You are on page 1of 10

1.

ბიოქიმიის საგანი

ბიოქიმია არის მეცნიერება რომელიც შეისწავლის ცოცხალი უჯრედებისა და


ორგანიზმების ქიმიურ შემადგენლობას, მასში მიმდინარე ქიმიურ რეაქციებს და
მთელ ქიმიურ პროცესებს, რომლებიც საფუძვლად უდევს ცხოველმოქმედებას.

ეს არის მოკლე განმარტება. ბიოქიმია გვეხმარება გავიგოთ ცოცხალის


ზოგადად არსებობის მოლეკულური საფუძვლები, გავერკვეთ ცოცხალი სისტემის
მოწყობის, მოქმედების ლოგიკაში.

ცოცხალი ორგანიზმი შედგება ასე ვთქვათ „არაცოცხალი“


მოლეკულებისაგან. თუ გამოვყოფთ ამ მოლეკულებს ცალ-ცალკე ვნახავთ, რომ ისინი
ემორჩილებიან ყველა იმ ფიზიკურ და ქიმიურ კანონებს, რასაც ემორჩილება
ნებისმიერი ნივთიერება არაცოცხალი გარემოდან. ამასთან ერთად ცოცხალი
ორგანიზმი ხასიათდება არაჩვეულებრივი თვისებებით, რომლებიც არ გააჩნია
არაცოცხალ სამყაროს.

ერთერთი მთავარი განმასხვავებელი თვისებაა ცოცხალის (ნებისმიერის,


იქნება ეს ბაქტერია თუ ადამიანი) მისი სირთულე და მაღალი ორგანიზებულობა. ამ
ნიშნის მიხედვით განსხვავება უმარტივეს და ურთულეს ცოცხალ ორგანიზმებს
შორის განუზომლად უფრო მცირეა ვიდრე საერთოდ ცოცხალსა და არაცოცხალს
შორის. სირთულეში იგულისხმება როგორც ქიმიური შემადგენლობა - ცოცხალი
შეიცავს მრავალფეროვან და რთულ მოლეკულებს, -ასევე ამ მოლეკულების
გარკვეული წესით დალაგება (ორგანიზება) ცოცხალის სტრუქტურაში. ამ
სირთულითა და ორგანიზაციის მაღალი დონით მიიღწევა ცოცხალ სამყაროში
მრავალფეროვნება. (ენტროპიაზე)

მეორე თავისებურება არის ის რომ ორგანიზმის ნებისმიერი შემადგენელი


ნაწილი ორგანიზაციის ყველა დონეზე - იქნება ეს ორგანო, ქსოვილი, უჯრედი,
ორგანელა და ნაერთიც კი ასრულებს მკაცრად განსაზღვრულ ფუნქციას. სხვა
სიტყვებით რომ ვთქვათ ცოცხალში „უაზრო“, “უსარგებლო” სტრუქტურა ან
ნივთიერება ან ამ ნივთიერების გარდაქმნის პროცესი არ არსებობს.

მესამე თავისებურება ეს არის ცოცხალი ორგანიზმის უნარი შეითვისოს,


გარდაქმნას და გამოიყენოს ენერგია გარემოდან საკვები ნივთიერებების ან მზის
სინათლის ენერგიის ფორმით. ამ ენერგიას გამოიყენებს იგი თავისი მთლიანობის
შესანარჩუნებლად, მუშაობისათვის იქნება ეს მექანიკური გადაადგილება,
ნივთიერებათა აქტიური ტრანსპორტი ორგანიზმის შიგნით და ა.შ.
ადაპტაციის უნარი - თვისება, რომლის საშუალებითაც ცოცხალი აღიქვამს
ცვლილებებს გარემოში და შესაბამის ცვლილებებს ახდენს თავის ქიმიურ
შემადგენლობაში. ეს არის ორგანიზმის თვისება დინამიურ წონასწორობაში იყოს
გარემოსთან.

მაგრამ ყველაზე მთავარი და საოცარი თავისებურება ეს არის თავისივე


მსგავსის წარმოქმნის ანუ გამრავლების უნარი. ასეთი რამ არაცოცხალ გარემოში არ
არსებობს.

ბუნებრივია ისმება კითხვა: თუ ცოცხალი შედგება ჩვეულებრივი


„არაცოცხალი მოლეკულებისაგან“ , მაშინ რატომ არის ასე რადიკალური განსხვავება
ცოცხალსა და არაცოცხალს შორის? ბიოქიმიის მთავარი მიზანი სწორედ არის
გაარკვიოს ცოცხალში გაერთიანებულ რთულ ქიმიურ ნაერთებს შორის
ურთიერთქმედებები, რომლის საშუალებითაც ცოცხალი ახერხებს სტაბილური
მდგომარეობის შენარჩუნებას და გამრავლებას. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ
მოლეკულები რომლისგანაც შედგება ცოცხალი ემორჩილება ქიმიის ყველა კანონებს,
მაგრამ ამავე დროს ისინი ურთიერთქმედებენ ერთმანეთთან სხვა პრინციპებითაც,
რომლებიც ბიომოლეკულებს ახასიათებთ - ანუ ისეთ მოლეკულებს , რომლებიც
ცოცხალი ორგანიზმების შემადგენლობაშია, მათ მიერ არის შექმნილი.

ცოცხალი ორგანიზმების ქიმიური კომპონენტების უდიდესი ნაწილი ეს


ორგანული ნაერთებია. ეს ნაერთები განუსაზღვრელად მრავალფეროვანია.
ორგანული ნაერთების ეს მრავალფეროვნება ხორციელდება რამდენიმე ქიმიური
ელემენტით (ნახშირბადი, წყალბადი, ჟანგბადი, აზოტი).

ერთერთ უმარტივეს ორგანიზმში Escherichia coli (ნაწლავის ჩხირი)


დაახლოებით 5000-მდე ორგანული ნაერთია. აქედან 3000 ცილის მოლეკულაა. უფრო
რთულ ორგანიზმებში ნაერთთა რაოდენობა ბევრად უფრო მეტია. ცოცხალი
ორგანიზმების სახეობები შეიცავენ ცილებისა და ნუკლეინის მჟავების კრებულებს
დამახასიათებელს კონკრეტული სახეობისათვის და განსხვავებულს სხვა
სახეობებისაგან. თუ გავითვალისწინებთ, რომ დედამიწაზე უხეში შეფასებით
ცოცხალი ორგანიზმების 8 მილიონამდე სახეობა არსებობს დაახლოებით
მილიარდზე მეტი მხოლოდ ცილა უნდა იყოს. ბიოქიმიის მიზანი ამ ნაერთების
ცალკეული შესწავლა რომ იყოს რა თქმა უნდა ეს შეუძლებელი ამოცანა იქნებოდა.
მაგრამ ბიოქიმიის ამოცანა როგორც ადრე აღვნიშნეთ ამ მრავალფეროვნების
გამომწვევი პრინციპების ძიებაა.

რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა გვეჩვენოს ცოცხალის მიერ ეს პრობლემა


ძალზე მარტივად არის გადაწყვეტილი. განუსაზღვრელი მრავალფეროვნება
ხორციელდება ორ სტრუქტურულ დონეზე:
• ორგანული ქიმიიდან იცით ქიმიური ელემენტის ნახშირბადის
თვისება შექმნას ნახშირბადოვანი ჩონჩხი. ამასთანავე ეს ჩონჩხი
მრავალგვარი სტრუქტურის შეიძლება იყოს და დაკავშირებული იყოს
ატომთა განსხვავებულ ჯგუფებთან.
• ცოცხალ ორგანიზმში მოლეკულების მრავალგვარობის ძირითადი
„წონა“ ე.წ. მაკრომოლეკულებზე მოდის. ეს მაკრომოლეკულები
შედგებიან რამდენიმე ტიპის უფრო მარტივი და მცირე ზომის
მოლეკულებისაგან. მათ „საშენი ბლოკები“ შეგვიძლია ვუწოდოთ.
ისინი ერთიანდებიან ჯაჭვში, რომელიც შეიცავს 50, 100 ან რამდენიმე
1000 რგოლს. მაგალითად დნმ-თვის მხოლოდ 4 „საშენი ბლოკი“-
ნუკლეოტიდი არსებობს. ცილის შენებაში 20 ამინომჟავა მონაწილეობს.
ამ „საშენი ბლოკების“ თანამიმდევრობის კომბინირებით ხდება
სწორედ ასეთი მრავალფეროვნების მიღება, ისევე როგორც 33 ასოს
საშუალებით ხდება ენაში სიტყვების უზარმაზარი მარაგის მიღება.

ეს პრინციპი ერთნაირია დედამიწაზე არსებული ყველა ცოცხალი


ორგანიზმისათვის, მისი განვითარების დონის მიუხედავად, რაც გვაფიქრებინებს,
რომ ყველა ცოცხალი ორგანიზმი ერთი წარმოშობისაა, ერთი წინაპარი ჰყავს.

აქვე უნდა აღინიშნოს ასეთივე პრინციპები გვხვდება არა მარტო


მაკრომოლეკულების შენების შემთხვევაში, არამედ მთელი ბიოქიმიური პროცესებიც
კი ერთნაირია. ერთერთი ყველაზე გავრცელებული ნახშირწყლის - გლუკოზის
დაშლის 10 თანამიმდევრული რეაქცია პრაქტიკულად იდენტურია ყველა ცოცხალი
ორგანიზმისთვის ზემოთ ხსენებული ნაწლავის ჩხირიდან ( E. coli ) დაწყებული
ადამიანით დამთავრებული.

было метко сформулировано в 1954 г. Жаком Моно: « Что верно для


Е.coli, то верно и для слона». გვ.26

აღსანიშნავია კიდევ ერთი ფაქტი. ზემოთაღნიშნული მარტივი ნივთიერებები


ცოცხალის მიერ გამოიყენება არა მარტო საშენ ბლოკებად, არამედ მათ სხვა
ფუნქციებიც გააჩნიათ. ასე მაგალითად ამინომჟავები თავისი ძირითადი ფუნქციის
გარდა (ცილების შენება), მონაწილეობენ ჰორმონების, ალკალოიდების და სხვა
ბიომოლეკულების წარმოქმნაში.

ამრიგად შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ ცოცხალის შენების ზოგიერთი


პრინციპი:

• ბიოლოგიური მაკრომოლეკულების სტრუქტურა თავის არსში


მარტივია.
• ყველა ცოცხალი ორგანიზმის მაკრომოლეკულების შენება ხდება
ერთნაირი საშენი ბლოკებით, რაც უნდა მიუთითებდეს ამ
ორგანიზმების ერთი წინაპრიდან წარმოშობაზე.
• მრავალფეროვნება მიიღება საშენი ბლოკების განლაგების
თავისებურებით ყოველი ორგანიზმის ყოველ მაკრომოლეკულაში.
• ბიომოლეკულები უჯრედებში სპეციფიურ ფუნქციებს ასრულებენ.

ნივთიერებათა და ენერგიის ცვლა ცოცხალ ორგანიზმში

ცოცხალი ორგანიზმის სტრუქტურის შენარჩუნებისათვის და ზრდის


პროცესისათვის საჭიროა ენერგია, რომელსაც ცოცხალი იღებს გარედან ისეთი
ფორმით, რომლის გამოყენებაც მათ შეუძლიათ მოცემულ ტემპერატურასა და წნევის
პირობებში. მუშაობის შესრულების შემდეგ ენერგია იხარჯება და გაიფანტება

სურ. 1.1 ენერგიის გარდაქმნა და გამოყენება ცოცხალი სისტემის მიერ.


გარემოში ისეთი სახით, რომლის გამოყენება ცოცხალს არ შეუძლია. ენერგიის
სასარგებლო ფორმას, რომელიც გამოიყენება ცოცხალი უჯრედით თავისუფალი
ენერგია ეწოდება. უფრო მარტივად რომ ვთქვათ ეს არის ენერგია, რომლითაც
შესაძლებელია მუშაობის შესრულება მუდმივი ტემპერატურის და წნევის
პირობებში. მუშაობის შემდეგ უჯრედი გამოასხივებს ენერგიას ძირითადად სითბოს
სახით. სითბური ენერგია გამოუსადეგარია ცოცხალი უჯრედისათვის, ვინაიდან
უჯრედი იზოთერმული და იზობარული სისტემაა. სითბური ენერგია კი გამოიყენება
ისეთ მანქანებში სადაც არის მინიმუმ ორი უბანი განსხვავებული ტემპერატურით და
წნევით.

გამოყოფილი სითბო გაიფანტება გარემოში სადაც იგი ზრდის გარემოში


ქაოსურ მოძრაობას (ანუ ზრდის გარემოს ენტროპიას). ამგვარად ცოცხალი უჯრედი
ინარჩუნებს მაღალ მოწესრიგებულ მდგომარეობას (ენტროპიის დაბალი დონე)
სითბური ენერგიის გაფანტვით და გარემოს მოუწესრიგებლობის ამაღლების ხარჯზე
(ენტროპიის მაღალი დონე).

ამრიგად შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ ცოცხალის არსებობის კიდევ ერთი


პრინციპი:

ცოცხალი ორგანიზმები ქმნიან და ინარჩუნებენ მაღალ ორგანიზებულ


სტრუქტურას, გარემოს თავისუფალი ენერგიის გამოყენებით: ამ ენერგიას ისინი
გარემოში აბრუნებენ თავისათვის გამოუსადეგარი ფორმით.

ცოცხალი ორგანიზმი ასრულებს გარკვეულ მუშაობას (თვით აწყობა,


სტრუქტურის შენარჩუნება) ენერგიის გარდაქმნით ისევე, როგორც ადამიანის მიერ
შექმნილი მანქანები ასრულებენ მუშაობას. მაგრამ არის კარდინალური განსხვავება.
ადამიანის მიერ შექმნილ მანქანებში გამოიყენება სითბური ენერგია იმის გამო, რომ
მათში არის ორი უბანი განსხვავებული ტემპერატურით, მათ შორის ხდება სითბოს
გადაცემა და სწორედ ამის საშუალებით ხდება მუშაობის შესრულება.

ცოცხალ უჯრედში კი ასეთი თერმულად იზოლირებული უბნები არ არის და


სწორედ ამის გამო მუშაობის შესრულება სითბოთი შეუძლებელია.

ცოცხალი ორგანიზმები წარმოადგენენ ქიმიურ მანქანებს, რომლებიც მუდმივ


ტემპერატურაზე მუშაობენ. ისინი გამოიყენებენ ქიმიურ ენერგიას ყველა სახის
მუშაობის შესასრულებლად იქნება ეს ბიოსინთეზი - უჯრედის შენება,
ნივთიერებათა აქტიური ტრანსპორტი, ინფორმაციის გადაცემა, მოძრაობა და ა.შ.

დედამიწაზე მცხოვრები ყველა ცოცხალი ორგანიზმი საბოლოო ჯამში


ენერგიას იღებს მზის სინათლის ენერგიის სახით. ფოტოსინთეზის პროცესში
მცენარეები სინათლის ენერგიას გამოიყენებენ წყლისა და ნახშირორჟანგის
გარდაქმნით ენერგიით მდიდარ ნაერთში, როგორიცაა გლუკოზა, სახამებელი და
ცელულოზა. ამასთან ერთად ატმოსფეროში გამოიყოფა ჟანგბადი. სხვა ორგანიზმები
რომელთაც არ შეუძლიათ გამოიყენონ პირდაპირი გზით მზის ენერგია საკვების
სახით მიღებულ მცენარეულ პროდუქტებს წვავენ ატმოსფერული ჟანგბადით.
გამოყოფილ ენერგიას გამოიყენებენ სიცოცხლის შესანარჩუნებლად. წვის
პროდუქტები კი ნახშირორჟანგი და წყალი უბრუნდება რა გარემოს, მცენარეთა
საშუალებით ჩაერთვება „ნახშირბადის ბრუნვაში“.

ამრიგად შეიძლება ჩამოვაყალიბოთ „ცოცხალის ლოგიკის“ კიდევ ორი


პრინციპი:

1. დედამიწაზე არსებული ყველა ცოცხალი ორგანიზმი თავისი


ენერგეტიკული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად საბოლოო ჯამში
გამოიყენებს მზის ენერგიას.
2. მთელი მცენარეული და ცხოველური სამყარო უნდა განიხილებოდეს
როგორც ერთი მთლიანობა ვინაიდან მათ შორის გარემოს
შუამავლობით გამუდმებულად მიმდინარეობს ენერგიისა და
ნივთიერებების ცვლა.

ცოცხალი ორგანიზმები ენერგიას იკავებენ და გადააქვთ ერთი პროცესიდან


მეორეში ქიმიური ფორმის - ძირითადად ატფ-ს სახით. სწორედ ატფ წარმოადგენს
უნივერსალურ ენერგეტიკულ „გამცვლელ ვალუტას“ ცოცხალ ორგანიზმში
მიმდინარე პროცესებში, იქნება ეს ერთუჯრედიანი უმარტივესი მიკროორგანიზმი
თუ ადამიანი. ატფ-ს შეუძლია გადასცეს ენგრია სხვა ბიომოლეკულებს, რომლის
დროსაც კარგავს ფოსფატურ ჯგუფს და გარდაიქმნება დაბალენერგეტიკულ ნაერთად
ადფ-ად (ადენოზინდიფოსფატად). თუმცა ადფ შესაძლებელია აღდგეს ატფ-მდე
მიიღებს რა ამისათვის ენერგიას მზის სინათლის სხივებიდან (მცენარეებში) ან
საკვები ნივთიერების დაშლის პროცესიდან (ცხოველებში). ასე რომ ეს მოლეკულა

სურ. 1.2 ატფ-ს ციკლი. ატფ-ს საშუალებით გარემოდან მიღებული ენერგია


გადაიტანება ცოცხალი ორგანიზმისათვის საჭირო პროცესებში.
არის ენერგიის გადამცემი და ამავე დროს მოქმედებს როგორც აკუმულატორი.
ნებისმიერი რეაქცია რომელიც მოითხოვს ენერგიას, ნებისმიერი მუშაობა
ხორციელდება მხოლოდ ატფ-ს დაშლის პროცესის „გავლით“

ამრიგად ატფ წარმოადგენს მთავარ შემაერთებელ რგოლს ორ მნიშვნელოვან


პროცესს შორის - გარემოდან ენერგიის მიღების და დაგროვების ერთი მხრივ და
სიცოცხლის შენარჩუნებისათვის აუცილებელ შესასრულებელ სამუშაო
(ბიოსინთეზი, მექანიკური მოძრაობა, გენეტიკური მასალის გადაცემა და ა.შ.)

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ცოცხალი ორგანიზმები წარმოადგენენ ქიმიურ


მანქანებს. ისინი ფუნქციონირებენ ფერმენტების არსებობის წყალობით. ისინი
წარმოადგენენ კატალიზატორებს - ქიმიური რეაქციის ამაჩქარებლებს, სადაც
თვითონ არ იხარჯებიან. ფერმენტებს სხვაგვარად ენზიმებსაც უწოდებენ. ორივე
სახელწოდება ვალიდურია და ორივე საფუარს, დედოს ნიშნავს - ფერმენტს
ლათინური ფუძე აქვს, ენზიმს - ბერძნული. ქიმიურად ფერმენტები ცილებს
წარმოადგენენ, რომლებიც აწყობილი არიან ამინომჟავებით.

ფერმენტებს ხელოვნური კატალიზატორებისაგან განსხვავებით რიგი


უპირატესობები გააჩნიათ:

1. ფერმენტები ქიმიურ კატალიზატორებს ბევრად აღემატებიან რეაქციის


აჩქარებით
2. ისინი მუშაობენ დაბალი ტემპერატურისა და წნევის პირობებში
3. თითოეული ფერმენტი მაღალსპეციფიკური კატალიზატორია ანუ
აკატალიზებს მხოლოდ ერთ ქიმიურ რეაქციას. ამიტომ უჯრედში
შესაძლებელია მიმდინარეობდეს მრავალი ასეული რეაქცია, რომლებიც
ერთმანეთს არ უშლიან (უნდა აღინიშნოს, რომ არის დაბალსპეციფიკური
ფერმენტებიც, ამასაც თავისი ბიოლოგიური აზრი აქვს)
4. ფერმენტები მუშაობენ 100%-იანი გამოსავლით. ისინი არ წარმოქმნიან
გვერდით პროდუქტებს
5. ფერმენტებს გააჩნიათ კატალიზის თვითრეგულაციის შესანიშნავი უნარი.

მზარდი უჯრედი ასინთეზებს უამრავ ბიომოლეკულას, ცილას, ნუკლეინის


მჟავას და სხვა ნაერთებს. ამასთან იგი ასინთეზებს ამ ნივთიერებათა სიმრავლეს
ზუსტად ისეთი რაოდენობითა და თანაფარდობით, რა მოთხოვნილებაც არის
მათზე. უჯრედში „ზედმეტი “ ნივთიერება არ არსებობს. ეს იმას ნიშნავს რომ
ნივთიერებების გარდაქმნის რეაქციის მაკატალიზებელი ფერმენტების მუშაობა
მკაცრად კონტროლდება და კოორდინირდება უჯრედის მიერ. უფრო მეტიც:
უჯრედს შეუძლია დაარეგულიროს ფერმენტების სინთეზი. მაგალითად უჯრედს
შეუძლია გათიშოს კონკრეტული ნივთიერების წარმომქმნელი ფერმენტის სინთეზი,
თუკი უჯრედს აქვს საშუალება გარედან მიიღოს ეს ნივთიერება მზა მდგომარეობაში.
ან პირიქით გარკვეული ნივთიერების ჭარბი რაოდენობის შემთხვევაში ჩაირთოს
დამატებითი სინთეზი იმ ფერმენტისა, რომელიც გარდაქმნის ამ ნაერთს
უჯრედისათვის საჭირო ნივთიერებაში. თვითრეგულაციის ასეთი უნარი საშუალებას
აძლევს ცოცხალ ორგანიზმს შეინარჩუნოს სტაბილურობა გარემოს ცვალებადობის
დროსაც კი.

ამრიგად შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ ცოცხალის არსებობის კიდევ ერთი


პრინციპი:

ცოცხალი ორგანიზმები წარმოადგენენ თვითრეგულირებად


სისტემებს, რომლებიც მუშაობენ მაქსიმალური ეკონომიის პრინციპით.

ცოცხალის ყველაზე შესანიშნავი და საოცარი თვისებაა თავისივე მსგავსის


თითქმის აბსოლუტური სიზუსტით წარმოქმნა მრავალი ასეული და ათასეული
თაობის განმავლობაში. აღსანიშნავია თვით აღწარმოების სამი დამახასიათებელი
თავისებურება.

პირველი ეს არის უზარმაზარი ინფორმაციის კომპაქტურობა. ინფორმაცია


უჯრედის ყველა კომპონენტის, სტრუქტურის, ყველა ცილის შესახებ შენახულია
ცოცხალი ორგანიზმის ერთ უჯრედში. მთელი ინფორმაცია ჩაწერილია
დეზოქსირიბონუკლეინის მჟავის მოლეკულაში.

გენეტიკური ინფორმაცია ცოცხალ უჯრედში კოდირებულია


სუბმოლეკულური ზომის სტრუქტურული ერთეულებით; ეს ერთეულები
წარმოადგენენ 4 ტიპის ნუკლეოტიდს, რომლითაც აშენებულია დნმ-ს ყველა
მოლეკულა . ნუკლეოტიდების თანამიმდევრობით იწერება კონკრეტული
ინფორმაცია, ისევე როგორც ასოების საშუალებით ტექსტში.

მეორე მნიშვნელოვანი თავისებურება ცოცხალის მიერ მსგავსის წარმოქმნის


პროცესში არის გენეტიკური ინფორმაციის დნმ-ში შენახვის გასაოცარი
სტაბილურობა, სანდოობა. ინფორმაციის შენახვის ადამიანისეულ ტექნოლოგიებს
თუ შევადრით უზარმაზარ განსხვავებას დავინახავთ ცოცხალი ორგანიზმის
ტექნოლოგიის სასარგებლოდ. ჩვენამდე შემორჩა ჩანაწერები ისეთ თითქოსდა
გამძლე და სანდო მასალებზე, როგორიცაა ქვა, თიხა, პერგამენტი, ლითონი და ა.შ.,
რომლებიც ითვლიან არა უმეტეს რამდენიმე ათასწლეულს. მაგრამ ეს არის მთელი
ინფორმაციის ძალზე უმნიშვნელო პროცენტი, დანარჩენი ჩანაწერები მტვრად,
ნამსხვრევებად და ფერფლად იქცა. ცოცხალი ორგანიზმები კი რამდენიმე მილიარდი
წელია არსებობენ და დღემდე შემოინახეს ინფორმაცია თავიანთ შესახებ. ეს
ინფორმაცია ჩაწერილია დნმ-ზე რომლის მოლეკულა იმდენად მყიფე და სუსტია რომ
მისი ხმარის შენჯღრევაც კი მის მტვრევას იწვევს.
კიდევ ერთი ასპექტი ინფორმაციის შენახვისა არის მისი ზუსტი გადაცემა
ასლზე. ტექსტების გადაწერის სერიის დროს გროვდება იმდენად ბევრი შეცდომა,
რომ ტექსტმა შეიძლება სრულებით დაკარგოს თავდაპირველი შინაარსი. ცოცხალ
ორგანიზმებში კი არსებობს ასეთი „შეცდომების“ გასწორების სპეციალური სისტემა,
რომელიც ინფორმაციის სანდოობას ბევრად ამაღლებს. თვითაღდგენის ეს
შესანიშნავი თვისება ე.წ. სტრუქტურული კომპლემენტარობის შედეგია. დნმ-ს
მოლეკულის ერთ ჯაჭვში დარღვევა ფერმენტულად აღდგება მეორე ჯაჭვიდან
აღებული ინფორმაციის საშუალებით. ეს პროცესი იდეალური არ არის ხდება დნმ-ს
მოლეკულის შენებაში უმნიშვნელო ცვლილებები, რომელიც ვეღარ აღდგება. მაგრამ
ამაშიც დევს ბიოლოგიური აზრი, ლოგიკა. ამ მცირე განსხვავებებით ხორციელდება
ევოლუციური ცვლილებები, რომელიც სახეობათა წარმოშობას იწვევს.

მესამე თავისებურება გენეტიკური ინფორმაციის შენახვისა არის ის, რომ


„ერთგანზომილებიან“ ინფორმაციულ ჩანაწერში ინახება ინფორმაცია
სამგანზომილებიან სტრუქტურებზე. სხვაგვარად რომ ვთქვათ დნმ ხაზოვანი
მოლეკულაა და ნუკლეოტიდების თანამიმდევრობით ჩაწერილია „სწორხაზოვანი“
ინფორმაცია. „ერთგანზომილებიანი“ - ხაზოვანი ინფორმაცია გარდაიქმნება
„სამგანზომილებიან“ ინფორმაციაში ტრანსლაციის პროცესის, ანუ ცილის სინთეზის
დროს. დნმ-ს მოლეკულისაგან განსხვავებით რომელიც ხაზოვანია და შედარებით
ერთგვაროვანი, ცილები თვითონ ღებულობენ მოცემული ცილისათვის
დამახასიათებელ რთულ, სამგანზომილებიან ფორმას. კონკრეტული ცილის
სპეციფიური გეომეტრია განსაზღვრულია ცილის მოლეკულაში მისი საშენი
ბლოკების - ამინომჟავების თანამიმდევრობით, რომელიც თავისთავად
განსაზღვრულია ნუკლეოტიდური თანამიმდევრობით დნმ-ს შესაბამის უბანში,
რომელსაც გენს ვუწოდებთ.

ამრიგად შეიძლება შევაჯამოთ ცოცხალის მოლეკულური ლოგიკის


ძირითადი პრინციპები:

1. ცოცხალი უჯრედი არის ორგანული ნაერთებისაგან შემდგარი


იზოთერმული სისტემა, რომელსაც შეუძლია თვითაწყობა,
თვითრეგულირება და თავისივე მსგავსის წარმოქმნა, თავისუფალ
ენერგიის და საშენ მასალის გარემოდან შეთვისება.
2. უჯრედში პარალელურად მიმდინარეობს მრავალი თანამიმდევრული
ქიმიური რეაქცია, რომელიც ჩქარდება ორგანული კატალიზატორებით
- ფერმენტებით, სინთეზირებული უჯრედის მიერვე.
3. უჯრედი თვითონ უზრუნველყოფს სტაციონარულ მდგომარეობას,
რომელიც განსხვავებულია გარემოსაგან. იგი მუშაობს კომპონენტებისა
და პროცესების მაქსიმალური ეკონომიის პრინციპით.
4. უჯრედის შეუმცდარი თვით აღწარმოების თვისება მრავალი თაობის
განმავლობაში ხორციელდება დნმ-ში ხაზოვანი კოდირების
თვითაღდგენის სისტემის საშუალებით.

ჩვენი კურსის პირველ ნაწილში გავივლით შეძლებისდაგვარად მოკლედ ე.წ.


სტატიკურ ბიოქიმიას - ბიომოლეკულების აღწერილობას, თვისებებს და მათ
ბიოლოგიურ დანიშნულებას უჯრედში. მეორე ეტაპზე. ამის შემდეგ განვიხილავთ
სისტემას უჯრედში მიმდინარე თანამიმდევრული და თვითრეგულირებადი
ფერმენტული რეაქციების რთული ჯაჭვისა, რომლის საშუალებითაც ხორციელდება
ნივთიერებათა და ენერგიის ცვლა გარემოსთან. ამ პროცესებს სხვაგვარად
მეტაბოლიზმი ეწოდება. საბოლოოდ კი გავეცნობით უჯრედების თვით
აღწარმოების, უჯრედში შენახული ინფორმაციის ცხოვრებაში რეალიზაციის
მოლეკულურ საფუძვლებს.

შენიშვნები
გვ.7 - ინფორმაციის კომპაქტურობა -

როდესაც ვლაპარაკობთ დნმ-ს ერთგანზომილებიან ტექსტში


სამგანზომილებიანი სისტემის შესახებ ინფორმაციის შენახვას (გვ.8 ბოლო აბზაცი) ეს
სავსებით სამართლიანი და დამაჯერებელია ცილების გეომეტრიის დონეზე,
რომელსაც ჩვენ კურსში მალე შევეხებით. მაგრამ მთლიანად ცოცხალის გეომეტრიის
შემთხვევაში ანუ ორგანიზმის, მისი შემადგენელი კომპონენტების (ლაპარაკია
მრავალუჯრედიანებზე) მორფოგენეზის განხორციელება კი დღემდე პრაქტიკულად
აუხსნელი რჩება.

ცილების მრავალფეროვნების შესახებ - ლენინჯერი 1985 ტ.1 გვ. 138. 20


ამინომჟავის კომბინაცია 20-იან პეპტიდში არის 20!= 1018. თუ ავიღებთ საშუალო
ზომის ცილაც (250 ამ.მჟ), რომელიც შეიცავს მხოლოდ 12 ამინომჟავას კომბინაციების
რაოდენობა იქნება 10300. მხოლოდ თითო მოლეკულის რაოდენობით ამ რიცხვის
მოლეკულების მასა ბევრად აღემატება დედამიწის მასას.

You might also like