You are on page 1of 16

ბიორიტმოლოგიის კონსპექტი

1. ბიორიტმოლოგიის საგანი და ამოცანები


- ბიოლოგიური რიტმი არის ცოცხალ ორგანიზმებში გარკვეული ციკლური
ინტენსივობით მიმდინარე პროცესების რიტმი. ბიორიტმოლოგია არის მეცნიერება,
რომელიც განიხილავს რიტმულ პროცესებს უჯრედის დონით დაწყებული, რთული
მსხვილმასშტაბიანი, ბუნების სეზონური და მთვარის რიტმებით დამთავრებული.
ბიორიტმოლოგიის ერთ-ერთი გლობალური ამოცანაა როგორ გადაწიოს დაბერების
ასაკი ადამიანში, რისთვისაც შემოთავაზებულია რამდენიმე გზა: გენეტიკური
(გენების შეცვლა), ორგანული (მხედველობის დაბლოკვის მექანიზმის დადგენა),
ნებაყოფლობითი (ფსიქიკის საშუალებით ორგანიზმს მისცეს ბრძანება უჯრედის
დონემდე).
2. თანამედროვე ბიორიტმოლოგიის ძირითადი პრობლემები
- თანამედროვე ბიორიტმოლოგიის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა ბიორიტმების
სინქრონიზაცია და დესინქრონიზაცია, რომელიც შეიმჩნევა ადაპტური და
პათოლოგიური პროცესების დროს. ბიორტიმების შესწავლა არის ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი მეთოდი შრომის ფიზიოლოგიის საკითხის გადასაწყვეტად,
პათოლოგიური პროცესების გამოსავლენად, ადამიანის ადაპტაციის დასადგენად
გეოფიზიკური და სოციალური ცვლილებებისადმი.
3. დროის ფენომენისადმი ბიორიტმოლოგიის მიდგომა
-
4. ბიოლოგიური რიტმების მექანიზმი და ფორმები
-

მრავალი მეცნიერის მოსაზრების თანახმად ბიოლოგიური და ეკოლოგიური


რიტმების ბუნება ენდოგენურია, რაც გულისხმობს, რომ ის არის ორგანიზმის
სხვადასხვა ფუნქციის ცვლილებების შედეგი, რომელიც გამოწვეულია გარემოს
პერიოდულობით. აღნიშნულის მტკიცებულებას წარმოადგენს ისეთი ორგანიზმის
ფუნქციის სპონტანური (ცირკადული) რიტმულობა, რომელიც ხანგრძლივი დროის
მანძილზე იმყოფება მუდმივი გარემო პირობებში. ამ დროს ხდება ორგანიზმის
შინაგანი რიტმის შეჭრა (სინქრონიზაცია) საკუთარ პერიოდიში. ფოტო-, თერმო-,
ბაროპერიოდულობა, ტენიანობის ცვლილება, ელექტრომაგნიტური ველის
ცვლილება. ადამიანის შემთხვევაში კიდევ ემატება სოციალური ფაქტორი (გარემო
პირობები, შორმისა და დასვენების რეჟიმი).ბიორიტმები იმდენად ზუსტია, რომ მათ
ხშირად უწოდებენ „ბიოლოგიურ საათს.“ არის საფუძველი იმისა, რომ ვიფიქროთ,
დროის ათვლის მექანიზმი დევს ადამიანის სხეულის ყველა უჯრედში და ეს არის
დნმ-ს მოლეკულები, რომლებიც ინახავენ და გადასცემენ გენეტიკურ
ინფორმაციას.გარდა ჩამოთვლილისა დიდ ინტერესს იწვევს წარმოდგენები
ბიორიტმების სიმეტრიულობასა და რეაქტიულობაზე. ისინი ემორჩილებიან
სიმეტრიის ერთიან პრინციპს, ხოლო მათ ინდივიდუალურ თავისებურებას
წარმოადგენს ბიოსიმეტრიის სხვადასხვა ფორმა და დონე.
დღეისათვის ცნობილია, რომ ჰელიოფიზიკური ფაქტორები არის გადამწყვეტი
მნიშვნელობის ბიოლოგიური სისტემების მეზო- და მაკროდიაპაზონის
სინქრონიზაციაში.
ბიორიტმები - არის ევოლუციის ადაპტური ფორმა, გარემოს პარამეტრების
რიტმული ცვლილებებისადმი, ეს არის დროებითი ურთიერთობა ორგანიზმის
სხვადასხვა ფუნქციონალურ სისტემას შორის და გარემომცველ გარემოსთან,
რომელიც მთლიანობაში განაპირობებს მის ცხოველმყოფელობას და
ჰარმონიულობას.

5.დღეღმური წლიური და ინდივიდუალური


ხანგრძლივობის მიხედვით ბიორიტმები ყოფენ:
1. დღე–ღამური (ცირკადიალური);
2. ყოველთვიური;
3. სეზონური;
4. მრავალწლიანი.
5. ჩამოთვლილთაგან ყველაზე მეტად დღეისათვის შესწავლილია დღე–
ღამური რიტმი ცნობილია ქრონობიოლოგის ფ.ხალბერგის კლასიფიკაციის
მიხედვით ორგანიზმის რიტმული პროცესები იყოფა 3 ჯგუფად:
6. I ჯგუფი – მაღალი სიხშირის რიტმები (0,5 სთ. პერიოდით), მას მიეკუთვნება
სუნთქვის რიტმი, გულის მუშაობა, ელექტრული მოვლენები თავის ტვინში,
ბიოქიმიური რეაქციების პერიოდული რხევები;
7. II ჯგუფი – საშუალო სიხშირის რიტმები (0,5 სთ–დან 6 დღემდე პერიოდით),
მიეკუთვნება ძილისა და სიფხიზლის, აქტიურობისა და მოსვენების,
ნივთიერებათა ცვლისა და სხვა ფუნქციების დღე–ღამური ცვლილებები;
8. III ჯგუფი – დაბალი სიხშირის რიტმები (6 დღიდან 1 წლამდე პერიოდით),
მიეკუთვნება კვირეული, მთვარის და წლიური რიტმები.
დღე–ღამური რიტმი ითვლება მრავალრიცხოვანი კვლევის ობიექტად და ასახავს
ორგანიზმის ფუნქციის ცირკადულ ორგანიზაციას, ხასიათდება ცხოველმყოფელობის
გამოვლენის მრავალრიცხოვანი ცვლილებებით.
პირობითად დღე–ღამური ციკლი შეიძლება დავყოთ 3 ნაწილად. თითოეული
მათგანი განსხვავდება განსაზღვრული ენდოკრინული და მეტაბოლური
პროცესებით.
1. აღდგენის ფაზა – მოიცავს ძილის I ნახევარს ადამიანებსა და ცხოველებში;
2. აქტიური საქმიანობისადმი მოსამზადებელი ფაზა – მოიცავს ძილი II ნახევარს;
3. აქტივობის ფაზა ნეიროფიზიოლოგიური კრიტერიუმების მიხედვით –
ხასიათდება მაღალი აქტივობით, რაც ვლინდება მაღალი სიხშირის რიტმით.
სეზონური რიტმი – სეზონური რიტმის არსებობა დამტკიცებულია
მრავალრიცხოვანი ექსპერიმენტული და კლინიკური კვლევების შედეგად. სეზონურ
ბიორიტმებს საფუძვლად უდევს, წლის სეზონურობის მიხედვით, კლიმატური და
სხვა ბუნებრივი ფაქტორების (ფოტოპერიოდიზმი, ჰაერის ტემპერატურა და
ტენიანობა, დედამიწის ელექტრომაგნიტური ველი) ცვლილებები. აღნიშნული
ფაქტორები განაპირობებენ ადაპტური რიტმების განვითარებას, რას განსაკუთრებით
დამახასიათებელია ფლორისა და ფაუნისათვის.
ინდივიდუალური ბიორიტმი – ადამიანებთან დამოკიდებულებაში გამოიყენება
ისეთი ბიორიტმოლოგიური კლასიფიკავია, რომელიც ეფუძნება გონებრივ და
ფიზიკურ შრომისუნარიანობის მაქსიმალურ ფაზას. ადამიანები, რომლებიც
მიეკუთვნებიან დილის ტიპს, უპირატესობას ანიჭებენ დღის პირველ ნახევარში
მუშაობას. მათინ სხეულის ტემპერატურული რიტმი მაქსიმუმს აღწევს ადრეულ
საათებში საშუალო სტატისტიკურ მაჩვენებლებთან შედარებით. ადამიანები,
რომლებიც მიეკუთვნებიან ღამის ტიპს, პირიქით შრომისმოყვარეობას ავლენენ
დღის მეორე ნახევარში და ღამით. მათ ტემპარატურის მაქსიმალური რიტმი
აღენიშნებათ გვიან საათებში. ინდივიდუალურ ბიორიტმს მიეკუთვნება:
ფიზიკური, ემოციური და ინტელექტუალური ბიორიტმები.
წლიური ბიორიტმი – ეფუძნება მზის, მთვარისა და დედამიწის მოძრაობას.
მზისა და მთვარის ცვალებადობა დედამიწის მიმართ ქმნის განსაკუთრებულ
ენერგეტიკულ პირობებს. წლიური ბიორიტმები დაკავშირებულია მზის გარშემო
დედამიწის მოძრაობასთან, ხოლო ასტროლოგიაში ზოდიაქოს ნიშნების
ცვლილებასთან. წლიურ რიტმებს შორის, რომლებიც ზემოქმედებენ ადამიანზე,
ყველაზე მეტად ცნობილია ბუნებრივი რიტმები. ისინი დაკავშირებული არიან
დღე–ღამურ ცვლილებასთან, წლის დროსთან. ასტროლოგიური რიტმები კი
უკავშირდება ზოდიაქოს ნიშნების ცვლიელბას და ადამიანის ორგანიზმის
წლიურ ბიორიტმებს.

6ბიორიტმებიკს გამოთვლის მექანიზმი

7.შრომისუნარიანობა და მისი ეფექტის ამაღლება


შრომისუნარიანობის მაღალი დონის შესანარჩუნებლად დიდი მნიშნელობა აქვს შრომით
პროცესში თანდათანობითი შესვლის პრინციპს. განსაკუთრებით მნიშნელოვანია მისი
დაცვა ძილის შემდეგ, დასვენების დღეებში, ზაფხულის არდადეგებზე და სხვა სახის
სამუშაოზე გადასვლისას. ყოველი ახალი საქმიანობა უნდა მოდიოდეს წონასწორობაში
არსებულ ფუნქციებთან. შრომის მაღალნაყოფიერებას უზრუნველყოფს განსაზღვრული
შრომითი საქმიანობა.ადამიანის შრომისუნარიანობაზე ზემოქმედებს ტენიანობისა და
ტემპერატურის რეჟიმი, სამუშაო შენობის მიკროკლიმატი. შედარებით პროდუქტიულია
ადამიანის შრომითი საქმიანობა როდესაც ჰაერის ტემპერატურაა 16-18°C, ფარდობითი
ტენიანობა 35-70%. შენობის ტენიანობაში იგულისხმება „მშრალი“ ჰაერი, რომელიც
იწვევს ართქლების მომატებას, რის შედეგადაც ვითარდება განისა და ლორწოვანის
სიმშრალე. 70%-ზე მეტი ტენიანობისას, ცივი და ტენიანი ჰაერის პირობებში ადამიანს
ეწყება შემცივნება და კანკალი, რაც აგრეთვე იწვევს შრომის უნარის
დაქვეითებას.სინათლე არის ძლიერი სტიმულატორი ადამიანის შრომისუნარიანობის
ასამაღლებლად. განათება ითვლება საკმარისად მაშინ, თუ ის საშუალებას იძლევა
ხანგრძლივი დროის განმავლობაში ადამიანმა იმუშაოს თავისუფლად, დაძაბულობის
გარეშე და არ იწვევს მხედველობის გადაღლას. დადგენილია, რომ ირგვლივ არსებული
საგნების შეფერილობა კედლების ფერი არსებით ზეგავლენას ახდენს ადამიანის
შრომისუნარიანობაზე. უარყოფითად ზემოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე და
გონებრივ საქმიანობაზე საწარმოო, საქალაქო და საყოფაცხოვრებო ხმაური.
განსაკუთრებით მავნეა ნერვული სისტემისათვის ხმაური ღამის და დილის საათებში.

8.უჯრედშიდა ბიორიტმნები
ადამიანის ორგანიზმი შედგება უჯრედებისაგან, რომელშიც მიმდინარეობს ნივთიერებათა
ცვლა, ორგანულ ნივთიერებათა– ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები ჟანგვითი პროცესები.
ამასთანავე ხდება ენერგიის გამოყოფა, რომელიც აუცილებელია უჯრედის
ცხოველმყოფელობისათვის.
როგორც ვიცით, უჯრედი შეადგენს დამოუკიდებელ ფუნქციურ ერთეულს და მთლიანი
ორგანიზმის აქტივობა დამოკიდებულია ცალკეულ უჯრედთა ურთიერთობაზე. აქედან
გამომდინარე, ლოგიკურია ბიორიტმების განხილვა დავიწყოთ უჯრედული დონიდან.
უჯრედის დიდი ნაწილი უჭირავს პროტოპლაზმას, რომელშიც მუდმივად მიმდინარეობს
ორი ურთიერთსაწინააღმდეგო პროცესი: ანაბოლიზმი და კატაბოლიზმი. ანაბოლიზმის
დროს მარტივიდან წარმოიქმნება რთული ნივთიერება, ხოლო კატაბოლიზმის დროს
რთული ნივთიერება იშლება მარტივ ნივთიერებად. ეს ორი პროცესი აძლიერებს ერთმანეთს,
რადგან უჯრედული სტრუქტურების დაშლის პროცესი ასტიმულირებს მათ შემდგომ
სინთეზსს. რაც უფრო მეტი რთული სტრუქტურა დაგროვდება პროტოპლაზმაში, მით უფრო
აქტიურია დაშლის პროცესი და გამოთავისუფლდება დიდი რაოდენობით ენერგია. ასეთ
შემთხვევაში აღინიშნება როგორც უჯრედის მაქსიმალური ცხოველმყოფელობა, ასევე
მთლიანი ორგანიზმის აქტივობა. ამასთანავე 3სთ.-დან 15 სთ.-მდე მიმდინარეობს
ორგანიზმის შინაგანი გარემოს გადანაცვლება მჟავა არეში. ზომიერი ფიზიკური დატვირთვა
ხელს უწყობს ორგანიზმის შინაგანი გარემოს გადანაცვლებას მჟავა-ტუტე წონასწორობისაკენ.
ამრიგად, დღის ნათელი პერიოდი ხელს უწყობს კატაბოლური პროცესების გააქტიურებას
ორგანიზმის ცალეკეულ უჯრედში.
9.ბიოლოგიური რიტმების ზეგავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე
1. იმის გამო, რომ დედამიწის ზედაპირი და ატმოსფეროს გარსი დედამიწის გარშემო
დამუხტულია უარყოფითად, ადამიანის ფეხებიც უარყოფითად არის დამუხტული.
თავი სუნთქვის გამო, დამუხტულია დადებითად, ხოლო საშუალოდ დამუხტული
ტანი არის ნეიტრალური. ეს მაჩვენებლები მნიშვნელოვანია ადამიანის ორგანიზმის
ნორმალური ცხოველმყოფელობისათვის, რაც თავის მხრივ ზემოქმედებს ორგანიზმის
შინაგან გარემოსა და ბიორიტმებზე.
იმის გათვალისწინებით, რომ თანამედროვე ადამიანი იზოლირებულია მიწისგან
ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, თავსაბურავის და ა.შ. ორგანიზმის მცდელობა დაიმუხტოს
უარყოფითად ფეხების მეშვეობით ძლიერ გართულებულია. შედეგად ორგანიზმი იღებს
მოჭარბებულ დადებით მუხტს, რომელიც შინაგან გარემოს უქმნის მჟავა არეს. მედიკოსების
მტკიცებით, მჟავა არესაკენ ორგანიზმის უმნიშვნელო გადახრაც კი, იწვევს ფუნქციათა
სერიოზულ დარღვევას ორგანიზმში. კერძოდ, მჟავა არისაკენ ორგანიზმის გადახრა 0,4–0,5
ერთეულით, იწვევს მძიმე დარღვევების განვითარებას. უპირველეს ყოვლისა იცვლება
ფერმენტთა აქტივობა უჯრედში, რის შედეგადაც ისინი სრულად ვერ შლიან უჯრედში
მოხვედრილ ნივთიერებებს იმ დონემდე, რომ შესაძლებელი გახდეს მათი ორგანიზმიდან
გამოყოფა. მაგალითად, ცილები რჩებიან შარდის მჟავას სტადიაზე და ვერ აღწევენ
შარდოვანამდე. ნახშირწყალბადი რჩება ნახშირჟანგის სტადიაზე და არ გარდაიქმნება
ნაშირმჟავას აირად. ორგანიზმში შარდის მჟავას, ნახშირჟანგის და სხვა ნივთიერებათა
რაოდენობის მომატება იწვევს სხვადასხვა დაავადებათა განვითარებას, რომელთა
მედიკამენტოზური გზით მკურნალობა უშედეგოა.
დადებითი მუხტის სიჭარბე ზემოქმედებს ადამიანის სხეულის საერთო მუხტზე, რაც
იწვევს ელექტრონების ცირკულაციის გართულებას. ეს თავის მხრივ ზემოქმედებს
ორგანოებისა და ორგანოთა სისტემების კოორდინირებულ მუშაობაზე, რაც უარყოფითად
აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე. მაგალითად, საღამოს საათებში გამოწვეული თავის
ტკივილი არის ადამიანის სხეულის ზედა ნაწილში მოჭარბებული დადებითი ენერგიის
შედეგი.
10.კოსმოსური რიტმები
- ბიოლოგიური რიტმი ერთ-ერთი მექანიზმია, რომელიც განაპირობებს ორგანიზმის
შეუგებას ცვალებად გარემოსთან სიცოცხლის მანძილზე, სადაც მუდმივად ხდება გარემოს
ცვალებადობა. ერთმანეთს ცვლის წლის პერიოდები, ციკლონს მოსდევს ანტიციკლონი,
იზრდება და მცირდება მზის აქტივობა, იცვლება მაგნიტური ველი, ადამიანები უდაბნოს
ზონიდან საცხოვრებლად გადადიან პოლარულ ზონაში, ყველაფერი ეს კი მოითხოვს
ორგანიზმისაგან ადექვატურ შეუგებულობის უნარს. სწორედ ამიტომ, აუცილებელია
ინფორმაციის ცოდნა ბიორიტმების შესახებ, რათა მიზანმიმართულად და გონივრულად
მოვაწყოთ შრომისა და დასვენების რეჟიმი და შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა.
ადამიანის ორგანიზმი, როგორც კოსმოსის შემადგენელი ნაწილი, მუდმივ კავშირშია
გარემომცველ სამყაროსთან. მასზე გამუდმებულად მოქმედებს მძლავრი ენერგიული
ნაკადები. ამასთან ერთად, ნებისმიერი ფიზიკური სხეული ფლობს საკუთარ ენერგიასაც,
რომელიც ასევე, შეიძლება "გაიფანტოს" გარემოში. ყველა ადამიანს შესწევს როგორც
ენერგიის "გაცემის", ისე "მიღება–გადამუშავების" უნარი. კოსმოსიდან მიღებული ენერგია
ორგანიზმის მოთხოვნილებების შესაბამისად ექვემდებარება გადამუშავებას (მსგავსად
საკვებისა, რომელიც გადამუშავდება საჭმლის მომნელებელ სისტემაში). ენერგია, გროვდება
და ტრანსფორმირდება განსაკუთრებულ ენერგეტიკულ ცენტრებში. ამ ენერგეტიკულ
ცენტრებს ჩაკრებს უწოდებენ (ჩაკრა-ბორბალი. სანსკ.). ადამიანს ასევე აკრავს
ელექტრომაგნიტური ბიოველი, ანუ აურა. ეს თვალისთვის უხილავი სულიერი ენერგიის
შადრევნებია. შეიძლება ითქვას, რომ ჩაკრები მნიშვნელოვანი ნერვული ცენტრების ან
შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების "ეთერულ ორეულებს" წარმოადგენენ. ისინი ხერხემლის
გასწვრივაა განთავსებული და ისინი სულ შვიდია. თითოეული ჩაკრა ენერგიას
გადაამუშავებს ბიოდენებად განსაზღვრული სიგრძის ტალღების სახით.
ის ადამიანები, რომლებიც სასუნთქ ტექნიკას ფლობენ, შეუძლიათ გამოაღვიძონ
`მთვლემარე~ ენერგიის წყაროები. თითოეული ჩაკრა ადამიანის ქცევის სტილს თუ
აზროვნების რომელიმე ასპექტს ასახავს და ამის სიმბოლოს წარმოადგენს. ამგვარად,
როდესაც ჩვენს სულსა და ჩვენს ჭეშმარიტ ბუნებას შორის არ არის ჰარმონია, ჩვენ
ავადმყოფობა და ნევროზულობა გვეუფლება. ადამიანი, რომელიც სულიერი, ფსიქიკური და
ფიზიკური "მეს" სრულ ჰარმონიას მიაღწევს, შეიგრძნობს, როგორ წინააღმდეგობების გარეშე
მიედინება ენერგია ენერგეტიკულ ცენტრებში, ამას კი კეთილდღეობისა და ბუნებასთან
ერთიანობის შეგრძნება მოაქვს.
11.რიტმულობა და სასკოლო რეჟიმი
ადამიანის ორგანიზმი ემორჩილება იმ რიტმებს, რომელიც გენეტიკურად არის მათში
კოდირებული. ეს რიტმები ზეგავლენას ახდენენ ორგანიზმში მიმდინარე ყველა პროცესზე
და განაპირობებენ ადამიანის ჯანმრთელობას.
ადამიანისათვის ცნობილი ყველა მოვლენა, რომელიც მიმდინარეობს როგორც სამყაროში
მთლიანად, ასევე მზის სისტემაში გამსჭვალულია რიტმებით. სავსებით ბუნებრივია, რომ
ადამიანის ორგანიზმის რიტმი და სხვა ბიოლოგიური ობიექტის რიტმი ამ სისტემის
ერთეულებია და ემორჩილება მის კანონებს. მრავალსაუკუნოვანი ევოლუციური
განვითარების ისტორიის მანძილზე ბიოლოგიური ორგანიზმების ჩამოყალიბება მოხდა ამ
რიტმების მეშვეობით. ადამიანი არის ბუნების ნაწილი, ამიტომ მისი ცხოვრება, როგორც
ბუნებისა, უნდა მიმდინარეობდეს რიტმულად.
ცენტრალური ნერვული სისტემის ზემოქმედებით ადამიანის ყველა ორგანო და სისტემა
ფუნქციონირებს შეთანხმებულად, თანმიმდევრულად და რიტმულად. მათი კომპლექსური
მოქმედება განაპირობებს ორგანიზმის ერთიანობას გარემოსთან, ხოლო ბუნებრივი
მოვლენების რიტმულობა მნიშნელოვან გავლენას ახდენს ორგანიზმში მიმდინარე
სხვადასხვა პროცესებზე. მაგალითად, ძილისა და სიფხიზლის მონაცვლეობა
განპირობებულია დღისა და ღამის რეგულარული მორიგეობით. სუნთქვის პროცესი, გულის
მუშაობა, საჭმლის მონელება, მოძრაობა მიმდინარეობს რიტმულად და თანმიმდევრულად.
გარდა ამისა, ორგანიზმის სხვადასხვა მდგომარეობის ცვალებადობა ხორციელდება
გარკვეული სიჩქარით, რომელიც ახასიათებს კონკრეტულ ასაკს. ამრიგად, ძილის
პერიოდულობის ხანგრძლივობა განსხვავებულია სხვადასხვა ასაკში. თუ ახალშობილის
ორაგნიზმს ნორმალური ფუნქციონირებისთვის ესაჭიროება 23 სთ. ძილი, სასკოლო ასაკში
(7-8 წელი) ძილის ხანგრძლივობა შეადგენს 11, 5 სთ.-ს. მოზრდილებში (15 წელი) – 9 სთ.-ს.
ასევე რიტმულად სხვადასხვა ინტერვალებით ხდება საკვების მიღება, საჭმლის მონელება,
სუნთქვის პროცესი და გულის მუშაობა.
მაშასადამე, დღის რეჟიმი წარმოადგენს ორგანიზმისათის აუცილებელი ფიზიოლოგიური
პროცესების გარვეულ გამოვლინებას. რეჟიმის დაცვა განსაკუთრებით აუცილებელია
ბავშვებში, მათი სუსტი ორგანიზმისათვის. ბავშვობაში გამომუშავებული ჩვევები
უნარჩუნდებათ მთელი სიცოცხლის მანძლზე. სასკოლო ასაკში რეჟიმის დაცვა, წარმოშობს
დროებით პირობით რეფლექსებს: ყოველთვის ერთსა და იმავე დროს დაძინება და გაღვიძება
ხელს უწყობს ბავშვებში სწრაფად დაძინებას და გაღვიძებას. ბავში, რომელიც მიჩვეულია
სადილობას 14 სთ-ზე, 10-15 წუთით ადრე კითხულობს: მალე იქნება სადილი? ეს
კანონზომიერია, რადგან მათ უმუშავდებათ შესაბამისი რეფლექსი დროზე.

12.მზის რიტმი და ორგანიზმის ენერგეტიკა


მზის რიტმი და ორგანიზმის ენერგეტიკა - მზე, ისევერ გოროც სხვა ვარსკვლავები ფლობს
ტალღისებური გამოსხივების უნარს, რომლის ხილული ნაწილი არის სინათლე, ხოლო
უხილავი რენტგენის, ულტრაიისფერი, ინფრაწითელი და გამა-სხივები. გამოსხივება არ არის
მუდმივი ინტენსივობის მიხედვით, დედამიწაზე აღწევს რამდნეიმე წუთში. ზოგჯერ მზეზე
ხდება მძლავრი თერმობიორთვული რეაქიების მსგავსი პროცესები, რომლის დროსაც
შეიმჩნევა გამოსხივების სხვადასხვა სიხშირით გაძლიერება, რასაც თამნ ახლავს
ელექტრულად დამუხტული ნაწილაკების ნაკადის წარმოქმნა. ეს ელექტრული ნაკადები
პრაქტიკულად იკავებენ მზის სისტემის თითქმის მთლიან სივრცეს. იმისათვის, რომ
მოხვდეს დედამიწაზე მზის გამოსხივება და დამუხტული ნაწილაკები უნდა გაიაროს
ატმოსფეროს შრე. ამის შესაძლებლობა ეძლევა გამოსხივების ნაწილს გარკვეული სიხშირით,
რომელთა შთანთქმა არ ხერხდება ატმოსფერული აირების ატომებისა და მოლეკულების
მიერ.
მაგნიტური სხივებით გამსჭვალულია ყველა ცოცხალი სისტემია - ორგანიზმიდან უჯრედუ
სტრუქტურამდე. უჯრედის ენერგეტიკულ სადგურს მიეკუთვნება ორმაგი მემბრანა, რომლის
კონსტრუქცია პასუხობს ენერგიის მიღების ტექნოლოგიურ პროცესებს. ენერგია
გამომუშავდება უჯრედული სუნთქვის სისტემაში, რის შედეგადაც გამოიყოფა გლუკოზა,
ცხიმოვანი მჟავები და ამინომჟავები. გლუკოზის ნახშირმჟავად გარდაქმნის პროცესი,
რომლის დროსაც გამოიყოა ენერგია, მიმდინარეობს ელექტრულად დამუხტული
ნაწილაკების - იონების მონაწილეობით. ამ პროცესს უწოდებენ ბიოლოგიურ ჟანგვით
პროცესს. ადამიანის ორგანიზმში გვხვდება როგორც სხვადასხვანაირად დამუხტული
იონები, ასევე ელქტრონები, რომლებიც დამუხტული არიან უარყოფითად. ბიოლოგიურ
ჟანგვით პროცესში მონაწილეობენ, როგორც იონები, ასევე ელექტრონები. ამ პროცესის ბოლო
ეტაპზე წარმოიქმნება წყლის მოლეკულები. თუ რაიმე მიზეზის გამო ამ ეტაპზე არ არის
საკმარისი ჟანგბადის ატომები, მაშინ თავისუფალი წყალბადი განკუთვნილია წყლის
წარმოქმნისათვის, გროვდება დადებითად დამუხტული იონების სახით. ამ შემთხვევაში
ბიოლოგიური ჟანგვის პროცესი წყდება და ვითარდება უჯრედის ენერგეტიკული კრიზისი.
13.ორგანიზმის ფუნქციონალური ბიორიტმოლოგია
ორგანიზმის ფუნქციონალური ბიორიტმოლოგია - მეტად მნიშნელოვანი და საინტერესო
საკითხია, რომელიც საშუალებას გვაძლევვს გავიგოთ, თუ რატომ უნდა ვაკეთოთ საქმე
დროულად და თუ არ დავიცავთ მას, მაშინ ჩვენი ჯანმრთელობაც დასუსტდება. აღნიშნული
საკითხის განხილვას დავიწყებთ რამდენიმე პოზიციიდან. დასაწყისში დღე-ღამის
სხვადასხვა პერიოდში, ხოლო შემდეგ განვიხილავთ, თუ როგორ აისახება ეს პროცესები
ჩვენი ორაგნიზმის ფუნქციონირებაზე და გამოვიტანთ დასკვნას, იყვნენ თუ არა მართლები
„ცხოვრების ცოდნის“ აიურვედიული ექიმები და ჩინური ხალხური მედიცინა ორგანინიზმში
ენერგიის ცირკულაციის სწავლების შესახებ.

14.იან და ინი ორგანოები


დღის ნათელ პერიოდს ჩინური ხალხური მედიცინის თანახმად უწოდებენ იან-პერიოდს,
ხოლო ბნელს - ინ-პერიოდს. ტერმინ „იან“-ის ქვეშ იგულისხმება მამაკაცის საწყისი,
საქმიანობა, დღე, ენერგია, ხოლო ტერმნი „ინ“-ის ქვეშ, ქალური საწყისი, პასიურობა, ღამე და
სისხლი.
იან-ორგანოები:
1. მსხვილი ნაწლავი - ორგანიზმს აცილებს საკვების ნარჩენებს, მისი ფუნქციონალური
აქტივობა შეიმჩნევა დილის 5-დან 7 სთ-მდე. ამ პერიოდში მთავრდება „ვატა“-ს
მოქმედების დრო და იწყებს „კაპხა“-ს მოქმედება.
2. კუჭ - არულებს საკვების დაგროვებისა და პირველადი გადამუშავების ფუნქციას, მისი
აქტივობის პერიოდია სილის 7-დან 9 სთ-მდე. ეს არის „კაპხა“-ს მოქმედების
პერიოდი, რომელიც ხასიათება ენერგიის გაცემითა და დაგროვებით, კუჭის წვენის
გააქტივებით.
3. წვრილი ნაწლავი - ასრულებს საკვების დაშლის ფუნქციას ნომომერებად და
ამინომჟავებად, მისი ფუნქციონალური აქტივობის პერიოდია 13დან 15 სთ-მდე. ამ
პერიოდისათვის დომინანტურია „პიტა“ და „ვატა.“ „პიტა“ - შეესაბამება საკვების
დაშლას, ხოლო „ვატა“ - საკვების გადაადგილებას და მოძრაობას.
4. შარდის ბუშტი - ასრულებს ორგანიზმიდან ცილოვანი და მარილის ვლის
პროდუქტების გამოყოფას, მისი ფუნქციონალური აქტივობის პერიოდია 15-დან 17
სთ-მდე. ეს არის „ვატა“-ს აქტივობის პერიოდი, რომელიც განაპირობებს
ორგანიზმიდან უვარგისი თხევადი ნარჩენების გამოყოფას.
ინ-ორგანოები:
1. თირკმლები - ასრულებენ ორგანიზმში პირველსაწყისი ენერგიის შენარჩუნების
ფუნაქციას, წყლისა და მარილის ბალანსის შენარჩუნებას და გამოაქცთ ორგანიზმიდან
ცილისა და აზოტის ცვლის პროდუქტები, მისი ფუნქციონალური აქტივობის
პერიოდია 17-დან 19 სთ-მდე. ეს არის „ვატა“-სა და „კაპხა“-ს აქტივობის პერიოდი.
2. პერიკარდი - ეს არ არის ორგანო ან განსაკუთრებული ფუქნცია, იგი განაპირობებს
სისხლის ქიმიური შედგენილობის შენარჩუნებას, მისი ფუნქციონალური აქტივობის
პერიოდია 19-დან 21 სთ-მდე. ეს არის „კაპხა“-ს აქტივობის პერიოდი, რომლის ერთ-
ერთი ნიშანია სტაბილურობა.
3. ღვიძლი - მას უწოდებენ ორგანიზმის მთავარ ლაბორატორიას და „ენერგეტიკულ
პულტს“, სადაც ხორციელდება ყოველგვარი ნივტიერებათა ცვლა, სისხლის და
ენერგიის განაწილება. საკვები ნივთიერებებ, რომლები ხვდებიან სისხლში
ორგანიზმისათვის არის უცხო, ხოლო ღვიძლში გავლის შემდეგ იცვლიან
სტრუქტურას და ხდებიან ორგანიზმისთვის მსგავსი. ღვიძლის ფუნქციონალური
აქტივობის პერიოდია ღამის 1-დან 3 სთ-მდე. ამ დროს აქტიოურია „პიტა“-ს და
„ვატა“-ს ღამის ვარიანტებ.
4. ფილტვები - ასრულებს ორგანიზმის შიგნით ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის
გაორების თანაფარდობის შენარჩუნებას. ჩინური მედიცინის თანახმად ფილტვები
არის ორგანოები, რომლებიც ასრულებს ორგანიზმში ენერგიის დაგროვებისა და
განაწილების ფუნქციას. ეს არის „ვატა“-ს აქტივობის პერიოდი, რომელიც
განაპირობებს ორგანიზმის შიგნით მოძრაობას.

15.გამაჯანმრთელებელი ღონისძიეებები განაწილება მთვარის ციკლის მიხედვით


ამგვარად, მთვარის I ფაზის მანძილზე, განსაკუთრებით კი, მის პირველ მესამედში
აქტიურდება: თავის ტვინი, სახე, ზედა ყბა და თვალები. მეორე მესამედში აქტიურდება:
ყელი, კისრის მალები, ევსტაქის მილი, ხოლო ბოლო მესამედში – მხრები, ხელები,
ფილტვები, ნერვული სისტემა. თუ ადამიანს აღენიშნება დაფარული პათოლოგია, მაშინ
ადგილი აქვს მის გამწვავებას. მაგალითად, პირველ მესამედში აღინიშნება: მხედველობის
დეფექტი, უძილობა, ჰიპოფიზის უკანა ნაწილის ფუნქციის დარღვევა, თავის ტვინის
დარღვევა, ფსიქიკური დარღვევა, თმის ცვენა. მეორე მესამედში აღინიშნება: მწვავე
ჩირქოვანი ტონზილიტი და ფარგინტი, ფეხისა და ტერფის ტკივილი, თვალის დაავადებები,
მენსტრუაციული ციკლის დარღვევები. ბოლო მესამედში – ფილტვების შეშუპება, სახსრების
რევმატიზმი, ბრონქიტი, ასთმა, პნევმონია, ანევრიზმა.

1. ფიზიკური დატვირთვა – უნდა გაიზარდოს თანდათანობით 5 დღემდე. მე–5, 6, 7


დღიდან შეიძლება სოლიდური დატვირთვის მიღება;
2. ფიზიოლოგიური პროცედურები – იმის გამო, რომ ამ ფაზაში ადგილი აქვს
ორგანიზმზე ზემოდან ქვემოთ მიმართულ სიმძიმის ზეწოლას, აუცილებელია
ორგანიზმისათვის დახმარების გაწევა, რათა მოერგოს ამ მოძრაობას. ამ
პერიოდისათვის სასურველია კონტრასტული წყლის პროცედურების ჩატარება:
თბილი წყლის დუში 1 წუთის მანძილზე და შემდეგ 5–10 წამით ცივი წყლის
გადავლება. ცივი წყალი ხელს უწყობს ორგანიზმის შეკუმშვას და ყველა პროცესების
შიგნით მიმართვას;
3. კვება – ამ პერიოდში აუცილებელია იან–საკვების მიღება, რომელიც ხელს უწყობს
ორგანიზმის შეკუმშვას, ხოლო მე–4 დღეს, რომ არ მოხდეს ორგანიზმის ზედმეტად
შეკუმშვა ( სპაზმი), საჭიროა ისეთი ენერგიული საკვების მიღება როგორიცაა:
სტაფილოს, ჭარხლის, ვაშლის წვენი.
4. გამწმენდი პროცედურები – ამ პერიოდისათვის კარგია კარგია კანის გაწმენდა და
ბალახების ნაყენის თბილი აბაზანის მიღება;
5. ბალახების შეგროვება – ამ ფაზაში მისაღებია ფესვებისა და ნაყოფების შეგროვება.
ენერგია და მიკროელემენტები მაქსიმალურად თავმოყრილია ამ პერიოდისათვის
მცენარის ფესვებში (მე–6,7 დღე).

მთვარის II ფაზა – მთვარის თვის მე–8 დღეს, შინაგანი გრავიტაციული ზემოქმედების


შედეგად, ორგანიზმის თხევადი არე და გრავიტაციული ენერგიის ცენტრი მოთავსებულია
გულ–მკერდის ღრუში. ამრიგად, მთვარის II ფაზის პირველ მესამედში აქტიურდება
საშვილოსნო, მკერდი მუცელი, სახსრები. მეორე მესამედში – გული, ნაღვლის ბუშტი,
გულმკერდის მალები, ხოლო ბოლო მესამედში – მუცლის ღრუ, წვრილი და მსხვილი
ნაწლავი. თუ ადამიანს ახასიათებს აღნიშნული ორგანოების ფარული პათოლოგია, ამ
შემთხვევაში მოსალოდნელია სიტუაციის გამწვავება: პირველ მესამედში – კუჭის
დაავადებები, წყალმანკი, საჭმლის მონელების ფუნქციის დარღვევა ცხიმის დაგროვება,
გაუწონასწორებელი ქცევა. მეორე მესამედში – ზურგის ტკივილი, სისხლის მიმოქცევის
დარღვევა. ბოლო მესამედში – სიმსივნე მუცლის ღრუში (პოლიპები), ნაწლავის ფუნქციის
დარღვევა, აშლილობა, აპენდიციტი.

კონკრეტული რეკომენდაციები მთვარის II ფაზაში –

1. ფიზიკური დატვირთვა – თანდათანობით უნდა შემცირდეს სავსე მთვარის


პერიოდისაკენ;
2. ფიზიოთერაპევტული პროცედურა – ფაზის დასაწყისში ფიზიოთერაპევტული
პროცესები უკავშირდება ორგანიზმის სწრაფ გადასვლას გაფართოებისაკენ,
ამისათვის რეკომენდირებულია თბილი და ცხელი აბაზანების მიღება (მე–9,10 დღე);
3. კვება – ფაზის დასაწყისში დასაშვებია ინ–საკვების მიღება, რომელიც ხელს უწყობს
ორგანიზმის გაფართოებას. ხოლო მე–10 დღის შემდეგ ინ–საკვები უნდა შეიცვალოს
იან–საკვებით: ფაფები, მოხარშული ბოსტნეული, მცირე რაოდენობით კარაქი;
4. გამწენდი პროცედურები – ეს ფაზა ყველაზე მეტად უწყობს ხელს ორგანიზმში
გამწმენდი პროცედურების მიმდინარეობას. შლაკები სითხესთან ერთად გამოიყოფა
გარეთ იმის გამო, რომ ამ ფაზის მეორე მესამედში გააქტიურებულია ნაღვლის ბუშტი
და ღვიძლი. ყველა გამწნებდი პროცედურა ორგანიზმში კი დაკავშირებულია
აღნიშნული ორგანოების ფუნქციონირებასთან, ამიტომაც ეს საუკეთესო
ფიზიოლოგიური პერიოდია ღვიძლის გაწმენდისათვის;
5. ბალახების შეგროვება – ეს ფაზა შედარებით ხელსაყრელია მცენარის მიწისზედა
ორგანოების შესაგროვებლად. ენერგია რომელიც მოძრაობს ორგანიზმში ზემოდან
ქვემოთ და ზემოქმედებს ორგანიზმის გაფართოებაზე, გამოაქვს მიკროელემენტების
დიდი რაოდენობა ორგანიზმის გარეთ. მცენარეთა შეგროვება რეკომენდირებულია
მაშინ, როდესაც მოსჩანს მთვარე.
მთვარის III ფაზა – სავსე მთვარის შემდგომ პერიოდში შინაგანი გრავიტაციული ინ–
მოქმედება იწყებს დასუსტებას, სანამ არ მიაღწევს ნულს. ეს ფაზა ხასიათდება ორგანიზმის
გაფართოებული მდგომარეობიდან შევიწროებულზე გადასვლით. ადამიანის ორგანიზმში
გრავიტაციული ცენტრი გადაინაცვლებს და შესაბამისად ხდება ამა თუ იმ ორგანოს
გააქტიურება. მთვარის III ფაზის პირველ მესამედში აქტიურდება თირკმლები, წელისა და
ღვიძლის არე. მეორე მესამედში – სასქესო ჯირკვლები, შარდის ბუშტი და სწორი ნაწლავი,
ხოლო ბოლო მესამედში – საჯდომი კუნთები, თეძოსა და კუდუსუნის ძვალი. თუ ადამიანს
აღენიშნება ამ ორგანოთა ფარული პათოლოგია, მაშინ მოსალოდნელია მდგომარეობის
შემდგომი გამწვავება.
კონკრეტული რეკომენდაციები მთვარის III ფაზაში:

1. ფიზიკური დატვირთვა– ვარჯიშის შედეგად ხდება ფიზიკური დატვირთვის გაზრდა;


2. ფიზიოთერაპევტული პროცედურები – მსგავსია მთვარის I ფაზის. დასაწყისში
საჭიროა დავეხმაროთ ორგანიზმს გადავიდეს შეკუმშულ მდგომარეობაში, ხოლო
ფაზის დასასრულს ბალანსის შენარჩუნებაში იან– და ინ–ენერგიას შორის;
3. კვება – აქაც დაახლოებით მთვარის I ფაზის მსგავსი რეკომენდაციებია. საჭმლის
მომნელებელი ორგანოების: კუჭი, ნაწლავები, გააქტიურების გამო დასაშვებია
შედარებით ძნელად მოსანელებელი საკვების მიღება;
4. გამწმენდი პროცედურები – მსგავსია მთვარის I ფაზის კანის გაწმენდის და ბალახების
თბილი აბაზანის მიღება;
5. ბალახების შეგროვება – ფაზაში მისაღებია მცენარის ფესვებისა და ნაყოფების
შეგროვება.
6. მთვარის IV ფაზა – 22–ე დღის შემდეგ იწყება ორგანიზმის ახალი გამაფართოებელი
ეტაპი, რომლის მოქმედება თავისებურია იმის გამო, რომ მზისა და მთვარის გარეგანი
გრავიტაციული ძალების ზემოქმედება ემთხვევა ერთმანეთს, ენერგეტიკა და სითხე
იწევს მაღლა თავისკენ. რამდენადაც მთავრე დღის განმავლობაში იმყოფება
დედამიწის მოპირდაპირე მხარეს, ორგანიზმის გრავიტაციული ენერგია და მასთან
ერთად თხევადი გარემო, იწყებენ საწინააღმდეგო მოძრაობას თავიდან ტერფისაკენ
და ასტიმულირებს ორგანიზმის ამ ნაწილებს. მთვარის IV ფაზის პირველ მესამედში
აქტიურდება სხეულის შემდეგი ნაწილები: ძვლის სისტემა, კანი და საჭმლის
მომნელებელი სისტემა. მეორე მესამედში აქტიურდება: ქვედა კიდურების ძვლები
და მხედველობა, ბოლო მესამედში კი – სხეულის თხვადი არე და კუჭ–ნაწლავის
სისტემა.

კონკრეტული რეკომენდაციები მთვარის IV ფაზაში:

1. ფიზიკური დატვირთვა– ენერგიის მოზღვავების გამო უნდა იყოს ზომიერი,


სასურველია მეტი მოძრაობა რათა სისხლი არ დაგროვდეს ქვედა კიდურებში;
2. ფიზიოთერაპევტული პროცედურები – ფაზის დასაწყისი მიმართულია ორგანიზმის
დასახმარებლად რათა შეკუმშული მდგომარეობიდან გადავიდეს გაფართოებულ
მდგომარეობაში;
3. კვება – რეკომენდირებულია მთვარის II ფაზის მსგავსად. ფაზის დასაწყისში
დასაშვებია ინ–საკვების მიღება, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმის გაფართოებას,
ხოლო 10 დღის შემდეგ ინ–საკვები უნდა შეიცვალოს იან–საკვებით: ფაფები,
მოხარშული ბოსტნეული, კარაქი მცირე რაოდენობით. საჭმლის მომნელებელი
ორგანოები არც ისე ძლიერია, როგორც იან–ფაზაში, ხოლო გრავიტაციული ძალ
მოძრაობს ზემოდან ქვემოთ და ხელს უშლის საკვების ნორმალურ გადაადგილებას
საჭმლის მომნელებელ ტრაქტში.
4. გამწმენდი პროცედურები – განსაკუთრებით ხელსაყრელია ამ ფაზისათვის, კარგია
ორთქლის საშუალებით კანის გაწმენდა. სხვადასხვაგვარი კომპრესების გამოყენება
ხელს შეუწყობს ნარჩენების გამოტანას ორგანიზმიდან;
5. ბალახების გამოყენება – ამ ფაზაში წარმატებით გამოიყენება სხვადასხვა ბალახის
ნარევით ორგანიზმის გაწმენდა. კერძოდ, თირკმლების, შარდის ბუშტის და ნაღვლის
ბუშტის გაწმნედა ქვებისაგან.

16 წლიური ბიორიტმები და წლის სეზონურობის გავლენა ადამიანის ორგანიზმზე


-წლიური რიტმები – ერთ–ერთი უნივერსალურია ცოცხალ სამყაროში. წლის განმავლობაში
ფიზიკური პირობების კანონზომიერმა ცვლილებებმა, გამოიწვია ევოლუციის პერიოდში
სახეობათა მრავალფეროვანი ადაპტაცია აღნიშნული პერიოდულობისადმი. მათ შორის
ყველაზე მნიშვნელოვანი დაკავშირებულია გამრავლებასთან, ზრდასთან, მიგრაციასთან და
წლის არახელსაყრელი პირობების გადატანასთან. მოკლე სასიცოცხლოს ციკლის მქონე
სახეობებში წლიური რიტმი ვლინდება ზოგიერთ თაობებში (მაგ. ციკლომორფოზი
დაფნიებში).
ყველა სეზონური ცვლილებები თავის მხრივ გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე და
ხელს უშლის ნორმალურ ფუნქციონირებაში. მაგალითად, კაპხა–ს სეზონის გავლენისას
ორგანიზმში თანდათანობით გროვდება სიცივე და ნესტი, რის შედეგადაც ვითარდება
რთული დაავადებები, რომლისგანაც რთულია თავის დაღწევა. კერძოდ, ჩვეულებრივი
გაცივება გაზაფულსა და ზაფხულში იძლევა გართულებას ფილტვების ანთების სახით,
ხოლო გაცივება შემოდგომასა და ზამთარში გამოიხატება მშრალი პლევრიტით. იმისათვის,
რომ თავიდან ავიცილოთ წლის სეზონურობის მავნე ზეგავლენა საჭიროა პროფილაქტიკური
ღონისძიებების გატარება, რათა ორგანიზმიდან გამოვდევნოთ ზედმეტი ნაღველი და
ლორწო. ორგანიზმის დაცვისათვის პროფილაქტიკური ღონისძიებები მოიცავს:
1. ორგანიზმის გაწმნედა;
2. ყველა სეზონზე ცხოვრების შესაბამისი წესის დაცვა;
3. განსაზღვრული საკვების მიღება.

17 ორგანოთ სეზონური აქტივობა და ადამიანის ორგანიზმის ფუნქციონირება

წლის სეზონური ცვლილება ხდება იმ ენერგიის რაოდენობის ცვლილების გამო, რომელიც


მოდის მზისგან. ზაფხულის დღის ხანგრძლივობის გამო დედამიწის ზედაპირზე ეცემა მზის
ენერგიის მაქსიმუმი. ზამთრის დღის განმავლობაში მიუხედავად იმისა, რომ მზე ახლოსაა
დედამიწასთან, მზის სხივები მიმართულია ისე, რომ დღე ყველაზე ხანმოკლეა და
დედამიწაზე აღწევს ენერგიის მინიმუმი. გაზაფხულისა და შემოდგომის პერიოდში დღისა
და ღამის ხანგრძლივობა თანაბარია. დედამიწაზე მზის ენერგიის რაოდენობა არის საშუალო
მაქსიმუმსა და მინიმუმს შორის, რაც ოპტიმალურ პირობებს ქმნის ცოცხალი
ორგანიზმებისათვის და ააქტიურებს მათი გამრავლების პროცესს.

დედამიწაზე მზის ენერგიის ცვლილების გამო იცვლება სხვა პარამეტრებიც:


ტენიანობა, აეროიონიზაცია, ჟანგბადის პარციალური სიხშირე და სხვა. მაგალითად,
აეროიონების მაქსიმუმი შეიმჩნევა აგვისტოდან ოქტომბრამდე, მინიმუმი კი
თებერვლოდან მარტამდე. ყოველივე ეს ასახვას პოულობს ადამიანის ორგანოთა
სისტემების აქტივობაზე. კერძოდ, ფილტვები აქტიურად ფუქნციონირებენ მაშინ,
როდესაც ატმოსფეროში დიდია აეროიონების რაოდენობა. შესაბამისად, ფილტვების
აქტივობა შეიმჩნევა შემოდგომაზე. ჟანგბადის პარციალური სიხშირე მაღალია
ზამთარში, კერძოდ კი იანვარში, ხოლო მინიმალურია ზაფხულში ივნის–ივლისში. ეს
ცვალებადობა ძლიერად აისახება ორგანიზმის მთლიან ფუნქციონირებაზე,
განსაკუთრებით კი თირკმლებზე, რადგანაც ისინი განაკუთრებით აქტიურდებიან
ზამთრის პერიოდში. სეზონური ცვლილებები წარმოადგენს ორგანიზმთა
ფიზიოლოგიურ და ქცევითი ხასიათის ცვლილებებს, რომელიც თავის მხრივ
მოიცავს მორფოლოგიურ ცვლილებებს და სასიცოცხლოს ციკლს. აღნიშნული
ცვლილებების შეგუებითი ხასიათი ცხადი ხდება ისეთი პროცესის დროს როგორიცაა
შთამომავლობის წარმოშობა, კრიტიკული პერიოდის გადატანა მიმდინარეობს
შედარებით მდგრადი მდგომარეობის დროს.
რაც უფრო იშვიათია ცვლილებები გარემოში, მით უფრო მკვეთრადაა გამოხატული
ორგანიზმთა ცხოველმყოფელობის წლიური პერიოდულობა. შემოდგომის
ფოთოლცვენა, სხვადასხვა დიაპაუზა, ძილქუში, ცხიმის დაგროვება, მიგრაცია და
სხვა ძირითადად გვხდება ზომიერი და ცივი კლიმატის ქვეყნებში, ხოლო
ტროპიკებში სეზონური პერიოდულობა ორგანიზმთა სასიცოცხლოს ციკლში
ნაკლებად შესამჩნევია. წლიური რიტმები ბევრ სახეობაში ენდოგენურია. ასეთ
რიტმებს უწოდებენ ცირკანულს. ეს განსაკუთრებით ეხება გამრავლების ციკლს.
ზამთრის პერიოდში ძლიერი დათბობა და ყინვები ზაფხულში ვერ არღვევეს მცენარეთა
და ცხოველთა სეზონურ ცვალებადობას. ამასთან, წლიური ციკლის მიმდინარეობის
სიზუსტე ყოველთვის ენდოგენური ბუნების არ არის. მაგ. რიგ მცენარეთა თესლები
ღივდებიან მკაცრად განსაზღვრულ პერიოდში. შესაბამისად, აღმონაცენი ასტიმულირებს
გარემოს ცვლილებებს რომელიც დაკავშირებულია გეოფიზიკურ ციკლთან.

18.ფსიქორიტმები და დეპრესია

დეპრესია ძლიერ გავრცელებული და სერიოზული ემოციური აშლილობაა. მისი


სიმპტომატიკა გავლენას ახდენს ადამიანის ფიქრებზე, გრძნობებსა და ყოვედღიურ
ფუნქციონირებაზე, მაგალითად: ძილზე, კვებაზე, მუშაობაზე. ყველას უნდა გვახსოვდეს,
რომ დეპრესია რეალური დაავადებაა, ის ზეგავლენას ახდენს ჩვენი ცხოვრების
მრავალფეროვან ასპექტზე. შესაძლოა, შენ გაქვს დეპრესია, მაგრამ არ ხარ მარტო, დეპრესია
განკურნებადია.
არსებობს დეპრესიის რამდენიმე სახეობა. ესენია: ღრმა დეპრესია — ძლიერად გამოხატული
სიმპტომები, რაც არღვევს ადამიანის ძილის/კვების/მუშაობის რეჟიმს ზოგადად ხელს უშლის
ცხოვრებით ტკბობაში, გახანგრძლივებული დეპრესიული აშლილობა — გუნება-განწყობის
დაქვეითება, ფსიქოტური დეპრესია — შეიძლება განუვითარდეს ადამიანს, რომელსაც
ერთდროულად აქვს ღრმა დეპრესია და ფსიქოზის რომელიმე ფორმა, პოსტტრავმული
დეპრესია — მისი ერთ-ერთი სახეა მშობიარობის შემდგომი დეპრესია, სეზონური დეპრესია
— სიმპტომები ძირითადად გამოხატულია ზამთრის პერიოდის განმავლობაში, როცა მზის
სხივებით მოწოდებული სითბო/სინათლე ყველაზე ნაკლებია, ბიპოლარული აშლილობა —
დეპრესიისგან განსხავებული ემოციური დარღვევაა. ~
დეპრესია საკმაოდ სერიოზული დარღვევების მომტანია ადამიანის ცხოვრებაში, დაწყებული
პიროვნული პრობლემებიდან დამთავრებული ცხოვრებისეული მნიშვნელოვანი
ურთიერთობებით.
იგი შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც შინაგანი მიზეზებით, რომლებიც
დაკავშირებულია ფიზიკურ ჯანმრთელობასთან, ასევე სულიერი განცდებით,
უსიამოვნებები, იმედგაცრუებით, სტრესით. მისი შეცნობა ადვილია კლასიკური ტრიადით:
სასიცოცხლო ენერგიის დაქვეითება, მადის დარღვევა, ცხოვრებისეული ინტერესების
დაკარგვა.
19.ბიორიტმოლოგიის გამოყენება დაჯკითხვის დროს
ბიორიტმოლოგიის გამოყენება დაკითხვისას. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ გარკვეულ
ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ბრალდებული (ეჭვმიტანილი), მტკიცებულებების
წარდგენის შემდეგ აღიარებს დანაშაულს და სცნობს თავს დამნაშავედ, მაგრამ ზოგჯერ
იმყოფება ისეთ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში, როცა მსგავსი მტკიცებულების წარდგენისას
იგი არ რეაგირებს მასზე და სულერთია, თუ რა მამხილებელი მასალა წარუდგინეთ მას.
შემჩნეულია დამოკიდებულება მთვარის ფაზებსა და განზრახ მკვლელობათა რიცხვს
შორის. გამომძიებელისათვის აუცილებელია არა მარტო დასაკითხვის ცალკეული
ემოციების გამოვლინების შეფასება, არამედ მისი განწყობის ცოდნაც. ამაში მას
დაეხმარებიან ბიორიტმოლოგები, რომელთაც შეუძლიათ განსაზღვრონ
დაკითხვისათვის ხელსაყრელი პერიოდი.

ბიორიტმოლოგების გამოკვლევებით დადგენილია, რომ იმ პირების ექსპერიმენტულ


დაკითხვისას, რომლებმაც ჩაიდინეს მძიმე დანაშაული, 36 შემთხვევიდან 28 250
შემთხვევაში (78%) მიღებულ იქნა დაწვრილებითი ჩვენება ჩადენილი დანაშაულის
გარშემო. 8შემთხვევაში (22%) ბრალდებულებს პოზიცია არ შეუცვლიათ, მაგრამ
წამოცდენიათ ფაქტები, რომლებიც ადასტურებდა დანაშაულის ჩადენაში მათ
მონაწილეობას.

შემდგომში დაკითხვის ვიდეო ჩანაწერები გამოყენებული იქნა დამნაშავეების


მხილებაში. ტაქტიკური თვალსაზრისით დასაკითხები არ იყვნენ
ინფორმირებულები, რომ მათთან მუშაობის პერიოდი შერჩეული იყო სპეციალურად,
ბიორითმოლოგების გამოთვლების შედეგად და ადვოკატების ყოფნას დაკითხვაზე
ხელი არ შეუშლია გამოძიებისათვის მათგან დაწვრილებითი რეალური ჩვენების
მიღებაში.

20.ასაკი და ორგანიზმის ბიოლოგიური საათი


ასაკი-დაბადება - ბავშვობა - სიჭაბუკე - სიმწიფე - სიბერე - ეს ყოველი ადამიანის გასავლელი
გზაა, რადგან სიბერე კანონზომიერი პროცესია, იგი სიცოცხლის შემადგენელი ნაწილია,
განუწყვეტელი ბიოლოგიური ცვლილებების შედეგი. 25 წლისთვის ადამიანის ორგანიზმში
სრულდება ორგანოებისა და სისტემების ფორმირება. ბიოლოგიური სიბერის პირველი
ნიშნებიც სწორედ ამ დროისთვის იჩენს თავს, ხოლო 40-50 წლის შემდეგ ეს ნიშნები უფრო
შესამჩნევი და თვალში საცემი ხდება.

ორგანიზმის ბიოლოგიური საათი- დღე-ღამური პერიოდულობის კანონებს


ემორჩილება ძილ–ღვიძილის ციკლი, მოძრაობითი აქტივობა, სხეულის
ტემპერატურა, ფიზიკური და გონებრივი მუშაობის უნარი, ენერგეტიკული ცვლა და
ორგანიზმის სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი ფუნქცია. გულ-სისხლძარღვთა
სისტემისა და მასთან მჭიდროდ დაკავშირებული ვეგეტატიური მაჩვენებლების,
სხეულის ტემპერატურის, სუნთქვის სიხშირის ცირკადული რიტმულობა
დადასტურებულია მრავალი მკვლევარის მიერ. მათ უწოდებენ ორგანიზმის სამუშაო
რიტმებს, ანუ რიტმებს, რომლებიც საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ ადამიანის
ბიორიტმოლოგიური სტატუსი.სხეულის ტემპერატურის რიტმი
სინქრონიზირებულია ორგანიზმის მრავალი სისტემის (პირველ რიგში გულ-
სისხლძარღვთა და სუნთქვის სისტემების) დღე-ღამური ცვლილებების
რიტმულობასთან. არტერიული წნევისა და გულის შეკუმშვათა სიხშირის
დადგენილი რიტმები წარმოადგენს გულ-სისხლძარღვთა სისტემის
ფუნქციონირების ინტეგრალურ მაჩვენებელს. გულის შეკუმშვათა დღე-ღამური
რიტმი არ არის დამოკიდებული ასაკსა და სქესზე, ყოველდღიურად წარმოდგენილია
უწყვეტი რხევით (რხევის ამპლიტუდაა 10-15 შეკუმშვა). გულისცემა, რომელიც
პერიფერიაზე რეგისტრირდება პულსის სახით, მაქსიმუმს აღწევს 15-დან - 18
საათამდე პერიოდში. ღამით, ჯანმრთელ პირებში, პულსი იშვიათდება და
მინიმალურია 2-3 საათისთვის. მონაცემები არტერიული წნევის დღეღამური
დინამიკის შესახებ არაერთგვაროვანია.
21) დიდი ბიოლოგიური საათი. სიბერის ასახსნელად შემუშავებულ უამრავ თეორიას
შორის (მათი რიცხვი 200-ს აღწევს) განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს
ამერიკელი მეცნიერის დილმანის მიერ შექმნილი დიდი ბიოლოგიური საათის
თეორია, რომლის თანახმადაც ყოველ ორგანიზმში მუშაობს სიბერის
ნეიროენდოკრინული ბიოსაათი. იგი არეგულირებს ორგანიზმის მდგომარეობის
მუდმივობას - ჰომეოსტაზს. ასაკის მატებასთან ერთად ეს საათი მუშაობას წყვეტს და
ჰომეოსტაზიც ირღვევა. ამის შედეგად იშლება ორგანოთა შეთანხმებული მუშაობაც.
"აღშფოთებული ჰომეოსტაზი" ორგანიზმს უკარგავს სტრესისადმი ადაპტირების
უნარს, კარს უღებს ათეროსკლეროზულ პროცესებს, ხელს უწყობს
დაავადებებისადმი მიდრეკილების ჩამოყალიბებას და ორგანიზმის დაბერებას.
დილმანის აზრით, სიბერე ფიზიოლოგიური პროცესი კი არა, დაავადებაა, რომლის
განკურნებაც "დიდი ბიოლოგიური საათის" ამუშავებით და ჰომეოსტაზის აღდგენით
უნდა მოხდეს.

You might also like