You are on page 1of 5

პარაგრაფი 1.1.

1665 წელს რობერტ ჰუკმა აღომოაჩინა უჯრედები მუხის ქერქის თხელ ანათალში.

ანტონ ლევენჰუკმა აღმოაჩინა ერთუჯრედიანი არსებები.

უჯრედული თეორიის ძირითადი დებულებები:


ყველა ორგანიზმი ერთი ან რამდენიმე უჯრედისგან შედგება.

უჯრედი არის ორგანიზმების სტრუქტურული ფუნქციური და განვითარების


ძირითადი ერთეული.

ყველა ახალი უჯრედი წინას გაყოფით წარმოიქმნება.

სხვადასხვა ორგანიზმის უჯრედები მსგავსია აგებულებით ქიმიური შემადგენლობით


და მასში მიმდინარე ბიოქიმიური პროცესებით.

ყველა უჯრედი შეიცავს გენეტიკურ მემკვიდრულ მასალას.

პარაგრაფი 1.1.2

არსებობს ეუკარიოტული და პროკარიოტული უჯრედები.


ეუკარიოტულს აქვს ბირთვი და სხვა სტრუქტურები. პროკარიოტულს არ აქვს ბირთვი და
ეუკარიოტულისთვის დამახასიათებელი ზოგი სხვა სტრუქტურა.

უჯრედები ერთმანეთისგან განსხვავდებიან: ზომით, სპეციფიკური სტრუქტურებით და


ფორმით და ცხოველქმედებით.

ყველა სახის უჯრედს აქვს: პლაზმური მემბრანა, ციტოპლაზმა და უბანი სადაც დნმ ია
განთავსებული.

ეუკარიოტულ უჯრედში დნმ ბირთვშია განთავსებული და ქრომისომებშია


ორგანიზებული, პროკარიოტულში ციტოპლაზმის უბანში, ნუკლეოიდში.

პროკარიოტებია-ბაქტერიები
ეაუკარიოტები-მცენარეები, ცხოველები, სოკო და პროტისტები.

პლაზმური მემბრანა ციტოპლაზმას აკრავს გარსს მისი ფუნქციებია: ბარიერული (მიჯნავს


უჯრედს გარემოსგან), ნივთიერებათა ტრანსპორტირება, საკონტაქტო ფუნქცია.

მცენარეებში და სოკოებში პლაზმ. მემბრანას გარედან უჯრედის კედელი აკრავს რომელიც


სოკოებში ქიტინისგან შედგება ხოლო მცენარეებში ცელულოზისგან.

ეუკარიოტულ უჯრედში პლაზმ. მემბრანასა და ბირთვს შორის ციტოპლაზმაა. იგი


ბლანტი ჟელისებური თხევადი ნაწილისგან (ციტოზოლი) შედგება რომელშიც
განლაგებულია უჯრედის მიკროსტრუქტურები ორგანელები და უჯრედის არამუდმივი
კომპონენტები ჩანართები.
ციტოზოლის 90%-ს წყალი შეადგენს.

პლაზმ. მემბრანა შედგება ცილების და ლიპიდებისგან. მემბრანული ლიპიდების


უმრავლესობა ფოსფოლიპიდია, რომლებსაც ჰიდროფილური (წყალში ხსნადი) და
ჰიდროფობური (წყალში უხსნადი) უბნები გააჩნია.
ჰიდროფილურები (წყალში ხსნადები) წყლიანი გარემოსკენაა მიქცეული ხოლო
ჰიდროფობური (უხსნადი) ერთმანეთისკენ.

არსებობს ნახშირწყლების ჯაჭვები რომლებიც ლიპიდებთანაა დაკავშირებული და


წარმოქმნის მოლეკულა გლიკოლიპიდს. ნახშირწყლების უმრავლესობა კაცშირს ქმნის
ცილებთან, ეს გლიკოპროტეინის მოლეკულებია.
გლიკოპროტეინებს რეცეპტორების ფუნქცია აქვთ.

პლაზმურ მრმბრანის კონკრეტულად კი გლიკოპროტეინებსა და გლიკოლიპიდების


მონაწილეობით უჯრედებს შორის კავშირი მყარდება ანუ პლაზ. მემბრანას საკონტაქტო
ფუნქციაც აქვს.

პარაგრაფი 1.1.3

პლაზმურ მემბრანას აქვს შერჩევითი განვლადობა ანუ ზოგ მოლეკულებს ატერებს


უჯრედიდან გარეთ და გარედან უჯრედში და ზოგს არა.
მისი საშვალებით უჯრედში ჰომეოსტაზი შენარჩუნდება. მემბრანული ტრასნსპორტის 4
სახე არსებობს: დიფუზია(მარტივი, გაადვილებული), აქტიური ტრანსპორტი,
ეგზოციტოზი და ენდოციტოზი.

დიფუზია არის მოლეკულების და იონების მოძრაობა მაღალი კონცენტრაციიდან


დაბლისკენ, ანუ მოძრაობა კონცენტრაციული გრადიენტისკენ.

მარტივი დიფუზიის დროს ორმაგი ლიპიდური შრის გავლით, ადვილად და სწრაფად


ხორციელდება არაპოლარული მოლეკულების დიფუზია.

გაადვილებული დიფუზიის დროს მენბრანის გავლით ნივთიერებას მოძრაობაში რაიმე


სპეციფიკური მოლეკულა ეხმარება.

დიფუზიის სახეა ოსმოსიც რომლის დროსაც წყალი მოძრაობს შერჩევით განვლად


მემბრანაში მაღალი კონცენტრაციიდან დაბლისკენ.

იზოტონურობა ნიშნავს რომ მემბრანის ორივე მხარეს კონცენტრაცია თანაბარია.

პასიური ტრანსპორტის დროს ნივთიერება კონცენტრაციული გრადიენტისკენ მოძრაობს


ამიტომაც უჯრედს ენრგია არ ეხარჯება.

აქტიური ტრანსპორტის დროს პირიქით: ნივთიერება კონც. გრადიენტის


საქინააღმდეგოდ მოძრაობს და ამ მოძრაობისთვის ატფ იხარჯება.

ენდოციტოზის დროს: პლაზმური მემბრანა იზნიქება, შემდეგ ჩაზნექილ ადგილას


მოხვდება მოლეკულა ან ნაწილაკი, შემდეგ ჩაზნექლი ადგილს თავზე გადაეფარება
პლაზმური მემბრანა და ჩაზნექილი ადგილი მოწყდება მემბრანას და შედის
ციტოპლაზმაში.
ეგზოციტოზის დროს ყველაფერი პირიქით ხდება.

პარაგრაფი 1.1.4

თუ მცენარეული უჯრედი მიხვდება ჰიპერტონულ გარემოში, უჯრედიდან გარემოში


წყალი გამოიყოფა.
ამის შედეგად ციტოპლაზმის მოცულობა შემცირდება და იგი უჯრედის კედელს
მისცილდება. ამ მოვკენას პლაზმოლიზი ეწოდება. ამ დროს უჯრედი კარგავს
დრეკადობას.

თუ უჯრედს ჰიპოტონურ გარემოში მოვათავსებთ, იგი აღიდგენს საწყის ფორმას. ამას


დეპლაზმოლიზი ეწოდება.

პარაგრაფი 1.1.5

ბირთვი: შედგება შიდა მემბრანის,გარე მემბრანის, გარსის, ქრომატინის, ენდოპლაზმური


ბადის, ბირთვაკისა და ნუკლეოპლაზმისგან.

მისი ფუნქციებია: გენეტიკური მასალის შენახვა დაცვა, ნივთიერებათა ცვლის


რეგულირება ბირთვსა და ციტოპლაზმას შორის, უჯრედის სასიცოცხლო პროცესების
კონტროლი.

ბირთვის გარსი ორი მემბრანისგან შედგება. ისინი ლიპიდების ორი შრისგან შედგება
რომლებშიც ცილის მოლეკულები სხვადასხვა სიღრმეზეა ჩაძირული.

ბირთვის შიგთავსი ამოვსებულია ბირთვის წვენით, ნუკლეოპლაზმით რომელშიც


ორგანული და არაორგანული ნივთიერებებია.

ბირთვი შეიცავს ბირთვაკსაც.


ბირთვაკი მონაწილეობს რიბოსომების ნაწილაკების ჩამოყალიბებაში.

ბირთვში დნმ და ცილები ქრომატინს ქმნიან. ქრომატინის დახმარებით უჯრედის


გაყოფისას ქრომოსომები ყალიბდება.

ქრომოსომების გარეგნული სახე უჯრედის სიცოცხლეში იცვლება. თავიდან ძაფისებური


ფორმა აქვთ უჯრედის გაყოფის წინ ისინი ირმაგდებიან შემდეგ კი გაყოფის დროს
მოკლდება და მსხვილდება და სპირალულრად ეხვევა.

პარაგრაფი 1.1.6

ენდოპლაზმური ბადე არის ეოკარიოტული უჯრედების ორგანოიდი.


მისი ძირითადი ფუნქციებია ბიოსინთეზი და ტრანსპორტირება.
არსებობს ებ-ს გლუვი და ხორკლიანი უბნები.

ენდოპლაზმური ბადის მარცვლოვან მემბრანაზე რიბოსომებია განლაგებული და აქ ხდება


ცილების სინთეზი. სინთეზირებული ცილები ებ-ს არხებში გროვდება და გადადის
უჯრედის ციტოპლაზმაში და მიდის გოლჯის აპარატში, იქ ცილები ტრანსფორმაციას
განიცდიან. ზოგი ცილა აქ რჩება ზოგი იფუთება და მემბრანით ციტოპლაზმაში
გამოიყოფა აქედან კი სხვა ორგანელებისკენ მიდის ან მემბრანისკენ და უჯრედიდან
გარეთ გადის.

ებ-ს გლუვ უბანში სინთეზირდება ლიპიდები და გარდაიქმნება ნახშირწყლები. მის


არხებში გროვდება ნივთიერებები და გადაიტანება ციტოპლაზმაში.
გლუვი უბნის ფერმენტები აუვნებლებენ ტოქსიკურ ნივთიერებებს.

რიბოსომაში ხდება ცილების სინთეზი, იგი შედგება სუბერთეულებისგან, რომლებიც


ჩამოყალიბდება ბირთვაკების საშვალებით. ისინი ებ-ს მარცვლოვანი უბნის გარდა არიან
ციტოპლაზმაშიც და სხვა ორგანელებშიც. მაგალითად მიტოქონდრიებში და
ქლოროპლასტებში ასევე კუჭქვეშა ჯირკვლის უჯრედებში.

ლიზოსომა ისინი გოლჯის აპარატში ყალიბდებიან. არიან საჭმლის მომნელებელი


დერმენტით მდიდარი მრგვალი ფორმის სტრუქტურები. ისინი მემბრანით არიან
დაფარული. ლიზოსომის ფერმენტები ებ-ს მარცვლოვან უბანში სინთეზირდება შემდეგ
გოლჯის აპარატში აქტიურდებიან და მემბრანით იფუთებიან. ლიზოსომები ცხოველურ
უჯრედში მეტია ვიდრე მცენარეულში. ისინი მოინელებენ უჯრედში ენდოციტოზით
შესულ საკვებ ნივთიერებებს, ბაქტერიებს.
ასევე მოინელებენ უჯრედის დაზიანებულ ნაწილებს.

პარაგრაფი 1.1.7

მიტოქონდრია ორი მემბრანითაა შემოსაზღვრული გარეთა გლუვით და შიგნითა


დანაოჭებულით და კრისტებს წარმოქმნის.
კრისტებს შორის სივრცეს მატრიქსი ეწოდება. მატრიქსში ინახება დნმ და რიბოსომები.
მიტოქონდრიები ატფ ის სინთეზში მონაწილეობენ.

ქლოროპლასტი ორი მემბრანითაა შემოსაზღვრული შიდა მემბრანის შიგნით არის


სტრომა. სტრომაში მოთავსებულია ორი მემბრანით შემოსაზღვრული ბრტყელი
სტრუქტურები რომელთაც თილაკოიდები ეწოდებათ. თილაკოიდები ერთმანეთზე
ლაგდება და გრანები წარმოიქმნება. ქლოროპლასტში მიმდინარეობს ფოტოსინთეზი.

ცენტრ. ვაკუოლი სავსეა უჯრედის წვენით. ფუნქციები: უჯრედის ტურგორის


შენარჩუნება, მავნე ნივთიერებების დაგროვება, პიგმენტების დგროვება, სამარაგო
ნივთიერებების დაგროვება, ცხოველებისთვის უგემური/შხამიანი ნივთიერებების
დაგროვება.

პარაგრაფი 1.1.8
ყველა ევკარიოტულ უჯრედს აქვს ციტოჩონჩხი, რომელიც მუდმივად იცვლის ფორმას
უჯრედის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. იგი შედგება ცილებისგან,
რომლებიც ქმნიან გრძელ ძაფებს ან ბოჭკოებს.
არსებობს ბოჩკოების 3 ტიპი

მიკრომილაკები გრძელი ღრუიანი მილებია და შედგება ცილა ტუბულისგან. უნრედს


ფორმას აძლევენ.

შუალედური ფილამენტები სიმტკიცეს ანუჭებენ უჯრედს

მიკროფილამენტები ბოჩკოებს შორის ყველაზე მცირე ზომის კუნთების შეკუმშვა


მიდუნებას განაპირობებენ.

პეროქსისომა არის ევკარიოტული უჯრედების კიდევ ერთი დამახასიათებელი ორგანელა.


იგი დაფარულია ერთი გარსით. იგი შეიცავს დიდი რაოდენობით ფერმენტებს, რომლებიც
მონაწილეობენ ჟანგვა-აღდგენით რეაქციებში და ასრულებს სხვა ფუნქციებს.
პეროქსიზომების ფუნქციები სხვადასხვა სახის უჯრედებში განსხვავებულია.

You might also like