გადააქვთ ნაღვლის პიგმენტები,ნაღვლის
მჟავეები,აგრეთვე ჰორმონები,სამკურნალო
პრეპარატები.წარმოადგენენ სარეზერვო ცილებს შიმშილობის
პირობებში.
გლობულინები-შეადგენენ საერთო ცილების 35-40%-
ს.ელექტროფორეზის მეთოდით გამოიყოფა ალფა1,-ალფა2,-ბეტა
და გამა ფრაქციები.ალფა გლობულინები სისხლში გლუკოზის
ძირითად გადამტანებს წარმოადგენენ.ბეტა გლობულინები ცხიმოვან
მჟავეებთან მიერთებით ლიპოპროტეიდებს ქმნიან და
ფოსფოლიპიდების გადამტანებს წარმოადგენენ.
გამა გლობულინები პლაზმის ცილებში ყველაზე დიდია და
ნაკლებად მოძრავი .ამ ფრაქციაში შედის სხვადასხვა
ანტისხეულები,რომლების იცავენ ორგანიზმს ვირუსებისა და
ბაქტერიებისაგან.
ფიბრინოგენი-მცირე რაოდენობით არის სისხლის პლაზმაში და
ხსნადი მდგომარეობიდან განსაზღვრულ პირობებში გადადის
უხსნად მდგომარეობაში.
პლაზმის აზოტშემცველი და
არააზოტშემცველი ნივთიერებები

პლაზმის აზოტშემცველი ნაწილის ნივთიერებები წარმოადგენენ


ცილების შუალედური ცვლის პროდუქტებს,ისინი შეადგენენ ნარჩენ
აზოტს.ნარჩენი აზოტის მთავარი კომპონენტებია
შარდოვანა ,ამინომჟავები,შარდის მჟავა.
არააზოტშემცველ ორგანულ ნივთიერებებს მიეკუთვნება
გლუკოზა,რძისა და პიროყურძნის მჟავები,ლიპიდები.
პლაზმის ორგანულ ნივთიერებებს მიეკუთვნება ბიოლოგიურად
აქტიური ნივთიერებები-ფერმენტები,ვიტამინები და ჰორმონები.
პლაზმის ცილების ფუნქციები

 წარმოქმნიან სისხლის ონკოზურ წნევას


 ბუფერული თვისებების გამო იცავენ პლაზმის მჟავა -ტუტოვან
წონასწორობას.
 სისხლს აძლევენ სიბლანტეს.
 ახდენენ სისხლის სტაბილიზაციას,რადგან ხელს უშლიან
ერითროციტების დალექვას.
 მონაწილეობენ სისხლის შედედებაში.
 წარმოადგენენ იმუნიტეტისათვის აუცილებელ ფაქტორს.
 ასრულებენ სისხლში ჰორმონების, ლიპიდების, ქოლესტერინისა და
მინერალური ნივთიერებების გადამტანების როლს.

You might also like